ისტორიის ბნელი პერიოდი

Admin
ისტორია
0
0

ავტორი: სერგო ღამბაშიძე არსებობს ისტორიაში დაახლოებით 1000 წლიანი პერიოდი, რომელშიც ისტორიის ხ...

shumer

ავტორი: სერგო ღამბაშიძე

არსებობს ისტორიაში დაახლოებით 1000 წლიანი პერიოდი, რომელშიც ისტორიის ხაზი დარღვეულია და რეალურად არავინ იცის ამ დროს რა ხდებოდა. ესაა არიული, იბერო, ძველეგვიპტური და ძველშუმერული ცივილიზაციების დაცემის შემდგომი ეპოქა, როდესაც ცივილიზაციები განადგურდნენ და ისტორიის ერთიანი ხაზი გაწყდა.

ზემოთნახსენები ცივილიზაციების განადგურება გამოიწვია იმ ,,წარღვნამ" (ხმელთაშუა ზღვისპირეთში ზღვის დონის მატებამ), რომელიც პირდაპირი თუ მეტაფორული სახით ნოეს ისტორიაშია აღწერილი (არ აგერიოთ ატლანტიდის წარღვნაში, რომელიც გაცილებით უფრო ადრე მოხდა და გაცილებით უფრო მასშტაბურიც იყო). ამ წარღვნის ცენტრალური წერტილი ხმელთაშუა ზღვისპირეთზე მოდიოდა (ამ ტერიტორიებზე მასშტაბური წყალდიდობები და სანაპიროს სრული დატბორვა დასტურდება არქეოლოგიური აღმოჩენებით. იხ. ზ.კოსიდოვსკის ,,როცა მზე იყო ღმერთი"). ცივილიზაციების განადგურება გარდა წარღვნისა გამოიწვია ცივილიზაციათა შორის ომმაც.

ამის შემდეგ, ზუსტი ისტორიული ცნობები ჩნდება შუამდინარეთის, ანტიკის და ეგვიპტის ცივილიზაციების ახალი აღორძინებიდან - დაახლოებით ძვ.წ.აღ-ის 3500-3000 წლიდან, მანამდე კი დაახლოებით 1000 წლიანი სრული ჩავარდნაა ისტორიაში. ანტიკური და ეგვიპტური ცივილიზაციებიდან კი ისტორიის ხაზი აღდგა და ცნობაც ბევრი მოგვეპოვება.

სავარაუდოდ ამ 1000 წლიანი "ბნელი" პერიოდის განმავლობაში განადგურებული ცივილიზაციების ნაშთები ცდილობდნენ პირველ რიგში, უბრალოდ გადარჩენილიყვნენ, გადაენახათ დარჩენილი მცირე ცოდნა და შეექმმნათ ახალი ცივილიზაციები. რაღაც პერიოდი მათ ერთად ყოფნა და ერთმანეთში ასიმილირებაც მოუწევდათ (სხვაგვარად ვერ გადარჩებოდნენ), ამიტომაც სწორედ ამის შემდეგ ხდება "სისხლის აღრევა" და რეალურად, ცალკე აღებული რასები ნაკლებად ინარჩუნებენ თავიანთ სისხლს.

ასევე ამ პერიოდში მოხდებოდა სავარაუდოდ ყველა სხვადასხვა რასის ცოდნის სინთეზირება და გაერთიანება, და შემდეგ უკვე ყველა ერი ამ სინთეზირებულ ცოდნას თავისად ასაღებდა.

ქართველებიც, უმეტესწილად იბერების ცივილიზაციის შთამომავლები ვართ, მაგრამ ასევე კავშირი უნდა გვქონდეს ძველ-შუმერულ ძველ-ეგვიპტურ ცივილიზაციებთანაც (ამ კავშირის შესახებ ერდნენ ჰეროდოტე და სტრაბონიც).

მსგავსი სტატიები

მამა მზე, დედა მთვარე


ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელებში, ოსაგას ტომში არის თქმულება ორ ძმაზე, ...

ზურვანიზმი


ლეგენდარული ზარათუსტრას მიერ მოტანილი რელიგია - ზოროასტრიზმი ჩვეულე...

აბუ სიმბელი: ტაძრები რომლებიც გადაადგილეს


მთარგმნელი: ლია ქიმერიძე წყარო აბუ სიმბელის ტაძრები, ერთ-ერთი ყ...

„შესაძლოა ჩვენ ჰომო საპიენსის ერთ-ერთი უკანასკნელი თაობა ვართ“ - იუვალ ნოა ჰარარი


დავოსში, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, ებრაელი მეცნიერი იუვალ ნო...

მეროე


მეროე იყო ძველი სახელწიფოს - ქუშის მდიდარი მეტროპოლისი, რომელიც დ...

საპიენსი - კაცობრიობის მოკლე ისტორია


მონაკვეთი იუვალ ნოა ჰარარის წიგნიდან - "საპიენსი - კაცობრიობის მო...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff