ილონ მასკი ფიქრობს, რომ ჩვენ მატრიცაში ვცხოვრობთ

Admin
მეცნიერება
0
0

მთარგმნელი: ელისო აბულაშვილი წყარო ადამიანი, რომელმაც ყველა გააფრთხილა ხელოვნური ინტელექტის ს...

image

მთარგმნელი: ელისო აბულაშვილი

წყარო

ადამიანი, რომელმაც ყველა გააფრთხილა ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე თვლის, რომ ჩვენ ყველა შესაძლებელია ვიყოთ ხელოვნური ინტელექტის მქონე არსებები.

ილონ მასკი ფიქრობს, რომ თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მატრიცის რომელიმე ვერსიაში. უფრო მეტიც ის ფიქრობს, რომ შანსი იმისა, რომ რეალობა, როგორიც ჩვენ ვიცით, არ არის კომპიუტერული სიმულაცია, მილიარდიდან ერთია.

"ყველაზე ძლიერი არგუმენტი იმისა, რომ სიმალუაციაში ვართ, ჩემი აზრით არის შემდეგი, ამბობს მასკი: „40 წლის წინ ჩვენ გვქონდა თამაში „პონგი (Pong)“ (Pong — ერთ-ერთი ყველაზე ადრეული არკადული და სპორტული ვიდეო თამაში). ორი მართკუთხედი და წერტილი. აი სად ვიყავით მაშინ."

"ახლა, 40 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს რეალური, 3D სიმულაციები, რომელშიც მილიონობით ადამიანი ერთდროულად თამაშობს და ის ყოველ წელს უმჯობესდება. ძალიან მალე ჩვენ გვექნება ვირტუალური რეალობა, ჩვენ გვექნება დამატებითი რეალობა."

"განვითარების ნებისმიერი ტემპის პირობებში მალე თამაშების გარჩევა რეალობისგან შეუძლებელი გახდება, უბრალოდ შეუძლებელი იქნება."

აი როგორ ხდება ეს ყველაფერი: მასკი ამბობს, რომ თუ ჩვენ ავიღებთ კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების ახლანდელ ტემპს და გადავიტანთ ათასობით (ან მილიონობით) წლის შემდეგ მომავალში რა თქმა უნდა გვექნება შესაძლებლობა შევქმნათ ვიდეო თამაშები, რომლებიც იქნება იმდენად რეალური, რომ შეუძლებელი იქნება ვირტუალური სამყაროს და რეალობის გარჩევა.

უფრო მეტიც, მასკს სჯერა, რომ ეს იმდენად გარდაუვალია, რომ შესაძლებელია უკვე ვცხოვრობდეთ კომპიუტერულ სიმულაციაში, რომელიც ჩვენზე განვითარებული, მომავალი ცივილაზიის მიერ არის შექმნილი (თუ რატომ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ).

ეს არის წარმოუდგენელი იდეა. მოდით წუთით დავფიქრდეთ ამაზე: ადამიანს, რომელმაც ყველა გააფრთხილა ხელოვნური ინტელექტის საფრთხეების შესახებ, თავად სჯერა, რომ ჩვენ ყველა შესაძლებელია ვართ ხელოვნური ინტელექტის მქონე არსებები.

ვიცი, ეს ყველაფერი სიგიჟესავით ჟღერს. მაგრამ მასკი, რომელმაც რევოლუცია მოახდინა ელექტრო მანქანების ინდუსტრიაში და რომელსაც აქვს ამბიციური გეგმა გაგვიშვას მარსზე სულელი არ არის - ის არის დღევანდელი ტექნოლოგიური ინოვაციების სახე და თავის გზაზე მოახერხა მილიარდების გამომუშავება. ამიტომ ვერ ვიტყოდი, რომ მისი იდეა არის გიჟური ან არაადეკვატური.

ამერიკის ბანკის ანალიტიკოსებმა მოხსენება გაუგზავნეს კლიენტებს, სადაც ისინი ამტკიცებენ, რომ 50%-იანი ალბათობით ჩვენ შესაძლებელია ვცხოვრობდეთ მატრიცაში:

"ხელოვნური ინტელექტის, ვირტუალური რეალობის და კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების ტემპის გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომავლის ცივილიზაციის წევრებს შეეძლოთ შეექმნათ მათი წინაპრების სიმულაცია,“ ნათქვამია მოხსენებაში.

სიმულაციის ჰიპოთეზა არსებობდა ბევრად ადრე ვიდრე მასკი გაამახვილებდა მასზე ყურადღებას.

მიუხედავად იმისა, რომ მასკმა ცოტა ხნის წინ გახადა ეს იდეა პოპულარული, ის რეალურად სიახლე არ არის - მსჯელობა ამასთან დაკავშირებით (რომელსაც ეძახიან „სიმულაციის ჰიპოთეზას“) ცნობილი გახდა ნიკ ბოსტრომის მიერ, მის 2003 წლის ნაშრომში „თქვენ კომპიუტერულ სიმულაციაში ცხოვრობთ?“ ადამიანები რეალობის საფუძვლებს კითხვის ქვეშ აყენებდნენ დასაბამიდან. მაგალითად, სიმულაციის ჰიპოთეზის მსგავსება შეგვიძლია ვიპოვოთ ფილოსოფოს დეკარტეს ცნობილ თეორიაში „ტვინი კოლბაში“, რომელიც მან ჩამოაყალიბა მე-17 საუკუნეში, და რომელიც იქცა ჩთაგონებად „მატრიცის“ შესაქმნელად - ადამიანები ვერ იაზრებენ, რომ მათი სამყარო არის უბრალოდ ილუზია, რომელიც წარმოიქმნება, როდესაც მათი ტვინი მოთავსებულია სითხიან კოლბაში.

რეალობის ჩვენი ამჟამინდელი აღქმა, გამომდინარეობს იქიდან, რომ ჩვენ ვიცით რა არის შესაძლებელი ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების შედეგად ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ამ საუკუნის ნახევრის შემდეგ ჩვენ გვექნება კომპიუტერი, რომელსაც ექნება მონაცემების დამუშავების იმაზე მეტი შესაძლებლობა ვიდრე მსოფლიო ყველა ტვინს ერთად აღებულს. ხელოვნური ინტელექტის, ტექნოლოგიების, ვირტუალური რეალობის და ბიოტექნოლოგიის განვითარების სწრაფი ტემპები რეალობის ხელახლა შექმნას არამარტო შესაძლებელს, არამედ მეცნიერულად დასაბუთებულსაც ხდის.

თუ ამ ყველაფერმა თქვენ ჯერ კიდევ ვერ დაგარწმუნათ დაფიქრდით ამაზე: Google-ის ექსპერტის აზრით ჩვენ შევძლებთ ტვინის სკანერის გამოყენებას ჩვენი მთლიანი ტვინის cloud-ზე ასატვირთად 30 წლის შემდეგ. ამ ყველაფრის გააზრების შედეგად მატრიცა ისეთივე რეალურია როგორც ტიტანიკი.

digitalworld small depositphotos 0

რატომ უნდა უნდოდეთ ადამიანებს სიმულაციური რეალობის შექმნა?

თუ ეს ჰოპოთეზა მართალია მაშინ ჩნდება კითხვა: რისთვის უნდა შეექმნათ უფრო განვითარებულ ცივილიზაციებს ადამიანები კომპიუტერული სიმულაციის პერსონაჟებად?

ყველაზე გავრცელებული არგუმენტი არის ის, რომ სიმულაციით შესაძლებელია დიდი ფულის გაკეთება გართობის ბიზნესში, HBO-ს WestWorld-ის (Home box office ( ამერიკული საკაბელო სატელევიზიო არხების ქსელი )) მსგავსად, სადაც არიან ხელოვნური ინტელექტიანი რობოტები.

მეორე არგუმენტი ეფუძნება მოსაზრებას, რომ სიმალციები გამოიყენება არა იმდენად ფულისთვის, რამდენადაც კვლევისთვის. მაგალითად ანთროპოლოგებს, რომლებიც შეისწავლიან ცივილიზაციების აღზევებას და დაცემას, შეუძლიათ შექმნან ჩვენი წინაპრების ცივილიზაციის ასლები, სადაც იქნება მილიარდობით ადამიანი და შექმნან მილიონობით განსხვავებული სიმულაცია, რათა ნახონ თუ რა ზეგავლენას ახდენს სხვადასხვა ცვლადი საზოგადოებაში ადამიანის ევოლუციაზე.

ჰიპოტეტურად რომ ვიმსჯელოთ, ვთქვათ მკვლევარს აინტერესებდა გაეგო რა ზეგავლენას მოახდენდა საზოგადოებაზე სატელევიზიო რეალითი შოუს ვარსკვლავი რომ გამხდარიყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. მკვლევარს,სიმულაციის გამოყენებით, შეეძლო ეს გაეკეთებინა და შემდგომ დაკვირვება ეწარმოებინა შედეგზე მოკლე დროში.

კვლევისთვის იქნება ეს თუ გართობისთვის, ჩვენი წინაპრების ცივილიზაციების ასლის შექმნით, სავარაუდოა, რომ შემდგომ ამ სიმულაციებს თავადაც ექნებათ უნარი შექმნან საკუთარი სიმალუაციები.

ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ მას შემდეგ რაც ადამიანები შეძლებენ ერთი სიმულაციის შექმნას ჩნდება შესაძლებლობა უსასრულო რაოდენობით სიმულაციის შესაქმნელად, რომელთაც ერთდროულად შეუძლიათ არსებობა. აქედან გამომდინარე ადამიანები, რომლებიც ქმნიან სიმულაციებს აუცილებელი არაა იცოდნენ თვითონაც სიმულაციის ნაწილი არიან თუ არა. ამიტომაც ფიქრობს მასკი, რომ მილიარდში ერთია შანსი იმის, რომ ჩვენი რეალობა არის, როგორც ის უწოდებს „ძირითადი რეალობა“(Base Reality).

თუ ამ ყველაფერმა თავი არ აგატკივათ, მაშინ სცადეთ გაიაზროთ მასკის აზრით რატომ შეიქმნა სიმულაციები. მასკის (და ბოსტრომის) თქმით ადამიანთა რასა დიდი ალბათობით შესაძლებელია გადაშენდეს, სანამ გადავალთ განვითარების შემდგომ სტადიაზე და ჩვენი არსებობა უნდა გადავიტანოთ ვირტუალურ რეალობაში განვითარების გასაგრძელებლად.

"თუ ცივილიზაცია შეწყვეტს წინსვლას ეს შეიძლება გამოწვეული იყოს რაიმე კატასტროფული მოვლენით ... იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს არის სიმულაცია, რადგან ჩვენ ან შევქმნით სიმულაციებს, რომლის გარჩევაც შეუძლებელია იქნება რეალობისგან ან ცივილიზაცია შეწყვეტს არსებობას. მხოლოდ ეს ორი შესაძლებელი ვარიანტი არსებობს.“

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ჩვენ რეალურად არ ვცხოვრობთ სიმულაციაში ახლა, მაშინ ჩვენს ახლო მომავალში მოგვიწევს ადამიანთა რასის გადაშენების საფრთხესთან შეჯახება. თუ ეს ყველაფერი მართლაც ასეა, მასკი და ბოსტრომი ორივე ფიქრობენ, რომ იმის ალტერნატივა, რომ ეს მსოფლიოს სიმულაციაა არის ის, რომ ჩვენ შეიძლება შევწყვიტოთ არსებობა ასეთი სიმულაციების შექმნამდე.

რას ნიშნავს სიმულაციაში ცხოვრება ჩვენთვის?

მიუხედავად იმისა, რომ ის რასაც მასკი ამბობს საკმაოდ ავისმომასწავებლად ჟღერს, ის ასევე გვთავაზობს ალტერნატიულ პერსპექტივას ცხოვრების სხვადასხვა სიღმისეულ შეკითხვაზე. ეს არის ის კითხვები, რომლებიც რელიგიათა უმრავლესობის საფუძველს წარმოადგენს და რომელთაც შეუძლია კითხვის ქვეშ დააყენონ თანამედროვე რელიგიის კონვენციათა და სულიერების საფუძვლები. რა ხდება სიკვდილის შემდეგ და ვინ არის ჩვენი შექმნელი?

დარწმუნებით რთულია იმის თქმა რას გავაკეთებდით ეს ყველაფერი მართალი რომ აღმოჩნდეს. არსებობს სულ მცირე 2 მილიარდელი, რომელთაც სჯერათ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სიმულაციაში და ვაფინანსებთ მეცნიერებს, რათა დაგვეხმარონ ამ სიმულაციიდან გამოსვლაში. თუმცა მთლად ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული ეს ყველაფერი რეალურად რას ნიშნავს ჩვენთვის.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მასკის თეორია მეცნიერულ ფანტასტიკას ჰგავს, მიუხედავად ამისა მაინც ღირს მისი როგორ შესაძლებლობის მხედველობაში მიღება, რადგან ადამიანები ადრეც სცდებოდნენ რეალობასთან დაკავშირებით. გახსოვთ, იყო დრო, როცა გვჯეროდა, რომ დედამიწა ბრტყელი იყო.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

ასტრონომებმა მეორედ დააფიქსირეს იდუმალი, განმეორებითი სიგნალები კოსმოსიდან


მთარგმნელი: გუგა გეგეჭკორი წყარო უკვე მეორედ, ასტრონომებმა იდუმ...

რომელია ბუნების ოთხი ფუნდამენტალური ძალა


მთარგმნელი: იოანე შენგელია (მთარგ.შენიშ: უკვე დიდი ხანია ცნობილია,...

ატმოსფეროდან CO2-ის გამოდევნის ახალი გზა


TED-ის ვიდეოს ტრანსკრიბცია წამყვანი: ჯენიფერ ვილკოქსი მთარგმნელ...

ვაქცინები: რას ვუკეთებთ ჩვენი ბავშვების ტვინს?


ტრანსკრიბცია დოქტორ ლარი პალევსკის ლექციიდან: მთარგმნელი: მამუკა...

ატმოსფეროდან CO2-ის გამოდევნის ახალი გზა


TED-ის ვიდეოს ტრანსკრიბცია მთარგმნელი: ქრისტი ჩხაბერიძე 400 ნაწილ...

თეორიული ფიზიკა


ავტორი: იოანე შენგელია მარტივად რომ გითხრათ ძვირფასო მკითხველო: ...

როგორ "შევაკეთოთ" სწრაფად სეროტონინი


წყარო: clevermind.ru მთარგმნელი: ნანა აბესაძე დღეს ვისაუბრებთ ი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff