ავტორი: ბრენდონ სპექტორი
მთარგმნელი: ნიკა ვასაძე
როგორ დავიპყროთ სამყარო სამი მარტივი ხერხით...
პირველი: შეაგროვე შენი პლანეტის ყველა რესურსი
მეორე: შეაგროვე უახლოესი ვარსკვლავის ენერგია
მესამე: შენი გალაქტიკის ყველა ვარსკვლავის ენერგია შეაგროვე და შემდეგ ახალ გალაქტიკაზე გადადი.
გილოცავ! შენს სახეობას აქვს ყველაფერი ის, რითაც უნივერსალურ სუპერძალად გადაიზრდება.
ეს ერთი რუსი ასტრონომის პერსპექტივაა, ყოველ შემთხვევაში. ასტროფიზიკოსმა ნიკოლაი კარდაშევმა ეს სამი გზა( სახელწოდებით დონე I, II და III) გალაქტიკური გაფართოებისთვის - რასაც მან ტექნოლოგიურად განვითარებული ცივილიზაციების სამი „ტიპი“ დაარქვა - 1962 გამოთქვა, როგორც გზები, საზოგადოების მიერ ენერგიის საგრძნობლად ძლიერ მზარდი მოხმარების გასაზომად. ახლახანს, 13 ივნისს, ჟურნალ arxiv.org-ზე დაპოსტილი ფურცელი განიხილეს და კარდაშევის მოდელს ახალი, მოვლენების აპოკალიფსური განვითარება დაამატეს. [ინტელექტუალური უცხოპლანეტელბის მონადირების 13 გზა]
ამ ფურცლის ავტორის, დენ ჰუპერის თანახმად (ის უფროსი მეცნიერია Fermi National Accelerator ლაბორატორიაში, ილინოისში და ჩიკაგოს უნივერსიტეტში ასტრონომიის და ასტროფიზიკის პროფესორია) ენერგიის შეგროვება შორეული ვარსკვლავებისგან არათუ საუკეთესო გზაა, რათა გაიზარდოს ცივილიზაციის შესაძლო რესურსები. ეს ერთადერთი გზაა, რომ ხელი შევუშალოთ მარად-გამფართოებელ სამყაროს დატოვოს ცივილიზაცია მარტო, სივრცის უკიდეგანობაში. (ეს კვლევა კიდევ საჭიროებს დაზუსტებებს) „ბნელი მატერიის არსებობა ჩვენს სამყაროში, აიძულებს სამყაროს აჩქარებულად გაფართოვდეს“ - წერდა ჰუპერი. მიახლოებით შემდეგ 100 მილიარდ წელში, ჩვენი ლოკალური ჯგუფის, ან გრავიტაციულად მაკავშირებელი გალაქტიკების, ირმის ნახტომის ჩათვლით, ვარსკვლავები ჩავარდებიან კოსმიურ ჰორიზონტში და მათგან ვერანაირ ინფორმაცის ვერ მივიღებთ, ვერასდროს. ასეთ მდგომარეობაში, „ვარსკვლავები არათუ ხდებიან შეუმჩნეველნი, არამედ დაუკავშირებელი, რითიც მცირდება იმ ენერგიის რაოდენობა, რისი მიღებაც შეგვეძლო.“ წერს ჰუპერი. სხვა სტყვებით, თუ ადამიანებს იმედი აქვთ, რომ უცხოპლანეტელებს შეხვდებიან შორეულ გალაქტიკებში, ეს უცხოპლანეტელები იქნებიან შავი მატერიის წინააღმდეგ, იმ მისტიური ძალის, რომელიც გაუკონტოროლებლად წელავს ჩვენ სამყაროს.
ვარსკვლავის ფეხის თითებით დაჭერა
ეს, რა თქმა უნდა, ისაა, თუ როგორ ვიპოვით უცხოპლანეტელებს. ნებისმიერი განვითარებული ცივილიზაცია, ღირსეული ხომალდებით, მიხვდება, რომ სამყარო ფართოვდება, წერდა ჰუპერი, და ის არ გაჩერდება უმოქმედოდ მაშინ, როცა ეს სამყარო მის თვალწინ ჩაივლის, ამის ნაცვლად, ის შეაგროვებს ვარსკვლავებს სხვა გალაქტიკიდან, შეკრავს და მათგან ენერგიას მიიღებს, სანამ ეს ვარსკვლვები (და მათი ენერგია) მიუწვდომელი გახდება. [12 მიზეზი, თუ რატომ არ გვყავს უცხოპლანეტელები ნაპოვნი]
„რადგანაც ჰორიზონტის გადიდება გარდაუვალია, ნებისმიერი შედარებით განვითარებული ცივილიზაცია, რომელსაც სურს მაქსიმალურად გამოიყენოს მისი შესაძლებლობა, რომ ენერგია პრაგმატულად გამოიყენოს, სამყაროში გაიფანტება იმ მცდელობით, რომ შეინახონ იმდენი ვარსკვლავი, რამდენიც შესაძლებელია, სანამ ეს შეუძლებელი გახდება“ - წერს ჰუპერი.
როგორ უნდა შებოჭო საერთოდ ვარსკვლავი? მეცნიერები და სამეცნიერო ფანტასტიკის ავტორები ამ კითხვაზე ათწლეულების განმავლობაში ფიქროდნენ და მათი ფავორიტი პასუხი არის „გიგანტურ ბადეში უნდა გავახვიოთ, რა თქმა უნდა.“
ეს ბადე არ იქნებოდა დამზადებული თოკებით ან მეტალით, არამედ სატელიტებით, რომლებიც მზის ენერგიაზე იმუშავებენ. ცნობილი, როგორც „დიზონ სფეროები“. ასეთი კოლოსალური ღრუბელი შეძლებდა სამუდამოდ გაჩერებული იყოს ერთ, ფიქსირებულ ადგილზე ვარსკვლავის ირგვლივ და მიღებული ენერგია უახლოეს პლანეტას გადასცეს - ან, როგორც ჰუპერმა ივარაუდა, ვარსკვლავისგან მიღებული ენერგია პირდაპირ გამოიყენოს ამ სატელიტებმა, რათა ეს უკანასკნელი უშუალოდ იმ პლანეტამდე წაიღონ, რომელსაც მისი გამოყენება სურდა.
ადამიანებს შესაძლოა ეს შეუძლებლადმოგვეჩვენოს, ჩვენ ხომ კარდაშევის სკალაზე პირველ დონეზე ვართ. (კარლ სეიგანმა ჩვენ 0.7 დონეზე დაგვაყენა 1973 წელს).მაგრამ ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ უნდა არსებობდეს ჩვენზე ათასობით ან მილიონობით წლით უფროსი ცივილიზაცია, რომელიც სრულფასოვნად არის მესამე, ვარსკვლავების შეგროვების დონეზე. და თუ სხვა ცივილიზაცია მართლა უცვლის ვარსკვლავებს ლოკაციებს, ცოტახანში ამას დედამიწელებიც შეამჩნევენ, წერს ჰუპერი.
„ის ვარსკვლვები, რომლებიც ახლა ცენტრალური ცივილიზაციისკენ მიემართებიან, შეიძლება შემჩნეულ იქნენ ამ მოძრაობის წყალობით.“ წერს ჰუპერი. „ასეთი ტიპის აჩქარება აუცილებლად მოითხოვს უზარმაზარ ენერგიას და რაღაც დოზით, დიდი ალბათობით წარმოშობს ელექტრო-მაგნიტურ რადიაციას“.
გალაქტიკის რედეკორაცია
იმის გარდა, რომ უყურონ, თუ როგორ მოძრაობს ვარსკვლავებ შორეულ გალაქტიკებში, ასტრონომებმა, ასევე, შეიძლება თვალი ადევნონ უჩვეულო გალაქტიკებს, რომლებსაც ამოცლილი აქვთ ძირითადი ვარსკვლავები - წერს ჰუპერი.
ეს ჰიპოთეზური, ვარსკვლავების შემგროვებელი უცხოპლანეტელები, დიდი ალბათობით, წუნიები იქნებიან, აღნიშნა ჰუპერმა: ჩვენს მზეზე ასჯერ პატარა ვარსკვლავები ვერ შეძლებენ საკმარისი რადიაციის გამომუშავებას, რომ გამოყენებადი იყოს. მაგრამ შედარებით უფრო დიდი ვარსკვლავები, რომლებსაც ცოტა უკლიათ სუპერნოვამდე, შეიძლება იყოს გამოყენებული, როგორც ბატარეა. მხოლოდ ჩვენს მზეზე 20-100-ჯერ მასიური ვარსკვლავები იქნებიან დაჭერის და საკუთარ გალაქტიკაში წაღების კანდიდატები, თქვა ჰუპერმა, და ვინაიდანაც ამ მასების ვარსკვლვების სხივების ტალღის სიგრძე განსხვავებულია, ამის შემჩნევა გალაქტიკაში შეიძლება სინათლის წყალობით.
ისეთ გალაქტიკებს, საიდანაც განვითარებულმა ცივილიზაციებმა უკვე შეაგროვეს ვარსკვლავები, აჯობებს უფრო მასიური ვარსკვლავები, რის შედეგადაც მათ ექნებათ სხივის უფრო გრძელი ტალღოვან სიგრძე, ვიდრე ნებისმიერ სხვა შემთხვევაშია შესაძლებელი. ადამიანებს ჯერ არ აქვთ ისეთი ინსტრუმენტები, რათა დააფიქსირონ სინათლის ასეთი ცვალებადობა სამყაროს სიღრმიდან, წერს ჰუპერი. იმედია, ასტრონომები ასეთ ხელსაწოს მანამდე შექმნიან, სანამ ჩვენი მზეც სხვა ცივილიზაციის კოლექციას არ დაემატება.