როგორ "შევაკეთოთ" სწრაფად სეროტონინი

Admin
მეცნიერება
0
0

წყარო: clevermind.ru მთარგმნელი: ნანა აბესაძე დღეს ვისაუბრებთ ისეთ ნეირომედიატორზე, რომელიც გ...

Serotonin

წყარო: clevermind.ru

მთარგმნელი: ნანა აბესაძე

დღეს ვისაუბრებთ ისეთ ნეირომედიატორზე, რომელიც გვიცავს დეპრესიისგან,რომელიც ჩვენს გუნებ-განწყობას ნორმაში ამყოფებს და საერთოდაც ის არის ჩვენი ფსიქიკის ფუნდამენტი-სეროტონინი.

როგორც დოფამინთან მიმართებაში არ არსებობს ტესტი, რომლითაც განვსაზღვრავთ მის შემცველობას ჩვენს ორგანიზმში, ასევეა სეროტონინის შემთხვევაშიც, თუმცა ერთი განსხვავებით. ჩვენ კოკაინის მეშვეობით შეგვიძლია გავზარდოთ დოფამინის შემცველობა ორგანიზმში, შედეგი ნამდვილად იქნება. ან თუნდაც არც ისე ძლიერი ნივთიერების გამოყენებით, მაგალითად ტკბილეულით,რომელსაც მივიღებთ ყოველდღე. ასეთ შემთხვევაში ბალანსისთვის ორგანიზმი შეამცირებს რეცეპტორების რაოდენობას, დააქვეითებს მგრძნობელობას და საბოლოოდ იკარგება მოტივაცა.

სეროტონინთან მიმართებაში, არანაირი ჭარბი მოხმარების პრობლემა არ არსებობს და ეს თავისთავად სასიხარულო ფაქტია. თუ სეროტონინს ავიმაღლებთ ანტიდეპრესანტებით, თუკი ის ნორმაშია, სახეზე გვექნება სეროტონინული სინდრომი. თუ არ გაგვიმართლებს, შესაძლოა სიკვდილიც. ასე რომ, სეროტონინი არ არის ის ნივთიერება, რომელსაც აქვს კონცენტრაციის ასამაღლებელი ნარკოტიკული პოტენციალი, რასაც ვერ ვიტყოდით დოფამინზე.სეროტონინი უნდა გვქონდეს ნორმაში.კიდევ ერთხელ ვიმეორებ-თუ ის მომატებულია, მას არ აქვს ეიფორია!

serotoninovye narkotiki

თუ სეროტონინის დონე მაღალი არ არის,თეორიულად არ უნდა შემცირდეს რეცეპტორების მგრძნობელობა.

როდის შეიძლება შემცირდეს რეცეპტორების მგრძნობელობა სეროტონინის მიმართ?

როდესაც ჩვენ ვახდენთ მათ სტიმულირებას ისეთი ნივთიერებებით, როგორებიცაა LSD, DMT და მსგავსი ნივთიერებებით, ისინი არ ზრდიან სეროტონინის მოცულობას, არ ამაღლებენ მის დონეს. ისინი მხოლოდ სეროტონინის მოლეკულების იმიტირებას ახდენენ და ძლიერად მაგრდებიან გარკვეულ რეცეპტორებზე. ექსტაზის შეუძლია ძლიერი ზემოქმედება,მაგრამ იქაც დოფამინია ჩარეული და სეროტონინის ნორმამდე გაზრდა, შესაძლოა იყოს ხანგრძლივი პროცესი.

ბევრი ადამიანისთვის, ეს ვარიანტი არ გამოდგება.

serotoninovye nejrony jekstazi11

თვითმკვლელობა და ინვალიდობა

მას შემდეგ, რაც შეისწავლეს თვითმკვლელების და ჩვეულებრივი ადამიანების ტვინი, აღმოჩნდა რომ სეროტონინის დონე თვითმკვლელებს სეროტონინის ნეირონები 20 პროცენტით ნაკლები ჰქონდათ, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,5ht1ა რეცეპტორები უფრო მეტი ჰქონდათ, ვიდრე ჯანმრთელებს. შესაძლოა ეს ოყო ორგანიზმის რეაქცია სეროტონინის დეფიციტზე.

სხვა მეტაანალიზისას, როცა ადამიანები ღებულობდნენ ანტიდეპრესანტებს და სიცოცხლე მაინც თვითმკლელობით დაასრულეს, ასეთ შემთხვევაში 5ht1ა რეცეპტორები ნაკლები იყო. დოფამინის შემთხვევაში, თვითმკვლელებს არ აქვთ ასეთი გადახრა.

22000 ადამიანიზე ფინელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ვისაც ცხოვრების მიმართ პესიმისტური განწყობა აქვს, ხშირად ხდებიან ინვალიდები. გასაგებია რომ ცხოვრებაში უამრავი უსიამოვნო მომენტია, ბევრი რამ არ მოგვწონს, გვინდა უკეთესი და ამაზე გამუდმებით ვლაპარაკობთ, არაფერი შეიცვლება, თუმცა ეს ყველაფერი ინვალიდობამდე მიგვიყვანს.

ჩვენს ორგანიზმში არსებული ნივთიერებები დიდ გავლენას ახდენენ სიტუაციისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე. სეროტონინის ნორმალური დონე, არ არის სამყაროს ვარდისფერი სათვალით ყურება. ის არის მოვლენების სრულიად ადექვატური აღქმა და ხედვა.

დაბალი სეროტონინის დონე კი ამუქებს ფერებს და ზიანს აყენებს ჯანმეთელობას. ეს გავს სუპეროპტიმისტის მიერ სამყაროს ხედვას, თუმცა ეს ბოლო, ჯანმრთელობას არ ვნებს.

ამრიგად, ჩვენ გამოვავლინეთ სეროტონინის დონის ამაღლების პირველი გზა. ან უნდა ვიყოთ ადექვატურები გარკვეული სიტუაციების მიმართ, ან ოპტიმისტები. ზოგისთვის ეს რთულია, მაგრამ უნდა ვეცადოთ ერთ სიტუაციას რამოდენიმე მხრიდან შევხედოთ და სეროტონინი გვექნება ნორმაში.

povyshenie serotonina dobavki

მზის შუქი, ტრიპტოფანის ამინომჟავა და ვარჯიში. ესენი ყველა აუცილებელია სეროტონიის ნორმალიზებისთვის. დაიმახსოვრეთ ეს!

მასაჟი

დაახლოვებით 30 პროცენტით ამცირებს კორტიზოლს, სტრესის ჰორმონს და ასევე 30 პროცენტით ზრდის სეროტონინს და დოფამინს. 2010 წლის მეტაანალიზმა აჩვენა რომ, მასაჟის პრაქტიკა ამსუბუქებს დეპრესიის სიმპტომებს ყველა 17 კვლევაში. ასევე სასარგებლოა თავის მსუბუქი მასაჟი. ასე რომ შეძლებისდაგვარად სცადეთ მასაჟი. ერთი ისაა რომ მასაჟები სხვადასხვაგვარია და მომგებიანია ზომიერი წნევის მასაჟი, და არა ის მასაჟი, როდესაც მხრების პირები შიგნითაა მოქცეული.

იოგა და მედიტაცია

ეს ორი რამ, რაც სახლში უფასოდ შეგვიძლია გავაკეთოთ,დატვირთულია უამრავი გამოკვლევებით. უამრავი დადებითი მონაცემი არსებობს, იმისათვის რომ ჩვენი ტვინის სისტემები მოვიყვანოთ წესრიგში და გავაუმჯობესოთ კიდევაც. როგორც უკვე იცით, სეროტონინი „მიბმულია“ გუნებ-განწყობასთან, ხოლო ეს ორი პრაქტიკა, გუნებ-განწყობას აუმჯობესებს. (დეპრესიის დროსაც). (იხილეთ სტატია მედიტაციაზე).

სიმკვრივე და რიცხვი 5ht-1ა და 2ა შეიძლება გაიზარდოს სტრესის მეშვეობით.არსებობს კვლევები, რომ გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობის შემდეგ და სპორტის შემდეგ, ეს რეცეპტორები იზრდება. ასე რომ თუ თქვენთვის ყოველი დღე მონოტონურია, არაფერი იცვლება და უხალისოდ ხართ, შეეცადეთ თქვენი სხეული „შეაჯანჯღაროთ“, რათქმაუნდა გონივრულ ფარგლებში. ეს არ ავნებს თავად სეროტონინს, მაგრამ გაიზრდება მისი ეფექტურობა.

დანამატები

რა უნდა მივიღოთ სეროტონინის ასამაღლებლად ან მისი რეცეპტორების მგრძნობელობის გასაუმჯობესებლად.

5-HTP

ძილის ჰორმონის, მელატონინის მსგავსად 5-HTP საც შეიძლება ვუწოდოთ ანტიდეპრესანტი. ასე რომ, თუ ობიექტური მიზეზების გამო, არაფერი გიხარიათ, ეს დანამატი იმუშავებს შესანიშნავად. ცნობისათვის 5-HTP სეროტონინის პირდაპირი წინამორბედია. აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მისმა ხანგრძლივმა მიღებამ (ერთ თვეზე მეტი), შესაძლოა დააქვეითოს დოფამინის დონე. თუ გრძნობთ რომ დეპრესია გაქვთ, ამ დანამატს თვეზე მეტხანს ნუ მიიღებთ. ერთი-ორი კვირა, პირობითად უსაფრთხოა.

ომეგა 3

ომეგა 3-ის სასარგებლო თვისებების შესახებ, უამრავი პუბლიკაციაა. ზოგ პუბლიკაციაში გადაჭარბებულადაა ნათვამი, თუმცა ზოგადად ეს ნამდვილად ღირებული დანამატია. D ვიტამინთან ერთად ხელს უწყობს სეროტონინის გამომუშავებას. ამასტანავე ომეგა3-ს გააჩნია სხვა ნიშებიც, მაგალითად, ცხიმების დაწვა, ინტელექტის გაუმჯობესება და ა.შ. თუ თქვენს რაციონში არის თევზი, მითუმეტეს ცხიმიანი, მაგალითად ქაშაყი, წითელი ორაგული, მაშიმ ომეგა3-ის მიმართ მოთხოვნილება მცირდება.

ვიტამინები და მინერალები

მიუხედავად იმისა, რომ ვიტამინების საჭიროების შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა, ჩემი აზრით ისინი სჭირდება თითქმის ყველას. მითუმეტეს მათ, ვისაც სრულფასოვანი კვების რაციონი არ გააჩნია. მაგალითად, ვინც სამსახურში ზედმდტად დატვირთულია, ორსულები, მოსწავლეები, სტუდენტები, სასურველია მიიღონ მულტივიტამინები.

SAMe s-ადენოზილმერტიონინს ასევე გააჩნია დეპრესიების დროს დადებითი რეაქციების დიდი ბაზა.

ლითიუმი

მონაცემები განსხვავებულია. სადღაც ის ზრდის 5ht-1a სეროტონინის რეცეპტორების რაოდენობას, სადღაც იწვევს თავად სეროტონინის მატებას, ხოლო ცხოველებში გამიკვლევებმა აჩვენა რომ ის მუშაობს ჰიპოკამპუსში,მაგრამ არა ქერქში. ძირითადი ყურადღება გამახვილებულია, განწყობის ნორმალიზებაზე.

დაბოლოს კიდევ ერთი საინტერესო გამოკვლევა: სიგარეტის მწეველებში 5HT2A რეცეპტორების რაოდენობა დაახლოებით 2-ჯერ მეტია, ვიდრე არამწეველებში, სავარაუდოდ, ეს გამოწვეულია თავად ნიკოტინით და არა სიგარეტით.

შეჯამება

სეროტონინის დონის ზრდა დამოკიდებულია არა რეცეპტორებზე, არამედ ნეირომედიატორზე. სეროტონინის ზედოზირება, არაფერ კარგს არ იწვევს. ჰალუცინოგენებმა და ექსტაზიმ, სეროტონინის რეცეპტორების დისფუნქცის იწვევს. „აჯენს რეცეპტორებს“

მძიმე სტრესები,პესიმიზმი, ალკოჰოლიზმი და სხვა ამცირებენ სეროტონინის ცირკულაციას. დეპრესიის დროს, ხდება სეროტონინისა და მისი რეცეპტორების ფუნქციის დაქვეითებაც.

რა გავაკეთოთ?

-ფსიქოთერაპია, თუნდაც საკუთარი თავის დარწმუნება იმაში, რომ ყველაფერი, არც თუ ისე ცუდადაა. ის რომ ყველაფერი არაა დაკარგული და წინ უამრავი კარგი რამ გველოდება.

-მასაჟი, მედიტაცია, იოგა

-ბევრი მზე, ვარჯიში, ცოტა სტრესი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.

-დანამატებიდან ომეგა 3 და 5-HTP.

იმედი მაქვს, რომ სტატია საინტერესო იყო. წარმატებებს გისურვებთ!

 

მსგავსი სტატიები

ფიზიკაში შემჩნეული საერთო ტენდენციები


ავტორი: იოანე შენგელია ფიზიკის სწავლისას აღმოვაჩინე ერთი ლამაზი ...

ფიზიკის ანბანი - ურთიერთქმედების ველი


არსებობს აგურები და არსებობს ნივთიერება, რომელიც ამ აგურებს ერთმანე...

ფსიქოდელურ ნივთიერებებს ნამდვილად მივყავართ ცნობიერების „უმაღლეს“ მდგომარეობამდე


მთარგმნელი: ია გოისაშვილი წყარო ადამიანებს, რომლებიც მოიხმარენ ...

ლარა ბოიდი - ეს ტექსტი თქვენს ტვინს შეცვლის


ტვინის შესახებ ჩვენი წარმოდგენები თავბრუდამხვევი სისწრაფით იცვლება,...

10 რამ, რაც ტვინის შესახებ არ იცოდით


ტვინის მატერია ისტორიის განმავლობაში, ადამიანის ტვინი შესანიშნავ...

სამმაგი ტვინის კავშირი


მთარგმნელი: ნუცა მეუნარგია წყარო ნეიროქირურგებმა წარმატებით შეძ...

მიჩიო კაკუს სჯერა ღმერთის არსებობის, მაგრამ არა „იმ“ ღმერთის


მთარგმნელი: დეა მუსხელიშვილი წყარო ფიზიკოსმა, სიმების თეორიის (...

ილონ მასკი ფიქრობს, რომ ჩვენ მატრიცაში ვცხოვრობთ


მთარგმნელი: ელისო აბულაშვილი წყარო ადამიანი, რომელმაც ყველა გაა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff