მთარგმნელი: ირაკლი მიქავა
ახალი კვლევის თანახმად, საშუალო ზომის შავ ხვრელებს შეუძლიათ შეხვედრისას გააცოცხლონ მკვდარი ვარსკვლავები, თუნდაც მომენტალურად.
ასტრონომების ჯგუფმა შეადგინა კომპიუტერული სიმულაცია, იმის გასარკვევად თუ რა მოხდება, როდესაც ჩამქრალი ვარსკვლავი - ცნობილი თეთრი ჯუჯის სახელით, ახლოს ჩაუვლის საშუალო მასის მქონე შავ ხვრელს, რომლის მასაც დედამიწის მზის მასას 1000 დან 10000 მდე აღემატება.
გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ შავი ხვრელის მძლავრ გრავიტაციას შეუძლია თეთრი ჯუჯის მანამდე ინერტული შიგთავსი ისე მკვეთრად გაწელოს და დაამხინჯოს, რომ ბირთვული სინთეზის პროცესი რამოდენიმე წამით ხელახლა ჩაეშვას, რითაც ჰელიუმი, ნახშირბადი და ჟანგბადი გარდაიქმნას უფრო მძიმე ელემენტებად, როგორიცაა რკინა.
ასეთ „მიმოქცევის დარღვევებს“ შეუძლიათ წარმოქმნან გრავიტაციული ტალღები, აინშტაინის მიერ საუკუნის წინ ნაწინასწარმეტყველები დროისა და სივრცის ჭავლები, რომელიც პირველად 2015 წელს გრავიტაციული ტალღების ლაზერული ინტერფერომეტრის(ტელესკოპი) ობსერვატორიამ(LIGO) აღმოაჩინა.
LIGO-ს სავარაუდოდ არ შეუძლია ამ კონკრეტული გრავიტაციული ტალღების გარჩევა, ამბობს კვლევაში მონაწილე გუნდის წევრი, მაგრამ სამომავლო აპარატებს - როგორიცაა ევროპული კოსმიური სააგენტოს ლაზერული ინტერფერომეტრის კოსმიური ანტენა, რომლის გაშვებაც 2034 წელს იგეგმება - სავარაუდოდ შეეძლება.
კვლევის მიხედვით, დიდი რაოდენობით მატერიალისგან დაცლილი თეთრი ჯუჯა შეიძლება შთანთქას თავისივე დამანგრეველმა შავმა ხვრელმა, და ამ დროს წარმოქმნილი რადიაცული ნათების შემჩნევა შეუძლიათ ტელესკოპებს.
ახალი შედეგების მიხედვით არსებობს უკეთესი გზა საუშუალო ზომის შავი ხვრელების შესასწავლად, მაგრამ ეს საკმაოდ რთული საქმეა. ასტრონომებმა აღმოაჩინეს ძალიან ბევრი პატარა(ვარსკვლავური მასის) შავი ხვრელი, და მათი აზრით სუპერმასიური შავი ხვრელები რომლებიც შეიცავენ მილიონობით ან მილიარდობით მზის მასას, იმალება უმრავლესობა გალაქტიკის, თუ არა ყველა მათგანის შუაგულში. მაგრამ საშუალო მასის მქონე შავი ხვრელების მოხელთება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
„ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარკვევა თუ რამდენი საშუალო მასის მქონე შავი ხვრელი არსებობს, რადგან ეს შესაძლოა დაგვეხმაროს იმის გარკვევაში თუ როგორ ჩნდებიან მასიური შავი ხვრელები,“ ამბობს კვლევის თანაავტორი და სამხრეთ კაროლინაში მდებარე ჩარლსტონის კოლეჯის ფიზიკისა და ასტრონომიის პროფესორი კრის ფრეჯაილი, და იქვე აგრძელებს, „საშუალო მასის შავი ხვრელების აღმოჩენა „,მიმოქცევის დარღვევათა მოვლენების“ საშუალებით, იქნებოდა მნიშვნელოვანი წინსვლა.“
სხვათაშორის სუპერმასიური შავი ხვრელები არ გამოირჩევიან დამანგრეველობით; როგორც მკვლევარები წერენ, სავარაუდოდ ისინი თეთრ ჯუჯებს რაიმე ზიანის მიყენებამდე შთანთქავენ.
ეს ახალი კვლევა არ არის მხოლოდ აკადემიური ინტერესი, რადგან ის ასევე აღწერს იმ შესაძლო სცენარს, რაც შეიძლება ჩვენს მზეს შორეულ მომავალში ელოდეს. ნებისმიერი ვარსკვლავი რომელიც იბადება მზეზე 8ჯერ ან უფრო ნაკლებად აღმატებული მასით, საბოოლოოდ გარდაიქმნება თეთრ ჯუჯად. ეს ბედი ელის ჩვენს მზეს დაახლოებით 5 მილიარდ წელიწადში. როდესაც ის ამოწურავს წყალბადის მარაგს, ის გაიბერება, გარდაიქმნება წითელ გიგანტად და საბოოლოდ შეერწყმება თეთრ ჯუჯას.