რატომ არ შეუძლიათ ზღვის ბინადრებს, შეწყვიტონ პლასტმასით კვება

Admin
მეცნიერება
0
0

პლასტმასი არა მარტო გამოიყურება როგორც საკვები, არამედ ის გამოჰყოფს სუნს, შეიგრძნობა და ჟღერს როგ...

პლასტმასი არა მარტო გამოიყურება როგორც საკვები, არამედ ის გამოჰყოფს სუნს, შეიგრძნობა და ჟღერს როგორც საკვები.

ლურჯი პლანეტა II-ის ბოლო ინტერვიუში, დევიდ ატენბორო აღწერს შემთხვევებს, სადაც ალბატროსები, საკუთარი პატარების გამოსაკვებად, ბუდეებში ბრუნდებიან.
" და რა აქვთ მათ პირში?" -კითხულობს ის, "არც თევზი, არც მოლუსკი,- რასაც ისინი ყველაზე ხშირად მიირთმევენ - ესაა პლასტმასი."

ასეა, როგორც ატენბორო ამბობს, ეს შემაძრწუნებელია. ასევე უცნაური. ალბატროსები დაახლოებით ათასობით კილომეტრის ფრენენ მათთვის სასურველი ნადავლის მოსაპოვებლად. ნადავლს ისინი მსუბუქად იღებენ წყლიდან და როგორ შეიძლება, რომ მსგავსი შესაძლებლობების მქონე ჩიტები ასე ადვილად გასულელდეს და ხანგრძლივი ვოიაჟიდან მხოლოდ პლასტმასით სავსე პირის ამარა დაბრუნდეს.

პატარა ნუგეშია იმის ღმოჩენა, რომ ალბატროსები არ არიან მარტო. პლასტმასის მოხმარება ზღვის მცენარეების სულ მცირე 180 სახეობაშ დადასტურდა. პაწაწინა პლანქტონიდან (ბაქტერიების ერთობლიობა, რომლებიც მდებარეობს ბუნებრივ წყალში) დაწყებული, გიგანტური ვეშაპებით დამთავრებული. პლასტმასი აღმოაჩინეს, ბრიტანეთში დაჭერილი თევზების მესამედის ნაწლავებში. აქ იყო ის სახეობებიც რომლებსაც ჩვენ საკვებად რეგულარულად მოვიხმართ. ის ასევე აღმონდა ისეთ ფავორიტულ საკვებში როგორიცაა-ორკარედიანი ნიჟარები და ლობსტერები. მოკლედ, ყველა ზომის და ფორმის ზღვის ცხოველი მოიხმარს პლასტმასს, 12.7 მილიონი ტონა ეს ნივთიერება კი, ყოველწლიურად ჩაედინება ოკეანეში. ასე რომ ირგვლივ საკმაოდ ბევრი პლასტმასია.

1 

ღია ოკეანის ყველაზე მოშორებულ ნაწილშიც კი, შესაძლებელია მოტივტივე პლასტმასის აღმოჩენა, ზღვის სიცოცხლისათვის სიღრმისეული შედეგებით. (BBC 2017)

პლასტმასის მოხმარების გავრცელება ნაწილობრივ ამ ტიტანური რაოდენობის შედეგია. ზოოპლანქტონში, მაგალითად, კუჭ-ნაწლავის სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მათ მხოლოდ გარკვეული ზომის საკვები ნაწილაკების მიღება და გადამუშავება შეუძლიათ. "თუკი წყალში მოტივტივე პლასტმასის ნაწილაკი ჯდება ამ ზომის დიაპაზონში, ის საკვებად მიიჩნევა"- ამბობს მოირა გელბრეიზი, პლანქტონის ეკოლოგისტი, კანადის ოკეანის მეცნიერების ინსტიტუტიდან.

ზოოპლანქტონის მსგავსად, ტენტაკლი (საცეცელი) ზღვის კიტრის სახელთ ცნობილი ცილინდრული ფორმის ქმნილება, არ ჩანს პრეტენზიული საკვების მიმართ. საკვები ნივთიერებების მოსაპოვებლად, ზღვის კიტრები, ოკეანის სიღრმეში ცოცავენ და ხაპავენ ნალექებს თავიანთი პირით. ერთმა ანალიზმა, აჩვენა, რომ ფსკერის ამ ბინადართ, მოსალოდნელზე 138-ჯერ მეტი პლასტმასის მოხმარება შეუძლიათ, რაც ნალექშია განაწილებული.

ზღვის კიტრებისათვის პლასტმასის ნაწილაკები შესაძლოა იყოს უფრო დიდი და უფრო ადვილად მოსაპოვებელი, მათი საკვები საცეცებით, სხვა ჩვეულებრივ საკვებ ნივთიერებებთან შედარებით, მაგრამ, მონაცემების მიხედვით, ჩანს რომ სხვა სახეობებში, პლასტმასის მოხმარება გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ პასიური პროცესი. ჩანს, ბევრი ცხოველი, მიზანმიმართულად ირჩევს კვების ამ რეჟიმს. ზღვის ცხოველთათვის პლასტმასით კვების ასეთი მიმზიდველობის გასაგებად, ჩვენ სამყაროს მათეული აღქმა უნდა გავითვალისწინოთ.

"ცხოველები ხასიათდებიან ძალიან განსხვავებული სენსორული და პერცეპტული შესაძლებლობები ვიდრე ადამიანები. ზოგ შემთხვევაში ისინი უკეთესები არიან და ზოგ შემთხვევაში უარესები, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ისინი განსხვავდებიან ჩვენგან." ამბობს მეთიუ სავოკა NOAA-ს სამხრეთდასავლეთის საბადურების სამეცნიერო ცენტრიდან, მონტერეი, კალიფორნია.

ერთი ახსნა ის არის, რომ ცხოველებს უბრალოდ ეშლებათ პლასტმასი მსგავს საკვებ ნივთიერებებში - მაგალითად პლასტმასის გრაგნილები, ბურთულები, სავარაუდოდ ეშლებათ გემრიელ თევზის კვერცხებში. მაგრამ როგორც ადამიანები, ჩვენ, საკუთარ მგრძნობელობას ვეყრდნობით და სუბიექტურად ვუყურებთ ამ პროცესს. ცხოველების პლასტმასის მიმართ სიყვარულის გასაგებად კი, მეცნიერებმა უდაოდ უნდა სცადონ სამყაროს შეხედონ ისე, როგორც ისინი უყურებენ.

2

ჩანს, ბევრი ცხოველი ირჩევს პლასტმასით კვებას (BBC 2017)

ადამიანები ვიზუალური ქმნილებები არიან. მაგრამ, საკვების მოსაპოვებლად გამოფრენილი ბევრი ზღვის ცხოველი, ალბატროსების ჩათვლით, ძირითადად თავიანთ ყნოსვის გრძნობას ეყრდნობა. სავოკამ, კოლეგებთან ერთად,ჩაატარა ექსპერიმენტი, იმ ვარაუდზე დაყრდნობით, რომ ზღვის ფრინველის და თევზის ზოგი სახეობა, პლასტმასით მისი სუნის გამო იხიბლება. მათ განსაკუთრებულად აღნიშნეს დიმეთილ სულფიდი (DMS). შემადგენლობა, რომელიც საკვების მომპოვებელი ფრინველებისთვის მიმზიდველობით არის ცნობილი, როგორც პლასტმასიდან გამოყოფილი ქიმიური სტიმულატორი. მოტივტივე პლასტმასში ხშირად წყალმცენარეები იზრდება, რითც ზღვის ძირითადი საკვები რესურსი - კრევეტი იკვებება, ამ პროცესში კი გამოიყოფა დიმეთილ სულფიდი (DMS) რაც ჩიტებს და თევზებს იზიდავს. ამგვარად ისინი პლასტმასისთვის უფრო მოდიან ვიდრე კრევეტისთვის.

პლასტმასის მიმზიდველობის ვიზუალური მხარის ახსნის დროსაც კი ვერ გამოვიტანთ დასკვნებს უმალვე. ადამიანების მსგავსად, ზღვის კუებიც ძირითადად თავიანთ მხედველობას ეყრდნობიან საკვების არჩევის დროს. თუმცა, მიიჩნევიან რა, რომ ფლობენ ულტრაიისფერი შუქის აღქმის შესაძლებლობას, თავიანთ მხედველობის კონცეფციას ჩვენგან საკმაოდ განსხვავებულად ქმნიან.

კამარ სქაილერმა, ქვინსლენდის უნივერსიტეტიდან, (ავსტრალია) შეაღწია კუების თავში მათი ვიზუალური შესაძლებლობის მოდელირებით, და შემდეგ გაზომა პლასტმასის ვიზუალური მახასიათებლები, ისე როგორც კუ ხედავს მას. მან ასევე, კუების რჩეული პლასტმასის სახეობის დასადგენად, შეამოწმა მკვდარი კუების კუჭის შემადგენლობა და შემდეგი დასკვნა მიიღო - ახალგაზრდა კუები შედარებით განუსაზღვრელნი არიან არჩევანში, უფრო ხნიერი კუები კი, უპირატესად ირჩევენ რბილ, სიფრიფანა, მოკამკამე პლასტმასებს. სქაილერი თავისი შედეგით ძველ წარმოდგენას ადასტურებს, რომლის მიხედვითაც კუებს პოლიეთლენის პარკები, გემრიელ მედუზებში ეშლებთ.

პლასტმასის მოხმარების ერთ-ერთ ფაქტორად ფერიც მიიჩნევა. თუმცა მისი მიმზიდველობა ცხოველების სახეობების მიხედვით იცვლება. მაგალითად, ახალგაზრდა კუები უპირატესობას თეთრ პარკებს ანიჭებენ, მაშინ როცა სქაილერისა და მისი კოლეგების აღმოჩენით, ზღვის ფრინველები არჩევანს წითელ პარკებზე აჩერებენ.

3

ყოველ წელს, 8 მილიონი კვადრატული ტონა პლასტმასი ჩაედინება ოკეანეში (BBC 2017)

მხედველობისა და ყნოსვის გარდა ცხოველები სხვა გრძნობებსაც იყენებენ საკვების მოსაპოვებლად. ბევრი ზღვის ბინადარი ექოლოკაციით ნადირობს. განსაკუთრებით კბილოვანი ვეშაპები და დელფინები. ექოლოკაცია წარმოუდგენლი სენსიტიურობით არის ცნობილი. და მაინც, აღმოჩენილია ათეულობით მკვდარი კაშალოტი და სხვა კბილოვანი ვეშაპები, პოლიეთილენის პარკებით, მანქანის ნაწილებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით სავსე კუჭებით. სავოკა ამბობს რომ ეს დიდი ალბათობით მათი საკვების ექოლოკაციური იდენტიფიკაციის შეცდომითაა გამოწვეული.

"არსებობს არასწორი შეხედულება, რომ ეს ცხოველები ჩლუნგები არიან და უბრალოდ იმ საჭმელს ჭამენ რაც მათ ირგვლივაა, მაგრამ ეს არ არის სიმართლე" ამბობს სავოკა. ტრაგედია ის არის, რომ ყველა ამ ცხოველს ნადირობისა და საკვების მოპოვების უნარები მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული. ათასწლეულების ევოლუციით ჩამოყალიბებული მგრძნობელობით, რომელიც საკვებს ძალიან ვიწრო დიაპაზონში ათავსებს. " პლასტმასი ძალიან მცირე რაოდენობაში იყო მათ ირგვლივ ამ დროს" -ამბობს სქაილერი, ისინი ამ დროს როგორღაც აღმოჩნდნენ საკვების კატეგორიაში (იხ. ვიდეო). 

იმიტომ, რომ პლასტმასს ყველასათვის აქვს რაღაც მიმზიდველობა, ის არამარტო გამოიყურება როგორც საკვები, არამედ გამოჰყოფს სუნს, შეიგრძნობა და ჟღერს როგორც საკვები. ჩვენი ნაგავი კი, ფორმის, ზომისა და ფერის დიდ დიაპაზონს მოიცავს, რაც სხვადასხვა სახეობის ცხოველის მიერ საკვებთან ასოცირდება. და სწორედ ეს არის პრობლემა. სკაილერი მისთვის დასმულ შეკითხვას იხსენებს: "რატომ არ შევღებავთ ყველა ამ პლასტმასს ლურჯად?" - რადგან ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ კუებისათვის ეს ფერი არ არის მიმზიდველი, მაგრამ მეორე ექსპერიმენტით ასევე გამოვლინდა, რომ ბევრი სხვა ცხოველი იხიბლება ამ ფერით.

ასე, რომ თუ არ აარსებობს "ყველას ერთი ზომა ერგება" გამოსავალი, და არც პლასტმასის რომელიმე მახასიათებლის ისე შეცვლაა შესაძლებელი, რომ მან ცხოველებისათვის მიმზიდველობა დაკარგოს, მაშინ რისი ამოღება შეგვეძლება ამ პალასტმასის-მჭამელთა გონებიდან? სავოკა იმედოვნებს, რომ ატენბოროს ალბატროსების მსგავსი ტრაგიკული ამბები, შეამცირებს ერთჯერადი პლასტმასის მოხმარებას და ადამიანები მეტ თანაგრძნობას გამოიჩენენ ცხოველების მიმართ. საბოლოოდ კი, ეს არაჯანსაღი საკვების ოკეანეში ჩადინების შემცირებაში დაგვეხმარება.

ავტორი: ჯოშ გაბატისი

მთარგმნელი: ქრისტი ჩხაბერიძე

წყარო

მსგავსი სტატიები

ვაქცინები: რას ვუკეთებთ ჩვენი ბავშვების ტვინს?


ტრანსკრიბცია დოქტორ ლარი პალევსკის ლექციიდან: მთარგმნელი: მამუკა...

კვანტური მექანიკის ელემენტები


ავტორი: იოანე შენგელია წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ გარკვეული დიდი მო...

როგორ "შევაკეთოთ" სწრაფად სეროტონინი


წყარო: clevermind.ru მთარგმნელი: ნანა აბესაძე დღეს ვისაუბრებთ ი...

ილონ მასკი ფიქრობს, რომ ჩვენ მატრიცაში ვცხოვრობთ


მთარგმნელი: ელისო აბულაშვილი წყარო ადამიანი, რომელმაც ყველა გაა...

თქვენს კუჭ-ნაწლავს ახსოვს, სად მიირთვით გემრიელად


 მთარმნელი: დავით ტურაშვილი  წყარო  ჩვენი ტვინი ...

ვაქცინებში ალუმინის შემცველობის შესახებ...


ავტორი: Andreas Bachmair წყარო დღესდღეობით არსებული ვაქცინ...

ძილის დამბლა: მიზეზები, სიმპტომები და როგორ შევაჩეროთ ისინი


მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე წყარო რა არის ძილის დამბლა? ძილის დამ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff