სიმართლე რეინკარნაციის შესახებ - რა იქნება სიკვდილის შემდეგ? (ოკულტისტის აღსარება)

Admin
ოკულტიზმი
0
0

მთარგმნელის წინასიტყვაობა: 

მეგობრებო, დიდხანს ვფიქრობდი, მეთარგმნა თუ არა ეს ინფორმაცია და ზოგადად გამეცნო თუ არა ეს იუთუბ-არხი და კონკრეტულად "ოკულტისტი" თქვენთვის, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, და გარკვეული წინასწარი გაფრთხილებით. ჩემი აზრით, ზოგადად ეს პროექტი რუსული кгб-ს მხარდაჭერითაა შექმნილი, ამიტომ ძალიან ძლიერი მანიპულაციის ტექნიკებია, და ხალხის აზრის იმ მიმათულებით წარმართვა ხდება, საითაც აწყობთ. და კონკრეტულად ოკულტისტის ტექსტიც, მეტყველებაც ძალზე მანიპულატორულია. ოკულტური გაგებითაც, ის ცდილობს თქვენი ყურადღება დაიპყროს და ღრმად შემოდის არაცნობიერში (თუკი მის ყველა ვიდეოს ნახავთ). ამიტომ ფრთხილად იყავით ამ ინფორმაციასთან. 

საჭიროდ კი იმიტომ ჩავთვალე ამ ტექსტის თარგმნა, რომ ოკულტური თვალსაზრისით ძალზე საინტერესო ინფორმაციაა. შეგვიძლია დავეთანხმოთ ან არ დავეთანხმოთ, ან სხვა სისტემებს შევადაროთ, ეს ყველასთვის საკუთარი ცოდნის და გამოცდილების შესაბამისად ხდება, მაგრამ თავად კონცეფცია კონკრეტულად რეინკარნაციის  და სიცოცხლის შემდეგ არსებობის შესახებ ზუსტად ამ ფორმით პირველად გავიგე და მინდოდა მაგმას მკითხველებისთვისაც წარმომედგინა. 

მადლობელი ვიქნები, თუ შეაფასებთ ტექსტს და საკუთარ აზრსაც გამოთქვამთ. და ნურც ისე მიიღებთ, რომ მეც მთლიანად ვეთანხმები. თუმც კი არსობრივ და ძირითად ნაწილში მეც დაახლოებით იგივე აზრს ვიზიარებ. 

პატივისცემით - მამუკა გურული

წყარო

- ჩვენს მაყურებელს ყველაზე მეტად რეინკარნაციის თემა აინტერესებს. რა რჩება ადამიანის სიკვდილის შემდეგ, და რა ნაწილი რეინკარნირდება? რატომ თქვით, რომ ადამიანი უსულო არსებად გადაიქცევა?

- ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე ჩანს. მსგავსი კითხვები იმიტომ ჩნდება, რომ ადამიანებმა არც კი იციან ვინ არიან და რას წარმოადგენენ. ამისთვის შეგიძლიათ მადლობა უთხრათ თქვენი რელიგიის ქურუმებს, რომლებმაც დიდი ძალისხმევა ჩადეს იმაში, რომ ცოდნა დაემალათ და დაემახინჯებინათ. ასე ხომ უფრო მარტივია ფარას მართვა და დამორჩილება. ამიტომ საკითხი - თუ რას წარმოადგენს ადამიანი - ძალზე მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც - სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. რადგან თუ ადამიანი ამაზე არ ფიქრობს, მისი ცხოვრება მონურ არსებობას ემსგავსება, სრულიად პროგნოზირებად შედეგსაც იძლება. 

უფრო გასაგები რომ იყოს, მაგალითით განვიხილოთ. საშუალოსტატისტიკური მაგალითით. იცხოვრა ადამიანმა. ჩვეულებრივმა „კარგმა“ ადამიანმა, ჩვეულებრივი ცხოვრებით. იყო შედარებით კეთილი, უყვარდა თავისი ახლობლები, ზომიერად ეკამათებოდა გარშემომყოფებს, ზომიერად მანიპულიურებდა, როგორც ყველა. მაგრამ რაც მთავარია, მას ხომ არავინ მოუკლავს, არ გაუძარცვავს, რამე მძიმე დანაშაულში არ ყოფილა შემჩნეული, და შესაზლოა დღესასწაულებზე თავისი რელიგიის ტაძარსაც მოინახულებდა ხოლმე. და აი, ის მოკვდა. რა დაემართება ასეთ ადამიანს სიკვდილის შემდეგ? როგორ თვლიან ზოგადად ადამიანები? აქ ვგულისხმობ საშუალოსტატისტიკური ადამიანის აზროვნებას. არ ვგულისხმობ მათ, ვინც ეზოთერიკა წაიკითხა, ან თავისი რელიგიური ქურუმებისგან მოისმინა ზღაპრები, და ფიქრობენ, რომ რაღაც იციან. 

მაშ ასე, რატომღაც ადამიანები ფიქრობენ, რომ მათი ახლობლები სიკვდილის შემდეგ აუცილებლად სამოთხეში მოხვდებიან. მათ ხომ ამდენი ტანჯვა გაიარეს, და თითქოს სიკვდილის შემდეგ მაინც იმსახურებენ რაიმე კარგ ადგილს, ან როგორც მინიმუმ დასვენებას და სიმშვიდეს. მაგრამ ისინი ჯოჯოხეთში ნაღდად არ მოხვდებიან. ჯოჯოხეთი - ეს მხოლოდ დიდი ცოდვილბისთვისაა, უსინდისო ჩინოვნიკებისთვის ან მკვლელებისთვის. ამათ ფონზე საშუალოსტატისტიკური ადამიანის ცხოვრება თითქმის წამებულის ცხოვრებას ჰგავს. ბევრი ფიქრობს, რომ გარდაცვლილი ნათესავები ზეციდან გვაკვირდებიან და დროდადრო სიზმრებში მოდიან ხოლმე, რათა გაგვაფრთხილონ, მიგვანიშნონ რამეზე და უბედურებებისგან დაგვიცვან. განსაკუთრებით ვხალისობ ისტორიებზე, სადაც გარდაცვლილები თეთრი სინათლით გაცისკროვნებულნი მოდიან სიზმარში და ყვებიან, თუ რა კარგად არიან იქ. რომ იცოდეთ, რა ტყუილია ეს, რბილად რომ ვთქვათ, გაოცებულნი დარჩებოდით. 

მაგრამ მოდი, თანმიმდევრულად მივყვეთ. რა ლოგიკა აქვს ხალხს? რადგან ბაბუაჩემი შედარებით კარგი ადამიანი იყო, სიკვდილის შემდეგ აუცილებლად უკეთეს სამყაროში მოხვდება, სადაც ყველაფერი კარგად ექნება. და რა ხდება სინამდვილეში? ვთქვათ, ცხოვრობდა ეს ბაბუა, რომელიც დიდად თავს არ იკლავდა თვითკონტროლით, და თავის პრაქტიკულად ყველა იმპულსს მიყვებოდა. ასეთი მოცემულობით, იყო თუ არა ეს ბაბუა კარგი ადამიანი? მოდი სიმართლეს ჩავხედოთ თვალებში. რა ხდება ყოველი ჩვენგანის ფიქრებში? წამით წარმოიდგინეთ, რომ ყოველი ჩვენგანის აზრი მატერიალიზდება. ვუწოდებთ თუ არა ამის შემდეგ საკუთარ თავს კარგ ადამიანს? რამდენჯერ უცემია ან მოუკლავს კიდეც ამ ბაბუას ფიქრებში თავისი ტირანი უფროსი? რამდენჯერ წარმოუდგენია, რომ ცოლს ღალატობს? რამდენჯერ დაუწყევლია საცობში დგომისას ყველა, ვინც გზა გადაუჭრა? ნუთუ არ უოცნებია, რომ მმართველი ყოფილიყო, თუნდაც თავისი პატარა სამყაროსი? რა სურდა ამ საშუალოსტატისტიკურ ადამიანს თავის ფანტაზიებში? ნუთუ არ სძულდა, არ შურდა, არ ოცნებობდა სხვის სიმდიდრეზე? რა სცენარებს ატრიალებდა გონებაში? 

- ალბათ ბევრს უჩნდება კითხვა: რატომ აკეთებთ ასეთ აქცენტს ფიქრებზე? ბევრი ხომ ფიქრობს, რომ მთავარია რეალობაში არ ჩაიდინონ მსგავსი რამ, თავში კი რაც გინდა ის ატრიალე? 

- იმიტომ, რომ სინამდვილეში არანაირი განსხვავება არაა. გაიფიქრე თუ გააკეთე - ენერგიის დონეზე ეს უკვე მომხდარი ფაქტია. ეს ფიზიკაა. აზრიც ისეთივე რეალობაა, როგორც თქვენი მოქმედება. და თუ გამოვალთ იქიდან, რომ პირველადი ინფორმაციის და ენერგიის სამყაროა, და ჯერ ყოველი მოვლენა ამ დონეზე ხდება, და მხოლოდ შემდეგ მატერიალიზდება, მაშინ უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ პირველადი მნიშვნელობა სწორედ ადამიანის უხილავ მხარეს აქვს. ანუ ის, თუ რა აზრებით და სურვილებით ცხოვრობს, რა ხატ-სახეებს ატრიალებს თავში... როცა ფანტაზიორობთ, ამით ხომ ხატ-სახეს ქმნით... თქვენ არც კი იცით, რას წარმოადგენს ხატ-სახე. ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია და ადამიანები ოდნავაც ვერ ხვდებიან, რა როლს თამაშობს ეს, და რა გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე. 

რამდენიმე მაგალითს მოვიყვან: მთელი მაგია ხატ-სახეებით მუშაობს. თანაშემწე დემონების შექმნა ხატ-სახეების მეშვეობით ხდება. აზროფორმები - ესეც ხატ-სახეებია. სურვილების ასრულების მექანიზმიც ხატ-სახეა, რომელიც საკმარისად დატვირთეს ძალით, რათა ის მატერიალიზებულიყო. ანუ ხატ-სახეები, ესაა გარესამყაროზე ზემოქმედების ძალზე ძლიერი საშუალება, და საკვანძო ინსტრუმენტი მაგიაში. ასე რომ ჩვენი ცნობიერების პროდუქტები ძალზე მატერიალურია. და ყველაფერი, რასაც ადამიანი ხატ-სახეების სახით წარმოიდგენს, რეალურად ხდება, უფრო ნატიფ პლანზე. მატერიალიზდება თუ არა იგი, - ადამიანზეა დამოკიდებული, რამდენი შეუძლია გაიღოს ამისთვის, და რამდენად აწყობთ მაღალ ძალებს, რომ მოგცენ ეს. მაგრამ ის, რომ აზრი მატერიალურია, დიდი ხანია ექსპერიმენტულად დამტკიცდა, მაგალითად, იგივე კროხალევის მიერ, რომელიც ფოტოებს უღებდა აზროფორმებს. ფიზიკა ჯერ მხოლოდ უახლოვდება ამ საკითხს. მაგალითად ექსპერიმენტულ პირობებში ცდილობენ მოწყობილობების მეშვეობით დააფიქსირონ ადამიანების მიერ შენობის კონკრეტულ ნაწილში ფორმირებული ხატ-სახეების ადგილმდებარეობა. ამ ადგილას ერთგვარი ფანტომი ჩნდება, ანუ მათი ტერმინოლოგიით მიკროლეპტონური გროვა. ასევე არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც ადამიანის ყველა ხატ-სახე, აზრი და ცხოვრებისეული გზა არსებობას განაგრძობს მის ფიზიკურ სხეულთან ერთად, ლეპტონური ტალღების, ან უფრო მარტივად, ჰოლოგრამების სახით. ანუ, უფრო მარტივად: ყველაფერი რაც თავში შევქმენით, ყველა ხატ-სახე რეალურად იქმნება და ცხოვრების ბოლომდე ჩვენთან რჩება. ეს შესაძლოა ზუსტი აღწერა არაა ამ პროცესის, მაგრამ მეტ-ნაკლებად გასაგებია. ეს კი საშუალებას გვაძლევს, რომ ახლებურად შევხედოთ ტელეპატიის, ტელეკინეზის, პოლტერგეისტის პროცესებს, ან რეინკარნაციის, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. 

- კი, მაგრამ ამას გამოუვალობის სუნი ასდის. გამოდის, რომ ყველანი ცოდვილები ვართ და ჯოჯოხეთშ მოვხვდებით მხოლოდ ფიქრების გამოც კი. ადამიანებში ხომ სიკეთე და სიყვარულიცაა. ადამიანები ხომ ავლენენ საუკეთესო ადამიანურ თვისებებს?

- ეს ის არაა, რაზეც საუბარი მიყვარს, მაგრამ კი, ადამიანში სულიერი შემადგენელიცაა. საერთოდ, ცოდნა ადამიანის ორმაგ ბუნებაზე (სულიერი და მატერიალური), მსოფლიოს ყველა რელიგიაშია, ასევე ყველა ოკულტურ წყაროში... ყველა ნორმალურმა პრაქტიკოსმა იცის ეს, რადგან თუ საფუძვლები არ იცი, ვერანაირ ნამდვილ სამუშაოს ვერ გააკეთებ. 

რა არის საკვანძო მომენტი? ის, თუ წარმოადგენს ადამიანი. ადამიანები თავიანთი ამპარტავნების გამო შეცდომას უშვებენ, როცა სამშვინველთან აიგივებენ თავს, და თვლიან, რომ თუ სამშვინველი განიცდის რეინკარნაციას, შესაბამისად, ეს ადამიანიც განიცდის რეინკარნაციას. ხოლო თუ მე ღვთაებრივი სამშვინველი ვარ, ღვთაებრივი ნაწილაკი, ე.ი. ავტომატურად კარგიც ვარ, და სიკვდილის მერე ყველაფერი კარგად მექნება. ეს სრული სისულელეა. მოდი კარგად ავხსნათ ეს:

ადამიანი რთულ არსებას წარმოადგენს. მასშია სული, რომელიც თავისუფლებისკენ, ზეციური პლანისკენ ისწრაფვის. ესაა სწორედ ის, რასაც წარმოადგენს ადამიანი. მაგრამ თუ მართლმადიდებელი მისტიკოსების ენით ვიტყვი, ადამიანში ხორციცაა, ანუ ძალა, რომელიც სულს ეწინააღმდეგება და „ცოდვის“ წყაროს წარმოადგენს, და რომლის დამარცხებითაც შეიძლება სულის ხორცის ტყვეობისგან გათავისუფლება. ხორცის მოქმედება ჩვენს ცხოვრებაში ჩვენივე საკუთარი ცნობიერებით ვლინდება: აზრებით, ხატ-სახეებით, სურვილებით. და თუ რელიგიური ენით ვიტყვით - ესაა პერსონალური ეშმაკი, რომელიც ყოველი ადამიანის შიგნითაა. და ყველაზე ფატალური მომენტი იმაშია, რომ 99,9%-ს საკუთარი თავის გაიგივება სწორედ ამ ეშმაკთან აქვს, და თვლის, რომ ეს ჩემი აზრებია, ჩემი სურვილებია, ეს მე გადავწყვიტე, ასე აღვიქვამ სამყაროს და ა.შ. ამის გაცნობიერება ალბათ რთული იქნება, მაგრამ მაინც ვიტყვი: თქვენ, როგორც ადამიანი, ის არაა, რასაც თქვენი ცნობიერება აღიქვამს. თქვენ არ ხართ ცნობიერება. მთელი ის ქაოსი, რაც ადამიანების თავშია, მთელი ამ ფიქრებით, ემოციებით და ხატ-სახეებით - ესაა როგორც ტალღები წყალზე - ეშმაკის მიერ შექმნილი იმისთვის, რომ ადამიანმა ვერ შეძლოს დაწმენდილ წყალზე თავისი ნამდვილი გამოსახულების ხილვა. გახსოვთ ფილმი „რევოლვერი“: მისი ყველაზე დიდი ტყუილი იცით რა იყო? - მან გაიძულა დაგეჯერებინა, რომ ის შენ ხარ. 

- ადამიანების უმეტესობა სხეულთან და ცნობიერებასთან აიგივებს თავს, და რა არის ამაში ცუდი?

- ეს სრული სიბრიყვეა - თავი გააიგივო სხეულთან. ეს ხომ სრულიად ცხადია, რომ ის სრულიად ავტონომიურად ფუნქციონირებს, ჩვენი ჩარევის გარეშე. ამასთან იმასაც ასწრებს, რომ გვმართოს და მიგვითითოს, როდის ვჭამოთ, როდის დავიძინოთ და ა.შ. სხეული - ესაა ის, თუ როგორ გამოიყურება ჩვენი ეშმაკი, ეშმაკის ხატ-სახე, მაგრამ მხოლოდ უხეშ-მატერიალურ სამყაროში. 

სხეული სწორედ იმისთვისაა საჭირო, რომ სულიერმა შემადგენელმა სიკეთის და ბოროტების გამოცდილება მიიღოს ამ მატერიალურ სამყაროში. მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანი - არაა მატერიალური არსება - ის სულია, მაგრამ მასთან ერთად ერთ ფლაკონში ეშმაკიც ზის. და არსობრივად ჩვენი სხეული ეშმაკის სხეულია. ის მართავს მას. არადა პატრონი სული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენს დროში ასე არაა. 

და გადავიდეთ ყველაზე საინტერესოზე. რა არის სამშვინველი? ახლა ამაზე იმდენ სისულელეს წერენ. სამშვინველში ყველაფერი შეტენეს - ხასიათიც, მეხსიერებაც, ემოციებიც, ცნობიერებაც... დიდი ხანია არ შემხვედრია პლუს-მინუს ადეკვატური აღწერა ამაზე. 

- და რა არის ეს?

- საიდუმლოს გაგანდობთ. ეს პორტალია. პორტალი - ღმერთის სამყაროდან ნატიფი პლანის სამყაროში, სადაც იბადება კიდეც ადამიანი, როგორც სული. და ამ ძალის წყალობით, სულის გარდა ადამიანის ეშმაკებიც ჩნდებიან. თავისთავად სამშვინველი არ წარმოადგენს სრულფასოვან ცნობიერ არსებას. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სულს შეუერთდეს და თავისი იდენტობა მოიპოვოს. ხოლო სული კი თავისუფლებას და ახალ ცხოვრებას სულიერ სამყაროში მოიპოვებს. ამ სამშვინველი-პორტალის კიდევ ერთი ფუნქცია ისაა, რომ მისი მეშვეობით მეორე მხრიდან ენერგია შემოდის, რომელიც იძლევა კიდეც სიცოცხლეს, რომელსაც შევიგრძნობთ. 

საინტერესო ფაქტია: სინამდვილეში ჩვენ ხომ არ ვცხოვრობთ მხოლოდ იმ ენერგიით, რომელიც საკვებიდან მოდის? დაფიქრებულხართ საერთოდ, რა ენერგიებით ვარსებობთ? რა „ბენზინზე“? და ვინ გვისხამს მას? საკვების ენერგია მხოლოდ სხეულს ჭირდება, და ისიც მხოლოდ ნაწილობრივ ავსებს დანახარჯებს. მენტალურ, ნატიფ დონეზე? იქ უკვე ის ენერგიაა საჭირო, რომელიც პორტალიდან მოდის. და თუკი არ იქნება ეს გამომავალი სინათლე სამშვინველიდან, ვერც სული და ვერც ეშმაკი ვერ იცოცხლებენ. სწორედ აქედან მოდის ეშმაკების ბრძოლა ამ სინათლისთვის. და გარდა ამისა უამრავი სხვადასხვა წურბელა ეწებება ადამიანს, რომ ამ სინათლის ნარჩენებით იკვებოს. ადამიანში ხომ ბევრი ეშმაკია მენტალური პლანიდანაც. ანუ ადამიანი მრავლობითია. მისი ცნობიერების ველში შესაძლოა ბევრი ეშმაკი იყოს. 

ამგვარად, თუკი ადამიანი სიკვდილის მომენტამდე არ შევიდა ამ პორტალში, და არც კი მიდიოდა მისი მიმართულებით ცხოვრებაში, მაშინ როგორ შეიძლება აღმოჩნდეს იმ სამყაროში, საითაც პორტალს მიჰყავს?

ანუ ჩათვალო, რომ ნებისმიერი ადამიანი სიკვდილის შემდეგ უბრალოდ ისე მოხვდება ღმერთის სამყაროში უბრალოდ იმიტომ, რომ შედარებით „კარგი“ ადამიანი იყო, მაგრამ არანაირ ნაბიჯებს არ დგამდა სულიერი განვითარების მიმართულებით, - ეს იგივეა, იფიქრო, რომ იაპონიაში მოხვდები საკუთარი ოთახიდან გაუსვლელად. 

საქმე იმაშია, რომ თვითმფრინავის ბილეთი ხელში გაქვს, მაგრამ დანიშნულების პუნქტს რომ მიაღწიო, გარკვეული ძალისხმევა უნდა ჩადო. გზა გაიარო აეროპორტამდე და ბოლოს და ბოლოს თვითმფრინავში ჩაჯდე. 

და აი, დავუბრუნდეთ ჩვენს ბაბუას, რომელიც მთელი ცხოვრება არსაით არ მიდიოდა, და თავის ცხოვრებას პატარა ეშმაკივით წვავდა. რა დარჩება სიკვდილის შემდეგ? ვინ გახდება სიკვდილის შემდეგ? ასეთი ხომ უამრავი ადამიანიათქვენი, ჩვენი ბაბუების მსგავსი. აი თქვენ, მაგალითად, დარწმუნებულნი ხართ, რომ სიკვდილის შემდეგ სამოთხე გელოდებათ? დაფიქრდით, საიდან უნდა გაჩნდეს სიკვდილის შემდეგ სამოთხე, თუკი ცხოვრებაში ოდნავაც არ მიუახლოვდით? თქვენი ცხოვრება ხომ - თქვენი აღქმა, შინაგანი მდგომარეობები - ეს თქვენი სამყაროა. ყოველი ადამიანი ხომ თავის პირად სამყაროში ცხოვრობს, თავის რეალობას ქმნის. და რასაც ქმნით ამ რეალობაში, სწორედ ის გახდება თქვენი მომავალი სიკვდილის შემდეგ. იქ არ იქნება უბრალოდ ძილი, ან როგორც ზოგი ფიქრობს, შავი ეკრანი, არარსებობა და მორჩა. ასეთი მდგომარეობა ჯერ კიდევ უნდა დაიმსახურო. არა, სიკვდილის შემდეგ, თუ ადამიანი ვერ გავიდა სულის პორტალში, ის აქ რჩება, ენერგეტიკულ-ინფორმაციული ფორმის სახით, სხეული უბრალოდ მიწად იქცევა, იხრწნება. მენტალურ პლანზე კი სულ სხვაგვარადაა. არ მესმის, რატომ აკავშირებენ ყველაფერს ტვინს. დღემდე არ უპოვიათ ტვინში, თუ სად იმყოფება ადამიანი. ვერც ცნობიერება იპოვეს, სად იმალება. იქ ვერაფერი ვერ იპოვეს. ამიტომ ადამიანი არ კვდება სხეულთან და ტვინთან ერთად, ის უბრალოდ სხვა მდგომარეობაში გადადის. სამშვინველი რეინკარნაციაზე მიდის, მასთან კი, ყველაფერი კარგი გვშორდება, რადგან ყველა საუკეთესო ადამიანური თვისების წყარო სამშვინველია. ისევ ვიმეორებ. სამშვინველი განიცდის რეინკარნაციას, და არა ადამიანი. ამიტომ არასწორია ჩათვალო, რომ სამშინველის წინა ინკარნაციაც - ასევე შენ ხარ. არა, ეს ისეთივე ადამიანები იყვნენ, როგორც შენ, მაგრამ მათ შენთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ყოველ ადამიანს მხოლოდ ერთი ცხოვრება აქვს. 

- მაშ, რა რჩება ადამიანისგან სიკვდილის შემდეგ? 

- სიკვდილის შემდეგ, თუ ადამიანი პორტალში არ გავიდა, ერთადერთი, ვისთანაც რჩება - ეშმაკია. და ის თავადაც ეშმაკი ხდება. წარმოიდგინეთ, როგორია ეს - ეშმაკის მიერ დამონებული სული. ცხოვრებაშიც ხომ მის ხუშტურებზე დადიოდა, სიკვდილის შემდეგაც ტოტალურ მონობაში ამოყოფს თავს. ადამიანების ადგილას, უფრო სერიოზულად მოვეპყრობოდი საკუთარ ცხოვრებას. ისე, თითქოს ამაზე თქვენი სიცოცხლე იყოს დამოკიდებული. 

- თქვენ თქვით, რომ თუ ადამიანი სულის პორტალში არ გავიდა, ის აქ რჩება ენერგო-ინფორმაციული ფორმით. რა ფორმაა ეს, შეგიძლიათ ახსნათ? 

- ეს იმ ყველაფრის კონცენტრაციაა, რაც ცხოვრებაში მოვაგროვეთ. წარმოიდგინეთ. ცხოვრების ყველა მოვლენა, მისი ყოველი წამი, ყველა სურვილი და მისწრაფება დაბადებიდან სიკვდილამდე - ყველაფერი ეს, ყველა დეტალით, ემოციური სპექტრის მთელი სისრულით ერთ წერტილში კონცენტრირდება. ყველაფერი ეს ერთბაშად და მომენტალურად ატყდება თავს იმას, ვინც ადრე ადამიანი იყო. ახლა კი, ვინც კარგ ადამიანად თვლით თავს, წარმოიდგინეთ, თუ ყველა თქვენს ემოციას ერთ წერტილში შეკრავთ, ან თუნდაც რაღაც ერთ ემოციას, მაგალითად ჩვეულებრივი მსუბუქი გაღიზიანების ყველა მომენტს, მაგრამ მთელი ცხოვრების მანძილზე... წარმოიდგინეთ რა მდგომარეობა იქნება ეს. ვფიქრობ, ახლა გასაგებია, რატომ იქცევა ადამიანი სიკვდილის შემდეგ მხეცად. 

- სად იმყოფება ეს წერტილი, თუ ადამიანი ღმერთის სამყაროშ არ გადავიდა? 

- მარტივია. ყველა, ვინც პორტალში ვერ გავიდა, მისგვერდით რჩება. თვალსაჩინოდ აგიხსნით. წარმოიდგინეთ პორტალი, როგორც ფანტასტიკურ ფილმებში ხატავენ, ქვებით მორთული. სწორედ ამ ქვებად იქცევიან ეს წერტილები ამ პორტალზე. ყოველი ახალი მიცვალებული ერთ-ერთი ქვა ხდება სამშვინველის გარშემო. და ნატიფი პლანის სამყაროშ ის იქ რჩება, თან ახლავს სამშვინველს შემდეგ რეინკარნაციებში. აი, უკვე ახალ სხეულში კი, სადაც ეს სამშვინველი შედის, ახალი სუფთა ფურცელი იბადება, რომელიც შემდეგ ასევე მორიგი ქვა გახდება ამ პორტალზე, ამ კარიბჭეზე. და ასე, წრეზე მიდის, სანამ ვიღაც არ შევა პორტალში. ადამიანებმა არც კი იციან, რომ მათ გარშემო პორტალში ასობით და ასათობით ქვაა, და ისინი მისნაირი ადამიანები იყვნენ წარსულში. მაგრამ იმის გამო, რომ ეს ქვები (ყოფილი ადამიანები) ძალის წყაროსთან ახლოს იმყოფებიან პორტალთან ახლოს, ისინი მაინც განაგრძობენ არსებობას. ეს ხდება მანამ, სანამ პორტალი ბოლომდე არ დაიხურება ქვებით, და ადამიანი, როგორც სული, ვეღარ შევა მასში. მაშინ უკვე სინათლე ღმერთის სამყაროდან აქ ვეღარ შემოდის, პორტალი ბოლომდე ქრება და ყველაფერი ინგრევა. მაგრამ ეს ათასობით ქვაა. ეს არც ისე მარტივია. ასე რომ მხოლოდ ორი ვარიანტია, ადამიანი ნატიფი პლანიტან ან ღმერთის სამყაროში მიდის, ან მატერიალურ უძრავ ეშმაკად იქცევა, ქვად - ეშმაკის კედელში.

- 100% ვარ დარწმუნებული, რომ ადამიანები შეგეწინააღმდეგებიან თქვენს კონცეფციაში რეინკარნაციასთან დაკავშირებით. მაგალითად, ბუდიზმში ყველაფერი სხვაგვარადაა აღწერილი. 

- (იცინის) ბუდისტები ისინი არიან, ვინც ბუდას მიყვებოდა. ათეულები შეყვნენ მას პორტალში, სხვები კი არა თუ ქვებად, დაბრკოლების ლოდებადაც კი იქცნენ გზაზე, დაბოდიალობენ თავიანთი „ომ-ამ“-ით. მაგრამ არ ესმით, საითაა მიმართული მთელი მათი პრაქტიკები. რაზე მუშაობენ ბუდისტები? ცნობიერებაზე. რისთვის მუშაობენ? მათთვის მთავარია შეერწყან ეშმაკს, კედლის ნაწილი გახდნენ, რათა გონებას ჭეშმარიტება გაეხსნას. რა თქმა უნდა გაეხსნება, როცა ქვად იქცევა. მკვდრებს ბევრი რამე ეხსნებათ. მაგრამ ეს ყოფიერების ჭეშმარიტებაა, და არა ღმერთის სამყაროს ჭეშმარიტება. გრძნობთ სხვაობას? ისინი არ ცდილობენ პორტალში შესვლას. მათ მთელი კედლის ხილვა სურთ, ცოდნის გაფართოება. ნირვანას მდგომარეობის მიღწევა ბუდისტური გაგებით, ესაა ეშმაკის მსახურება, ბატონამდე მისვლა და თავად ეშმაკად გახდომა. ასე რომ ბუდისტები არ უნდა ყვებოდნენ რეინკარნაციის შესახებ.

- შემდეგი კითხვა მაყურებლებისგან: რაში ჭირდებათ ენერგია მკვდრებს? რაში ჭირდებათ მათ ცოცხლების ყურადღება? 

- ძალიან მარტივია. ყოველკ ჯერზე, როცა გარდაცვლილს ვიხსენიებთ ან ვახსენებთ, ჩვენს სასიცოცხლო ენერგიას ვუზიარებთ მას. ამაში ვდებთ დროს, ენერგიას, ემოციას. შესაბამისად ჩვენი სასიცოცხლო ენერგიის ნაწილი მასთან მიდის. ეს მისთვის საჩუქარია, ერთგვარი დროებითი ტკივილგამაყუჩბელივითაა. წარმოგიდგენიათ საერთოდ, გარდაცვლილის მდგომარეობა? ცხოვრებაში დაგროვილი ყველა ემოცია დიდი ტვირთივით გსრესს უმძლავრესი პრესით. ვერსად წახვალ, ვერსად დაიმალები, და ვერც სხვა რამეზე გადაერთვები, რადგან სხვა არაფერია. მხოლოდ შენ და შენს მიერ დაგროვებული ნეგატივი. შენი ცხოვრების ყოველი წამი, ყველი ქმედება, მისი ყოველი შედეგი ასობით ჯერზე ტრიალებს, და ასე მთელი მარადისობა. და ვერავინ გიხსნის, ვერავინ დაგეხმარება. პლუს, სამშვინველთან ახლოს ყოფნა თავის ატმოსფეროს სძენს ამ ყველაფერს. ეს ჰგავს მუდმივ გახსენებას ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებზე, და ყველაფრის უკან დაბრუნების შეუძლებლობას. ესაა სრული მარტოობა და ტოტალური გამოუვალობა. ცოცხალი ადამიანისგან მიღებული სასიცოცხლო ენერგიის წვეთი კი დორებით, მაგრამ შვებას იძლევა. რა თქმა უნდა, ისინი ინადირებენ ცოცხლების ყურადღებაზე, ყოველ წვეთზე. აქედან მოდის გამოთქმა, რომ მკვდრები - მუდმივად მშივრები არიან. მათ სასიცოცხლო ენერგია წყურიათ, რადგან თავისი უკვე არ აქვთ, და არც არასოდეს ექნებათ. რა თქმა უნდა, ეცდებიან ცოცხლებთან დაკავშირებას - სიზმრებით, გამოცხადებებით, და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ცოცხალს რაც შეიძლება მეტი ენერგია გამოსტყუონ. სხვათაშორის აქედან მოდის ადამიანების სწრაფვა - რომ ცხოვრებაში დიდება და სახელი მოიპოვონ, ან თუ არ გამოუვათ, სამუდამო ხსოვნა ნათესავებში მაინც უზრუნველყონ, მაგალითად, კარგი მემკვიდრეობის დატოვებით, რომელიც კარგა ხნით მთელს ოჯახს გაახსენებს გარდაცვლილ „კეთილისმყოფელს“. ეს არაცნობიერი მისწრაფებაა, რომ სიკვდილის შემდეგ შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ამიტომაც ცდილობდა მრავალი დიქტატორი, რომ უკვდავეყო თავისი სახელი და ნებისმიერ ფასად დაეტოვებინათ კვალი ისტორიაში. და რადგან ადამიანებს ნეგატივი უფრო ამახსოვრდებათ, შესაბამისად, გვაქვს კიდეც ისეთი ისტორია, როგორიც გვაქვს. 

მსგავსი სტატიები

განდობის კარიბჭეები - პირველი საფეხური


ავტორი: ფრანც ბარდონი მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო მეორე ნა...

განდობის კარიბჭეები - მესამე საფეხური


ავტორი: ფრანც ბარდონი მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო ცოდნა, გ...

ანგელოზთა კრებული


ავტორი: იულია კრესველი გერმანულიდან თარგმნა ნატალი როდემ შესავა...

ფულის შვიდი ოკულტური რიტუალი


ავტორი: ჰენრი არჩერი მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე MAGMA-ს ადმი...

განდობის კარიბჭეები - მეორე საფეხური


ავტორი: ფრანც ბარდონი მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო მეორე ნა...

განდობის კარიბჭეები - შესავალი და თეორია


  ათსაფეხურიანი კურსი მაგიაში ავტორი: ფრანც ბარდონი მთა...

ადამიანის სტრუქტურა


I. მონადა, ანუ წმინდა სული, ზეციური მამა. ეს ასპექტი ასახავს ღვთ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff