კასტანედას ბურუსით მოცული მემკვიდრეობა

Admin
პერსონა კარლოს კასტანედა
0
0

ავტორი: დავით ჯანგველაძე 
 
ბევრი დაწერილა მხატვრულსა და არამხატვრულ ლიტერატურას შორის არსებულ მოლიპულ საზღვებზე. ბევრი დაწერილა საგამომცემლო ინდუსტრიის პასუხისმგებლობაზე, მკითხველმა შეძლოს ამ ორი განსხვავებული "ჟანრის" გარჩევა, რათა მას ზიანი არ მიადგეს. თუმცა, ძნელი სასაუბროა მოვიხსენიოთ მეოცე საუკუნის ყველაზე წარმატებული ლიტერატურული ხრიკი: კარლოს კასტანედა. თუ ეს სახელი ოცდაათ წლამდე მკითხველისთვის არაფერს ნიშნავს, მშობლებს დაეკითხეთ. ჟურნალმა "TIME"-მა, ეს ადამიანი "ახალი ეპოქის ნათლიმამად" დაასახელა. კასტანედა იყო ვუდსტოკის ეპოქის ლიტერატურული განსახიერება. მისმა თორმეტმა წიგნმა, რომელიც სავარაუდოდ დაფუძნებული იყო იდუმალებით მოცულ იაკ ინდიელთან, დონ ხუან მატუსთან შეხვედრებზე, ავტორი ანთროპოლოგიის ასპირანტი და მსოფლიოში უცნობილესი ადამიანი გახადა. მისი თაყვანისმცემლები იყვნენ ჯონ ლენონი, უილიამ ბეროუზი, ფედერიკო ფელინი და ჯიმ მორისონი. დონ ხუანის მეთვალყურეობის ქვეშ კასტანედამ მიიღო ფსიქოტროპული კაქტუსი პეიოტი, ესაუბრა კოიოტს, გადაიქცა ყვავად და ისწავლა ფრენა. ამ ყველაფერს ადგილი ჰქონდა იქ, რასაც დონ ხუანი "განცალკევებულ რეალობას" ეძახდა. კასტანედა, რომელიც 1998 წელს გარდაიცვალა, 1971- დან 1982 წლამდე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი არამხატვრული ლიტერატურის ავტორი აღმოჩნდა უამრავ ქვეყანაში. მისი სიცოცხლის განმავლობაში მან საკუთარი წიგნების 10 მილიონი ეგზემპლარის გაყიდვა იხილა. უამრავი ადამიანი კასტანედას მიიჩნევდა როგორც დამაჯერებელ მწერალს და მის პირველ წიგნებს აბსოლიტურად პოზიტიური და დადებითი შეფასებები ჰქონდა. დრომ მის წიგნებს "ულამაზესად ლუციდური" შეარქვა და აღნიშნა, რომ "ესაა ნარატიული ძალა, რომელსაც სხვა ანთროპოლოგიური კვლევები ვერ შეედრება". 
 
ხალხმა წიგნები თავიდანვე მიიღო როგორც რეალობა და სწორედ ამიტომ გახდა იგი მცირე დროში ძალიან პოპულარული. ადვოკატი რიჩარდ ჯენინგსი, რომელიც მჭიდროდ დაუკავშირდა კასტანედას 1990-იან წლებში, განაცხადა, რომ როდესაც 70-იან წლებში პირველად წაიკითხა მისი ორი წიგნი - "მე ვიყავი მაძიებელი, ვეძებდი ნამდვილ გზას სხვა სამყაროებისკენ და არა მეტაფორებს". პირველი ხუთი წლის განმავლობაში წიგნების სტატუსი, როგორც - "სერიოზული ანთროპოლოგია", შეუცვლელი იყო. სკეპტიციზმი გაიზარდა 1972 წელს, როდესაც ჯოის კაროლმა "ნიუ იორკ თაიმსს" საყვედურნარევი წერილი გაუგზავნა, რადგან გამომცემლობამ იგი მხატვრულ ლიტერატურად მოიხსენია. მომდევნო წელს TIME-მა გამოაქვეყნა წერილი, სადაც კასტანედა ამხილა, რომ მან მოიტყუა თავისი წარსულის შესახებ. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში რამდენიმე მკვლევარი, განსაკუთრებით რიჩარდ დე მილე, ლეგენდარული რეჟისორის ვაჟი, დაუღალავად მუშაობდა იმის დემონსტრირებისთვის რათა დაემტკიცებინა, რომ კასტანედას ნამუშევრები სიყალბეს წარმოადგენდა. 
 
უამრავი დასკვნის და ჰიპოთეზის მიუხედავად, კასტანედას წიგნები მაინც მშვენივრად იყიდება. კალიფორნიის უნივერსიტეტის პრესა, რომელმაც 1968 წელს კასტანედას პირველი წიგნი გამოუშვა, დღემდე სტაბილურად ყიდის წელიწადში 7 500 ასლს. Bookscan, კომპანია რომელიც თვალყურს ადევნებს წიგნების გაყიდვებს, იუწყება, რომ კასტანედას სამი ყველაზე ცნობილი წიგნი: "განცალლევებული რეალობა", "მოგზაურობა იქსტლანში", და "ზღაპრები ძალაზე", 2006 წელს 10 000-იანი ტირაჟით გაიყიდა. კასტანედას არცერთი წიგნი, დღემდე არასოდეს ამოღებულა ხელახლა გამოცემის ტირაჟიდან - შთამბეჭდავი მიღწევაა ნებისმიერი ავტოროსთვის. დღესაც, "სიმონი & შუსტერი" კასტანედას მთავარი გამომცემელი, მისი წიგნების კლასიფიკაციას ახდენს როგორც "არამხატვრული ლიტერატურა". გამომცემლობას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყველამ იცის, რომ დონ ხუანი გამოგინილი პერსონაჟი იყო. მაგრამ არსებობს ასევე "ყველა", რომელსაც ამის არ სჯერა და ნდობა, რომელიც ზოგიერთმა მკითხველმა ამ წიგნებში ჩადო, შავ ამბებს იწვევს, რომელიც საშუალო პრესაში არასოდეს გაშუქებულა. 
 
კასტანედა, რომელიც 1973 წლიდან საზოგადოების თვალთახედვიდან გაქრა, სიცოცხლის ბოლო ათწლეულში დაიწყო ერთგული მიმდევრების ფარული ჯგუფის ორგანიზება. მის იარაღებს წარმოადგენდა მისი წიგნები და "tensegrity", მაგიური პასების ტექნიკა, რომელიც მისი თქმით ტოკლტეკების შამანთა 25 თაობას გადაეცა. შეიქმნა კომპანია "cleargreen", ამ მოძრაობების პოპულარიზაციის მიზნით, მან გამართლა სალექციო სემინარები, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა. რომანისტი და რეჟისორი ბრიუს ვაგნერი, კასტანედას ახლო წრის წარმომადგენელი, მას დაეხმარა სასწავლო ვიდეოების სერიის წარმოებაში. "cleargreen"-ის კომპანია დღემდე არსებობს, რომელიც ხელს უწყობს ამ მოძრაობების სწავლებას სამხრეთ კალიფორნიაში, ევროპასა და ლათინურ ამერიკაში გამართული სემინარების საშუალებით. 
 
კასტანედას მოძრაობის გულს წარმოადგენდა ინტენსიურად მოტივირებული ქალების ჯგუფი, რომლებიც თავის დროზე მისი საყვარლები იყვნენ. ისინი ძალიან ძლიერი ჯადოქრების სახელებით იყვნენ ცნობილნი და ორი მათგანი, ფლორინდა დონერ-გრაუ და ტაიშა აბელარი, cleargreen-ის პრეზიდენტთან, ამალია მარკეზთან და მოძრაობების ინსტრუქტორთან კაილი ლუნდალთან ერთად, კასტანედას გარდაცვალების მეორე დღეს გაქრა. რამდენიმე კვირის შემდეგ გაქრა პატრიცია პატრინი, კასტანედას ნაშვილები ქალიშვილი. 2006 წლის თებერვალში, კალიფორნიის უდაბნოში, სიკვდილის ველზე აღმოჩენილი ჩონჩხის დნმ-ის ანალიზის შემდეგ დაადგინეს რომ იგი პატრიციას ეკუთვნოდა. კასტანედას ზოგიერთი ყოფილი თანამშრომელი ეჭვობს, რომ გაუჩინარებულმა ქალებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. მათ მოჰყავთ შენიშვნები რომლებიც ქალებმა გაქრობამდე ცოტა ხნით ადრე გააკეთეს და მიუთითებენ კასტანედას ხშირად განხილვად თემებზე თვითმკვლელობის შესახებ კერძო ჯგუფის შეხვედრებზე. მათი აზრით, ტრანსცენდენტურობის მიღწევა კეთილშობილურად არჩეული სიკვდილის გზით, დიდი ხანია მათ მოძღვრებაში მთავარი იყო. 
 
კასტანედა დაიბადა 1925 წელს და შეერთებულ შტატებში 1951 იგი პერუდან აშშ-ში ჩავიდა. იგი შეისწავლიდა ქანდაკებებს ლიმას სახვითი ხელოვნების სკოლაში და იმედოვნებდა, რომ შეერთებულ შტატებში დაფუძნდებოდა. მუშაობდა უცნაური სამუშაოების სერიაზე და გადიოდა გაკვეთილებს ლოს ანჯელესის საზოგადოებრივ კოლეჯში ფილოსოფიის, ლიტერატურისა და შემოქმედებითი წერის საკითხებში. უმეტესობა, ვინც მას იცნობდა, შემდეგ იხსენებს როგორც ბრწყინვალე ადამიანს და წარმოუდგენელ მთხრობელს, მომხიბვლელი ყავისფერი თვალებით. სურათის გადაღება დიდად არ უყვარდა (დღემდე მისი მხოლოდ რამდენიმე ფოტო არსებობს). თავის მეუღლესთან, მარგარეტ რუნიანთან ერთად გატაცებული იყო ოკულტიზმით (ეს ინფორმაცია წერია მისი ცოლის მოგონებებში სათაურით "ჯადოსნური მოგზაურობა კარლოს კასტანედასთა ერთად"). რუნიანის ჩანაწერების მიხედვით, ისინი ერთობოდნენ, სვამდნენ ღვინოს სხვა სტუდენტებთან ერთად. ერთ ღამეს, მათმა მეგობარმა შენიშნა, რომ არც ბუდას და არც ქრისტეს არასოდეს არაფერი დაუწერიათ, მათი სწავლებები დაწერილი იყო მათივე მოსწავლეების მიერ, რომელთაც შეეძლოთ ნებისმიერი სახით შეეცვალათ მათი სიტყვები. "კარლოსმა თავი დაუქნია, თითქოს რაღაცამ ძალიან ჩააფიქრა" - წერს რუნიანი. 1959 წელს კასტანედა ჩაირიცხა UCLA– ში, სადაც ხელი მოაწერა კალიფორნიის ეთნოგრაფიის უნივერსიტეტში სწავლის დაწყებას არქეოლოგიის პროფესორ კლემენტ მეგანთან. ერთ-ერთი დავალება იყო ინდიელთან გასაუბრება. მან მიიღო "A" თავისი ნაშრომისთვის, რომელშიც მან უსახელო მკვიდრ ამერიკელს ესაუბრა ჯიმსონის მარიხუანას საზეიმო გამოყენების შესახებ. მაგრამ რატომღაც კასტანედა მეუღლეს გაშორდა. იმ დროისთვის ალკოჰოლური სასმელების მაღაზიაში მუშაობდა და მან რამდენიმე დღის განმავლობაში გაქრობა დაიწყო, ბოლოს საკუთარ ცოლს, რუნიანს უთხრა, რომ უდაბნოში მიდიოდა. წყვილი დაშორდა, მაგრამ მალევე კასტანედამ იშვილა ს.ჯ. ვაჟი, რომელიც რუნიანს სხვა კაცთან ჰყავდა. შვიდი წლის განმავლობაში იგი მუშაობდა ხელნაწერზე, რომელიც უნდა გამხდარიყო "დონ ხუანის მოძღვრება". 

cast2
 
"სწავლებები" იწყება იმით, რომ არიზონას ავტობუსის გაჩერებაზე ახალგაზრდა კაცი, სახელად კარლოსი წარდგენილ იქნა უცნობი იაკი ინიელის დონ ხუანისთვის, რომელზეც კარლოსს მიასწავლეს, რომ "ეს ადამიანი მცენარეებში ძალიან განსწავლულია". კარლოსი ცდილობს დაარწმუნოს დონ ხუანი, რომ ასწავლოს მას პეიოტის შესახებ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფსიქოტროპული მცენარეა მსოფლიოში. საბოლოოდ დონ ხუანი კარლოსს საშუალებას აძლევს შეჭამოს წმინდა კაქტუსის კვირტები. კარლოსი ტრანსში ყოფნისას ხედავს გამჭვირვალე შავ ძაღლს, რომელიც დონ ხუანის თქმით მესკალიტოა, (იგივე პეიოტი) ძლიერი ზებუნებრივი არსება. მისი გამოჩენა იმის ნიშანია, რომ კარლოსი არის "რჩეული", რომელიც აიყვანეს "საიდუმლო სწავლების" გადასაცემად. "სწავლება" მეტწილად წარმოადგენილია კარლოსსა და დონ ხუანს შორის დიალოგების სახით, რომელიც პუნქტუაცირდება ბალახეული და და სოკოს გულდასმით მომზადებული ნარევების მიღებით. კარლოსს უცნაური გამოცდილებები უგროვდება, რომლებსაც დონ ხუანის შეგონებების მიუხედავად, იგი ჰალუცინაციებად თვლის. ერთ შემთხვევაში, კარლოსი ყვავად იქცევა და დაფრინავს. ამის შემდეგ დგება კამათი: არსებობს ობიექტური რეალობა? თუ რეალობა მხოლოდ აღქმაა და მათი აღწერის განსხვავებული, თანაბრად მართებული ხერხებია? წიგნის დასასრულს, კარლოსი კვლავ ხვდება მესკალიტოს, რომელსაც ახლა იგი იღებს როგორც ნამდვილ, და არა ჰალუცინაციურ "რეალობას“.  
 
"სწავლებებში" კასტანედა შეეცადა მიჰყოლოდა ანთროპოლოგიის კონვენციებს, 50 გვერდიანი "სტრუქტურული ანალიზის" დამატებით. რუნიანის აზრით, მისი მიზანი იყო ოლდოს ჰაქსლთან ერთად ფსიქოდელიკოსი მეცნიერი გამხდარიყო. კასტანედა იმედგაცრუებული იყო კიდევ ერთი გმირით, ტიმოთი ლირით, რომელიც სავარაუდოდ დასცინოდა კასტანედას, როდესაც ისინი წვეულებაზე შეხვდნენ და მთელი თავისი მტრობა ერთმანეთს დაანთხიეს. 1967 წელს მან თავისი ხელნაწერი მიიტანა პროფესორ მეიგანთან. კასტანედა ძალიან იმედგაცრუებული დარჩა, როდესაც მეიგანმა უთხრა, რომ ეს სავაჭრო წიგნი უფროა, ვიდრე სამეცნიერო მონოგრაფია. მეიგანის მითითებების შესაბამისად, კასტანედამ თავისი ხელნაწერი მიიტანა კალიფორნიის უნივერსიტეტის პრესის ოფისში, პაუელის ბიბლიოთეკაში, სადაც მან ნაწერი აჩვენა ჯიმ კვებეკს. ტექსტმა რედაქტორზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ ეჭვი შეიტანა მის ნამდვილობაში. რუნიანის აზრით, UCLA-ს ანთროპოლოგიის დეპარტამენტის კარგი მოხსენებებით დატბორილი, კვებეკი დარწმუნდა და 1968 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდა "სწავლება". რუნიანმა დაწერა, რომ ”კალიფორნიის პრესის უნივერსიტეტმა, რომელმაც კარგად იცოდა, რომ იქ ნარკოტიკებით მოსიარულე სტუდენტთა ჯგრო იყო, წიგნი გადაიტანა კალიფორნიის წიგნის მაღაზიებში”. გაყიდვებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და კვებეკმა მალევე წარუდგინა კასტანედას ნედ ბრაუნი, აგენტი, რომლის კლიენტებში შედიოდა ჯეკი კოლინზი. შემდეგ ბრაუნმა კასტანედა დაუკავშირდა მაიკლ კორდას, სიმონისა და შუსტერის ახალ მთავარ რედაქტორს. თავის მოგონებებში სახელად - "სხვა ცხოვრება", კორდა მოგვითხრობს მათ პირველ შეხვედრას. კორდას უთხრეს, რომ კასტანედას სასტუმროს სადგომზე უნდა დალოდებოდა. ”ჩემთან Volvo-თი მოვიდა”, - წერს კორდა. "ის ძლიერი, განიერი მკერდის მქონე, დაკუნთული კაცი იყო, პირქუში კანის ფერით, მუქი თვალებით, შავი, ხუჭუჭა, მოკლედ შეჭრილი თნით და ფრიარ ტაკის მსგავსი მხიარული ღიმილი. ...იშვიათად, ოდესმე, ვინმე ასე სწრაფად მომწომებოდა. ...კასტანედა ბევრს არ საუბრობდა, რამდენადაც მისი გვერდით ყოფნა - ერთგვარი ხიბლი იყო, ნაწილობრივ დახვეწილი დახვეწილი გამოხედვა, ნაწილობრივ ნამდვილი სიყვარული ადამიანების მიმართ და ნაწილობრივ ერთგვარი უდანაშაულობა, არა გულუბრყვილო, არამედ ისეთი ადამიანი, ვისაც სურს იფიქროს, რომ წმინდანები, წმინდა კაცები, წინასწარმეტყველები და გურუები ჰყავთ მოძღვრებად”. 
 
მეორე დილით, კორდა შეუდგა „სწავლების“ უფლებების ყიდვას. ახალი რედაქტორის ხელმძღვანელობით, კასტანედამ გამოაქვეყნა შემდეგი სამი წიგნი საკმაოდ სწრაფად და თანმიმდევრულად. 1971 წელს გამოქვეყნებულ "ცალკე რეალობაში" კარლოსი ბრუნდება მექსიკაში და დონ ხუანს გადასცემს თავისი ახალი წიგნის ასლს. დონ ხუანი უარს ამბობს საჩუქარზე ვარაუდით, რომ წიგნი მას უკანალის გამოსაწმენდად თუ გამოადგება. იწყება შეგირდობის ახალი ციკლი, რომელშიც დონ ხუანი ცდილობს ასწავლოს კარლოსს როგორ „დაინახოს“ სამყარო. ჩნდებიან ახალი პერსონაჟები, მათ შორის ყველაზე მთავარია დონ ხუანის მეგობარი და ჯადოქარი დონ ხენარო. "ცალკე რეალობაში" და მომდევნო ორ წიგნში, უამრავი ახალი კონცეფციაა შემოტანილი, მათ შორის "მიუწვდომლად გახდომა", "პირადი ისტორიის წაშლა" და "სამყაროს გაჩერება". ნაწარმოებებში ჩნდებიან მაგიის სხვა მოსწავლეებიც. დონ ხენარო ერთ მომენტში კარლოსის გვედით დგას, მეორე წამს მთის წვერზეა ასული. დონ ხუანი იყენებს არნახულ ძალებს, რათა კარლოსს დაეხმაროს გაფუჭებული მანქანის დაქოქვაში. ის ცდილობს აჩვენოს, როგორი უნდა იყოს მეომარი, არსება, რომელმაც - გასხივოსნებული ბუდისტის მსგავსად, საკუთარი ეგო გადალახა, და რომელიც ნიცშესეული იდეით, საკუთარ თავის უპირატესობას გრძნობს იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც უაზრო, დაცლილი ცხივრებით ცხოვრობენ. დონ ხუანი ასევე ცდილობს ასწავლოს კარლოსს, როგორ გაიღვიძოს და იმოგზაუროს სიზმრებში. წიგნში "მოგზაურობა იქსტლანში", იწყება ახალი ეტაპი. დონ ხუანი კარლოსს ეუბნება, რომ ამიერიდან კარლოსი ფსიქოტროპულ მცენარეებს აღარ მიიღებს. ეს მხოლოდ მაშინ იყო საჭირო, როდესაც კარლოსი დამწყები იყო. ამ წიგნმა კასტანედა მილიონერი გახადა. წიგნის დასასრულს იგი კოიოტს ესაუბრება, თუმცა ჯერ არ არის მზად, რომ გახდეს ნაგუალი (ესპ. მაგი/ჯადოქარი). 
 
მომდევნო წიგნში, "ძალის ზღაპრები", დონ ხუანს და დონ ხენაროს კარლოსი უფსკრულის პირას მიყავთ. თუ კარლოსს ექნება ნახტომის გამბედაობა, იგი სრულფასოვანი ჯადოქარი გახდება. ამჯერად კარლოსი უკან არ ბრუნდება. ის უფსკრულში ხტება. ოთხივე წიგნს დიდი მონდომებით აქებდნენ. "ესალენის" დამფუძნებელმა მაიკლ მერფიმ აღნიშნა, რომ "დონ ხუანის ძირითადი გაკვეთილები მარადიულია, რასაც ინდოეთის დიდი ბრძენები ასწავლიან ათასწლეუკების მანძილზე". იყო შეფასებები New York Times- ში, Harper's- სა და Saturday Review- ში. „კასტანედას შეხვედრა დონ ხუანთან - წერს ტაიმის რობერტ ჰიუზი - ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ლიტერატურული შეხვედრაა". 1972 წელს ანთროპოლოგმა პოლ რიზმანმა New York Times Book Review- ში მიმოიხილა კასტანედას პირველი სამი წიგნი, სადაც წერდა, რომ "კასტანედა ნათლად აცხადებს, რომ დონ ხუანის მოძღვრება გვეუბნება იმას, თუ როგორა სამყარო სინამდვილეში". რიზმანის სტატიის ნაცვლად, times-მა მიმოხილვა დაიწყო ვესტონ ლა ბარისგან, რომელიც ერთ-ერთი უპირველესი ავტორია ამერიკული პეიოტების ცერემონიებისთვის. თავის გამოუქვეყნებელ სტატიაში ლა ბარემ დაგმო კასტანედას მწერლობა, როგორც "ფსევდო-ღრმად ვულგარული ფსევდოეთნოგრაფია". რიზმანის ბრწყინვალე მიმოხილვას მალევე მოჰყვა ოატსის წერილი რედაქტორისადმი, რომელშიც იგი ამტკიცებდა, რომ წიგნები აშკარად მხატვრული ნაწარმოებია. შემდეგ, 1973 წელს, თაიმის კორესპონდენტმა სანდრა ბარტონმა დაადგინა, რომ კასტანედა ატყუებდა სამხედრო სამსახურს, მამის პროფესიას, ასაკს და დაბადების ქვეყანას (პერუ და არა ბრაზილია).
 
კასტანედას კრიტიკაში უფრო მეტად არავის შეუტანია წვლილი, ვიდრე რიჩარდ დე მილს. დე მილს, რომელსაც ჰქონდა დოქტორანტი ფსიქოლოგიაში USC– სგან, იყო თავისუფალი ინტელიგენტი. ბოლო ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ რადგან კასტანედა არ იყო ასოცირებული უნივერსიტეტთან, მას შეეძლო პირდაპირ ეთქვა მხატვრული ამბავი. ”აკადემიაში ხალხი ამას არ გააკეთებს”, - აღნიშნა მან. "ისინი უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან." დე მილის თქმით UCLA–ს პროფესორებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ ეს ტყუილი იყო. მაგრამ ხუმრობა, რომელიც, მისი თქმით, მხარს უჭერდა მათ თეორიებს, დე მილმა ლაკონურად შეაჯამა: "რეალობა არ არსებობს. რეალობა ისაა, რასაც ხალხი ერთმანეთს ეუბნება". დე მილის პირველ ექსპოზიციაში, "კასტანედას მოგზაურობა", რომელიც 1976 წელს გამოჩნდა, მან აღწერა კასტანედას საველე რეპორტაჟების მრავალი შიდა წინააღმდეგობა და დამაჯერებელი დეტალების არარსებობა. ”დონ ხუანთან მცენარეების შეგროვებისა და ცხოველებზე ნადირობის ცხრა წლის განმავლობაში კარლოსი არ სწავლობს არც ერთ ინდურ სახელს ნებისმიერი მცენარის ან ცხოველისთვის”, - წერს დე მილი. წიგნები ასევე სავსე იყო წარმოუდგენელი დეტალებით. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ "განუწყვეტლივ ათვალიერებენ ქვიშებს იმ სეზონებში, როდესაც მკაცრი პირობები გონივრულ ადამიანებს იმ ადგილებს აშორებს, კარლოსი და დონ ხუანი მავნებლებისგან, რომლებიც, ჩვეულებრივ, უდაბნოში მოლაშქრეებს აწამებენ არანაირ რეაქციას არ გამოხატავენ". დე მილმა ასევე აღმოაჩინა პლაგიატის უამრავი შემთხვევა. "როდესაც დონ ხუანი პირს ხსნის", - წერს იგი, "იქიდან განსაკუთრებული მწერლების სიტყვები გამოდის". მისი 1980 წლის კრებული "დონ ხუანის ნაშრომები" მოიცავს 47 გვერდიან სიტყვებს დონ ხუანისა და მათი წყაროების ციტატებისგან. 
 
ზოგიერთი ანთროპოლოგი ზოგიერთ საკითხში არ ეთანხმება დე მილს. ჯ.ტ. ფაიკსი, ავტორი წიგნისა "კარლოს კასტანედა, აკადემიური შესაძლებლობები და ფსიქოდელიური სამოციანელები", მიიჩნევს, რომ კასტანედას გარკვეული კონტაქტი ჰქონდა ამერიკელ მკვიდრ ინდიელებთან, მაგრამ ის კიდევ უფრო სასტიკი კრიტიკოსია, ვიდრე დე მილე, რომელიც გმობს კასტანედას იმ გავლენისთვის, რაც მისმა მოთხრობებმა მოახდინა მშობლიურ ხალხებზე. "სწავლების" გამოცემის შემდეგ ათასობით მომლოცველი ჩამოვიდა იაკის ტერიტორიაზე. როდესაც მათ აღმოაჩინეს, რომ იაკი არ იყენებს პეიოტს, მაგრამ ჰუიხოლის ხალხი იყენებს, ისინი სამხრეთ მექსიკაში, ჰუიჩოლის სამშობლოსკენ გაემართნენ, რომელმაც, ფაიკსის თქმით, სერიოზული კონფლიქტი გამოიწვია. იგი აღშფოთებით მოგვითხრობს ჰუიჩოლის ერთი უხუცესის მკვლელობის შესახებ, რომელიც ერთ-ერთმა ტურისტმა მოკლა. ანთროპოლოგებს შორის დებატები აღარ იმართება. პროფესორმა უილიამ კელიმ, იელის ანთროპოლოგიის განყოფილების თავმჯდომარემ, ერთხელ თქვა: "ეჭვი მეპარება, რომ ნახავ ჩემი თაობის ანთროპოლოგს, რომელიც კასტანედას იმაზე მეტად არ უყურებს, ვიდრე ჭკვიანი თანამოძმისა. ალბათ ბევრისთვის ეს არის გულუბრყვილო მკვლევარების მოსაწყენი სიგნალი, თუმცა ჩემთვის ეს ეთიკის შემაშფოთებელ და უპატიებელ დარღვევად რჩება." 1973 წლის თაიმის კრიტიკის შემდეგ, კასტანედას აღარასდროს უპასუხა საჯაროდ კრიტიკისთვის. ამის ნაცვლად, იგი საცხოვრებლად განმარტოებით წავიდა, თუმცა რაც შეეხებოდა პრესას, ის მაინც დადიოდა ჰოლივუდის წვეულებებზე. იმის მტკიცებით, რომ იგი ასრულებდა დონ ხუანის მითითებებს, გამხდარიყო "მიუწვდომელი", მან აღარ მისცა უფლება გადაეღოთ და ასევე გადაწყვიტა, რომ ნებისმიერი სახის ჩანაწერი აკრძალული იყო. (მისი რამდენიმე ხმოვანი ჩანაწერი, რადიოში მიცემული ინტერვიუს სახით მაინც არსებობს). მან ასევე გაწყვიტა კავშირი თავის წარსულთან; ც.ჯ.-ს უმცროსის კოლეჯის დამთავრებისთანავე მან მალევე გაწყვიტა კავშირი მის ცოლთან და ცოლის შვილთან. ესაა მომენტი, როდესაც წიგნებში დონ ხუანი ქრება. როდესაც 1977 წელს გამოქვეყნდა "ძალის მეორე ბეჭედი", მკითხველმა შეიტყო, რომ "ზღაპრები ძალაზე"-ს ბოლოს, უფსკრულში ნახტომის შუა პერიოდში და ახალი წიგნის დაწყებას შორის დონ ხუანი გაქრა. მისი განმარტოება ასევე დაეხმარა კასტანედას, რომელიც ახლა უკვე 40 წლის იყო, რომ დაემალა ალტერნატიული ოჯახის შექმნა. ძირითადი წევრები იყვნენ სამი ახალგაზრდა ქალი: რეჯინ თალი, მერიან სიმკო და კეტლინ პოლმანი, რომლებსაც კასტანედა შეხვდა, როდესაც ის ჯერ კიდევ აქტიური იყო UCLA– ში. სიმკო განაგრძობდა დოქტორანტურას ანთროპოლოგიაში და ცნობილი იყო კამპუსის გარშემო, როგორც კასტანედას შეყვარებული. მისი საშუალებით, კასტანედა შეხვდა თალს, სხვა ანთროპოლოგიის დოქტორანტს. კანდიდატი და სიმკოს მეგობარი კარატეს კლასიდან. როგორ შევიდა პოლმანი ამ წრეში მკვკევრებისთვის გაუგებარია. 1973 წელს კასტანედამ შეიძინა მიწის ნაკვეთი ვესტვუდში, პანდორას გამზირზე. ქალები, რომლებსაც მის ჯგუფში და მის წიგნებში "ჯადოქრების" სახელით იცნობდნენ, მასთან ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად. მათ საბოლოოდ მოირგეს იდენტური მოკლე, შეღებილი ქერა თმა როგორც მოგვიანებით Heaven's Gate cult. ისინი განმარტავდნენ, რომ თავის დროზე თავადაც სწავლობდნენ დონ ხუანთან. "პირადი ისტორიის წაშლის" ფილოსოფიის შესაბამისად, მათ შეიცვალეს თავიანთი სახელები: სიმკო გახდა ტაიშა აბელარი; თალი, ფლორინდა დონერ-გრაუ. დონერ-გრაუ ბევრს ახსოვს, როგორც კასტანედას ტოლი ინტელექტითა და ქარიზმით. მეტსახელად "კოლიბრი", შეუჩერებელი ენერგიის გამო, იგი ვენესუელაში გერმანელი მშობლების ოჯახში დაიბადა და ამტკიცებდა, რომ მან იანოამის ინდოელებზე კვლევა ჩაატარა. პოლმანს მიენიჭა გარკვეულწილად ნაკლებად გლამურული მეტსახელი: კეროლ თიგზი. დონერ-გრაუმ და აბელარმა საბოლოოდ გამოსცეს საკუთარი წიგნები ჯადოქრობის შესახებ. ჯადოქრები, კასტანედასთან ერთად, იცავდნენ საიდუმლოების მჭიდრო ფარდას. ისინი იყენებდნენ უამრავ მეტსახელებს და არავის აძლევდნენ უფლებას გადაეღოთ. მიმდევრებს ეუბნებოდნენ მუდმივად ცვალებად ისტორიებს მათი წარმომავლობის შესახებ. მხოლოდ კასტანედას გარდაცვალების შემდეგ დაიწყო რეალური ფაქტების აღმოჩენა მათი ცხოვრების შესახებ. ეს ძირითადად განპირობებულია მისი სამი ყოფილი მიმდევრის მუშაობით. 
 
კიდევ ერთი ყოფილი ინსაიდერია ემი უოლესი, 13 მხატვრული და არამხატვრული წიგნის ავტორი, მათ შორის ყველაზე გაყიდვადია "წიგნების სიები", რომლის თანაავტორობას იგი იყოფს თავის ძმასთან, დევიდ ვოლეჩინკსთან და მათ მამასთან, რომანისტთან ირვინგ უოლესთან, ერთად. იგი კასტანედას პირველად შეხვდა 1973 წელს, როდესაც ის ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში იყო. მშობლებმა იგი წაიყვანეს სადილის წვეულებაზე, რომელსაც აგენტი ნედ ბრაუნი ატარებდა. კასტანედა იქ იყო აბელართან ერთად, რომელიც შემდეგ ანა-მარია კარტერის სახელით გაეცნო. მათ უოლესთან ისაუბრეს მისი პანსიონის შესახებ. მრავალი წლის შემდეგ, უოლესი გახდა კასტანედას მრავალრიცხოვანი მოყვარულთაგანი, რაც მის მოგონებებში მოთხრობილია როგორც "ჯადოქრის შეგირდი". უოლესი ახლა აღმოსავლეთ ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. გაბი გეუტერი, ავტორი და ყოფილი ტურისტული აგენტი იყო სემინარის მონაწილე, რომელიც იმედოვნებდა, რომ შეუერთდებოდა კასტანედას შიდა წრეს. 1996 წელს იგი მიხვდა, რომ მის აყვანას არ აპირებდნენ. იმისათვის, რომ გაერკვია სიმართლე გურუს შესახებ რომელიც უარყოფდა მას, მან, თავის მეუღლესთან, გრეგ მამიშიანთან ერთად, დაიწყო კასტანედას თვალთვალი. თავის წიგნში "კასტანედას გადაღება" ის ყვება, თუ როგორ გადაიღეს კასტანედას ჯგუფის წასვლა და მოსვლა, თავად კასტანედასთან ერთად მის შენობასთან ახლოს გაჩერებული მანქანიდან. რომ არა გეიტერი, არ იქნებოდა კასტანედას 1973 წლის შემდგომი ფოტოგრაფიული ჩანაწერი, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად, როგორც ჩანს, მან შეინარჩუნა თავისი ულამაზესი მომხიბვლელობა და ვერცხლის თმა სრულად. მათ ასევე გაიარეს მისი არწივი. აღმოაჩინეს საგანძური დოკუმენტები, მათ შორის ქორწინების მოწმობები, წერილები და საკრედიტო ბარათის ქვითრები, რომლებიც მოგვიანებით წარმოადგენდა ჯგუფის ისტორიას და მათ ჩანაწერებს კასტანედას ბოლო დღეებში. 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანი წლების დასაწყისში, ჯენინგსი თვლის, რომ ჯგუფი სავარაუდოდ 20-ზე მეტი წევრისგან შედგებოდა. წევრები, ძირითადად ქალები, მოდიოდნენ და მიდიოდნენ. იმ დროს, მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქეროლ თიგსის განდგომა, რომელიც უოლესის თქმით, კასტანედას წრეში ყოველთვის ყველაზე ამბივალენტური ჯადოქარი იყო. იგი გაწევრიანებიდან მალევე შეეცადა დაშორებას. ის სწავლობდა კალიფორნიის აკუპუნქტურის კოლეჯში, დაქორწინდა თანაკურსელზე და ცხოვრობდა წყნარ ოკეანეში. საბოლოოდ, უოლესი ამბობს, რომ კასტანედამ თიგსი დაიბრუნა. ამ საკითხზე კასტანედას სხვა ვერსია ჰქონდა. 1981 წელს თავის ბესტსელერ წუგნში, "არწივის ძღვენში", მან აღწერა, როგორ გაქრა თიგსი "მეორე ყურადღებისკენ", რაც მისი ერთ-ერთი ტერმინია უსასრულობის შესახებ. საბოლოოდ იგი კვლავ გამოჩნდა ახალი მექსიკის კოსმოსური დროის პორტალით. შემდეგ მან L.A.- სკენ აიღო გეზი, სადაც ისინი სიხარულით ჩაეხუტნენ ერთმანეთს, როდესაც მან იგი სანტა მონიკას ბულვარში იპოვა. 10 წლის განმავლობაში სხვა განზომილების პატივისცემაში, იგი ახლა უკვე ცნობილი იყო როგორც "ნაგუალი ქალი". უოლესი მიიჩნევს, რომ ეს სტიმულს აძლევდა თიგსს დაბრუნებისთვის. 
 
უოლესის და ჯენინგსის აზრით, ჯადოქრების ერთ-ერთი ამოცანა იყო ახალი წევრების დაკომპლექტება. მელისა ვარდი, ლოს-ანჯელესის რაიონის მიმწოდებელი, მონაწილეობდა ჯგუფში 1993 წლიდან 1994 წლამდე. მან თქვა, რომ ისინი ხშირად ატარებდნენ ლექციებს. მისი თქმით, მიზნებს შორის იყო "ქალების პოვნა, რომელთაც ჰქონდათ ტვინის, სილამაზისა და დაუცველობის კომბინაცია". ოჯახში გაწევრიანება ხშირად გულისხმობდა კასტანედასთან დაძინებას, რომელიც, ჯადოქრების მტკიცებით, სექსს არ ითვალისწინებდა. წიგნში "ჯადოქრის შეგირდი", უოლესი გვაწვდის დეტალურ სურათს საკუთარი შეცდენის შესახებ. კასტანედასთან მამის მეგობრობის გამო, მისი შემთხვევა უჩვეულო იყო. წლების განმავლობაში ის უოლესის სახლთან ჩერდებოდა. როდესაც ირვინგი გარდაიცვალა 1990 წელს, ემი ცხოვრობდა კალიფორნიის ქალაქ ბერკლიში. მას მალევე დაურეკა კასტანედამ და უთხრა, რომ მისი მამა სიზმარში გამოეცხადა და თქვა, რომ მისი სული უოლესის სახლში იყო ჩარჩენილი და მას ემი და კარლოსი სჭირდებოდათ მის გასათავისუფლებლად. უოლესი, საეჭვოდ სკეპტიკურად განწყობილი, L.A-ში მივიდა და შემდგომ იგი ყვება, როგორ აღმოჩნდა მალე საწოლში კასტანედასთან. კასტანედამ მას უთხრა, რომ მას 20 წლის განმავლობაში არ ჰქონდა სექსი. როდესაც უოლესი მოგვიანებით შეშფოთდა, რომ შესაძლოა იგი დაორსულებულიყო (ისინი არ იყენებდნენ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს), კასტანედა საწოლზე წამოხტა და წამოიძახა: "მე დაგაორსულებ? შეუძლებელია! ნაგუალის სპერმა არ არის ადამიანი ... არ დაუშვა ნაგუალის სპერმის გამო, ასეთი რამ. ის დაწვავს თქვენს კაცობრიობას. " მან არ ახსენა ვაზექტომია, რომელიც წლების წინ ჰქონდა. შეყვარებულობა რამდენიმე კვირა გაგრძელდა. კასტანედამ უთხრა, რომ ისინი "ენერგეტიკულად დაქორწინდნენ". ერთ შუადღეს კასტანედამ იგი უცნობ ადგილას წაიყვანა, რონელსაც "ჯადოქრის მიდამოს" ეძახდა. როდესაც ისინი მიდიოდნენ, უოლესმა დაათვალიერა ქუჩის ნიშანი, რათა ადგილი დამახსოვრებოდა. კასტანედამ მას გააფთრებით უყვირა: მეომარი არაფერს არ უყურებს! მან უბრძანა მას ბერკლიში დაბრუნება. გოგონა დაბრუნდა. როდესაც მან ცოტახანში პატიების სათხივნელად დაურეკა, კასტანედამ ყურმილი არ აიღო. ექვსი თვის შემდეგ უოლესს დაბრუნების უფლება მისცეს. როგორც ამბობენ ჯენინგს, უოლესს და ვარდს, მოწადინებულ მეომრებს, კასტანედა მოუწოდებდა შეეწყვიტათ ყოველგვარი კონტაქტი მათ წარსულ ცხოვრებასთან, როგორც დონ ხუანმა კარლოსს დაავალა ამის გაკეთება, ისევე როგორც ეს გააკეთა კასტანედამ ცოლის და ნაშვილები ვაჟის მოკვეთით. ”ის გვეუბნებოდა, თუ როგორ უნდა მოვიცილოთ ოჯახის ვალდებულებები”, - ამბობდა ჯენინგი. "ერთპიროვნული ურთიერთობები ხელს შეგიშლით ბილიკზე სიარულში." კასტანედა გვეუბნებოდა, თუ როგორ უნდა დაეღწია ადამიანს თავი ვალდებულებებისგან ოჯახთან ერთად, წვრილმანებამდე, როგორიცაა მშობლებისგან წამოსვლა. ჯენინგსის შეფასებით, ჯგუფში მუშაობის ოთხი წლის განმავლობაში 75-დან 100-მდე ადამიანს უთხრეს, რომ ოჯახი უნდა გაეწყვიტა. მან არ იცოდა ეს რამდენმა ადამიანმა გააკეთა. შინაგან წრეში შესვლამდე, ზოგიერთ მიმდევარს მაინც მიჰყვებოდა ემოციური და ფინანსური დამოკიდებულება. ვარდს ახსოვს ქალი, სახელად პეგი, რომელსაც კასტანედამ დაავალა სამუშაოს დატოვება. მას უთხრეს, რომ მას შემდეგ ფულს მისცემდნენ, ტელეფონის გარეშე ბინის მისაღებად, სადაც დაელოდებოდა კასტანედას ან ჯადოქრების მოსმენას. პეგი გაიქცა სანამ ეს მოხდებოდა. მაგრამ ვარდმა თქვა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი პრაქტიკა ქალებთან, რომლებიც ოჯახის ბირთვში უნდა შესულიყვნენ. მაგრამ იყო ჯილდოები. ”ამ ხალხმა მთლიანად იმოქმედა ჩემზე”, - ამბობდა ჯენინგსმა. "ვგრძნობდი, რომ ოჯახი ვიპოვნე. ვგრძნობდი, რომ ბილიკი ვიპოვნე". კადიუმი იხსენებს პირველად, როდესაც მან სცენაზე დაინახა Tensegrity- ის ინსტრუქტორი კაილი ლუნდალი - მის გარშემო აურა დაინახა, მბრწყინავი აურა. მისი ჯგუფის ადრეული პერიოდების გახსენებისას, მან აღნიშნა: "ამაში ისეთი სიტკბო იყო. მე ასეთი დიდი იმედი მქონდა. მსურდა სამყარო უფრო ღრმად შემეგრძნო - და ასეც მოვიქეცი". იგი ამ ეტაოს დღემდე იხსენებს, როგორც მისი ცხოვრების ყველაზე ამაღელვებელი პერიოდს. ყველას, ვინც იცნობდა მას, კასტანედა არა მხოლოდ აგიჟებდა მათ მისი ენერგეტიკით, არამედ მას ჰქონდა შესანიშნავი იუმორის გრძნობაც. ”ჩემი მონაწილეობის ერთ-ერთი მიზეზი იყო იდეა, რომ მე ვიყავი ამ მომხიბლავ ზღვარზე, ავანგარდში არსებულ არაჩვეულებრივ ჯგუფში”, - თქვა უოლესმა. "ცხოვრება ყოველთვის ამაღელვებელი იყო. ჩვენ თავისუფალი ვიყავით მსოფლიო დაღლილობისგან." უოლესი მიიჩნევს, რომ ყველაზე რთული ის იყო, რომ არასდროს იცოდი სად იდექი. "ის აირჩევდა ვინმეს, დააგვირგვინებდა მათ და შეეძლო 48 საათში გაეძევებინა ისინი, თუნდაც 10 წლის განმავლობაში მასთან ყოფილიყვნენ. თქვენ არასოდეს იცოდით. ​​ასე რომ, ყოველთვის იყო შიში და ბევრი ეჭვიანობა." ზოგჯერ ინიცირებულებს აძევებდნენ ბუნდოვანი სულიერი დანაშაულისთვის, მაგალითად კაპუჩინოს დალევისთვის (რომელსაც კასტანედა უზომო რაოდენობით სვამდა). ისინი აღარ იქნებოდნენ მიწვეულნი. სატელეფონო ზარები არ ბრუნდებოდა. გარკვეული დროით ნებას რთავდნენ საიდუმლო ოჯახში შესვლას, შემდეგ მოულოდნელად გაწყვეტდნენ. უოლესი მიიჩნევს, რომ ზოგისთვის ეს ტრავმული იყო. "უცნაური გზით", - თქვა მან, "ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს არის ის, როცა გიყვარვართ და გიყვართ, შემდეგ კი ძალადობენ და ძალადობენ, და არ არსებობს წესები, ეს წესები იცვლება და თქვენ ვერასდროს შეძლებთ სწორად რაიმეს გაკეთებას, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად ისინი გკოცნიან. ეს არის ყველაზე გიჟური ქცევითი მოდიფიკაცია. და სწორედ ამაში იყო კარლოსი სპეციალისტი; ეს ადამიანი ოდნავაც ის არ იყო სულელი." მან 1995 წელს გოგონა აიყვანა, რომელზეც ამბობდა რომ ამ ბავშვს უიშვიათესი ენერგია ჰქონდა და რომ იგი ნაგუალი გახდებოდა. ის ავიდოდა ქეროლ თიგსის დონემდე. ახალ წევრებს ბავშვის გართობა და მასთან თოჯინებით თამაში ევალებოდათ. 
 
80-იანი წლების ბოლოს, ალბათ იმის გამო, რომ წიგნების გაყიდვები შენელდა, ან იმიტომ, რომ მას აღარ შეეშინდა მედიის ცნობისმოყვარეობის, კასტანედა გაფართოებას ცდილობდა. ჯენინგსი მიიჩნევს, რომ მას შესაძლოა სურდა პარტინისთვის ესიამოვნებინა. გეიტერი ადასტურებს, რომ კასტანედამ უთხრა მიმდევრებს, რომ ცისფერმა სკაუტმა რაღაცეები მოაგვარა Cleargreen- ის დასაწყებად. მაგრამ ის ასევე გვთავაზობს სხვა მოტივაციას. ”ის ფიქრობდა იმაზე, რაც უნდოდა მთელი ცხოვრების განმავლობაში”, - ამბობს გეიტერი. ”ის ყოველთვის საუბრობდა” ოქროს საკინძზე გავლაზე, მას სურდა ყველაფერი დასრულებულიყო რაღაც სანახაობრივით". შესაძლოა კასტანედას უნდოდა საკუთარი რელიგიის შექმნა. ბევრი შეხვედრებისა და უამრავი ადამიანის ჩართულობის შემდეგ, Tensegrity სემინარებზე, შავებში ჩაცმულმა ქალებმა, ილეთების სცენების დემონსტრირება მოახდინეს. (ვიდეო იუთუბზეც დევს). მოაწყვეს ლექციაც, კამერების გარეშე, კასტანედა და ჯადოქრები საუბრობდნენ და კითხვებს პასუხობდნენ. სემინარების ღირებულება 1200$ ღირდა და მას 800-მდე ადამიანი დაესწრო. მონაწილეებს შეეძლოთ შეეძინათ მაისურები, რომლებზეც ეწერა "საკუთარი თავის მნიშვნელოვანობა კლავს". ეს მოძრაობები მიზნად ისახავდა ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და პრაქტიკოსების ცოდნის გაღრმავებას მეომრების წინსვლაში. დაავადება სისუსტის ნიშნად აღიქმებოდა. უოლესი იხსენებს ნარინჯისფერი სკაუტის (სავარაუდოდ, ლურჯი სკაუტის) ტიჩოს საქმეს. ”მას წყლულოვანი კოლიტი ჰქონდა”, - ამბობდა უოლესი. "იგი ცდილობდა ამის საიდუმლოდ შენახვას, რადგან კარლოსმა რომ იცოდეს რომ ავად ხარ, ის დაგსჯის. თუ სამედიცინო დახმარებისთვის წახვალ, ის გაგაგდებს." მას შემდეგ, რაც ტაიჩოს დაავადება აღმოაჩინეს, უოლესმა თქვა, რომ ტიხო ჯგუფიდან გააძევეს. თუ კასტანედას ადრეულ წიგნებში ბუდიზმი და ფენომენოლოგია იყო წინა პლანზე, მისი მოგვიანებითი მოღვაწეობა უფრო მეტად სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს წააგავს. მაგრამ მთელი ცხოვრება მეომრის მსგავსად იგი სიკვდილს ხვდებოდა. 
 
90-იან წლებში კასტანედამ თავის მიმდევრებს განუცხადა, რომ დონ ხუანის მსგავსად, ის არ მოკვდებოდა - ის დაიწვებოდა შიგნიდან, გადაიქცეოდა შუქის ბურთად და ზეცაში ავიდოდა. 1997 წლის ზაფხულში მას დაუდგინეს ღვიძლის კიბო. იმის გამო, რომ ჯადოქრები არ უნდა დაავადდნენ, მისი დაავადება მკაცრად დაცულ საიდუმლოდ დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ჯადოქრები სასოწარკვეთილად მისდევდნენ ტრადიციულ და ალტერნატიულ მკურნალობას, ვორქშოპები ისე გაგრძელდა, თითქოს არაფერი არ უშველიდა. ერთ-ერთი ჯადოქარი, ტაიშა აბელარი ფლორიდაში გაფრინდა იახტების შესამოწმებლად. გეიტერმა, თავის დროზე აღნიშნულ ჩანაწერებში გაკვირვებული იკითხა: "რატომ ყიდულობენ ნავს? ... იქნებ კარლოსს სურს თავის ჯგუფთან ერთად წასვლა და შეუმჩნეველი გაქრობა ღია ოკეანეებში?". ნავები არ უყიდიათ. კასტანედა აგრძელებდა წონაში კლებას. სულ უფრო დასუსტდა, თვალები ყვითელი გაუხდა. იგი იშვიათად ტოვებდა ნაკვეთს. უოლესის თქმით, თიგსმა უთხრა მას, რომ ჯადოქრებს ცეცხლსასროლი იარაღები ჰქონდათ ნაყიდი. მიუხედავად იმისა, რომ ნაგუალი საწოლში იწვა მორფინის წვეთობით და ტელევიზორს უყურებდა, შიდა წრემ მისი ქაღალდები დაწვა. მწუხარე აბელარმა სმა დაიწყო. ”ახლა ალკოჰოლიკად გახდომის საშიშროება არ მაქვს.” - უთხრა მან უოლესს. "იმიტომ, რომ მე მივდივარ, ამიტომ - უკვე გვიანია". უოლესი წერს: ”ის თავის გზას მეუბნებოდა, მაშინვე მივხვდი, რომ სიკვდილს აპირებდა.” უოლესი ასევე იხსენებს საუბარს ლანდალთან, Tensegrity ვიდეოების ვარსკვლავთან და ერთ-ერთ ქალთან, რომელიც გაუჩინარდა: "თუ მასთან არ წავალ, გავაკეთებ იმას, რაც უნდა გავაკეთო", - უთხრა უოლესმა. ”ჩემთვის და შენთვის უკვე გვიანია სამყაროში დარჩენა - ვფიქრობ, შენ ზუსტად იცი რას ვგულისხმობ”. 
 
1998 წლის აპრილში გეუთერმა გადაიღო შიდა წრე, რომელიც სახლის შეფუთვას ასრულებდა. შემდეგ კვირას, 72 წლის ასაკში კასტანედა გარდაიცვალა. მისი გვამი დაწვეს კულვერ სიტის სამარხში. არავინ იცის, სად წავიდა მისი ფერფლი. რამდენიმე დღეში დონერ-გრაუმ, აბელარმა, პარტინმა, ლუნდალმა და მარკესმა ტელეფონები გათიშეს და გაქრნენ. რამდენიმე კვირის შემდეგ, პარტინის- ის წითელი Ford Escort იპოვნეს მიტოვებული Death Valley's Panamint Dunes- ში. ახლო წრეშიც კი, ცოტამ თუ იცოდა, რომ კასტანედა მკვდარი იყო. გავრცელდა ჭორები. ბევრი სასოწარკვეთილი იყო: ნაგუალი "შიგნიდან არ დაიწვა". კასტანედას გარდაცვალების შესახებ მედიამ ორი თვის განმავლობაში არაფერი იცოდა. როდესაც ახალი ამბები გახდა ცნობილი, Cleargreen- ის წევრებმა შეწყვიტეს ტელეფონებზე პასუხის გაცემა. მათ მალევე განათავსეს განცხადება, რომელიც ჯენინგსის თქმით, ვაგნერმა დაწერა: სრული თავისუფლებისთვის... მეომრებს შეუძლიათ შეინარჩუნონ თავიანთი ცნობიერება, როდესაც სხვები ჩვეულებრივ უარს იტყვიან, სიკვდილის მომენტში. გადაკვეთის მომენტში, სხეული მთლიანობაში ცოდვით იკვებება ... კარლოს კასტანედამ სამყარო ისევე დატოვა როგორც მისმა მასწავლებელმა, დონ ხუან მატუსმა გააკეთა: სრული შეგნებით". ჯენინგსი, უოლესი და გეიტერი მიიჩნევენ, რომ დაკარგულმა ქალებმა სავარაუდოდ თავი მოიკლეს. უოლესმა ამტკიცებდა, რომ დონერ-გრაუმ მშობლებთან სატელეფონო ზარი განახორციელა მისი გაქრობიდან დიდი ხნის შემდეგ. დონერ-გრაუ იყო ერთ – ერთი მათგანი, ვინც კასტანედასგან ოჯახთან კონტაქტის შენარჩუნების უფლება მიიღო. "ისინი ტიროდნენ," წერს უოლესი, "რადგან აღარ დაემშვიდობა. მათ არ იცოდნენ რა მოხდა. ეს მოხდა მათთან ათწლეულების განმავლობაში ყოფნის შემდეგ". ბევრს მიაჩნია რომ კასტანედას ჯადოქრები დღემდე ცოცხლები არიან. ჯენინგს სჯერა, რომ კასტანედამ იცოდა, რომ ქალები თავის მოკვლას გეგმავდნენ. ”ის სულ თვითმკვლელობაზე საუბრობდა, წვრილმანებზეც კი,” - ამბობს ჯენინგი. მან დაამატა, რომ პარტინი ერთხელ გაგზავნეს უდაბნოში მიტოვებული მაღაროების დასადგენად, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც თვითმკვლელობის პოტენციური ადგილები. კასტანედას შემოქმედება დღემდე იდუმალებით მოცულ ფენომენად ითვლება. იმედი ვიქონიოთ, რომ დროის მსვლელობასთან ერთად, ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდება უფრო ფართო და მკაფიო სურათი მეოცე საუკუნის ამ იდუმალებით მოსული ეზოთერული მონაკვეთის გარშემო.

მსგავსი სტატიები

ხუთი ფაქტი ვირჯინია ვულფის შესახებ


წყარომთარგმნელი: ანეტ შტრაუსი Ikigai / იკიგაი ინგლისელი მწე...

სილვია პლათი


სილვია პლათი მეოცე საუკუნის გამორჩეული ფიგურაა, რომლის შემოქმედება ...

ელონ მასკის ცხოვრება, ანუ როგორ შეიძლება ადამიანი გახდეს ასეთი წარმატებული


ელონ მასკი _ ერთერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული მეწარმეა. ამ ...

აინ რენდი (1959 წლის ინტერვიუ)


 - მე ვარ მაიკ ვალასი და გთავაზობთ მორიგ სატელევიზიო პორტრეტ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff