თავი V. ინდუცირებული გადასვლა

Admin
რეალობის ტრანსერფინგი
0
0

(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი)  მთარგმნელი: მამუკა გურული (ტექსტის ს...

inducir 2

(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი)

 მთარგმნელი: მამუკა გურული

(ტექსტის სანახავად გადადით შემდეგ გვერდზე)

მეხუთე თავის აუდიო-ვერსიის youtube-ლინკი


 

თაობათა ცვლა

ყველა დროში ყველა ადამიანი ფიქრობდა: „აი, ადრე იყო დრო!..““ ასაკთან ერთად ადამიანს ცხოვრება უფრო და უფრო უარესად ეჩვენება. იგი იხსენებს თავის ახალგაზრდულ წლებს, როცა ყველა ფერი უფრო „წვნიანი“ იყო, შთაბეჭდილებები უფრო კაშკაშა, ოცნებები ასრულებადი, მუსიკა უკეთესი, კლიმატი სასიკეთო, ადამიანები უფრო თბილები, ძეხვიც კი უფრო გემრიელი იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯანმრთელობაზე. ცხოვრება იმედით იყო აღსავსე, სიხარული და სიამოვნება მოჰქონდა. ახლა, ამდენი წლის გავლის მერე, ადამიანი ვეღარ იღებს ისეთივე სასიხარულო განცდებს იგივე მოვლენებისგან. მაგალითად, პიკნიკი, საღამო, კონცერტი, კინო, დღესასწაული, პაემანი, ზღვაზე დასვენება, - ყველაფერს თითქოს ისეთივე ხარისხი აქვს, თუ ობიექტურად ვიმსჯელებთ. დღესასწაული მხიარულია, კინო საინტერესოა, ზღვა თბილია. მაგრამ რაღაც ისე ვერაა. ფერები გაფერმკრთალდა, განცდები დაჩლუნგდა, ინტერესი ჩაქრა.

რატომ იყო ახალგაზრდობასი ყველაფერი ასე კარგად? ნუთუ ადამიანის აღქმა ასაკთან ერთად ჩლუნგდება? მაგრამ ასაკთან ერთად ადამიანი ხომ არ კარგავს სიცილის და ტირილის, ფერებისა და გემოების აღქმის, სიმართლის ტრუილისგან გარჩევის უნარს? თუ სამყარო მართლა უფსკრულისკენ მიექანება? სინამდვილეში გარესამყარო არც დეგრადაციას განიცდის და არც უარესი ხდება. სამყარო უარესი ხდება მოცემული კონკრეტული ადამიანისთვის. იმ ხაზის პარალელურად, რომელზეც ადამიანი წუწუნებს, არსებობენ ხაზები, რომლებიც მან ოდესღაც მიატოვა და სადაც ყველაფერი უწინდებურად კარგადაა. გამოხატავს რა უკმაყოფილებას, ადამიანი მართლაც უარეს ხაზებზე განეწყობა. და რადგან ასეა, მას რეალურად ითრევენ ეს ხაზები.

ტრანსერფინგის პრინციპის თანახმად, ვარიანტთა სივრცეში არსებობს ყველაფერი და ყველასთვის. მაგალითად, არის სექტორი, სადაც ცხოვრებამ მოცემული ადამიანისთვის ყველა თავისი ფერი დაკარგა, სხვებისთვის კი იგივე დარჩა. ადამიანი, გამოასხივებს რა აზრების ნეგატიურ ენერგიას, ისეთ სექტორში ხვდება, სადაც მისი სამყაროს დეკორაციები შეიცვალა. ამავე დროს, დანარჩენი ადამიანებისთვის სამყარო იგივედ რჩება. და არცაა აუცილებელი განვიხილოთ ისეთი რადიკალური შემთხვევები, როცა ადამიანი ინვალიდი გახდა, სახლი ან ახლობლები დაკარგა, ან გალოთდა. ყველაზე ხშირად ადამიანი ნელა, მაგრამ მყარად გადადის ხაზებზე, სადაც დეკორაციის ყველა ფერი ფერმკრთალდება. აი, მაშინ ხვდება იგი, როგორი ცოცხალი და საღი იყო ყველაფერი მრავალი წლის წინ.

როდესაც იბადება, ადამიანი თავიდან ისეთად იღებს სამყაროს, როგორიც სინამდვილეშია. ბავშვმა უბრალოდ ჯერ კიდევ არ იცის, შეიძლება თუ არა იყოს უარესი ან უკეთესი. ახალგაზრდები ჯერ არც ისე აზიზები და განებივრებულები არიან. უბრალოდ ისინი ხსნიან თავისთვის ამ სამყაროს და ცხოვრებით ტკბებიან, რადგან უფრო მეტი იმედი აქვთ, ვიდრე პრეტენზია. მათ სჯერათ, რომ აქ და ახლა ყველაფერი კარგადაა, და კიდევ უკეთესად იქნება. მაგრამ შემდეგ მოდის წარუმატებლობები, ადამიანი იწყებს გაგებას, რომ ყველა ოცნება არ სრულდება, რომ სხვა ადამიანები უკეთესად ცხოვრობენ, რომ მზის ქვეშ ადგილისთვის ბრძოლაა საჭირო. დროთა განმავლობაში პრეტენზიები მეტი ხდება, ვიდრე იმედები. უკმაყოფილება და წუწუნი ის მამოძრავებელი ძალებია, რომლებიც ადამიანს ცხოვრების წარუმატებელი ხაზებისკენ უბიძგებენ. ტრანსერფინგის ტერმინებით თუ ვიტყვით, ადამიანი ასხივებს ნეგატიურ ენერგიას, რომელსაც ხოვრების იმ ხაზებზე გადაჰყავს, რომლებიც ნეგატიურ პარამეტრებს შეესაბამება.

სამყარო მით უფრო უარესი ხდება, რაც უფრო უარესად ფიქრობთ მასზე. ბავშვობაში დიდად არ ფიქრობდით იმაზე, კარგი იყო ეს სამყარო თქვენთვის თუ ცუდი, არამედ ყველაფერს მოცემულობად იღებდით. თქვენ ახალი დაწყებული გქონდათ სამყაროს აღმოჩენა და არც ისე ხშირად იყენებდით კრიტიკას. ყველაზე დიდი წყენები თქვენი ახლობლების მიმართ გქონდათ, რომლებმაც, მაგალითად, სათამაშო არ გიყიდეს. მაგრამ შემდეგ სერიოზულად იწყებდით გარესამყაროზე განაწყენებას. იგი უფრო და უფრო ნაკლებად გაკმაყფოილებდათ. და რაც უფრო მეტ პრეტენზიას წამოაყენებდით ხოლმე, მით უფრო უარესი იყო შედეგი. ყველა, ვინც ახალგაზრდობა გაიარა და სიმწიფის ასაკამდე მიაღწია, იცის, რომ ადრე ბევრი რამ უკეთესი იყო.

აი, ასეთი მავნე პარადოქსია: თქვენ ხვდებით სავალალო ვითარებებს, გამოხატავთ თქვენს უკმაყოფილებას, შედეგად კი სიტუაცია უფრო და უფრო მძიმდება. თქვენი უკმაყოფილება სამმაგ ბუმერანგად გიბრუნდებათ. პირველ რიგში, უკმაყოფილების ჭარბი პოტენციალი ტქვენს წინააღმდეგ მომართავს წონასწორულ ძალებს. მეორე, უკმაყოფილება წარმოადგენს იმ არხის როლს, რომლითაც ქანქარა ენერგიას გწოვთ. მესამეც, გამოასხივებთ რა ნეგატიურ ენერგიას, თქვენ ცხოვრების შესაბამის ხაზებზე გადადიხართ.

ნეგატიურად რეაგირების ჩვევამ იმდენად გაიდგა ფესვები, რომ ადამიანებმა თავისზე დაბალი არსებებთან შედარებით უპირატესობა - ცნობიერება დაკარგეს. მოლუსკი ასევე ნეგატიურად რეაგირებს გარე გამღიზიანებელზე. მაგრამ ადამიანს, განსხვავებით მოლუსკისგან, შეუძლია ცნობიერად და განზრახვით არეგულიროს თავისი დამოკიდებულება გარესამყაროსადმი. თუმცა ადამიანი არ იყენებს ამ უპირატესობას და აგრესიით პასუხობს მცირე უსიამოვნებაზეც კი. აგრესიას იგი შეცდომით უკეთებს ინტერპრეტაციას, როგორც თავის ძალას, სინამდვილეში კი, როგორც ფაქტი, იგი უმწეოდ ფართხალებს ქანქარების ქსელში.

თქვენ თვლით, რომ ცხოვრება უარესი გახდა. მაგრამ მათთვისს, ვინც ახლა ახალგაზრდაა, ცხოვრება მშვენიერია. რატომ ხდება ასე? იქნებ იმიტომ, რომ მათ არ იციან, როგორი კარგი იყო მაშინ, როცა მათ ასაკში იყავით? მაგრამ მაშინ ხომ თქვენზე უფროსებიც ცხოვრობდნენ, რომლებიც სწორედ ასევე წუწუნებდნენ ცხოვრებაზე და იხსენებდნენ, თუ რა კარგი იყო ადრე. მიზეზი აქ არა მხოლოდ ადამიანის ფსიქიკის თვისებაშია - წაშალოს წარსულიდან ცუდი და დატოვოს კარგი. უკმაყოფილებაა ხომ იმაზეა მიმაართული, რაც ახლაა, რადგანაც იგი თითქოს იმაზე უარესია, ვიდრე ადრე იყო.

გამოდის, თუ მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ცხოვრება ყოველდღიურად უარესი ხდება, ეს ნიშნავს, რომ სამყარო უკვე დიდი ხანია ნაწილებად უნდა დაშლილიყო. რამდენმა თაობამ გაიარა კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდან? და ყოველი თაობა თვლის, რომ სამყარო უარესი გახდა! მაგალითად, ნებისმიერი ხანშიშესული ადამიანი დარწმუნებით იტყვის, რომ ადრე კოკა-კოლა უკეთესი იყო. არადა კოკა-კოლა 1886 წელს გამოიგონეს. წარმოგიდგენიათ, რამდენად საზიზღარია ახლა იგი! იქნებ გემოვნებითი აღქმა ასაკთან ერთად ჩლუნგდება? საეჭვოა. ხანშიშესულისთვის ხომ უარესი გახდა ნებისმიერი სხვა ხარისხიც: ავეჯი ან ტანსაცმელი, მაგალითად.

სამყარო რომ ერთი და ერთადერთი ყოფილიყო ყველასთვის, მას კაცობრიობის რამდენიმე თაობა ეყოფოდა, შემდეგ კი ყველაფერი უბრალოდ ჯოჯოხეთში უნდა დანთქმულიყო. როგორ გავიგოთ ეს პარადოქსული გამოთქმა, რომ სამყარო ყველასთვის ერთი არაა? ჩვენ ყველანი ვარიანტთა მატერიალური რეალიზაციის ერთი და იგივე სამყაროშ ვცხოვრობთ. მაგრამ ამ სამყაროს ვარიანტები ყოველი ადამიანისთვის თავისია. ზედაპირზე დევს ბედებს შორის მკაფიო სხვაობები: მდიდრები და ღარიბები, წარმატებულები და წარუმატებლები, ბედნიერები და უბედურები. ისინი ყველანი ერთ სამყაროში ცხოვრობენ, მაგრამ სამყარო ყველას თავისი აქვს. აქ თითქოს ყველაფერი ცხადია, როგორც ი, რომ არსებობს მდიდრული და ღარიბული კვარტალები.

თუმცაღა განსხვავდება არა მხოლოდ ბედთა სცენარები და როლები, არამედ დეკორაციებიც. აი, ეს სხვაობა კი არც ისე ცხადად შეიმჩნევა. ერთი ადამიანი სამყაროს ძვირფასი ავტომობილის ფანჯრიდან უმზერს, მეორე კი სანაგვე ყუთითან. დღესასწაულზე ერთი მხიარულია, მეორე კი თავისი პრობლემებითაა დადარდიანებული. ერთი ახალგაზრდების მხიარულ კომპანიას ხედავს, მეორე კი ხულიგნების ბანდას. ყველა ერთი და იგივეს უყურებს, მაგრამ მიღებული სურათები ძლიერ განსხვავდება, როგორც ფერადი კინო შავ-თეთრისგან. ყოველი ადამიანი განწყობილია თავის სექტორზე ვარიანტთა სივრცეში, ამიტომ ყველა თავის სამყაროში ცხოვრობს. ყველა ეს სამყარო შრეებად ედება ერთმანეთს და ქმნის იმას, რასაც იმ სამყაროდ მოვიაზრებთ, რომელშიც ვცხოვრობთ.

წარმოიდგინეთ დედამიწა, სადაც ერთი ცოცხალი არსებაც კი არაა. ქრიან ქარები, მოდის წვიმა, იფრქვევა ვულკანები, მიედინება მდინარეები - სამყარო არსებობს. აი, იბადება ადამიანი და იწყებს ამ ყველაფერზე დაკვირვებას. მისი აზრების ენერგია წარმოშობს მატერიალურ რეალიზაციას ვარიანტთა სივრცის გარკვეულ სექტორში - მოცემული ადამიანის ცხოვრებას მოცემულ სამყაროში. მისი ცხოვრება ამ სამყაროს ახალ შრეს წარმოადგენს. იბადება სხვა ადამიანი - ჩნდება კიდევ ერთი შრე. ადამიანი კვდება - შრეც ქრება, ან შესაძლოა ტრანსფორმირდება იმის შესაბამისად, რაც იქ, სიკვდლის ზღურბლს მიღმა ხდება.

კაცობრიობა ბუნდოვნად ხვდება, რომ არსებობენ სხვა ცოცხალი არსებებიც, რომლებიც თითქოს სხვა პარალელურ სამყაროებში იმყოფებიან. მაგრამ მოდით, ერთი წუთით დავუშვათ, რომ ცოცხალი არსებები სამყაროში ჯერ საერთოდ არ არსებობენ. მაშინ რომელმა ენერგიამ წარმოშვა იმ სამყაროს მატერიალური რეალიზაცია, რომელშიც არცერთი ცოცხალი არსება არაა? ამაზე შეგვიძლია მხოლოდ ვიმკითხაოთ. ან იქნებ, თუ ბოლო ცოცხალი არსება მოკვდება - სამყაროც გაქრება? ვის შეუძლია დაამტკიცოს, რომ სამყარო არსებობს, თუკი მასში არავინაა? რადგან თუ არავინაა, ვის შეუძლია თქვას, რომ სამყარო (ჩვენი გაგებით) არსებობს, ე.ი. სამყაროზე, როგორც ასეთზე, საერთოდ ვერ იქნება საუბარი.

მოკლედ, საკმარისია ნუღარ ჩავუღრმავდებით ამაზე მეტად და მთელი ეს ფილოსოფია ფილოსოფოსებს დავუტოვოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ტრანსერფინგი - ეს მხოლოდ ერთ-ერთი მოდელია მრავალთაგან. ადამიანთა ყველა წარმოდგენა გარესამყაროზე და მასში ცხოვრებაზე - სხვა არაფერია, თუ არა მოდელები. გახსოვდეთ მნიშვნელოვანობა და ნუ შექმნით ტრანსერფინგის გარეგნულ მნიშვნელოვანობას. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გახდეთ უსარგებლო იდეის აპოლოგეტი და ყველას უმტკიცოთ სწორედ თქვენი მოდელის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება - ეს აბსტრაქციაა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გარკვეული გამოვლინებები და კანონზომიერებები შევიცნოთ. და ჩვენი მიზანი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, თუ როგორ მივიღოთ პრაქტიკული სარგებელი ჩვენი მოდელიდან.

დავუბრუნდეთ თაობათა სამყაროებს. ყოველი ადამიანი ცხოვრების განმავლობაში გადაეწყობა ვარიანტთა სივრცის ერთი სექტორიდან მეორეზე და ამგვარად ახდენს თავისი სამყაროს შროს ტრანსფორმაციას. რადგანაც ადამიანი უფრო დიდი ხალისით უკმაყოფილებას გამოხატავს და მეტ ნეგატიურ ენერგიას გამოასხივებს, ვიდრე პოზიტიურს, ჩნდება ცხოვრების ხარისხის გაუარესების ტენდენცია. ადამიანს შეუძლია ასაკთან ერთად მატერიალური კეთილდღეობა მოიპოვოს, მაგრამ ამისგან ბედნიერი ვერ ხდება. დეკორაციების ფერები ფერმკრთალდება, და ცხოვრება სულ უფრო და უფრო ნაკლებად ახარებს. უფროსი თაობის წარმომადგენელი და ყმაწვილი ერთი და იგივე კოკა-კოლას სვამენ, ერთი და იგივე ზღვაში ბანაობენ, ერთი და იგივე მთის ფერდობზე სრიალებენ თხილამურებით - ყველაფერი თითქოს იგივეა, რაც მრავალი წლის წინ იყო, მაგრამ უფროსი დარწმუნებულია, რომ ადრე ყველაფერი უკეთ იყო, ახალგაზრდასთვის კი ახლა ყველაფერი შესანიშნავადაა. როცა ახალგაზრდა მოხუცდება, ისტორია ისევ განმეორდება.

ამ ტენდენციაში შეინიშნება გადახრები, როგორც უარესი, ასევე უკეთესი მიმართულებით. ხდება ხოლმე, რომ ადამიანი ასაკთან ერთად მხოლოდ იწყებს ცხოვრების გემოს შეგრძნებას, ან პირიქით, ხდება ხოლმე, რომ კეთილდღეობიდან ღრმა ორმოში ეშვება. მაგრამ მთლიანობაში, საშუალოდ, თაობა მეტ-ნაკლებად ერთსულოვანია იმაში, რომ ცხოვრების ხარისხი უარესდება. ასე ხდება თაობათა შრეების ცვლილება. უფროსი თაობის შრე უარესობისკენ ინაცვლებს, ხოლო ახალგაზრდას შრე აგვიანებს, მაგრამ იმავე მიმართულებით მოძრაობს. ეს ცვლილება საფეხურეობრივად ხდება და ყოველ ჯერზე ოპტიმისტური პოზიციიდან იწყება. სწორედ ამიტომ სამყარონ მთლიანობაში ჯოჯოხეთად არ იქცევა. ყოველ ადამიანს თავისი შრე აქვს, რომელსაც თავად ირჩევს. ადამიანს მართლაც გააჩნია შესაძლებლობა, რომ შრე აირჩიოს, რასაც აკეთებს კიდეც. თქვენთვის თანდათან ნათელი ხდება სურათი, თუ როგორ აკეთებს ამას თავისთვის საზიანოდ.

იმაზე, თუ როგორ არ შექმნათ ჯოჯოხეთი საკუთარ შრეში, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წინა თავებში. და როგორ დავიბრუნოთ ჩვენი უწინდელი სამყარო, დავუბრუნდეთ ხაზებს, სადაც ცხოვრება სავსეა ფერებით და იმედებით, როგორც ეს ახალგაზრდობაში იყო? ტრანსერფინგის ტექნიკის მეშვეობით ამ ამოცანასთან გამკლავებაც შესაძლებელია. მაგრამ დასაწყისისთვის აუცილებელია გავერკვეთ, თუ როგორ მივდივართ სასიკეთო და იმედებით სავსე ხაზებიდან იქ, სადაც შესაძლოა გვკითხონ: „აბა, როგორ დაეშვით ასეთ ცხოვრებამდე?“


 

katastrofe

ქანქარას ძაბრი

ადამიანის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ იგი უფრო ძლიერად ნეგატიურ გამღიზიანებელზე რეაგირებს. ეს შეიძლება იყოს არასასურველი ინფორმაცია, მტრული მოქმედებები, საფრთხე ან უბრალოდ ნეგატიური ენერგია. რა თქმა უნდა, პოზიტიურ ზემოქმედებებს ასევე შეუძლიათ ძლიერი ემოციების გამოწვევა. მაგრამ შიში და რისხვა ბევრად აღემატება ძალით სიხარულს და მხიარულებას. ასეთი არათანაბრობის მიზეზი უძველესი საუკუნეებიდან მოდის, როცა შიში და რისხვა გადარჩენისთვის გადამწყვეტ ფაქტორებს წარმოადგენდნენ. რა ხეირია სიხარულისგან? ის ვერც თავდაცვაში დაგეხმარებათ, ვერც საფრთხის თავიდან აცილებაში და ვერც საკვების მოპოვებაში. და თანაც ტანჯვით და დანაკარგებით სავსე ცხოვრებას მთელი ისტორიის განმავლობაში უფრო მეტი დარდი და შიში მოჰქონდა, ვიდრე სიხარული და ბედნიერება. აქედან მოდის ადამიანების მიდრეკილება - უფრო ადვილად დაექვემდებარონ მწუხარე და დეპრესიულ აზრებს, სიხარული კი ადვილად გადის ხოლმე. ოდესმე გსმენიათ, რომ ნორმალური ადამიანი მეტისმეტი სიხარულისგან დატანჯულიყო? სტრესები და დეპრესია კი - ყველგანაა გარშემო.

ადამიანის აღქმის ასეთ თავისებურებებს აქტიურად იყენებენ საინფორმაციო საშუალებები და ქანქარები. საინფორმაციო პროგრამებში იშვიათად გაიგებთ კარგ ამბებს. ჩვეულებრივ ასე ხდება: იღებენ რაიმე ნეგატიურ ფაქტს, ატრიალებენ, პოულობენ ახალ წვრილმანებს, და შემდეგ ხდება ამ ყველაფრის შეფუთვა და დრამატიზება.

იგივე პრინციპით ხდება სხვა ნეგატიური ამბების მოწოდებაც: კატასტროფების, სტიქიური უბედურებების, ტერორისტული აქტების, შეიარაღებული კონფლიქტების, და ა.შ. დააკვირდით ერთ კანონზომიერებას. მოვლენები ისე ვითარდება, როგორც სპირალზე: ჯერ ხდება კვანძის შეკვრა, შემდეგ განვითარება, უფრო მეტი ნეგატიური დაძაბულობა, შემდეგ კულმინაცია, ემოციები ბოლომდე მძვინვარებს, და ბოლოს კვანძის გახსნა - მთელი ენერგია სივრცეში იფრქვევა და დგება დროებითი სიწყნარე. გაიხსენეთ, როგორ ეხეთქებიან ტალღები ნაპირს. იგივე პრინციპზეა აგებული უსასრულო სატელევიზიო სერიალები. ჩვეულებრივი თვალსაზრისით არაფერი განსაკუთრებული ამ სერიალებში არ ხდება, მთელი „დრამატიზმი“ თითიდან გამოწოვილია. მაგრამ როგორც კი 2-3 სერიას უყურებთ, იგი გიტაცებთ. რატომ? სერიალებში ხომ არაფერი განსაკუთრებით საინტერესო არ ხდება. იმიტომ, რომ აზროვბრივი გამოსხივების სიხშირე სერიალის ქანქარას მიერ ხდება მიტაცებული, და ადამიანის ყურადღება მოცემულ სექტორზე ფიქსირდება.

მოდით განვიხილოთ ზემოთ აღნიშნული სპირლალის განვითარების მექანიზმი. თავიდან ადამიანი ეჯახება ფაქტს, რომელმაც თეორიულად შეიძლება იგი ააღელვოს ან არც ააღელვოს. დავუშვათ, რომ ეს ამბავი ნეგატიური მოვლენის შესახებ სადღაც სხვა ქვეყანაში ხდება. ეს დესტრუქციული ქანქარას პირველი ბიძგია. თუ ამბავი ადამიანს ეხება, იგი პასუხობს მის ზემოქმედებას: გამოხატავს თავის დამოკიდებულებას, განიცდის, და შესაბამისად პასუხად გამოასხივებს იგივე თანრიგის ენერგიას, იგივე სიხშირეზე, როგორიც პირველი ბიძგი იყო. ამ ადამიანმა, ისევე, როგორც ათასობით სხვამ, ქანქარას თავისი დაინტერესებულობით და მონაწილეობით უპასუხა. გამოსხივება რეზონანსში შევიდა ქანქარასთან, შესაბამისად მისი ენერგია გაიზარდა. საინფორმაციო საშუალებები განაგრძობენ თავიანთ კომპანიას. ადამიანი ინტერესით ადევნებს თვალყურს მოვლენების განვითარებას, ქანქარა ისევ იღებს საკვებს. ასე ითრევს იგი თავის ქსელში მიმდევრებს და ენერგიას ქაჩავს მათგან. დაინტერესებული ადამიანები ნეგატიურ ენერგიას უშვებენ საკუთარ თავში და ერთვებიან თამაშში, ჯერ-ჯერობით მხოლოდ გარე დამკვირვებლების სახით.

ერთი შეხედვით, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ჩვეულებრივი საქმეა. მერე რა, რომ ადამიანმა თავისი ენერგიის ნაწილი დესტრუქციულ ქანქარას მისცა საკვებად? ეს პრაქტიკულად არ ასახულა მის ჯანმრთელობაზე. მაგრამ სინამდვილეში ასხივებს რა ენერგიას ნეგატიური მოვლენის სიხშირეზე, ადამიანი ცხოვრების იმ ხაზებზე გადადის, სადაც მსგავსი მოვლენები მასთან უფრო და უფრო ახლოს ხდება. ადამიანი მონაწილეობას იღებს კვანძის შეკვრაში და სპირალის მოქმედების ზონაში აღმოჩნდება ხოლმე, რომელიც განვითარებას განიცდის და ძაბრის მსგავსად ისრუტავს მას. ადამიანის და ქანქარას ურთიერთქმედება უფრო და უფრო მჭიდრო ხდება, ადამიანი უკვე ღებულობს ნახსენებ მოვლენას, როგორც საკუთარი ცხოვრების ნაწილს. მისი ყურადღება არჩევითად იწყებს მუშაობას, ყველგან ხვდება ახალი ფაქტები სხვადასხვა ქვეყნებში. იგი ამ ახალ ამბებს ნაცნობებთან ერთად განიხილავს და მათგან უკუკავშირს ღებულობს ინტერესის და თანაგრნობის სახით. ქანქარას ენერგია იზრდება, ადამიანი კი თავისი გამოსხივების სიხშირით უფრო უახლოვდება იმ მოვლენის ხაზს, სადაც იგი უკვე გარე დამკვირვებელი კი არა, უშუალო მონაწილეა.

განვსაზღვროთ ძაბრში ჩათრევის ეს მოვლენა, როგორც ინდუცირებული გადასვლა ცხოვრების იმ ხაზზე, სადაც ადამიანი დესტრუქციული ქანქარას მსხვერპლი ხდება. ადამიანის რეაგირება დესტრუქციული ქანქარის ბიძგზე და შემდგომი ენერგო-გაცვლა ახდენს ადამიანის ცხოვრების იმ ხაზზე გადასვლის ინდუცირებას, რომელიც ახლოსაა სიხშირით ქანქარას სიხშირესთან. შედეგად ნეგატიური მოვლენა მოცემული ადამიანის სამყაროს შრეში ხვდება.


 

war

კატასტროფა

მრავალი ადამიანი, ასე თუ ისე, უშვებს კატასტროფაში მოხვედრის თეორიულ შესაძლებლობას. მაგრამ ყველა არ უშვებს ასეთ შესაძლებლობას საკუთარი სამყაროს შრეში. არიან ადამიანები, რომლებიც არ უყურებენ სერიალებს, არ ინტერესდებიან ახალი ამბებით, მათ არ ეხება მოვლენები, რომლებიც სადღაც და ვიღაცას ემართება. ისინი თავის შრეებში ცხოვრობენ და სხვა ქანქარების მიმდევრები არიან. არ აღელვებთ, რომ სადღაც თვითმფრინავი ჩამოვარდა. ისინი უსმენენ მსგავს ამბებს და თან გულგრილად ღეჭავენ თავიანთ ვახშამს. საკუთარი საზრუნავებიც ჰყოფნით.

ინდუცირებული გადასვლისადმი უფრო მეტად მიდრეკილნი არიან ისინი, ვინც ინტერესდება, ღელავს იმ კატასტროფების თაობაზე, რომლებიც სადღაც სხვა ადამიანებს ემართებათ. თუ ადამიანის ცხოვრება არც ისე დატვირთულია საზრუნავებით და განცდებით, იგი ცდილობს, რომ აღივსოს ეს დეფიციტი და გადაიტანოს ყურადღება უცხო შრეების მოვლენებზე. ასეთი ადამიანი რეგულარულად კითხულობს ყვითელ პრესას, უყურებს სერიალებს, ან ელოდება ახალ ამბებს კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებების შესახებ. ბულვარული ქრონიკა და სერიალები წვრილმანი და არააგრესიული ქანქარების აქტივობას წარმოადგენენ. მათი მიყოლა მხოლოდ ინფორმაციის, ემოციისა და განცდების დეფიციტს ავსებს. აი, ინტერესის გამოვლენა კატასტროფებისა და სტიქიური უბედურებების დესტრუქციული ქანქარებისადმი კი საკუთარ თავში რეალურ საფრთხეს ატარებს. ასეთი ქანქარები ძლიერი და ძალიან აგრესიულია.

იმ ადამიანის აზრობრივი გამოსხივების სიხშირე, რომელიც მსგავს მოვლენებს აქცევს ყურადღებას, ისევე ხდება მიტაცებული, როგორც სერიალების შემთხვევაში. ადამიანი, რომელიც ნეგატიური ინფორმაციით ინტერესდება, ყოველთვის უხვად მიიღებს მას. თავიდან იგი გარე დამკვირვებლის უმანკო როლს იღებს. იგი თითქოს ტრიბუნაზე ზის და საფეხბურთო მატჩს უყურებს. თამაში უფრო და უფრო იტაცებს, და იგი აქტიური გულშემატკივარი ხდება. შემდეგ იგი მოედანზე ჩადის და სირბილს იწყებს, ისე, რომ ჯერ ბურთს არ ღებულობს. თანდათანობით და შეუმჩნევლად იგი უფრო და უფრო მეტად ერთვება თამაშში, და ბოლოს ბურთსაც ღებულობს. დამკვირვებელი მოთამაშედ იქცა, ანუ კატასტროფის მსხვერპლად.

სხვანაირად როგორ იქნება? კატასტროფები ხომ ნაწილი გახდა ამ ადამიანის ცხოვრებისა. მან თავად შეუშვა ისინი თავისი ცხოვრების შრეში, უნებურად მიიღო მსხვერპლის როლი და მოახდინა უბედური შემთხვევის ვარიანტის მატერიალიზაცია. რა თქმა უნდა, ადამიანს არ სურდა მსხვერპლის როლის მიღება, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. როლებს ქანქარა ანაწილებს, თუკი ადამიანმა მისი თამაში მიიღო. ამიტომ, თუკი მრავალი ადამიანისთვის მოცემული უბედურება მხოლოდ საბედისწერო მოვლენაა, ჩვენი მსხვერპლისთვის ეს კანონზომიერი ლოგიკური დასასრულია. ალბათობა ჩვენი გმირისთვის, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეს, უკვე საშუალოზე მაღალია.

თუკი იგნორირებას გაუკეთებთ დესტრუქციული ქანქარების ბიძგებს, კატასტროფაში არასოდეს მოხვდებით. ასე ვთქვათ, ამის ალბათობა ნულთან ახლოს იქნება. შესაძლოა შემეკამათოთ: და როგორ კვდება ათასობით ადამიანი კატასტროფების და სტიქიური უბედურებების დროს, ისინი რა, ყველანი ერთად ფიქრობენ კატასტროფებზე? საქმე იმაშია, რომ თქვენ მარტონი არ ცხოვრობთ ამ სამყაროში. თქვენს გარშემო ადამიანთა მასაა, რომლებიც აქტიურად მუშაობენ დესტრუქციულ ქანქარებზე და ენერგიას ამ ქანქარების სპექტრზე ასხივებენ. თქვენ ვერ შეძლებთ ამ გამოსხივებისგან იდეალურად იზოლირებას. გამოსხივების ველი თქვენც გიტაცებთ და ისე, რომ თავადაც ვერ აცნობიერებთ, იგივე ქანქარებზე იწყებთ თქვენი ენერგიის გამოსხივებას. ასეთი ქცევების ფესვები საუკუნეთა სიღრმეებიდან მოდის, როცა ჯოგური ინსტინქტი საფრთხეებისგან თავის დაცვაში გვეხმარებოდა. სწორედ ამიტომ ჰგავს ინდუცირებული გადასვლის ენერგეტიკული ველი ძაბრს - იგი მეწყერისმაგვარად იზრდება.

ამოცანა იმაში მდგომარეობს, რაც შეიძლება შორს ვიყოთ ძაბრის ცენტრისგან. ეს ნიშნავს - არ შეუშვათ თქვენში ინფორმაცია კატასტროფებისა და უბედურებების შესახებ, არ დაინტერესდეთ ამით, არ განიცადოთ, არ განიხილოთ, მოკლედ ყურებს მიღმა გაატაროთ. ყურადღება მიაქციეთ: კი არ უნდა გაექცეთ ინფორმაციას, თქვენში არ უნდა შეუშვათ იგი. როგორც წინა თავებიდან გახდა თქვენთვის ცნობილი, ქანქარასთან შეხვედრისგან თავის არიდება - იგივეა, რაც მასთან შეხვედრის ძებნა. როცა რაიმეს ეწინააღმდეგებით, არ გსურთ ეს, ან ზიზღს გამოხატავთ, ამით აქტიურად გამოასხივებთ ენერგიას იმის სიხშირეზე, რისგან თავის არიდებაც გსურთ. არ შეუშვათ თქვენში ნიშნავს - იგნორირება გაუკეთოთ, არანაირი რეაგირება არ მოახდინოთ. განზრახ მიაფურთხოთ ნეგატიურ ინფორმაციას და გადართოთ ყურადღება არასაზიანო ტელე-პროგრამებზე და წიგნებზე.

თუკი არ გამოგდით, რომ რეაგირება არ მოახდინოთ, მაშინ მხოლოდ ისღა გრჩებათ, რომ მფარველი ანგელოზის იმედად დარჩეთ. მაგალითად, თუ თვითმფრინავით ფრენის გეშინიათ, ნუ იფრენთ. თუ არის შიში, ეს ნიშნავს, რომ თქვენი გამოსხივების სპექტრში არის სიხშირე, რომელიც ცხოვრების იმ ხაზთან რეზონირებს, სადაც თქვენ გელით კატასტროფა. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უცილობლად მოხვდებით ამ ხაზზე, მაგრამ მაინც, ალბათობა არსებობს. თუ უბრალოდ არ ფიქრობთ საფრთხეზე თვითმფრინავში, მაშინ საშიში არაფერია. და პირიქით, თუ თქვენთვის უჩვეულო ფორიაქს გრძნობთ გაფრენის წინ, გონივრული იქნება, თუ გამოტოვებთ ამ რეისს. თუ შეუძლებელია, რომ საერთოდ არ იფრინოთ, მაშინ დილის ვარსკვლავების შრიალს უნდა უსმინოთ. რა არის ეს და როგორ კეთდება, ამას გაიგებთ.


 

umushevroba

ომი

ომი არსობრივად დაახლოებით ისევე იწყება, როგორც ჩხუბი. ჯერ ერთი მხარე განუცხადებს თავის შეხედულებას მეორე მხარეს. ამ მეორეს საპირისპირო შეხედულება აქვს, ამიტომ განაცხადი მუშაობს, როგორც დესტრუქციული ქანქარას ბიძგი. მეორე მხარე პირველ ბიძგს უფრო ძლიერი ამპლიტუდით პასუხობს. საპასუხოდ, პირველი მხარე, თავის მხრივ კვლავ პასუხობს კიდევ უფრო მეტი აგრესიით. და ასე გრძელდება, სანამ საქმე ხელის შეხებამდე არ მივა.

სახეზეა ორი ქანქარას ბრძოლის მარტივი და თვალსაჩინო მაგალითი, რომლებიც ერთმანეთთან შეტაკებით კიდევ უფრო მეტად და მეტად ირხევიან. ომის ან რევოლუციის წარმოშობისას მრავალი ფაქტორი მოქმედებს, მაგრამ არსი იგივეა. ჯერ ადამიანებს ეუბნებიან, რომ ისინი ცუდად ცხოვრობენ. ამას ყველა მალე ეთანხმება - ქანქარას პირველი ჩაწოდება მიღებულია. შემდეგ მოიძებნება ახსნა, რომ ჩვენს ხალხს კარგად ცხოვრებაში სხვა ხალხი უშლის ხელს. ეს იწვევს მღელვარებას - ქანქარა ირხევა. შემდეგ იწყება პროვოკაციები ამა თუ იმ მხრიდან, რაც იწვევს აღშფოთების ქარბუქს -ქანქარამ ძალა მოიკრიბა და ომის ან რევოლუციის დაწყება უკვე შესაძლებელია. ქანქარას ყოველი დარტყმა ჰპოვებს გამოძახილს, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს რხევებს. ხდება მეწყერისმაგვარი გადასვლა ცხოვრების იმ ხაზებზე, სადაც დაძაბულობა იზრდება. სიტუაცია შეიძლება მხოლოდ დასაწყისში შევცვალოთ, შემდეგ იგი კონტროლს აღარ ექვემდებარება. სპირალის გაჩენის მომენტში, თუ ქანქარას პირველ ბიძგზე მშვიდობისმოყვარედ უპასუხებთ, ან უბრალოდ გვერდზე გაიწევით, ქანქარა ჩავარდება ან ჩაქრება, შესაბამისად, გადასვლა სპირალის ახალ ხაზზე აღარ მოხდება. ხოლო თუ მიიღებთ ქანქარას რხევას, მაშინ მონაწილის გამოსხივების სიხშირე სპირალის ახალი ხაზის პარამეტრების შესაბამისი გახდება.

სამწუხაროდ, თუკი მოვლენის ცალკეული მონაწილე არ რეაგირებს ქანქარაზე, ეს ჯერ კიდევ ვერ იძლევა გარანტიებს, რომ იგი არ იქნება ჩათრეული ომში ან რევოლუციაში. თუ მძლავრ მორევში ხვდები, როგორც არ უნდა ეცადო, იქიდან თავის დაღწევა თითქმის შეუძლებელია. თუმცაღა ქანქარას თამაშის მიუღებლობის შემთხვევაში, მონაწილე, ყოველ შემთხვევაში დამატებით შანსებს მაინც იღებს გადარჩენისთვის და ამ სიტუაციიდან ნაკლები დანაკარგებით გამოსვლისთვის. ოღონდ აქ კარგად უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ომის ან რევოლუციის მიუღებლობა. თქვენ შეიძლება გძულდეთ ომი, აქტიურად იბრძოლოთ მის წინააღმდეგ, მაგრამ ქანქარასთვის სულერთია მის წინააღმდეგ ხართ თუ მის მხარეს. მას ნებისმიერი ნიშნის ენერგია აწყობს. თუ ენერგია ომის სიხშირეზე გამოსხივდება, ხდება გადასვლა ომის ხაზზე. თქვენ იღებთ ომს, მონაწილეობთ მასში - ომში ხართ. ომის წინააღმდეგ იბრძვით - იგი მაინც გშთანთქავთ.

ქანქარას არ-მიღება ნიშნავს მის იგნორირებას. რა თქმა უნდა, იგნორირება ყოველთვის არ გამოდის - სწორედ ამაში მდგომარეობს ინდუცირებული გადასვლის საფრთხე. ყოველ შემთხვევაში არ უნდა მიიღოთ ომის არც მომხრეების და არც მოწინააღმდეგეების პოზიცია. ყველა დროში არსებობდნენ ნეიტრალური სახელმწიფოები, რომლებიც იოლად იძვრენდნენ თავს მაშინ, როცა მთელი ქვეყნები ანადგურებდნენ ერთმანეთს. მიაქციეთ ყურადღება დემონსტრაციებს და მიტინგებს, სადაც ადამიანები მრისხანედ აპროტესტებენ საომარ მოქმედებებს. ქანქარასთვის, რომელიც ცდილობს, რომ თავის მოწინააღმდეგესთან ბრძოლა გააჩაღოს, ისინი ასეთივე ერთგული და სასურველი მიმდევრები არიან, როგორც ბრძოლის მომხრეები. აქტიური პროტესტი ომისთვის ყველაზე ბუნებრივი ხელშეწყობაა, თუმცაღა გულუბრყვილო მიმდევრები საწინააღმდეგოში არიან დარწმუნებულნი. მშვიდობისმოყვარე წინადადებები და ქანქარას ნამდვილი სახისა და მოტივების გამოაშკარავება - აი, ესაა ქმედებები, რომლებიც ომს აქრობენ. გახსოვთ ალეგორია ველური ფუტკრების სკაზე? ქანქარა უცხადებს თავის მიმდევრებს, რომ ფუტკრები სახიფათონი არიან, ამიტომ ისინი უნდა განადგურდნენ. მაგრამ რა სჭირდება სინამდვილეში ქანქარას? იქნებ, მათი თაფლი?


epidemic

უმუშევრობა

როგორც უკვე ითქვა, დესტრუქციული ქანქარას მიღება სხვადასხვანაირად შეიძლება, როგორც მისი ხელშეწყობით, ასევე უარყოფით. მეორე უფრო სახიფათოა, რადგან ქანქარასთან შეჯახებისგან თავის არიდების სურვილი ქმნის ჭარბ პოტენციალს, რომელიც ინდუცირებული გადასვლის კატალიზატორს წარმოადგენს. სამსახურის დაკარგვის ახლა ყველას ეშინია. ან თითქმის ყველას. ქუჩაში ინდუცირებული გადასვლა ძალიან ვერაგი რამეა. ყველაფერი იწყება მცირედით, და ფრიად უმანკოდ. ეს შეიძლება იყოს სუსტი პირველი სიგნალი: თქვენ სადღაც ცალი ყურით მოისმინეთ, რომ საქმეები თქვენს კომპანიაში არც ისე კარგადაა, როგორც ადრე. ან რომელიღაც თქვენმა ნაცნობმა სამსახური დაკარგა, ან დადის ხმები, რომ სადღაც შტატების შემცირება იგეგმება, ან რაღაც ამდაგვარი.

ქვეცნობიერ დონეზე, თქვენთვის შეუმჩნევლად, წითელი ნათურა აინთო. ამას მოსდევს მეორე სიგნალი, მაგალითად ინფლაციამ პიკს მიაღწია. ეს უკვე გძაბავთ, სხვათაშორის გარშემომყოფებსაც. იწყება საუბრები, უმუშევრობის ქანქარა კი ენერგეტიკულ კვებას იღებს. აი, უკვე გაჩნდა ახალი ამბები ბირჟაზე მერყეობის შესახებ, საერთო დაძაბულობა იზრდება. მღელვარება სწრაფად იცვლება განგაშით, შემდეგ კი შიშში გადადის. თქვენ უკვე მთლიანად ახდენთ ენერგიის გენერირებას ცხოვრების იმ ხაზზე, სადაც უმუშევარი ხართ.

როცა საკუთარ თავში ატარებთ სამსახურიდან განთავისუფლებულების სიაში ყოფნის შიშს, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ეს ისევე ცხადად ჩანს, თითქოს მკერდზე ჩამოგეკიდათ აბრა: „შეგიძლიათ დამითხოვოთ“. თქვენ ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ ამ შიშის დამალვა. ჟესტები, ინტონაციის შტრიხები ხმაში ზოგჯერ სიტყვებზე მეტს ამბობენ. როდესაც კარგავთ თავდაჯერებულობას, ისეთი ეფექტური თანამშრომელი აღარ ხართ, როგორც მანამდე. ის, რაც ადრე იოლად გამოგდიოდათ, დღეს ახლა უკვე აღარ ლაგდება. სხვა თანამშრომლებთან ურთიერთობაში ჩნდება დაძაბულობა, ისინი თვითონაც ასეთ მდგომარეობაში არიან. ნევროზულობა ოჯახშიც გადაგაქვთ, იქ კი თანადგომის ნაცვლად გადანაშაულებენ. მორჩა, ვითარდება სტრესი და თქვენ უკვე თანამშრომელი აღარ ხართ - თქვენზე ჰკიდია აბრა: „მზადაა სამსახურიდან დათხოვისთვის“.

დათხოვნის შიშის მიზეზი დანაშაულის გრძნობაში იმალება, რომელიც ბჟუტავს ან კაშკაშა ცეცხლით ანათებს თქვენს ქვეცნობიერში. ვის დაითხოვენ პირველ რიგში? ყველაზე უარესებს. თუ მიეცით საშუალება ჩათვალონ, რომ სხვებზე უარესი ხართ, ეს ნიშნავს, რომ თავად შეიყვანეთ საკუთარი თავი შავ სიაში. უარი თქვით დანაშაულის გრძნობაზე. მიეცით თავს ფუფუნება, რომ იყოთ ის, ვინც ხართ. და თუ არ გამოგივათ, დაიწყეთ სხვა სამსახურის ძიების პროცესი. განცდების ჭარბი პოტენციალი მოქმედებით იფანტება. ზოგიერთი ადამიანი იწყებს ახალი სამსახურის ძებნას მაშინვე, როგორც კი სამუშაო მიიღეს. და სწორადაც აკეთებენ. მათ არ სურთ სამსახურის მაშინვე შეცვლა, მაგრამ კარგად გააცნობიერეს, რომ ცუდი არაა, თუ ყოველთვის ექნებათ სათადარიგო ვარიანტი. დაზღვევა სიმშვიდეს და თავდაჯერებულობას მოგცემთ, ამიტომ წონასწორული ძალების მოქმედება არ შეგეხებათ.


 

sigatake

ეპიდემია

თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ აქ ვერ იქნება საუბარი ცხოვრების რაიმე ხაზებზე. ადამიანი უბრალოდ იმიტომ ავადდება, რომ დაინფიცირდა. და მართალიც იქნებით, მაგრამ მხოლოდ იმაში, რომ ადამიანმა დაინფიცირების ნება მისცა. სულაც არ მინდა ვთქვა, რომ ავადმყოფს პირბადით უნდა ევლო - ეს მას ვერ უშველიდა. არ გჯერათ? ლოგიკურად ამას ვერ დავამტკიცებ, ისევე როგორც იმ ყველაფერს, რაზეც ამ წიგნშია საუბარი. მაგრამ თქვენც ხომ არ ივლით პირბადით გრიპის ეპიდემიის დროს, რათა შეამოწმოთ ეს ყველაფერი? ამიტომ უბრალოდ იმას ვიტყვი, რაც ვიცი, და დაიჯერებთ თუ არ დაიჯერებთ - თქვენი საქმეა.

ამრიგად, გავხსნათ ავადმყოფობის ისტორია. დაავადების მიზეზი - ესაა თქვენი ნებაყოფლობითი თანხმობა, მონაწილეობა მიიღოთ თამაშში სახელად „ეპიდემია“. ყველაფერი იწყება ხმებით, რომ მაგალითად, გრიპის ეპიდემია სადღაც მძვინვარებს. ყველა ნორმალურმა ადამიანმა იცის, რომ გრიპი ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა, შესაბამისად თქვენ, როგორც ყოველი ნორმალური ადამიანი, სრულიად უშვებთ აზრს იმის შესახებ, რომ ეს შეიძლება თქვენც დაგემართოთ. თქვენს თავში მაშინვე ტრიალებს კინო: ტემპერატურა გაქვთ, ახველებთ და აცემინებთ. მორჩა, ამ მომენტიდან უკვე თამაშში ხართ, რადგანაც აზრების ენერგიას დესტრუქციული ქანქარას სიხშირეზე ასხივებთ.

თქვენ ქვეცნობიერად უკვე ეძებთ იმის დადასტურებას, რომ ეპიდემია მოდის, და თქვენი ყურადღება შერჩევითად მუშაობს. გარშემო გხვდებიან ადამიანები, რომლებიც აცემინებენ. ისინი ისედაც ყოველთვის არიან, უბრალოდ ადრე ყურადღებას არ აქცევდით. სამსახურში და სახლში დროდადრო ვინმე საუბარს იწყებს ამ თემაზე. თქვენი ვარაუდი იმის შესახებ, რომ ეპიდემია იწყება, ახალ მტკიცებულებებს პოულობს. მაშინაც კი, თუ სპეციალურად არ ეძებთ მტკიცებულებებს, და ეს თემა განსაკუთრებულად არ გაღელვებთ. ეს როგორღაც თავისთავად ხდება.

თუ თამაშის დასაწყისიდანვე განეწყვეთ დესტრუქციული ქანქარას თამაშზე, თქვენი მიჯაჭვულობა მის მიმართ უფრო და უფრო ძლიერი იქნება, თქვენი ცნობიერი მონაწილეობის მიუხედავად. და თუ წინააღმდეგი არ ხართ, რომ ავად გახდეთ ან განწირულად ხართ განწყობილი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ უკვე ქანქარას უფრო მეტად აქტიური მიმდევარი ხართ. ან არა, გადაწყვიტეთ, რომ არ გახდეთ ავად, და შთააგონებთ საკუთარ თავს, რომ აბსოლუტურად ჯანმრთელი ხართ და ავად არ გახდებით. არაფერი გამოვა. თქვენ ავადმყოფობაზე ფიქრობთ, შესაბამისად, ავადმყოფობის სიხშირეზე ასხივებთ. აზრების მიმართულებას დადებითი თუ უარყოფითი ნიშნით, მნიშვნელობა არ აქვს. სხვა სიტყვებით, თუკი ცდილობთ დაარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ ავად არ გახდებით, ეს ნიშნავს, რომ თავიდანვე უშვებთ ასეთ შესაძლებლობას, და ვერანაირი მცდელობა ვერ დაგეხმარებათ.

ხმამაღლა წარმოთქმული სიტყვები - ეს უბრალოდ ჰაერის შერხევაა, გონებაში გამეორება - საერთოდ არაფერია, რწმენა კი - მძლავრი ენერგიაა, თუმცა კი იგი არ ისმის. თქვენ ვერ გადარჩებით, აცრაც რომ გაიკეთოთ. მაინც მოიავადმყოფებთ თქვენსას, ამა თუ იმ ფორმით. ავადმყოფობის პირველი სიმპტომი არჩევანის წინაშე გაყენებთ: გახდებით ბოლოს და ბოლოს ავად თუ არა? სუსტად ეწინააღმდეგებით ავადმყოფობას და ეგუებით მას. ამას საბოლოო კორექცია შეაქვს თქვენს გამოსხივებაში, და ცხოვრების იმ ხაზზე გადადიხართ, სადაც ავადმყოფობა სრული პროგრამით ირთვება.

ინდუცირებული გადასვლა იმ მომენტიდან დაიწყო, როდესაც თქვენ ქანქარა მიიღეთ. თუ მართლა მიგიფურთხებიათ ამ ეპიდემიისთვის, გადასვლა არ მოხდება. ან თუ შვებულებაში ხართ, არავისთან ურთიერთობთ, ახალ ამბებსაც არ უსმენთ და ეპიდემიის შესახებ არაფერი იცით, ქანქარა ვერ შეგეხებათ. იგი უბრალოდ ჩავარდება თქვენში, როგორც სიცარიელეში.

არ დაფიქრებულხართ, რატომ არ ავადდებიან ექიმები ავადმყოფებისგან. ბევრი პირბადის გარეშეც კი თამამად მუშაობს. ეს იმიტომ არაა, რომ ისინი აცრებს იკეთებენ. ყველა ავადმყოფობისგან ვერ დაიცავ თავს აცრებით. საქმე იმაშია, რომ ექიმებიც აქტიურად თამაშობენ ავადმყოფობის ქანქარას თამაშში, მაგრამ აი, როლი კი სულ სხვა აქვთ. ანალოგიისთვის დააკვირდით სტიუარდესებს ავიალაინერში. ეს კეთილი ფერიები გამუდმებით ყველას აფრთხილებენ, რომ ღვედები შეიკრან, თვითონ კი ისე დაფარფატებენ, თითქოს საჭირო შემთხვევაში ჰაერში კოლიბრებივით გამოეკიდებიან.

„მაშინ რას იტყვით ჩვილ ბავშვებზე, რომლებიც შიდსით დაავადდნენ?“ - იკითხავს მკითხველი, - „ისინიც გადასვლის ენერგიას ასხივებენ?“ პირველ რიგში, ჩვენ აქ განვიხილავთ საკითხს ეპიდემიის, როგორც ტენდენციის შესახებ. მეორეც, მე არ ვცდილობ დავამტკიცო, რომ არანაირი დაბინძურება არ არსებობს, და არსებობს მხოლოდ აზრობრივი ენერგიის გამოსხივება ავადმყოფობის სიხშირეზე. ტრანსერფინგი - ეს არაა დოგმა და ჭეშმარიტების საბოლოო ინსტანცია. არ ღირს არცერთი იდეის აყვანა აბსოლუტის დონემდე. შეგვიძლია მხოლოდ, რომ კანონზომიერებები გავითვალისწინოთ. ჭეშმარიტება კი - „ყოველთვის სადღაც ახლოსაა“, მაგრამ ზუსტად სად - უცნობია.


 

პანიკა

ეს ყველაზე სწრაფი და ინტენსიური ინდუცირებული გადასვლაა. პანიკა ყველაზე კონტრასტულად უსვამს ხაზს ინდუცირებული გადასვლის ყველა თავისებურებას. პირველ რიგში, სპირალის კვანძის შეკვრა ძალიან მძაფრად ხდება, რადგან სიგნალი რეალური საფრთხის შესახებ ყოველთვის ფრიად დამაჯერებლად ჟღერს, და ადამიანი მაშინვე ერთვება დესტრუქციული ქანქარას თამაშში. იგივე მიზეზით ქანქარას რხევების მატება ძალიან სწრაფად ხდება, პრაქტიკულად ზვავივით.

მეორეც, ადამიანი თითქმის სრულად კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე, და შესაბამისად იქცევა ქანქარას რხევების მგრძნობიარე მიმღებად და ამავდროულად აქტიურ რეტრანსლატორად. და ბოლოს, თავად ქანქარა პოულობს იდეალურ მატერიალიზაციას ბრბოს სახით. სამწუხაროდ, ყველა ეს ფაქტორი ქანქარას ჩაგდების ან ჩაქრობის ამოცანას ძალიან რთულს ხდის. ადამიანს ასეთ მომენტში თავშიც კი არ მოუვა ქანქარების და მათთან ბრძოლის მეთოდების შესახებ ფიქრი.

თუმცაღა თუ თავს დაეუფლებით და პანიკას არ დაემორჩილებით, დიდი ალბათობით შეგიძლიათ გადაარჩინოთ საკუთარი და ახლობლების სიცოცხლე. მაგალითად, გემზე, რომელიც იძირება, ყოველთვის იქმნება გროვა რამდენიმე სამაშველო ნავთან ახლოს, მაშინ, როცა იქვე სხვა ცარიელი ნავები დგას. არადა მხოლოდ წამია საჭირო, რომ გვერდზე მიმოიხედო. მაგრამ სწორედ იმაში მდგომარეობს ინდუცირებული გადასვლის ვერაგობა, რომ იგი მოქმედებს ძაბრივით, რომელიც ყველაფერს იწოვს, რასაც ოდნავ მაინც ეხება.


 

sigatake

სიღატაკე

თუ საღად განვსჯით, როგორ შეიძლება გამდიდრდეს უბრალო ადამიანი, რომელიც ღარიბთა უბანში დაიბადა? კრიმინალურ გზას ნუ განვიხილავთ, ნურც ლამაზ ისტორიებს მილიონერებზე. ამგვარად, საღ აზრზე დამყარებული მსჯელობები ვერსად ვერ მიგვიყვანენ. მაშ, რა სარგებელი გაქვთ ამ საღი აზრისგან? ტრანსერფინგი არ ჯდება საღი აზრის ფარგლებში, სამაგიეროდ იგი საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ ის, რაც შეუძლებლად გვეჩვენება.

მოქმედებენ რა საღი აზრის ფარგლებში, ადამიანები შესაბამის შედეგს ღებულობენ. თუ ადამიანი სიღარიბეში დაიბადა, იგი სიღარიბის გარემოცვაში იმყოფება, მიეჩვია ამას და განწყობილია, რომ ენერგია ცხოვრების თავის ღარიბულ ხაზზე გამოასხივოს. საკუთარი სიუხვის ხაზზე გადაწყობა ძალიან რთულია, თუკი საკუთარი სიღარიბის მიმართ მხოლოდ სიძულვილი გექნებათ, მდიდრების მიმართ შური, და სურვილი, რომ თავად გახდეთ უზრუნველყოფილი. ან არა, მე ვიტყოდი, რომ მხოლოდ ეს სამი რაღაც გაქვთ, საკუთარი სიმდიდრის ხაზზე გადასვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. მოდით გავერკვეთ, რატომ?

ალბათ ყველა ბავშვის აღმოჩენა, რომელმაც ცხოვრებაში შეაბიჯა, არის ის ფაქტი, რომ თუ რაღაც არ გინდა, ეს არ ნიშნავს, რომ ამას თავს დააღწევ. ზოგჯერ გულიდან სასოწარკვეთილი ყვირილი მოდის: „მე ხომ ასე არ მინდა ეს! უბრალოდ ვერ ვიტან ამას! რატომ არ მანებებს თავს? რატომ მემართება ეს ყოველთვის მე?“

ამ კითხვას აღშფოთების მომენტებში საკუთარ თავს მხოლოდ ბავშვები კი არა, დიდებიც უსვავენ. სინამდვილეში, ძნელია შეეგუო ისეთ მდგომარეობას, რომ თუ რაღაც არ გსურს, ის მაინც ხდება, და თუ ეს რაღაც გძულს, იგი უბრალოდ ფეხდაფეხ დაგყვება. შეიძლება არ გიყვარდეს საკუთარი სიღარიბე, საკუთარი სამსახური, საკუთარი ფიზიკური ნაკლოვანებები, მეზობლები, მათხოვრები ქუჩაში, ალკოჰოლიკები, ნარკომანები, ძაღლები, ქურდები, თავხედი ახალგაზრდები, მთავრობა... რაც უფრო მეტად ვერ იტანთ ამას, მით უფრო მეტადაა ეს თქვენს ცხოვრებაში. და თქვენ უკვე იცით, რატომაც. ეს ყველაფერი გეხებათ, ფიქრობთ ამაზე, შესაბამისად ასხივებთ ცხოვრების იმ ხაზის სიხშირეზე, რომელზეც თქვენი უკმაყოფილების საგანი უხვადაა. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი პოლარობა აქვს ამ გამოსხივებას: „მომწონს“ თუ „არ მომწონს“. „არ მომწონს“ უფრო ეფექტურიც კია, რადგანაც ემოციები ამ დროს უფრო ძლიერია. მეორე მხრივ, ის, რაც არ მოგწონთ, თქვენთვის დესტრუქციულ ქანქარას წარმოადგენს, ამიტომ უფრო მეტად არხევთ მას თქვენი განცდებით. და ბოლოს, თუ აქტიურად გძულთ, ეს ნიშნავს, რომ ჭარბ პოტენციალს ქმნით. წონასწორული ძალები თქვენს წინააღმდეგ იქნებიან მომართულნი, რადგან მათთვის უფრო ადვილი თქვენი მოშორებაა, ვიდრე იმ სამყაროს შეცვლა, რომელიც თქვენ არ მოგწონთ. ხედავთ, რამდენი მავნე ფაქტორია ჩადებული ცხოვრებისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებაში!

დავუბრუნდეთ ადამიანს, რომელიც სიღატაკეში დაიბადა. მას აქვს სურვილი, რომ მდიდარი გახდეს. მაგრამ მხოლოდ სურვილი, როგორც ცნობილია, არაფერს ცვლის. შეიძლება სავარძელში გაითხლაშო და ზარმაცულად ამოღერღო: „რა კარგი იქნებოდა ახლა ერთი თეფში მარწყვი მქონდეს. მაგრამ საიდან მოვიტანო, ახლა ხომ ზამთარია“. დაახლოებით ასე სურს გამდიდრება ღარიბ ადამიანს.

თუ ადამიანი მზად არაა, რომ იმოქმედოს, რათა სასურველი მიიღოს, იგი ამას ვერც მიიღებს. და არ მოქმედებს იგი იმის გამო, რომ იცის - მაინც არაფერი გამოუვა. აი, ასეთი ჩაკეტილი წრეა. სურვილს არანაირი ძალა არ გააჩნია. უბრალოდ სურვილს თითისს განძრევაც კი არ შეუძლია. ამას აკეთებს განზრახვა, ანუ მოქმედების გადაწყვეტილება. განზრახვა საკუთარ თავში მოიცავს ფლობისთვის მზადყოფნასაც. ადამიანს შეუძლია თქვას: „აი, ამას კი ნამდვილად ვერ წამართმევ! ეს ხომ ასეთი მარტივია, მე ხომ მინდა, რომ მდიდარი ვიყო!“

არა. „მინდასა“ და „ყოფნისთვის მზაობას“ შორის ღრმა უფსკრულია. მაგალითად, ღარიბი ადამიანი უხერხულად გრძნობს თავს მდიდრულ გარემოში ან ძვირიან მაღაზიაში მაშინაც კი, თუ მთელი ძალით ცდილობს დაარწმუნოს საკუთარი თავი და სხვები საწინააღმდეგოში. გულის სიღრმეში იგი ამ ყველაფრის ღირსად არ თვლის საკუთარ თავს. სიმდიდრე არ შედის ღარიბის კომფორტის ზონაში, და არა იმიტომ, რომ მდიდრად ყოფნა არაკომფორტულია, არამედ იმიტომ, რომ იგი შორსაა ამ ყველაფრისგან. ახალი სავარძელი უფრო მოსახერხებელია, სამაგიეროდ ძველი უფრო კომფორტულია.

ღარიბები სიმდიდრის მხოლოდ გარეგნულ მხარეს იცნობენ: მდიდრულ სახლებს, ძვირფას ავტომობილებს, სამკაულებს, კლუბებს... თუ ღარიბ ადამიანს ასეთ სიტუაციაში მოახვედრებთ, იგი დისკომფორტს იგრძნობს. ხოლო თუ მისცემ ფულით სავსე ჩემოდანს, რაღაც სისულელეების კეთებას დაიწყებს და ბოლოს და ბოლოს ყველაფერს დაკარგავს. იმ ენერგიის სიხშირე, რომლის ტრანსლირებასაც იგი ახდენს, მკვეთრ დისონანსშია ასეთ ცხოვრებასთან. და სანამ იგი სიმდიდრის ატრიბუტებს თავისი კომფორტის ზონაში არ შეუშვებს, სანამ არ ისწავლის, რომ იგრძნოს თავი ძვირფასი ნივთების პატრონად, საგანძურიც რომ იპოვოს, იგი მაინც ღარიბად დარჩება.

კიდევ ერთ წინაღობას სიმდიდრისკენ გზაზე შური წარმოადგენს. როგორც ცნობილია, გშურდეს - ნიშნავს დარდობდე სხვისს წარმატებაზე. ამ თვალსაზრისით შურში არაფერი კონსტრუქციული არ დევს. სამაგიეროდ მასში ერთი ძალიან ძლიერი დესტრუქციული ელემენტია. ადამიანის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ თუკი მას შურს იმის, რის ქონასაც თვითონ ისურვებდა, ყველანაირად ცდილობს, რომ გააუფასუროს ეს. აი, „შავი შურის“ ლოგიკა: „მე მშურს იმის, რაც მას აქვს. მე ეს არ მაქვს, და საეჭვოა, რომ მქონდეს. მაგრამ რით ვარ მასზე უარესი? ეს ნიშნავს, რომ ნივთი რომელიც მას აქვს - ცუდია, და მე არაფერში მჭირდება“.

ასე იქცევა ფლობის სურვილი ფსიქოლოგიურ დაცვად, შემდეგ კი განდევნაში იზრდება. განდევნა ქვეცნობიერ დონეზე ხდება, რადგან ქვეცნობიერი ყველაფერს პირდაპირ იღებს. ცნობიერება შურის ობიექტს მხოლოდ საჩვენებლად, თვითდამშვიდებისთვის აუფასურებს, ქვეცნობიერი კი ყველაფერს სერიოზულად აღიქვამს. და აქ ქვეცნობიერი დათვურ სამსახურს გვიწევს, იგი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაუფფასურებული და განდევნილი არ მიიღოს.

ამგვარად, თქვენ ხედავთ, რა ძლიერი მოჭიდების მქონე ძალებს უჭირავთ ადამიანი ცხოვრების ღარიბულ ხაზზე. კიდევ უფრო დრამატულად ვითარდება მოვლენები ინდუცირებული გადასვლის დროს სიღარიბით უზრუნველყოფილ ცხოვრების ხაზზე. ხდება ხოლმე, რომ მდიდარი ადამიანი ყველაფერს კარგავს და ქუჩაში აღმოჩნდება. სიღარიბისკენ ინდუცირებული გადასვლის მთელი ვერაგობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი სპირალი ჯერ ნელა და შეუმჩნევლად იწყება, შემდეგ კი ზვავისებურად, ისე, რომ მისი შეჩერება შეუძლებელი ხდება.

ეს სპირალი იწყება დროებითი ფინანსური სირთულეებით. შენიშნავდით, დროებითი ფინანსური სირთულეები შეიძლება ყოველთვის ყველას ჰქონდეს. ეს ისეთივე ჩვეული გარდუვალობაა, როგორც მაგალითად წვიმა იმ დღეს, როცა პიკნიკზე წასვლა გადაწყვიტეთ. თუ ამის გამო რისხვა, დეპრესია, მღელვარება ან ცხოვრებაზე წყენა არ გიპყრობთ, მაშინ დესტრუქციული ქანქარა კვებას არ იღებს და ქრება. ინდუცირებული გადასვლა იმ შემთხვევაში იწყება, თუ თქვენ სპირალის ბოლოს მოეჭიდეთ. იმისთვის, რომ სპირალი დატრიალდეს, საჭიროა თქვენი უკუკავშირი დესტრუქციულ ქანქარაზე.

თქვენი პირველი რეაქცია - უკმაყოფილებაა. ქანქარასთვის ეს მეტისმეტად სუსტი კვებაა, და თუ თქვენი ემოციები ამით ამოიწურება, ქანქარა ჩაქრება. მეორე რეაქცია - დარდია, ეს კი უფრო ძლიერი ემოციაა, და ქანქარაც წელში იმართება. იგი გიგზავნით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თქვენს ფინანსურ სირთულეებში ვიღაცაა დამნაშავე. ამ მეორე ბიძგზე დამნაშავეების მისამართით ნეგატიური გამოხმაურებით ან მოქმედებებით პასუხობთ. ამ მომენტში დესტრუქციული ქანქარა უკვე მთლიანად გამოცოცხლდა და იწყება სპირალის ახალი დონე: თქვენი შემდეგი ხელფასი კიდევ უფრო დაბალია, ან ფასები იზრდება, ან თქვენგან ვალის დაბრუნებას ითხოვენ.

მიაქციეთ ყურადღება, მოცემულ ეტაპზე თქვენ ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებთ, რომ რაღაც პროცესი მიდის. უბრალოდ გეჩვენებათ, რომ სავალალო უსიამოვნებები მოხდა. სინამდვილეში კი, ეს მიმართული პროცესია, რომლის ინდუცირებასაც თქვენ თვითონ ახდენთ, პასუხობთ რა ქანქარას რხევებს. თქვენი ენერგეტიკული გამოსხივების სიხშირე უფრო და უფრო მეტად ერთვება იმ ხაზებიდან, სადაც თქვენ მდიდარი ხართ, იმ ხაზებზე, სადაც ღარიბი და დამწუხრებული ხართ. შესაბამისად, იმ ხაზებზე გადადიხართ, რომლებიც თქვენს ახალ პარამეტრებს შეესატყვისება.

და აი, თქვენი მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. ყოველი მხრიდან ცუდი ამბები მოდის: ფასები იზრდება, საქმეები თქვენს კომპაანიაში ცუდად მიდის. თქვენ აქტიურად იწყებთ ამ ნეგატიური საკითხების განხილვას ახლობლებთან და მეგობრებთან. განხილვა, როგორც წესი, დესტრუქციულ ჭრილში მიმდინარეობს. ანუ ადგილი აქვს წუწუნს, უკმაყოფილებას და აგრესიას სავარაუდო დამნაშავეების მისამართით. განსაკუთრებით მკაფიოდ ეს ვლინდება იმ კომპანიებში, სადაც საქმე ძალიან ცუდადაა. იქ დღე იწყება პოსტულატით იმის შესახებ, რომ „ფული არაა“, როგორც დილის ლოცვები.

ამ ეტაპზე თქვენ სრულიად ხართ მიტაცებული სპირალით და თქვენი გამოსხივება დესტრუქციული ქანქარას სიხშირეზეა განწყობილი. რადგანაც საქმეები უფრო და უფრო ცუდად მიდის, თქვენ მღელვარება გიპყრობთ. მღელვარების ენერგია, მიუხედავად მისი მცირე სიდიდისა, ძალიან კარგად ხდება ათვისებული ქანქარას მიერ. იგი უფრო და უფრო თავხედი ხდება. ასეთ მდგომარეობაში თქვენ უცილობლად შექმნით თქვენს გარშემო ჭარბ პოტენციალებს: უკმაყოფილებას, აგრესიას, დეპრესიას, აპათიას, წყენას და ა.შ. ახლა, როდესაც დესტრუქციულ ქანქარას წონასწორული ძალებიც შეუერთდნენ, სიტუაცია კონტროლიდან გამოდის და ზვავისებურად იწყებს განვითარებას. თქვენ გიპყრობთ შიში, და უფსკრულში ეშვებით.

თითქოს ხელი ჩაგკიდეს და დაგაბზრიალეს, დაგაბზრიალეს, შემდეგ კი უეცრად გაგიშვეს ხელი. თქვენ გვერდზე გადავარდით, დაეცით და შოკურ მდგომარეობაში დარჩით. საშინელი სურათია. არადა ყველაფერი მცირე ფინანსური სირთულეებით დაიწყო. ქანქარას არ სჭირდება თქვენი ფული, მას ის ნეგატიური ენერგია აინტერესებს, რომელსაც თქვენ გამოასხივებთ, როცა ფულს კარგავთ. საბოლოო ჯამში, როცა სპირალი სრულად დატრიალდა, უკეთეს შემთხვევაში ბევრი დაკარგეთ, უარესში კი - ყველაფერი. დესტრუქციული ქანქარასთვის უკვე აღარ წარმოადგენთ ინტერესის საგანს - თქვენგან ვეღარაფერს აიღებს. შემდეგ მოვლენები შეიძლება სხვადასხვაგვარად განვითარდეს: თქვენ ან ცხოვრების წარუმატებელ ხაზზე დარჩებით, ან გაჭირვებით დაიწყებთ სიტუაციიდან გამოძრომას. ასეთი ინდუცირებული გადასვლა შეიძლება დაემართოს როგორც ცალკეულ ადამიანს, ასევე ადამიანთა დიდ ჯგუფს. მეორე შემთხვევაში, როგორც ხვდებით, ეს უბრალოდ სპირალი არაა, არამედ ნამდვილი მორევია, რომლისგანაც თავის დაძვრენა ძალიან ძნელია.

ერთადერთი საშუალება ინდუცირებული გადასვლისგან თავის ასარიდებლად - ესაა, არ მოვეჭიდოთ სპირალის ბოლოს, არ ჩავერთოთ დესტრუქციული ქანქარას თამაშში. საკმარისი არაა უბრალოდ იმის ცოდნა, თუ როგორ მუშაობს ეს მექანიზმი. იგი ყოველთვის უნდა გვახსოვდეს. თქვენმა დამკვირვებელმა არ უნდა დაიძინოს. შეარყიეთ საკუთარი თავი ყოველ ჯერზე, როცა ჩვევით, როგორც ძილის დროს, იღებთ ქანქარას თამაშს, ანუ გამოხატავთ უკმაყოფილებას, მღელვარებას, მონაწილეობთ დესტრუქციულ განხილვებში, და ა.შ. გახსოვდეთ: ყველაფერი, რაც თქვენში ნეგატიურ რეაქციას იწვევს, წარმოადგენს დესტრუქციული ქანქარების პროვოკაციული მოქმედებების შედეგს. სიზმარშიც ზუსტად იგივე ხდება: სანამ ვერ აცნობიერებთ, რომ ეს სიზმარია, თქვენ მარიონეტი ხართ სხვის თამაშში, და შესაძლოა კოშმარები თან გდევდნენ. როგორც კი გამოფხიზლდით, გააცნობიერეთ, რომელი თამაში მიმდინარეობს, მორჩა, თქვენ - მდგომარეობის ბატონ-პატრონი ხართ და არ გახდებით ვითარებების მსხვერპლი მაშინ, როცა გარშემო ყველა ზომბირებულ მდგომარეობაშ იმყოფება.


 

რეზიუმე

ყოველი ადამიანი სამყაროს ცალკე შრეს ქმნის, რომელშიც ცხოვრობს კიდეც.

ადამიანთა სამყარო მთლიანობაში ცალკეული შრეებისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთზეა დალაგებული.

ასხივებს რა ნეგატიურ ენერგიას, ადამიანი თვითონ აუარესებს თავისი სამყაროს შრეს.

აგრესია შეცდომით აღიქმება ძალად, უკმაყოფილება კი ნორმალურ რეაქციად.

გამოხმაურება ნეგატიურ მოვლენაზე ცხოვრების ნეგატიურ ხაზებზე გადასვლის ინდუცირებას ახდენს.

ინდუცირებული გადასვლა ნეგატიურ მოვლენას ცალკეული ადამიანის შრეში რთავს.

ნუ შეუშვებთ თქვენი სამყაროს შრეში ნებისმიერ ნეგატიურ ინფორმაციას.

არ შეშვება ნიშნავს არა თავის არიდებას, არამედ ნიშნავს განზრახ იგნორირებას, ინტერესის არქონას.

მსგავსი სტატიები

თავი VI. ვარიანტთა დინება


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი VIII. სლაიდები


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი XIV. წინ, წარსულში


ფანტასტიკა და მაგია ხანდახან თავისი მისტიური იდუმალებით გვნუსხავს. ...

თავი IV. წონასწორობა


 თავი IV. წონასწორობა  (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეა...

თავი XIII. კოორდინაცია


მიზნების მისაღწევად სულაც არაა სავალდებულო ძლიერი და საკუთარ თავში ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff