როგორ ვებრძოლოთ კიბოს

Admin
სადჰგურუ
0
0

ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი შეკითხვა: სინამდვილეში რა არის ...

cancer

ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან

მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი

შეკითხვა: სინამდვილეში რა არის კიბო? და არსებობს თუ არა გზები, რომ თავიდან ავიცილოთ ის?

პასუხი: ჩვენ გვაქვს უჯრედები, როგორც ამბობენ ტრილიონობით უჯრედი. ყველა ეს უჯრედი არსებითად კოდირებულია და გამიზნულია ჯანმრთელობისთვის - ძირითადად გადარჩენისათვის, მათი ინდივიდუალური გადარჩენისათვის და მთელი ორგანიზმის გადარჩენისათვის. რამოდენიმე მათგანი ხანდახან ირჩევს აჩქარებულ ქცევას. მათ უნდათ უფრო დიდხანს იცოცხლონ, ვიდრე დანარჩენმა უჯრედებმა. ეს დანაშაულია, იცით? ისინი მძარცველები არიან. როგორია მათი ქცევა? რაც უნდა გამოგემუშავებინათ ერთ თვეში, მათ უნდათ რომ მიიღონ ერთ დღეში. მაგრამ ისინი ასევე იმ სოციუმის ნაწილები არიან მანამდე, სანამ მათ დაიჭერენ.

თუ ქვეყნის ყველა მძარცველი შეიკრიბება ერთად და ჩამოვა დელიში, მაშინ ყველა მოქალაქის ჯიბეები დაცარიელდება, რადგან იქნება ორგანიზებული ძარცვა. ასე რომ რასაც კიბოს ეძახით, არსობრივად იგივეა. ყველა ადამიანის სხეულში არის სიმსივნური უჯრედები. როდესაც ისინი ორგანიზებულნი და ფოკუსირებულნი ხდებიან ერთ წერტილში, მაშინ ეს ხდება სერიოზული პრობლემა, რომელსაც შეუძლია ადამიანს წაართვას სიცოცხლე.

რა არის ამ პრობლემის გადაწყვეტა? ბევრი რამ შეიძლება ითქვას. პირველად, კრიმინალი აყვავდება იქ, რომელ სისტემაშიც არაა წესრიგი. კრიმინალი სოციუმში ყვავის მაშინ, თუ აღსრულების კანონი არ არის წესრიგში. ასე რომ, ჩვენს ორგანიზმს დამცავი მექანიზმი გააჩნია. კარგად ვინახავთ მას? თუ ბომბარდირებას ვუკეთებთ ყველა სახის სტიმულანტებით, ინტოქსიკაციის გამომწვევი ნივთიერებებით, ყველაფრით და შემდეგ ველოდებით რომ ჩვენი ორგანიზმის დამცავი მექანიზმი იმუშავებს. ის არ იმუშავებს ამ სიტუაციაში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, ყველა სტიმულანტისა და ინტოქსიკაციის გამომწვევი ნივთიერებების მიღებისას, გარკვეულწილად იშლება ორგანიზმის დამცავი მექანიზმი. ხალხს ჰგონია, რომ დამცავი მექანიზმი არის მხოლოდ გარეგანი ინფექციებისთვის. არა. ის მაშინაც კი მუშაობს, როდესაც თქვენს ორგანიზმში კრიმინალი ხდება.

იოგურ სისტემაში არის მარტივი ლოგიკა: ეს სიმსივნური უჯრედები ჩვენს ორგანიზმში ჩვეულებრივ მოიხმარენ 27 ან 28-ჯერ მეტ საკვებს, ვიდრე ნორმალური უჯრედები. ასე რომ, თუ თქვენ გააკეთებთ შუალედს საკვების მიღებებს შორის, იდეალური დრო ერთი საკვებიდან მეორემდე იოგას კულტურაში არის 8-დან 12 საათამდე. თუ თქვენ დააშორებთ საკვების მიღებას ერთმანეთისგან 8 საათით, ნახავთ რომ ყველა სიმსივნური უჯრედი თავისით მოკვდება, რადგან არ შეუძლიათ საკვების გარეშე გადარჩენა. სხვა უჯრედები კი გადარჩებიან. ყოველთვის დააფიქსირეთ, დილას მიიღეთ ერთი საკვები, საღამოს კი მეორე, შუალედებში არ ჭამოთ. ასევე ერთხელ ან ორჯერ თვის განმავლობაში, ხალხი აპრაქტიკებს ერთდღიან შიმშილობას. ესენია მარტივი გზები, რომ აკონტროლოთ ის. გარდა ამისა, კიდევ ბევრი რამ არსებობს. ყველაფერთან ერთად, თუ თქვენი სხეული და გონება გარკვეულ სიმსუბუქეშია, ისინი ვერ გადარჩებიან. თუ თქვენი გონება და სხეული გარკვეულ დაპირიპირებაში არიან, მაშინ სიმსივნური უჯრედები გადარჩებიან, და არა მარტო გადარჩებიან, არამედ აყვავდებიან კიდეც. თუ სოციუმი დაპირისპირებაშია, მაშინ ორგანიზებული კრიმინალი აყვავდება. თუ სოციუმში წესრიგია, ხდება მხოლოდ ძალიან პატარა კრიმინალი.

მსგავსი სტატიები

ხერხემლის მნიშვნელობა სულიერი ზრდისთვის


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: მამუკა გურული კითხვ...

როგორ ვიკვებოთ ჯანსაღად?


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი ს...

სასოწარკვეთილების შესახებ...


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: სოფია გაბრიჭიძე კით...

სადჰგურუ - ალკოჰოლის შესახებ


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: ანასტასია მჟავია კი...

საკუთარ აზრებთან ბრძოლა


 არ გააიგივოთ აზრები უარყოფითთან, იმიტომ რომ ეს მხოლოდ აზრია...

რატომ არ უნდა დავიძინოთ მაჰაშივარატრის ღამეს?


ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე სად...

ოთხი იოგის ისტორია


მონაკვეთი სადჰგურუს წიგნიდან - "შინაგანი ინჟინერია" მთარგმნელი: ...

ცხოვრება ჭკუიდან გშლით? - როგორ უნდა მოიპოვოთ ბალანსი


ტრანსკრიფცია სადჰგურუს ვიდეოდან მთარგმნელი: ქეთევან მიმინოშ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff