ტრანსკრიბცია სადჰგურუს ვიდეოდან
მთარგმნელი: დავით ჯანგველაძე
კითხვა: ახდენს თუ არა გავლენას ადამიანზე სპეციფიკური ადგილი, სადაც იგი იზრდება? ამ მიზეზის გამო ხომ არ გვეუბნებიან, რომ ლოკალური საკვებით ვიკვებოთ?
სადჰგურუ: შეკითხვა ეხება პლანეტის სხვადასხვა ადგილას ყოფნას. ზეციური გეომეტრია მუშაობს თუ არა კონკრეტული გავლენების გზით? ადამიანური სისტემის უფრო ფართო ბუნება ან უფრო ღრმა ადამიანური სისტემა, ასევე იგი, თუ როგორ ფუნქციონირებს ეს ყველაფერი, ნამდვილად განისაზღვრება ადამიანის მდებარეობის გავლენით. მდებარეობა განსხვავებას განსაზღვრავს. როგორც ჩვენ ვიცით, ეს სიმართლეა ყველა სხვა სასიცოცხლო ორგანიზმთან დაკავშირებითაც. მცენარეულობა და ცხოველური ცხოვრება, რომელიც სამხრეთ ინდოეთში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს, გახმება ან გადაშენდება ნიუ-იორკის შტატში ან მსოფლიოს გარკვეულ ნაწილში. ეს იმიტომ ხდება, რომ აქ ცხოვრება იფურჩქნება და ვითარდება. ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ამინდზე, მზის გამოსხივების ხარისხზე ან სიცივის ტემპერატურაზე. ცხადია, ეს ფაქტორებიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ, მაგრამ რატომ განვითარდა ცხოვრება ისეთნაირად, როგორადაც მას ახლა ვხედავთ? ამას თავისი კავშირი აქვს ადგილმდებარეობასთან. ეს არის ანთროპოლოგიურად აღიარებული ფაქტი, რომ როდესაც გარკვეული წარმომავლობის მქონე ადამიანები ერთი გეოგრაფიული მდებარეობიდან განსხვავებულ ადგილას მიგრაციას განიცდიან, მათი რასისთვის დამახასიათებელი ფიზიოლოგიური მახასიათებლები ნელ-ნელა იცვლება, ხოლო დროის უფრო ხანგრძლივი მსვლელობის შედეგად, ასეთი ცვლილებები უფრო თვალშისაცემია. ასეთი ცვლილება იმდენად დიდია, რომ თქვენ ვეღარ მიხვდებით, როგორი იყო ეს რასა წარსულში.
მაგალითისთვის, ინდოეთში რასობრივი შერევის უამრავი მაგალითი გვხვდება, რაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა, ამ ცვლილებებში თავისი როლი ითამაშა ამინდმა, ტემპერატურამ და სხვა ამის მსგავსმა მახასიათებლებმა, მაგრამ ასევე დიდი წვლილი მიუძღვის საკვების რაციონს, რომელსაც ეს ადამიანები იღებდნენ და პლანეტარულ განლაგებებს, რის ქვეშაც მათ ცხოვრება უწევდათ. ცვლილება, რომელსაც შედეგად ვხედავთ, დაუჯერებლად დიდია. ესენი არიან ცენტრალურ აზიაში მცხოვრები ხალხი, რომლებიც არიელების სახელით ჩამოვიდნენ და დაახლოებით რვა ათასი წლის წინ განიცადეს მიგრაცია. უბრალოდ შეხედეთ ადამიანებს ჯორჯიაში (საქართველოში), მე არ ვგულისხმობ ამერიკის ჯორჯიას (იცინის), ვგულისხმობ საქართველოს, ცენტრალური აზიის ქვეყანას. შეხედეთ ქართველებს და შემდეგ დააკვირდით იმათ, ვინც ამ ადგილიდან წამოვიდნენ ექვსიდან რვა ათასწლეულის შუალედში ინდოეთში. თქვენ გაოცდებით, რამდენად არიან ისინი შეცვლილნი. მათთან დაკავშირებით ყველაფერი შეცვლილია. არსებობს ამინდი, არსებობს საკვები და არსებობს განედები, რომლებიც შესამჩნევ განსხვავებად ქმნის. პლანეტის მოძრაობის სისწრაფეს განსხვავებული ეფექტი და კონფიგურაციული გავლენა გააჩნია დედამიწის თითოეულ ობიექტზე, განსხვავებულ ადგილას. ძალები, რომლებიც ამ პლანეტაზე მოქმედებენ, სხვადასხვა განედებში ერთმანეთისგან განსხვავდება. ვინაიდან იგი გარკვეულ სიბრტყესა და ფორმას ღებულობს, მას შეუძლია განსხვავებული კომპონენტების მატარებელი გახდეს. სამწუხაროა, რომ ყოველი განსხვავება, ზოგ ადამიანს დისკრიმინაციულ პროცესში აგდებს. თუ თქვენ შეისწავლით განსხვავებებს, რომელთაც სხვადასხვა პლანეტები აწარმოებენ, სიცოცხლის განსხვავებულ ტიპებს, რომელთაც ისინი ქმნიან და ასევე ადამიანთა განსხვავებულ სახეობებს, რომელთაც ისინი აყალიბებენ, დაინახავთ რაოდენ გასაოცარი და წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. და კიდევ... არსებობს უამრავი საკითხი, რისი ცოდნაც შესაძლებელია ამასთან დაკავშირებით.
ინდოეთის გრძედი და განედი დიდწილად ადამიანებს შინაგანად ფოკუსირებულს ხდის და არა გარეგანად. ეს არ ნიშნავს, რომ სხვების ამის გაკეთება არ შეუძლიათ. ეს ყველას შეუძლია. ასევე არსებობს კულტურული რევოლუცია, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში ხდება და არსებობს კიდევ სხვა მრავალი ფაქტორი. პლანეტის სხვადასხვა ადგილის მიხედვით ადამიანის სხეული შესაბამისად იცვლება, მაგრამ ეს ასე მარტივად არ ხდება - თითქოს შენ წახვალ სხვაგან და მომდევნო ორ წელიწადში შენში ყველაფერი შეიცვლება. თუმცა, მიუხედავად ამისა, თქვენი ცხოვრების განმავლობაში ცვლილებები მაინც მოხდება, თუნდაც შეეწინააღმდეგოთ ასეთ ცვლილებებს, ვინაიდან გეოგრაფიულად ახლა სრულიად განსხვავებულ ადგილას იმყოფებით.
ზოგადად, ძალიან რთულია ამ ცვლილებების დინებაში მოყოლა სხვადასხვა კულტურული ზეგავლენების და სოციალური გავლენების გამო, რომლებიც ძალიან დიდია. ისინი ერთმანეთშია არეული, ამიტომ, თქვენ ვერ განცალკევდებით ასეთი ზეგავლენებისგან. დავუშვათ, ჩვენ შევხედეთ სამყაროს იქამდე, სანამ მიგრაცია დაიწყებოდა, სანამ დაიწყებოდა ისეთი სიხშირით მოგზაურობები, როგორც დღეს ვმოგზაურობთ: თქვენ ცხადად დაინახავთ, როგორ აყალიბებს პლანეტა სიცოცხლის გარკვეულ სახეს, რომელიც დედამიწის კონკრეტული ადგილისთვისაა განსაზღვრული. ეს ფაქტი ჭეშმარიტებაა როგორც სხვა ქმნილებების შემთხვევაში, ასევე ადამიანებთან მიმართებაშიც.
ვგონებ, თქვენს კითხვაში ასევე იგულისხმებოდა კვების საკითხი. თქვენთვის ამის თქმა შემიძლია... იოგაში საკვების შესახებ არსებობს შემდეგი რეცეპტი: რა მანძილის გავლა შეუძლია ადამიანს ერთი დღის განმავლობაში? ეს უნდა იყოს არეალი, საიდანაც თქვენ უნდა იკვებებოდეთ. თქვენ არ უნდა ჭამოთ ისეთი საკვები, რომელიც თქვენგან შორს იზრდება, რადგან თქვენი სხეული ამ სამყაროს ნაწილია; ვინაიდან თქვენი სხეული ამ სამყაროს ნაწილია, როდესაც იმავე არეალში არსებული საკვებით იკვებებით, თქვენსა და საკვებს შორის არსებობს ნყდნუვუ კავშირი. ახლაც, სადაც არ უნდა ისხდეთ, თქვენსა და კონკრეტულ ადგილს შორის, სადაც იმყოფებით, არსებობს ძალიან ღრმა ურთიერთქმედება. დედამიწასთან უშუალო კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის და კეთილდღეობისათვის. იოგას ცენტში, ჩვენ ყოველთვის ვასაქმებთ ადამიანებს ბაღში მუშაობით, თუ მათ ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებთ. მიწასთან და მცენარეებთან შეხებას გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს ადამიანისათვის; არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება მიწის აბაზანა, ბაღში მუშაობა, მიწაზე ძილი თუ საკვების მიღება. ყველაზე კარგი შედეგი ამას მაშინ აქვს, თუ იგი თქვენი ლოკალური ადგილიდან მოდის. ეს არის მოცემულობა იოგას სკრიპტურებიდან: დღის განმავლობაში რა მანძილის დაფარვაც ფეხით შეგიძლია, სწორედ ის უნდა იყოს შენი კვების რადიუსი. თუ თქვენ გაქვთ საკუთარი ფერმა და თქვენს მიწაზე მოყვანილ საკვებს ღებულობთ, დაინახავთ რომ სულ რაღაც ერთ თვეში თქვენ შეამჩნევთ საოცარ ცვლილებას ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. მე ვიტყოდი, თუ ეს ერთი უბრალო მოცემულობა შესრულებულია, ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ კიბოს წარმოქმნის რაოდენობა ორმოცდაათიდან სამოც პროცენტამდე. ვიცი, რომ სამედიცინო საზოგადოება ახლა ამაზე სიცილს დაიწყებს, მაგრამ ამ საკითხს ასი პროცენტით დავიცავ. ვიმეორებ, კიბოს შემთხვევათა რაოდენობა მინიმუმ ორმოცდაათი პროცენტით შემცირდება, თუ ჩვენ კონტაქტში ვიქნებით იმ არეალთან, სადაც ვცხოვრობთ. საკვები სწორედ აქედან უნდა მოდიოდეს და არა სადღაც შორიდან. ახლა, თუ სასტუმროში საკვებს შევუკვეთავ, ისინი მეტყვიან, რომ ხილი ახალი ზელანდიიდან მოდის, თევზი ვიეტნამიდან და აღარ ვიცი, კიდევ საიდან რა მოდის. უბრალოდ იმის გამო, რომ ჩვენ საკვების ტრანსპორტირება შეგვიძლია და სუპერმარკეტს ჩვენთვის ყველაფრის შემოთავაზება ძალუძს, ამას უფრო სიამოვნებისათვის ვაკეთებთ, ვიდრე ჯანმრთელობისთვის.