ინტერვიუ ინდიგოსთან

Admin
სხვადასხვა
0
0

  ეს ინტერვიუ არის კითხვა–პასუხი 11 წლის ინდიგო ბიჭუნასთან, რომელიც ცხოვრობს მოსკოვში. დედა...

 

Magma Interviu Indigostanეს ინტერვიუ არის კითხვა–პასუხი 11 წლის ინდიგო ბიჭუნასთან, რომელიც ცხოვრობს მოსკოვში. დედა პედიატრია, მამა დარაჯი.

როგორ ხედავ დედამიწის და კაცობრიობის მომავალს?
კარგს, თუ ადამიანები ომს არ დაიწყებენ.

რატომ შეიძლება ომი დაიწყოს?
იმიტომ რომ ადამიანებს აქვთ უცნაური ენერგია, რომელიც არ ესმით. მას შეუძლია მოკლას.

ღირს გააღვიძო სხვა ადამიანები თუ ეს პირადად ყველას ინდივიდუალური გზაა?
კი, ეს საჭიროა. ადამიანებს მუდამ ეხმარებიან, მაგრამ ისინი არ იჯერებენ. ზოგჯერ მათ არ უნდათ გაღვიძება და მაშინ წყვეტენ გაღვიძებას. ძალიან გვეცოდება ადამიანები, ვისაც უნდათ გაღვიძება და არ გამოსდით.

საიდან მოვიდნენ ადამიანები დედამიწაზე?
ადამიანები გადმოყვანილები არიან დედამიწაზე 12 437 წლის წინ, ეს ზუსტი თარიღია მათთვის, ვინც ამას თვალყურს ადევნებს. შემდეგ ადამიანებს ბევრნი ეკონტაქტებოდნენ. ადამიანი არაა მარტივი ქმნილება. მათ ბევრი მეგობრები ყავთ. მადლობა იმისთვის, რომ ასეთი კარგები ხართ! ჩემთვის საინტერესოა ეს და მათთვისაც ვინც ჩემთანაა.

ადამიანები უკეთესები გახდებიან თუ ასეთებად დარჩებიან?
ადამიანები უკეთესები გახდებიან, როდესაც ყველაფრის არასწორად დაყოფას შეწყვეტენ. ახლა ისინი ყველაფერს არასწორად აკეთებენ, არასამართლიანად. ცვლილებები მხოლოდ ახლა დაიწყო. ისინი დამთავრდება და როცა თქვენ აღარ იქნებით. ადამიანები დაიწყებენ თავის თავის ცნობას და უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი.

ცოდნა არსებობს სამყაროში თავად თუ მას ქმნიან?
ცოდნა არსებობს თავისთავად იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ეს ცოდნა შექმნეს მათ, ვინც პლანეტები შექმნეს. ჩვენ მოვედით, რომ ვასწავლოთ ხალხს ცოდნის წაკითხვა და გამოყენება. დედამიწას აქვს თავისი „წიგნი“ იმ ენაზე, რომელიც დაშალეს. ახლა ისევ უნდა შეიკრიბოს.

რატომ იქცევიან ადამიანები არასწორად, ისინი ასეთებად მოიყვანეს დედამიწაზე თუ ჩაეძინათ?
ადამიანებს ძინავთ. ეს დიდი სიზმარია. ადრე ადამიანები სხვანაირები იყვნენ. მე ზოგჯერ მეშინია ადამიანების, ზოგიერთი ბოროტია. მათ ეს არ იციან, მაგრამ მე ვხედავ. მაგრამ ყველა ასეთი არაა, ადრე ადამიანები სხვანაირები იყვნენ, მე მათ კეთილებად ვხედავ და ამიტომ ისინი მიყვარს.

რატომ დაყვეს ადამიანებმა მიწა?
ისინი სუსტები გახდნენ. სუსტი ეძებს ძლიერს, ძლიერი ისევ სუსტს. მათ ვინც დედამიწაზე დაასახლეს ადამიანები, არ უფიქრიათ რომ ადამიანები ომს დაიწყებენ იმის გამო რაც მათ უბრალოდ აჩუქეს ის, რაც ისედაც მათია.

ინდიგოები რას წარმოადგენენ? სინათლეს, სიბნელეს თუ სხვა ფენომენს?
ინდიგო არც სინათლეა, არც სიბნელე. ჩვენ დედამიწაზე დროებით ვართ. აქ არ დავრჩებით. ამის შემდეგ თქვენ თავად გახდებით ძლიერები, თქვენ გაქვთ დედამიწაზე ამის ცოდნა, მაგრამ მას ცუდად იყენებთ. თქვენ გჭირდებათ დრო. ჩვენ დრო არ გვაქვს. ინდიგოები მოვედით თქვენს დასახმრებლად. თქვენ რომ გქონოდათ საშუალებები, ჩვენ არ მოვიდოდით.

როგორ უნდა მივხვდეთ ვინაა ინდიგო?
ინიდგოს იცნობენ მისი მსგავსები ან ისინი ვინც შექმნეს. მე ინდიგოს სინათლით ვცნობ. ის ოქროსფერია და აქვს ნიშნის ფორმა, რომლის თქვენთვის აღწერაც სამწუხაროდ არ შემიძლია.

სხვაგან სამყაროში თუ არიან ინდიგოები?
არა. ინდიგო მხოლოდ დედამიწაზე გაჩნდა რამდენიმე წამით. წამია ცხოვრება დედამიწაზე სამყაროსთვის. ეს ეხება ადამიანებსაც.

რატომ ინდიგოები და არა უცხოპლანეტელები?
უცხოპლანეტელები ცხოვრობენ თავის პლანეტებზე, მათ სჭირდებათ გადაადგილება. ინდიგოს ეს არ სჭირდება.ინდიგოს არ სჭირდება სხვა პლანეტაზე მოხვედრა. სხვაგან რომ წავიდეს, ინდიგო აღარ იქნება.

როგორ გექცევიან მშობლები, კლასელები და გარშემომყოფები?
მშობლებს არ მოსწონთ როცა იმას ვამბობ რასაც ვხედავ. ისინი ამბობენ რომ ჩემი გამოგონილია. კიდევ მეუბნებიან, რომ მეტი ვისწავლო და ნაკლები „ვიფრინო ღრუბლებში“ თუ გამოჩნდება ადამიანი ვისაც სჭირდება ჩემთან ლაპარაკი, მე მას მაჩვენებენ. ასეთ ადამიანსაც აქვს სინათლე და საუბრობს ნიშნებით.

რატომ გველაპარაკები? შენ ეს რაში გჭირდება?
დედამიწაზე იქნება ცვლილებები. მითხრეს რომ ეს კიდევ ერთხელ შეგახსენოთ. კიდევ ვეძებ ადამიანებს სინათლით. მათთან შორ მანძილზე შეიძლება ლაპარაკი. თქვენ შორის არიან ადამიანები, ვისაც შეუძლია წინასწარ იგრძნოს მომავალი მოვლენა. ჩვენ თუ ერთად ვიფიქრებთ, უფრო ადვილი იქნება გაგება.

რა არის აუცილებელი ახლა ადამიანებისთვის?
ადამიანებისთვის ახლა ყველაზე აუცილებელია არ ეშინოდეთ ცვლილებების. რაც მოსახდენია მოხდება. ადამიანებს მხოლოდ შეუძლიათ აირჩიონ სად იქნებიან ამ დროს. ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებებია: სიმშვიდე,გაგება,სიკეთე. კიდევ არ შეიძლება მისცე ადამიანს უფლება ცუდი საქციელები ჩაიდინოს. ასეთი ადამინები უნდა გააჩერო და უნდა ისწავლო შენი ნივთების მოფრთხილება.

რა იცი იესო ქრისტეზე?
იესო ადამიანი არ იყო. მან მიიღო ადამიანის სახე. ის არც ღმერთი იყო. ადამიანებმა შექმნეს მისგან ღმერთი. ის იყო ადრე თქვენთან მცხოვრები და მოგიტანათ ცოდნა, რომელიც უნდა გაიზარდოს. მაგრამ ადამიანები არ ასრულებენ მის სწავლებებს. ადამიანები იცინიან. ისინი ვინც იესო გამოაგზავნა, სხვანაირად ფიქრობდნენ.

შეიძლება თვითმკურნალობა ან სხვა ადამიანისთვის რჩევის კითხვა თვითმკურნალობისთვის?
მკურნალობა მაშინ შეიძლება, როცა იცი რომ შეიძლება მკურნალობა. არ შეიძლება მკურნალობა თუ გესმის რომ მკურნალობა არაა საჭირო. ადამიანები ავდმყფდებიან იმიტომ რომ, თავად არ არიან ისეთები როგორც მათ გარშემო სამყარო. ავადმყოფობა ეს სამყაროსგან დახმარებაა. მაგრამ ადამიანებს ჯერ ეშინიათ. არ არის საჭირო გაჭრა, ეს ძალიან საშიშია. ყველა ავადმყოფობა შეიძლება განიკურნოს ამის გარეშე. ადამიანებს აქვს ავადმყოფობისთვის სიტყვები. თუ ის ამ სიტყვებს იტყვის ავადმყოფობა გაქრება. მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა ადამიანს სჯერა ამის და არ ფიქრობს რომ ტაბლეტები უკეთ განკურნავენ.

მომავალი უკვე დაწერილია ადამიანებისთვის თუ შეიძლება რაიმეს შეცვლა?
ადამიანების მომავალი არსებობს. თქვენ შეგიძლიათ ყველამ თქვენი გზით იაროთ. გზები შეიძლება შეიცვალოს. როდესაც წახვალთ დედამიწიდან, გაიგებთ რა არის მომავალი და გაგეღიმებათ, რადგან ეს მარტივია.

შეგვიძლია ჩვენ თავად შევცვალოთ ჩვენი მომავალი?
გაღვიძება შეგიძლიათ. გაღვიძება ეს ის არაა რაც ტელევიზიაში და რადიოში გესმით. როდესაც გარშემო სამყაროს ხმას გაიგონებთ, ცხოველების და მცენარეების.

როგორ გავიღვიძოთ? რა როლს თამაშობს სიყვარული?
სიყვარული თქვენ დაგეხმრებათ, ის ყველაზე კარგად იცით. მაგრამ არ შეიძლება არანამდვილი სიყვარული. ბევრ მშობელს არ უყვარს თავისი შვილიი და ამიტომ ცუდად ხდებიან.

რა მიზნით შეიქმნა დედამიწა?
იმათ საცხოვრებლად ვისაც უყვარს კონსტრუქტორის თამაში. ყველა მოდელს რასაც შექმნით, შემდეგ შეიქმნება ნამდვილად, ამიტომ კარგად უნდა ისწავლოთ. ვინც ცუდად ისწავლის. ამას ბევჯერ ისწავლის.

დედამიწა ეს კოსმიური ხომალდია, რომელსაც ადამიანები მართავენ?
დედამიწა ხომალდი არაა, დედამიწა პლანეტაა. თქვენ ვერ შეძლებთ ამოძრაოთ პლანეტა, რადგან არ იცით ეს როგორ კეთდება. ყველა პლანეტა თავისით მოძრაობს.

როგორ ფიქრობ რუსები როგორ გაივლიან გარდაქმნებს?
ადამიანები იქნებიან ცუდად, რადგან ბევრი ღარიბი და ავადმყოფი ადამიანი იქნება. მათ ცოტას მიაქცევენ ყურადღებას. მაგრამ ეს არასწორი იქნება. რადგან ყველა ერთად იღებს მონაწილეობას, ყველა მონაწილეობს და როცა ადამიანები ამას გაიგებენ, ადამიანები შეაერთებენ გონებებს და ომი აღარ იქნება.

რას ნიშნავს გააკეთო ყველაფერი ცხოვრებაში?
ეს ნიშნავს შექმნა შენი თავი. ყველა ადამიანი მოდის დედამიწაზე ამისთვის, რომ შექმნას თავის თავი. ყველაფერი არ ნიშნავს, სწრაფად. რეიკი ეს ნიშნავს ისუნთქო, როგორც სამყარომ. ამისთვის უნდა იგრძნო მისი სუნთქვა და გაუშვა შენს შიგნიდან. ადამიანს არასოდეს ჭირდებოდა წამალი. მან მოიგონა ის, იმიტომ რომ არ უნდა განეწყოს. ადამიანი უნდა დათანხმდეს მას. ასე აკეთებდა იესო ქრისტე. მის შეხებას მოჰქონდა სამყარო. ხოლო სიტყვები უფრო ძლიერი იყო. ყველაზე კარგად ადამიანები კურნავენ სიტყვებით.

რა არის სიყვარული და რატომ ვერ პოულობენ ადამიანები?
სიყვარული ისაა, როცა ფიქრობ სხვაზე და ის გრძნობს ამას და აკეთებს იმას რაც უნდა გააკეთოს. სიყვარული ეს სინათლეა, ძალა რომელსაც გჩუქნიან. ეს არის საჩუქარი რომლის გაცემაც უნდა ისწავლო.

რატომ გახდნენ ადამიანები ბოროტები?
იმიტომ რომ ისინი გადაეჩვინენ ჩუქებას და მათ კი უნდათ, რომ სხვებმა სულ აჩუქონ. ამიტომ ხდებიან ადამიანები უბედურები, რადგან ისინი ვერავის მიმართავენ. მათ უნდა აჩუქონ, მაგრამ არ ჩუქნიან. უნდათ იყიდონ. ადამიანები ერთმანეთს აღარ ენდობიან. ასე ნუ მოიქცევით!

როგორ ფიქრობ შინაგანი დაძაბულობა ადამიანზეა დამოკიდებული თუ გარე ფაქტორებზე?
როცა ადამიანი ბრაზდება, ამაში დამნაშავე არავინ არაა. ადამიანი თვითონ ბრაზდება. თუ ამას შენთვითონ აკეთებ, ე.ი შენ ამას ეთანხმები. შეგიძლია არ დაეთანხმო და არ გაბარზდე. მე როცა ვბრაზდები დედა მეფერება ხელზე ან თავზე და მალე ვწყნადები. ვფიქრობ ყველამ ასე უნდა გააკეთოს.

შენ ამბობ, ადამიანები ისწავლიან, მაგრამ ეს არ იქნება მხოლოდ სკოლა?
ადამიანები ისწავლიან დედამიწისგან. აქედან ბევრად მეტს ისწავლიან ვიდრე სკოლაში. სწავლა მხოლოდ დედამიწაზე არაა, სხვაგანაც შეიძლება. როცა ადამიანები გააცნობიერებენ ამის აუცილებლობას გაიგებენ. თუ სწავლა არ ენდომებათ, არავინ დააძალებთ.

დედამიწაზე არიან ისინი ვისაც უფრო მეტი ძალა აქვთ ვიდრე ქვეყნების მთავრობებს?
ისინი 11 არიან, მაგრამ იყვნენ 12, მათ ემორჩილებიან დანარჩენი მმართველები.

ვინ არიან ისინი? ადამიანები? რატომ უშვებენ ისინი ომს?
ისინი ადამიანები არ არიან, ისინი დაკავშირებულები არიან თავად დედამიწასთან. ერთ ერთი მათგანი სატურნიდანაა. ომი ესაა იმ თვისებების გამოყენება, რაც თქვენ მოგეცათ. ისინი გეხმარებიან რომ თქვენ შეიცვალოთ მუდმივად. მაგრამ ადამიანებს უნდათ ცვლილება სწრაფად, სწრაფი ცვლილება ცოტა ცოდნას იძლევა.

სტატიის ავტორი: ანა თოფურიძე

 

მსგავსი სტატიები

ჩვენი აზრები - მენტალური ღრუბლები


ავტორი: დოქტორი გენადი ნეპოკოიჩიცკი (ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებ...

ოშო - ღმერთის შესახებ


–მიიჩნევთ საკუთარ თავს ღმერთად? –ღმერთო ჩემი, (დარბაზი იცინის), არ...

კვანტური მექანიკა ამხელს მატერიალიზმს (3)


ავტორი: ლეო გურა მთარგმნელი: ქრისტი ჩხაბერიძე ტრანსკრიბცია ვიდე...

10 youtube-არხი, რომელიც ცხოვრებას გაგიმრავალფეროვნებთ


ავტორი: ანა თოფურიძე კაცობრიობის ერთ-ერთ ძალიან საინტერესო პერიო...

ადამიანი და ეგრეგორები


მთარგმნელი: მამუკა გურული (ბორის მონოსოვის წიგნიდან - "ფსიქოტრონ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff