კვანტური მექანიკა ამხელს მატერიალიზმს (3)

Admin
სხვადასხვა
0
0

ავტორი: ლეო გურა მთარგმნელი: ქრისტი ჩხაბერიძე ტრანსკრიბცია ვიდეოდან ნაწილი მესამე პირველი თ...

quantummechanica

ავტორი: ლეო გურა

მთარგმნელი: ქრისტი ჩხაბერიძე

ტრანსკრიბცია ვიდეოდან

ნაწილი მესამე

პირველი თანამედროვე ფიზიკოსი, რომლის ციტატებსაც ვრცლად განვიხილავ გახლავთ - შონ კეროლო, "კალტექის" (კალიფორნიის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის) მკვლევარი პროფესორი. მისი სპეციალიზაციაა: კოსმოლოგია, ბნელი ენერგია და ზოგადი ფარდობითობა. წერს წიგნებს და კითხულობს ლექციებს კვანტური მექანიკის შესახებ. იგი შესანიშნავი მაგალითია, თანამედროვე აკადემიკოსის, რომელიც მატერიალისტურ პარადიგმას გაუცნობიერებლად ეთანხმება. საერთოდ მე დიდ რეკომენდაციას ვუწევ მის ლექციებს. ის კვანტური მექანიკის ტექნიკურ ჭრილში-ექსპერიმენტების, მათემატიკის ახსნისათვის საკმაოდ სანდო და მაღალკვალიფიცირებულია. კეროლო ბევრს საუბრობს ამ საკითებზე, წიგნში-"დიდი სურათი" რომლიდანაც ამონარიდებს გაგაცნობთ. ამასთანავე, უხვად შემოგთავაზებთ ჩემს კომენტარებსაც რადგან, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემი მიზანი არა მხოლოდ სხვისი მოსაზრებების გაცნობა, არამედ თქვენი უფრო მაღალ დონეზე გადაყვანაა. საერთოდ, შონ კეროლის მოსმენით დიდ სიამოვნებას ვიღებ, ის საკმაოდ ჭკვიანია და მშვენიერი იუმორის გრძნობა აქვს, ერთადერთი პრობლემა, ვფიქრობ, მდგომარებს იმაში, რომ ეს ყველაფერი უმაღლეს დონემდე არ მიჰყავს. თქვენ კი შეგიძლიათ ამის გაკეთება. ასე რომ დავიწყოთ:

ის ამბობს: "კვანტურ მექანიკაში, სისტემის მდგომარეობა, ყველა შესაძლო გაზომვის შედეგების სუპერპოზიციაა, ცნობილი როგორც სისტემის ტალღური ფუნქცია. ტალღური ფუნქცია დაკვირვებით მიღებული ყველა შესაძლო შედეგის კომბინაციაა, ყველა შესაძლებლობისათვის სხვადასხვა წონით. პრინციპში, ყველა გაზომვის შედეგი შეიძლება იყოს კვანტური მდგომარეობის ნაწილი." - ის აქ კვანტური მექანიკის ძირითად თეორიას განიხილავს, რომელზედაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, თუმცა ერთი დამატება შემოაქვს - ამ შესაძლებლობების განსხვავებული წონა. რა თქმა უნდა, ამ უსასრულო შესაძლებლობის ველში ყველაფრის ამოქმედება თანაბრად ალბათური არ არის. კერძო ვითარება შესაძლებლობის მრავალ ხარისხში ამოქმედებისაკენაა მიდრეკილი. ამიტომაც აქვს ტოლობას ცვლადები, რადგან თქვენ ამ ცვლილებების შესაძლებლობებში გამოანგარიშებას ცდილობთ და შემდეგ მას, სამყაროს შესახებ მოლოდინების შესაქმნელად იყენებთ, რადგან ამ ტოლობების თანახმად ზოგი მოვლენა ძალიან ალბათური, ზოგი კი ძალიან არაალბათური ხდება. ეს ტოლობები კი, ცხადია, ექსპერიმენტებით იქმნება. ამგვარი ექსპერიმეტების ძალიან ბევრჯერ, ათასჯერ ჩატარების შემდეგ შეგიძლიათ ალბათობის დადგენა.

ახლა, ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ: ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საკმარისად ზუსტი ხელსაწყოები არ გვაქვს გაზომვების ჩასატარებლად და შესაბამისად, უბრალოდ ვიყენებთ სტატისტიკურ ანალიზს, რომ, კვანტური მექანიკის თანახმად, ჩვენ სტატისტიკურ ანალიზს ვიყენებთ- არა! კვანტური მექანიკა ამას არ გულისხმოს, ის პირდაპირ ამბობს, რომ იქ არაფერია, როდესაც არ ვუყურებთ.

გავაგრძელოთ შონის ციტატა: "რადიკალური მეთოდი ძირითადი რეალობის არსებობის მთლიანად უარყოფაა, ეს კვანტური რეალობის ანტი-რეალისტური მეთოდი იქნებოდა, რადგან ის თეორიას, მხოლოდ, ექსპერიმენტის მომავალი შედეგების წინასწარმეტყველებისთვის აღწერით საშუალებად განიხილავს. თუ თქვენ ანტი-რეალისტს კითხავთ: რომელ ასპექტშია თანამედროვე სამყაროს შესახებ ჩვენი ცოდნა? ისინი გეტყვიან, რომ ეს აზრიანი შეკითხვა არ არის. ეს ხედვა კვანტური მექანიკით აღწერილ ძირითად ვითარებებს არ მოიცავს. რაზე საუბარიც, ოდესმე ნებადართული გვქონია- ეს მხოლოდ ექსპერიმენტული გაზომვის შედგებია." - ეს მართალია. ამით, ის ამბობს, რომ ჩემს მიერ შემოთავაზებული ინტერპრეტაცია, ეს კვანტური მექანიკის ანტირეალისტური ინტერპრეტაციაა, რაც სიმართლეა. მე მას მატერიალიზმსა და რეალიზმში ვედავები. ცხადია ის მატერიალისტია და არ მიიღებს ამ პოზიციას.

bor

შემდეგ, ის ამბობს: "ანტირეალიზმი საკმაოდ დრამატული ნაბიჯია. ჩანს მას თვით კვანტური ფიზიკის ბაბუა - ნილს ბორიც (იხ. ფოტოზე) უჭერს მხარს." და შემდეგ შონს ნილს ბორის ციტატა მოჰყავს: "კვანტური სამყარო არ არსებობს, არსებობს მხოლოდ აბსტრაქტული ფიზიკური აღწერა, არასწორია იფიქრო, თითქოს ფიზიკის ამოცანაა აღმოაჩინოს როგორია ბუნება. ფიზიკას ეხება ის, რისი თქმაც ბუნებაზე შეგვძლია." - ასე, რომ ნილს ბორი ანტირეალისტი იყო. მაგრამ შონ კეროლი აგრძელებს: " ალბათ ანტი-რეალიზმთან ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ რთულია დანახვა, თუ როგორ პოზიციაში უნდა იყოს ის, იდეალური თანმიმდევრობით რომ ვფლობდეთ." ერთია, თქვა რომ ბუნების ჩვენეული გაგება არასრულია და სრულიად სხვა რამაა თქვა რომ არავითარი ბუნება არ არსებობს. ჯერ ერთი ვინ არის ის, ვინც ამას ამბობს? ბორი, ზემოთ მოყვანილ ციტატაში, თვთონ ამბობს: "რისი თქმაც ბუნებაზე შეგვიძლია" აქედან გამომდინარე, ის უნდა გულისხმობდეს "ბუნების" არსებობას, რაზეც ჩვენ ამ რაღაცეების თქმა შეგვიძლია."- აქ კეროლი უკვე რელსებს აცდენილია. პრობლემა ისაა, რომ ის ბორის საუბარში, ამ პატარა პარადოქსს ერთგვარ პოსტულატად მიიჩნევს, ის ამას ანტი-რეალიზმის მცდარობის დამადასტურებელ ფაქტად თუ ძალიან რადიკალურ ნახტომად განიხილავს. და ასეცაა, კვანტური მექანიკა, როცა მართლა გესმის, ექსტრემალურად რადიკალურია. ასე რომ, აქ პრობლემა რადიკალიზმის საკმარისი სამხილების არარსებობა კი არ არის, არამედ ის რომ თქვენ არ გინდათ მიიღოთ რადიკალიზმი. თქვენ რეალობის სიმბოლიზაციისათვის იდელურ ლოგიკურობას, მუდმივობას ეძებთ. ეს კი შეუძლებებლია, რადგან რეალობა უცნაური მარყუჟა. ასე, რომ შონ კეროლი აქ ზუსტად იმას აღნიშნავს, რომ ბორის საუბარს უცნაურ მარყუჟამდე მივყავართ. დიახ, რა თქმა უნდა, ეს არ არის დეფექტი, ეს უდაოდ საჭირო თვისებაა.

ბორი, რომლის ციტატებს ფართოდ მოგვიანებით განვიხილავ, ხვდებოდა ამას. ის გაცილებით უფრო ღრმა მეტაფიზიკური და ეპისტომლოგიური მოაზროვნე, ვიზიონერი მეცნიერი იყო [ვიზიონერი - "ადამიანი, რომელსაც აქვს მომავლის ხედვა და მისი განხორციელბისთვის მოქმედებს" (მთარგმნელის შენიშვნა)] იგი, ინოვაციური და კრეატიული აზროვნების წყალობით, საკმაოდ გასცდა ტრადიციულ პარადიგმას, რასაც უნივერსიტეტში გვასწავლიან. მას ყველა საჭირო თვისება ჰქონდა რეალობის ფუნდამენტურობაზე საუბრისთვის.

შონ კეროლი კიდევ ერთ საინტერესო ფრაზას ამბობს. "ჯერ ერთი ვინ არის, ეს რომ თქვას." მართლაც! ვინ არის ის, კვანტურ მექანიკას რომ ქმნის, ვინ არის რეალობას რომ აცნობიერებს, ვინ არის ის ლაბორატორიულ ექსპერიმეტებს რომ ასრულებს. მართლაც, რა არის ეს რაღაც? ეს არის საბოლოო კითხვა, რომელთან მისვლასაც ვცდილობთ. რა არის ეს რაღაც და ეს ის არის, რაც მას ჯერ არ გაუცნობიერებია. რადგან რომ გაეცნობიერებინა, მატერიალისტურ პოზიციას არ აირჩევდა.

ამრიგად, დიახ, ანტი-რეალიზმის თანახმად არავითარი რეალობა, არავითარი ბუნება არ არსებობს. კვანტური მექანიკა, ეს სიმბოლოების კომპლექტი და აღწერითი მეთოდებია. სწორედ ასე განიმარტება ის, მათემატიკაც ასე განიმარტება და მეცნიერებაც ასე მუშაობს. პრობლემა ამაში არ მდგომარეობს, ეს ის არის რაც არის.
შონ კეროლი ამბობს: "საბედნეროდ ჯერ კიდევ არ დავღლილვართ ყველა ჩვენი შესაძლებლობით" ახლა ის კვანტური მექანიკის განსხვავებულ ინტერპრეტაციას, ანტი-რეალიზმის ახალ შესაძლებლობას გვთავაზობს: "მარტივი შესაძლებელია კვანტური ტალღური ფუნქცია სულაც არ იყოს არც აღრიცხვითი საშუალებები და არც მრავალი სახეობის კვანტური ცვლადი. რეალობა უშუალოდ ტალღური ფუნქციით აისახება. შესაძლებელია თანამედროვე კვანტურმა თეორეტიკოსმა სამყარო მთლიანად ტალღურ ფუნქციად აღიქვას." - ეს კი, აშკარად აბსურდი, უზარმაზარი შეცდომაა. უბრალოდ ავიღოთ ეს წინადადება, რომ ტალღური ფუნქცია უშუალოდ მარტივად ასახავს რეალობას. - აქედან ტალღური ფუნქციის განმარტების გაუცნობიერებლობა ჩანს. ტალღური ფუნქცია სიმბოლოების კომპლექტია. თქმა რომ სიმბოლოების კომპლექტი, პირდაპირ წარმოგვიდგენს რეალობას, ოქსიმორონი (ურთიერთსაპირისპირო სიტყვების შეხამება) ცხადი აბსურდია, რადგან, სიმბოლო მხოლოდ წარმომადგენლობით, მოქმედებს. ეს არის სიმბოლოს დანიშნულება. ასახვა დეფინიციით არაპირდაპირია, რაც რეალობას პირდაპირ წარმოდგენას შეუძლებელს ხდის. ყველა ასახვა, არ არის ზუსტად ის, რაც ასახულია, რასაც ასახავს. ხედავთ? მაგალითად, თუ მე თქვენს ფოტოსურათს ავიღებ, ეს თქვენი გამოსახულება იქნება. თუკი ამ ფოტოსურათს გაჩვენებთ და გეტყვით: "ნახე ეს უშუალოდ შენ ხარ." თქვენ იტყვით: "არა ეს მე არ ვარ, ეს ჩემი ფოტოსურათია." ხედავთ? მაგრამ რადგან შონ კეროლს ანტი-რეალიზმი არ მოსწონს, ის არ აღიარებს ამას. მას მატერიალიზმის დაამყარება სურს. მაგრამ შესაძლებელია ეს? თეორიულად კი. მაგრამ როგორ გააკეთებთ ამას სიმბოლიზმის რეპრეზენტაციის მიმართ ბრმა თუ იქნებით, თუ მათემატიკა, რეალობის აღწერით მეთოდებში გეშლებათ. ხედავთ, რა ჩანს აქედან? მას საკუთარი აღრიცხვითი მეთოდის, საკუთარი ტოლობის აქტუალირ რეალობად გადაქცევა სურს. ტოლობები, რა თქმა აუნდა, რეალობის ნაწილია, მაგრამ ისინი არ არიან უშუალოდ მათ მიერ ასახული რეალობა. იმავე გზით მენიუ, რესტორანში რეალურია, რეალობის ნაწილია, მაგრამ მენიუ მასზე გამოსახული ჩისბურგერი არ არის. ხედავთ? აბსურდია თქვა, რომ ულტიმატურად რეალური, ეს მენიუა და არა ჩისბურგერი. სწორედ ეს ხდება აქ.

ნება მომეცით კიდევ სხვა ამონარიდები წარმოგიდგინოთ: "მაგრამ თუ ყველაფერი უბრალოდ ტალღური ფუნქციაა, რა შლის ტალღურ ფუნქციას და რატომ არის დაკვირვების აქტი ასეთი მნიშვნელოვანი" -აჰაა, სინამდვილეში ეს მატერიალისტებისათვის ნამდვილი თავსატეხია. ის ამბობს: "1950-იან წლებში ახალგაზრდა ფიზიკოსმა, ჰუგ ევერეტმა შემოგვთავაზა რეზოლუცია, რომლის თანახმადაც კვანტური ონტოლოგიის მხოლოდ ერთი ნაწილი - ტალღური ფუნქცია არსებობდა, რომელსაც, მხოლოდ ერთი გზით, შროდინგერის ტოლობის გამოყენებით ავითარებს. ეს ნიშნავს, დაშლა, ფუნდამენტალური დაყოფა სისტემასა და დამკვირვებელს შორის არ ხდება და საერთოდ, დამკვირვებელს არავითარი განსაკუთრებული როლი არ აქვს ამ პროცესში." - ცხადია ასე იტყვის მატერიალისტი. და ის აგრძელებს, "მაგრამ თუ ეს სიმართლეა, რატომ გვეჩვენება დაკვირვების დროს, რომ ტალღური ფუნქცია იშლება. კლასიკურ მექანიკის თანახმად ყველა განსხვავებულ ადგილს თუ სამყაროს ნაწილს, თავიანთი მდგომარეობის მქონედ განვიხილავთ. მაგალითად, დედამიწა მზის ირგვლივ, სიჩქარის გარკვეული პოზიციით მოძრაობს, მარსს კი სიჩქარის საკუთარი პოზიცია აქვს. ახლა კვანტური მექანიკა განსხვავებულ ამბავს გვიყვება. არ არსებობს ტლღური ფუნქცია ცალკე დედამიწისთვის, ცალკე მარსისა და ასე შემდგე მთელი კოსმოსისათვის. მთელს სამყაროში მხოლოდ ერთი ტალღური ფუნქციაა. და ჩვენ მას ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე, "სამყაროს ტალღურ ფუნქციას" ვუწოდებთ. ტალღური ფუნქცია უბრალოდ, ყველა გაზომვის შედეგისათვის მინიჭებული რიცხვია. ამრიგად, სამყაროს ტალღური ფუნქცია, ობიექტის სივრცეში განაწილების ყველა შესაძლო გზას ანიჭებს რიცხვს. მარსს და დედამიწას მათი ურთიერთგანლაგების მიხედვით განსხვავებული რიცხვი შეესაბამება. ევერტი ამბობს, რომ ჩვენ კვანტური მექანიკის ფორმალიზმის ნომინალურ ღირებულებაში გამოყენება შეგვიძლია. ტალღური ფუნქციით აღიწერება, არა მხოლოდ სისტემა, რომელზე დაკვირვებასაც აპირებთ, არამედ თქვენ თვითონაც ტალღური ფუნქციით ხართ აღწერილი. ეს ნიშნავს, რომ როდესაც თქვენ ნაწილაკს მისი ბრუნვის მიმართულების დასადგენად ზომავთ, სუპერპოზიციაში ყოფნის შესაძლებლობა გეძლევთ. ტალღური ფუნქცია იშლება არა ერთ ან სხვა შესაძლებლობად, არამედ იგი გადახლართულ სუპერპოზიციაში შეუფერხებლად ვითარდება. მის ერთ ნაწილსა აქვს საათის ისრის მიმართულებით მოძრავი ნაწილაკი და მისი მოძრაობის მიმართულება თქვენ დაინახეთ, სხვა ნაწილს საათის ისრის საწინააღმდეგოდ მოძრავი ნაწილაკი და თქვენ დაინახეთ ის საათის ისრის საწინააღმდეგოდ რომ მოძრაობს.

სუპერპოზიციის ორივე ნაწილი, სინამდვილეში არსებობს და აგრძელებს არსებობასა და განვითარებას, როგორც ამას შროდინგერის ტოლობა მოითხოვს. " - ხედავთ რას ამბობს? ამბობს, რომ ძირითადად ეს მრავლობითი სამყაროა, კვანტური მექანიკის მრავლობითი სამყაროს ინტერპრეტაცია. და ასე ეძახის მას. ის ამბობს, რომ ძირითადად, ყველა ალბათური შესაძლებლობა არსებობს და ისინი რაღაც გაგებით, ყველა ერთმანეთზეა დაწყობილი და შემდეგ ერთგვარად დამკვირვებლის გარეშეც ამოქმედებენ საკუთარ თავს. ეს უბრალოდ ერთგვარი ყოფნაა" -დიახ, რაღაც გაგებით კეროლი აქ სწორია, რომ დამკვირვებლები არ არიან. მაგრამ არა იმ გზით როგორც ის ფიქრობს.

მე რომ ახლა თქვენს წინაშე ვდგევარ, ფაქტიურად, არავითარი დაკვირვება არ მიმდინარეობს. ეს წმინდა ყოფნაა და ფაქტიურად, ტალღური ფუნქციის ეს კერძო დაშლა, ეს კერძო სასრული მომენტი, რომელსაც მე განვიცდი თუ თქვენ განიცდით, აბსოლუტური უსასრულობის უსასრულოდ მცირე ნაწილია. აბსოლუტური უსასრულობა არის ყველა კერძო შესაძლებლობა, რომელიც ოდესმე შეიძლებოდა ყოფილიყო. ამას უწოდებს შონ კეროლი" სამყაროს ტალღურ ფუნქციას." იმის გამოკლებით, რომ ეს არ არის სიმბოლოების კომპლექტი, არ არის ტოლობა და დიახ ის სუპერპოზიციის მდგომარეობაშია და არავითარი დაკვირვება არ მიმდინარეობს, რადგანაც დამკვირვებელი არ არსებობს, ამას გეუბნებათ განსხივოსნება, ამას გეუბნებათ ნონდუალიზმი - ყველაფერი ერთია, ყველა განსხვავება იშლება, შესაბამისად ვერ იქნება განსხვავება დამკვირვებელსა და დასაკვირვებელს შორის. თქვენ ხართ რასაც აკვირდებით. ამრიგად ეს დაკვირვება კი აღარ არის, არამედ ყოფნაა. ასე რომ, როცა ღრმად, განსხივოსნების დონეზე, აბსოლუტური უსასრულობის დონეზე ცნობიერი გახდებით, თქვენ გააცნობიერებთ, დამკვირვებელის არარსებობას. რომ ახლა აქ მიმდინარე პროცესი არის არა აღქმის, არამედ წმინდად ყოფნის პროცესი.

Buddha Psychologist

ეს შესაძლოა სიტყვებით თამაშის მსგავსად ჟღერდეს, მაგრამ ნება მომეცით დაგარწმუნოთ, ამ მდგომარეობის ძალიან სიღრმისეულობში. ეს ცნობიერების ძალიან რადიკალური, ღრმა, აბსოლუტური მდგომარეობაა. ყოვლად გასაოცარი, რომელიც რეალობის თქვენეულ გაგებას მთლიანად ანადგურებს. მაგრამ, ამავე დროს,თქვენ აცნობიერებთ რეალობის არარსებობას, იმიტომ, რომ - არაფრის არარსებობა ეს სუპერპოზიციის ნაწილია. ხედავთ? ყველა კერძო შესაძლებლობის წმინდა სუპერპოზიციის ფლობისათვის, თქვენ ყველა ნაწილაკის, ყველა ადგილზე ყოფინის შესაძლებლობა უნდა მოიცვათ. ჩვენ გავიგეთ ეს ნაწილი. მაგრამ, შონ კეროლის მსგავს კვანტურ ფიზიკოსს, რადგანაც ის მატერიალისტია, სუპერპოზიციის არსებობის ფაქტი რჩება, რომელიც ყველა ამ კერძო შემთხევას უარყოფს. ასე რომ, სამყაროს ტალღური ფუნქცია თუ მოიცავს ნაწილაკს ყველგან, ის ასევე მოიცავს ნაწილაკს არსად. ამიტომაც ვთქვი, რომ ჩემი ეს თქვენს წინაშე დგომის პროცესი, ყველაფერი რაც ეხლა მიმდინარეობს - არაფერია. ის ცარიელია. აქ არაფერია. არაფერი ცარიელი სივრცე ან შავი ხვრელი არ არის. არაფერი, ზუსტად, ყველაფერია რაც ოდესმე გამოგიცდიათ ცხოვრებაში. ეს არის ერთი ნაჭერი არაფერი. ყველა ფიზიკოსი და მატერიალისტი უშვებს ამ მთავარ შეცდომას. მეც, დიდი ხნის მანძილზე ვუშვებდი ამ შეცდომას, ვინაიდან ის მხოლოდ გამოღვიძების შემდეგ ხდება ნათელი.

ეხლა ის ამბობს: "შემდეგ ბოლოს და ბოლოს ჩენ გვაქვს, კანდიდატი პასუხი, კრიტიკული ონტოლოგიური შეკითხვისთვის - რა არის რეალურად სამყარო?- ეს კვანტური ტალღური ფუნქციაა, სულ მცირე უკეთესი თეორიის შექმნამდე." -ამ დასკვნაში ის ცდება. ასე რომ რა არის სამყარო რეალურად?- ის არ არის კვანტური ტალღური ფუნქცია. სამყარო რეალურად აბსოლუტური უსასრულობაა, ის ყველაფერი და არაფერია. ის ყველა კერძო შესაძლებლობის სუპერპოზიციაა, ყველა შესაძლებლობის უარყოფის ჩათვლით. ის მაქსიმალური უცნაური მარყუჟი, მაქსიმალური პარადოქსი, მაქსიმალური ტვინის ჭყლეტაა (mindfuck), თქვენს გონებას ამის გაგება არ შეუძლია, რადგან თქვენ ის ხართ. თქვენ უკვე ხართ ეს, რაც მის გაგებას შეუძლებელს ხდის.

ამრიგად, კეროლის დასკვნის თანახმად სამყარო სიმბოლოები და ტოლობებია. ეს აბსურდია, მას მენიუ კერძში ერევა, იმიტომ რომ თეორეტიკოსია და სმყაროს რაციონალურად გაგება ევალება. და რამდენად შორსაც თეორია და რაციონალიზმი მიდის, ის სწორია, ეს საუკეთესოა რისი გაკეთებაც თეორიით შეგიძლიათ. მაგრამ რეალობა თეორია არ არის. და დაშვება, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ადგეთ და გახდეთ რეალობა პირდაპირ, რომ თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი თეორიის ზღვარს გადააბიჯოთ, არასწორი დაშვებაა.

წარმოგიდგენთ მის რამდენიმე სხვა ციტატას, იგი ამბობს: "როცა ჩვენ არ გვაქვს კვანტური მექანიკის საბოლოო გაგება, ფუნდამენტლურ დონეზე, მის შესახებ ჩვენი არსებული ცოდნა, აუცილებლად არ გამორიცხავს დეტერმინიზმს, რეალიზმს - ობიექტური სამყაროს არსებობის იდეას, თუ ფიზიკალიზმს - სამყაროს წმინდად ფიზიკურობას. მთელი ეს ნიუტონისეული, ლაპლასისეული მექანიკური სამყარო, შეიძლება კვლავ სიმართლედ ითვლებოდეს კვანტური მექანიკაში, მაგრამ ჩვენ არ ვართ დარწმუნებულნი." - ამრიგად ის შეცდომას აგრძელებს. ფაქტიურად, ეს ეხება კვანტური მექანიკის რეალიზმისა და ფიზიკალიზმისთვის ღიაობის საკითხს.

კვანტურმა მექანიკამ, კი უარყო და ამხილა ეს. მაგრამ, რადგან ის იწყებს დაშვებით, რომ რეალიზმი და ფიზიკალიზმი, აუცილებლად მართალი უნდა იყოს, ეს აგრძელებს ამ დაშვებას, შედეგად ეს დაშვება მის დასკვნად იქცევა. აქ თქვენ შეიძლება იკითხოთ- "ლეო, რატომ უნდა დავიჯერო შონ კეროლის ინტერპრეტაციის შენი ინტერპრეტაცია? ის ფიზიკოსია, კელტექში მუშაობს, ეს წიგნი დაწერა და იცი რა, არ არის ეს უფრო სანდო წყარო?"-მაგრამ მე არ გთხოვთ, რომ უბრალოდ ადგეთ და დამიჯეროთ. მე შევეცდები სიღრმისეულად გაგაცნოთ, შონ კეროლამდე არსებული, კვანტური მექანიკის დამფუძვნებელთა მოსაზრებები, რომლებიც გაჩვენებენ, რომ სინამდვილეში, კვანტური მექნიკა სრულიად ამხელს რეალიზმსა და ფიზიკალიზმს. და ეს იდეა ნიუტონისეული, ლაპლასისეული მექანიკური სამყაროს შესახებ - დამთავრებულია. ის მხოლოდ თქვენი მეტაფიზიკური დოგმის ნაწილად არსებობს. როგორც თქვენს მიერ კულტურის ნაწილად ათვისებული, უხილავი დაშვება სამყაროს შესახებ. თქვენ ეს აითვისეთ როგორც კულტურის, თუ თქვენი ინსტიტუციის, ან აკადემიის კულტური ნაწილი, რაშიც ეჭვი არასოდეს შეგიტანიათ. შონ კეროლსაც დიდად ვერ დავადანაშაულებთ, რადგან ის ფიზიკოსია და ტექნიკურ სამუშაოებს ასრულებს. ასე რომ, მისთვის ბუნების არსებობის პირდაპირი გამოცდილების ქონა რეალურად მნიშვნელოვანი არ არის. ეს ერთგვარად უნივერსიტეტის მიერ მისთვის ამოჭრილი ტერიტორიის მიღმაა. მისი საქმეა ასწავლოს, დაწეროს წიგნები, იყოს პროფესორი, მკვლევარი, გააკეთოს ტექნიკური აღმოჩენები. არცერთ ამათგანს არაფერი აქვს საერთო მასთან რაზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ. მიუხედავად იმისა, რომ რაზეც აქ ვსაუბრობთ უაღრესად მნიშვნელოვანია და მის საქმეზე მიუთითებს.

და ბოლოს, ის ამბობს: "არსობრივად, ეს მაქსიმალური უნიფიცირება, რეალობის ყველაზე ღრმა ფენა, არ შედგება არც საგნებისა და მთებისგან, არც პროტონების, ელექტრონებისა და მსგავსი რამეებისგან. ის მხოლოდ კვანტური ტალღური ფუნქციაა, სხვა დანარჩენი კი, საუბრის მოსახერხებელი გზაა."- აქაც, რაღაც ნაწილი სწორია, რაღაც მცდარი. მართალია, რომ ეს მაქსიმალური, საბოლოო უნიფიცირებაა, ჩვენ ყველაფერს ერთ კვანტურ ტალღურ ფუნქციაში ვაერთიანებთ, რომელიც ყველა კერძო შესაძლებლობის სუპერპოზიციაა, სხვაგვარად ცნობილი როგორც აბსოლუტური უსასრულობა. თქვენ არც კი გჭირდებათ ტოლობის დაწერა მისთვის. უბრალოდ დაწერეთ უსასრულობის სიმბოლო. ის მთელი რეალობის ყველაზე მოკლე სიმბოლიზაციაა. ამის გასაკეთებლად ტექნიკური კვანტური ტოლობა არ გჭირდებათ. რა თქმა უნდა, ამას საჩივარი მოჰყვება და იტყვით, რომ: "კარგი და ლეო, თუ უბრალოდ უსასრულობის სიმბოლოს დავწერ, რა უნდა ვუყო მას? ეს არც ძალიან პრაქტიკულია. უსასრულობის სიმბოლოს გამოყენებით ვერ ავდგები და შევქმნი სუპერკომპიუტერს ან სმარტფონს, ვერ გავაკეთებ რაიმე ახალ რაკეტულ ხომალდს, მე რამე უფრო კონკრეტული მჭირდება, რამე უფრო პატარა, უფრო მყარი და კომპაქტური."- დიახ სწორედ ასეა, ხედავთ? მეცნიერების მიზანმიმართულობა, რომ იყოს პრაქტიკული, შეეძლოს ტექნოლოგიების შექმნა და გარკვეული სპეციფიკური სიტუაციების წინასწარმეტყველება ერთგვარად საწინააღმდეგოა იმ კითხვისა, რომელსაც რეალობის არსზე, რაგვარობაზე ვსვამთ. ეს ორი კითხვა თითქმის მთლიანად წინააღმდგობაში მოდის. რადგან, როდესაც ჩვენ ვსვამთ კითხვას თუ რა არის ყველაფრის არსი, ჩვენ ვითხოვთ ყველაზე დიდ შესაძლო სურათს, არ უნდა გვქონდეს პასუხის პრაქტიკულობის მოლოდინი. არ უნდა ველოდოთ, რომ უბრალოდ მივიღებთ ამ პასუხს და მაშინვე რაკეტული ხომალდის ასაგებად გამოვიყენებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რაში გვარგია ის. - არა! თქვენ შეიძლება თქვათ: რა არის ასეთი პრაქტიკული, ყველაფრის არსის ცოდნაში? - კარგი, ერთი მხრივ, არ არის პრაქტიული, მაგრამ მეორე მხრივ, ეს მაქსიმალური პრაქტიკულობაა, რადგან ყველაფრის არსი პასუხისმგებელია ყველაფრის არსებობაზე, საბოლოო კითხვაზე თუ რატომ არის ეს ყველაფერი.აბსოლუტური უსასრულობა რომ ყოფილიყო, თქვენ სხვა ვერაფერი გექნებოდათ. ვერ გექნბეოდათ: მეცნიერება, მათემატიკა, ფიზიკის პროფესორები, "კალტექი", "მიტი", მე, თქვენ, არაფერი არ იქნებოდა.- ნამდვილად არა,მაგრამ ეს შეუძლებელია, რადგან, ნახეთ, არფერი მოიცავს ყველაფერს. ეს მისი პარადოქსია. არაფერი არასტაბილურია, თქვენ ალბათ ფიქრობთ: "რატომ არ არის უბრალოდ შავი ხვრელი, ან ცარიელი სივრცე, რატომ არსებობენ სგნები?" - რადგან იფიქრეთ ამაზე: ცარიელი სივრცე, რომ გქონოდათ, იკითხავდით: "რატომ უნდა ყოფილიყო ცარიელი სივრცე? რა გამოიწვევდა ცარიელი სივრცის არსებობას და არა სპილოს მაგალითად." ამგვარად თქვენ იძულებული იქნებოდით სპილოს არსებობაც დაგეშვათ, შედეგად ჩვენ ცარიელი სივრცე და სპილო გვექნებოდა. შემდეგ იკითხავდით: "და რა უშლის ხელს კენგურუს არსებობას?" და ჩვენ კენგურუსაც დავამატებდით. თქვენ კვლავ იკითხავდით: "და რატომ არა მანქანა?"- კარგი იყოს მანქანაც, "და ადამიანები?"- ჩვენ მათაც დავამატებდით. "ბაქტერია?"- იყოს ბაქტერიაც. " და უცხოპლანეტელები?" - და მათ არსებობასაც დავუშვებდით. "და რა უშლის ხელს მარტორქებს?"- არაფერი! ჩვენ მათაც დავამატებდით. ჩვენ ყველა საგანს დავამატებთ.

ხედავთ? რადგან "არაფერი" არასტაბილურია, თუ ის ცარიელი რჩება, მყისიერად უნდა შეივსოს. ხედავთ? ეს შევსება არის არა დროში მიმდინარე, არამედ მყისიერი. თუ წარმოიდგენთ, რომ სამყარო, ძალიან ძალიან დასწყისში, უბრალოდ ცარიელი სივრცე იყო. თქვენ უკვე ყველა შესაძლებლობა წარმოიდგინეთ, ცარიელი სივრცე ყველა დანარჩენი რომ მოიცვას, მაშინვე უნდა შეივსოს. რადგან არაფერია რაც სიცარიელეს აიძულებს. ამავე დროს, სიცარიელე არსად არ ქრება, ის აღწევს ყველა სპილოში, კენგურუში, ადამიანში, მანქანაში და ყველა დანარჩენში. სიცარიელე არ არის განცალკავებული სპილოსგან, სპილო სიცარიელეა, სპილო არის რაც სიცარიელეა. მაგრამ ფიზიკოსებში ეს იკარგება. მაგალითად შონ კეროლის მოსაზრება, რომ ყველაფერი ეს უბრალოდ კვანტური ტალღური ფუნქციაა, რაღაც მხრივ სიმართლეა, მაგრამ რაღაც მხრივ მცდარი. ის ამბობს, რომ სხვა დანარჩენი საუბრის მოსახერხებელი გზაა. ანუ, ის მიიჩნევს, რომ როცა ჩვენ ოკეანეზე, სპილოზე, მთებზე, პროტონებზე, ელექტრონებზე და სხვა დანარჩენზე ვსაუბრობთ. ეს უბრალოდ "მოსახერხებელი იარლიყია." სინამდვილეში კი, ეს ტოლობაა, რაც ნამდვილ მიღწევად მიაჩნია. - მაგრამ, არა! ტოლობებიც ასევე ”მოსახერხებელი იარლიყია" და არა ნამდვილი მიღწევა. ნამდვილი მიღწევა ის არის, რომ არაფერი არსებობს უსასრულობაზე უფრო რეალური. მხოლოდ ამ რეალობის არსებობაა შესაძლებელი. ვერაფერი იარსებებს მის გარეთ, რადგან ის უკვე ყველა შესაძლებლობას მოიცავს, რომელიც მის გარეთ ან შიგნით შეიძლება არსებობდეს. აი ასე, მე თანამედროვე კვანტური ფიზიკოსის აზრი დავამსხვრიე ამ საკითხებზე. ეხლა კი, ჩვენ უნდა გადავიდეთ, კვანტური მექანიკის ბაბუებზე. ვნახოთ მათ რა აქვთ სათქმელი...

გაგრძელება იქნება...

მსგავსი სტატიები

შვიდი საფეხური სუფიზმში


ჩვენ წინ ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზა გადაჭიმულიყო თავისი შვიდი ...

იგდრასილი - შამანის კოსმოსი


(კენეტ მედოუზის წიგნიდან - “რუნების მაგია”) მთარგმნელი: მამუკა ...

ფოტო კონკურსი - "MAGMA - შენი ფავორიტი ვებ-გვერდი!"


ცხადდება კონკურსი საუკეთესო ფოტოზე! თემა: "MAGMA - შენი ფავორიტი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff