კომპლიმენტები, რომლებითაც ადამიანებს გააღიმებთ

Admin
სხვადასხვა
0
0

ავტორი: ანა თოფურიძე სიძულვილის ენის ეპოქაში, სადაც ყოველ დღე ტელევიზიით საშინელებათა ისტორიებ...

smileee

ავტორი: ანა თოფურიძე

სიძულვილის ენის ეპოქაში, სადაც ყოველ დღე ტელევიზიით საშინელებათა ისტორიებს ვისმენთ და სოციალურ ქსელშიც თვითგამოხატვა უმეტესად სხვის დაცინვით, გინებით ან აგრესიული ფორმებით ხდება, ადამიანებს გვავიწყდება დადებითი ენერგიის მატარებელი სიტყვების თქმა. შეიძლება ისე დავიძინოთ კომპლიმენტი არავის ვუთხრათ და არც მოვისმინოთ. ეს კი ჩვენს ჯანმრთელობას, თვითშეფასებას, ცხოვრებას და მთლიან რეალობას ნეგატივისკენ ხრის რადგან ჩვენ ვართ ის რაც გვესმის და გარშემო ადამიანები არიან ის რაც ესმით. ინტერნეტში სეირნობისას ასეთი სათაურის სტატიას გადავწყდი: „კომპლიმენტები რომელიც ადამიანებს გააღიმებს.“ რატომაც არა? შენ ირჩევ ყოველ დღე, ყოველ წამს უსასრულო მარაგიდან სიტყვებს, აწყობ აზრს და ეუბნები მეორე ადამიანს. რატომ არ უნდა იყვნენ ისინი სასიამოვნო?

1. მადლობა რომ არსებობ.
2. შენმა გაცნობამ სამყარო სხვა თვალით დამნახა.
3. მომწონს შენს გამო როგორი იდეები მებადება.
4. მომწონს როგორ მიწვევ წინსვლებისთვის.
5. შენს გვერდით ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვარ.
6. შენი ენერგია ვირუსულია.
7. როცა ერთად ვართ ყველაფერი შესაძლებლად მეჩვენება.
8. შენ ხარ ჩემთვის მუდმივი შემხსენებელი იმისა, რომ ადამიანი შეიძლება კარგი იყოს.
9. შენი სიცილი ჩემი საყვარელი ხმაა.
10. არ ვიცოდი რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა მეგობრობა, სანამ შენ შეგხვდებოდი.
11. არავინაა სამყაროში შენი მსგავსი.
12. ისეთი სულელი სულაც არ ხარ როგორსადაც ადამიანებს თავს აჩვენებ.
13. მიყვარს შენი უცნაურობა.
14. შენში უფრო მეტი სუპერგმირია ვიდრე მარველის პერსონაჟებში.
15. ჩემი შთაგონება ხარ.
16. შენი არსებობა ცხოვრებას ამსუბუქებს.
17. ფანტასტიური (სხეულის რომელიმე ნაწილი) გაქვს.
18. ჭეშმარიტად დაუვიწყარი ხარ.
19. მანდომებ რომ უკეთესი გავხდე.
20. შინაგანად და გარეგნულადაც მშვენიერი ხარ.
21. ქალღმერთების არსებობაში მარწმუნებ.
22. შენთან ყოფნისას ვამჩნევ რომ უფრო ხშირად ვიცინი.
23. სიცოცხლის ელექსირი ხარ.
24. შენს გამო ცხოვრების ბნელი მხარეები მავიწყდება.
25. შენთან რამდენიმე წამიანი საუბრის შემდეგ, თავს უკეთ ვგრძნობ.
26. შენი მშობლები ალბათ ძალიან ამაყობენ შენით.
27. შენი ძეგლი უნდა იდგას ქალაქში.
28. არასოდეს დამავიწყდება, როგორ მაგძნობინებ თავს.
29. არის დღე, რომელიც შენ უკეთესი არ გაგიხდია?
30. მინდა, რომ ისეთი პიროვნება გავხდე, როგორიც შენ ხარ.
31. რომ მოკვდე ან რამე დაგემართოს შენი ბრაუზერის ისტორიას წავშლიდი.
32. მიყვარს შენი გონება.
33. ყოველ დღე ახერხებ ჩემს გაოცებას.
34. შენი სიყვარული ყველაზე ბუნებრივი რამეა.
35. თავს სრულყოფილად მაგრძნობინებ.
36. გთხოვ, არასოდეს შენწყვიტო შენს თავად ყოფნა.
37. ვერასოდეს ვხედავდი ფოტოების გადაღებაში აზრს შენს გაცნობამდე.
38. როგორი მძიმე დღეც არ უნდა მქონდეს, გიხსენებ და იმედით და ძალით ვივსები.
39. განსაკუთრებული ხარ.
40. საუკეთესო დედა ხარ.
41. ...
42. ...
43. ...

გისურვებთ ბევრი სასიამოვნო სიტყვა მოგესმინოთ და ქმედებებითაც დაემტკიცებინოთ რომ ისინი თქვენთვის წარმოთქვეს და თქვენც ასევე, უთხარით საყვარელ ადამიანებს სასიმოვნო სიტყვები მოულოდნელად და გააღიმეთ. საიდუმლოდ გაგიმხელთ, როდესაც ადამიანი სამჯერ მიიღებს ერთ კომპლიმენტს (ან კრიტიკას) ამას გაუცნობეირებლად სწავლობს და სხვასაც გადასცემს. კარგის თქმა არ შეუძლია მას, ვინც კარგს არ ისმენს. ასე რომ თქვენს ხელშია მეგობარს რას აგრძნობინებთ და ასწავლით.

 

მსგავსი სტატიები

მათემატიკის სისტემა


შესავალი სიტყვა.. magma-ს ერთ-ერთი ძირითადი მიზანია შემეცნება. შე...

კაჰუნების საიდუმლო ცოდნა


მთარგმნელი: მამუკა გურული ჰუნა (კაჰუნების სწავლება, კაჰუნები – ს...

დანაშაულის გრძნობა


დანაშაულის გრძნობა (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინ...

ოშო - ქორწინების და ბავშვების შესახებ


– ოდესმე გიფიქრიათ დაქორწინება? – არა, არასდროს. მე დასაწყისშივე ვ...

როგორ მოვახდინოთ საუკეთესო პირველი შთაბეჭდილება ექსპერტების თანახმად


წყარო: მთარგმნელი: სალომე თორაძე ახალ ადამიანთან შეხვედრისას თ...

1.5 მილიონმა მოხალისემ 66 მილიონი ხე დარგო 12 საათში და გინესის რეკორდი დაამყარა


ცენტრალურ ინდოეთში, მადჰია პრადეშის შტატში ახალი გინესის რეკორდი ...

ფინანსური სისტემა


ავტორი: მანგალა წყარო ორიოდე სიტყვით სისტემის ერთ ერთ უმთავრეს ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff