ტარო და გმირის მოგზაურობა (შესავალი)

Admin
ტარო
0
0

ავტორი: ჰაიო ბანცჰაფი მთარგმნელი: მამუკა გურული  ავტორის წინასიტყვაობა ტარო — ესაა სიმბ...

banchaaaf

ავტორი: ჰაიო ბანცჰაფი

მთარგმნელი: მამუკა გურული 

ავტორის წინასიტყვაობა

ტარო — ესაა სიმბოლოთა სისტემა, რომლის ბედიც ისე აეწყო, რომ მას ხშირად უბრალოდ მკითხაობის სისტემად თვლიან და რადგანაც კარტის და სხვა ბაზრის მკითხაობები ყველა დროში ხალხის გასართობად ითვლებოდა, სერიოზულ მკვლევართაგან მხოლოდ მცირე მათგანი აძლევდა საკუთარ თავს უფლებას, რომ შეესწავლა ეს სისტემა და ნაწილობრივ მაინც ჩაწვდომოდა მის არსს. კარტებს რაღაც სამარცხვინოდ თვლიდნენ და გონიერი ადამიანები, ვინც მის სერიოზულად შესწავლას ცდილობდნენ, რისკავდნენ და ახლაც რისკავენ, რომ დაცინვის ობიექტები გახდნენ.

აი, რატომაა, რომ მასში ჩადებული ინფორმაციის ღრმა, არქეტიპული დონე ჩვენს დროში მხოლოდ ცოტასთვისაა მისაწვდომი. შეეცადეთ თქვათ, რომ ტაროში კაცობრიობის პირვანდელ სიბრძნეს ხედავთ - პასუხად საუკეთესო შემთხვევაში გაკვირვებას მიიღებთ: «ნუთუ ეს შესაძლებელია?», — ყველაზე ხშირად კი — თანამგრძნობ ღიმილს.

განსხვავებით ასტროლოგიისგან, რომელიც უკვე ხუთიათასწლიან ისტორიას ითვლის და მთელი ამ დროის განმავლობაში, თუკი უკანასკნელ სამას წელს არ ჩავთვლით, ელიტის ცოდნად და საქმიანობად ითვლებოდა, ტარო ამით ვერ დაიტრაბახებს. როცა ამბობენ, რომ ტაროც ასევე წარმოადგენს უძველეს ტრადიციას, რომელიც ინდოეთამდე ან ძველ ეგვიპტემდე მიდის და მხოლოდ XIV საუკუნეში აღმოაჩინეს ევროპელებმა, ეს საკმაოდ მომხიბვლელად ჟღერს, მაგრამ ამის მტკიცებულება ჯერ ნაპოვნი არაა. უდიდესი სპეცილისტი ამ სფეროში - არტურ-ედვარდ უეიტი, რომელმაც XX საუკუნის დასაწყისში გამოუშვა დღემდე ყველაზე პოპულარული ტაროს თავისი დასტა, კატეგორიულად ამბობდა: «არანაირი ტაროს ისტორია XIV საუკუნემდე არ არსებობდა».

ასტროლოგიის ისტორია, რა თქმა უნდა უფრო მდიდარია. მისი ფესვები ძველ ბაბილონამდე მიდის. იგივე შეიძლება ითქვას ჩინურ სისტემაზე - ი-ძინზე. ცნობილია, რომ მას იყენებდა დიდი კონფუცი, და ამ წიგნს თავისი კომენტარებიც დაურთო. მას შემდეგ, რაც ი-ძინის წიგნი XX საუკუნის 20-იან წლებში გერმანულად ითარგმნა უდიდესი ჩინეთმცოდნის რიხარდ ვილჰელმის მიერ, მისით დაინტერესდნენ ისეთი დიადი გონებები, როგორებიც იყვნენ კარლ-გუსტავ იუნგი, ჰერმან ჰესე, მარია-ლუიზა ფონ ფრანცი და ლამა ანგარიკა გოვინდა, აღმოაჩინეს რა მასში სიბრძნის ამოუწურავი წყარო.

სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად გვიზიდავს ეგზოტიკური, არაღრმა საგნები, რომლებიც უმაღლესი სიბრძნის შედევრებადაა აღიარებული. და ამ დროს არსებობს მართლაც ღირებული საგნები, რომლებიც ჩვენს ფეხებთან გდია და ამა თუ იმ მიზეზით სამარცხვინოდ ან „უბრალო ხალხის“ გასართობად ვთვლით. ტარო არც პირველი და არც უკანასკნელი განძია, რომელიც ქუჩის მტვრიდან აღმოაჩინეს. დაე, ეს წიგნი ამის ახალი მტკიცებულება გახდეს.

ჰაიო ბანცჰაფი, მიუნხენი, 1997 წლის მაისი.

სრული ტექსტი ქართულ ენაზე იხილეთ ბიბლიოთეკის განყოფილებაში - ამ ლინკზე

მსგავსი სტატიები

მაღალი არკანები (მოკლე აღწერები)


ალიონა სოლოდილოვას წიგნიდან - "ტარო ფსიქოლოგის საქმეში" მთარგმნე...

ტარო და გმირის მოგზაურობა (შესავალი)


ავტორი: ჰაიო ბანცჰაფი მთარგმნელი: მამუკა გურული  ავტორის წ...

The Fool - სულელი


22-ე არკანი. სულელი (ალექსეი პახაბოვის წიგნებიდან). მთარგმნელი: მა...

ტაროს არქეტიპები


სულის გზა მაღალი არკანების სივრცეში მთარგმნელი: მამუკა გურული &...

მე-17 არკანი - ვარსკვლავი


(ამონარიდები ალექსეი პახაბოვის წიგნებიდან) მთარგმნელი: მამუკა გურუ...

ტაროს არქეტიპები - სულის გზა მაღალი არკანების სივრცეში


მთარგმნელი: მამუკა გურული ჩვენ დაუღალავად უნდა ვიკვლიოთ სამყარო....

ოშო - ცხოვრების თამაში (ძენ ტარო)


მთარგმნელი: მამუკა გურული ცხოვრება თამაშია, უმაღლესი თამაში. თუ ცხ...

ილუმინატების ტარო - მაღალი არკანები


  ავტორები: კიმ ჰაგინსი; ერიკ დანი მთარგმნელი: მამუკა გურული...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff