ღმერთი ნეირონებში (1) (Athene)

Admin
ფსიქოლოგია
0
0

ცნობიერების საიდუმლოებები. ღმერთი ნეირონებში. ყველაფრის თეორია ათენესგან (2011) ტრანსკრიბცია ვ...

athene1

ცნობიერების საიდუმლოებები. ღმერთი ნეირონებში. ყველაფრის თეორია ათენესგან (2011)

ტრანსკრიბცია ვიდეოდან

მთარგმნელი: ლიკა მარღანია

ახალგაზრდა კაცი, სახელად ქირენ ბუმაზა (Chiren Boumaaza), უფრო ცნობილი, როგორც Athene, ინტერნეტსივრცეში საკმაოდ პოპულარული პიროვნებაა საზღვარგარეთ. მის ვიდეოს 240 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ის პროფესიონალი მოთამაშეა (გეიმერი), რომლის შემოსავლის წყაროც World of Warcraft-ისა და ონლაინ-პოკერის თამაშია. ამასთან, Athene ცნობილია სათამაშო სერვერების განადგურებისკენ მიმართული აქციებით, რასაც ის თავისი მიმდევრების უზარმაზარი არმიის მეშვეობით ახორციელებს. ეს უკანასკნელნი პატივს სცემენ მის ნიჭს და თავადაც სურთ გამოავლინონ თავი.

***
წინამდებარე ფილმი წარმოაჩენს ახალ მიღწევებს ნევროლოგიის სფეროში და, ამასთანავე, გვიჩვენებს მრავალი ამოუხსნელი პრობლემის ამოხსნის გზებს ფიზიკაში. მართალია, იგი არ შეეხება მეტაფიზიკის საკითხებს და ეფუძნება მხოლოდ მეცნიერულად გადამოწმებად მონაცემებს, მაგრამ ეხება სიცოცხლესთან, სიკვდილთან და სამყაროს წარმომავლობასთან დაკავშირებულ ფილოსოფიურ თემებს.

ინფორმაციის მრავალშრიანობისა და ინტენსიურობის გათვალისწინებით, შესაძლოა ვიდეოს რამდენჯერმე ნახვა გახდეს აუცილებელი, რათა სწორად იქნეს გაგებული, მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, გაგვემარტივებინა რთული სამეცნიერო ცნებები.

მადლობა ავტორს, რომელმაც მომცა საშუალება თვალი მედევნებინა მისი მუშაობის პროცესისთვის და გამომექვეყნებინა ეს მასალა.

ავტორის სურვილია შემოიფარგლოს მხოლოდ კვლევებით და არ მიიღოს მონაწილეობა მათი შედეგების გავრცელებაში.

***

თავი 1 - ღმერთი ნეირონებში

ადამიანის ტვინი, დაახლოებით, ასი მილიარდი ნეირონისგან შედგება. სხვადასხვა შეგრძნებები ქმნიან ნერვულ კავშირებს/ბმებს, რომლებიც, შესაბამისად, სხვადასხვა ემოციებს წარმოშობენ.

ნეირონების სტიმულაციის (დონის) მიხედვით, გარკვეული ბმები უფრო მტკიცე და ეფექტურები ხდებიან, სხვები კი სუსტდებიან. ამ მოვლენას ნეიროპლასტიკურობა ეწოდება.

music

ის, ვინც მუსიკას სწავლობს, ბევრად ძლიერ ნერვულ ბმებს ქმნის თავის ტვინის ორ ნახევარსფეროს შორის, რათა მუსიკალური შემოქმედება და უნარები განავითაროს. 

სწავლების მეშვეობით პრაქტიკულად ნებისმიერი ნიჭის და უნარის განვითარებაა შესაძლებელი. რუდიგერ გამი თავს უიმედო სტუდენტად თვლიდა, რომელიც ელემენტარულ მათემატიკასაც კი ვერ უგებდა თავს და ბოლოს. მან გადაწყვიტა დაეწყო საკუთარი უნარების განვითარება და იქცა ადამიან-კალკულატორად, რომელსაც თავისუფლად შეეძლო ურთულესი გამოთვლების განხორციელება.

რაციონალურობა და ემოციური მდგრადობა სწორედ ამ პრინციპით მუშაობს. სავსებით შესაძლებელია ნერვული ბმების გამყარება. როდესაც რაღაცით ხართ დაკავებული, ანუ, აკეთებთ რამეს, თქვენ ფიზიკურად ცვლით თქვენს ტვინს, რათა საუკეთესო შედეგს მიაღწიოთ. რამდენადაც ეს არის ტვინის მთავარი და ძირითადი მექანიზმი, თვითშემეცნებას ძალუძს მნიშვნელოვნად გაამდიდროს ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება.

ნაწილი 1 - სოციალური ნევროლოგია

განსაკუთრებით გამორჩეული ნეირონები და ნეირომედიატორები, როგორიცაა ნორეპინეფრინი, დაცვით მექანიზმს ააქტიურებენ, როდესაც ვგრძნობთ, რომ ჩვენს აზრებს/ფიქრებს აუცილებლად ესაჭიროება ‘გარე’ ზემოქმედებისგან დაცვა. თუკი ვინმეს აზრი განსხვავდება ჩვენი საკუთარი შეხედულებისგან, ტვინისკენ მიემართება იგივე ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ხოლმე ჩვენს გადარჩენას საშიშ სიტუაციებში. ამ თავდაცვით მდგომარეობაში ტვინის შედარებით პრიმიტიული ნაწილი ერთვება რაციონალურ აზროვნებაში, ხოლო ლიმბურ სისტემას შეუძლია დაბლოკოს ჩვენი მუშა მეხსიერება და ფიზიკურად გამოიწვიოს „აზროვნების შეზღუდვა“.

ამაზე დაკვირვება შეიძლება, მაგალითად, დაშინების, ან პოკერის თამაშის დროს, ან როდესაც ვინმე ჯიუტად იცავს თავის პოზიციას კამათის დროს.

როგორც არ უნდა ღირებული იყოს იდეა, ამგვარ მდგომარეობაში ტვინი უძლურია დაამუშავოს იგი. ნეირონულ დონეზე, იგი მას საფრთხედ აღიქვამს, თუნდაც საქმე სრულიად უწყინარ შეხედულებებს, ან ფაქტებს ეხებოდეს, რომლებსაც, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, დავეთანხმებოდით კიდეც.

მაგრამ, როდესაც ჩვენ ვავლენთ საკუთარ თავს და ჩვენს აზრებს და შეხედულებებს ჯეროვნად აფასებენ, დამცავი ნივთიერებების დონე ტვინში მცირდება, დოფამინის გადაცემა ააქტიურებს მოწონების, წახალისების ნეირონებს და ჩვენ ვგრძნობთ საკუთარ ძალას და გვემატება თავდაჯერება. ჩვენი შეხედულებები არსებით გავლენას ახდენენ ჩვენი სხეულის ქიმიაზე. სწორედ ამას ეფუძნება პლაცებოს ეფექტი.

dofamin

თვითშეფასება და საკუთარ თავში დაჯერებულობა კავშირშია ნეირომედიატორ სეროტონინთან. აღნიშნულის ძლიერ დეფიციტს, ხშირ შემთხვევაში, დეპრესიასთან, თვითგამანადგურებელ ქმედებებთან, და, თვითმკვლელობამდეც კი მივყავართ.
როდესაც საზოგადოება გვაფასებს, ტვინში დოფამინის და სეროტონინის დონე მატულობს და გვეხმარება ემოციური ფიქსირებულობისგან გათავისუფლებასა და თვითშეგნების ამაღლებაშ

ნაწილი 2- სარკისებრი ნეირონები და ცნობიერება

სოციალური ფსიქოლოგია ხშირად მიმართავს ადამიანის საბაზისო მოთხოვნილებას „იპოვოს თავისი ადგილი“ და უწოდებს ამას „ნორმატიულ სოციალურ გავლენას“. ადამიანის ზრდა-განვითარებასთან ერთად, ჩვენი მორალური და ეთიკური კომპასი თითქმის მთლიანად გარემოს გავლენით ყალიბდება. ამგვარად, ჩვენი ქცევები ხშირად იქიდან მომდინარეობს, თუ როგორ გვაფასებს საზოგადოება.

თუმცა, ახალი მონაცემები ნევროლოგიის სფეროში კულტურისა და ინდივიდუალობის ბევრად უფრო მკაფიო გაგებას გვთავაზობს.

ახალმა ნევროლოგიურმა კვლევებმა დაადასტურეს ემპათიური სარკისებრი ნეირონების არსებობა.
როდესაც განვიცდით გარკვეულ ემოციებს, ან გარკვეულ ქმედებებს ვახორციელებთ, კონკრეტული ნეირონები იწყებენ მუშაობას.

მაგრამ, როდესაც ვხედავთ, თუ როგორ აკეთებს ამას ვიღაც სხვა, ან წარმოვიდგენთ ამას, ამოქმედდება იმავე ნეირონების დიდი ნაწილი, იმგვარად, თითქოს ამ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებდეთ.

აღნიშნული ემპათიური ნეირონები გვაკავშირებენ სხვა ადამიანებთან და გვაძლევენ საშუალებას შევიგრძნოთ ის, რასაც სხვები განიცდიან. იმდენად, რამდენადაც იგივე ნეირონები რეაგირებენ ჩვენს წარმოსახვაზე, მათგან ისევე ვიღებთ ემოციურ უკუკავშირს, როგორც სხვა ადამიანისგან. ეს სისტემა გვაძლევს სწორედ თვითანალიზის შესაძლებლობას.

athene2

სარკისებრი ნეირონები ვერ ხედავენ განსხვავებას საკუთარ თავსა და სხვებს შორის. ამიტომაც არის, რომ ჩვენ ასერიგად ვართ დამოკიდებული გარშემომყოფთა შეფასებაზე და გვიჩნდება სურვილი შევესაბამებოდეთ მას. ჩვენ მუდმივად ვექვემდებარებით გაორებას: იმას, თუ როგორ ვხედავთ ჩვენს თავს და იმას შორის, თუ როგორ აღგვიქვამენ სხვები. ამას შეუძლია ხელი შეუშალოს ჩვენს ინდივიდუალურობას და თვითშეფასებას. თავის ტვინის ფოტოები გვიჩვენებს, რომ ჩვენ ამ უარყოფით ემოციებს განვიცდით იქამდეც კი, ვიდრე მათ გავაცნობიერებდეთ. მაგრამ, ჩვენი თვითშეგნებით ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ უარყოფითი ემოციები, რადგან შეგვწევს უნარი ვაკონტროლოთ მათი გამომწვევი აზრები ჩვენში. აღნიშნული გახლავთ ნეიროქიმიური შედეგი იმისა, თუ როგორ სუსტდებიან მოგონებები და როგორ ხდება მათი აღდგენა ცილის სინთეზით.

თვითანალიზი ძლიერ გავლენას ახდენს ტვინის მუშაობაზე. ის ააქტიურებს თვითრეგულაციის ნეოკორტიკულ უბნებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ მკაფიოდ ვაკონტროლოთ საკუთარი გრძნობები. ყოველ ჯერზე, როდესაც ამას ვაკეთებთ, ჩვენი რაციონალურობა და ემოციური მდგრადობა მყარდება. თვითკონტროლის გარეშე, ჩვენი ფიქრებისა და ქმედებების უმეტესობა იმპულსურია, და ის ფაქტი, რომ შემთხვევით ვრეაგირებთ და არ ვაკეთებთ ცნობიერ არჩევანს, ინსტიქტურად გვაღიზიანებს. ამის თავიდან ასაცილებლად, ტვინი მიისწრაფის გაამართლოს ჩვენი საქციელი და ფიზიკურად ახდენს მოგონებების ‘გადაწერას’ მეხსიერების რეკონსოლიდაციის გზით, გვაიძულებს რა, დავიჯეროთ, რომ ჩვენ ‘ვაკონტროლებდით’ ჩვენს ქმედებებს.

ამას ეწოდება რესტროსპექტული რაციონალიზაცია, რომელიც ჩვენი უარყოფითი ემოციების უმეტესობას გადაუჭრელად (უპასუხოდ) ტოვებს და მათ შეუძლიათ თავი ნებისმიერ დროს წამოყონ.

ისინი კვებავენ შინაგან დისკომფორტს, მაშინ, როდესაც ტვინი განაგრძობს ჩვენი ირაციონალური ქცევების გამართლებას. ეს ყოველივე, ქვეცნობიერის რთული და თითქმის შიზოფრენიული ქმედება ჩვენს ტვინში ფართო, პარალელურად განაწილებული სისტემების მუშაობის შედეგია. 

ცნობიერებას არ გააჩნია კონკრეტული ცენტრი. მოჩვენებითი ერთიანობა განპირობებულია იმით, რომ ყოველი ცალკეული ჯაჭვი აქტიურდება და თავს ავლენს დროის კონკრეტულ მომენტში.

hemi2

ჩვენი გამოცდილება მუდმივად ცვლის ნერვულ ბმებს, იმავდროულად, ფიზიკურად ცვლის რა ჩვენი ცნობიერების პარალელურ სისტემას.

ამაში პირდაპირმა ჩარევამ, შესაძლოა სიურეალისტური ეფექტები გამოიწვიოს, რაც აღძრავს კითხვას, თუ რა არის ცნობიერება და სად მდებარეობს იგი.

თუკი მარცხენა ნახევარსფეროს განვაცალკევებთ მარჯვენა ნახევარსფეროსგან, როგორც იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებმაც გადაიტანეს ტვინის განცალკევების პროცესი, თქვენ მარცხენა ნახევარსფეროს მეშვეობით შეინარჩუნებთ ლაპარაკის და ფიქრის უნარს, მაშინ, როდესაც მარჯვენა ნახევარსფეროს შემეცნებითი უნარები ძლიერ შეზღუდვებს დაექვემდებარება.

მარცხენა ნახევარსფერო ვერც იგრძნობს მარჯვენა ნახევარსფეროს არარსებობას, თუმცა ეს მნიშვნელოვნად შეცვლის თქვენს აღქმას.

მაგალითად, თქვენ ვერ შეძლებთ აღწეროთ სხვა ადამიანის სახის მარჯვენა ნაწილი, მაგრამ თქვენ ამას ვერ შეამჩნევთ. თუმცა, პრობლემას ამაში ვერ დაინახავთ და ვერც მიხვდებით, რომ რაღაც შეიცვალა. ეს ხდება, რადგან აღნიშნული პროცესი მხოლოდ თქვენს მიერ რეალური სამყაროს აღქმას კი არ შეეხება, არამედ თქვენს აზრობრივ ხატსახეებსაც, და ეს არამხოლოდ აღქმის პრობლემაა, არამედ ცნობიერების ფუნდამენტური ცვლილება.

 ნაწილი 3 - ღმერთი ნეირონებში

თითოეულ ნეირონს გააჩნია ელექტრული ძაბვა, რომელიც იცვლება, როდესაც იონები შედიან მასში, ან ტოვებენ მას.

როდესაც ძაბვა გარკვეულ დონეს აღწევს, ნეირონი უშვებს ელექტროსიგნალს სხვა უჯრედებისკენ, სადაც პროცესი მეორდება. როდესაც ბევრი ნეირონი ერთდროულად უშვებს სიგნალებს, ჩვენ ამის გაზომვა ტალღის სახით შეგვიძლია.

ტვინისმიერი ტალღები პასუხს აგებენ თითქმის ყველაფერზე, რაც ჩვენს ტვინში ხდება, მეხსიერების, ყურადღებისა და თვით ინტელექტის ჩათვლით. სხვადასხვა სიხშირის რხევები კლასიფიცირდება, როგორც ალფა-, ბეტა- და გამა-ტალღები. ტალღების ყოველი ტიპი კავშირშია სხვადასხვა ამოცანებთან. ტალღები საშუალებას აძლევენ ტვინის უჯრედებს მოიმართონ/გადაეწყონ ამოცანის შესატყვის სიხშირეზე, და უგულებელყონ სხვა უცხო სიგნალები. ისევე, როგორც რადიომიმღები მოიმართება ხოლმე რადიოსადგურის ტალღაზე. ნეირონებს შორის ინფორმაციის გადაცემა ოპტიმალური ხდება მაშინ, როდესაც მათი ქმედებები სინქრონიზებულია. აი, რატომ განვიცდით კოგნიტურ დისონანსს, გაღიზიანებას, რაც ორი არათავსებადი იდეითაა ხოლმე გამოწვეული. ნება, ეს არის სწრაფვა ცალკეულ აქტიურ ნეირონულ ჯაჭვებს შორის დისონანსის შემცირებისკენ.

ევოლუციაც მსგავს პროცესად შეიძლება განვიხილოთ, სადაც ბუნება ცდილობს ადაპტირდეს, ანუ „რეზონირდეს“ გარემოსთან. მან განვითარების გზა განვლო, ვიდრე მიაღწევდა იმ დონეს, სადაც დაიწყო თვითშემეცნება და ფიქრი საკუთარი არსებობის რაობაზე. როდესაც ადამიანი შეეჯახება მიზნისაკენ სწრაფვის პარადოქსს და ფიქრს იმაზე, რომ არსებობას აზრი არ აქვს, ხდება კოგნიტური დისონანსი. ამიტომ მიაშურებენ ხოლმე ადამიანები სულიერებას და განუდგებიან ხოლმე მეცნიერებას, რომელსაც არ აქვს პასუხები ამ ეგზისტენციალურ კითხვებზე: ვინ ვარ? და რისთვის ვარსებობ?

hemi4


ნაწილი 4 - მე - Athene

„სარკისებრი ნეირონები ვერ აღიქვამენ სხვაობას საკუთარ თავსა და სხვებს შორის“.

hemi5

მარცხენა ნახევარსფერო მნიშვნელოვანწილად აგებს პასუხს შეხედულებების მწყობრი სისტემის შექმნაზე, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ცხოვრების უწყვეტობის განცდას.

ახალი გამოცდილება ედარება შეხედულებათა არსებულ სისტემას და თუ ვერ ეწერება მასში, მას უბრალოდ უგულებელყოფენ.

ბალანსის როლში მარჯვენა ნახევარსფერო გვევლინება, რომელიც სრულიად საპირისპირო მისიას ასრულებს.
მაშინ, როდესაც მარცხენა ნახევარსფერო ისწრაფვის მოდელის შენარჩუნებისკენ, მარჯვენა გამუდმებით ეჭვქვეშ აყენებს სტატუს-ქვოს. თუკი განსხვავებები უკიდურესად დიდია, მარჯვენა ნახევარსფერო გვაიძულებს გადავხედოთ ჩვენს მსოფლმხედველობას.

მაგრამ, თუკი ჩვენი შეხედულებები ძალზედ მტკიცეა, მარჯვენა ნახევარსფერომ შესაძლოა ვერც დაძლიოს ჩვენი მხრიდან უარყოფა.

აღნიშნულმა, შესაძლოა, დიდი სირთულეები შექმნას სხვების არეკვლის პროცესში. როდესაც ნერვული ბმები, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენს შეხედულებებს, არ არიან (საკმარისად) განვითარებულნი, ან აქტიურნი, ჩვენი ცნობიერება, როგორც ყველა აქტიური ჯაჭვის ერთობლიობა, შეივსება სარკისებრი ნეირონების ქმედებით. ისევე, როგორც მაშინ, როდესაც გვშია, და ჩვენი ცნობიერება ჭამასთან დაკავშირებული ნეირონული პროცესებით იტვირთება.

ეს არ გახლავთ ცენტრალური „მე“-ს შედეგი, რომელიც გასცემს ბრძანებებს ტვინის ცალკეული უბნებისთვის. ტვინის ყველა ნაწილი შესაძლოა იყოს აქტიური ან არააქტიური და ურთიერთქმედებდეს ცენტრალური ბირთვის გარეშე. ისევე, როგორც პიქსელებმა ეკრანზე შეიძლება მიიღონ ნაცნობი ფორმა, ნეირონული ურთიერთქმედებების ჯგუფი შესაძლოა გამოვლინდეს, როგორც ცნობიერება.

ნებისმიერ მომენტში ჩვენ განსხვავებულ ხატ-სახეს წარმოვადგენთ. როდესაც ვირეკლავთ სხვებს, როდესაც გვშია, როდესაც ვუყურებთ ამ ფილმს. ყოველ წამს ჩვენ სხვა ადამიანი ვხდებით, გამომდინარე სხვადასხვა მდგომარეობებიდან, რომელსაც განვიცდით. როდესაც ჩვენს თავს ვუყურებთ სარკისებრი ნეირონების გავლით, ჩვენ ვქმნით ინდივიდუალობის იდეას. მაგრამ, როდესაც ამას მეცნიერული თვალთახედვით ვახორციელებთ, ჩვენ სრულიად სხვა რამეს ვხედავთ. 

ნეირონული ურთიერთქმედებები, რომლებიც ჩვენს ცნობიერებას ქმნიან, ჩვენი ნეირონების ფარგლებს საკმაოდ სცდება.

hemi7

ჩვენ წარმოვადგენთ ტვინის ნახევარსფეროებსა და ჩვენს გრძნობებს შორის ელექტროქიმიური ურთიერთქმედებებების შედეგს, რომლებიც ჩვენს ნეირონებს გარშემო მყოფ სხვა ნეირონებთან აკავშირებენ. არ არსებობს არავითარი ‘გარე’. ეს არ არის ჰიპოთეტური ფილოსოფია, ეს სარკისებრი ნეირონების ძირითადი თვისებაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავაცნობიეროთ საკუთარი თავი სხვების ‘გავლით’.

არასწორი იქნებოდა ამ ნეირონული ქმედების საკუთრად აღქმა, გარემოს გამორიცხვით. ევოლუციები ასევე ირეკლავენ ჩვენი ზეორგანიზმის მხარეებს, სადაც ჩვენი, როგორც პრიმატების თვითგადარჩენა კოლექტიურ უნარებზე იყო დამოკიდებული.

დროთა განმავლობაში განვითარდნენ ნეოკორტიკული უბნები, რომელიც ინტინქტების შეცვლის და ჰედონისტური იმპულსების დათრგუნვის საშუალებას იძლეოდა ჯგუფის საკეთილდღეოდ.

ჩვენმა გენებმა იწყეს ორმხრივი სოციალური ქცევების განვითარება ზეორგანიზმის სტრუქტურებში, რომლითაც „უძლიერესის გადარჩენის“ იდეას უარყოფდნენ. ტვინი განსაკუთრებულად ეფექტურად მუშაობს, როდესაც არ არსებობს დისონანსი ტვინის მოწინავე უბნებსა და შედარებით ძველ, პრიმიტიულ უბნებს შორის. ის, რასაც ჩვენ ‘ეგოისტურ მიდრეკილებებს’ ვუწოდებთ, ეგოისტური ქცევის მხოლოდ დასაზღვრული განმარტებაა, როდესაც ადამიანის თვისებები აღიქმება ინდივიდუალობის არასწორი პარადიგმის გავლით... ნაცვლად მეცნიერული შეხედულებისა იმის შესახებ, თუ ვინ ვართ ჩვენ - ერთი მთლიანის წამიერი, მუდმივად ცვალებადი ხატსახე, რომელსაც არ გააჩნია ცენტრი.

ამ შეხედულებათა სისტემის ფსიქოლოგიურ შედეგად გვევლინება თვითაღქმა მოჩვენებით „მე“-სთან მიჯაჭვულობის გარეშე, რასაც მივყავართ უფრო ნათელ გონებასთან, საზოგადოებრივ შეგნებასთან, თვითკონტროლთან, და იმასთან, რასაც ხშირად უწოდებენ „ყოფნას აქ და ახლა“.

გავრცელებულია შეხედულება, რომ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ისტორია, ჩვენი ცხოვრების ქრონოლოგიური ხედვა, იმისთვის, რომ შევქმნათ მორალური ფასეულობები.
მაგრამ, ტვინის ემპათიური და სოციალური ბუნების ჩვენი თანამედროვე გაგება გვიჩვენებს, რომ წმინდა მეცნიერული შეხედულება, ინდივიდუალურობასა და „ისტორიასთან“ მიჯაჭვულობის გარეშე, თვითაღქმის ბევრად უფრო ზუსტ, კონსტრუქტიულ და ეთიკურ სისტემებს იძლევა, ვიდრე ჩვენივე გაბნეული ფასეულობები.

ეს ლოგიკურია, რადგან ჩვენი ჩვეული მიდრეკილება, განვსაზღვროთ საკუთარი თავი, როგორც წარმოსახვითი ინდივიდუალური კონსტანტა, ტვინს ისეთი კოგნიტური აშლილობებისკენ უბიძგებს, როგორიცაა აკვიატებული სტერეოტიპები და მოლოდინების შექმნის მოთხოვნილება.

hemi8

კლასიფიცირებისკენ სწრაფვა ჩვენი ურთიერთქმედების ყველა ფორმის საფუძველშივე დევს. მაგრამ ამის, როგორც შინაგანის, ხოლო გარემოს, როგორც გარეგანის კლასიფიცირებისას, ჩვენ ვზღუდავთ საკუთარ ნეიროქიმიურ პროცესებს და გვიჩნდება გაუცხოების შეგრძნება.

პიროვნული ზრდა და მისი გვერდითი ეფექტები, მაგალითად, როგორიცაა ბედნიერება და კმაყოფილება, სტიმულირდება, როდესაც ჩვენს ურთიერთქმედებებში არ ვექვემდებარებით სტერეოტიპებს.

ჩვენ, შესაძლოა, განსხვავებული შეხედულებები გაგვაჩნდეს და არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს, მაგრამ ურთიერთქმედებები, რომლებიც ჩვენ აღგვიქვამენ ისეთებად, როგორებიც ვართ, განსჯის გარეშე, ნეიროფსიქოლოგიურ კატალიზატორებად გვევლინებიან, რომლებიც ახდენენ ტვინის სტიმულირებას მიიღოს სხვები და მიიღოს შეხედულებების რაციონალურად დამტკიცებადი სისტემები კოგნიტური დისონანსის გარეშე.

ამ ნეირონული ქმედების სტიმულაცია და ურთიერთქმედება გვათავსუფლებს ყურადღების გადამტანი ფაქტორების და გართობის საჭიროებისგან და ქმნის კონსტრუქციული ქცევების ციკლს ჩვენს გარემოში. სოციოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ისეთი მოვლენები, როგორიცაა მოწევა და ჭარბი კვება, ემოციები და იდეები, ისევე ვრცელდება საზოგადოებაში, როგორც გადაეცემა ნეირონების ელექტროსიგნალები, როდესაც მათი ქმედებები სინქრონიზებულია.

ჩვენ წარმოვადგენთ ნეიროქიმიური რეაქციების გლობალურ ქსელს. შეფასებისა და აღიარების თვითგანვითარებად ციკლს, რომელიც მყარდება ყოველდღიური გადაწყვეტილებებით - ეს ჯაჭვური რეაქციაა, რომელიც, საბოლოო ჯამში, განსაზღვრავს ჩვენს კოლექტიურ უნარს გადავლახოთ მოჩვენებითი უთანხმოებები და შევხედოთ ცხოვრებას სამყაროსეული სტრუქტურის პრიზმაში.

გაგრძელება იხილეთ ამ ლინკზე: სამყაროს სტრუქტურა

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

დეპრესია: გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა


მთარგმნელი: ირინე ჩუნთიშვილი წყარო დეპრესია, ანუ დიდი დეპრესიულ...

შიშს რომ ნახევარწრე შემოუარო


 ავტორი: ანა თოფურიძე  სამყაროს შეუცნობელი ძალა მართავ...

როგორ ავიმაღლოთ მოტივაცია


ავტორი: ნანა აბესაძე ერთერთ სტატიაში, ზეიგარნიკის მეთოდი ვახსენე...

როგორ მოქმედებს თქვენი ბავშვობა პირად ურთიერთობებზე


„გააცნობიერეთ რომ სამყაროში ყველაფერი კავშირშია ყველაფერთან“, როგ...

დოფამინი და კორტიზოლი, როგორც მოტივატორები


ავტორი: ნანა აბესაძე (სტატია დაწერილია სხვადასხვა წყაროებზე დაყრ...

ოშო - ფსიქოანალიზის და ფსიქოსინთეზის შესახებ


ოშოს წიგნიდან - "სუფიების ჭეშმარიტება" მთარგმნელი: მამუკა ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff