მანიპულაციის ფიზიოლოგია

Admin
ფსიქოლოგია
0
0

ავტორი: ნანა აბესაძე

როგორ აისახება მანიპულაცია ფიზიკურ ჯანმრთელობაზე?

არის ემოციები, რომლებიც არქაული წარმოშობისაა. ერთერთი მათგანი შიშია, რომელიც გადარჩენის ინსტინქტზეა დაფუძნებული. მინდა ჩემი შეხედულება გაგიზიაროთ და ხაზი გავუსვა შიშს და მასთან დაკავშირებულ ემოციურ და ფიზიოლოგიურ პროცესებს. 

პირველყოფილ ადამიანს, როცა თავს ესხმოდა მტაცებელი ცხოველი, ამ დროს მის ორგანიზმში გამოიყოფოდა ჰორმონები - ადრენალინი და კორტიზოლი. ადრენალინი არის ჰორმონი, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ რეაქციას სტრესზე და მოქმედებს (პირობითად) 10 წუთის მანძილზე. თუ ჩვენ ვერ დავწყნარდით და სტრესმა არ გაიარა, შემდეგ უკვე კორტიზოლი იწყებს "მუშაობას". ადრენალინი ძალაა, სიცოცხლეა და ეს რომ არა, კაცობრიობა დღემდე ვერ მოაღწევდა. თუმცა ზედმეტი ადრენალინი უკვე მთელ რიგ პრობლემებს ქმნის. 

ახლა, ამ პანდემიისას ქრონიკულ სტრესში ვიმყოფებით ყველა. ამ დროს კი კორტიზოლი, ორგანიზმს "აიძულებს" გამოიყენოს ჩვენი ორგანიზმის მთლიანი რესურსი და ირთვება რიგი არასასურველი მექანიზმები და პროცესები, რაც ვლინდება სხვადასხვა (შეიძლება ითქვას ნებისმიერი) სიმპტომის სახით.
ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს გულის პათოლოგია, მაგრამ მიუხედავად ამისა, აწუხებს ტაქიკარდია (გულის რიტმის აჩქარება). გულის მუშაობისთვის აუცილებელია ადრენალინი, რომელსაც მშვიდ გარემოში, ორგანიზმი გამოყოფს ნორმირებულად და ადექვატურად, მაგრამ როცა ადამიანი იმყოფება გამუდმებული სტრესის ქვეშ, მისი ორგანიზმი ადრენალინს საჭიროზე მეტს გამოყოფს. ეს საჭიროზე მეტი ადრენალინი კი იწვევს ჩვენთვის ასე შემაწუხებელ ტაქიკარდიას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადრენალინთან ერთად ჩვენი ორგანიზმში ცირკულირებს კორტიზოლი და კიდევ, სხვა ჰორმონები, რომლებიც ზოგადად სტრესისას გამოიყოფიან, მაშინ ეს ტაქიკარდიაც და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები, შეგვიძლია "დავაბრალოთ" ამ ჰორმონებს. 

ქვეცნობიერისთვისაც და ცნობიერისთვისაც, დღევანდელი და არამარტო დღევანდელი სტრესული გარემო იგივეა, რაც მტაცებელი ცხოველის თავდასხმა, რადგან ჩვენი ტვინი დიდად არ ასხვავებს, ვეფხვის ღრიალს და მაგალითად, ვინმესგან მოსმენილი ნეგატივით გამოწვეულ ემოციას. მისთვის სულერთია, ყველა შემთხვევაში ირთვება დაცვის მექანიზმი და ეს ჰორმონები იწყებენ მუშაობას. გამუდმებული სტრესის ქვეშ ცხოვრება, იგივეა, რომ მუდმივად მტაცებელს გაურბოდეს ადამიანი. 

ჩვენ თუ საკუთარ თავს არ დავიცავთ ზედმეტი ნეგატივისგან, ამას სხვა ჩვენს მაგივრად ვერ იზამს და გამოდის რომ, ის რაც გვაწუხებს, სულ შეგვაწუხებს და უფრო მეტადაც. ამიტომ უნდა ვეცადოთ თავი დავიცვათ, ზედმეტი და სრულიად უსარგებლო ინფორმაციისგან, რომელსაც ავრცელებს მასმედია, სოცქსელი. ეს ინფორმაცია, გარდა იმისა, რომ ნეგატიურად მოქმედებს ჩვენს აღქმაზე და იწვევს რიგ პათოლოგიურ ცვლილებებს, ფიზიკური ჯანმრთელობის კუთხით, ის ასევე ემსახურება ჩვენს ცნობიერზე ზემოქმედებას. იგივე მანიპულაციას. მანიპუცალიაზე ერთ-ერთ სტატიაში მოგახსენეთ და აქაც ვიტყვი, რომ ეს არის ფსიქოლოგიური ხრიკი, რომელიც გვაყენებს ფაქტების წინაშე, იმ ფაქტების, რომელთანაგაც, უნდა ავირჩიოთ, ცუდიდან ნაკლებად ცუდი და თან უნდა გვეგონოს რომ ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა. ჩნდება კითხვა, როგორ ხდება ეს? მანიპულატორებს აინტერესებთ ადამიანის ინტელექტუალური რესურსი, იმისათვის, რომ ის მიმართონ საკუთარი ინტერესების გასატარებლად. როგორ უნდა გვეგონოს სხვისი გადაწყვეტილება ჩვენი, საკუთარი? როცა არჩევანი არის ორ ცუდს შორის, ვირჩევთ ნაკლებად ცუდს. სწორედ ეს ნაკლებად ცუდი, არის მანიპულატორისთვის სასურველი. ის თუ როგორ ვირჩევთ იმას, რაც უნდა სხვას, ამის ერთერთი მიზანი ისაა, რომ სხვა არჩევანი უბრალოდ არ არსებობდეს. ამისათვის თანდათან ვიწროვდება არჩევანის დიაპაზონი. ამ დიაპაზონის შემცირებას, საკმაო დრო უნდა და ხდება მეთოდურად, მიზანმიმართულად.  მაგალითისთვის, თვალი რომ გადავავლოთ გასულ ერთ წელს, მარტივად მივხვდებით ამას. შარშან, ადამიანისთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო ის, რაც დღეს  ყოველდღიურობად იქცა. ზემოთ ავღნიშნე, თუ რა ემართება ადამიანს ფიზიკურ (ფიზიოლოგიურ) დონეზე. ამას დავუმატოთ გაცნობიერებული აზრები, რომლებიც ისე მოგვახვიეს თავს, რომ ჩვენი, საკუთარი გვგონია, შედეგი ერთ წელიწადში მიღებულია. თუმცა ეს შედეგი, არის პატარა ნაწილი იმ დიდი შედეგისა, რისთვისაც მანიპულატორი ირჯება. 

ადამიანი, რომელიც ფიზიკურად არის ცუდად და ეს ეხება მოსახლეობის თითქმის 80 პროცენტს, ადამიანი რომელიც ცენრტირებულია სუბიექტურ, შემაწუხებელ შეგრძნებებზე და ერთ სული აქვს, როდის გაივლის ეს, მასზე ზემოქმედება ძალიან მარტივია. როცა ანახებ „წამალს“ და ეტყვი, რომ ამ ყველაფერს ეს უშველის, ის მაშინვე დათანხმდება ამ წამლის მიღებაზე. ვიღაც დაინტერესდება, რატომ? რა აზრი აქვს ამას? აზრი იმაშია, რომ ფიზიკურ გადარჩენაზე ორიენტირებული ადამიანი, სულ მცირეზეც თანახმაა. მცირეზე თანახმა ადამიანი, რომელსაც წაერთვა არჩევანისა და აზროვნების უფლება, იაფი მუშახელია დამქირავებლისთვის. იხდის ნაკლებს და მას რჩება მეტი. იმის გათვალისწინებით, რომ ქართველებს გვაქვს კერპების, ბელადების მოთხოვნილება, ჩვენით მანიპულირება, დიდი სირთულე არ არის პროფესიონალი მანიპულატორისთვის, ან მანიპულატორთა ჯგუფისთვის. ეკონომიური სარგებლის გარდა, უამრავი რამ სურთ მიიღონ ადამიანთა მასისგან. მაგალითად, მედიცინა და არამარტო, ვითარდებოდა ასეთი ადამიანებისგან შემდგარი  მასის რესურსის გამოყენებით. რატომ ვახსენე მანიპულაციის ფიქიკურ ჯანმრთელობაზე ზემოქმედება? დღეს, უამრავი, ადამიანისთვის უსარგებლო ინსტრუმენტული თუ ლაბორატორიული კვლევა ტარდება. ამით ვიღაც მდიდრდება, ვიღაც პრაქტიკულ გამოცდილებას ღებულობს, და ა. შ. მასას იგივე ბრბოს მართავს ინსტინქტი. ძირითადი ინსტინქტებს შორის მნიშვნელოვანია სიცოცხლის ინსტინქტი. ისეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, რა მდგომარეობაშიც დღეს არის უმეტესობა, აღარ სვამს ბევრ შეკითხვას, რადგან მას ორი ცუდიდან ერთის არჩევა უწევს. მითუმეტეს, რომ კერპები, ლიდერები ამისაკენ ღიად კი არ მოუწოდებენ, არამედ „არჩევანის“ უფლებას უტოვებენ. ადამიანები კი „ირჩევენ“, რადგან სიცოცხლის, გადარჩენის  ინსტინქტი ერთერთი ის ინსტინქტია, რამაც კაცობრიობა დღემდე მოიყვანა.

მსგავსი სტატიები

ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (წესი VI)


ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე შესავალი წესი ...

რატომ უნდა ესაუბროთ უცნობებს


TED-ის ვიდეოს ტრანსკრიბცია წამყვანი: კიო სტარკი მთარგმნელი: ქრი...

როგორ არ გავუფუჭოთ ბავშვს ცხოვრება - ინტერვიუ მარინა მელიასთან


დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ არ გავუფუჭოთ ბავშვს ცხოვრება. ...

ჰელინგერის სისტემური განლაგება


ამონარიდები ბერტ ჰელინგერის წიგნებიდან მთარგმნელი: მაია ბადრიძე ...

ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზი: წინაპირობები და საბაზო იდეები 5 წუთში.


მთარგმნელი: ნანა აბესაძე წყარო ადამიანის ფსიქიკას დიდი ხანია სწ...

ნეიროქიმიური აღმოჩენები და კოგნიტური ფუნქციები


მთარგმნელი: კესო გაგოშიძე წყარო რამდენად რეალურია კოგნიტური ფუნქც...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff