ენქიდუს ტრანსფორმაცია

Admin
ხელოვნება
0
0

გილგამეში თავის მომავალ ძმობილს, მხეცებთან მცხოვრებ ველურ ენქიდუს მიუგზავნის სიყვარულის ღვთაების ...

ავტორი: გიორგი დოლიძე

გილგამეში თავის მომავალ ძმობილს, მხეცებთან მცხოვრებ ველურ ენქიდუს მიუგზავნის სიყვარულის ღვთაების მსახურს, მეძავ შამხათს, რომელმაც სიყვარულით და სექსით უნდა მოთოკოს ენქიდუს სიველურე და აქციოს ადამიანად. სიყვარულისა და სექსის მადლი ხდება გადამწყვეტი ფაქტორი ადამიანად ქცევის და შინაგანი ამაღლების გზაზე, რის შემდეგაც კაცად ქმნილ ენქიდუს ეუცხოვება მხეცების სამყარო. ის ცდილობს, მაგრამ ცხოველთა სამყაროს ვეღარ უბრუნდება, რადგან მისი ცნობიერება ამოტრიალდა მეძავი შამხათის ძალისხმევით.

"ექვს დღეს და შვიდ ღამეს ნერბავდა შამხათს
და რა დაუცხრა ენქიდუს ვნება,
პირი იბრუნა თავის ჯოგისაკენ;
ხედავს ენქიდუ - გარბის ქურციკი.
და ველურ ჯოგსაც ზურგი უქცევია...
გაბრძენდა, განევრცო გონება."

ENQIDU

ენქიდუს დამკაცებელი შამხათი მეძავია, ანუ სიყვარულის ქალღმერთის მსახური. და მაშინდელ სამყაროში, როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში წმინდა პროსტიტუცია, ანუ სატაძრო პროსტიტუცია, სატაძრო სექსუალური მსახურება იყო მიღებული და გავრცელებული. ეს პრაქტიკა მოიცავდა ფსიქოტრენინგის ელემენტებსაც, ჰქონდა მყარი ფილოსოფიური საფუძველი, როცა სქესობრივი კავშირი ჯერ კიდევ აღიქმებოდა როგორც ბუნებისა და ღმერთების განდიდება. სექსუალური მსახურება ტაძარში არ იყო მხოლოდ ჟინის მოკვლა, არამედ პირველ რიგში აირეკლავდა ადამიანებს ერთმანეთში, ჩაახედებდა მათ სიღრმეებში და გაუცნობიერებელს იაზრებდნენ. ადამიანი შეგნებულად მიდიოდა ამ ნაბიჯზე, რათა ეგრძნო ბუნების მაჯისცემა გარშემოც და საკუთარ თავშიც, როცა ერწყმოდა მეორე ადამიანს. ხოლო უძველესი პროფესიის წარმომადგენლები იმ დროს ასეთ მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებდნენ.

"გილგამეშიანის" სიყვარულის ქალღმერთი ინანა/იშთარი აღმოსავლური კულტია, რომლისგანაც მომდინარეობს აფროდიტესა და ვენერას კულტები ბერძნულ-რომაულ სამყაროში. თუ შუამდინარეთის კულტები უფრო სინკრეტულია და შედარებით ბუნდოვანი, და ტექსტებიც ნაკლები შემოგვრჩა, მათი ლოგიკური გაგრძელება აფროდიტე (ვენერა) უფრო მაღალ დონეზეა ფილოსოფიურად გააზრებული. როგორც მაგალითად პლატონი გამოყოფს ორგვარ აფროდიტეს: ერთი აფროდიტე (პანდემოსი) ზევსისა და დიონეს ქალიშვილია, უფრო ადამიანური, და ის განასახიერებს მიწიერ სიყვარულსა და ხორციელ ტკბობას. ხოლო მასზე უფრო ამაღლებული ფორმაა აფროდიტე (ურანია), რომელიც არის ცის ღვთაების, ურანის ქალიშვილი და მისი სისხლისგან იშვა ზღვის ქაფიდან, ეს უკვე ზეციური სიყვარულია, რომელიც აღმაფრენას იძლევა და გაცილებით მაღლა დგას ვიდრე უბრალო სექსუალური ტკბობა. შუამდინარეთში სიყვარულის ქალღმერთის ასეთი დაყოფა არ იყო, იქ ინანა/იშთარი უფრო კრებითი სახეა. მაგრამ "გილგამეშიანში" ენქიდუს კაცად ქცევისას სექსს მოაქვს სწორედ აფროდიტე ურანიას მიერ მოცემული შედეგი: "გაბრძენდა, განევრცო გონება"... ზოგადად ნებისმიერი გამოცდილება ადამიანში რა თქმა უნდა ახალ იმპულსს შემოიტანს, მაგრამ ენქიდუს შემთხვევაში ეს უზარმაზარი ნახტომია: ნახევრად ცხოველის მდგომარეობიდან ის საბოლოოდ იღებს ადამიანის ცნობიერებას და მას შეუძლია მეგობრობა, ის დაუძმობილდება გილგამეშს. ამ ეპიზოდით "გილგამეშიანი" მოკლედ და ძალიან პოეტურად გაგვააზრებინებს სექსის თემას, მის ემოციურ, ფილოსოფიურ თუ ოკულტურ დატვირთვას. ეს სქესობრივი აქტი მეძავსა და ენქიდუს შორის არ არის მხოლოდ ვნების დაცხრომა, არამედ ინიციაციის გზაა, რაც გრძელდება სიმბოლური დროის განმავლობაში - ექვს დღესა და შვიდ ღამეს, გრძელდება როგორც საფეხურებად, როცა შვიდ ღამეში ანუ შვიდ საფეხურზე არსება შეიძენს ახალ ცნობიერებას და მსგავსი გამოცდილება ჩვენ შეიძლება შევადაროთ პლატონის მიერ აღწერილ აფროდიტე ურანიას, ზეციურ აფროდიტესგან მომადლებულ სიყვარულს, როცა ადამიანს არა მხოლოდ კონკრეტული არსება უყვარს და მასთან ერთდება, არამედ სამყაროს სიყვარულს აცნობიერებს, ანუ იაზრებს "მე"-ს, გრძნობს გარესამყაროს რიტმების ჰარმონიას საკუთარ "მე"-სთან, და ამ გზით ის ხდება ნამდვილი ადამიანი. მეძავი ხამშათი კი ღვთისმსახურია, რომელიც უშუალო ფიზიკური და სულიერი ზემოქმედებით სხვებში აღვიძებს ამ იმპულსს... როცა წარმართულმა კულტებმა განიცადეს დეგრადაცია და პროფანაცია, ახალი მსოფლიო რელიგიების მორალის გავლენით ეს პრაქტიკები იკარგება სატაძრო სივრცეებში. სიყვარულის ქალი-ღვთაებაც, როგორც გრძნობათა მმართველი, უკანა პლანზე გადადის და შუა საუკუნეებში მას უფრო უფერული სიმბოლური დატვირთვა ეძლევა. რუდოლფ შტაინერი ერთგან კარგად აღნიშნავს, რომ ადრე ტაძრები ხილული იყო, ხოლო დღეს ჭეშმარიტები ტაძრები უხილავი გახდა. ანუ ადამიანებისთვის სპეციალურ ადგილებში და კედლებში აღსრულებული ქმედებები და რიტუალიზმი სულ უფრო ბუნდოვანი ხდება და დგება სულ უფრო მეტი აუცილებლობა, რომ ადამიანებისთვის ტაძრებად მათივე სხეულები და ნებისმიერი ადგილი აღიქმებოდეს, სადაც ჩნდება რაიმე ქმედების იმპულსი, მათ შორის სექსუალური მსახურების როგორც ღვთაებრივი პრაქტიკის. და დღეს ასეთი ტაძრების აუცილებლობაც აღარ არის, ვინ იცის ჩვენს გარშემო რამდენია ადამიანი, რომელიც ჩუმად სწორედ ასეთ პრაქტიკას აღასრულებს და არის მოწოდებული რომ სხვებში სქესობრივი სიყვარულით, სექსით აღზარდოს რეალიზებული და გამოღვიძებული პიროვნება, რაც ადრე შამხათის მსგავს ადამიანებს ევალებოდათ...

მსგავსი სტატიები

„შენი სახელი დამიძახე“: მიმზიდველი კადრების მიღმა


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი (ფოტოები იხილეთ გალერეაში) წყარო ფილმი ...

ხელოვანები თავიანთი ნამუშევრების მიღმა


ავტორი: ანეტ შტრაუსი „ნამდვილად შემოქმედებითი გონება არაფერია გარდ...

ენქიდუს ტრანსფორმაცია


გილგამეში თავის მომავალ ძმობილს, მხეცებთან მცხოვრებ ველურ ენქიდუს მ...

რენე მაგრიტი


(ფოტოს ავტორი: Bill Brandt)   რენე მაგრიტი (დ. 21 ნოე...

„მატრიცის“ ნამდვილი სცენარი, რომელიც პროდიუსერებმა უარყვეს


მთარგმნელი: ლიკა მარღანია წყარო და აი ახლა, ბოლოს და ბოლოს, ვიპ...

კურტ ვონეგუტის 1973 წელს დაწერილი წერილი კაცს, რომელმაც მისი წიგნები დაწვა


წყარო მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი (აუდიო-ვერსია იხ. ტექსტის ბოლოს)...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას ლექციების ვიდეო-ჩანაწერები

  MAGMA, გთავაზობთ უკვე ჩატარებული ლექციების ვიდეო-ჩანაწერებს ფასდაკლებით.

 

- გურჯიევის სისტემა - გასაგებად და მარტივად - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: პიოტრ უსპენსკის - "მეოთხე გზა"

  - რაიხიანული ფსიქოლოგია - ენერგეტიკული ბლოკები, კუნთოვანი ჯავშნები და მათგან განთავისუფლების გზები - 30 ლარი

  მოყვება წიგნი:ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ"

  - შამანური ფსიქოლოგია - კაჰუნების სიბრძნე - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა"

  - ფსიქიკის შრეები და მათი გადაპროგრამების მეთოდები ლირი-ვილსონის სისტემის მიხედვით - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: რობერტ ანტონ ვილსონი - "პრომეთეს აღზევება"

  - მეხუთე ლექცია: "ცხოვრების თამაშით კაიფის" 8 მთავარი არხი (ორი ლექცია ვექტორული ფსიქოლოგიის თემაზე) - 60 ლარი

  - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (ორი ლექცია) - 45 ლარი

 

დაგამატებთ ლექციების შესაბამის ჯგუფებში, სადაც მუდმივი წვდომა გექნებათ ჩანაწერებზე.

ყველას ერთად შეძენის შემთხვევაში ფასი 225 ლარის ნაცვლად 150 ლარია.

შესაბამის ჯგუფში დასამატებლად ჩარიცხეთ თანხა რომელიმე ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე და მოგვწერეთ მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ან ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/info.magma.ge/

 

ანგარიშის რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი:
#GE04BG0000000621532700

TBC ბანკი:
#GE30TB7154245061100005

მიმღები: მამუკა გურული

პირადი ნომერი: 35001029103

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff