ჟაბო

ალქიმიკოსი
ხელოვნება
0
0

მუსიკას უსმენდა, როცა საღებავებით მოთხვრილ სამოსელში შებუდებული ორი კაცი გამოჩნდა. ისეთი განცდა დ...

jabo

ავტორი: გურამ თხის რქა ღვარძლიანი

 

მუსიკას უსმენდა, როცა საღებავებით მოთხვრილ სამოსელში შებუდებული ორი კაცი გამოჩნდა. ისეთი განცდა დაეუფლა, თითქოს სადღაც მიმალულსა და გარინდულს, საიმედო ნავსაყუდელში მიაგნეს და ახლა იქაურობას დაანგრევდნენ, ნაფშხვენებად აქცევდნენ უკლებლივ ყველა აგურს, რომ კედლები კვალავაც არ აშენებულიყო.

 

უსახური და უხალისო შენობების თითქმის უკაცრიელი მოედანივით იყო ეს ადგილი, სადაც ჟაბოს, რახანია, არავისთვის მოუკრავს თვალი. სტუმრობდა აქაურობას და ეულად ერწყმოდა მის ვეება სივრცეს. სხვების გამოჩენა კი რაღაც ძალიან ახალი, უჩვეულო, დამაბნეველი და ამავდროულად შემაძრწუნებელი აღმოჩნდა მისთვის. აქამდე სიმყუდროვეს შესჩვეოდა და ვერ წარმოედგინა, რომ ეგოისტურად მისაკუთრებული ამ ადგილის განაწილება მოუწევდა დედამიწის კიდევ ერთი და ორი, ან უფრო მეტი შვილისთვის.

 

ავისმომასწავლებლად გამოჩენილებმა კიბე მოიტანეს და კედელს მიაყრდნეს. ოღონდ იმ კედელს არა, რომლის დანგრევის შიშმა სულის სიღრმემდე შეაშფოთა ჟაბო, არამედ იმას, რომელიც ალაგ-ალაგ ბეტონშემოძარცვული იდგა და მაინც მედგრად გადაჭდობილიყო დანარჩენებთან. მრავალჯერ გადაგორებული და ზოგჯერ წიხლნაკრავი მელანქოლიის სურნელი შეპარვოდა პატარა ნასვრეტებში, სევდიანი უფერულობით შენიღბულიყო, ჟაბოს მარტოობის მოზიარე გამხდარიყო და თვლემდა მთელი სიაშკარავით, რომ იქ მყოფთ არაფრის მორიდებოდათ. ყოველმხრივ საიმედო იყო, განსჯის მოძულე და თვალ-ყურდახუფული.

 

საღებავების ფერადი კვალი აჩნდა აქა-იქ კიბეს. ჟაბო მიხვდა, რომ ტყუილად აღელდა.

 

- გამარჯობა! - ისე გამბედავი ეჩვენა საკუთარი ხმა, რომ ამჯერად ამის გამო შეცბუნდა. - კედელი უნდა შეღებოთ?

- ჰო, დაგვავალეს. - ძალით ამოთქვა ერთ-ერთმა უცნობმა, თითქოს საათების განმავლობაში თავს აბეზრებდა ჟაბო და ყელში ამოუვიდა მასთან ლაპარაკი.

 

გამბედაობის ანტონიმს მზე მიადგა და მანაც გაუცინა. თვითონ გამბედაობამ მზეს შეცინებულის ჩრდილში გადაინაცვლა.

 

საკვირველი ის იყო, რომ უკაცრიელ მოედანზე, მიუხედავად იქ მისულთა საქმიანობისა, სიცოცხლე მაინც არ იგრძნობოდა და დაფარფატებდა ჰაერში მარსის ეფექტი - აგრესიული და ფეთქებადი პლანეტის ჯერ კიდევ გამოუყენებელი სიცოცხლისუნარიაობა.

 

ჟაბო მღებავებს აკვირდებოდა, მაგრამ ისე უსიამო იყო მათი ყურება, თითქოს სიცარიელე ატყვევებდა მის მზერას, რადგან მუნჯი, უნაპერწკლო, ინერციული ტემპერამენტით ასრულებდნენ ისინი თავიანთ საქმეს. ეგონა, ნაგვიდან ამოქექილ ფილმს უყურებდა, რომელიც თავის დროზე უკვე მოისროლეს საჭირო ადგილას, მან კი სიბინძურეში ამოითხვარა ხედვა. ამიტომ მთლიანად შეერწყა ყურსასმენებიდან გადმოღვრილ მუსიკას და მოუჩრდილა თვალებს ქუთუთოებით, რომ მყუდროდ ეგრძნო თავი და შიგნით, კანს მიღმა ეცეცებინა თაფლისფერით მოწამლული სიმრგვალეები. იქ იყო კინოთეატრი - არა ნაგვით შემოსილი, მოგონებებისა და წამიერი ხილვების დაუსრულებლად მიმდინარე ფილმი - და იყო ბიბლიოთეკაც, რომლის თაროებსა და კედლებზეც კი მტვერდაფენილი ფრაზები იკითხებოდა: ზოგი უხეშად ამოკაწრული და სხვები - ვარდის ფურცლებივით ნაზად მიმობნეული, მინელებული ფარფატით ზედაპირზე ჩამოცვენილი და იქვე არომატული სირბილით მიალერსებული.

 

კიბე წაიქცა. ზედ აბობღებული მღებავი ძირს დაენარცხა და ტკივილის გამომხატველი შორისდებულების მთელი წყება ამოაფრქვია მანამდე მოკუმული, კანაქერცლილი ტუჩებიდან. სიტყვებმაც ბაგესავით დაქუცმაცებულად გაიჟღერა. იფიქრებდით, სიმუნჯეს შესისხლხორცებული ენა უტრიალებსო პირში.

 

ჟაბო კი კარგახანს გულგამსკდარი ღრიალებდა, ვიდრე არ მიხვდა, რა დაბრახუნდა მის გვერდით ასე ძლიერად.

- ადექი, ნუ ვაი-ვიშობ. დღეს უნდა შევღებოთ ეს კედელი. ხვალ აქ აღარ მოვალთ. ერთი და იგივეს კეთებას ორი დღე არ მოვუნდებით. ადექი-მეთქი! მე ავალ კიბეზე და შენ ის მომაწოდე, რასაც დაგიძახებ.

- მტკივა, მაცადე. ისედაც მოვასწრებთ.

- დიდხანს არ დავიცდი.

 

ცივი და არაადამიაური ეჩვენა მღებავი ჟაბოს, რომლის გულქვაობამ ყინულოვანი შეხებით დაუარა მთელ სხეულზე. თუმცა, უფრო შორეული, ტრაგიკული და მძიმე მიზეზი უნდა ჰქონოდა დამამსხვრეველი ყინვის შეგრძნებას. აი, ისეთი შემბოჭველი და სუნთქვის შემკვრელი, როგორც წყლის მოლეკულები იბოჭება ყინულად ქცევისას და კვდომას იწყებს მათი ქაოტურობა, სიცოცხლეს ეხლიჩება ნელ-ნელა ყველა.

 

მიწისძვრა. ნგრევა. კედლები. ნაფშხვენები. კიბე და სიმაღლე. ფერები და სასტიკი მღებავი. დამამსხვრეველი შებოჭილობა...

 

***

დედამისი ძალიან მაღლა იდგა, ჟაბოს აზრით. კიბის მწვერვალთან იმდენად ახლოს, რომ ორი მტკაველის დათვლა შეიძლებოდა მასსა და მწვერვალამდე დარჩენილ მანძილზე. იმ დღეს კიბე შეირყა და ჰაერში გამოკიდებული დარჩა დედამისი. მართალია, კედლის ნაფშხვენებით არ ამოვსებულა მისი საფლავი, მაგრამ მიწის მოზრდილმა და შეყინულმა ბელტებმა ნამდვილად ხმაურიანად დაუკაკუნეს კუბოს ფიცარზე. ალბათ, უკანასკნელი "შეიძლება შემოსვლა?" აღმოხდა მათ ხმაურს, რომელზე პასუხი უკაცრიელ სახლს ძლივს გასაგონადაც არ დასცდენია. მდუმარე იყო და სიკვდილთან გარიგებული სამყაროს მღებავიც. მიწისფერი შეურჩია მგლოვიარე დღეს შესამოსად და აკვირდებოდა ლამის სუნთქვაშეკრულ ჟაბოს, დედამისის კიბის შემარყეველსა და ყველაზე უფრო სასტიკს იქ მყოფთაგან.

 

ჟაბო მოწყენილი იყო, სევდას შეჩვეული ყოველდღიური განწყობით დამუხტული და არ ეზიზღებოდა ყველაფერი, დამნაშავეს არ ეძებდა არც ახლოს, არც შორეულად და, მითუმეტეს, ღმერთს არ ავსებდა საყვედურებით. დინჯად იტანდა თავსდმტყდარ ტრაგედიას და ხმას არ იღებდა, რადგან იცოდა, ქვეშეცნეულად გრძნობდა, რომ მარსის ეფექტს უნდა ჩაბღაუჭებოდა.

მსგავსი სტატიები

სისტემის კეთილშობილური ცდუნება. ახალი კუთხით დანახული ფილმი „მატრიცა“


მთარგმნელი: ლიკა მარღანია წყარო ახალი ადამიანი - ეს ის ადამიანი...

გველთან როგორც სიბრძნესთან ზიარება


გველი რომ სიბრძნის საყოველთაოდ აღიარებული სიმბოლოა, ჩვენთვის კარგად...

ვულკანური ელვა


მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო 2015 წელს ფოტოგრაფმა ფრანცისკო ...

ფუკოს ქანქარა


უმბერტო ეკოს რომანი "ფუკოს ქანქარა" - ძლიერი ტექსტი, რომლითაც ავტორ...

დიდოსტატის მარჯვენა და იერუსალიმის ტაძრის ხუროთმოძღვარი ჰირამი


კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენაში" სამი მთავარი გმირი...

ვიდეო თამაშები როგორც ხელოვნება


ავტორი: ანა თოფურიძე ინტერვიუ: გიორგი აბელაშვილთან არის თუ არა ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა - 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🌞 მზის მანდალა - პიროვნული განვითარების 108 დღიანი პროგრამა (ჩანაწერები)

🔥 წამყვანი - მამუკა გურული

🔥 დასრულდა მაგმას ყველაზე ხანგრძლივი (108 დღიანი), ყველაზე მრავლისმომცველი, ყველაზე ეფექტური, და სასერთიფიკატო ონლაინ-ტრენინგი: "მზის მანდალა" 

🔥 დღეიდან შეგიძლიათ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ ამ ტრენინგის ჩანაწერები (ლაივ რეჟიმთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო იაფად). შეძენის შემთხვევაში დაგამატებთ ფეისბუქ-ჯგუფში, სადაც ყველა ვიდეო-ჩანაწერი შენახულია. 

🔥 ექსკლუზიურად ამ ტრენინგისთვის - 2 ლექციას მითო-არქეტიპების სისტემაზე (ონლაინ) წაიკითხა „მითოლოგიის ქალღმერთმა“ - ხათუნა თავდგირიძემ (აღწერილობა იხ. ქვემოთ)...

🔥 მათთვის, ვინც სრულად გაივლის ტრენინგს (თუნდაც მხოლოდ თეორიულ ნაწილს) გაიცემა სერთიფიკატები! (სერთიფიკატი გაიცემა ყველა ლაივის ნახვისა და ბოლოს მცირე გასაუბრების შემდეგ)...

🔥 ტრენინგი განკუთვნილია როგორც დამწყებებისთვის, ასევე პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, ქოუჩებისთვის, კონსულტანტებისთვის და ა.შ. და რა თქმა უნდა, უბრალოდ საკუთარი თავის შემეცნების მსურველთათვის.

🔥 ამ ტრენინგს 3 მთავარი მიზანი აქვს:

1. სხვადასხვა თვალთახედვისა და სისტემის მეშვეობით (როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ეზოთერული) გამოვიკვლიოთ ჩვენი (და ზოგადად ადამიანის) პირადი არაცნობიერი. ასევე გავერკვეთ კოლექტიური არაცნობიერი მექანიზმების კანონზომიერებებში, არქეტიპებში, ეგრეგორებში და ა.შ.

2. დავამყაროთ ან/და გავაძლიეროთ კონტაქტი ჩვენს შინაგან მზესთან (ზე-მე-სთან, ანუ ზე-ცნობიერთან, უბრალო ენაზე რომ ვთქვათ - „სინდისთან“). 

3. ყველაზე უსაფრთხო, გამოცდილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პრაქტიკების მეშვეობით გავიჯანსაღოთ ფიზიკური, ენერგეტიკული და ემოციური სხეული, და მოვიშოროთ ყველა ის „ბლოკი“, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში და რაც მთავარია - სრულად, ტოტალურად და თავისუფლად ცხოვრებაში. 

🔥 პრაქტიკაში გამოვიყენებთ იმ უნივერსალურ პრინციპებს, რომლებიც ყველა სულიერი განვითარების სისტემას აერთიანებს.

🔥 რაც შეხება თეორიას, პრაქტიკა რომ არ/ვერ გააკეთოთ ან მომავლისთვის გადადოთ, ეს თეორიული ლექციები უკვე ძალიან დიდ შემეცნებით ბაზას მოგცემთ. 

ლექციების ჩამონათვალი:

🌞 შესავალი ლაივი - გაცნობა და პროგრამის წარდგენა; 
🌞 დოქტორ ტორსუნოვის სისტემა; ენერგეტიკული შრეები;
🌞 გურჯიევის სისტემა (ზოგადი მიმოხილვა)
🌞 ვექტორული ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 ვილჰელმ რაიხის „კუნთოვანი ჯავშანი“
🌞 ტრანსპერსონალური ფსიქოლოგია; პერინატალური მატრიცები; 
🌞 მითო-არქეტიპების სისტემა: 5 წრედი და 27 არქეტიპი (2 ლექცია): (1) „ცენტრალური და ბინარული არქეტიპები“; „პიროვნული განვითარების ზღურბლური არქეტიპები; (2) სამყაროსული ფუნდამენტური „ფენომენების არქეტიპები“.. ლექციები წაიკითხა სისტემის ავტორმა - ხათუნა თავდგირიძემ
🌞 ტაროს არქეტიპები - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ლირი-ვილსონის წრედების სისტემა (2 ლექცია)
🌞 კაჰუნების სიბრძნე (უძველესი შამანური სისტემა) (2 ლექცია)
🌞 ბავშვის ფსიქოლოგია (ლექცია წაიკითხა ლელა ბექაურმა)
🌞 ვედური ფსიქოლოგია
🌞 აიურვედას ძირითადი პრინციპები
🌞 ეგრეგორები
🌞 იუნგიანური ფსიქოლოგია (4 ლექცია)
🌞 სამყაროს მოწყობა სოფოოსის ჩენელინგების მიხედვით (2 ლექცია)
🌞 ჩაკრების სისტემა
🌞 ჯიოტიში - სამყაროს ცხრა ძალა

✅ სულ ჩატარდა 28 თეორიული (საღამოს) და 15 პრაქტიკული (დილის) ლაივი.

✅ თეორიული ლექციების ხანგრძლივობა საშუალოდ - 1.5-დან 2 საათამდე (თემატიკის მიხედვით). ჩანაწერები შეინახება და მათზე წვდომა მუდმივად გექნებათ.

✅ პროგრამას საჩუქრად მოყვება მაგმას ყველა PDF წიგნი ქართულად (სულ 350 ლარის ღირებულების).

☘️ მანდალას ჩანაწერების ღირებულება: 500 ლარი

☘️ მათთვის, ვინც მაგმას რომელიმე მანდალა გაიარა, ან ჩემთან პირადი კონსულტაცია გაიარა, ასევე მაგმას რეგულარული ფინანსური მხარდამჭერებისთვის ფასდაკლებაა - ფასი: 400 ლარი.

☘️ 23 წლამდე სტუდენტებისთვის - ფასი: 300 ლარი

პროგრამის ჩანაწერების შესაძენად მოგვწერეთ მაგმას გვერდზე; ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com,

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 598116447

პროგრამის შესაძენად საჭიროა გქონდეთ ფეისბუქ-ექაუნთი.

მონაწილეების შთაბეჭდილებები იხილეთ ამ პოსტის კომენტარებში...

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff