ფუკოს ქანქარა

Admin
ხელოვნება
0
0

უმბერტო ეკოს რომანი "ფუკოს ქანქარა" - ძლიერი ტექსტი, რომლითაც ავტორმა ირონიას დაუქვემდებარა ადამა...

ავტორი: გიორგი დოლიძე

უმბერტო ეკოს რომანი "ფუკოს ქანქარა" - ძლიერი ტექსტი, რომლითაც ავტორმა ირონიას დაუქვემდებარა ადამანის მიერ შექმნილი ყველა ფილოსოფიური, რელიგიური, ოკულტური სისტემა. გვახსენებს, რომ ის რაც ჩვენი შექმნილია, ჩვენვე გვექვემდებარება და მასში ცვლილებები ჩვენ შეგვაქვს როცა მოვინდომებთ. რომანის დასასრულით კი გვაჩვენებს, თუ რა შეიძლება დაემართოს ადამიანს, როცა თვითონ ხდება საკუთარი სისტემის ტყვე. თუ როგორ შეიძლება არარსებულიც კი ადამიანმა არსებულად აქციოს და მოიყვანოს მოქმედებაში, გახადოს საკუთარ ბედისწერად, როცა საკუთარ მოგონილ გეგმას იწამებს და თავს ვეღარ ანებებს მას...

foucault


 რომანი გაყოფილია ათ ნაწილად და ყოველ ნაწილს ჰქვია კაბალისტური სიცოცხლის ხის ნაწილების სახელები. სიმბოლურად ეს შეგვიძლია გავიგოთ, როგორც გაცნობიერების საფეხურები, ხოლო საბოლოო წერტილი ყველაფერს დაესმება ბოლო, მეათე ნაწილში, როცა ხდება იმის გამოაშკარავება, თუ როგორ აუხდათ წიგნის პერსონაჟებს ის, რაც დაიჯერეს და თვითონ შექმნეს როგორც გეგმა, რომელიც სინამდვილეში არარსებული იყო. დასდევდნენ საიდუმლო ორგანიზაციებს, რომლებიც უნდა ამზადებდნენ გრანდიოზულ საკაცობრიო შეთქმულებას, სინამდვილეში კი შეთქმულება რეალობაში მოჰყავთ თავად მაძიებელ პერსონაჟებს, რადგან მათ ეს დაიჯერეს, მათ ეს სურდათ. წიგნში მიმოხილულია უამრავი რელიგიურ-ფილოსოფიური და ოკულტური სისტემები, საზოგადოებები, მათი ისტორია და წიგნის პერსონაჟები ამ ყველაფერს აერთიანებენ დიდ შეთქმულების თეორიაში, რომელსაც თვითონ იწამებენ და ამ რწმენით თვითონვე იწვევენ მის აღსრულებას. ტამპლიერები, როზენკროიცერები, გნოსტიკოსები, მასონები, ილუმინატები, სიონის ბრძენკაცები, ასასინები, კაბალისტები, ბოგომილები, კატარები, იეზუიტები - რას აღარ მიაწყდებიან, და ყოველ სისტემას ირონიას უქვემდებარებს მწერალი, რომელიც თვითონ იყო ყველა ამ სისტემის შესანიშნავი მცოდნე. ადამიანები, რომლებიც ამ სისტემებით შეპყრობილები ხდებიან და კი ვეღარ მართავენ მათ, არამედ თვითონ ხდებიან მართულნი, ხდებიან შეთქმულების თეორიების დამგეგმავიც და ამსრულებელიც.

 უმბერტო ეკო ახალი დროების მწერალია, როცა საყოველთაოდ გაიხსნა სხვადასხვა დაფარული ან ნაკლებად ცნობილი სწავლებები და ავტორმა შენიშნა იმის ტენდენცია, რომ ე.წ. ეზოტერული ელიტებიც და მათი ჩაკეტილი ჯგუფების მიმდევრებიც იმისთვის კი არ იყენებენ ამ ცოდნას, რათა თანდათან გათავისუფლდნენ, არამედ ქმნიან სულ უფრო დახურულ სისტემებსა და ჯგუფებს, რასაც მივყავართ მთელი ჯგუფის მიერ ახალი შეთქმულების ჩამოყალიბებასა და მის აღსრულებისაკენ. წიგნი გაფრთხილებაა, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი, თუ საკუთარ აკვიატებას ვერ უმკლავდება და რაც არ არსებობს, იმას მართლა ხორცს შეასხამს საკუთარი ინტენსიური სურვილებით, რაც სწორედ ზემოთ ხსენებული ჯგუფებისთვის წარმოადგენს ყველაზე დიდ საცდურს. ჩვენთვის ნაცნობი სიტუაციებიდან ეს იმის მსგავსია, თუ როგორი ინტენსივობით ნატრობენ და ესწრაფვიან ჩვენს გარშემო მცხოვრები ქრისტიანები სამყაროს დასასრულს რადგან სულ ამ მოვლენაზე საუბრობენ, სულ ანტიქრისტეს მოსვლა ელანდებათ, ქრისტეზე მეტად ანტიქრისტეს ხატება აღაგზნებს მათ წარმოდგენას - ის რაც არ დამდგარა, მაგრამ რის მოსვლასაც თვითონვე აჩქარებენ. ვერ ხვდებიან რომ ამას თავად მოიხმობენ, და თან ისეთი ფორმით, რომლის წარმოდგენაც არ შეუძლიათ სანამ შედეგი მართლა არ დადგება...

საინტერესოა, რომ როცა ეკოს ჰკითხეს, წაკითხული აქვს თუ არა მას დენ ბრაუნის "და ვინჩის კოდი", მწერალმა უპასუხა: "დენ ბრაუნი ჩემი რომანის "ფუკოს ქანქარას" ერთ-ერთი პერსონაჟია მხოლოდ, რომანის იმ ადამიანებზე, რომლებიც იწყებენ ათასგვარი ოკულტური სისულელის დაჯერებას." ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ თავად ეკო როგორც მინიმუმ დაინტერესებული ჩანს კაბალათი, ალქიმიით და სხვა ოკულტური ძიებებით, რომელიც რომანშია, მწერალი პასუხობს: "არა, "ფუკოს ქანქარაში" მე აღვწერე ასეთი ადამიანების გროტესკული სახე. ასე რომ მე უკვე ვთქვი, დენ ბრაუნი თვითონ არის ჩემი ერთ-ერთი ქმნილება". ეკომ ძალიან კარგად წარმოაჩინა, თუ როგორ ღრმად აქვს მას ყოველი სისტემა შესწავლილი და ამავე დროს მოუწოდებს მკითხველს დადგეს ამ სისტემებზე მაღლა, რადგან ისინი ადამიანის მიერ შექმნილია და ყოველ მათგანს ოდესღაც აქვს დასასრული. ამავე დროს წიგნის ფინალით ის მკითხველს აფრთხილებს იმ კატასტროფული დასასრულით, რაც შეიძლება ჰქონდეს ამ სისტემებში ბოლომდე ჩათრევას, როცა ადამიანი საკუთარ ნებელობას გადასცემს სისტემას და მისი დამანგრეველი ფინალის აღსრულებას აჩქარებს ამით.

ახალი დროების სხვა მწერალი, სალმან რუშდი "ფლორენციელ ჯადოქარში" წერს: "უნდოდა, თავისი ეჭვი ვინმესთვის გაეზიარებინა, ეთქვა, რომ ადამიანებმა შექმნეს ღმერთი და არა პირიქით. ეთქვა, რომ სწორედ ადამიანია ყველაფრის თავი და თავი და არა ღმერთი. ადამიანია ცენტრში, ზემოთ და ქვემოთ, წინ და უკან, ის არის ანგელოზიც და ეშმაკიც, სასწაულიც და ცოდვაც, ადამიანი და მხოლოდ ადამიანი, ამის გამო ამიერიდან მხოლოდ ისეთი ტაძრები უნდა აიგოს, რომელშიც ადამიანთა მოდგმას სცემენ თაყვანს. ადამიანის თაყვანისცემის რელიგია - აი, ასეთი რელიგიის დაფუძნება იყო მისი ყველაზე სანუკვარი და კადნიერი ოცნება." თუკი სადმე არსებობს უმაღლესი გონი, ან ღმერთი, ან აბსოლუტი როგორც შემოქმედებითი პრინციპი, ის ვერ ამოიწურება გონებით და მას ვერ ჩავატევთ ვერავითარ ტერმინში ან ცნებაში, ამიტომ ყოველი ღმერთი, ანუ სისტემა რომლითაც ჩვენ ვაზროვნებთ, ჩვენივე მოგონილია, ის უფრო მეტად ჩვენი პიროვნებების გასაღებია ვიდრე რომელიმე ღმერთის, ეს ღმერთები წმინდა წერილებიდან სინამდვილეში ჩვენ თვითონ ვართ და გარესამყაროს ვერ გავიაზრებთ, თუ არ დავაბრუნებთ ამ სისტემებს ისევ ჩვენი ადამიანური არსის სამსახურში. წინააღმდეგ შემთხვევაში ვხდებით ფარისევლები სახარებიდან, რომლებიც შაბათს კი არ მიიჩნევენ კაცთათვის შექმნილად, არამედ კაცობრიობას თვლიან შაბათისთვის შექმნილად, ადამიანს ვაყენებთ იმის მსახურად, რაც თავად ადამიანის მიერ არის შექმნილი. ჩვენც იგივე ბედი გველის რაც უმბერტო ეკოს რომანის პერსონაჟებს, რომლებმაც თვითონ არ დაიტოვეს უკან დასახევი გზა, ბოლომდე იწამეს ჯერ არმომხდარი და თვითონვე აღასრულეს, ანუ გამოიწვიეს ის რაც მათ მოუვიდათ რომანის ბოლოს...

მსგავსი სტატიები

რუმისა და შამს თებრიზის შეხვედრა


 ლეგენდის მიხედვით, როცა ჯალალ-ედ-დინ რუმი იჯდა და წიგნებს კითხულობ...

სილვია პლათი


სილვია პლათი მეოცე საუკუნის გამორჩეული ფიგურაა, რომლის შემოქმედება ...

მარიამ მაგდალელის სახე ლიტერატურასა და ყოველდღიურობაში


 მარიამ მაგდალელს დასავლეთის ეკლესია მეძავად თვლიდა, თუმცა აღმოსავლ...

The Show Must Go On...


ავტორი: მამუკა გურული გუშინ ვუყურე ფრედი მერკურიზე გადაღებულ ბიო...

ნესტან-დარეჯანის წერილი ვეფხისტყაოსნიდან და მოცარტის ჯადოსნური ფლეიტის ერთი ეპიზოდი


როცა მოცარტის ოპერაში პრინცი ტამინო გამოცდას გადის პირამიდაში, იქ წ...

ვულკანური ელვა


მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო 2015 წელს ფოტოგრაფმა ფრანცისკო ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff