რიუნოსკე აკუტაგავას „გაურკვეველი შიში მომავლის მიმართ“

Admin
ხელოვნება
0
0

მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი   რიუნოსკე აკუტაგავა თავის ნამუშევრებში უამრავ...

მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი

 

82449993 167213511352805 6694405416484339712 o

რიუნოსკე აკუტაგავა თავის ნამუშევრებში უამრავ ალუზიას აქსოვდა კლასიკური ლიტერატურიდან, მათ შორის, ქრისტიანული მწერლობიდან და ჩინური და რუსული ნაწარმოებებიდან. ასევე აქვეყნებდა კრიტიკულ ესეებსა და უილიამ ბატლერ იეტსის ტექსტების თარგმანებს.

იაპონელ მწერალს ძალიან უყვარდა კითხვა და კარგი წარმოსახვის უნარი ჰქონდა. ახასიათებდა სტილისტური პერფექციონიზმი და გააჩნდა ინტერესი ფსიქოლოგიის მიმართ.

როგორც ლიტერატურის მკვლევარი, შუიჩი კატო აღწერს, აკუტაგავამ თავისი ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბება შოგუნატეს დროს, მეთექვსმეტე საუკუნის გვიანი პერიოდის იაპონიიდან დაიწყო. კატო ამბობს: „ამის შემდეგ მას შეეცვალა გემოვნება ტანსაცმელში; არაფრად აგდებდა უხეშობას, ყურადღებას აქეცვდა წვრილმანებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სენსიტიური გახდა ენის მიმართ; დააგროვა უდიდესი ცოდნა ჩინური და იაპონური ლიტერატურის შესახებ.“

ძლიერი ინტერესი გაუჩნდა ევროპული ლიტერატურის მიმართ, რისი საშუალებითაც ახლებურად დაინახა საკუთარი ქვეყანაც. მოსწონდა ისეთი მწერლები, როგორებიც არიან ფრიდრიხ ნიცშე, ავგუსტ სტრინდბერგი, ფიოდორ დოსტოევსკი, ნიკოლაი გოგოლი, შარლ ბოდლერი, ლევ ტოლსტოი და ჯონათან სვიფტი. განსაკუთრებით უყვარდა გროტესკის ოსტატი მწერლები, - ფრანც კაფკა და ამერიკელი პოეტი ედგარ ალან პო.
25 წლის ასაკში აკუტაგავამ შიშოსეცუს ჟანრში დასამახსოვრებელი ავტობიოგრაფიული მოთხრობები დაწერა.

შემოქმედებითობის მწვერვალზე მყოფმა, ხელოვნებასა და ცხოვრებას შორის ურთიერთკავშირის კვლევა დაიწყო ისეთ სიმბოლურ ნაწარმოებებში, როგორიც არის მისი ტექსტი "ბაღი", - ამბავი უბედურ ოჯახზე და ტუბერკულოზით დაავადებულ შვილზე, რომელიც ძველ, მაგრამ განსაკუთრებულ ბაღს უვლის.

რაც მეტად დაიწყო მან თავისი ფსიქიკური კონდიციისა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების ლიტერატურაში ასახვა, მით მეტად ჩანდა მის ტექსტებში შეშლილობისკენ ლტოლვა და სიკვდილის სურვილი.

სიკვდილამდე ბოლო ორი წელი, აკუტაგავა ვიზუალური ჰალუცინაციებითა და ფსიქოზით იტანჯებოდა. ეგონა, რომ დედამისის შეშლილობის სიმპტომები მასაც დაეწყო. როცა ეჭვებმა და სიკვდილზე ფიქრებმა ფსიქიკა უფრო გაუუარესეს, მწერალმა თავისი შემოქმედების მომავლის შესახებ ესე დაწერა, სახელწოდებით "რა არის პროლეტარული ლიტერატურა" (1927). აკუტაგავა თავისი ბიძის მიმართ თავს მოვალედ თვლიდა, საკუთარ თავს როგორც იმედგაცრუებას განიხილავდა, ხოლო ნაწერებს კი უმნიშვნელოდ მიიჩნევდა.

82882862 167213604686129 2459256294679248896 o

შემდეგი თვეები ჩაფიქრებულმა გაატარა. აკუტაგავამ ფრთხილად აირჩია საშუალება ამის გასაკეთებლად და სახლში წამლების ზედოზირებით 35 წლის ასაკში მოიკლა თავი, რაც, ფიქრობდა, რომ ოჯახისთვის ყველაზე ნაკლებად დამთრგუნველი იქნებოდა. დატოვა წერილი, სახელწოდებით „წერილი ძველ მეგობარს“, რომელიც მწერლისა და ახლო მეგობრისთვის, მასაო კუმესთვის იყო განკუთვნილი.

წერას თვითმკვლელობის მიზეზის განხილვით იწყებს. ახსენებს ერთ ავტორს, რეიგნერს, რომელმაც მის ერთ-ერთ მოთხრობაში დაწერა, რომ მან, ვინც თავს იკლავს, ბოლომდე არასოდეს იცის ამის მიზეზი. „გაურკვეველი შიში მომავლის მიმართ“ - ასე დაახასიათა იაპონელმა მწერალმა ის, რამაც თვითმკვლელობისკენ უბიძგა.

შემდეგ საუბრობს იმაზე, რომ ბოლო ორი წელი დაინტერესებული იყო თავად სიკვდილის პროცესით. „მე, დასავლელებისგან განსხვავებით, არ მჯერა, რომ სუიციდი ცოდვაა“, - წერს რიუნოსკე. მწერალმა დიდი დრო დაუთმო თვითმკვლელობის გზების შესწავლას და დასკვნის სახით, ყველაზე ნაკლებად მტკივნეული მეთოდი აირჩია. როგორც თავად წერს, დანარჩენი საშუალებები „ესთეტიკური და პრაქტიკული მიზეზების გამო“ უარყო.

მისი თქმით, ადამიანებს სიკვდილის მიმართ ცხოველური შიში აქვთ და სწორედ ამ შიშმა იმდენად გამოფიტა მისი სხეული, რომ აღარ შეუძლია, თუნდაც კერძების დაგემოვნებითა და ქალებთან ურთიერთობით სიამოვნება მიიღოს.

რიუნოსკე აკუტაგავა იაპონური ლიტერატურის ყველაზე ცნობილი ფიგურაა. მისი ნამუშევრები მუდმივად ითარგმნება სხვადასხვა ენაზე, ასევე არსებობს კინო-ადაპტაციებიც.

მწერლის სახელის უკვდავსაყოფად, მისმა კოლეჯის მეგობარმა და გამომცემლობა "Bungei Shunju“-ს დამფუძნებელმა, კიკუჩი კანმა, აკუტაგავას სახელობის ლიტერატურული პრიზი შექმნა, რომელიც მალევე გახდა პრესტიჟული ჯილდო იაპონური ლიტერატურისათვის.

მსგავსი სტატიები

დიდოსტატის მარჯვენა და იერუსალიმის ტაძრის ხუროთმოძღვარი ჰირამი


კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენაში" სამი მთავარი გმირი...

რეინკარნაციის იდეა ქართულ ფოლკლორში


 ყველა ერის ფოლკლორში პირდაპირ ან ირიბად, მეტ-ნაკლებად ყველ...

რეჟისორები კინოს შექმნაზე


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი წყარო დევიდ ფინჩერი: „არაფერია იმაზე უარ...

დრაკონის გამოსვლა


ფილმში "დრაკონის გამოსვლა" ბრიუს ლი არის შაოლინის მონასტრის ერთ-ერთ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff