რუმისა და შამს თებრიზის შეხვედრა

Admin
ხელოვნება
5
1

 ლეგენდის მიხედვით, როცა ჯალალ-ედ-დინ რუმი იჯდა და წიგნებს კითხულობდა, ჩაუარა შამს თებრიზმა და ჰკ...

ავტორი: ინკოგნიტო

 ლეგენდის მიხედვით, როცა ჯალალ-ედ-დინ რუმი იჯდა და წიგნებს კითხულობდა, ჩაუარა შამს თებრიზმა და ჰკითხა: "რას აკეთებ?" რუმიმ უპასუხა: "ის, რასაც შენ ვერ გაიგებ." (ეს არის ცოდნა, რომელსაც სწავლის გარეშე ვერ მიიღებ) ამ პასუხის შემდეგ შამსმა აიღო რუმის წიგნები და იქვე წყლით სავსე აუზში მოისროლა. რუმიმ სასწრაფოდ ამოიღო წიგნები წყლიდან და გაოცდა, რადგან ისინი მშრალი იყო. ჰკითხა მან შამსს: "ეს რა არის?", რაზეც შამსმა მიუგო: "მევლანა, ეს არის ის, რასაც შენ ვერ გაიგებ."(ეს არის ცოდნა, რომელსაც სწავლით ვერ გაიგებ).

 თუ მაღალი მეგობრობა "ორ სხეულში მყოფი ერთსულოვნებაა", ამ მთლიანობას ორი განუყრელი ნაწილი ქმნის: სწავლული რუმის მიერ წიგნიერი განათლებით დაგროვილი ცოდნა და მოხეტიალე დერვიშის, შამს თებრიზის გულისმიერი ცოდნა, რომელსაც ვერც ერთ წიგნში ვერ მიიღებ და მხოლოდ საკუთარ გულში ჩახედვით მოიპოვება. რუმის პოეტად ქცევა სწორედ ასეთ მეგობართან შეხვედრამ გამოიწვია. მათი ერთად გატარებული დრო რუმისთვის იყო თვითჩაღრმავება და იმის აღმოჩენა, რაც წიგნების მიღმა არ აღმოუჩენია. ხოლო სრულყოფილი პოეტი მხოლოდ მაშინ უნდა გამხდარიყო, როცა შამს თებრიზის უეცარი გაუჩინარებით მიღებული ტკივილი და დარდი უნდა განეცადა.

91bcZdysFFL

 სუფიზმის არსიც ხომ ეს არის: სიტყვებით გამოუთქმელი; ის, რაც გულიდან გულში გადაიცემა. ეს კი მიიღწევა იმ საფეხურზე, როცა აზრობრივი სპეკულაციები საკუთარ ძალას ამოწურავს, დაცარიელებული გული მეორე გულის ნდომას იგრძნობს და ამ დროს გამოანათებს მეორე ადამიანი, როგორც შამსი (შამს - არაბულად "მზე"), შენი პირადი "თავრიზის მზე", რომელიც შენს ხედვას და შეგრძნებებს ისე გაანათებს და აამაღლებს, რომ ამას შენში სამყაროს ამაღლებად განიცდი, რასაც ასე ხატოვნად წერს რუმი:

"თავრიზის მზის სულის ასამაღლებლად,
ეს სამყარო თავად ჩემში მაღლდება."

 ამგვარი ამაღლებული, დერვიშების მიერ დაფასული მეგობრობა მოსვენებას არ ცნობს და იმ სიმსუბუქეს შეგძენს, რომლის გამოც სხვებს შლეგი ეგონები. აქ შენთვის "სააქაო" და "საიქიო" აღარ განიყოფა, და შეგიძლია ისეთ ადამიანებსაც კი დაუგდო ყური და გაუგო, ვისთვისაც ჯერ არასდროს არავის გულისყურით არ მოუსმენია:

"ხომ საიქიო არ მწამს და არ მწამს,
სააქაოსაც ხომ ხელი ვკარი!
ტრფობისგან მთვრალი მივენდე რინდებს
და მაწანწალებს ავუბი მხარი."

 ასეთი ადამიანი, რომლის მეგობრობას ყველა ნატრობს გულის სიღრმეში, იმდენად შეუმჩნეველია, რომ მის დასანახად გულის ხედვის გახსნაა საჭირო. ელიფ შაფაქის რომანში "სიყვარულის ორმოცი წესი", სადაც შამსისა და რუმის მეგობრობა მხატვრულად არის გადმოცემული, ბაღდადიდან კონიაში მიმავალი შამს თებრიზი, რომელსაც დავალებული აქვს რუმის ცხოვრების შეცვლა, ტყუილად არ ფიქრობს გზაში ასე: "ერთი დღეღა მრჩება. ხვალ ჩემს სულიერ მეგზურს უნდა შევხვდე. თვალზე რული არ მეკარება. ო, რუმი! სიტყვისა და აზრის მეუფევ! ნეტავ თუ მიცნობ, როცა დამინახავ? დამინახე!.." ასეთი მეგობარი, რომელმაც პირველმა დაგინახა, აჩრდილივით დაგყვება და ელოდება თუ როდის დაინახავ შენც მას. შამს თებრიზი მოხეტიალე დერვიშია, ხეტიალი და გზაში ყოფნა კი სუფიზმის ერთ-ერთი სიმბოლოა, ტყუილად არ უწოდებენ სუფიურ ერთობას თარიყათს რაც მოიაზრებს გზას, სწავლების გზას და მაძიებელი ჯერ იარაღდება სხვადასხვა სწავლებით, ხოლო შემდეგ ნამდვილ ცხოვრებას მოწყურებული ამ გზაზე უნდა გადაეყაროს თავისი სულის ნაწილს - მეგობარს, რომელთან ერთობაშიც ხორცს შეასხამს თავის ცოდნას, რადგან სუფიზმს არ უყვარს საკუთარი არსის სიტყვებით გადმოცემა, ის საქმე, ცხოვრების წესი და სამყაროს შეგრძნებაა.

 და ვინც ამ ცხოვრებაში შემეცნებას ეძებს, მას შემდეგ რაც გადაიკითხავს უამრავ წიგნს და შეიძენს ცოდნას, რომელიც განსწავლით უნდა მიიღოს, მიაღწევს იმ სიცარიელის მდგომარეობას, როცა ყოველივე წაკითხული უფერულდება და გულს მეორე გული სწყურია, რომლითაც ისწავლის იმას, რასაც ვერც ერთი წიგნით და სწავლით ვერ შეიძენს. ასეთ მდგომარეობამდე მისულ მაძიებლებს მართებთ გულით უხმონ მეორე გულს და თავის პირად შამსს. და მათ ასევე სხვებსაც უნდა უსურვონ ასეთი მეგობრის პოვნა.
ყველა ადამიანი იმსახურებს თავის შამს თებრიზს...

მსგავსი სტატიები

ეგოისტი


ზაფხულის მიწურული იდგა, გრძელმკლავიანი სვიტრი რომ ჩავიცვი და ერთ კვ...

რეჟისორები და მათი მუზები


  თარგმანი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი წყარო 1. ლორა დერ...

ტომას ალენ კოპერა - არაცნობიერის მიღწევა


მთარგმნელი: ანა თოფურიძე წყარო ჩემს შემოქმედებაში მე ვცდილობ არ...

რას ნიშნავს იყო „ნამდვილი“?


მონაკვეთი მარჯერი უილიამსის წიგნიდან „ვილვეტის კურდღელი“ მთარგმნ...

ცნობილი მწერლების რჩევები დამწყებ მწერლებს


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი  წყარო 1. „უპირველესად, მწერალმა ...

დიდოსტატის მარჯვენა და იერუსალიმის ტაძრის ხუროთმოძღვარი ჰირამი


კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენაში" სამი მთავარი გმირი...

გველთან როგორც სიბრძნესთან ზიარება


გველი რომ სიბრძნის საყოველთაოდ აღიარებული სიმბოლოა, ჩვენთვის კარგად...

ვენერა ვერტიკორდია


ჩვ.წ. 114 წელს რომაელებმა სიკვდილით დასაჯეს ვესტას სამი ქურუმი ქალი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 420 ლარის ნაცვლად 200 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.
☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (10 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ ჰაინრიხ კორნელიუს აგრიპა - "ოკულტური ფილოსოფია" (10 ლარი)

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff