ქართული ხალხური ზღაპარი - "ვაშლა"

Admin
ხელოვნება
2.5
1

 ვაშლას ეძახდნენ ხელმწიფის სამი ვაჟიდან უმცროსს. ერთ-ერთი ეპიზოდი: ვაშლა მამის საფლა...

vashla

ავტორი: გიორგი დოლიძე 

 ვაშლას ეძახდნენ ხელმწიფის სამი ვაჟიდან უმცროსს. ერთ-ერთი ეპიზოდი: ვაშლა მამის საფლავს დარაჯობს და მიყოლებით მოკლავს საფლავზე მოსულ შავ, წითელ და შემდეგ თეთრ აღკაზმულობაში და იგივე ფერის ცხენებზე ამხედრებულ მეომრებს. მათ ცხენებს და აღკაზმულობას დაიტოვებს. შემდეგ კი თავისთვის და ორი უფროსი ძმისთვის სპილენძის ქალაქიდან სამი ქალი რომ წამოიყვანოს რათა ცოლებად შეირთონ, მიყოლებით ჯერ შავი აბჯარ-საჭურველით და შავი ცხენით, შემდეგ წითლით, ბოლოს კი თეთრით გამოიყვანს სამივე ქალს.

 რაც არის ზუსტი გამეორება შუა საუკუნეების რაინდული და ალქიმიური სიმბოლოების. ვაშლა გადის შინაგანი განწმენდის გზას და სიმბოლურად იცვლის ფერებს: ის ჯერ შავი რაინდია, რომელიც დანთქმულია ცოდვაში, ბოლომდე იაზრებს საკუთარ ფსკერს და საკუთარ დაცემულობას. როგორც შავი რაინდი ის მონანიე პიროვნებაა. შემდეგ ის გადაიქცევა წითელ რაინდად, რაც უკვე გამოფხიზლების, შინაგანი აქტივაციისა და სიყვარულით მოქმედების სიმბოლოა. და ბოლო საფეხური თეთრი რაინდია, რომელიც სრულად განიწმინდა, გაიაზრა საკუთარი თავი და შემოქმედებითი იმპულსით სხვა არსებების გამოსწორებას იწყებს.

 ალქიმიურ სიმბოლურ ფერებში იგივე ფერებია, უბრალოდ მიმდევრობაა ცოტა სხვა. ჯერ შავი (ნიგრედო) - სრული დაშლის სიმბოლო, ბნელი მატერია რომლიდანაც უნდა მივიღოთ ნათელი და დამუშავებული პიროვნება. შემდეგ მოდის თეთრი (ალბედო) - სრული დაშლის შემდეგ მკვდრეთით აღდგომა, ახალი ძალით შემოსვა და სულის განახლება. (ზოგჯერ მესამე ფერს უმატებენ, ყვითელს - ციტრინიტასს, რომელიც თეთრის ოქროსფერი ნათებით შემოსვას ნიშნავს, მაგრამ ხანდახან გამოტოვებულია ეს ფერი), ბოლო საფეხური აქ წითელია(რუბედო) - ინდივიდუაციის მიღწევა, ცნობიერების გასხივოსნება, ფილოსოფიური ქვის შექმნა. (საინტერესოა, რომ უმაღლეს საფეხურზე ასული პიროვნების სულიერ ძალას ეზოტერიკოსები სიმბოლურად წითელ ფერში ხედავენ).

 სურათზე მოყვანილია სამივე საფეხური, რომელსაც ადამიანი გაივლის გარდაქმნისას და აღნიშნულია ამ სამი ფერით. როგორც დასავლეთში რაინდული სულიერი კულტურა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ალქიმიასთანაც და იყენებდა იგივე სიმბოლოებს, ქართულ ზღაპარშიც მხედარი, რაინდი ასევე იგივე ეტაპებს გადის და იგივე სიმბოლურ ფერებს იცვლის...

მსგავსი სტატიები

21 ფაქტი ედვარდ ჰოპერის შესახებ


21 ფაქტი ედვარდ ჰოპერის შესახებ მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი; Ikigai /...

ჟან კოკტო როგორც ორფიკოსი ხელოვანი


ძველ ბერძნულ სამყაროში ორფიზმი როგორც ფილოსოფია და რელიგიური მიმდინ...

ჰანს რუდოლფ გიგერი


ჰანს რუდოლფ „რუდი“ გიგერი (H. R. Giger; დ. 5 თებერვალი, 1940 — გ....

ცნობილი მწერლების რჩევები დამწყებ მწერლებს


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი  წყარო 1. „უპირველესად, მწერალმა ...

რეინკარნაციის იდეა ქართულ ფოლკლორში


 ყველა ერის ფოლკლორში პირდაპირ ან ირიბად, მეტ-ნაკლებად ყველ...

დიდოსტატის მარჯვენა და იერუსალიმის ტაძრის ხუროთმოძღვარი ჰირამი


კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენაში" სამი მთავარი გმირი...

„მატრიცის“ ნამდვილი სცენარი, რომელიც პროდიუსერებმა უარყვეს


მთარგმნელი: ლიკა მარღანია წყარო და აი ახლა, ბოლოს და ბოლოს, ვიპ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას ლექციების ვიდეო-ჩანაწერები

  MAGMA, გთავაზობთ უკვე ჩატარებული ლექციების ვიდეო-ჩანაწერებს ფასდაკლებით.

 

- გურჯიევის სისტემა - გასაგებად და მარტივად - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: პიოტრ უსპენსკის - "მეოთხე გზა"

  - რაიხიანული ფსიქოლოგია - ენერგეტიკული ბლოკები, კუნთოვანი ჯავშნები და მათგან განთავისუფლების გზები - 30 ლარი

  მოყვება წიგნი:ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ"

  - შამანური ფსიქოლოგია - კაჰუნების სიბრძნე - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა"

  - ფსიქიკის შრეები და მათი გადაპროგრამების მეთოდები ლირი-ვილსონის სისტემის მიხედვით - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: რობერტ ანტონ ვილსონი - "პრომეთეს აღზევება"

  - მეხუთე ლექცია: "ცხოვრების თამაშით კაიფის" 8 მთავარი არხი (ორი ლექცია ვექტორული ფსიქოლოგიის თემაზე) - 60 ლარი

  - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (ორი ლექცია) - 45 ლარი

 

დაგამატებთ ლექციების შესაბამის ჯგუფებში, სადაც მუდმივი წვდომა გექნებათ ჩანაწერებზე.

ყველას ერთად შეძენის შემთხვევაში ფასი 225 ლარის ნაცვლად 150 ლარია.

შესაბამის ჯგუფში დასამატებლად ჩარიცხეთ თანხა რომელიმე ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე და მოგვწერეთ მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ან ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/info.magma.ge/

 

ანგარიშის რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი:
#GE04BG0000000621532700

TBC ბანკი:
#GE30TB7154245061100005

მიმღები: მამუკა გურული

პირადი ნომერი: 35001029103

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff