„შენი სახელი დამიძახე“: მიმზიდველი კადრების მიღმა

Admin
ხელოვნება
0
0

მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი (ფოტოები იხილეთ გალერეაში) წყარო ფილმი ანდრე ასიმანის 2007 წელს გამოც...

მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი

(ფოტოები იხილეთ გალერეაში)

წყარო

ფილმი ანდრე ასიმანის 2007 წელს გამოცემული რომანის ადაპტაცია, და ასევე პირადული სასიყვარულო წერილია ლომბარდიის მიმართ, სადაც იტალიელი რეჟისორი, ლუკა გუადანინო ცხოვრობს. სწორედ ლომბარდიის მიმართ მისმა ღრმა ცოდნამ განაპირობა ის, რომ მან იპოვა ვილა ალბერგონი, კრემასთან ახლოს, რომლის დეკორატორობაც ფილმისთვის, მის ახლო მეგობარს და კოლაბორატორს, ვიოლანტე ვისკონტი დი მოდრონეს დაავალა.

- რა მითითებები მოგცათ ლუკამ დიზაინთან დაკავშირებით?

- ლუკა და მე დიდი ხანია მეგობრები ვართ, ამიტომ კარგად ვიცით, თუ რა მოგვწონს და რა - არა. მას შემდეგ, რაც წიგნი გამომიგზავნა, ამ სახლს ვესტუმრეთ და დაგეგმვა დავიწყეთ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ის. ფილმი 1983-იან წლებს ასახავს, ამიტომ ლუკამ და მე ბევრი ვილაპარაკეთ ამ სპეციფიურ დროზე, როგორ შევძლებდით ამ გარემოს შექმნას. მაგალითად, ელიოს ოთახში, ბევრ 80-იანებისთვის დამახასიათებელ ბევრ რამეს ვხედავთ.

ლუკას უნდოდა, რომ ვილა დამსგავსებოდა სახლს, სადაც ოჯახი ცხოვრობს. უნდოდა, გამოეხატა, რომ ეს სახლი ნამდვილად უყვარს მის მფლობელს. მე კიდევ, მინდოდა მეჩვენებინა დროის გასვლა. რომ ამ ოჯახამდე აქ სხვები ცხოვრობდნენ. ერთი ტახტი ვიპოვე, რომელიც ლუკას ზედმეტად ძველად და გაცვეთილად მოეჩვენა, მე კი ვუპასუხე, რომ ეს დროის გასვლის საჩვენებლად კარგი გზა იყო.

- რამეში თუ იყავით შებოჭილი?

- ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო სახლის სისადავისა და მარტოსულობის რაიმე თბილ, კომფორტულ და სიცოცხლით სავსედ გარდაქმნა. ავეჯი და ნახატები ამ ოჯახის გამოსახატავად შეირჩა, ძალიან ინტელექტუალი და ინტერნაციონალური ოჯახის; ძალიან უყვართ ხელოვნება და ისტორია და მუსიკა. ძალიან გახსნილები და გონებამახვილები არიან, ამიტომ უმჯობესი იქნებოდა თითოეული ოთახი განსხვავებული ნივთებით აგვევსო, სხვადასხვა კულტურიდან და პერიოდიდან.
როცა ვილაში პირველად მოვედით, ის ფაქტობრივად ცარიელი იყო, ამიტომ უნდა მომეფიქრებინა, როგორ ვაპირებდით მის მოწყობას ძალიან ცოტა დროში - ჩვენ მხოლოდ სამი კვირა გვქონდა დეკორაციების დასასრულებლად. მხოლოდ ავეჯის დადგმა საკმარისი არ არის, უნდა გადაწყვიტო თუ რა ფერში გინდა კედლების შეღებვა, რისი ჩამოკიდება გინდა აქა თუ იქ. ერთი დიდი, ძველი რუკა ვიპოვეთ და მისაღებ ოთახში დავტოვეთ, რადგან ეს ზუსტად ის იყო, რაც ატმოსფეროს შესაქმნელად გვჭირდებოდა.

- რომელი იყო სამუშაოდ თქვენი საყვარელი ოთახი?

- მას ფილმში ბევრჯერ ვერ ვხედავთ, მაგრამ ვიტყოდი, რომ ყველაზე მეტად სხვენზე მუშაობა მომეწონა. ძირითადად ის საწყობი ოთახია, ამიტომ უფრო ფუნქციური და არამიმზიდველი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არც ძალიან გადატვირთული. ეს ის ოთახია, სადაც როგორც წესი შესვლა არ გინდება, მაგრამ ელიოსთვის მნიშვნელოვანი ადგილია, რადგან აქ რამდენიმე ინტიმურ მომენტს გამოცდის. მეორე კი მშობლების ოთახია - მაგრამ მას ფილმში ვერ ნახავთ, რადგან საბოლოოდ ამ ოთახის სცენები ამოჭრეს.

- რა გაიფიქრეთ პირველად, როცა ოთახში შეხვედით?

- პირველი რაც თავში მომივიდა ოთახის ჰარმონიულობა იყო, მიუხედავად იმისა, უხდება თუ არა ყველაფერი ერთმანეთს. არაა საჭირო ასე იყოს, მაგრამ სახლის შესაქმნელად ბალანსის შექმნაა საჭირო, რადგან თითოეული ნივთი ამბობს რაღაცას იმ ხალხზე, რომელიც იქ ცხოვრობს. და ასევე თუ გყავს სხვა პერსონაჟებიც, როგორიცაა მაგალითად მოსამსახურეები, მაშინ ამ სახლის დეკორაციაზე მათი თავისებურებებიც უნდა აისახოს. მილანში, ერთ-ერთ მაღაზიაში, ფანტასტიური ქსოვილები ვნახეთ, მაგრამ ასევე არის ძალიან ბევრი წვრილმანი, ყოველდღიური საგნები, რომლებსაც ფილმის ყურებისას არც კი ვამჩნევთ. არაა აუცილებელი, ყველაფერი ბრწყინავდეს, მაგრამ უნდა იგრძნობოდეს, რომ ისინი აქაურობას ეკუთვნიან.

- როგორ დაახასიათებდით თქვენი, როგორც დეკორატორის როლს?

- აღსაწერად რთული რამეა. რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩემს მეგობართან ერთად, ინტერიერის დიზაინის სტუდიაში ვმუშაობდი; ასევე ინდოეთში ვამზადებდი დიზაინებს ქსოვილებისთვის, რამაც რამდენიმე მასალას შორის ჰარმონიის შექმნის კარგი უნარი გამომიმუშავა. მსგავსი რამეები ჩემთან ძალიან ბუნებრივად მოდის, ამიტომ, იღბლიანი ვარ, რადგან ობიექტებისა და რეკვიზიტების მოძებნის კარგი ხედვა მაქვს.

რეალურად, ამ ფილმისთვის, ბევრი რამე ვისესხე მამაჩემის და ჩემი რამდენიმე მეგობრის სახლიდან. ვფიქრობ, ამან რაღაც რეალურის შეგრძნება შესძინა მთელ სახლს, თითქოს იქ მართლაც ცხოვრობდნენ ადამიანები. ჩემი აზრით, ეს ჩემი სამუშაოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია - ყველაფრისთვის საკუთარი ისტორიის მიცემა.

მსგავსი სტატიები

აღელვებული კაცი ყავისფერ პიჯაკში


  მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი  - ჟოაო ჟილბერტო   ავ...

ორაკული მატრიცაში


"მატრიცაში" ორაკულის არ არის მხოლოდ საინტერესო პერსონაჟი, ის თავად ...

ბრძოლა საკუთარ შიშებთან


"ბჰაგავად გიტაში" ბრძოლის წინ მეომარი არჯუნა ევედრება კრიშნას:"მწყუ...

ნარასიმჰა


ნარასიმჰა - კაცი-ლომი, ინდურ პანთეონში უზენაესი ღვთაების ვიშნუს ერთ...

სილვია პლათი


სილვია პლათი მეოცე საუკუნის გამორჩეული ფიგურაა, რომლის შემოქმედება ...

ნესტან-დარეჯანის წერილი ვეფხისტყაოსნიდან და მოცარტის ჯადოსნური ფლეიტის ერთი ეპიზოდი


როცა მოცარტის ოპერაში პრინცი ტამინო გამოცდას გადის პირამიდაში, იქ წ...

ინტერვიუ ლორა მაკაბრესკუსთან


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი წყარო   ვიდეო-ვ...

"ვარდის სახელი"


უმბერტო ეკოს პირველ რომანში "ვარდის სახელი" მოქმედება, პერსონაჟთა მ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff