IU - ნაციის უმცროსი და

Admin
ხელოვნება
0
0

iu1   

ავტორი: ანა თოფურიძე

ყველა ეროვნებაში იბადებიან ადამიანები, რომლებიც მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებულები განწირულები არიან თავის კულტურიისთვის შექმნან დიდი შემოქმედება. ვფიქრობ არჩევანის თავისუფლება არ აქვთ, მხოლოდ ბევრი მუშაობა და ხალხისთვის შთაგონების, იმედის, მუსიკის, როლების და პერფორმანსების შექმნა დარჩენიათ. ერთ-ერთი ასეთი საოცარი არტისტია, ჩემი ბოლო დროის აღმოჩენა  IU.კორეელი 27 წლის გოგონა, რომელმაც უკვე მოასწრო სატელევიზიო როლების და მუსიკის შექმნა, რითაც ყველას თავი შეაყვარა. მეც იმდენად მოვიხიბლე მისი შემოქმედებით ვფიქრობ საქართველოშიც ბევრმა უნდა გაიცნოს და დატკბეს მისი გარეგნობით და ხელოვნებით. ფანები მუდამ ანგელოზს ადარებენ, სახის ნაკვთების, ლამაზი ხმის, ვოკალის და გულწრფელი ხასიათის გამო. ბევრი ცნობილი კორეელი არტისტი მამაკაცია მასზე შეყვარებული და ბევრმა სახალხოდ სთხოვა ცოლობა, თუმცა მგონია არც სხვა ეროვნებისები დარჩნენ გულგრილას, მის სილამაზეზე არანაკლები შთაბეჭდავი მსახიობური ნიჭი და მისი ხმაა. ასევე ცნობილია იმით, რომ ტექსტებს და მუსიკას თავად წერს და თავადვე ასრულებს. და რამაც ჩემზე  განსაკუთრებით იმოქმედა, ის თანაგრძნობის სიღმეა რაც ადამიანის ტანჯვის და გაგების მიმართ აქვს, რაც შესრულებულ  როლებში კარგად გამოხატება.
 
   ორ სიმღერას გამოვყოფდი „Knee” და “Love Poem” . დიდი ლამაზი  სევდა და ძალიან სასიამოვნო დამოკიდებულება როგორც ყველა სიტყვასთან ასევე მუსიკალურ ბგერასთან, კორეული ენა რომც არ გესმოდეს, მხოლოდ მელოდია და ხმა შეგიყვარდება. ერთი სიმღერა უძილობის პრობლემებზე და ბებიაზე, იხსენებს როგორ დებდა თავს ბებიას მუხლებზე და ბებია თმას უვარცხნიდა და ასე ეძინებოდა. მეორეს, „სიყვარულის პოემა“ ქვია და ერთი აბზაცის თარგმანი ასეთია:
„ ...
მე ვიქნები შენს უკან ვინც მარტო დადის,
ვიმღერებ უსასრულოდ და ეს სიმღერა 
ბოლომდე შენთან იქნება,
ამოისუნთქე ღრმად,
შენთვის, შენ ვისაც დაგავიწყდა 
როგორია ხმამაღლა ტირილი.. მე ვიმღერებ..“
IU გულწრფელია და ნამდვილი, ამიტომ უყვარს ხალხს. 

iu2
 
       რაც შეეხება ფილმებში როლებს, ყველაზე შთამბეჭდავი “My mister”- ში შესრულებული როლია, სადაც ის ღარიბი ობოლი ქუჩის გოგოა, თვითგადარჩენისთვის უწევს ნარკობარიგებთან იურთიერთოს და ჯაშუშად და შავი საქმეების მოსაგვარებლად ქირაობენ. ზრუნავს მოხუც უნარშეზღუდულ ბებიაზე, რომელიც ვერც დადის და ვერც ლაპარაკობს. აქ კარგად ჩანს გაჭირვებული ხალხის ტრაგედიები. 
 
სერიალში „Hotel Del Luna”  დაკარგული მოხეტიალე სულების სასტუმროს დირექტორია, რომელიც ცხოვრებაში ჩადენილი ბოროტებებისთვის დასაჯეს ღმერთებმა. აქ ძალიან ლამაზი, სექსუალური, ძლიერი და ჭკვიანი ქალია, რომელიც სამიათასი წელია ცხოვრობს და თითქმის ბოროტ სულად იქცა, თუმცა მისცეს გამოსწორების შანსი. ვიზუალურად ძალიან ლამაზი შოუს პარალელურად, აქ დაკარგული სულების გაგებაცაა, ვის დარჩა დაუმთავრებელი საქმე, ვის რა მიჯაჭვულობა ქონდა ცხოვრებაში და რას ვერ ელევა რომ არ ტოვებს შუა განზომილებას.
 
დრამაში „Moon Lovers: Scarlet Heart Ryeo” IU _ს ძალიან მხიარულ და სასაცილო სახეს გაიცნობთ. გოგონა, რომელმაც დროში იმოგზაურა და კორეის წარსულში, იმპერატორების კარზე მოხვდა. მისი პერსონაჟი უამრავ სასაცილო და უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება და სამეფო კარიდან განდეგილ ბნელ საშიშ მეოთხე პრინცთან დააკავშირებს ცხოვრებას. თუმცა იუმორი და სახალისო ეპიზოდები ნელ-ნელა სერიოზულობითდა დრამით იცვლება. აქაც კარგად ჩანს მისი მსახიობური ნიჭი, როგორ იცვლება და იზრდება სხვადსხვა სიტუაციებში მოხვედრისას.  არის ერთი ძალიან ლამაზი კადრი, როცა მეგობარი მოახლის სიკვდილის დასჯას აპორტესტებს და სამი დღე და ღამე მუხლმოყრილი ემუდარება იმპერატორს შეწყალებას, წვიმაში და სიცივეში ზის ეზოში. როგორც ყველგან, აქაც კარგად ახერხებს მაყურებელს აჩვენოს ცხოვრების ის ბნელი მხარეები, რაშიც ადამიანები ცხოვრობენ. 
 
    ეს გოგონა ვფიქრობ კიდევ ბევრს მისცემს კორეულ კულტურას. მისი როგორც მუსიკით ასევე ფილმებით და თუ თვალყურს ადევნებთ ალბათ თქვენი მსოფლმხედველობაც უფრო გალამაზდება და გამრავალფეროვნება. IU_ს „ნაციის უმცროსი დის“  ტიტული უკვე აქვს და ალბათ კიდევ ბევრს მიიღებს. 
     
თუ ზოგადად თანამედროვე კორეის პოპ კულტურას არ იცნობთ, რამდენიმენამუშევარს გაგიზიარებთ.  თითოეული განსაკუთრებულად დახვეწილი ესთეტიკით გამოირჩევა.  არტისტის ვიზუალი თმის ფერი, აქსესუარი და ინტერიერი თუ CG ელემენტები დამონტაჟი ხელოვნების ნიმუშია:


Lim Kim 
 
Seo Taiji&Boys

GAIN

G-DRAGON


BLACKPINK

 
დრამები, რომლის რეჟისურა, ორიგინალი სცენარი, ესთეტიკა და ატმოსფერო სრულიად სხვა რეალობაში გადაგიყვანთ:


The King: Eternal Monarch


W

Chikago Typwriter

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...
 
   
 
 

მსგავსი სტატიები

რეინკარნაციის იდეა ქართულ ფოლკლორში


 ყველა ერის ფოლკლორში პირდაპირ ან ირიბად, მეტ-ნაკლებად ყველ...

ნესტან-დარეჯანის წერილი ვეფხისტყაოსნიდან და მოცარტის ჯადოსნური ფლეიტის ერთი ეპიზოდი


როცა მოცარტის ოპერაში პრინცი ტამინო გამოცდას გადის პირამიდაში, იქ წ...

ლისეტე ალკალდე - როდესაც დედამიწას სხეულით გრძნობ


ავტორი: ანა თოფურიძე ეს საოცარი გოგონა ჩემი ერთ–ერთი აღმოჩენაა, ...

ხელოვნების ომი


ხელოვნების ომი: გაარღვიე შინაგანი ბარიერები და გაიმარჯვე შემოქმედებ...

„შტორმის შემდეგ“: ის, რაც შტორმის დროს მოხდა


    „შტორმის შემდეგ“ (After The Storm) - იაპონელი რეჟის...

გაი რიჩის დანახული "უძღები შვილის დაბრუნების" იგავი..


  მთარგმნელი: ანა თოფურიძე წყარო "..ამ იგავის გაგება ადვი...

ბრძოლა საკუთარ შიშებთან


"ბჰაგავად გიტაში" ბრძოლის წინ მეომარი არჯუნა ევედრება კრიშნას:"მწყუ...

ფუკოს ქანქარა


უმბერტო ეკოს რომანი "ფუკოს ქანქარა" - ძლიერი ტექსტი, რომლითაც ავტორ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff