გაღვივებული ხორბალი

Admin
ჯანსაღი კვება
0
0

ავტორი: ვლასი ჯიბლაძე გაღვივებული ხორბალი (აღმოცენებული ხორბალი) არაა სიახლე, არაა ახალი მეცნიერ...

20170118044924108173129ავტორი: ვლასი ჯიბლაძე

გაღვივებული ხორბალი (აღმოცენებული ხორბალი) არაა სიახლე, არაა ახალი მეცნიერული აღმოჩენა. ეს პროდუქტი იცოდა მსოფლიოს ყველა ხალხმა. გაღვივებული ხორბლისაგან აცხობდნენ პურს აზიელები, აფრიკელები, ევროპელები და ძირძველი ამერიკელები. დღევანდელ დღეს ეს საოცარი პროდუქტი დავიწყებულია. გამოიყენება (უნდა გამოიყენებოდეს) ლუდისა და მარცვლეულის სპირტის წარმოებაში. დღეს გაღვივებული ხორბლისაგან არა მგონია საქართველოში ვინმე აცხობდეს (ვგულისხმობ პურის წარმოებას) პურს.

მარცვალი, ეს დაძინებული ორგანიზმია. მარცვალში ძინავს ჩანასახს, ხოლო მთელი დანარჩენი მარცვალი ამ ჩანასახის გაზრდისათვის „დაკონსერვებული“ მასალაა. მიწაში მოხვედრისას, სანამ ჩანასახი „თვითონ ისწავლის“ მიწიდან კვებას, მარცვალში არსებულმა მასალამ უნდა უზრუნველყოს მისი სიცოცხლე ცხოვრების პირველ ეტაპზე. მარცვლის გარსის ქვეშ ინახება მისი ჯიშის გასაგრძელებელი ენერგია, რომელიც იღვიძებს, აქტიურდება, როგორც კი გაიღვიძებს ჩანასახი. ახალი მცენარის, ახლადგაღვიძებული ჩანასახის კვებისათვის, ბუნება იძლევა ყველაზე ძვირფას და ღირებულ საკვებს, სინთეზირდება უძვირფასესი ნივთიერებები. ჩანასახის გაღვიძების პროცესი, უზარმაზარი ქარხნის ამუშავებას ჰგავს. გაღვივებული ხორბლის ჭამით, ჩვენ ვიყენებთ ბუნებაში ყველაზე მნიშვნელოვან საკვებს, საკვებს, რომელმაც უნდა გაზარდოს მომავალი თაობა.

სხვადასხვა მკვლევარებისა და მეცნიერების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტები და დაკვირვებები დანამდვილებით ადასტურებს გაღვივებული ხორბლის მასტიმულირებელ მოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე. ბევრი მეცნიერი გაღივვებულ ხორბალს სიცოცხლის ელექსირსაც კი უწოდებს. გაღვივებული ხორბალი ორგანიზმის მშვენიერი გამწმენდი საშუალებაა, მას სხეულიდან ადვილად გამოაქვს სხვადასხვა ნაგავი, „ადნობს“ ნაწლავში წარმოქმნილ „წებოვანას“, იცავს სხეულს კიბოს დაავადებისაგან.

აიურვედას მიხედვით, გაღვივებული ხორბალი ამშვიდებს წონასწორობიდან გამოსულ (აღმოსავლური მედიცინის მიხედვით ადამიანის სხეულში სამი სახის ენერგიაა: ქარი, ლორწო და ნაღველი. ქართული მედიცინის მიხედვით კი, ოთხი: სისხლი, ზაფრა, სევდა და ბალღამი. ოღონდ დასახელებებს არანაირი კავშირი არა აქვს მათ შინაარსთან, არამედ ეს ენერგიების დასახელებებია და გამოხატავს მათში სიმხურვალე-სიგრილის, სინოტივე-სიმშრალის რაოდენობას) ენერგიას, ამყარებს ორგანიზმში ენერგეტიკულ ბალანსს, ანეიტრალებს ნებისმიერი სახის ენერგიის მაღალ კონცენტრაციას. ამიტომ, ეს პროდუქტი აბალანსებს ადამიანის ნატურას, ჰარმონიულსა და გაწონასწორებულს ხდის მას.
გაღვივებული ხორბალი ერთადერთ შემთხვევაშია მავნე, თუ დამატებული აქვს შხამქიმიკატები, ან რაიმე წამალშია ამოვლებული, იმისათვის, რომ დიდხანს შეინახოს. მეორე შემთხვევაში, გაღივების წინ ხორბალი გარგად უნდა გაირეცხოს რამოდენიმეჯერ და გაღივების შემდეგაც რამოდენიმეჯერ უნდა გაევლოს წყალი.

აღმოცენებული ხორბლის გამოყენებით მიღებული ეფექტი არ შეიმჩნევა მალევე. ეფექტი შესამჩნევია თვეების შემდეგ, მკვეთრად გამოხატული ეფექტი კი 1-1.5 წლის შემდეგ. თუ ადამიანმა დაიწყო აღმოცენებული ხორბლის გამოყენება, ეს მისი ცხოვრების წესი უნდა გახდეს. აი, ამ შემთხვევაში ეფექტი და სარგებელი ძალიან დიდი იქნება.
გაღვივებული ხორბლის ჭამისას უნდა დავიცვათ რამოდენიმე წესი:

1. გაღვივებული ხორბალი კარგად უნდა დაიღეჭოს. თითო ჩაის კოვზი ხორბალი უნდა დაიღეჭოს მინიმუმ 60-ჯერ. რაც უფრო დიდხანს დაიღეჭება, მით უფრო სასარგებლო გახდება. სწორედ პირის ღრუში, ნერწყვთან შერევისას და ღეჭვისას გადაიქცევა გაღვივებული ხორბალი სიცოცხლის ელექსირად.

2. საუკეთესო ვარიანტია გაღვივებული ხორბლის ცალკე ჭამა, უმჯობესია დილით, უზმოზე. კარგი იქნება თუ გაღვივებული ხორბლის მიღების შემდეგ არაფერს არ შეჭამთ ორი საათი. გაღვივებული ხორბლის ჭამის შემდეგ შეიძლება გაჩნდეს გაზების გაძლიერებული წარმოქმნა. ეს მიანიშნებს იმას, რომ სუფთავდება ნაწლავის კედლები. შეიძლება გაღვივებული ხორბლის ჭამა სალათებთან ერთად.

3. გაღვივებული ხორბლის უკუჩვენებაა კუჭისა და 12-გოჯას წყლული. არაა სასურველი 12-13 წლამდე ბავშვებისათვის.

4. არ შეიძლება გაღვივებული ხორბლის ჭამა მათთვის, ვისაც აქვს ალერგია გლუტენზე.

1ad1ed711446beaafd54a7ffccf08a6dტიბეტელების აზრით, ახალი ამონაზარდი სიცოცხლის სიმბოლოა, ხოლო ხორბლის ამონაზარდი ჯანმრთელი ცხოვრების საწინდარია. ხორბლის მარცვალი შეიცავს სახამებელს. ხორბლის მარცვალში შენახული სახამებელი, იგივე რთული მოლეკულის სახით შენახული ბუნებრივი შაქარია. როდესაც იწყება აღმოცენების პროცესი სახამებელი იწყებს დაშლას უფრო მარტივ მოლეკულებად, უფრო მარტივ შაქრად და სახამებელი გადაიქცევა ე.წ. ალაოს შაქრად, რომელიც გაცილებით უფრო მარტივი შესათვილებელია. ხორბალი სახამებლიანი პროდუქტიდან გადაიქცევა ხილის მსგავს პროდუქტად. ვიტამინების შემცველობით გაღვივებულ ხორბალს ბადალი არ ჰყავს. ჩანასახის გასაზრდელად საჭიროა ჩანასახის გაძლიერებული კვება. იმისათვის, რომ ჩანასახი გაიზარდოს სწრაფად და იყოს ჯანმრთელი, მას უამრავი ენზიმი და ვიტამინი ესაჭიროება. ბუნებაც არ აყოვნებს და გაღვივების პროცესში იწყება ვიტამინებისა და ენზიმების გაძლიერებული წარმოქმნა-სინთეზი. გაღვივებულ ხორბალში 100-ჯერ, 500-ჯერ და 1000-ჯერაც კი იმატებს ვიტამინების რაოდენობა გაუღივებელთან შედარებით. რამდენჯერ მოიმატებს ვიტამინების რაოდენობა, ეს დამოკიდებულია თვითონ ვიტამინზე. B ჯგუფის ვიტამინების რაოდენობა იზრდება 6-ჯერ, E ვიტამინის რაოდენობა იზრდება 100-ჯერ და მეტჯერ, ვიდრე გაღვივებამდე იყო. გაღვივებული ხორბალი ხომ მარცვლის ქერქიანად იჭმევა, ამის გამო მდიდარია უამრავი მიკროელემენტით, თანაც ცოცხალი, ორგანული მოკროელემენტით, რადგან ხორბალი ცოცხალი და თერმულად დაუმუშავებელია. გაღვივებული ხორბალი ასევე მდიდარია სხვადასხვა ფერმენტით, რომელთაც ასევე ქერქი შეიცავს.

ნაწლავებში ხორბლის ცილის მონელების პროცესში წარმოიქმნება განსაკუთრებული ნივთიერებები, ენდორფინები, ბუნებრივი, ნარკოტიკის მსგავსი ნივთიერებები, რომელიც კომფორტისა და სიმყუდროვის შეგრძნებას იწვევს.

ავადმყოფებმა, ვინც რაციონში ყოველდღიურად ჩართეს გაღვივებული ხორბალი 50-100 გრამის ოდენობით, შეუდარებლად სწრაფად დაიწყეს გამოჯანმრთელება. თან „ხურდაში“ გაუმახვილდათ მზერა, გაუუმჯობესდათ მოძრაობის კოორდინაცია, გაუხშირდათ და უკეთესი ფერის გაუხდათ თმა, გაუუმჯობესდათ კბილების მდგომარეობა და სხვა.

გაღვივებული ხორბლის რეგულარული გამოყენების შედეგად ძლიერდება იმუნური სისტემა, იმატებს მამაკაცური პოტენცია. ხორბლის გაღვივებისას, მარცვალი ხდება რბილი, თითქოს მდუღარე წყალში გააჩერესო. ეს იმის გამოა, რომ სახამებელი იშლება ალაომდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მონელების მროცესი შემსუბუქებულია, ამ პროცესიდან ამოვარდნილია მთელი ერთი საფეხური, სახამებლის რთული მოლეკულის დაშლა ერთი საფეხურით ნაკლებად რთულ მოლეკულამდე. გაღვივებული ხორბლის ჭამა ასტიმულირებს ნერწყვის წარმოქმნის პროცესს და ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც შემცირებული აქვს ნერწყვის გამოყოფა.

გაღვივებულ ხორბალში შედის საუკეთესო „მცენარეული კოლაგენი“ და უხდება და აღადგენს კანს და სახსრებს. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სარგებლისა გაღვივებული ხორბლის რეგულარული მიღებისას:

• რეგულირდება და აღდგება სიცოცხლისათვის ყველა აუცილებელი ფუნქცია ნებისმიერ ასაკში.

• გაიწოვება სხვადასვხა სიმსივნური წარმონაქმნები, პოლიპები, ფიბრომები. ამდიდრებს სისხლს ჟანგბადით.

• ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სიცივისა და სიცხისადმი, სხვადასხვა ვირუსებისა და ინფექციაბისადმი.

• აქრობს სხვადასხვა ანთებით პროცესებს.

• გამოჰყავს ორგანიზმიდან უჯრედების ცხოველქმედების პროცესში წარმოქმნილი სხვადასხვა ნივთიერებები, ასევე შხამები და სხვა მავნე ნივთიერებები.

• გამოჰყავს ზედმეტი „ცუდი ქოლესტერინი“.

• აძლიერებს იმუნიტეტს.

• ამახვილებს მხედველობას.

• აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას.

• უხდება თმებს.

• აჯანმრთელებს და ამაგრებს გულ-სისხლძარღვთა მთლიან სისტემას.

• აახალგაზრდავებს და ასტაბილურებს ორგანიზმის ყველა სისტემას.

• არის აქტიური და ხანგრძლივი ცხოვრების საწინდარი.

• ამშვიდებს და კეთილგანწყობილს ხდის ადამიანს.

გაღვივებული ხორბლის მომზადების წესი.

fafile cyერთი ადამიანის ერთჯერადი დოზაა 2-3 სუფრის კოვზისაგან მიღებული გაღვივებული ხორბალი. თავიდან საჭიროა 1-2 ჩაის კოვზი ხორბლიდან დაწყება. შემდეგ ყოველ ორ დღეში ერთხელ ემატება თითო ჩაის კოვზი ხორბალი, ვიდრე 2-3 სუფრის კოვზამდე. ამ წესის დაცვა სასურველია, რადგან ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანმა პირდაპირ 2-3 სუფრის კოვზით დაიწყო და პირველივე ან მეორე-მესამე მიღებაზე დაეწყო თავბრუსხვევა, მუხლების მოკვეთა და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები, თუმცა ასეთი შეგრძნებები მალევე გადის და შემდეგ მიღებაზე იშვიათად შეინიშნება. ეს ხდება ხოლმე, რადგან გაღვივებული ხორბალი ძალიან ძლიერი ენერგეტიკული და გამწმენდი საკვებია და სხეული უნდა მიეჩვიოს.

აუცილებელია რამოდენიმეჯერ, ცივი წყლით კარგად გაირეცხოს საჭირო რაოდენობის ხორბალი. შემდეგ ჩაიყაროს წყალში, რომელშიც 5-7 წვეთი წყალბადის 3%-ნი ზეჟანგია ჩაწვეთებული და კარგად ამოირეცხოს კიდევ ერთხელ. ამის შედეგად დაიხოცება ხორბლის ქერქზე არსებული ყველა სოკო თუ ბაქტერია და ვირუსი. შემდეგ უნდა გადაიწუროს ზეჟანგიანი წყალი და ხორბალი განთავსდეს პატარა თეფშზე. უნდა დაესხას ოთახის ტემპერატურის ნადგამი ან გადადუღებული წყალი იმდენი, რომ ხორბლის ზედაპირი ეხებოდეს წყლის ზედაპირს. შემდეგ ზემოდან ეხურება მეორე თეფში და იდგმება სითბოში, 22-25 გრადუსში
როგორც კი წამონაზარდები გახდება 2-3 მილიმეტრის, ხორბალი მზადაა. სწორედ ამ დროსაა ის მაქსიმალურად სასარგებლო.

გაღვივებულ ხორბალს ასევე „ცოცხალი“ აქვს აურა, სადაც ახალი სიცოცხლის გაღვიძების პროცესია ჩაწერილი და ამ ენერგეტიკით მშვენივრად იკკვებება ჩვენი უხილავი ენერგეტიკული სხეულიც.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

საპნები


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ანტიბაქტერიულ საპნებზე გვსმენია, რეკლამები გ...

ლურჯი იოდი


  ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ეკოლოგიური პირობების, მასიური წარმოე...

ფერმენტირებული საკვები


  ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ბოსტნეულის ფერმენტაციას საქართველოში...

სუნთქვის ტექნიკები


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე 1) ღრმად ჩაისუნთქეთ, ფილტვები გაავსეთ ბოლო...

ქინოა


ქინოა გახლავთ პაწაწინა გრანულები, რომელიც უფრო თესლს ჰგავს, ვიდრე მ...

ზეთისხილის შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე მაღაზიებში გვხვდება მრავალგვარი ზეთისხილი: მ...

ყავა და ჩაი


მონაკვეთი პაპიუსის წიგნიდან - "პრაქტიკული მაგია" მთარგმნელი: მამ...

ჭამის შემდეგ ყავის ან ჩაის დალევა


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ლიმონი მჟავეა, შეიცავს ლიმონმჟავას და აქვს მ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff