ხორცის შესახებ (ნაწილი I)

Admin
ჯანსაღი კვება
0
0

ავტორი: ვლასი ჯიბლაძე მოდით, გავარჩიოთ ხორცის ყველა ის თვისება, რის გამოც გვირჩევენ ოფიციალური მ...

belok 800x445ავტორი: ვლასი ჯიბლაძე

მოდით, გავარჩიოთ ხორცის ყველა ის თვისება, რის გამოც გვირჩევენ ოფიციალური მედიცინის წარმომადგენლები ჩავრთოთ ხორცი რაციონში დიდებმა და ჩვილებსაც კი ვაჭამოთ 5-5 თვიდან. მედიკოსების აზრით, მთავარი მიზეზი ხორცის რაციონში აუცილებლად ჩართვისა არის ის, რომ ხორცი შეიცავს სასარგებლო ცილებსა და შეუცვლელ ამინომჟავებს. ხორცის გარეშე სხეულში ცილის უკმარისობა იწყება. ხორცის გარეშე ვერ გაიზრდი კუნთის მასას (სპორტსმენებისათვის).

ცხოველური ცილა ყველა შეუცვლელ ამინომჟავას შეიცავს. საკუთარი ცილის „ასაწყობად“, კუნთის გასაზრდელად, ჩვენს ორგანიზმს ყველა ამინომჟავა ესაჭიროება. ჩვენს სხეულს შეუძლია ასინთეზიროს ზოგიერთი მათგანი და ზოგიც ვერ. იმ ამინომჟავებს, რომელსაც ჩვენი სხეული ვერ ასინთეზირებს ეწოდება შეუცვლელი ამინომჟავები, მათი რაოდენობა არის რვა და მათი მიღება შეიძლება მხოლოდ საჭმლის საშუალებით.

შეუცვლელი ამინომჟავების არსებობა ხორცში, ვერანაირად ვერ გადააქცევს შეუცვლელ პროდუქტად თვითონ ხორცს.
ცილა შესაძლებელია მცენარეული საკვებიდანაც მივიღოთ. პარკოსნები, ბურღულეულ-მარცვლეული და ნიგვზეულობა (კაკალი, თხილი, ნუში, მზესუმზირა, სეზამი და სხვა), ხორბალი, ლუდის საფუარი და სხვა საკმაო რაოდენობის ცილას შეიცავს. მათ შორის შეუცვლელ ამინომჟავებსაც. განსხვავება იმაშია, რომ ერთი ნაჭერი ხორცის ჭამისას, რვავე ამინომჟავა ერთდროულად ხვდება კუჭ-ნაწლავში.

დიდი რაოდენობით მიღებული ცილა (განსაკუთრებით ცხოველური) ორგანიზმის ინტოქსიკაციას იწვევს. სხეული იწამლება ცილების გადამუშავებისას წარმოქმნილი ტოქსინებით.

ცხოველური ცილა შეიძლება მივიღოთ რძიდან (რაც არაა რეკომენდირებული, იხ. სტატია რძეზე), რძის პროდუქტებიდან (პირადად ჩემი აზრით საუკეთესოა ნატურალური მაწონი), კვერცხიდან და თევზიდან. ცოცხალი არსებებიდან ყველაზე ნაკლებად მავნე ცილა თევზს აქვს.

არაა აუცილებელი ხორცის ჭამა იმისათვის, რომ კუნთები გაიზარდოს. უამრავი ვეგეტარიანელი სპორტსმენია და თქვენ წარმოიდგინეთ ვეგანებიც კი (საერთოდ უმად მჭამელები, ბურღულეულსა და მარცვლეულსაც არ მიირთმევენ და მხოლოდ უმ, ცოცხალ ხილ-ბოსტნეულზე ატარებენ ცხოვრებას), რომელთაც საკმაოდ შთამბეჭდავი მუსკულატურა აქვთ, დარბიან ათეულობით კილომეტრს და მაინც ვერ ხარჯავენ ენერგიას. ისინი ფაქტიურად არ იღლებიან.

გავიხსენოთ ცხენი, ხარი, აქლემი, მარხილის ირემი და სხვა ბალახისმჭამელი ცხოველები, რომლებიც დაუღალავად გვემსახურებიან და უზარმაზარი კუნთოვანი მასა აქვთ. ადამიანი, რა თქმა უნდა ცხენი არაა, მაგრამ ძალიან მარტივად იხსნება ის მოვლენა, როდესაც პიროვნება, რომელიც 10 წელიწადია მხოლოდ უმ ხილსა და ბოსტნეულზეა 45-50 სანტიმეტრიანი გარშემოწერილობის ბიცეფსებით ამაყობს და ულევი ენერგია აქვს.

მართალია ხორცი ცილების წყაროა, მაგრამ იგი არაა ცილების ერთადერთი წყარო.

თუ ხორცი არ მივირთვით შემოგვაკლდება ვიტამინი B12 და დაგვეწყება ანემია (სისხლნაკლებობა).

Vitamin B12 Foods1ამის პასუხად ჩამოვთვლი პროდუქტებს, რომლებიც საკმაო რაოდენობით შეიცავს ამ ვიტამინს. B12-ის დღიური დოზა გრამის მემილიონედი ნაწილია და ამ პროდუქტების ჭამით შეიძლება მთელი კვირის მარაგიც კი მივიღოთ ერთ ჭამაზე.
ეს პროდუქტებია: მაწონი, კეფირი, იოგურტი (არ იგულისხმება მაღაზიის იოგურტი, რადგან ძალიან შორსაა ნამდვილი იოგურტისაგან და ფაქტიურად კანფეტია), კვერცხის უმი გული, სოიო, ლუდის საფუარი, თალგამის, სტაფილოსა და ბოლოკის მწვანე ფოთლები, სხვადასხვა სალათები, მწვანე ხახვი, გაღვივებული ხორბალი, ისპანახის ფურცლები, ზღვის კომბოსტო, კალმარები, ხამანწკები... მოკლედ, B12 ვიტამინის მარაგის შეგროვება პრობლემა არაა.

 ასევე, ეს ვიტამინი სინთეზირდება ადამიანის კუჭ-ნაწლავში მობინადრე მეგობარი ბაქტერიების (მიკროფლორა) მიერ. ზოგი მონაცემით პირის ღრუშიც კი. აქ ერთი ნიუანსია: ვიტამინს ასინთეზირებს ჯანსაღი მიკროფლორა, რომელიც სამწუხაროდ ვერ იტანს ხორცს, რადგან ნაწლავში ხორცის მონელების პროცესში წარმოქმნილი ნივთიერებები კლავს მიკროფლორას და შეფარულ (არა აშკარა) დისბაქტერიოზს იწვევს.

B12 ვიტამინის სინთეზისათვის აუცილებელია მიკროელემენტი კობალტი. კობალტის წყაროა გაღვივებული ხორბალი, წიწიბურა, ქატო, სიმინდი. თუ სადმე იყიდით (გაყიდვაშია გუდვილში და სხვა დიდ სუპერმარკეტებში) მწვანე, მოუხალავ წიწიბურას და გააღვივებთ, სულ რაღაც 100 გრამი გაღვივებული წიწიბურა 11 დღის სამყოფ კობალტს შეიცავს. სხვა სიტყვებით, ერთი დღის დოზის მისაღებად საკმარისია 9 გრამი გაღვივებული წიწიბურა.

აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ ვიტამინ B12-ის დეფიციტი ხორცის მჭამელ ადამიანებშიც კი აღმოუჩენიათ. ასეთ შემთხვევაში უბრალოდ არ ხდება ამ ვიტამინის შეთვისება, რადგან დარღვეულია კუჭ-ნაწლავის მუშაობის პროცესი, რომლის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს გამოწვეული გლუტენის გამო. ამ ვიტამინის დეფიციტი არაა დამოკიდებული ვეგეტარიანელობაზე, ვეგანობაზე და ხორცის ჭამაზე.

უნდა ვიზრუნოთ კუჭ-ნაწლავში ჯანსაღი მიკროფლორის არსებობაზე. მიკროფლორას ძალიან არ უყვარს საფუარი ე.წ სწრაფი საფუარი.
უდავოა, რომ ამ ვიტამინის სინთეზი ხდება მიკრობების მიერ მსხვილ ნაწლავში, მაგრამ ზოგიერთი მეცნიერის აზრით იქ სინთეზირებული B12 ვერ შეიწოვება სისხლში. სამაგიეროდ ეს ვიტამინი მშვენივრად შეიწოვება წვრილი ნაწლავიდან.

ჩვენ კი ვამბობთ, რომ მიკროფლორა ჩვენს მსხვილ ნაწლავში ცხოვრობს, მაგრამ ეს მთლად ასე პირდაპირ არ უნდა გავიგოთ. ჩვენ, თავიან-ფეხებიანად გარედან, და პირის ღრუდან დაწყებული სწორი ნაწლავით დამთავრებული გახვეულები ვართ მიკროორგანიზმებში. ჯანმრთელი ადამიანი მეგობარ მიკროორგანიზმებშია გახვეული. მსხვილ ნაწლავში მათი კონცენტრაცია გაცილებით დიდია, ჩვენი მსხვილი ნაწლავი მეგობარი მიკრობების დედაქალაქია. ასე, რომ წვრილ ნაწლავშიც საკმაო რაოდენობაა B12-ის მწარმოებელი მიკრობებისა, საიდანაც მსხვილი ნაწლავისაგან განსხვავებით (თუ მეცნიერებს დავუჯერებთ) ადვილად შეიწოვება ეს ვიტამინი. საქონლის ხორცში, რომელიც მხოლოდ ბალახით იკვებება, საიდან გროვდება ეს ვიტამინი? აღმოჩნდა, რომ ნიადაგის ბაქტერიები უამრავი რაოდენობით ასინთეზირებენ მას. ეს ბაქტერიები ნიადაგიდან ბალახზეც უამრავი ხვდება და შემდეგ გადაინაცვლებს საქონლის კუჭ-ნაწლავში, სადაც გეომეტრიული პროგრესიით იწყებს გამრავლებას და დიდი რაოდენობით ასინთეზირებს არა მარტო B12-ს, არამედ უამრავ სხვა ვიტამინსაც და მათ მიერ სინთეზირებული ვიტამინების მოლეკულები ზუსტად იდენტურია სხვადასხვა პროდუქტებში შემავალი ვიტამინების მოლეკულებისა. განა საოცარი არაა? მიკრობის გამონაყოფი („განავალი“) ვიტამინებია და ზუსტად ემთხვევა პროდუქტების ვიტამინებს, თვითონ მიკრობების დიდი ნაწილი მონელების პროცესის დასრულების შემდეგ კვდება და მათი „ხორცი“ ნელდება და შეიწოვება საქონლის კუჭნაწლავში, და სწორედ მათი ხორცი შედგება იმ შეუცვლელი თუ არა შეუცვლელი ამინომჟავებისაგან, რომლისგანაც კეთდება საქონლის ხორცი. აი, საიდან აქვს საქონლის ხორცს შეუცვლელი ამინომჟავები, მიუხედავად იმისა, რომ იგი ბალახებს მიირთმევს. ყველაფერი მიკრობების, მიკროსამყაროს ბრალია.

კიდევ ერთი მეთოდი B12 ვიტამინის მიღებისა, რომელსაც ინდოელი ვეგეტარიანელები მიმართავენ. მათაც მშვენივრად იციან, რომ ეს ვიტამინი ჩვენი მეგობარი მიკროფლორისაგან სინთეზირდება, ამიტომ ისინი ხშირად ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოკრეფილ, ქიმიკატების გარეშე მოყვანილ ხილსა და ბოსტნეულს გაურეცხავად ჭამენ. ჯანსაღად მოყვანილ ხილსა და ბოსტნეულზე ხომ სწორედ ჩვენი „ძმაკაცი“ ბაქტერიების არაკულტივირებული ფორმები ბინადრობენ? ცოცხალ პროდუქტებთან ერთად ასეთნაირად მიღებული ბაქტერიები კუჭის შემდეგ მალევე გადადის წვრილ ნაწლავში და იქაც მიდის ვიტამინების გაცხარებული სინთეზი. ერთი შეხედვით, ეს არაჰიგიენური ხერხია, მაგრამ, თუ უშუალოდ მიწა და ქიმიკატი არ შეყვა ადამიანს, ძალიან სასარგებლო რამაა.

vitamina A 576x324ნუ გაუშვებთ შესაძლებლობას ბავშვებმაც ჭამონ შეუწამლავი და სუფთა გარემოში (თუ ამის საშუალებაა) მოყვანილი გაურეცხავი პროდუქტი. ეს ხერხი, გარდა იმისა, რომ ვიტამინების წყაროა, დისბაქტერიოზსაც მშვენივრად კურნავს. „გვერდითი მოვლენა“ კი ჰემოგლობინის მომატებაა. შესაბამისი კვლევებიცაა ჩატარებული, რითაც დასტურდება ეს ფაქტი.

ამრიგად, ხორცი არაა ვიტამინ B12-ის ერთადერთი წყარო და როგორც ვნახეთ, სულაც არაა აუცილებელი საკვებიდან მივიღოთ, რადგან სინთეზირდება კუჭ-ნაწლავში ჯანმრთელი მიკროფლორის არსებობის შემთხვევაში. ხორცის ჭამა ყოველთვის ვერ გვიხსნის ამ ვიტამინის დეფიციტისაგან.
აქ თავისთავად გამოიკვეთა დასკვნა, რომ მიკროფლორა უნდა იყოს ჯანმრთელი. მიკროფლორას ასუსტებს ან/და კლავს: მედიკამენტები, ანტიბიოტიკები, ალკოჰოლი, თერმოფილური საფუარი, ქიმიის შემცველი პროდუქტები, გაზიანი და ხელოვნური ტკბილი წვენები და სასმელები (ახლადგამოწურულ ხილისა და ბოსტნეულის წვენებში არ აგერიოთ), საკონდიტრო ნაწარმი და სხვა ხელოვნური ტკბილეული, ხორცის ხშირი ჭამა, შემწვარ-მოხრაკული, ცოცხალი პროდუქტების არმიღება და არასაკმარისად მიღება და სხვა.

ჩაატარეს ასეთი საინტერესო ექსპერიმენტი: შეუწყვიტეს საკვების მიღება (აშიმშლეს) ლაბორატორიულ ვირთხებს. შიმშილბის მეორე დღეს მათ სხეულში 10 პროცენტით შემცირდა B12 ვიტამინის რაოდენობა. მე-4 მე-5 დღეს 20 პროცენტით, ხოლო მე-7 დღეს საწყის კონცენტრაციას დაუბრუნდა. როგორც აღმოჩნდა, მე-7 დღიდან ვირთხების ნაწლავებში მკვეთრად მოიმატა ნაწლავის ჩხირის რაოდენობამ. ეს ჩხირიც ინტენსიურად ასინთეზირებს ვიტამინ B12-ს.

ჩვენ წარმოდგენაც კი არა გვაქვს, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენს ცხოვრებაში, პლანეტის ცხოვრებაში მიკრობებს. დედამიწაზე არსებული მთელი მიწა, ნიადაგი, ფაქტიურად სულ მიკრობია. ოკეანეებსა და ზღვებში, მდინარეებში, მიკრობები ბინადრობენ და არეგულირებენ უამრავ პროცესს, ყურძნისა და სხვა ტკბილი წვენების ღვინოდ გადაქცევა მათი საშუალებით ხდება. მიკრობები ამზადებენ რძისაგან ყველს, მაწონს, კეფირს, იოგურტს. მავნე მიკრობები-ინფექციები ადრე თუ გვიან მიწაზე (მიწაში) ხვდება და იქ მათ ისევ მეგობარი ბაქტერიები (საპროფიტები) ანეიტრალებენ და უღებენ ბოლოს. მათი საშუალებით გადაიქცევა საქონლისა და სხვა ცოცხალი არსებების ნაკელი მიწად, ხმელი ფოთლები და ბალახები, მიწად, წარმოიქმნება ნავთობი (ზოგი მონაცემით), ხდება მკვდარი სხეულების გახრწნა და მიწად ქცევა. ისინი არიან „დაგეშილნი“ ჩვენს მტერ მიკრობებზე და „დასდევენ“ მათ ჩვენს სხეულში. ისინი მონაწილეობენ სხვადახვა პროდუქტების ფერმენტაციისა და დამჟავების პროცესში...

 ई फयद नकसन सतरत भजनკიდევ ერთი მითი ხორცის შესახებ არის ის, რომ რკინის საუკეთესო წყაროა ხორცი. მაშინ რატომაა, რომ ხანდახან ხორციჭამიებსაც ემართებათ ანემია? ან რატომაა, რომ ხშირად თავს ანებებენ ხორცის ჭამას და ანემია რჩება? ჰემოგლობინი იმატებს? თვითონ საქონელს რატომ არ სჭირს ანემია? რკინის წყარო უამრავი პროდუქტია: ხილი, ბოსტნეული, ნიგვზები, მწვანილი, ბურღულეული, ცხარე და ტკბილი წიწაკები, ბოლოკი, ჭარხალი, პომიდორი, ისპანახი, მჟაუნა, ქლიავისა და ვაშლის ახალგამოწურული წვენები, საზამთრო, ნესვი, გარგარი, ქიშმიში, მზესუმზირა, ქატო და სხვა.

რკინის შეთვისება მცენარეული საკვებიდან მშვენივრად ხდება, განსაკუთრებით, თუ მოვაწურავთ ლიმონის წვენს ან მივირთმევთ სხვა ციტრუსებთან და წიწაკასთან, ოხრახუშთან და C ვიტამინით მდიდარ სხვა პროდუქტებთან ერთად. C ვიტამინი აადვილებს რკინის შეთვისებას.რკინის შეთვისებას ხელს უშლის ჩაი (შავი, მწვანე), ყავა. ხორცი არაა რკინის საუკეთესო წყარო. რკინას შეიცავს უამრავი მცენარეული პროდუქტი და მათგანაც მშვენივრად შეითვისება.

და ისევ და ისევ მიკრობები! ჩვენში მცხოვრები მიკრობების ზოგიერთი ტიპიც რკინის შემცველია. როდესაც დაამთავრებს მონელების პროცესში მონაწილეობას და მოკვდება, მას შეითვისებს ჩვენი სხეული თავის რკინიანად. უნდა ვიცოდეთ, რომ ამ გზით მიღებული რკინის რაოდენობა საკმაოდ მცირეა და არის დამხმარე წყარო.

შემდეგი მითია, ხორცი, როგორც A, E და D ვიტამინების საუკეთესო წყარო. სტატიაში, ბავშვების კვებასთან დაკავშირებით რაც დაიწერა D ვიტამინზე, იგივე ეხება A და E ვიტამინსაც. A ვიტამინზე დავამატებ: მისი წყაროა თითქმის ყველა ყვითელი და ნარინჯისფერი პროდუქტი (სტაფილო, გოგრა, ატამი, ხურმა და სხვა). სტაფილოში ამ ვიტამინის რაოდენობა მოხარშვისას იზრდება. სამაგიეროს სხვა იკლებს. ამიტომ მიირთვით როგორც უმი, ასევე მოხარშული სტაფილოც. A ვიტამინი ბევრია თევზში, ხიზილალაში, კვერცხში და რძის პროდუქტებში. ასევე ბევრია A და E ვიტამინები მუქ მწვანე პროდუქტებშიც: ისპანახის ფოთლები, გრძელი წიწაკა. ძალიან ბევრია E ვიტამინი გაღვივებულ ხორბალში.

A და E ვიტამინების შესათვისებლად კარგია ნატურალური მცენარეული ზეთი ან ცოტაოდენი (0,5 ჩაის კოვზი) კარაქი.

ასევე, ძალიან სასარგებლოა სტაფილოს დღეების მოწყობა კვირაში 1-2-ჯერ: მთელი დღე იჭმევა მხოლოდ გახეხილი სტაფილო, რომელიც შეზავებულია 1-2 ჩაის კოვზი ცოცხალი ზეთით (ლიმონის წვენის დამატებაც შეიძლება), ან უნდა დააყოლოთ 0,5 ჩაის კოვზი კარაქი. ყოველი მოშივებისას მხოლოდ სტაფილო თავისი ცოტაოდენი ცხიმით. საოცრად უხდება კანს.

მსგავსი სტატიები

მარწყვის შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე მარწყვი ძალიან გემრიელი და სასარგებლო კენკრა...

კიტრი


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე 100 გრამი კიტრი 15 კკალორიაა. ეს იმას ნიშნ...

ვეგეტარიანელობა თუ ხორცით კვება?


ნაწყვეტი წიგნიდან „ანგელოზის გული“ ავტორი: იმმა ხშირად ისმის კი...

ალუბალი


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ალუბალი ხილია, თუმცა ზოგიერთი მას კენკრას უწ...

ფარისებრის შესახებ (ჰიპოთირეოზი)


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე  ჰიპოთირეოზი ნიშნავს ფარისებრი ჯირკვლის...

ცოცხალი სამზარეულო


 ავტორი: ვადიმ ზელანდი  მთარგმნელი: მამუკა გურული &nb...

პროდუქტები, რომლებიც არასოდეს არ უნდა გამოვიყენოთ (I)


 ავტორი: ვლასი ჯიბლაძე  კბილის პასტების, დეზედორების, მა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff