ავტორი: მამუკა გურული
ჯიბერიში არის მედიტაციის კათარზისული ტექნიკა. ეს პრაქტიკა უკავშირდება სუფი მისტიკოსის - ჯაბარის სახელს. იგი მოიცავს 2 სტადიას - საუბარს ყველასთვის გაუგებარ ენაზე და სიჩუმეში ჯდომას.
ეს არის ძალიან ძლიერი მედიტაციის ტექნიკა, რომელიც ათავისუფლებს გონებას დაძაბულობისგან, შესაძლებლობას გვაძლევს შევეხოთ ჩვენს ნამდვილ ბუნებას და შევიგრძნოთ აქ და ახლა მდგომარეობა.
“ჯიბერიში – ესაა ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი იმისთვის, რომ გავწმინდოთ გონება და მოვიშოროთ გამუდმებული შინაგანი ვერბალიზაციის ჩვევა..."
“ილაპარაკეთ ყველაფერი, რისი თქმაც ოდესმე გინდოდათ, მაგრამ არ შეგეძლოთ ცივილიზაციის, განათლების, კულტურის, საზოგადოების გამო... და ილაპარაკეთ ნებისმიერ ენაზე, რომელიც არ იცით! თუ ჩინური არ იცით, თქვით ეს ყველაფერი ჩინურად! იყვირეთ, იცინეთ, იტირეთ, იხმაურეთ... აკეთეთ ჟესტები... უბრალოდ გამოვლინების ნება მიეცით ყველაფერს, რაც გონებაში მოგდით, ისე, რომ არ იღელვოთ რაციონალურობაზე, გონივრულობაზე, მნიშვნელობაზე, აზრზე, როგორც ამას ჩიტები აკეთებენ.
აკეთეთ ეს ტოტალურად, დიდი ენთუზიაზმით... იყავით გულწრფელები... არ ითვალთმაქცოთ და არ აკეთოთ ეს ავტომატურად, როგორც რობოტმა. იყავით გულწრფელი... აკეთეთ ეს ნამდვილად... უბრალოდ შეიშალეთ ჭკუიდან... ნუ იდგებით გვერდზე, ნუ იქნებით საშუალო. იყავით ნამდვილი, პირველხარისხოვანი გიჟი!"
"...ილაპარაკეთ ყველაფერი, ყველანაირი ნაგავი, რაც თავში მოგივათ - გადაყარეთ იგი, გამოიყენეთ ნებისმიერი ენა, რომელიც არ იცით. და თქვენი სიგიჟის გადაყრისას იგრძნობთ სიმსუბუქეს, მეტ სიცოცხლეს, სულ რაღაც ორ წუთში... და რაც უფრო ტოტალური ხართ, მით უფრო ღრმა იქნება დამდგარი დუმილი... მხოლოდ გახსოვდეთ ერთი: გადაყარეთ თქვენი ჯიბერიში და ხელები ზემოთ ასწიეთ, რომ ვიღაცის ჯიბერიში თქვენ არ დაგეცეთ". ოშო
ჯიბერიშის ფაზას მოჰყვება მდუმარე მედიტაციის ფაზა. სასურველია ორივე ფაზის ხანგრძლივობა ერთნაირი იყოს. 10-10 წუთიდან 30-30 წუთამდე. მდუმარე ფაზის დროს უნდა დააკვირდეთ სუნთქვას და იმ შეგრძნებებს, რომლებიც ჯიბერიშის შედეგად მოვა. არ ჩაერიოთ შინაგან პროცესებში და მიიღეთ მდუმარე დამკვირვებლის მდგომარეობა.
თუ გარკვეული მიზეზების გამო არ შეგიძლიათ ჯიბერიშის ხმამაღლა გამოხატვა, შეგიძლიათ მოძრაობები და ემოციური ექსპრესია შედარებით ჩუმად, ან მდუმარედ აკეთოთ. თუმცა სასურველია მაქსიმალური ექსპრესია - ხმამაღალი ყვირილით, სიცილით, ტირილით და ა.შ.
იხილეთ ვიდეო 2:20 წუთიდან: