ოშო - მეგობრობის შესახებ...

Admin
სხვადასხვა ოშო
0
0

მთარგმნელი: ელენე ხმალაძე თუ იცი მეგობრობის ხელოვნება, შენ შეგიძლია ის იმდენ ადამიანს გაუზიარო, ...

osho1

მთარგმნელი: ელენე ხმალაძე

თუ იცი მეგობრობის ხელოვნება, შენ შეგიძლია ის იმდენ ადამიანს გაუზიარო, რამდენსაც შესაძლებელია, იმდენ ცხოველს, რამდენსაც შესაძლებელია, იმდენ ხეს, რამდენსაც შესაძლებელია.

გაუტამა ბუდა ძალიან ხაზგასმით აღნიშნავს მეგობრობას. მეგობრობისთვის მისი სიტყვის თარგმნა - მაიტრია, ცოტა რთულია, რადგან მისი კეთილგანწყობის ხარისხი უფრო მეტია, ვიდრე მეგობრობის.

მეგობრობა ხდება ურთიერთობა, შეკეთებული. კეთილგანწყობა შენი ყოფის მდგომარეობაა. შენ უბრალოდ კეთილგანწყობილი ხარ, ნებისმიერის მიმართ. თუ ხის გვერდით დგახარ, კეთილგანწყობილი ხარ მის მიმართ, თუ ქვაზე ზიხარ, კეთილგანწყობილი ხარ მის მიმართ, ადამიანების მიმართ, ცხოველების მიმართ, ფრინველების მიმართ, შენ უბრალოდ კეთილგანწყობილი ხარ. ეს არაა რაღაც სტატიკური, ეს უბრალოდ ნაკადია. მომენტში მომხდარი ცვლილება. კეთილგანწყობა ძალიან მნიშვნელოვანი ხარისხია მაძიებლისთვის. ბუდას ხედვაში ის ე.წ სიყვარულზე დიდია. ე.წ სიყვარული მიბმულია ბიოლოგიაზე, კეთილგანწყობა თავისუფლებაა ბიოლოგიისგან. ჩვეულებრივი ე.წ სიყვარული იგივეა როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველებში, ხეებში. მეგობრობა უფრო მაღალი ფენომენია. ეს წმინდა სიყვარულია, მას არაფერი აქვს საერთო შენს ბიოლოგიასთან. ჩვეულებრივი სიყვარული- შეიძლება ახსნილ იქნას ბიოლოგიის საშუალებით, მეგობრობა ვერ იქნება ახსნილი. ის საიდუმლოა. მეგობრობა სუნამოს გავს, იგი გეხმარება შენი ცხოველობის ტრანსცენდენციაში. ბუდა ძალიან აქებს მეგობრობასა და კეთილგანწყობას. მან დაბრუნებისთვის სახელიც კი აირჩია-მაიტრია-მეგობარი. მას ძალიან უნდა ყვარებოდა ეს სიტყვა. მე არ მგონია რომ ის დაბრუნდება, ან საერთოდ ვინმე დაბრუნდება. ღმერთი იგივე შეცდომას არასდროს იმეორებს, დაიმახსოვრე! ერთხელ საკმარისზე მეტიცაა, ორჯერ უკვე ნამეტანი იქნება. ბუდა ამბობს: მეგობრების ყოლა...ტკბილია. რატომ ტკბილი? იმიტომ რომ მეგობრებთან ერთად, შენი ურთიერთობა არაა ფიზიოლოგიური, არც ფსიქოლოგიური, ის სულიერი ერთობაა.

მეგობრებთან ერთად შეგიძლია იჯდე სიჩუმეში, როდესაც შენს შეყვარებულთან ხარ, არ შეგიძლია სიჩუმეში ჯდომა, რადგან სიჩუმე უცნაურად გამოიყურება. ქალი იფიქრებს ''რატომ ხარ ჩუმად? რამეზე ხარ გაბრაზებული?'' და თუ ქალია ჩუმად, კაცი იფიქრებს რომ რაღაცაშია საქმე. სიჩუმე მძიმდება, ამიტომ მისი მოშორებაა საჭირო. ისინი განაგრძობენ საუბარს, მიუხედავად იმისა საჭიროა ეს თუ არა. შენ საკუთარი ბედნიერების გაზიარება მხოლოდ მეგობრებთან ერთად შეგიძლია. გაზიარება მაშინაა შესაძლებელი როდესაც ორი გული ერთმანეთისთვისაა ღია, მხოლოდ ღრმა ნდობაში შეგიძლია იყო გახსნილი მასთან. შიშში შენ ჩაკეტილი ხარ, გეშინია რომ სხვა შეიძლება შენთვის საფრთხე აღმოჩნდეს, ან რამე დაგიშავოს. შენ არ ხარ დაცული შიშში, მხოლოდ მეგობრებთან ხარ დაცული, გახსნილი, ხელმისაწვდომი. ამიტომაა გაზიარება შესაძლებელი. გაზიარება კი ერთ-ერთი საუკეთესო სულიერი ხარისხია. სასწაული კი ისაა რომ რაც უფრო მეტ ნეტარებას გასცემ, მით უფრო მეტი გიბრუნდება. რაც უფრო მეტს უზიარებ, ხვდები ამოუწურავ წყაროს საკუთარ თავში. ბედნიერება თავადაა კარგი, მაგრამ მისი გაზიარება უფრო მდიდარს ხდის. თუ არასწორად ხარ განწყობილი ბედნიერების მიმართ, შენ მას მოკლავ. თუ საკუთარ თავში შეინახავ, ის მოკვდება, თუ გაუზიარებ, გაიხარებს. თუ იცი კეთილგანწყობის ხელოვნება, შენ შეგიძლია ის ნებისმიერს გაუზიარო. გააზიარე ყველა მომენტი შენი ცხოვრებისა, რადგან შენ ყოველთვის ვიღაცასთან ერთად ხარ. გაუზიარე ის მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებს. დისტანციას მნიშვნელობა არ აქვს, საკუთარი ნეტარების გაზიარება შეგიძლია მეგობრისთვის, რომელიც შორსაა. ამ დროს სივრცე ქრება, დრო ქრება. არ არის დროისა და სივრცის უფსკრული. თქვენ უცებ ერთად ხართ. ამის გაკეთება შეგიძლიათ მასთან ვინც არაა ცოცხალი. ღრმა ერთობაში ის ხელმისაწვდომი ხდება შენთვის, არა ფიზიკურად. მეგობრობა ძალიან ღირებულია. სიყვარული მოთხოვნადია, მეგობრობა კი არა-მოთხოვნადი სიყვარულია. მეგობრობა არის ყველაფერი რაც კარგია სიყვარულში. სასიყვარულო ურთიერთობა არის სიყვარული/სიძულვილის ურთიერთობა, ძირითადად სიძულვილის. რადგანაც სიყვარული სიძულვილში გადადის, ესაა შეყვარებულთა უბედურება. აქ უფრო ფიზიკური ურთიერთობაა მნიშვნელოვანი ვიდრე სულიერი. მეგობრობა კი სულიერია. სიყვარული ჩაკეტილია, მეგობრობა კი ღიაა.

სიყვარული ჩაღრმავებულია ფიზიკურში. მეგობრობა უფრო წმინდაა, ის არაა ჩაღრმავებული სექსუალურში, არამედ ის ასექსუალურია. ტრანსცენდენტული ფიზიკურის მიმართ. სიყვარულს გააჩნია სითბო, აქედან გამომდინარე ის ხან მაღლაა, ხან დაბლა, ხან მშვენიერია, ხან მახინჯი. სიყვარული იცვლება, მეგობრობა კი მარადიულ ხარისხს ფლობს, ის არ იცვლება. სიყვარულს გააჩნია ხასიათი და კლიმატი, მას შეუძლია საწინააღმდეგოში გადავიდეს და სიძულვილი გახდეს. მეგობრობა არაამქვეყნიურია, შენ უბრალოდ ხარობ ვიღაცის არსებაში, შენ აღნიშნავ მის არსებობას, ყოველგვარი მიზეზის გარეშე. სიყვარული ძალიან ეჭვიანია, ძნელია ორი ადამიანი ერთად გიყვარდეს. მეგობრობა არ არის ეჭვიანი, შენ შეგიძლია იყო მეგობრული მთელი სამყაროს მიმართ. ამიტომ თუ შეყვარებული ხარ, გადაზარდე ის მეგობრობაში და გახდები უფრო მხიარული, გექნება მეტი კომუნიკაცია. თითქმის შეუძლებელია ცოლ-ქმარი დავინახოთ როგორც მეგობრებად. ისინი შეიძლება იყვნენ შეყვარებულები ან მტრები, ორივეა შესაძლებელი, და ორივე ერთადაცაა შესაძლებელი, მაგრამ აღიქვა ისინი როგორც მეგობრებად ძალიან ძნელია. ეს სიმახინჯეა, რადგანაც შენ გიყვარს ეს ადამიანი, ცხოვრობ მასთან ერთად და მეგობრობა არ იზრდება. სიყვარული დასაწყისია, მაგრამ მასზე დამოკიდებულნი არ უნდა გავხდეთ, არამედ ის მეგობრობაში უნდა გადავზარდოთ. სიყვარული არაა ჰალუცინაცია, ის მაღალი ვნების მომენტია, მაგრამ არავის შეუძლია იყოს ასეთ მომენტში სამუდამოდ. შენ შეგიძლია იფრინო ცაში მისი მეშვეობით, მაგრამ როდესაც დედამიწაზე დაბრუნდები მეგობრობა უნდა დაგხვდეს, რადგანაც ის სულ გასტანს.

მსგავსი სტატიები

მოხალისეები დედამიწაზე


მთარგმნელი: ანა თოფურიძე წყარო -მითხარი... ყველაფერს შორის რაც ...

ადამიანი და ეგრეგორები


მთარგმნელი: მამუკა გურული (ბორის მონოსოვის წიგნიდან - "ფსიქოტრონ...

ჩვენი მტაცებლები (კარლოს კასტანედას მიხედვით)


მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე წყარო დონ ხუანმა თქვა: დღეს შესაფ...

როგორ მოვახდინოთ საუკეთესო პირველი შთაბეჭდილება ექსპერტების თანახმად


წყარო: მთარგმნელი: სალომე თორაძე ახალ ადამიანთან შეხვედრისას თ...

ოშო - მეგობრობის შესახებ...


მთარგმნელი: ელენე ხმალაძე თუ იცი მეგობრობის ხელოვნება, შენ შეგიძლი...

DEEP STATE -ჩრდილოვანი სახელმწიფო (მეორე ნაწილი)


ის რაც ამ ნაწილში მინდა წარმოგიდგინოთ, ზოგს ზღაპარი ჰგონია, ზოგს გა...

ჩენელინგი სერაფიმე საროველთან - არსებობის მიზანი


კონტაქტორი - სოფოოსი (8.02.2019) მთარგმნელი: მამუკა გურული წყარ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას PDF წიგნების სრული სია

Screenshot 2025-09-12 at 18.17.44

🔥 შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ელექტრონული წიგნები PDF ფორმატში.

🔥 თუ ყველა წიგნს ერთად შეიძენთ, ფასი 500 ლარის ნაცვლად 250 ლარი იქნება. 

☘️ ვადიმ ზელანდი - "რეალობის ტრანსერფინგი" (ხუთტომეული) - 30 ლარი.
☘️ ვადიმ ზელანდი - "ტრანსერფინგის პრაქტიკული კურსი 78 დღეში " - 20 ლარი.

☘️ ვადიმ ზელანდი - "ქურუმი ტაფტი" - თავისუფალი დონაციით

☘️ ალბერტო ვილოლდო - "შექმენი ახალი სხეული" - თავისუფალი დონაციით

☘️ კარლ გუსტავ იუნგი - "წითელი წიგნი" (25 ლარი)
☘️ დანიელ ზ. ლიბერმანი და მიშელ ე. ლონგი - მოლეკულა "მეტი" (20 ლარი)
☘️ რენე გარსია - "კვანტური კაპიტალისტი" (5 ლარი)
☘️ დიონ ფორჩუნის - "მისტიური კაბალა (20 ლარი)
☘️ იუჯინ ფერსენი - "ყოფიერების მეცნიერების შვიდი გაკვეთილი" (20 ლარი)
☘️ მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა (კაჰუნების სიბრძნე)" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "მოგზაურობა იქსტლანში" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "სიზმარხილვის ხელოვნება" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ზღაპრები ძალაზე" (20 ლარი)
☘️ კარლოს კასტანედა - "ძალის მეორე რგოლი (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - „მეოთხე გზა" (20 ლარი)
☘️ პიოტრ უსპენსკი - "სასწაულებრივის ძიებაში" (20 ლარი)
☘️ ბრაიან ვაისი - "მრავალი ცხოვრება; მრავალი მასწავლებელი" (10 ლარი)
☘️ ოლეგ თელემსკი - "იუნგი დამწყებთათვის" (10 ლარი)
☘️ რობერტ ანტონ უილსონის - „პრომეთეს აღზევება" (20 ლარი)
☘️ ფრანც ბარდონი - "ინიციაცია ჰერმეტიზმში" (20 ლარი)
☘️ ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ (10 ლარი)
☘️ ჯეიმს ჰოლი - სიზმრების იუნგიანური ინტერპრეტაცია (20 ლარი)
☘️ რობერტ ალექს ჯონსონი - "შინაგანი სამუშაო: სიზმრებისა და აქტიური წარმოსახვის გამოყენება პერსონალური განვითარებისათვის" (20 ლარი)
☘️ დ. ლიბერმანი, მ. ლონგი - "მოლეკულა "მეტი"" (20 ლარი)
☘️ რიჩარდ ბენდლერი - გამოიყენე შენი ტვინი ცვლილებებისთვის (10 ლარი)
☘️ დიმიტრი ტროცკი - სანამ "მე" მე არ ვარ (Пока-я-не-Я") (10 ლარი)
☘️ ჯოი მანე - "ოჯახური განლაგებები" (10 ლარი)
☘️ პარამაჰამსა იოგანანდა - იოგის ავტობიოგრაფია (35 ლარი)

 

წიგნების შესაძენად მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე

ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff