ასტროლოგია თუ ასტრო-ტროლოგია?

Admin
ასტროლოგია
0
0

ავტორი: ანა თოფურიძე ტროლი (ინგლ. Troll) — ინტერნეტ სლენგი, რომელიც აღნიშნავს ადამიანს, რომელიც ...

ავტორი: ანა თოფურიძე

43710664 2184117821913920 4983556398722842624 nტროლი (ინგლ. Troll) — ინტერნეტ სლენგი, რომელიც აღნიშნავს ადამიანს, რომელიც აქვეყნებს არაადეკვატურ და პროვოკაციულ ინფორმაციას ფორუმზე, ჩატში, ბლოგზე და ა.შ.

არსებობს ასტროლოგია და არსებობს ასტრო-ტროლოგია. ხვალინდელი დღის პროგნოზირება ასტრო-ტროლოგიაა რომელიც ხალხის დატროლვით და მათზე ფულის კეთებითაა დაკავებული. ასტრო-ტროლოგიაა როცა ვიღაც გეუბნებათ რომ ხვალ საფრთხე გელით ან ფულს მოიგებთ. ეს არაა მეცნიერება, არამედ მეცნიერების სახელით რიგითი მანიპულატორობა.

ასტროლოგია არაა ხვალინდელი დღის პროგნოზირება, არამედ ადამიანის ქვეცნობიერი სისტემების შემეცნებაა. ასტროლოგია გამცნობს თუ დაბადებიდან რა თანდაყოლილი პროგრამირებული თვისებებით და მიდრეკილებებით დაიბადეთ და როგორ უნდა იმოქმედოთ რომ მათი გაუცნობიერებლობით საზიანო შედეგამდე არ მიიყვანოთ საკუთარი ცხოვრება. ასტროლოგია ეს კოსმიური ექიმია, რომელიც სულს სრულ დიაგნოსტირებას უტარებს და დიაგნოზს გიჩვენებს, ხოლო შემდეგ რას გადაწყვეტ ეს შენი არჩევანია.

პირადად მე, დიდი ხანი არ ვაღიარებდი ასტროლოგიას, არ ვაღიარებდი რომ ადამიანი შეიძლება შეზღუდული იყოს რაიმე ძალის მიერ და სულიერი მე ყველაფერზე მაღლა არ იდგას. არ მჯეროდა მანამ, სანამ ერთხელაც თავად არ დავჯექი და არ გავეცანი საკუთარ რუკას. პირველი რეაქცია თითქოს დადებითი მქონდა, „კი ეს ესეა, დიახ ეს მახასიათებს, აჰჰ ეს თურმე ამიტომ ხდება, ეს პლანეტის გავლენით ვარ? მეგონა ჩემი თვისება იყო.. ამიტომ გვქონდა სულ კონფლიქტი? ამიტომ გვქონდა სულ განსხვავებული აზრები? კი ზუსტად მიყვარს, ეს მე ვარ ეს ჩემია... მაგრამ ნუთუ მე მე არ ვარ და პლანეტების ზეგავლენებისგან შევდგები? რაღაც ასტროლოგიურ საიტზე აღწერილი ადამიანი მე როგორ უნდა ვიყო? მე შეუძლებელია პლანეტებისგან შევდგებოდე, მე ხომ მე ვარ.. ალბათ გავლენაა რისგანაც თავი უნდა დავაღწიო..“ და დავასკვენი რომ მე კი მე ვარ, მაგრამ გარშემო როგორც ტანსაცმელი გვაცვია, ჩემს გონებას აცვია გარკვეული მიდრეკილებები რაც შემიძლია გამოვიცვალო თუ არ მომწონს.

საინტერესო აღმოჩენებით სავსე პერიოდი იყო ჩემი ახლობლების და ნაცნობების დაბადების თარიღებს რომ ვიგებდი და ვამოწმებდი რამდენად ემთხვეოდა მათ ხასიათებს ასტროლოგიური დიაგნოსტიკა. ნელ-ნელა ყველა პლანეტის ადგილი და მნიშვნელობა გავიგე და ვიპოვე პასუხები უამრავ შემდგარ და არშემდგარ ურთიერთობაზე. უამარავ ადამიანზე დასმული კითხვები გაქრა, რადგან გავაცნობეირე რომ ყველა უნიკალური იბადება. ვისწალე რომ ვერძთან კამათი არ ღირს, რადგან ისინი ძალიან ჯიუტები არიან. ვისწავლე ხასიათების ამოცნობა და ის თუ ვინ რაზე ბრაზდებოდა და რა ახარებდათ. ქალწული არაპუნქტუალობას და გეგმიდან გადახვევას ან დაუგეგმაობას ვერ ეგუება, ამიტომ თუ გსურთ ქალწული არ გაანაწყენოთ სჯობს მის რეჟიმს პატივი სცეთ. სამაგიეროდ მერწყულებთან შეგიძლიათ მოდუნდეთ და თავი არ დაიძაბოთ ისინი ჰაეროვნად და მხიარულად მიიღებენ დაგვიანებას და სპონტანურ გეგმების შეცვლებს. საინტერესო მოსაუბრე თუ გინდათ ვინც ბევრი რამ იცის და თან ძალიან მხიარულია და მუდამ გაცინებთ მაშინ ტყუპები უნდა მოიკითხოთ, ან ის ვისაც მერკური ყავს ტყუპებში. ტყუპები მუდამ სწავლობენ და კითხულობენ, საუბარიც მშვენივრად გამოსდით და საერთოდაც მათი იარაღი ენაა. გულის გადაშლა და ემოციების გაზიარება და ვინმეს მხარზე ქვითინი თევზებთან ყველაზე ადვილად გამოგივათ, ისინი მზად არიან მოგისმინონ და გითანაგრძნონ, ხოლო იგივე მიდგომით ცეცხლთან და მიწასთან ხშირად ნუ მიხვალთ. ლომი სისუსტეთ ჩაგითვლით წუწუნს და მეფურ მეგობრულ რჩევას კი მოგცემთ, მაგრამ ამის ბევრჯერ გამეორებისას ალბათ პატივისცემა ოდნავ დაეკარგება, ის ამას არ გაგიმხელთ რადგან ლომი კეთილშობილია მაგრამ სხვებშიც როგორც თავის თავში ძალას აფასებს. მთაში წასვლა თუ გსურთ ვერძი საუკეთესო თანამგზავრი იქნება, ძლიერი და მზრუნველი წინამძღოლი. ვერძებს უყვართ ბუნებაში სიარული, მთები და მწვერვალების დაპყრობა და თან ძალიან მზრუნველებიც არიან, ხელსაც შემოგაშველებენ აღამართზე ასვლისას და ერთ გამახნევებელ სიტყვასაც შემოგაძახებენ.

43828457 1110496669127356 8996784929710800896 nთუმცა ეს აღმოჩენები მაინც ზედაპირულია, ასტროლოგია ბევრად ღრმა და საინტერესო ფსიქოლოგიაა. არ ვიცი ფსიქოლოგები თუ იყენებენ ასტროლოგიურ რუკას, თუმცა ეს საწყისი სახელმძღვანელოა რაც ადამიანის თერაპიისთვის გამზადებული რეცეპტია. ყველა ნიშნას აქვს დადებითი და უარყოფითი გამოვლინებები, ის რაც უკეთ ან ნაკლებ უკეთ გამოუვა და ა.შ... 

ასტროლოგიის გაცნობამ დამანახა რომ ადამიანები საინტერესო ჰიბრიდები ვართ, რომ არ ვართ თავისუფლები და ნაწილობრივი ბორკილებით ვიბადებით ყველა. იმის დაკვირვებაც საინტერესოა რამდენად ახერხებენ სხვები თავისი რუკის დამუშავებას, თუ ისინი ზარმაცობენ მაშინ უკვე როგორც ასტრო-ტროლოგია ამბობს ხოლმე, დიახ შეიძლება პროგნოზირება, როცა ერკვევი ძირითად ასპექტებში მათემატიკური გამოთვლა საკმარისია. მაშინ მიხვდები ურთიერთობაში როგორი იქნება ვენერა მორიელში და როგორი ვენერა ლომში. თუ ადამიანი განვითარებისკენაა მიდრეკილი მის ცხოვრებაში ზოგიერთ რამეს გავლენა შესუსტებული აქვს, მაგრამ თუ არა მაშინ რაღაცეები რჩება და პირადი გაცნობის გარეშეც მიხვდებით რა გარემოში რას მოიმოქმედებს პიროვნება. კოჭლს გაუჭირდება ფეხბურთის თამაში, ბრმას ნახატის გაგება, ხარს წყალში ცურვა და ძალიან ბევრი ასპექტია, რაც კონკრეტულ სფეროში გვზღუდავს, მაგრამ სხვაში შესაძლებლობებს გვიხსნის. ამ ყველაფრის დადგენაში სწორედ ასტროლოგია გვეხმარება.

ასტროლოგიის გაცნობის შემდეგ თუ ვიგებ ადამიანის ცხოვრებაში რაღაც უსიამოვნება ხდება, რუკაში ჩავიჭყიდები და იქ მიზეზს ვპოულობ, მაგალითად ლილიტი ლომში არაჯანსაღი დომინანტობის და კონტროლის მოყვარულია ოჯახში, ის ყველას აკონტროლებს, მაგალითად დედა ლილიტი ლომში, შვილებს ორმოცი წლის ასაკში გაუკონტროლებს რას ჭამს და სვამს. ლილიტი მორიელში, რომელიც შეიძლება სასმელის ან აზარტული თამაშებისკენ მდირეკილება იყოს. აჰ დიახ, ეს ადამიანი ბევრ ფულს აგებს კაზინოში და ვერ ეშვება მავნე საზოგადოებას.. ლილიტი თევზებში? ილუზიები უკეთეს ცხოვრებაზე და რეალობისგან მოწყვეტილობა, დეპრესია და საკუთარი თავის არ დაუფასებლობა, თანდაყოლილი იდეა რომ „მე კარგი არ ვარ“, ეს ლილიტი თევზებშია.. და კიდევ ბევრი საინტერესო ასპექტი რაც თვალნათლივ ვლინდება. ვენერა ქალწულში? ადამიანი რომელიც სისუფთავეზე და იდეალურობაზეა ჩაციკლული, ვენერა ქალწულში შეამჩნევს საროჩკაზე პატარა ლაქასაც კი და ფეხსაცმელზე ოდნავ მოდებულ ტალახს ვერ აიტანს. ვენერა ქალწული ასუფთავებს და ალაგებს ყველაფერს იდეალური სიზუსტით და სხვებისგანაც იგივეს ითხოვს.

მას შემდეგ რაც ასტროლოგას გავეცანი, ქრისტიანული ერთ-ერთი მთავარი მცნების „ნუ განიკითხავ სხვას“ შესრულება ბევრად გამიადვილდა. მე აღარ განვიკითხავდი სხვას, მე მის რუკას ვნახულობდი და დიახ, ეს ადამიანი ამ მიდრეკილებითაა დაბადებული, მე მას არ განვიკითხავ, ის ამას თავად გამოასწორებს თუ არადა რას ვიზამთ, ის ასეთად დაიბადა. ასტროლოგიის გაცნობის შემდეგ აღარ გინდება ვინმე შეცვალო და გახადო ისეთი როგორიც შენ ხარ, უბრალოდ აცნობეირებ რომ ყველა დაბადებიდან უნიკალური სტრუქტურით მოვევლინეთ ქვეყანას და ბევრად უფრო ლამაზია ყველაფერი ამ განსხვავებულობებშიც.

თუმცა ვაღიაროთ, თავიდან ყველას ჩვენი თავი გვქონია ყველაზე უკეთესი და მიგვაჩნია რომ სხვები ჩვენ უნდა დაგვემსგავსონ. მე კი ამ ეგოისტური სურვილისგან ასტროლოგიამ გამანთავისუფლა.

43952162 730229527329176 28916846572863488 nასტროლოგიის გაცნობის შემდეგ ბევრ რამეს მივხვდი, მათ შორის იმას რომ ხშირად ვინც ჩვენი თავი გვგონია ის არ ვართ და სწორედ ამაში გვეხმარება კოსმიური ექიმი, თუნდაც დაბადებიდან ოცდაათი წლის მანძიზლე გვეგონოს რაიმე თვისება ჩვენი, შეიძლება აღმოვაჩინოთ რომ ეს კონკრეტული პლანეტის გავლენა იყო და ჩვენში მისი მიმართულების შეცვლა შეგვიძლია.

ყველაზე საინტერესო რუკის განხილვისას ისაა რომ, საკუთარი ვიწრო ცნობეირებიდან გადიხარ და კოსმოსიდან აკვირდები შენს თავს და გარემო ცხოვრებას. კოსმოსის პერსპექტივა ბევრად დიდი და საინტერესოა ვიდრე ჩვენი თითეულის. ეს "Zoom Out" ფუნქციას გავს საკუთარ თავზე, შენ მზის, მერკურის, ვენერას და მარსის პერსპექტივას ეცნობი და მათ გავლენას დედამიწაზე და ჩვენს ცხოვრებებზე. 

ჩემი აზრით ასტროლოგია განაჩენი არ არის, ეს ასტრო-ტროლოგიაა რაც მომავლის განაჩენს გიწესებთ და ბუნებრივია არც ერთი მოაზროვნე ადამიანი ამას არ მიიღებს მეცნიერებად, არავის უნდა უთხრან რომ ზეგ ავარიაშ მოყვება ან ცუდი დღე ექნება, სისულელეა. სისულელეა და ცრუ ასევე თუნდაც ჩემი ზემოთ ჩამოთვლილი მაგალითების შაბლონად მიღება, სამყაროში ყველაფერი იცვლება და ყვლა ნიშანს აქვს განვითარების ეტაპები და გზები. გარკვეულ ეტაპზე ყველა განსხვავებულია თუმცა ასტროლოგია დამხმარე სახელმძღვანელოდ მაინც გამოდგება, ნებისიერ დროს შეიძლება ნახო რა საწყისი პროგრამებით დაიბადა მეგობარი ან ნაცნობი და თუ პრობლემას სჭირდება მისი განხილვით გმოსავალი მოძებნოთ.

ასტროლოგიამ ჩემი ცხოვრების ხედვა უფრო რეალისტური გახადა, რეალობას დამაახლოვა, იმ რეალობას რომელსაც კოსმოსი ხედავს და მხოლოდ მე ჩემი ფანტაზიითაც კი ვერ წარმოვიდგენდი, რადგან მე მხოლოდ ჩემი ერთი ფანჯარა მაქვს ამ უსასრულო მრავალფეროვან რეალობაში, ხოლო ასტროლოგია ბევრი სხვა პერსპექტივიდან გაჩვენებს ცხორების მრავალ ასპექტს.

ფანატიზმი ასტროლოგიაშიც საზიანოა, ასტროლოგიის ფანატი ასტრო-ტროლოგი ხდება. თუმცა გაცნობა და დამეგობრება როგორც ფსიქოლოგიის და მეცნიერების ერთ-ერთ მიმართულებასთან ცხოვრებას მეტად საინტერესოს და სახალისოს ხდის.

მსგავსი სტატიები

რეტროგრადული პლანეტები


მთარგმნელი: თამთა ბურდული რეტროგრადული პლანეტების კარმული მნიშვნ...

25 სექტემბრის სავსე მთვარე


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მეგობრებო, გვიახლოვდება სასვემთვარეობა,...

პლანეტების ზეგავლენის შესახებ...


გიორგი გურჯიევის მოსწავლის - პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "მ...

„რეტროგრადული მერკური“


სტატიის ავტორი: გიორგი ლობჯანიძე დღეიდან უკვე პლანეტა მერკური, რ...

მარსის შეერთება პლუტონთან


მარსის შეერთება პლუტონთან არქეტიპი: კოსმიური მეომარი ამ ადამიანს ...

ელევსინის მისტერიები


სექტემბერი მოდის და დგება ის დრო, როცა ძველად შემოდგომის შემოსვლასთ...

3 ზოდიაქოს ნიშნის შედარებითი ანალიზი


მთარგმნელი: ქეთი ოდიშელი (Omnia) წყარო ვერძი - დაბლა დახრი...

არქტურუსი


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff