მონაკვეთი პარამაჰამსა იოგანანდას წიგნიდან - "იოგინის ავტობიოგრაფია"
მთარგმნელი: ლილა
1936 წლის 19 ივნისს, დღის სამ საათზე, ბომბეის სასტუმროში, საწოლზე ვიჯექი, მედიტაციიდან ნეტარების მომგვრელმა შუქმა გამომაფხიზლა. ჩემი ღია და გაოგნებული თვალების წინ მთელი ოთახი უცნაურ სამყაროდ გარდაიქმნა, მზის შუქი კი ზებუნებრივად ბრწყინავდა. აღტაცების ტალღებმა დამიარეს, როდესაც შრი იუკტეშვარის ხორცშესხმული სხეული დავინახე!'' "ჩემო ბიჭო!" ნაზად ჩაილაპარაკა ოსტატმა, სახეზე ანგელოზისებური ღიმილით. ცხოვრებაშიპირველად გადავწყივტე ფეხზე მთხვევის მიზნის დავხრილიყავი, მაგრამ ანაზდეულად წინ წავიწიე, რომ მოწყურებულს ჩავხუტებოდი და მკლავებში მომეწყვდია. მომენტების მომენტი იყო! გასული თვეების ტანჯვა აღარაფრად მიმაჩნდა იმძლევამოსილ ნეტარებასთან შედარებით, რომელიც ირგვლივ იღვრებოდა. "ოსტატო ჩემო, ჩემო გულის საყვარელო, რატომ მიმატოვე?" "მხოლოდ ცოტა ხნით დაგტოვე; ახლა ხომ ისევ შენთან ვარ?" "მაგრამ ეს შენ ხარ, ოსტატო, იგივეღვთის ლომი? იგივე სხეულს ატარებ, რომელიც სასტიკი პურის (Puri) ქვიშის ქვეშ ჩავფალი?" "დიახ, შვილო ჩემო, მეიგივე ვარ. ეს არის ხორცისა და სისხლის სხეული. მიუხედავად იმისა, რომ მე მას ეთერულად ვხედავ, შენი ხედვით ისფიზიკურია. კოსმიური ატომებიდან სრულიად ახალი სხეული შევქმენი, ზუსტად ისეთივე კოსმიური სიზმრისფიზიკური სხეული, როგორიც სიზმრების სამყაროში შენ პურის სიზმრების სილის ქვეშ დამარხე. მე ჭეშმარიტადმიწისგან არ აღვმდგარვარ, არამედ ეს ასტრალურ პლანეტაზე გავაკეთე. მისი მოსახლეობა ჯობია მიწიერ კაცობრიობასიმ კუთხით, რომ უკვეთ შეუძლია დააკმაყოფილოს ჩემი მაღალი სტანდარტები. ოდესმე იქ თქვენ და თქვენი ამაღლებული ახლობლებიც მოხვალთ და ჩემთან იქნებით." ,,უკვდავო გურუ, მეტი მომიყევი!" ...
,,როგორც წინასწარმეტყველები იგზავნებიან დედამიწაზე ადამიანთა დასახმარებლად, რომ მათ თავიანთი ფიზიკური კარმის დამუშავებაში დაეხმარონ, ასევე მე ღმერთისგან ვარ მოწოდებული, რომ ასტრალურ პლანეტას მოვევლინო მხსნელად”, - განმიმარტა შრი იუკტეშვარმა. ,,მას ჰირანიალოკა ანუ განათებული ასტრალური პლანეტა ჰქვია. იქმოწინავე არსებებს ვეხმარები, რომ თავი დააღწიონ ასტრალურ კარმას და ამით გათავისუფლდნენ ასტრალურიხელახალი დაბადებისაგან. ჰირანიალოკაში მცხოვრებნი სულიერად ძლიერ განვითარებულნი არიან; ყველა მათგანმა,დედამიწაზე უკანასკნელი ინკარნაციისას მედიტაციის საშუალებით შეიძინეს ძალა, რომ სიკვდილისას ცნობიერად დაეტოვებინათ თავიანთი ფიზიკური სხეულები. ვერავინ შეაღწევს ჰირანიალოკაში, ვინც დედამიწაზე საბიკალპასამადჰის მდგომარეობიდან ნირვიკალპა სამადის უფრო მაღალ მდგომარეობაში არ გადასულა. "ჰირანიალოკას" მოსახლეობამ უკვე გაიარა ჩვეულებრივი ასტრალური სფეროები, სადაც სიკვდილის შემდეგ დედამიწიდან თითქმის ყველა არსება უნდა წავიდეს და იქ, ასტრალურ სამყაროში, მათი წარსული ქმედებების მრავალი ვალი დაამუშავეს. მოწინავე არსებების გარდა არავის შეუძლია ასეთი გამომსყიდველობითი სამუშაოები შეასრულოს ასტრალურ სამყაროებში.
შემდეგ, რათა მათი სულები უფრო სრულად გაეთავისუფლებინათ თავიანთ ასტრალურ სხეულებში ჩადებული კარმული კვალის კოლონიისგან, ეს უმაღლესი არსებები კოსმიური კანონის თანახმად ხელახლა დაიბადნენ ახალი ასტრალური სხეულებით ჰირანიალოკაზე, ასტრალურ მზეზე ან ზეცაზე, სადაც მე აღვსდექი მათ დასახმარებლად. ჰირანიალოკაზე ასევე არსებობენ უაღრესად მოწინავე არსებები, რომლებიც მოვიდნენ უფრო მაღალი, უფრო ნატიფი, მიზეზობრივი სამყაროდან. ახლა ჩემი გონება იმდენად იდეალურად ერწყმოდა ჩემი გურუს გონებას, რომ იგი ამ სამყაროს სურათებს ნაწილობრივ საუბრით, ნაწილობრივ კი ფიქრებით გადმომცემდა. აქედან გამომდინარე მის იდეებსძალიან სწრაფად ვიღებდი "წმინდა წერილებში წაგიკითხავთ,’’ განაგრძო ოსტატმა, "რომ ღმერთმა ადამიანის სულსმისცა სამი სხეული: იდეური, ან მიზეზობრივი სხეული; დახვეწილი ასტრალური სხეული, ადამიანის გონებრივი დაემოციური ბუნების ადგილსამყოფელი და უხეში, ფიზიკური სხეული. დედამიწაზე ადამიანი აღჭურვილია თავისიფიზიკური გრძნობებით. ასტრალური არსება შეიარაღებულია თავისი ცნობიერებით, გრძნობებით და სხეულით, რომელიც ლაიტრონებისაგან შედგება. მიზეზობრივი სხეული რჩება იდეების ნეტარ სფეროში. მე იმ ასტრალურ არსებებთან ვმუშაობ, რომლებიც მიზეზობრივ სამყაროში შესასვლელად ემზადებიან. ,,საოცარო ოსტატო, გთხოვ მეტიმომიყევი ასტრალური კოსმოსის შესახებ.'' ამ დროისთვის მისივე თხოვნით ოდნავ მოვუშვი ხელები, რომლებიც კვლავ გულში იკრავდნენ მას. ეს საგანძურთა საგანძური იყო, ჩემი გურუ, რომელიც საკუთარი სიკვდილისას იცინოდა, ჩემთან მოვიდა!
,,ბევრი ასტრალური პლანეტა არსებობს, რომლებიც სავსე არიან ასტრალური არსებებით”, - დაიწყო ოსტატმა. "მოსახლეობა იყენებს ასტრალურ სიბრტყეებს, ანუ სინათლის მასებს, ერთი პლანეტიდან მეორეზე გადასასვლელად, ესსაშუალება უფრო სწრაფია, ვიდრე ელექტროობა და რადიოაქტიური ენერგიები." ასტრალური სამყარო, რომელიცშექმნილია სინათლისა და ფერის სხვადასხვა დახვეწილი ვიბრაციებით, ასობით ვრცელია ვიდრე მატერიალურიკოსმოსი. მთელი ფიზიკური ქმნილება პატარა, მყარი კალათის სახით ჰკიდია ასტრალური სფეროს უზარმაზარიმანათობელი ბუშტის ქვეშ. როგორც ბევრი ფიზიკური მზე და ვარსკვლავი ტრიალებს კოსმოსში, ასევე არსებობსუთვალავი ასტრალური მზის და ვარსკვლავური სისტემები. მათ პლანეტებს ასტრალური მზე და მთვარე აქვთ, ისინიუფრო ლამაზები არიან, ვიდრე ფიზიკური. ასტრალური მნათობები მოგაგონებთ პოლარულ ნათებას (aurora borealis). მზის ასტრალური ავრორა, გაცილებით თვალისმომჭრელია ვიდრე ჩვეულებრივი მთვარის ავრორა. ასტრალური დღედა ღამე უფრო გრძელია ვიდრე დედამიწის. "ასტრალური სამყარო უსაზღვროდ ლამაზია, სუფთა, კრიალა დამოწესრიგებული. იქ არ არსებობენ მკვდარი პლანეტები და უნაყოფო მიწები. ასტრალურ პლანეტებზეშენარჩუნებულია მარადიული გაზაფხული, თანაბარი ტემპერატურით, დროდადრო მანათობელი თეთრი თოვლითდა მრავალი ფერის შუქის წვიმით. ასტრალურ პლანეტებზე მრავლადაა ოპალის ტბები, ნათელი ზღვები დაცისარტყელას მდინარეები." ,,ჩვეულებრივი ასტრალური სამყარო და არა ჰირანიალოკასავით დახვეწილი ასტრალურისამოთხე, დასახლებულია მილიონობით ასტრალური არსებით, რომლებიც, მეტ-ნაკლები დროითი მონაკვეთია რაცდედამიწიდან ჩამოვიდნენ და ასევე უამრავი სულით. ისინი სხვადასხვა ასტრალურ პლანეტებზე ცხოვრობენ კარმული კვალიფიკაციის შესაბამისად.
კეთილი და ბოროტი სულებისთვის განკუთვნილია სხვადასხვა სფერული სასახლეები, ან ვიბრაციული რეგიონები. კარგებს შეუძლიათ თავისუფლად იმოგზაურონ, მაგრამ ბოროტი სულები შემოფარგლულები არიან კონკრეტულზონებში. "ეს არსებები ბინადრობენ ქვედა ასტრალურ, კოსმოსის ბნელ რეგიონებში და ამუშავებენ თავიანთ ბოროტკარმას." ბნელი ასტრალური ციხის ზემოთ მდებარე უზარმაზარ სფეროებში ყველაფერი ბრწყინავს და ლამაზია. ასტრალური კოსმოსი დედამიწაზე უფრო სრულყოფილად არის მოწყობილი ღვთაებრივი ნებით და განგებით. ყოველი ასტრალური ობიექტი ხორციელდება უპირველეს ყოვლისა ღვთის ნებით და ნაწილობრივ ასტრალურიარსებების ნებით. მათ გააჩნიათ ძალა შეცვალონ, ან გაზარდონ უფლის მიერ უკვე შექმნილი ფორმები." ,,დედამიწადაბნელებულია ომით და მკვლელობებით ზღვაში, ხმელეთსა და ჰაერში,'' - განაგრძო ჩემმა გურუმ, ,,მაგრამასტრალურმა სფეროებმა შეიმეცნეს ბედნიერი ჰარმონია და თანასწორობა. ასტრალური არსებები თავიანთი ფორმებისმატერიალიზაციას ან დემატერიალიზაციას ახდენენ. ყველა ასტრალურ არსებას შეუძლია თავისუფლად მიიღოსნებისმიერი ფორმა და ადვილად შედიან კომუნიკაციაში ერთმანეთთან. გარკვეული კარმული შეზღუდვები არსებობს,მაგრამ ასტრალურ სამყაროში არ არსებობს განსხვავებები სხვადასხვა ფორმების სასურველობის მიხედვით.
ყველაფერი ვიბრირებს ღვთის შემოქმედებითი შუქით. "არავინ იბადება ქალისგან; შთამომავლობას ასტრალური არსებები აგრძელებენ მათი კოსმიური ნების დახმარებით სპეციალურად შაბლონირებულ, ასტრალურად შედედებულფორმებში. ახლახანს ფიზიკურად უსხეულოდ დარჩენილი არსება ასტრალურ ოჯახში ჩადის მოწვევით, მსგავსიფსიქიკური და სულიერი მიდრეკილებებიდან გამომდინარე. ”ასტრალური სხეული არ ექვემდებარება სიცივეს ან სიცხესან სხვა ბუნებრივ პირობებს. ასტრალური არსების ანატომია მოიცავს ასტრალურ ტვინს, ან როგორც უწოდებენსინათლის ათასფურცლა ლოტოსს და ექვს გამოღვიძებულ ცენტრს სუშუმნაში, ანუ ასტრალურ ცერებროსპინალურღერძს. გული ასხივებს კოსმიურ ენერგიას, ისევე როგორც სინათლეს ასტრალური ტვინი და ტუმბავს მას ასტრალურნერვებსა და სხეულის უჯრედებში, ანუ ლაიტრონებში. ასტრალურ არსებებს მათ სხეულებზე გავლენის მოხდებაშეუძლიათ სიცოცხლის ენერგიით, ან მანტრული ვიბრაციით.”
"ასტრალური სხეული არის ბოლო ფიზიკური ფორმის ზუსტი კოპია. ასტრალური არსებები ინარჩუნებენ იმავეგარეგნობას, რაც ახალგაზრდობაში ჰქონდათ წინა მიწიერი მოგზაურობის დროს; ზოგჯერ ასტრალური არსება, ჩემსმსგავსად მოხუცის გარეგნობას ირჩევს." ოსტატმა, რომელიც ახალგაზრდობის თავად არსს ასხივებდა, მხიარულადჩაიცინა. ”სივრცული, სამგანზომილებიანი ფიზიკური სამყაროსგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ ხუთი გრძნობითაღიქმება, ასტრალურ სფეროებზე ჩნდება მეექვსე გრძნობა” - განაგრძო შრი იუკტეშვარმა. "აბსოლუტური ინტუიციურიშეგრძნებით, ყველა ასტრალური არსება ხედავს, ისმენს, ყნოსავს, აგემოვნებს და ეხება. ასტრალურ არსებებს აქვთგარეგანი სენსორული ორგანოები ყურები, თვალები, ცხვირი, ენა და კანი, მაგრამ ისინი იყენებენ ინტუიციურ განცდას,რომ განიცადონ შეგრძნებები სხეულის ნებისმიერი ნაწილის მეშვეობით; მათ შეუძლიათ დაინახონ ყურის, ცხვირის, ან კანის საშუალებით. შეუძლიათ მოისმინონ თვალით ან ენით და დააგემოვნონ ყურებით, ან კანით და ასე შემდეგ. "ადამიანის ფიზიკურ სხეულს უამრავი საფრთხე ემუქრება, ადვილად ზიანდება ან იხრწნება; ეთერული ასტრალურისხეული შეიძლება ხანდახან გაიჭრას, ან დალურჯდეს, მაგრამ მაშინვე განიკურნოს მხოლოდ ნების ძალით. " ,,გურუდევ, ყველა ასტრალური არსება მშვენიერია? " ,,სილამაზე ასტრალურ სამყაროში სულიერი ხარისხია და არაგარეგნული კონფორმაცია," მიპასუხა შრი იუკტეშვარმა." ამიტომ ასტრალური არსებები მცირე მნიშვნელობას ანიჭებენ გარეგნულ მახასიათებლებს.''
ამასთან, მათ აქვთ პრივილეგია, სურვილისამებრ გადაიკეთონ თავიანთი ახალი, ფერადი, ასტრალურად მატერიალიზებული სხეულები. ისევე, როგორც ამქვეყნიური ადამიანები დადიან მასიურ გალა ღონისძიებებზე, ასევეასტრალური არსებებიც პოულობენ შესაბამის შემთხვევებს, რომ თავი დააღწიონ სპეცილურად შემუშავებულ ფორმებს. ”მხიარული ასტრალური დღესასწაულები, ისეთ უმაღლეს ასტრალურ პლანეტებზე, როგორიცაა ჰირანიალოკა, მაშინეწყობა, როდესაც სულიერი წინსვლის შედეგად ასტრალური სამყაროდან არსება გათავისუფლდება და შესაბამისად, მზად არის შევიდეს მიზეზობრივი სამყაროს სამოთხეში.” მე და ჩემი გურუ ერთად, ბედნიერად, ვიცინოდით. ”სხვაცხოვრების მეგობრები ასტრალურ სამყაროში ერთმანეთს ადვილად სცნობენ”, - განაგრძო შრი იუკტეშვარმა თავისილამაზი, წკრიალა ხმით. "გახარებულნი მეგობრობის უკვდავებით, ისინი ხვდებიან სიყვარულის ურღვევობას,რომელშიც ხშირად ეჭვი ეპარებათ მიწიერ ცხოვრაში სამწუხარო განშორებების გამო." ასტრალური არსებების ინტუიციაგარსს მიღმა გადის და შეუძლია დედამიწაზე ადამიანების საქმიანობას დააკვირდეს, მაგრამ ადამიანს არ შეუძლიადაინახოს ასტრალური სამყარო, თუ მისი მეექვსე გრძნობა რაღაცმხრივ არ არის განვითარებული. ათასობითდედამიწის მცხოვრებს მომენტალურად დაუნახავს ასტრალური არსება ან ასტრალური სამყარო.”
"ჰირანიალოკაზე, მოწინავე არსებები უმეტესად ექსტაზში რჩებიან ხანგრძლივი ასტრალური დღის და ღამისგანმავლობაში, კოსმოსური მმართველობის რთული პრობლემების მოგვარებაში და უძღები შვილების, მიწიერისულების გამოსყიდვაში შეაქვთ წვლილი. როდესაც ჰირანიალოკას არსებებს სძინავთ, აქვთ ხოლმე სიზმრების მსგავსიასტრალური ხედვები. მათი გონება ჩვეულებრივ ჩაძირულია ნირვიკალპას ნეტარების ცნობიერ მდგომარეობაში. ,,ასტრალური სამყაროების მცხოვრებლები, მის ყოველ ნაწილში კვლავ არიან მენტალური აგონიების ობიექტები.პლანეტებზე, როგორიცაა ჰირანიალოკა, უმაღლესი არსებების მგრძნობიარე გონება მწვავე ტკივილს განიცდის, თურაიმე შეცდომას დაუშვებს ქცევებში ან ჭეშმარიტების აღქმაში. ეს მოწინავე არსებები ცდილობენ თავიანთი ყოველიქმედება და აზრი სულიერი კანონის სრულყოფილებას მიუსადაგნონ. "ასტრალურ მოსახლეობას შორის კომუნიკაციამთლიანად ასტრალური ტელეპათიით და ტელევიზიით ხორციელდება; არ ხდება გაუგებრობები დაწერილი ან წარმოთქმული სიტყვების გამო, რასაც დედამიწაზე მცხოვრებმა მოსახლეობამ უნდა გაუძლოს.
ასტრალური არსებები თავს ძირითადად კოსმოსური შუქით ინარჩუნებენ. მიუხედავად ამისა, ისეთ ზეციურპლანეტებზე მცხოვრები ადამიანები, როგორიც ჰირანიალოკაა თითქმის გათავისუფლებული არიან კვებისაუცილებლობისგან, კიდევ უფრო მაღალა, მიზეზობრივ სამყაროში, არსებები თითქმის სრულიადგანთავისუფლებული არიან უპირობოდ და არაფერს ჭამენ ნეტარების მანანის გარდა." ,,დედამიწიდანგათავისუფლებული ასტრალური არსებები ხვდებიან ცოლებს, ქმრებს და მეგობრებს, რომელებიც დედამიწაზესხვადასხვა განსახიერების დროს შეიძინეს და რომლებიც დროდადრო ჩნდებიან ასტრალური სფეროების სხვადასხვანაწილში. ამიტომ ის კარგავს განცდას, რომ ვინმე განსაკუთრებით უყვარს; ამგვარად სწავლობს ღვთაებრივი დათანაბარი სიყვარულის მიცემას ყველასთვის და აღიქვამს მათ ღმერთის შვილებად და მათ ინდივიდუალურგამოხატულებად. მიუხედავად იმისა, რომ ახლობლების გარეგნობა შეიძლება შეიცვალოს, მეტ-ნაკლებად ახალითვისებების განვითარების შესაბამისად, რომელიც სულს ბოლო ცხოვრების მანძილზე მიენიჭა, ასტრალური არსებაიყენებს თავის შეუცვლელ ინტუიციას, რათა იცნოს ყველა ის, ვინც მისთვის ძვირფასი იყო არსებობის სხვა პლანზე დამიესალმოს მას ახალ ასტრალურ სახლში. იმის გამო, რომ ქმნილების ყველა, განურჩევლად ყველა, ატომიინდივიდუალურია, ასტრალური მეგობარი ამოიცნობა, მიუხედავად იმისა, თუ რა კოსტიუმს მოირგებს ის, როგორცდედამიწაზე მსახიობის გარეგნობის ამოცნობა შეიძლება ახლო დაკვირვებისას, მიუხედავად მისი შენიღბულობისა.''
"სიცოცხლის ხანგრძლივობა ასტრალურ სამყაროში გაცილებით ხანგრძლივია ვიდრე დედამიწაზე. საშუალოსტატისტიკური მოწინავე ასტრალური არსების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა ხუთასიდან ათას წლამდეა, დედამიწის სტანდარტებით რომ გავზომოთ. როგორც წითელმერქნიანი ხეების უმეტესობა ათასწლეულები და ზოგიიოგი რამდენიმე ასწლეული ცხოვრობს, იმის მიუხედავად, რომ ადამიანების უმეტესობა სამოცი წლის ასაკამდე კვდება, ამის მსგავსად ზოგიერთი ასტრალური არსება გაცილებით დიდხანს ცოცხლობს ვიდრე ჩვეულებრივ ცხოვრობენასტრალური არსებობი. ასტრალური სამყაროს სტუმრები, მასში ცხოვრობენ ხანგრძლივი, ან მოკლე პერიოდით მათიფიზიკური კარმის წონის შესაბამისად, რაც მათ დედამიწაზე დააბრუნებს განსაზღვრულ დროში. "ასტრალურ არსებასარ სჭირდება მტკივნეულად შეებრძოლოს სიკვდილის დროს მისი მანათობელი სხეულის დაღვრას. მაგრამ ბევრიასეთი არსება მაინც ოდნავ ნერვიულობს, თავიანთი ასტრალური ფორმის დატოვებისას, რომ ახალი მიზეზობრივისამყაროს სხეული მიიღონ. ასტრალური სამყარო თავისუფალია უცაბედი სიკვდილის, დაავადებებისა და სიბერისგან.
ეს სამი საშინელება დედამიწის წყევლაა, სადაც ადამიანმა თავის ცნობიერებას სუსტ ფიზიკურ სხეულთან იდენტიფიცირების შესაძლებლობა მისცა, სხეულთან, რომელიც მუდმივ დახმარებას საჭიროებს ჰაერისგან, საკვებისგან და ძილისგან, რათა არსებობა შეინარჩუნოს. "ფიზიკურ სიკვდილს თან ახლავს სუნთქვის გაჩერება და ხორციელი უჯრედების დაშლა. ასტრალურ სიკვდილს ახლავს ლაიფტრონების გაფანტვა, ენერგიის იმ მკაფიო ერთეულების დაშლა, რომლებიც ასტრალურ არსებებს ქმნიან. ფიზიკური სიკვდილისას არსება კარგავს ხორცის ცნობიერებას დააცნობიერებს ასტრალურ სამყაროში მის ნატიფ სხეულს. ამავდროულად ის ასტრალური სიკვდილისას, ასტრალურიდაბადებისა და სიკვდილის ცნობიერიდან გადადის ფიზიკური დაბადებისა და სიკვდილის ცნობიერებაზე. ასტრალური და ფიზიკური შემოსვის ეს განმეორებითი ციკლები ყველა გაუსხივოსნებელი არსების ხვედრია. სამოთხისადა ჯოჯოხეთის შესახებ წმინდა წერილების განმარტებები ზოგჯერ აღვივებს ადამიანის ქვეცნობიერ მოგონებებს მისიმრავალი გამოცდილების სერიების შესახებ ბრწყინვალე ასტრალურ და იმედგასაცრუებელ მიწიერ სამყაროებზე. " საყვარელო ოსტატო,'' ვკითხე მე, ,,გთხოვ უფრო დეტალურად ამიღწერო განსხვავება დედამიწაზე, ასტრალურ დამიზეზობრივ სფეროებში თავიდან დაბადებებს შორის?’’
”ადამიანი, როგორც ინდივიდუალური სული, არსებითად არის მიზეზობრივი სხეული”, - განმარტა ჩემმა გურუმ. ”ესსხეული არის ოცდახუთი იდეის მატრიცა, რომელიც ღმერთმა დააწესა, როგორც ძირითადი ან მიზეზობრივიაზროვნების ძალები, საიდანაც მან შემდგომში ჩამოაყალიბა ცხრამეტი ელემენტის დახვეწილი ასტრალური სხეული დათექვსმეტი ელემენტისგან შემდგარი უხეში ფიზიკური სხეული.” ვიბრაციული ძალების შესქელებით, თავდაპირველადნატიფი, შემდეგ კი უხეში, ადამიანის ასტრალური და ფიზიკური ფორმები შექმნა.
ფარდობითობის კანონის თანახმად, რომლის მიხედვითაც პირველადი სიმარტივე გახდა დამაბნევლადმრავალფეროვანი, მიზეზობრივი კოსმოსი და მიზეზობრივი სხეული განსხვავდება ასტრალური კოსმოსისა დაასტრალური სხეულისგან; ფიზიკური კოსმოსი და ფიზიკური სხეული ასევე სხვა ფორმებისგან განსხვავებულადშეიქმნა. ხორციელი სხეული შექმნილია შემოქმედის ფიქსირებული, განივთებული სიზმრისგან. დედამიწაზეყოველთვის არსებობს დუალობა: დაავადება და ჯანმრთელობა, ტკივილი და სიამოვნება, წაგება და მოგება. ადამიანები სამგანზომილებიან მატერიაში ეჩეხებიან შეზღუდვას და წინააღმდეგობას. როდესაც ადამიანის სიცოცხლისსურვილი ძლიერ შერყეულია დაავადების ან სხვა მიზეზების გამო, სიკვდილი მოდის; ხორცის მძიმე საბურველიდროებით იშლება. სული, მიუხედავად ამისა, რჩება ასტრალურ და მიზეზობრივ სხეულებში. წებოვან ძალას, რომლითაც სამივე სხეული ერთმანეთთან არის დაკავშირებული წარმოადგენს სურვილი. შეუსრულებელისურვილების ძალა არის ყველა ადამიანის მონობის სათავე. "ფიზიკური სურვილები დაფუძნებულია ეგოიზსა დაგრძნობით სიამოვნებაზე. სენსორული გამოცდილების ძალა, ან ცდუნება უფრო ძლიერია, ვიდრე ასტრალურთან ანმიზეზობრივ აღქმასთან მაკავშირებელი სურვილები." ასტრალური სურვილები მიმართულია სიამოვნებაზევიბრაციული თვალსაზრისით. ასტრალური არსებები ტკბებიან სფეროების ეთერული მუსიკით დააღფრთოვანებულნი არიან ყველა ქმნილების ხილვით, როგორც ცვალებადი სინათლის დაუღალავი გამოხატულების.ასტრალური არსებები ასევე ყნოსავენ, აგემოვნებენ და ეხებიან სინათლეს. ამრიგად, ასტრალური სურვილებიდაკავშირებულია ასტრალური არსების ძალის შეძენაზე, რომ დააჩქაროს ყველა საგნის და გამოცდილების გადაქცევასინათლის ფორმად, ან შედედებულ აზრებად, ან სიზმრებად. "მიზეზობრივი სურვილები სრულდება მხოლოდაღქმით. თითქმის თავისუფალი არსებები, რომლებიც მხოლოდ მიზეზობრივ სხეულში არიან მოქცეულნი, ხედავენმთელ სამყაროს, როგორც ღმერთის ოცნებების რეალიზაციას; მათ ყველაფრის ასრულება შეუძლიათ უბრალოდგაფიქრებით. მაშასადამე, მიზეზობრივი არსებები ფიზიკური ან ასტრალური შეგრძნებებისგან სიამოვნების მიღებასუხეშად და დამანგრევლად მიიჩნევენ სულის მშვენიერი მგრძნობელობისათვის. მიზეზობრივი არსებები სურვილებსიხდენენ მათი მყისიერი მატერიალიზაციით. მათ, ვინც დაფარულია მხოლოდ მიზეზობრივი სხეულის საფარველით,შეუძლიათ გახდნენ ახალი სამყაროების შემოქმედები. იმის გამო, რომ მთელი ქმნილება კოსმოსური სიზმრისტექსტურით არის შექმნილი, მიზეზობრიობით თხლად შემოსილ სულს ძალუძს უზარმაზარი რეალიზების ძალამოიპოვოს.
"ბუნებრივად, უხილავი სულის გარჩევადობა შესაძლებელია მხოლოდ მისი სხეულის, ან სხეულების არსებობით. სხეულის ქონა არსებისთვის შესაძლებელი ხდება დაუსრულებელი სურვილების გამო." სანამ ადამიანის სულიდაფარულია ერთი, ორი ან სამი სხეულის კონტეინერით, მჭიდროდ დალუქული უმეცრებისა და სურვილებისსაცობებით, მას არ შეუძლია შეუერთდეს სულის ზღვას. როდესაც უხეში ფიზიკური კონტეინერი ნადგურდებასიკვდილის ჩაქუჩით, დანარჩენი ორი საფარი ასტრალური და მიზეზობრივი კვლავ რჩება, რათა არ დაუშვას სულიშეუერთდეს ყოვლისშემძლეთა ცხოვრებას. როდესაც სიბრძნის საშუალებით სურვილებისგან გათავისუფლებამიიღწევა, მისი ძალით დარჩენილი ორი გარსი იშლება. პაწაწინა ადამიანის სული საბოლოოდ თავისუფალდება; ისერთიანდება განუზომელ სიუხვესთან.’
”მიზეზობრივი სამყარო აღუწერლად დახვეწილია”, - მითხრა მან. "მის გასაგებად, ადამიანს უნდა ჰქონდესკონცენტრაციის ისეთი უზარმაზარი ძალა, რომ შეეძლოს დახუჭოს თვალები და წარმოიდგინოს ასტრალური დაფიზიკური კოსმოსი მთელი მათი უკიდეგანობით, სინათლის ბუშტი მყარი კალათით, როგორც მხოლოდ იდეებშიარსებობს. თუ ამ ზეადამიანური კონცენტრაციით წარმატებას მიაღწევს ორი კოსმოსის ყველა სირთულის გარდაქმნაში, ან უბრალო იდეებად შეძლებს მათ დაშლას, მიაღწევს მიზეზობრივ სამყაროს და იდგება გონებისა და მატერიისშერწყმის ზღვარზე. იქ ადამიანი აღიქვამს ყველა ქმნილებას მყარს, თხევადს, აირადს, ელექტრობას, ენერგიას, ყველაარსებას, ღმერთებს, ადამიანებს, ცხოველებს, მცენარეებს, ბაქტერიებს, როგორც ცნობიერების ფორმებს. როგორცადამიანს შეუძლია დახუჭოს თვალები და გააცნობიეროს მისი არსებობა, მიუხედავად იმისა, რომ მისი სხეულიუხილავია მისი ფიზიკური თვალებისთვის და არსებობს როგორც მხოლოდ იდეა. "რისი გაკეთებაც ადამიანსფანტაზიაში შეუძლია, მიზეზობრივ არსებას სინამდვილეში შეუძლია. მიზეზობრივ სამყაროში მყოფ არსებებს აქვთბევრად უფრო დიდი თავისუფლება და შეუძლიათ ძალდაუტანებლად გამოხატონ თავიანთი აზრები მყისიერობიექტურობაში, ყოველგვარი მატერიალური ან ასტრალური დაბრკოლების ან კარმული შეზღუდვის გარეშე. "მიზეზობრივ სამყაროში სულები ერთმანეთს აღიქვამენ, როგორც მხიარული სულის ინდივიდუალიზებულწერტილებს; მათი ნააზრებები არიან ერთადერთი ობიექტები, რომლებიც გარს აკრავთ. მიზეზობრივი არსებებითავიანთ სხეულებსა და აზრებს შორის განსხვავებას მხოლოდ იდეებად თვლიან.
როგორც ადამიანს, თვალების დახუჭვისას, შეუძლია წარმოიდგინოს კაშკაშა თეთრი, ან სუსტი ლურჯი სინათლე, ასევემიზეზობრივ არსებებს მხოლოდ გაფიქრებით შეუძლიათ დაინახონ, მოისმონონ, შეიგრძნონ, გემო გაუსინჯონ დაშეეხონ; ისინი ქმნიან, ან აქრობენ რაღაცას კოსმიური გონების ძალით. "სიკვდილიც და ხელახალი დაბადებაცმიზეზობრივ სამყაროში ფიქრით ხდება. მიზეზობრივი სხეულები მხოლოდ მარადიულად ახალი ცოდნის ამბროზიითიკვებებიან. ისინი მშვიდობის წყაროს წყალს სვამენ, დადიან აღქმის უხილავ ნიადაგზე, ბანაობენ ნეტარების უსასრულოოკეანეში. "მრავალი არსება ათასობით წლის განმავლობაში მიზეზობრივ კოსმოსში რჩება. უფრო ღრმა ექსტაზისთვის,განთავისუფლებული სული იშორებს თავის პატარა მიზეზობრივ სხეულს და დებს მას მიზეზობრივი კოსმოსისუსასრულობაში. ყველა ცალკეული იდეა, ძალის ტალღები, სიყვარული, ნებელობა, სიხარული, მშვიდობა, ინტუიცია,სიმშვიდე, თვითკონტროლი და კონცენტრაცია ლღვება ბედნიერების მხიარულ ზღვაში. სულს, როგორც ცნობიერებისინდივიდუალისტურ ტალღას აღარ სურს თავისი სიხარული, ამის ნაცვლად იგი შერწყმულია ერთ კოსმიურ ოკეანეში, ყველა მის ტალღაში, მარადიულ სიცილსა და მღელვარებაში. "როდესაც სული გამოდის სამი სხეულის ჭუპრიდან, ისსამუდამოდ გადის ფარდობითობის კანონიდან და ხდება აუხსნელი მარადისობა. ყოვლისშემძლე პეპლის ფრთებიმოოჭვილია ვარსკვლავებით, მთვარეებით და მზეებით! სულამდე გაზრდილი სამშვინველი მარტო რჩება გაუნათებელსინათლეში, ნათელ სიბნელეში, უფიქრო ფიქრის არეალში, მთვრალი სიხარულის ექსტაზით ღვთაებრივი სიზმრისკოსმიურ ქმნილებაში. ”
”როდესაც სული საბოლოოდ გამოდის სხეულის ილუზიის სამი ჭურჭლიდან,” - განაგრძო ოსტატმა, ”ისუსასრულოსთან ერთიანდება ინდივიდუალურობის დაკარგვის გარეშე.” განუვითარებელმა ადამიანმა უნდა გაიაროსუთვალავი მიწიერი, ასტრალური და მიზეზობრივი განსახიერება, რათა გამოვიდეს მისი სამი სხეულიდან. ოსტატმა,რომელმაც მიაღწია ამ უკანასკნელ თავისუფლებას, შეუძლია აირჩიოს და დედამიწაზე დაბრუნდეს, როგორცწინასწარმეტყველი, რათა სხვა ადამიანები ღმერთს დაუბრუნოს, ან ჩემნაირად შეუძლია აირჩიოს ასტრალურ კოსმოსშიცხოვრება. იქ მხსნელი აიღებს მოსახლეობის კარმის გარკვეულ ტვირთს და ამით დაეხმარება მათ შეწყვიტონ თავიანთირეინკარნაციის ციკლი ასტრალურ კოსმოსში და სამუდამოდ გადაინაცვლონ მიზეზობრივ სფეროებში. ანგანთავისუფლებული სული შეიძლება შევიდეს მიზეზობრივ სამყაროში, რათა დაეხმაროს არსებებს შეამცირონსხეულში ყოფნის მიზეზები და ამით მიაღწიონ აბსოლუტურ თავისუფლებას. ვფიქრობდი რომ სამუდამოდ შემეძლომესმინა ჩემი ყოვლისმცოდნე ოსტატისთვის. მის მიწიერ ცხოვრებაში არასოდეს შემძლებია ერთჯერზე შემეთვისებინამისგან ამდენი სიბრძნე. ახლა პირველად ვიღებდი მკაფიო, ჩამოყალიბებულ გააზრებას სიცოცხლისა და სიკვდილისგამშვები პუნქტის მიმზიდველი იდუმალების შესახებ.
”ადამიანის ფიზიკური კარმა ან სურვილები სრულად უნდა იქნას დამუშავებული, სანამ ასტრალურ სამყაროში მისიმუდმივი ყოფნა გახდება შესაძლებელი”, - განმიმარტა ჩემმა გურუმ თავისი მომაჯადოებელი ხმით. "ასტრალურსფეროებში ორი სახის არსებები ცხოვრობენ. მათ, ვისაც ჯერ კიდევ აქვთ მიწიერი კარმა და ხელახლა უნდა დასახლდნენუხეშ, ფიზიკურ სხეულში, რათა გადაიხადონ თავიანთი კარმული დავალიანება. ფიზიკური სიკვდილის შემდეგ ისინიშეიძლება კლასიფიცირდნენ, როგორც ასტრალის დროებითი ვიზიტორები და არა როგორც მუდმივი მაცხოვრებლები. "მიწიერი კარმისგან გაუთავისუფლებელი პირები, ასტრალური სიკვდილის შემდეგ არ დაიშვებიან კოსმოსურიიდეების მაღალ მიზეზობრივ სფეროში, ამის ნაცვლად ისინი უნდა გადაადგილდნენ მხოლოდ ფიზიკურ და ასტრალურსამყაროში, და თანმიმდევრულად გააცნობიერონ მათი ფიზიკური სხეული რომელიც თექვსმეტი უხეში ელემენტისგანშედგება და ასტრალური სხეული, რომელიც შედგენილია ცხრამეტი ნატიფი ელემენტისგან. ფიზიკური სხეულისყოველი დაკარგვის შემდეგ, დედამიწიდან წასული, განუვითარებელი არსება უმეტესწილად რჩება სიკვდილის ძილშიდა ძვლივს აცნობიერებს მშვენიერ ასტრალურ სფეროს.
ასტრალური დასვენების შემდეგ, ასეთი ადამიანი კვლავ ბრუნდება მატერიალურ სიბრტყეში შემდგომიგაკვეთილებისთვის, თანდათანობით მიეჩვევა საკუთარ თავს განმეორებით მოგზაურობებში ნატიფი ასტრალურიფაქტურით შექმნილ სამყაროებში. "მეორეს მხრივ, ასტრალური სამყაროს მკვიდრნი არიან ისინი ვინც ყველაზე დიდიხნის მკვიდრნი არიან, ვინც სამუდამოდ განთავისუფლდნენ ყოველგვარი მატერიალური ლტოლვისგან და აღარსჭირდებათ დედამიწის უხეშ ვიბრაციებზე დაბრუნება. ასეთ არსებებს აქვთ მხოლოდ ასტრალური და მიზეზობრივიკარმა. ასტრალური სიკვდილით ეს არსებები გადადიან გაცილებით უფრო ნატიფ და დელიკატურ მიზეზობრივსამყაროში. კოსმიური კანონით განსაზღვრული გარკვეული პერიოდის ბოლოს, მიზეზობრივი სხეულის აზროვნებისფორმირებისას, ეს მოწინავე არსებები სახლდებიან ჰირანიალოკაში, ან მსგავს მაღალ ასტრალურ პლანეტაზე, ხელახლადაბადებულნი ახალ ასტრალურ სხეულში ამუშავებენ თავიანთ გამოუსწორებელ ასტრალურ კარმას. ”
"შვილო ჩემო, ახლა უფრო სრულყოფილად შეგიძლია გაიაზრო, რომ ღვთაებრივი განკარგულებით აღვსდექი", - განაგრძო შრი იუკტეშვარმა, "როგორც მხსნელი ასტრალურად რეინკარნირებული სულებისა, რომელიც მიზეზობრივისფეროდან დაბრუნდა სულების გადასარჩენად, კერძოდ, იმ ასტრალური არსებების, რომლებიც დედამიწიდან მოდიან. თუ ისინი კვლავ შეინარჩუნებენ მატერიალური კარმის ნაშთებს, ვერ გადაინაცვლებენ ძალიან მაღალ ასტრალურპლანეტებზე, როგორიცაა ჰირანიალოკა.'',,ისევე როგორც დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების უმეტესობა ვერსწავლობს მედიტაციით მიღებული ხედვით, რომ დააფასოს ასტრალური ცხოვრების უდიდესი სიხარული დაუპირატესობა და აქედან გამომდინარე სიკვდილის შემდეგ, უკან, ლიმიტირებულ, არასრულყოფილი სიამოვნებისმიწაზე ბრუნდება, ბევრი ასტრალური არსება, მათი ბუნებრივი არაინტეგრირებულობის გამო მათ ასტრალურსხეულებთან, ვერ წარმოიდგენენ უფრო მაღალ მდგომარეობას სულიერი სიხარულისა მიზეზობრივ სამყაროში დაეჯაჭვებიან ფიქრებს უფრო უხეშ, ასტრალურ ბედნიერებაზე და ხელახლა უბრუნდებიან ასტრალურ სამოთხეს.
ასეთმა არსებებმა მძიმე ასტრალური კარმა უნდა გამოისყიდონ, სანამ ასტრალური სიკვდილის შემდეგ მიზეზობრივიაზროვნების სამყაროში მუდმივი ყოფნის შესაძლებლობას მოიპოვებენ. "მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებას კვლავ აღარგააჩნია ასტრალურ კოსმოსში სასიამოვნო გამოცდილების მიღების სურვილი და არ აწუხებს იქ დაბრუნების ცდუნება, რჩება მიზეზობრივ სამყაროში რათა იქ დაასრულოს ყველა მიზეზობრივი კარმის ან წარსული სურვილების თესლებისგამოსყიდვის სამუშაოები, ჩაკეტილი სული გამოაღწევს უცოდინრობის მესამე, უკანასკნელი ჭურჭლიდან და მარადიულს შეერწყმება. ახლა გესმის?'' ოსტატმა ძალიან მომხიბლავად გაიღიმა.
”ადამიანის სამი სხეულის ურთიერთგანმსჭვალვა მრავალგზის გამოიხატება მისი სამმაგი ბუნებით”, - განაგრძო ჩემმადიდმა გურუმ. "დედამიწაზე გაღვიძებულ მდგომარეობაში მყოფმა ადამიანმა მეტ-ნაკლებად იცის თავისი სამისატრანსპორტო საშუალების შესახებ. როდესაც ის სენსუალურად ცდილობს დააგემოვნოს, ყნოსოს, შეეხოს, მოუსმინოსან დაინახოს, ძირითადად მუშაობს თავისი ფიზიკური სხეულის საშუალებით. ვიზუალიზაციისას, ან ნებელობისასძირითადად მუშაობს თავისი ასტრალური სხეულის საშუალებით. მისი მიზეზობრივი მედიუმი გამოიხატება მაშინ, როდესაც ადამიანი ფიქრობს, ან ღრმად ჩაძირულია ინტროსპექციაში, ან მედიტაციაში; გენიალური კოსმიური აზრებიმოდიან იმ ადამიანთან, რომელიც ჩვეულებრივ ეკონტაქტება თავის მიზეზობრივ სხეულს. ამ გაგებით, ინდივიდიფართო გაგებით შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც "მატერიალური ადამიანი", "ენერგეტიკული ადამიანი", ან"ინტელექტუალური ადამიანი". ”ადამიანი ყოველდღიურად თექვსმეტ საათს თავის თავს აიგივებს თავის ფიზიკურმანქანასთან. შემდეგ სძინავს; თუ სიზმარშია, თავის ასტრალურ სხეულში რჩება, ძალისხმევის გარეშე ქმნის რაიმეობიექტს, ისევე როგორც ასტრალურ არსებებს შეუძლიათ. თუ ადამიანის ძილი ღრმა და უსიზმროა, მას შეუძლიარამდენიმე საათის განმავლობაში თავისი ცნობიერება, ანუ ინესის გრძნობა გადაიტანოს მიზეზობრივ სხეულში; ასეთიძილი ენერგიებით აგავსებს. სიზმართმხილველი ეხება მის ასტრალურ და არა მიზეზობრივ სხეულს; ძილი არ არისბოლომდე გამომაცოცხლებელი.’’
მე სიყვარულით ვადევნებდი თვალს შრი იუკტეშვარს, სანამ ის თვალწინ მიშლიდა ამ საოცრებას. ,,ანგელოზური გურუ", - ვთქვი მე," შენი სხეული ზუსტად ისე გამოიყურება, როგორსაც ბოლოს დავტიროდი პურის აშრამში." ,,დიახ, ჩემიახალი სხეული ძველის სრულყოფილი ასლია. მე მატერიალიზაციას ან დემატერიალიზაციას ვაკეთებ ნებისმიერ დროსსურვილისამებრ, ბევრად უფრო ხშირად ვიდრე დედამიწაზე ყოფნისას. სწრაფი დემატერიალიზაციით მე ახლამყისიერად ვმოგზაურობ პლანეტიდან პლანეტაზე ან, თუნდაც ასტრალურიდან მიზეზობრივ თუ ფიზიკურ კოსმოსში.!" ,,ოსტატო, მე ძალიან ვწუხდი შენს სიკვდილზე!" ,,აჰ, სად მოვკვდი? წინააღმდეგობაში ხომ არ მოდიხარ?" შრიიუკტეშვარას თვალები უბრწყინავდა სიყვარულით და სიხალისით. ,,შენ დედამიწაზე მხოლოდ გეძინა; ამ მიწაზე შენჩემი ძილის სხეული ნახე, - განაგრძო მან. მოგვიანებით დაკრძალე ეს ძილის სხეულის სურათი. ახლა ჩემი დახვეწილიხორციელი სხეული, რომელსაც ხედავ და ახლაც ეხუტები საკმაოდ მჭიდროდ მკვდრეთით აღდგება ღმერთის კიდევერთ ლამაზ პლანეტაზე. ოდესმე ეს მშვენიერი სიზმრის სხეული და მშვენიერი სიზმრის პლანეტა გაქრება; ისინიც არარიან მუდმივები. ყველა სიზმრის ბუშტი საბოლოოდ უნდა აფეთქდეს საბოლოო გამაღვიძებელი შეხებისას. განასხვავე,შვილო იოგანანდა, სიზმარი და რეალობა!''
"იოგანანდა, მე შენ ახლა ჩემი ცხოვრების, სიკვდილისა და აღდგომის ჭეშმარიტების შესახებ მოგიყევი. ნუ დამწუხრდებიჩემთვის; არამედ ყველგან გაავრცელე ჩემი აღდგომის ამბავი ადამიანთა სამყოფელი ღვთაებრივი სიზმრის პლანეტადედამიწიდან ასტრალური სულების სხვა ღვთაებრივი სიზმრის პლანეტაზე! იმედით გაიჟღინთება უბედური,სიკვდილისმოშიში სიზმრების სამყაროში მცხოვრებლების გულები." ხშირად გსაყვედურობდი იმაზე მეტს, ვიდრე უნდამესაყვედურა. შენ გაიარე ჩემი გამოცდა; შენი სიყვარული ანათებდა ყველა საყვედურის ღრუბელს. მე აღარგისაყვედურებ.’’ როგორ მენატრებოდა ჩემი დიდი გურუს საყვედური!
თითოეული მათგანი მფარველ, დამცველ ანგელოზად მომევლინა. "ძვირფასო ოსტატო! მილიონჯერ მისაყვედურე, ახლავე მისაყვედურე!" "მეტად აღარ გისაყვედურებ." მისი ღვთაებრივი ხმა მძიმე იყო, მაგრამ სიცილიანი. "მე და შენერთად გავიღიმებთ, მანამ სანამ ჩვენი ორი ფორმა განსხვავდება ღვთის სიზმარში. ბოლოს და ბოლოს, ჩვენგავაერთიანდებით ერთ კოსმიურ საყვარელში; ჩვენი ღიმილი იქნება მისი ღიმილი, ჩვენი სიხარულის ერთიანისიმღერის ვიბრაცია მარადისობაში გავრცელდება და გადაეცემა ღმერთთან ჰარმონიზებულ სულებს! " შრი იუკტეშვარმაგამიმხილა გარკვეული საკითხები, რომლებსაც აქ ვერ გავამხელ. ორი საათის განმავლობაში, რაც მან ჩემთან ერთადგაატარა ბომბეის სასტუმროს ოთახში, უპასუხა ჩემს ყველა კითხვას. - ახლა დაგტოვებ, საყვარელო! ამ სიტყვებზევიგრძენი, რომ ოსტატი დნება ჩემს შემოხვეულ მკლავებში. "შვილო ჩემო," გაისმა მისი ხმა და ვიბრაცია ჩემს სულში, "როდესაც შეხვალ ნირბიკალპა სამადის კარში და დამიძახებ, მე მოვალ შენთან ხორცითა და სისხლით, როგორც დღეს." ამ ზეციური დაპირებით შრი იუკტეშვარი გაქრა ჩემი მხედველობიდან.
ხმა მუსიკალურ ექოდ გამეორდა: "ყველას უთხარი! ვინც იცის ნირბიკალპას გაცნობიერებით, რომ თქვენი დედამიწაღმერთის სიზმარია, შეუძლია მოვიდეს სიზმრით შექმნილ პლანეტაზე ჰირანიალოკა და იქ მიპოვის ჩემს აღმდგარ, მიწიერ სხეულში.. იოგანანდა, უთხარი ყველას!"
ჩემი ავტობიოგრაფიის ამ თავში მე დავემორჩილე ჩემი გურუს მითითებას და გავავრცელე სასიხარულო ცნობა და ამით კიდევ ერთხელ საგონებელში ჩავაგდე გულგრილი თაობა.