როგორ გავუმკლავდეთ უარყოფით ემოციებს?

Admin
ფსიქოლოგია
0
0

ტრანსკრიბცია მუჯის ვიდეოდან მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი წინააღმდეგობის შიში, ან ეჭვიანობა, ...

mooji spirituality

ტრანსკრიბცია მუჯის ვიდეოდან

მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი

წინააღმდეგობის შიში, ან ეჭვიანობა, ან უარყოფა, ან რამე ამდაგვარი - ესაა ძალიან, ძალიან ძლიერი ემოცია. და ისინი ძლიერნი არიან მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ აქცევთ მათ პიროვნულად. თითქოს გონების მუშაობა წარმატებული ხდება თუ თქვენ მას პიროვნულად აქცევთ, იდენტიფიცირებას გაუკეთებთ მას როგორც თქვენს პიროვნებას.

სინამდვილეში მე ვბედავ რომ ვთქვა - ყველა პრობლემა პერსონალურზეა დაფუძნებული. რადგან როგორც კი თქვენ გააიგივებთ მას თქვენს თავთან, თქვენ ამცირებთ თქვენს, როგორც ცნობიერების ძალას. თქვენ იწყებთ ბრძოლას, როგორც პიროვნება. როდესაც აღმოაჩენთ თქვენს საკუთარ სიწმინდის ველს, პრობლემა აღარაა პიროვნული. ასე რომ პიროვნება ხდება ადვილად აღქმადი. როდესაც პრობლემა წარმოიქმნება, თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ, რომ ის არაფერს წარმოადგენს, და თანდათანობით ის არ გაიძულებთ მიაბრუნოთ თავი პიროვნებისკენ, ის იქნება როგორც რაღაც კოღო, რომელსაც დაატარებთ. მხოლოდ ეს მოხდება.

დავიწყოთ ამით, რადგან ზოგიერთი თქვენგანი, როდესაც თქვენთან მოდიან ძლიერი ემოციები, გრძნობს, რომ დროა დაუძახოთ ინდაურს და დაელოდოთ როდის გაგივლიან ეს ემოციები, ან რაღაც ამდაგვარი. მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აქ უნდა გამოვიყენოთ ყველა გამოცდილება, ჩვენ გჭირდება ძნელი და გამომწვევი გამოცდილებები, ჩვენ გჭირდება ტკბილი და მწარე, განსაკუთრებით მწარე გამოცდილებები, რომ გამოვიმუშავოთ სულიერი კუნთები. ეს იმისთვის გჭირდებათ, რომ უფრო ღრმად შეხვიდეთ საკუთარ თავში. თქვენი ყველა გამოცდილება ნათელი და მხიარული რომ ყოფილიყო, თქვენ არ გაიღვიძებდით. კმაყოფილი იქნებოდით თქვენი ეგოს არსებობით. მაგრამ რაღაც მომენტის გამო თქვენი ოცნებები ინგრევა, თქვენი ხედვა აღარ მუშაობს, და თავს მართლა დეპრესიულად გრძნობთ, მაგრამ ეს გამოცდილება პიროვნებისთვისაა და არა სიწმინდისთვის, და ხანდახან ეს ძლიერი გრძნობები გაიძულებენ, რომ გამოხვიდეთ მათგან, მაგრამ მათგან გამოსვლაა გზა თქვენსავე შიგნით. იმიტომ, რომ თქვენ უნდა იპოვოთ ის სივრცე.

მოწვევით ეს ძალიან ადვილია, მაგრამ თუ ეს გრძნობები იპყრობს მთელს თქვენს ყურადღებას, სიწმინდე ხდება დისტანცირებული. ის ხდება ძალიან დისტანცირებული თქვენგან, და თუ ვინმე გკითხავთ თქვენს აზრს სიწმინდეზე, თავს ძალიან გაღიზიანებულად გრძნობთ. რადგან შემოხვეული გაქვთ გარშემო თქვენი პროექცია, ბრძოლაში ხართ, და ესაა თქვენი რეალობა ამ მომენტისათვის. თანდათანობით ეს ყველაფერი გაქრება, როდესაც თქვენს სიწმინდეში დარჩებით.

მე მინდა გაჩვენოთ ცოტა რამ, როდესაც ეს ემოციები, ცუდი ემოციები მოდიან თქვენთან, მაგალითად, ავიღოთ უარყოფა, უარყოფის ემოცია არის ისეთი ხმამაღალი, ენერგეტიკულად ის არსებობს თქვენი სხეულის შიგნით, ეს შეგრძნებები მიმდინარეობს, და თქვენ გრძნობთ, რომ გადავსებული ხართ ამით, ამ შემთხვევაში პირველი, რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ არ ეცადოთ მათ შეჩერებას. რეფლექსია რომ ეცადოთ გააჩეროთ ისინი, შექმნათ რამე ყურადღების გადამტანი ქმედება, მაგალითად დაურეკოთ მეგობარს, ან რამე ამდაგვარი, ან შეჭამოთ ნაყინი, რომ გათავისუფლდეთ ამ გონების მდგომარეობისგან, მაგრამ მე მინდა გაჩვენოთ როგორ გამოვიყენოთ ეს ემოციები, რადგან ასეთი სიტუაციები საჭიროა ძალიან ძლიერი გამოცდილებისთვის და ემოციურად, ისინი სავსეა სულიერი ვიტამინებით.

მე მინდა გაჩვენოთ როგორ, რადგან როდესაც ისინი მოდიან, არის შანსი რომ ამოვიცნოთ, ვინ ხართ სინამდვილეში. მოდით ვთქვათ, რომ თქვენთან მოვიდა ძლიერი ემოცია, უარყოფის შიში, და ეს იგრძნობა თქვენს სხეულში, და ამ დროს გონება იწყებს ინტერპრეტაციების შექმნას ამ გრძნობის გარშემო, და ის იღებს უფრო მეტს სტეროიდებს, გონება ქმნის მტკიცებულებებს, და ეგოს უყვარს მტკიცებულებები, თქვენ იწყებთ ისეთი რაღაცეების გახსენებას, რაც არცერთ ადამიანს არ უნდა ახსოვდეს, იხსენებთ ყველანაირ ნეგატიურს და ამით თქვენი მდგომარეობა ცდილობს რომ გაიზარდოს.

როგორ გავაკეთოთ ეს? თავდაპირველად მიეცით მათ უფლება გამოვლინდნენ თქვენში, არ ეცადოთ რომ ებრძოლოთ, მაშინ თქვენი დაკვირვების ძალა გაიზრდება. თუ ბრძოლას დაიწყებთ, თამაშში ჩაერთვებით და ვერ შეძლებთ, რომ გამოიკვლიოთ ისინი. მიეცით საშუალება შეგრძნებებს, იდინონ თქვენში, და მიეცით საშუალება რომ გამოვლინდნენ სხეულში. თქვენი არ შებრძოლებით დაინახავთ, რომ სხეულში შეიგრძნობთ რაღაც შეგრძნებებს, ესაა სხეულზე დაკვირვება, მაგრამ იცით, რომ რაღაც მომენტში ეს შეგრძნებები აუცილებლად დაგტოვებთ. მაგრამ როდესაც ისინი ადგილზეა, არ ეცადოთ რომ ხელი კრათ მათ. ბუნებრივი ინსტიქტი მათგან გათავისუფლებაა, მაგრამ როგორც გიჩვენეთ, მიეცით მათ უფლება დარჩნენ თქვენში, და შემდეგ თქვენთვის საჭირო დროში დასვით ეს შეკითხვა “რა არის შეტყობინება შეგრძნების შიგნით?” შეეცადეთ რომ გაიგოთ რას გეუბნებათ ის.

თუ გსურთ, შეგიძლიათ ჩაიწეროთ კიდეც. ვთქვათ ის ამბობს - არავინ მაფასებს მე! ოჰ ყველაფერი კარგადაა, და ეს პირველად არ შეგინიშნავთ თქვენ, ჩაიწერეთ ეს, კარგი? თქვენ მიხვდით რა იყო ამ გრძნობის შეტყობინება, ახლა გავიგოთ ვინ ახდენს გავლენას მასზე, ვინ იტანჯება ამით, კარგი? რეფლექსურად იტყვით: ეს მე ვარ, რატომ უნდა მოვძებნო ჩემი თავი, ეს მე ვარ, მაგრამ არა, ჩვენ უნდა ჩავიდეთ მეტად ღრმად. იპოვეთ ზუსტად ვინ იტანჯება ამით. შეიძლება თუ არა რომ ხელშესახებად ამოვიცნოთ ის? იმ დროს, როდესაც გაკანკალებთ და დიდი ცუნამია თქვენს სხეულში, შეგიძლიათ გააკეთოთ ეს? დიახ, შეგიძლიათ. უბრალოდ მიეცით ემოციებს საშუალება გამოვლინდნენ, ნუ ეცდებით მათთან ბრძოლას.

ახლა გაარკვიეთ, თუ შეგიძლიათ მოახდინოთ დაზარალებულის იდენტიფიცირება, ტანჯვა უკვე ვიცით, შეგრძნებაც, მაგრამ მიეცით გრძნობას საშუალება ამოიცნოს ვინ არის მისით დაზარალებული. თქვენ უნდა გააკეთოთ ეს. არ თქვათ, რომ უკვე იცით პასუხი, ეს არ მუშაობს. თქვენ უნდა გამოსცადოთ პასუხი, კარგი? და ეს წინააღმდეგობა, რომ თქვენ არ გაქვთ საკმარისი დრო საკუთარ თავში ჩასახედად და იმის საპოვნელად, ვინც იტანჯება, - ასევე ერთ-ერთი ფიქრია, რომელსაც აკვირდებით. ასე რომ, მხოლოდ უყურეთ, შეიძლება თუ არა იგი იქნეს იდენტიფიცირებული, არ იჩქაროთ, შეგიძლიათ ამის გაკეთება.

როცა ემოცია თქვენშია, როცა გონების ტალღები გიტევენ, ამ დროს არის ხედვა, რომელიც არსებობს და საპოვნი მოცულობა, შესაძლებელია თუ არა დაზარალებულის პოვნა? და გარკვეული ინტელექტი თქვენში იწყებს სკანირებას, რომ ნახოს, შეუძლია თუ არა მოახდინოს დაზარალებული სუბიექტის იდენტიფიცირება. იმიტომ, რომ თუ არის იდენტიფიცირება, იქვე აუცილებლად ვრცელდება მოცულობა. შეიძლება თუ არა, რომ მოცულობა ვიპოვოთ? არ წარმოიდგინოთ არაფერი, მხოლოდ უყურეთ. გამოიყენეთ ეს ემოციები, ‘’აააა, მე ამას ვერ ვიტან’’ ვინ ლაპარაკობს ამას? შეგვიძლია ვიპოვოთ ის? და როდესაც აგრძელებთ მის ყურებას, რაღაც მომენტში ამოისუნთქავთ, რადგან ის გაქრება. მაგრამ არ დაიწყოთ ჯერ ამის ზეიმი. ვიღაც იტყვის ‘’ოოჰ, მადლობა, მადლობა ღმერთს’’, არა, დარჩით იქ სადაც ხართ და მოიწვიეთ თქვენი გრძნობები უკან. დაპატიჟეთ ისინი თქვენთან, უთხარით - “სად წახვედით, მოდით, დაბრუნდით, ისევ დამარტყით, მე მზად ვარ! სად ხართ?’’ და მათ შეიძლება გამოგიზავნონ ასეთი შეტყობინება “ახლა არა, როდესაც შენ მზად ხარ. როცა მე ვიქნები მზად, მაშინ დავბრუნდები”. ან მაშინ, როდესაც აგრძელებთ უბრალოდ აწმყოში ყოფნას, თქვენ არ გიტევენ ისინი. უბრალოდ განმტკიცდით მოწმის ადგილას. თქვენი ინტელექტი ისევ ცოცხალია, ემოციებიც ისევ სხეულშია, ნუ მიანიჭებთ ამას ამხელა მნიშვნელობას. სხეული შექმნილია რომ მიიღოს ასეთი შეგრძნებები, ისინი გაივლიან. თქვენი ინტელექტი იწყებს სკანირებას რომ ამოიცნოს - თუ არის ტანჯვა, იპოვოს დაზარალებული.

მხოლოდ უყურეთ, არ შექმნათ დაზარალებული, მხოლოდ ნახეთ თუ შეიძლება რომ იპოვოთ ის. და გონებას მეზღვაურის როლში, რომ იპოვოს ვინ გირტყავთ, მას აღარ შეეძლება შეინარჩუნოს მისი ძალა თქვენი დაკვირვების გამო. და ის ან კოლაფსს განიცდის და თავს ისევ ტევადად იგრძნობთ, ან როდესაც განაგრძობთ მის ყურებას გაოცდებით. ეს მეორენაირი გზაა, რომლის მეშეობითაც ის გტოვებთ. მისი ძალა გტოვებთ. ჯერ არ გახსნათ შამპანური, უბრალოდ განაგრძეთ დაკვირვება, დარჩით აწმყოში, ნუ გადაიქცევით დაზარალებულიდან მოდღესასწაულედ. არ მოახდინოთ თქვენი თავის იდენტიფიცირება არაფერთან, უბრალოდ დარჩით ცარიელი, და უთხარით თქვენს გონებას ან ამ ძალას “როდესაც მოისურვებ მეწვიე, მე აქ ვიქნები!’’

არ იყოთ მადლიერი გონების, არ უთხრათ მას მადლობა, არ მოიდრიკოთ მუხლები გონების წინაშე, თქვენ აქ ხართ იმისთვის, რომ ტრანსცენდენტული გახადოთ გონების გავლენა და მისი ავტორიტატულობა თქვენი საკუთარი თავის აღმოჩენით. ესაა პრაქტიკული გზა. თუ თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ჩახვიდეთ სიწმინდეში, ეს უკეთესია. ამ შემთხვევაში არ დაგჭირდებათ გამოძიების ჩატარება. შეიძლება შეინახოთ ის ნამდვლიად მნიშვნელოვანი მომენტისთვის. როგორც კი შეგეძლებათ გქონდეთ გამომუშავებული ჩვეულება ჩახვიდეთ სიწმინდის სივრცეში, რაღაც მომენტში ის აღარ მოითხოვს მეხსიერებას. ის აღარ მოითხოვს არანაირ პრაქტიკას, ის იქნება თქვენი ნატურალური კლიმატი. რაც არ უნდა მოხდეს, ვთქვათ, გაციებული ხართ 3 კვირის განმავლობაში, რასაც არ უნდა აკეთებდეთ ამ 3 კვირის განმავლობაში, ის იქნება გაციების მდგომარეობიდან. იღებთ თუ არა შხაპს, ან საუბრობთ ტელეფონით, ან სუპერმარკეტში იმყოფებით, ან ტუალეტში რაც არ უნდა იყოს, ესაა გაციების მდგომარეობა. გაციების მდგომარეობა ადასტურებს თითქმის ყველაფერს. ზუსტად ასევე, ყველაფერი რაც თქვენში ვლინდება, ყველა ქმედება, რომელიც ხდება თქვენს გარშემო, აღქმის ფუნქციაც კი ხდება სიწმინდეში. მიხვდით ამას, ასე არ არის? და ის ხდება ისეთი ბუნებრივი თქვენთვის. არავის არ დაელაპარაკოთ ამაზე ჯერ, უბრალოდ იყავით მისი ერთგული. ეს არაა პიროვნული, ეს ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი პიროვნება. ხედავთ? თქვენ იზრდებით უკან თქვენს თავდაპირველ მდგომარეობაში. და ესაა ლაღი “სახლში დაბრუნება”. ესაა საოცრად უფლებამოსილი “თავიდან აღმოჩენა”. ასე რომ დარჩით მასთან ერთად, ახლაც და მერეც გონება ისევ მოვა თქვენთან, შეიძლება რაღაც მოხდეს, რაც შეიძლება იყოს სრულიად ჩვეულებრივი რამ, მაგრამ გონებამ მოითხოვოს რაღაც, ან იფიქროთ “ოჰ, ეს ისევ ჩემი გონებაა”, და ხანდახან თქვენ ადგენთ გონებას, ხანდახან კი გონება ვერაფერს ვერ აკეთებს ამისათვის, ასე რომ მოეშვით ამის თქმას “ოჰ ჩემი გონება, ჩემი გონება”, თქვენ არ გაქვთ გონება. (იცინის)

ასეთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, არსებობს სამყაროსეული ჰაერი, როდესაც სუნთქავთ ამბობთ “ჩემი სუნთქვა”, ამოისუნთქეთ და სად არის ის? სად წავიდა თქვენი სუნთქვა? შეგიძლიათ იპოვოთ ის? ასე რომ ესაა მხოლოდ ჩვევა, ადამიანური კულტურა, ის გზა, რომლითაც ენა მუშაობს, გზა, რომლითაც დუალობა მუშაობს, ეს ასე მარტივია. ყველაფერი ეს გაცილებით ნათელი გახდება, რადგან ყველაზე მძიმე გამოცდილება, რომელიც გქონიათ ცხოვრებაში, ესაა გამოსცადო ის როგორც ადამიანმა. ადამიანური სამეფო დაზარალებულია პიროვნული საწამლავით. ძალიან ბევრი პიროვნულობაა: მე ის მომწონს, მე არ მომწონს ეს... სიწმინდე ასე არაა. სიწმინდიდან ამოდის სამყაროსეული სიყვარული. ის არ აკეთებს განსხვავებას მოგწონთ თქვენ რამე თუ არა, მას არ აქვს ტიპი, ისევე როგორც ცას არ ყავს საყვარელი ღრუბლები, სიწმინდესაც არ აქვს საყვარელი გზა, საყვარელი ფიქრი, საყვარელი მყოფობის გზა. ის ყველაფერს ღვთაებრივს ხდის.

მსგავსი სტატიები

ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (წესი III)


ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე შესავა...

როგორ ხდება ჩვენი დაპროგრამება დაბადებიდან


მთარგმნელი: მამუკა გურული ტრანსკრიბცია ვიდეოდან "ჩვენი ცხოვრები...

ოშო - ფსიქოანალიზის და ფსიქოსინთეზის შესახებ


ოშოს წიგნიდან - "სუფიების ჭეშმარიტება" მთარგმნელი: მამუკა ...

ფსიქოსომატიკა


ავტორი: ანა თოფურიძე ყველაფერი კავშირშია ყველაფერთან. ყველაფერი ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff