ლისეტე ალკალდე - როდესაც დედამიწას სხეულით გრძნობ

Admin
ხელოვნება
5
1

ავტორი: ანა თოფურიძე ეს საოცარი გოგონა ჩემი ერთ–ერთი აღმოჩენაა, მისი ნახატები იმდენად მაშტაბურ...

lisete 1

ავტორი: ანა თოფურიძე

ეს საოცარი გოგონა ჩემი ერთ–ერთი აღმოჩენაა, მისი ნახატები იმდენად მაშტაბურია ზომითაც და შინაარსითაც რომ შეუძლებელებია სხვა უამარავი ადამიანის სულს არ შეეხოს. 

ლისეტე ინტერვიუებზე ხშირად უარს ამბობს, რადგან სიტყვებით უჭირს იმის გადმოცემა რასაც გრძნობს, ბოლომდე თავად ვერ აცნობიერებს როგორ ხატავს.. არიან მხატვრები ვინც წინასწარ განსაზღვრული სკეჩებით, ფიქრით და გეგმით ასრულებენ ნამუშევრებს, ლისეტე კი უბრალოდ იღებს ფუნჯს და რგორც თავად ამბობს, თითქოს სიზმარში გადადის, შემდეგ იღვიძებს და უკვირს "ეს მე დავხატე." ?

lisete 13

"მე ძალიან ახლოს ვგრძნობ ჩემს სხეულს, ვიცი მასში რა ხდება, რა მოხდება, ჩემი სხეულის ყველა კუნთის და სისხლძარღვის სიცოცოხლეს ვგრძნობ. ასევე ერთხელაც ჩემში გაიღვძა დედა მიწამ, მე ჩემში ვგრძნობ ბუნების, ხეების, დედამიწის სრულ სიცოცხლეს და ამას ვხატავ. ამის სიტყვებით გადმოცემა და ახსნა რთულია. ხატვა ჩემი ცხოვრების დანიშნულებაა, არ შემიძლია რომ არ დავხატო უხილავი ენერგია რომელიც მამოქმედებს".

"ჩემთვის ყველა ადამიანი შთაგონებაა, მიყვარს ადამიანები. არ მესმით რატომ სურთ მათ სრულყოფილება, ისედაც ყველა სრულყოფილია. როდესაც საკუთარი თავის სიყვარული გაქვს, სამყაროსაც სხვანაირი თვალებით აღიქვამ და ხედავ რა ლამაზია ყველაფერი"

"ჩემი აზრით დედა მიწა ჩვენი ანარეკლია, ყველაფერი რაც ხდება დედამიწაზე, ყველა კატასტროფა და უბედურება ეს ჩვენგანაა და ჩვენშია. მე ყოველ დღე ვცდილობ მეტად შევიცნოდა შევიყვარო ჩემი თავი, ვიცი რომ ეს დედამიწას სჭირდება. მე ვგრძნობ რა ხდება დედამიწაზე, ზოგჯერ ბევრს ვტირი, რადგან ცუდი ენერგია ტრიალებს და რაღაც უნდა მოხდეს. ზოგჯერ კიდე ადამიანების, კაცობრიობის ძალას ვგრძნობ. ამიტომ ვხატავ ადამიანებს, მათ კუნთებს და ენერგიას, ისინი ძალიან ლამაზები არიან ჩემთვის"

ლისეტეს ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.lisetealcalde.com/

მსგავსი სტატიები

რას ნიშნავს იყო „ნამდვილი“?


მონაკვეთი მარჯერი უილიამსის წიგნიდან „ვილვეტის კურდღელი“ მთარგმნ...

წამი


ავტორი: ქრისტინე ბებია იყო ერთი ზარმაცი. ეჯავრებოდა შრომა. ღმერ...

ბალთუსი


ბალთაზარ კლოსოვსკი დე როლა (Balthazar Klossowski de Rola) (დ...

„შენი სახელი დამიძახე“: მიმზიდველი კადრების მიღმა


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი (ფოტოები იხილეთ გალერეაში) წყარო ფილმი ...

ნესტან-დარეჯანის წერილი ვეფხისტყაოსნიდან და მოცარტის ჯადოსნური ფლეიტის ერთი ეპიზოდი


როცა მოცარტის ოპერაში პრინცი ტამინო გამოცდას გადის პირამიდაში, იქ წ...

ბრძოლა საკუთარ შიშებთან


"ბჰაგავად გიტაში" ბრძოლის წინ მეომარი არჯუნა ევედრება კრიშნას:"მწყუ...

ხელოვანები თავიანთი ნამუშევრების მიღმა


ავტორი: ანეტ შტრაუსი „ნამდვილად შემოქმედებითი გონება არაფერია გარდ...

რეჟისორები და მათი მუზები


  თარგმანი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი წყარო 1. ლორა დერ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff