ღვთაების ცალი თვალი უსინათლოა, ღვთაების ცალი ყური სმენის გარეშეა, თქვენი წესრიგი ქაოსთან იკვეთება. იყავით მოთმენნი სამყაროს ხეიბრობის მიმართ და ზედმეტ შეფასებას ნუ მისცემთ მის სრულყოფილ მშვენიერებას.
არის მხოლოდ ერთი გზა და ეს არის თქვენი გზა. გზას ეძებთ? ჩემი გზის შესახებ გაფრთხილებთ. ისიც მცდარი შეიძლება იყოს. ყველამ თავისი გზით იაროს. არ მინდა ვიყო თქვენი მხსნელი, კანონმდებელი ან აღმზრდელი.თქვენ ხომ ბავშვები აღარ ხართ
ვინ იცის ეს დღეს? ვინ იცის გზა სულის მარად ნაყოფიერი ველებისკენ? თქვენ გარეგანისკენ ეძებთ გზას, კითხულობთ წიგნებს და ისმენთ აზრებს: რაში გადგებათ ეს?
გზის მაჩვენებლები ძირს ყრია, უცნობი ბილიკებია ჩვენს წინ. ნუ მოისურვებთ უცხო ველების ნაყოფის მოკრეფას. განა არ იცით, რომ თავად ხართ ნაყოფიერი მიწები, რომელიც ყოველივეს ფლობს, რაც შეგერგებათ?
ვაი მათ, რომლებიც მაგალითებით ცხოვრობენ! ისინი არ ცხოვრობენ. როცა მაგალითით ცხოვრობთ, თქვენ ცხოვრობთ ამ მაგალითის ცხოვრებით, მაგრამ ვინ უნდა იცხოვროს თქვენი გზით თუ არა თქვენ? მაშ იცხოვრეთ თქვენით
ჩემი გზა არ არის თქვენი გზა, ანუ მე თქვენ ვერ გასწავლით. გზა არის ჩვენში, მაგრამ არა ღმერთებში, ან სწავლებებში, ან კანონებში. ჩვენშია გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.
ამის შემდეგ დადუმდა ჩემი ადამიანობა. მაგრამ ჩემს სულში აღსრულდა რაღაც, რასაც მე წყალობა უნდა ვუწოდო.
მაგრამ სიღრმის სულმა თქვა: „არავის შეუძლია და არც ვინმემ უნდა შეწყვიტოს მსხვერპლშეწირვა. მსხვერპლი ნიშნავს არა მოსპობას, არამედ ქვაკუთხედია იმის, ვინც მოდის. ხომ გქონდათ მონასტრები? განა მრავალი ათასი უდაბნოში არ წავიდა? მონასტერი თქვენში უნდა ატაროთ. უდაბნო თქვენშია. უდაბნო გეძახით თქვენ და უკან გექაჩებათ, და როცა თანამედროვე სამყაროში თქვენ რკინით ხართ დაბმულები, უდაბნოს ძახილი ყოველგვარ ჯაჭვებს ამტვრევს. ჭეშმარიტად, მარტოობისთვის გამზადებთ მე თქვენ
მეც სასაცილო უნდა ვთქვა. თქვენ, ადამიანებო, რომლებიც მოხვალთ! თქვენ უმაღლეს აზრს იმით შეიცნობთ, რომ ის არის სიცილი და პატივისცემა, სისხლიანი სიცილი და სისხლიანი პატივისცემა; სამსხვერპლო სისხლი პოლუსებს აერთებს. ვინც ეს იცის, იცინის და პატივს მიაგებს ერთი ამოსუნთქვით.
დროის სული მიჩურჩულებდა: „ეს უაზრობა, ეს ღვთის ხატება, ეს ცხელისა და ცივის შენადნობი ხარ შენ და მხოლოდ შენ.“ მაგრამ სიღრმის სული მეუბნებოდა: „შენ ხარ უსასრულო სამყაროს ხატება, ქმნადობისა და წარმავლობის ყოველი საიდუმლოა შენში. ეს ყველაფერი შენში რომ არ იყოს, როგორ შეიმეცნებდი ამას?“
უმაღლესი აზრი არის დიდი და პატარა, ის ვარსკვლავებით მოჭედილი ცის მსგავსად ვრცელია და ცოცხალი სხეულის უჯრედივით ვიწრო.
ადამიანები იზრდებიან, მცენარეთა მსგავსად, ზოგი სინათლეზე, ზოგი კი ჩრდილში. ბევრია, ვისაც ჩრდილი სჭირდება და არა სინათლე. ღმერთის ხატება გამოსცემს ჩრდილს, რომელიც ამ ხატებასავით დიდია.

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი.
☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები.
☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე).
☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან.
☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).
☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:
✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);
✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);
✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;
✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;
✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები;
✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);
✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);
✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);
✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);
✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;
✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;
✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია);
☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები.
☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს.
☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია).
☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები.
☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად.
☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად.
☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის.
☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.
☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით).
☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის).
☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.
☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება.
🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.
🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.
⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე.
📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com