მშვიდობიანი მეომრის გზა

დენ მილმენი
0
0

სამყაროს უმაღლეს მეომარს, რომელთან შედარებითაც სოკრატე - მხოლოდ მოკრძალებული ანარეკლია.

შესავალი

ავტორი: დენ მილმენი

მთარგმნელი: მამუკა გურული

(ფილმი, რომელიც გადაღებულია ამ წიგნის მიხედვით, შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე)

წიგნი, რომელიც ცხოვრებას ცვლის

სამყაროს უმაღლეს მეომარს, რომელთან შედარებითაც სოკრატე - მხოლოდ მოკრძალებული ანარეკლია.

მას, ვისაც არ აქვს სახელი და ამავდროულად უამრავი სახელი აქვს, და ვინც ჩვენთვის წყაროს სათავეს წარმოადგენს.  

მადლიერება

ერთი უძველესი ანდაზა ამბობს: «ჩვენ არ გვყავს მეგობრები; ჩვენ არ გვყავს მტრები; ჩვენ გვყავს მხოლოდ მასწავლებლები». ჩემი ცხოვრების წყალობა გახდა მრავალი მასწავლებელი, რომელთაგანაც თვითოეულმა თავისი წვლილი შეიტანა ამ წიგნის დაწერაში.

ჩემი მშობლების - ჰერმან და ვივიენ მილმენების სიყვარულმა და რწმენამ მომცა საფუძველი სიმამაცისთვის, რათა გზას დავდგომოდი.

ჩემმა პირველმა რედაქტორმა, ჯენის გალაჰერმა, დასვა კითხვები და გააკეთა შენიშვნები, რომლებიც ამ წიგნის ჩამოყალიბებაში დამეხმარნენ. 

განსაკუთრებული მადლობა ელ კრამერს, რომლის გამომცემლის მძაფრმა ინტუიციამ უკარნახა, რომ გამოეცა ეს წიგნი.  

და ბოლოს ყველაზე დიდი მადლობა ჯოის, ჩემს მეუღლეს, კომპანიონს, მეგობარს და მასწავლებელს, რომელიც მუხტავდა ჩემს სულს მთელი გზის მანძილზე.

და რა თქმა უნდა, სოკს.

წინასიტყვაობა

მოვლენათა უჩვეულო თანმიმდევრობა დაიწყო ჩემს ცხოვრებაში დაწყებული 1966 წლის დეკემბრიდან, კალიფორნიის უნივერსიტეტში (ქ. ბერკლიში) სწავლების პირველი წლიდან. ყველაფერი დაიწყო დილის 3:20-ზე, როდესაც პირველად გადავეყარე სოკრატეს სადღეღამისო ბენზო-გასამართ სადგურზე (მას არ უთქვამს თავისი ნამდვილი სახელი, მაგრამ პირველივე ღამეს საუბრის შემდეგ იმპულსს დავემორჩილე და ძველი ფილოსოფოსის სახელი დავარქვი; მას მოეწონა ეს სახელი და ასე შერჩა). ამ შეხვედრამ და მოვლენებმა, რომლებიც მას მოჰყვნენ, შეცვალეს ჩემი ცხოვრება.  

ცხოვრების წლები, რომლებიც 1966 წელს უძღოდნენ წინ, ბედნიერი იყო ჩემთვის. აღვიზარდე მოსიყვარულე მშობლების მიერ უსაფრთხო გარემოში, მოგვიანებით მოვიგე ლონდონის მსოფლიო ჩემპიონატი ბატუტზე ხტომაში, ვიმოგზაურე მთელს ევროპაში და მივიღე უამრავი პრიზი. ცხოვრებას მოჰქონდა ჯილდოები, მაგრამ არა ხანგრძლივი სიმშვიდე და დაკმაყოფილება.

ახლა ვიცი, რომ რაღაც გაგებით მთელი ეს წლები მეძინა და ვხედავდი სიზმარს, რომ მღვიძავს, მანამ, სანამ სოკრატეს შევხვდებოდი, რომელიც ჩემი მასწავლებელი და მეგობარი გახდა.

იმ დრომდე ყოველთვის მჯეროდა, რომ ნაყოფიერი ცხოვრება სიხარულსა და სიბრძნეში ჩემი თანდაყოლილი უფლებაა, და იგი ავტომატურად მომეცემოდა ცხოვრების განმავლობაში.

არასოდეს მიფიქრია, რომ მომიწევდა მესწავლა - როგორ მეცხოვრა, სამყაროს ხედვის ეს განსაკუთრებული მეთოდები, რომელსაც უნდა დავუფლებოდი იმისთვის, რომ უბრალო და ბედნიერი ცხოვრებისთვის მიმეღწია.

სოკრატემ მაჩვენა ჩემი ცხოვრების მეთოდების სიმცდარე მის საკუთარ მეთოდთან - მშვიდობიანი მეომრის გზასთან შედარებით. იგი გამუდმებით ხუმრობდა ჩემს სერიოზულ, პრობლემურ ცხოვრებაზე, სანამ მისი თვალების მიღმა სიბრძნე,  თანაგრძნობა და იუმორი არ დავინახე. იგი ძალისხმევას არ იშურებდა, სანამ არ გავაცნობიერე, თუ რას ნიშნავს - იცხოვრო როგორც მეომარმა.

ხშირად დილამდე ვიჯექი მასთან, ვუსმენდი, ვეკამათებოდი, და ხშირად ვიცინოდი კიდეც საკუთარ თავზე მასთან ერთად. ეს ისტორია ჩემს ცხოვრებაზეა დაფუძნებული, მაგრამ ეს რომანია. ადამიანი, რომელსაც სოკრატეს ვეძახი, სინამდვილეში არსებობს, მაგრამ მას აქვს თვისება შეერწყას სამყაროს ისე, რომ ხშირად რთულია თქმა, სად მთავრდება მისი გაკვეთილები და იწყება სხვა მასწავლებლების გაკვეთილები. მე ადვილად გავართვი თავი დიალოგებს და ზოგიერთ დროსთან დაკავშირებული თანმიმდევრულობას, ასევე გავაცოცხლე მონაყოლი ზოგიერთი ანეკდოტით და მეტაფორით, რათა თვალსაჩინო გამეხადა სოკრატეს მიერ მოცემული გაკვეთილების არსი.   

ცხოვრება - ეს არაა პირადი საქმე. ეს ისტორია, მისი გაკვეთილები, სასარგებლო მხოლოდ მაშინაა, თუ მას სხვებსაც გავუზიარებ. ამრიგად, გადავწყვიტე პატივი მივაგო ჩემს მასწავლებელი და გაგიზიაროთ მისი განსაცვიფრებელი სიბრძნე და იუმორი.

ტექსტის სანახავად ისრით გადადით შემდეგ თავზე, ან აირჩიეთ შესაბამისი თავი სარჩევში (მარჯვენა პანელზე)

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff