მშვიდობიანი მეომრის გზა

დენ მილმენი
0
0

სამყაროს უმაღლეს მეომარს, რომელთან შედარებითაც სოკრატე - მხოლოდ მოკრძალებული ანარეკლია.

3. ბილიკი თავისუფლებისკენ

  3. ბილიკი თავისუფლებისკენ

მომდევნო დილას ბუხტა ბურუსმა მოიცვა, მზე დაფარა და ჰაერი უფრო ცივი გახადა. გვიან გავიღვიძე, ჩაი მოვიდუღე და ვაშლი მივირთვი.

სანამ ყოველდღიურ საქმიანობას შევუდგებოდი, გადავწყვიტე მოვდუნებულიყავი: ტელევიზორთან მოვკალათდი და ვაზაში ორცხობილები ჩავიყარე. საპნის ოპერების არხზე გადავრთე და სხვების პრობლემების სამყაროში ჩავიძირე. ეკრანზე მომხდარი მოვლენებით დაჰიპნოზებულმა რაღაც მომენტშ შევამჩნიე, რომ ვაზა დაცარიელებულიყო. ნუთუ მე თვითონ შევჭამე მთელი ეს ორცხობილები?

მოგვიანებით ედვარდსის ველის გარშემო ვირბინე. იქ დუაიტს შევხვდი - ლოურენსის სამეცნიერო ლაბორატორიის თანამშრომელს. მომიწია, რომ თავიდან მეკითხა სახელი, რადგანაც პირველ ცდაზე „გარკვევით“ ვერ გავიგე. კიდევ ერთი დადასტურება ჩემი უყურადღებობისა და მოხეტიალე აზრებისა. რამდენიმე წრის შემდეგ დუაიტმა აღნიშნა, თუ როგორი ლამაზი და ცისფერი იყო ცა.  იმდენად ჩავიძირე ფიქრებში, რომ ცაც კი ვერ შევამჩნიე. ცოტა ხნის მოცდის შემდეგ ის გორებისკენ გაიქცა: მარათონულ მანძილებზე დარბოდა, მე კი სახლში დავბრუნდი და საკუთარ ჭკუაზე ფიქრს მივეცი თავი, საქმეს, რომელიც თავიდანვე განწირული იყო.

ვამჩნევდი, რომ გიმნასტიკის დარბაზში ვინარჩუნებდი ყურადღების სიმახვილეს ყოველ მოძრაობაზე, მაგრამ როცა ვწყვეტტი დაძაბულ მოძრაობებს, ფიქრები კვლავ ავსებდნენ ჩემს აღქმას.

იმ საღამოს სადგურზე ადრე მივედი, რათა სოკრატეს მისი ცვლის დასაწყისშივე შევგებებოდი. ამ მომენტისთვის ვეცადე დამევიწყებინა წინა დღის ინციდენტი ბიბლიოთეკაში, და მზად ვიყავი ნებისმიერი წამალი მიმეღო ჩემი ჰიპერაქტიური ჭკუის წინააღმდეგ, რასაც კი სოკრატე შემომთავაზებდა.

შუაღამე მოახლოვდა, და მალე სოკიც გამოჩნდა.

როგორც კი მოვკალათდით, ცემინება დამაწყებინა. ცოტათი გავცივდი. სოკმა ღუმელზე ჩაიდანი დადგა და მე როგორც ყოველთვის კითხვით დავიწყე.

«სოკრატე, რა საშუალებით უნდა გავაჩერო ჩემი ფიქრები, ჩემი ჭკუა, იუმორის გრძნობის განვითარების გარდა?»

«დასაწყისისთვის უნდა გაიგო, საიდან მოდიან შენი ფიქრები, როგორ გამოდიან პირველ პლანზე. მაგალითად, ახლა შენ სურდო გაქვს - ეს ფიზიოლოგიური სიმპტომია, რათა გაჩვენოს, რომ შენს სხეულს გადაბალანსება სჭირდება, მას სჭირდება კავშირის აღდგენა მზის სინათლესთან, სუფთა ჰაერთან, უბრალო საჭმელთან; მოკლედ გარესამყაროსთან ჰარმონიაში მოსვლა».

«რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ჩემს ჭკუასთან?»

«პირდაპირი. მოუწესრუიგებელი ფიქრები, რომლებიც გაწუხებენ და გაცდენენ, ასევე წარმოადგენენ გარესამყაროსთან დისჰარმონიის სიმპტომს. როცა ჭკუა სიცოცხლეს ეწინააღმდეგება, ჩნდება აზრები. როცა ხდება რაღაც, რაც რაიმე რწმენას ეწინააღმდეგება, ჭკუაში აურზაური იწყება. აზრი - ესაა არაცნობიერი რეაქცია სიცოცხლეზე».

სადგურზე შემოვიდა ავტომობილი ხანშიშესული, მკაცრად ჩაცმული ოჯახური წყვილით. ისინი გაჭიმულები იჯდნენ წინა სავარძლებზე. «წამომყევი» – მითხრა სოკმა. მან წელსზემოთ გაიხადა და გაიშიშვლა ფართე მკერდი ლამაზი რელიეფური კუნთებით გლუვი და ნახევრადგამჭვირვალე კანის ქვეშ. და შოკირებულ წყვილს მიუახლოვდა მძღოლის მხრიდან: «რით შემიძლია დაგეხმაროთ ბავშვებო? ბენზინი ჩავასხა, რომ თქვენი სული გავამაგრო? იქნებ, ზეთი, რომ დღის გაუწონასწორებლობა შევზეთოთ? რას იტყვით ახალ აკუმულატორზე, რომ ახალი მუხტი მივცეთ თქვენს ცხოვრებას?» დემონსტრატიულად ჩაუკრა მათ თვალი და იმავე ადგილზე მდგარი იღიმებოდა, ამასობაშ კი მანქანა სასწრაფოდ მოწყდა ადგილს და სადგურს მოშორდა.

სოკრატემ თავი მოიფხანა. «შესაძლოა გაახსენდათ, რომ სახლში ონკანი დარჩათ მოშვებული?»

ოფისში ვისვენებდით და ჩაის ვწრუპავდით, სოკრატე კი თავის გაკვეთილს მიხსნიდა. «შენ დაინახე, როგორ შეეწინააღმდეგნენ ეს ქალი და მამაკაცი იმას, რაც მათ თვალში არანორმალური სიტუაცია იყო. თავისი ღირებულებებით და შიშებით შეკუმშულებმა ვერ ისწავლეს, რომ საქმე ჰქონდეთ სპონტანურობასთან, მე კი შემეძლო დღის ყველაზე ნათელი მოვლენა გავმხდარიყავი მათთვის!

გესმის, დენ, როცა ეწინააღმდეგები იმას,რაც ხდება, შენი ჭკუა სირბილს იწყებს; იგივე ფიქრები, რომლებიც სასტიკად გცემენ, სინამდვილეში შენივე შექმნილია».

«და შენი ჭკუა სხვანაირად მუშაობს?»

«ჩემი ჭკუა გუბეს ჰგავს ტალღების გარეშე. შენი ჭკუა პირიქით, ტალღებითაა სავსე, იმიტომ რომ შენ განპირობებულად გრძნობ თავს და დაუგეგმავი არასასურველი მოვლენების საფრთხის შიშით ხარ მოცული. შენი ჭკუა გუბეს ჰგავს, რომელშიც ვიღაცამ დიდი ქვა ჩააგდო!»

ვუსმენდი მას და დაჟინებით ვუმზერდი ჩემი ჩაის ჭიქის ძროს, როცა უცებ ყურებს უკან შეხება ვიგრძენი. მოულოდნელად ჩემი ყურადღების ინტენსივობა მკვეთრად გაიზარდა; ჩემი მზერა უფრო და უფრო ღრმად შედიოდა, უფრო და უფრო ქვემოთ ეშვებოდა...

წყლის ქვეშ აღმოვჩნდი. ეს უბრალოდ სასაცილო იყო! ნუთუ საკუთარ ჩაის ჭიქაში ჩავვარდი? ფარფლები და ლაყუჩები მქონდა, ნამდვილი თევზივით. კუდი გავაქნიე და ქვემოთ დავეშვი, სადაც ყველაფერი წყნარად და მშვიდად იყო.  

უცებ უზარმაზარმა ქვამ, აფეთქებასავით შეძრა გლუვი ზედაპირი. ტალღამ უკან გადმომისროლა.  თავშესაფარის ძიებაში კვლავ ავამოძრავე ფარფლები. დავიმალე, სანამ ყველაფერი არ ჩაწყნარდა. დროთა განმავლობაში შევეჩვიე პატარა ქვებს, რომლებიც წყალშ ვარდებოდნენ და ტალღებს წარმოქმნიდნენ. დიდი ქვები კვლავინდებურად მაშინებდნენ.

ისევ სავარძელში ვიჯექი, ხმებისა და სიმშრალის სამყაროში, და ფართოდ გახელილი თვალებით სოკის ღიმილს შევცქეროდი.

 «სოკრატე, ეს არაჩვეულებრივი იყო!»

«ოღონდაც კიდევ ერთი თევზური ისტორია არ მომიყვე. მიხარია, რომ კარგად იცურავე. შემიძლია განვაგრძო?» პასუხს არც დალოდებია.

«შენ აღმოჩნდი ნერვიული თევზი, რომელიც ყოველ ღელვაზე რეაგირებდა. შეძელი რომ მცირე ღელვებს შეჩვეოდი, მაგრამ მაინც ვერ ჩაწვდი მათ მიზეზებს. ახლა გასაგებია, რომ თევზისთვიოს საჭიროა გაცნობიერებულობის ჯადოსნური გაბრწყინება, რათა თავისი ხედვა იმ წყლის საზღვრებს მიღმა გააფართოოს, რომელშიც თვითონაა. თავად წყარომდე.

გაცნობიერებულობის ასეთი გაბრწყინება მოითხოვება შენგანაც. როცა წყაროს ნათლად დაინახავ, გააცნობიერებ, რომ შენი ჭკუის ტალღებს არანაირი კავშირი არ აქვთ შენთან; შენ უბრალოდ დააკვირდები მათ, მიჯაჭვულობის გარეშე, და აღარ დაგჭირდება უნებურად შეკრთე ყოველ ქვის ჩამოვარდნაზე. თავისუფალი გახდები ამ სამყაროს ტურბულენტობისგან, როგორც კი დაამშვიდებ შენს ფიქრებს. გახსოვდეს: როცა რაიმეზე დარდობ, გაუშვი შენი ფიქრები და დაკავდი საკუთარი ჭკუით!»

«სოკრატე, როგორ?»

«კარგი კითხვაა!» – წამოიძახა მან. «როგორც უკვე იცი შენი ფიზიკური ვარჯიშების გამოცდილებიდან, გიმნასტიკური გაბრწყინებები, ისევე როგორც შენი ცნობიერების გაბრწყინებები არ ხდება ისე, უბრალოდ; ისინი მოითხოვენ დროს და ვარჯიშს. ხოლო მომზადებად შენი საკუთარი ტალღების წყაროს გაცნობიერებისთვის წარმოადგენს მედიტაცია».

ამ გრაციოზული განცხადების შემდეგ მოიბოდიშა და ტუალეტში გავიდა. ახლა ჩემი დრო დადგა, რომ გამეკვირვებინა. სავარძლიდან ისე ვიყვირე, რომ ტუალეტში გაეგო «მე შენზე ერთი ნაბიჯით წინ ვარ, სოკრატე. მედიტაციის ჯგუფში უკვე ერთი კვირაა რაც დავდივარ. თვითონ მომივიდა იდეა, რომ დავკავებულიყავი საკუთარი ჭკუით. ნუთუ ვერ შეამჩნიე, რამდენად უფრო მშვიდი გავხდი? მითხარი სოკ, შენც აკეთებ მედიტაციებს? თუ არა, მაშნ შემიძლია გაჩვენო, რაც ვისწავლე...»

ტუალეტის კარი ხმაურით გაიღო, და პირდაპირ ჩემთან მოვარდა სოკრატე, საბრძოლო, გულისგამყინავი ყიჟინით და ხელში მბრწყინავი სამურაის ხმლით თავს ზემოთ! სანამ განძრევას შევძლებდი, ხმალმა ჰაერი გააპო და ჩემს თავს ზემოთ დიუიმზე გაშეშდა. ხმალს ავხედე, შემდეგ სოკრატეს. მას გულღიად გაეცინა.

«ჰო, შენ ეფექტური გამოჩენების ოსტატი ხარ. სიკვდილამდე შემაშინე!» – სული მოვითქვი მე.

ხმალი ნელ-ნელა აიწია. მეჩვენებოდა, რომ ჩემს თავზე გაჩერებული, ოთახის სინათლეს იკრებდა და აძლიერებდა. ხმლის პირს მიშტერებულმა გადავწყვიტე გავჩუმებულიყავი.

ამასობაში სოკრატემ მუხლებზე დაიჩოქა, ჩვენს შორის, პირდაპირ ჩემს წინ დადო ხმალი, თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა და გაქვავდა. რამდენიმე ხანი ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი, თავს დამესხმებოდა თუ არა ეს „მთვლემარე ვეფხვი“, თუკი გავინძრეოდი. გავიდა ათი წუთი. შემდეგ ოცი. შემდეგ მომივიდა იდეა, რომ შესაძლოა უნდოდა მასთან ერთად გამეკეთებინა მედიტაცია, ამიტომ თვალები დავხუჭე და ნახევარ საათამდე ასე ვიჯექი. თვალები გავახილე, ის კი იმავე ადგილას იჯდა, ბუდასავით. ჩუმად ავდექი, რომ წყალი დამელია. იმ მომენტში, როცა ჭიქას ვავსებდი, ხელი მხარზე დამადო. წავიბორძიკე და წყალი ფეხებზე გადამესხა. 

«სოკრატე, მეტჯერ ასე აღარ მომეპარო. უნდა გამაფრთხილო ხოლმე!»

მან გაიღიმა და თქვა: «სიჩუმეეს მეომრის ხელოვნებაა, მედიტაცია კი - მისი მახვილია. ეს მთავარი იარაღია, რომელიც უნდა გამოიყენო იმისთვის, რომ საკუთარი ილუზიების ხლართებში გააღწიო. მაგრამ დაიმახსოვრე: მახვილის სარგებლობა მის მფლობელზეა დამოკიდებული.  შენ ჯერ კიდევ არ იცი, როგორ გამოიყენო ეს იარაღი, ასე რომ ის შეიძლება სახიფათო, მატყუარა და უსარგებლო ინსტრუმენტი იყოს შენს ხელში.  

თავდაპირველად, მედიტაცია შეიძლება მოდუნებაშ დაგეხმაროს. შენ კი საჯაროდ ყველას აჩვენებ შენს „მახვილს“; ამაყად აჩვენებ შენს მეგობრებს. ამ ხმლის ბრწყინვალება მრავალ მედიტატორს შემდგომ ილუზიებში აგდებს, სანამ ბოლომდე არ ამბობენ უარს მედიტაციაზე, სხვა „შინაგანი ალტერნატივის“ ძიებაში.  

მეომარი, პირიქით, მედიტაციას მარჯვედ და ღრმა გაგებით იყენებს. მისი მეშვეობით საკუთარ ჭკუას ნაწილებად ჰკვეთს, აზრებს აქეთ-იქით მიმოფანტავს, რათა გამოვლინდეს მათი მნიშვნელოვანობის არარსებობა. მომისმინე და დასკვნები თავად გამოიტანე:

ალექსანდრე მაკედონელს თავისი არმია უდაბნოს გავლით მიჰყავდა და ისინი ორ მსხვილ თოკთან მივიდნენ, რომლებიც მასიურ, ძლიერ კვანძად იყვნენ შეკრულნი. არავის შეეძლო მისი გახსნა, სანამ საქმეს ალექსანდრე არ შეუდგა. ერთი წამითაც არ შეყოყმანებულა, თავისი ხმალი დააძრო და ერთი ძლიერი დარტყმით გაჰკვეთა კვანძი. ის ნამდვილი მეომარი იყო!

 «შენ უნდა ისწავლო საკუთარი ჭკუის კვანძების ასევე გაკვეთა - მედიტაციის მახვილით. მანამ, სანამ ერთხელ გადააბიჯებ მოთხოვნილებას საერთოდ ნებისმიერ იარაღისადმი».

ზუსტად ამ მომენტში სადგურზე, ძველი ფოლკსვაგენი შემოგორდა. მასშ ექვსი ადამიანი იჯდა, რომელთა ცნობაც ერთი შეხედვით ძნელი იყო. როცა მივუახლოვდით, დავინახეთ, რომ მათ შორის ორი ქალი და ოთხი მამაკაცი იყო. ყველანი ერთნაირ ცისფერ მანტიებში გამოწყობილიყვნენ. მათში ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი სულიერი საზოგადოების წევრები ვიცანი. კონკრეტულად, ეს ადამიანები სათნო სახით იჯდნენ და ვერ ამჩნევდნენ ჩვენს იქ ყოფნას, თითქოს ჩვენი ა,ქვეყმიური დამიწებულობა წაბილწავდა მათ.   

სოკრატეს არ შეეძლო, რომ არ მიეღო ეს გამოწვევა. მაშინვე მიიღო სულელის გამომეტყველება. ღიად იფხანდა სხვადასხვა ადგილებს და ნამდვილ კვაზიმოდოოს ჰგავდა. «ჰეი, ჯეკ, – მიმართა მან მძღოლს, რომელსაც ყველაზე დიდი წვერი ჰქონდა, რაც კი ცხოვრებაშ მენახა, – „რა გინდა? ბენზინი, თუ რა?“

«დიახ, ჩვენ ბენზინი გვინდა», – თქვა მან დაზეთილი ხმით.

სოკრატე ავხორცულად მიაშტერდა ორ ქალს უკანა სავარძელზე, თავი ფანჯარაშ შეყო და ხმამაღლა დაიშიშინა: «მისმინე, თქვენ რა, მედიტაციებს აკეთებთ?». ეს ისეთი ტონით თქვა, თითქოს სექსუალური სიამოვნების იშვიათ ფორმაზე საუბრობდა.

«დიახ, ჩვენ ვმედიტირებთ», – წარმოთქვა მძღოლმა. მის ხმაში კოსმიური უპირატესობა გამოსჭვიოდა, – «ახლა კი შეგიძლიათ ჩაასხათ ბენზინი ჩვენს ავტომობილში?»

სოკმა ხელი დამიქნია და მანიშნა, რომ ავზი გამევსო, მანამდე კი განაგრძობდა მძღოლის ყველა სუსტ წერტილზე წიხლის დაჭერას. «მისმინე, იცი, რომ ქალს ჰგავხარ ამ კაბაში; ა-არა ჯიგარ, სწორად გამიგე, საერთოდ საკაიფოა... და წვერს რატომ არ იპარსავ? რას მალავ წვერის ქვეშ?»

სანამ მე მორჩილად ვემსახურებოდი ავტომობილს, ის ცუდიდან უარესზე გადავიდა: «ეი», – მიმართა ერთ-ერთ ქალს, – «ეს ტიპი შენი კაცია, ხო?» «მითხარი, – მიმართა მეორე მამაკაცს წინა სავარძელზე, – „ხშირად ხართ მაგით დაკავებული, თუ ძალებს ინახავთ, როგორც „ნეიშენელ ენქვაერში“ წავიკითხე?»

სანამ ის იდგა და მტანჯველად დიდხანს ითვლიდა ხურდას (ყოველ ჯერზე თვლა ეშლებოდა და თავიდან იწყებდა)მე ძლივს ვიკავებდი სიცილს, ავტომობილში მყოფი ხალხი კი ბრაზისგან კანკალებდნენ. მძღოლმა ხურდა მოხვეტა და სრულიად უაზროდ გაუხვია სადგურიდან. როცა მიდიოდნენ, სოკრატემ დაუყვირა: «გიხდებათ მედიტაცია! მასე განაგრძეთ!»

ოფისში დაბრუნებაც ვერ მოვასწარით, სადგურზე დიდი შევროლე შემოვიდა. ზარების წკრიალი არ იყო მინელებული, და ამას თან დაერთო თავად ავტომობილის სიგნალიც. მე სოკრატეს დასახმარებლად გავედი.

საჭესთან ორმოცი წლის „თინეიჯერი“ იჯდა, ფერად ტანსაცმელში და ბუმბულიანი დიდი სანადირო შლიაპით. ძალიან ნერვიული ჩანდა და წამდაუწუმ უკაკუნებდა საჭეზე. მის გვერდით ცხვირზე ფხვნილს ისვამდა და წამწამებს აფახულებდა გაურკვეველი ასაკის ქალბატონი.

რაღაც მიზეზით ისინი უარყოფით ემოციას იწვევდნენ ჩემში. სულელურად გამოიყურებოდნენ. მინდოდა მეთქვა: «რატომ არ გინდათ ასაკის შესაფერისად მოიქცეთ?» – მაგრამ მე მხოლოდ ვაკვირდებოდი და ველოდი.

«ეი, შენ, არის აქ სიგარეტის ავტომატი?» – იკითხა ზეაქტიურმა მძღოლმა.

სოკრატემ შეწყვიტა თავისი საქმე, თავი ასწია და თბილად გაიღიმა: «არა, სერ, მაგრამ აქვე გზაზე სადღეღამისო მაღაზიაა». შემდეგ კი თავის საქმეს დაუბრუნდა. ზეთის დონეს ამოწმებდა მთელი ყურადღებით. ხურდა ისე დაუბრუნა, თითქოს ჩაი მიართვა იმპერატორს.

როცა ავტომობილი წავიდა, ტუმბოს გვერდით ვიდექით და ღამის ჰაერს ვსუნთქავდით. «შენ ასე გულითადად ეპყრობოდი ამ ადამიანებს, არადა ძალიან შეურაცხმყოფელად იქცეოდი ჩვენს სულიერ ძმებთან ციოსფერ მანტიებში, რომლებიც ევოლუციის აშკარად უფრო მაღალ საფეხურზე იყვნენ. რაშია საქმე?»

ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა პირდაპირი პასუხი მომცა: «ყველა საფეხური, რომელიც უნდა გაღელვებდეს, - ეს შენი და ჩემი საფეხურია», – თქვა და თან ჩაეცინა. «ამ ადამიანებს სიკეთე და სითბო სჭირდებოდათ. სულიერი მაძიებლებისთვის კი აუცილებელი იყო, რაღაცაზე დაფიქრებულიყვნენ».

«მე რა მჭირდება?»

«მეტი პრაქტიკა», – სწრაფად მიპასუხა მან. «შენი ერთკვირიანი მედიტაციის პრაქტიკა ვერ დაგეხმარა, როცა ხმლით დაგადექი თავზე, ისევე როგორც ვერ დაეხმარა ჩვენს მეგობრებს ცისფერ მანტიებში, როცა ცოტათი გავეხუმრე.

«მოდი ასე ვთქვათ: წინ გადატრიალება  – ეს ჯერ კიდევ არაა მთელი გიმნასტიკა.  მედიტაცია – ეს ჯერ კიდევ არაა მეომრის მთელი გზა. თუ მთელ სურათს ვერ გაიგებ, შესაძლოა მოტყუებული დარჩე, მთელი ცხოვრება წინ ტრიალი ან მედიტაცია აპრაქტიკო და ამგვარად სწავლებისგან მხოლოდ ფრაგმენტალური სარგებელი მიიღო.   

«ამიტომ, იმისათვის, რომ სწორ გზაზე დარჩე, შენ გჭირდება განსაკუთრებული რუქა, რომელიც კვლევების მთელ ველს მოიცავს. მაშინ შეძლებ, რომ მედიტაციის უპირატესობა და ნაკლი დაინახო. და მე გეკითხები, სად შეიძება იპოვო კარგი რუქა?»

«რა თქმა უნდა ბენზინ-გასამართ სადგურზე!»

«მაშინ წინ, სერ, ოფისში შებრძანდით და ყველაზე საჭირო რუქას მოგართმევთ». სიცილით შევედით შიგნით. მე მაშინვე სავარძელში დავეხეთქე; სოკრატე უხმაუროდ მოთავსდა თავის სავარძელში. ის დაჟინებით მიყურებდა დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში.  «ოი-ოი», – წარმოვთქვი და ნერვიულად ამოვისუნთქე, – «ახლა რაღაც იქნება».

«პრობლემა იმაშა, – თქვა როგორც იქნა, – „რომ მე არ შემიძლია აღგიწერო ეს ველი, ყოველ შემთხვევაშ სიტყვების ამ დიდი რაოდენობით“. წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა, თვალების ისეთი გამომეტყველებით, რომელიც მეუბნებოდა, რომ ჩემოდნების ჩალაგების დრო იყო: ჩვენ სამოგზაუროდ მივდიოდით. 

ერთ მომენტში შევიგრძენი, როგორ ვფართოვდებოდი, შორეული კოსმოსის ყველაზე მაღალი წერტილიდან სინათლის სიჩქარით ვმოძრაობდი, ყოფიერების კიდეებამდე ვფეთქდებოდი, სანამ სამყაროდ არ ვიქეცი. ჩევს გარეთ აღარაფერი დარჩა. მე ვიქეცი მთლიან ცნობიერებად, რომელიც საკუთარ თავს აცნობიერებს; ვიყავი სუფთა სინათლე, რომლებსაც ფიზიკოსები მთლიან მატერიასთან აიგივებენ, პოეტები კი სიყვარულს უწოდებენ. მე ვიყავი ერთადერთი, და მე ვიყავი ყველაფერი, ვაღწევდი რა ყველა სამყაროში. ამ მომენტში მარადიული და შეუცნობელი მთელი თავისი გამოუთქმელი განსაზღვრულობით გაიხსნა ჩემს წინაშე.

წამიც და მე ისევ სპორტულ ფორმაში ვარ და ვარსკვლავებს შორის ვწევარ. დავინახე ადამიანის გულის ფორმის პრიზმა, რომელიც ნებისმიერ გალაქტიკას დაჩრდილავდა. პრიზმა ცნობიერების სინათლე კაშკაშა ფერების აფეთქებად გადააქცია, ცისარტყელის ფერებად, რომლებიც მთელს სამყაროშ გაჭიმულიყვნენ.

ჩემი საკუთარი სხეულიც პრიზმად იქცა, რომელიც ყველა მხარეს სინათლის სხვადასხვა ფერებს ასხივებდა. და მე მივხვდი, რომ ადამიანის სხეულის უმაღლესი მიზანია სუფთა გამტარი გახდეს ამ სინათლისთვის, ისე რომ მისმა სიკაშკაშემ ყველა წინააღმდეგობა დაძლიოს და ყველა კვანძი გახსნას.

ვიგრძენი სინათლე, რომელიც ჩემი სხეულის ყველა ორგანოშ გადიოდა. მაშინ გავიგე, რომ გაცნობიერებულობა - ესაა ის, თუ როგორ განიცდის ადამიანი ცნობიერების სინათლეს.

მე შევიცანი ყურადღების არსი - ესაა გაცნობიერებულობის ნებელობითი მიმართულება. ჩემი სხეული სავსე ჭურჭლად იქცა. ფეხებს შევხედე, ისინი თბილი სინათლით აივსნენ და მასში აითქვიფნენ. იგივე გამოვცადე ხელებზე დახედვის შედეგადაც. ყურადღების ფოკუსირებას ვახდენდი სხეულის თვითოეულ ნაწილზე, სანამ ისევ მთლიან სინათლედ არ ვიქეცი. შედეგად ნამდვილი მედიტაციის პროცესი გავაცნობიერე: გავაფართოვოთ გაცნობიერებულობა, მივმართოთ ყურადღება, რათა ბოლომდე მივეცეთ ცნობიერების სინათლეს.

სიბნელეში შუქმა გაიელვა. გონზე იმით მოვედი, რომ სოკრატე ფანარს თვალებში მანათებდა. «შუქი ჩაქრა», – თქვა მან, და კბილები დააღრჭიალა ისე, თითქოს ჰელოვინის კვახი ყოფილიყოს, რომელსაც ქვემოდან ფანარს ანათებდნენ. «აბა, ასე უფრო გასაგებია?» – მკითხა მან, თითქოს მე ეს-ესაა უბრალო ელექტრო-ნათურის მუშაობის პრინციპს გავცნობოდი, და არა სამყაროს სულს. ძლივს ვლაპარაკობდი. 

«სოკრატე, მე ვალში ვარ შენთან, რომელსაც ალბათ ვერასოდეს გადავიხდი. ახლა მე ყველაფერი მესმის და ვიცი რაც უნდა გავაკეთო. ვფიქრობ აღარ მჭირდება შენთან შეხვედრები». სევდა შემომაწვა იმის გამო, რომ ჩემი გამოსაშვები დღე დადგა. მომენატრება სოკრატე.

მან გაოცებულ გაურკვეველი მზერით შემომხედა, შემდეგ კი სიცილი აუტყდა, თანაც ისე ძლიერად, როგორც არასოდეს აქამდე. მთლიანად თრთოდა სიცილისგან და თვალებიდან ცრემლები მოდიოდა. როგორც იქნა გაჩერდა და ახსნა თავისი სიცილი.  «შენ ჯერ არ დაგიმთავრებია სწავლა, პირველკლასელო. შენი მუშაობა ეს-ესაა იწყება. შეხედე საკუთარ თავს, შენ ფუნდამენტალურად იგივე ხარ, როგორიც მრავალი თვის წინ, როცა აქ პირველად გამოჩნდი. ის, რაც დაინახე, ჩვენება იყო და არა კანონზომიერად დასრულებული გამოცდილება. ჩვენება ბლაგვდება მეხსიერებაში, მაგრამ ამ სახითაც კი იგი შენი ვარჯიშის საფუძველი იქნება. ახლა კი მოეშვი და ნუ ხარ ასეთი სერიოზული!  

იგი კვლავ ჩამოჯდა, ისეთივე ეშმაკური და ბრძნული გამომეტყველებით, როგორც ყოველთვის. «გესმის», – თქვა მან, – «ეს მოგზაურობები მანთავისუფლებენ ხანგრძლივი ახსნების აუცილებლობისგან, რომლებიც უნდა გადმოგცე შენი გასხივოსნების (განათების) გზაზე». ზუსტად იმავე წამს ელექტრული შუქიც განათდა, და ორივეს გაგვეცინა.

სოკრატემ თავისი პატარა მაცივრიდან ორი ცალი ლიმონი გამოიღო. მათგან წვენს წურავდა და თან საუბარს აგრძელებდა. «უნდა იცოდე, რომ მეც სამსახურს მიწევ. მეც „გავიჭედე“ აქ, დროსა და სივრცეში, და მე თვითონაც მაქვს ერთგვარი ვალი. ჩემი მნიშვნელოვანი ნაწილი მჭიდროდაა დაკავშირებული შენს პროგრესთან. იმასთან, რომ გასწავლო», – ამბობდა იგი, და ისე, რომ უკან არც კი იხედებოდა, ლიმონის ქერქებს ზურგსუკან ზუსტად სანაგვე ვედროში ისროდა, - «მე, ასე ვთქვათ შენში საკუთარი თავის ნაწილი უნდა ჩავდო. გარწმუნებ, ეს კარგი ინვესტიციაა. ყველა შემთხვევაში ეს ჯგუფური (ორმხრივი) ძალისხმევაა».

მან დაასრულა და წვენით სავსე ჭიქა მომაწოდა. «თუ ასეა, მინდა სადღეგრძელო ვთქვა: წარმატებულ პარტნიორობაზე!»

«მოსულა!» – გაიღიმა მან.

«დაწვრილებით მომიყევი ამ ვალზე. ვისგან ხარ დავალებული?»

«ასე ვთქვათ, ეს საშინაო წესების ნაწილია».

«ეს პასუხი არაა. ეს სისულელეა».

«შეიძლება ეს სისულელეა, მაგრამ მაინც უნდა დავემორჩილო წესების გარკვეულ რაოდენობას ჩემს საქმეში. მან პატარა ბარათი ამოიღო. იგი საკმაოდ ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, სანამ მისი სუსტი ნათება არ შევნიშნე. მასზე ეწერა:

მეომარი, ინკორპორეიტედი.

სოკრატე

წამყვანი სპეციალისტი საკითხებში:

პარადოქსი, იუმორი, ცვლილებები.

«გაუფრთხილდი ამას. შეიძება გამოგადგეს. როცა დაგჭირდები..., როცა ნამდვილად დაგჭირდები, უბრალოდ აიღე ორივე ხელში და დამიძახე. ასე თუ ისე, მაინც მოვალ.

სავიზიტო ბარათი ფრთხილად ჩავიდე საფულეში. «მე მოვუფრთხილდები ამას, სოკრატე. შეგიძლია მენდო. და-ა შემთხვევით ჯოის მისამართის „ვიზიტკა“ ხომ არ გაქვს, ჰა?»

მან ჩემს კითხვას იგნორირება გაუკეთა.

ჩვენ გავჩუმდით, და სოკრატე თავისი ერთ-ერთი ცნობილი სალათის კეთებას შეუდგა. ამასუბაში კითხვაც მოვიფიქრე. 

«სოკრატე, როგორ აკეთებ ამას? როგორ შემიძლია მე თვითონ გავუხსნა საკუთარი თავი გაცნობიერებულობის სინათლეს?»

«მაშასადამე, – თქვა მან და კითხვაზე კითხვით მიპასუხა, – „რას აკეთებ, როცა გინდა რაიმე დაინახო?“

გამეცინა. «ვუყურებ! ა-ა! შენ ალბათ მედიტაციას გულისხმობდი, მართალია?»

«ზუსტად!» – მიპასუხა მან. «და ეს მთავარია» – თქვა და ბოსტნეულის დაჭრა დაამთავრა. «არსებობს ორი ერთდროული პროცესი:

– ერთი მათგანი «გამობრწყინებაა» (insight)  – ესაა ნებელობითი ყურადღება, გაცნობიერებულობის მიმართვა იქითკენ, რისი დანახვაც გინდა.  

– მეორე, ესაა «განჯაჭვულობა» (surrender)  – ყველა გაჩენილი ფიქრის გაშვების პროცესი. 

სწორედ ესაა ნამდვილი მედიტაცია; ასე შეგიძლია შენი ჭკუის საზღვრებს გასცდე.  

ამასთან დაკავშირებით შესაფერისი ისტორია მაქვს:

მედიტაციის შემსწავლელი ღრმა სიჩუმეშ იჯდა სხვა მოსწავლეების მცირე ჯგუფთან ერთად. გონებაში სისხლის, სიკვდილის და დემონების გამოცხადებით შეშინებული წამოდგა, მასწავლებელთან მივიდა და დაიჩურჩულა: «როში, ამ წუთას საშინელი ჩვენება მქონდა!»

«გაუშვი ის», – თქვა მასწავლებელმა.

რამდენიმე დღის შემდეგ მოსწავლე ტკბებოდა ფანტასტიური ეროტიული ფანტაზიებით, ცხოვრების აზრის წვდომით, ანგელოზებით, კოსმიური დეკორაციების ფონზე - რაღაც არაჩვეულებრივით.  

«გაუშვი ისინი» – თქვა მასწავლებელმა, რომელიც უკნიდან მიეპარა და თავშ ჯოხი ჩაუკაკუნა.  

გამეცინა ამ ისტორიაზე, შემდეგ კი ვუთხარი: «იცი, სოკრატე, ამ ისტორიის აზრზე დავფიქრდი...». სოკრატემ სტაფილო ჩამიკაკუნა თავში: «გაუშვი ის!».

ჭამას შევუდექით. ჩანგლით ჩემს ბოსტნეულს ვეცი; ის პატარა ულუფებს იღებდა თავისი ჩინური ჩხირებით და ღეჭვის დროს უხმაუროდ სუნთქავდა. არასოდეს იღებდა შემდეგ პორციას მანამ, სანამ ბოლომდე არ ღეჭავდა და ყლაპავდა წინას, თითქოს თვ9ითოეული ულუფა უკვე თავისთავად ტრაპეზი იყო. აღფრთოვანებული ვიყავი ამ პროცესის დაკვირვებით, მიუხედავად ამისა თვითონ ისე ვყლაპავდი, პრაქტიკულად არც კი ვღეჭავდი. პირველმა შევჭამე ყველაფერი, უკან გადავწექი და განვაცხადე: «მგონია, რომ უკვე მზად ვარ ნამდვილი მედიტაციისთვის».

«აჰ, რა თქმა უნდა», – მან ჩხირები გვერდზე გადადო, – «ჭკუაზე გამარჯვება». შენ რომ მართლა გაინტერესებდეს».

«მაინტერესებს! მინდა თვითგაცნობიერება. აი, რატომ ვარ აქ».

«შენ თვით-იმიჯი გინდა და არა თვით-გაცნობიერება. აქ იმიტომ ხარ, რომ უფრო მიმზიდველი ალტერნატიოვები არ გაქვს».

«კი, მაგრამ მე მართლა მინდა ჩემი მოუსვენარი ჭკუისგან განთავისუფლება» – გავაპროტესტე მე.

«ამაშია შენი ყველაზე დიდი ილუზია, დენ. შენ იმ ბიჭივით ხარ, რომელიც უარს ამბობს სათვალის ტარებაზე და ამტკიცებს: „ისინი აღარ ბეჭდავენ გაზეთებს გარკვეული შრიფტით“.

«სულაც არა», – ვთქვი და თავი გავიქნიე.  

«მე არ ველოდი, რომ შეიცნობდი ჭეშმარიტებას, მაგრამ შენ უნდა მოისმინო იგი». «საითკენ უმიზნებ?» – მოუთმენლად ვკითხე მე, ჩემი ყურადღება ხელიდან მისხლტებოდა.  

«გინდა მორალი, აი შენ მორალი», – წარმოთქვა სოკრატემ ხმით, რომელმაც ჩემი ყურადღება ისევ მიიპყრო. «შენ თვითიდენტიფიკაციას ახდენ საკუთარ წვრილმან, მოსაწყენ და ძირითადად მშფოთვარე ფიქრებთან და რწმენებთან; შენ გჯერა, რომ შენ ხარ შენი ფიქრები».

«სისულელეა!»

«შენი ჯიუტი ილუზიები –  ეს გემია, რომელიც იძირება. გირჩევ გაუშვა ისინი, სანამ დროა».

შევეცადე შემეკავებინა ჩემი მზარდი რისხვა. «შენ რა იცი, მე როგორ ვახდენ „თვითიდენტიფიკაციას“ საკუთარ ჭკუასთან?»

«კარგი», – ჩაისუნთქა მან. «დაგიმტკიცებ. რას გულისხმობ, როცა ამბობ: „მე მივდივარ სახლში“? ნუთუ თავისთავად არ გულისხმობ, რომ შენ სახლისგან მოშორებით იმყოფები, საითღა მიდიხარ?»

«რა თქმა უნდა, ეს სისულელეა!».

ყურადღება არ მოუქცევია, ისე მკითხა: «რას გულისხმობ, როცა ამბობ: „ჩემი სხული დღეს ჯანმრთელად არაა“? ვინ არის ეს „მე“, რომელიც სხეულისგან ცალკეა და ლაპარაკობს მასზე, როგორც საკუთრებაზე?»

იძულებული ვიყავი გამცინებოდა. «სემანტიკა, სოკრატე. რამე ხომ უნდა თქვა».

«ძირითადად მართალია. მიუხედავად ამისა, ენობრივი საშუალებები, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ, ასახავენ ჩვენი სამყაროს აღქმის მეთოდებს. სინამდვილეშ ისე იქცევი, თითქოს შენ ხარ „ჭკუა“, ან რაღაც მოუხელთებელი სხეულის შიგნით».

«და რაში მჭირდება ასე მოქცევა?»

«იმიტომ, რომ შენი ყველაზე დიდი შიში - ეს სიკვდილია და ყველაზე დიდი სურვილი - გადარჩენა. შენ გინდა მთელი დრო, გინდა მარადისობა. შენს მცდარ რწმენაში, რომ შენ ხარ ეს „ჭკუა“ ან ეს „სული“, პოულობ ხელმოსაჭიდს შენს კონტრაქტში სიკვდილთან. შესაძლოა „ჭკუის“ სახით შეძლებ სხეულიდან ამოხტე, როცა ის მოკვდება, ასე არაა?»

«აი, მესმის იდეა» – ჩამეცინა მე.

«ეს ზუსტად ისაა, რაც არის, დენ. იდეა, რომელიც იმაზე რეალური არაა, ვიდრე ჩრდილი ჩრდილისგან. ჭეშმარიტება კი იმაშია, რომ ცნობიერება კი არ იმყოფება სხეულში, არამედ უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ სხეული იმყოფება ცნობიერებაში. და შენ ხარ ეს ცნობიერება;  ეს - არაა ჭკუა-ფანტომი, რომელიც ასე გაწუხებს. შენ წარმოადგენ სხეულს, მაგრამ ასევე ყველაფერ დანარჩენსაც. სწორედ ეს გაგიხსნა შენმა ჩვენებამ. მხოლოდ ჭკუა ცდება და ეშინია ცვლილებების. ამგვარად, თუკი მოდუნდები და ყველა ფიქრზე უარს იტყვი, საკუთარ სხეულში, ბედნიერი, თვითკმარი და თავისუფალი გახდები, და აღარ განიცდი განცალკევებულობას. უკვდავება უკვე გეკუთვნის, მაგრამ არა ისე, როგორც წარმოგიდგენია და იმედოვნებ.  შენ უკვე იყავი უკვდავი, დიდი ხნით ადრე, სანამ დაიბადებოდი, და იქნები უკვდავი კიდევ დიდი ხნით, მას შემდეგ, რაც შენი სხეული გაიხრწნება. სხეული სწორედ ცნობიერებაა; იგი უკვდავია. იგი მხოლოდ იცვლება. ჭკუა - შენი საკუთარი რწმენები, შენი ისტორია, პირადი ინდივიდუალობა - ეს ყველაფერი მოკვდავია; მაშინ გეკითხები, ვის სჭირდება ეს?

სოკრატე გაჩუმდა და სკამის საზურგეზე გადაწვა.

«სოკ, დარწმუნებული არა ვარ, რომ შენი ნათქვამიდან ყველაფერი აღვიქვი».

«რა თქმა უნდა არა!» – გაეცინა მას. «ყველა შემთხვევაში, სიტყვები ბევრს არ ნიშნავენ, სანამ თავად არ გააცნობიერებ მათ უკან მდგარ ჭეშმარიტებას. მხოლოდ მაშინ განთავისუფლდები და უმწეოდ ჩაუვარდები მარადისობას მკლავებში.

«ძალიან მიმზიდველად ჟღერს».

მას გაეცინა. «სწორედაც, ძალიან მიმზიდველად. თუმცა ამ მომენტში მე მხოლოდ ფუნდამენტს ვყრი იმისას, რაც სემდეგში უნდა მოხდეს».

«სოკრატე, თუ მე ჩემი ფიქრები არ ვარ, მაშინ ვინ ვარ?»

ისე შემომხედა, თითქოს ახლახანს ამიხსნა, რომ ერთს პლუს ერთი ორია, და მე ვკითხე: «გასაგებია, მაგრამ მაინც რამდენი იქნება ერთს პლუს ერთი?» მაცივრისკენ გაიწია, ხახვი გამოიღო და ხელში ჩამიდო. «გაფრცქვენი, შრიდან შრემდე», მე გაფრცქვნა დავიწყე «რა აღმოაჩინე?»

«კიდევ ერთი შრე».

«განაგრძე».

«კიდევ რამდენიმე შრე, სოკ».

«განაგრძე, სანამ შრეები აღარ დარჩება. რა აღმოაჩინე?»

«არაფერი აღარ დარჩა».

«მერედა როგორ დარჩა, დარწმუნებული იყავი დარჩა».

«და რა არის ეს?»

«სამყარო. მიიღე ეს მხედველობაში. შენი სახლში დაბრუნების დროა».

ფანჯარაში გავიხედე. უკვე თენდებოდა.

სოკრატესთან მომდევნო საღამოს მივედი, მანამდე გულმოდგინედ ვცდილობდი მედიტაციას, ფიქრები კი მაინც მასვენებდნენ. რადგანაც ადრეული საღამო არც ისე დატვირთული იყო კლიენტებით, ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ დავმჯდარიყავით და ჩაი დაგველია, და ამასობაში საკუთარი წარუმატებელი მედიტაციის შესახებ მოვუყევი.

 «დიახ, შენი ყურადღება წინანდებურად გაფანტულია. მოისმინე ასეთი ისტორია:

მოსწავლემ კითხვა დაუსვა მასწავლებელს ძენის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტის შესახებ.

მასწავლებელმა უპასუხა: «ყურადღება».

«დიახ, გმადლობ, როში», – თქვა მოსწავლემ. «და რომელია ძენის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი?. «ყურადღება», – უპასუხა მასწავლებელმა.

გაკვირვებული ვუყურებდი სოკს. «აი ზღაპარიც მორჩა», – თქვა მან.

მე ავდექი, რომ წყალი დამელია, სოკრატემ კი მკითხა:  «უთმობ განსაკუთრებულ ყურადღებას იმას, თუ როგორ დგახარ?»

«ნუ, დიახ», – ვუპასუხე ისე, რომ სულაც არ ვიყავი ამაში დარწმუნებული, თან ამ დროს წყლით სავსე ავზს ვუახლოვდებოდი.  

«უთმობ საკმარის ყურადღებას იმას, თუ როგორ დადიხარ?» – მკითხა მან.

«დიახ, ვუთმობ», – ვუპასუხე, თამაშში ჩართულმა.  

«უთმობ საკმარის ყურადღებას იმას, თუ როგორ ლაპარაკობ?»

«ვფიქრობ, რომ კი», – წარმოვთქვი და საკუთარ ხმას დავუგდე ყური.

«უთმობ საკმარის ყურადღებას იმას, თუ როგორ აზროვნებ?» – მკითხა მან.

«სოკრატე, შემეშვი! მე ყველაფერს ვაკეთებ, რისი გაკეთებაც შემიძლია!»

ის ჩემსკენ გადმოიხარა. «ის ყველაფერი, რასაც შენ აკეთებ, არაა საკმარისი! შენი ყურადღება ინტენსიურობისგან უნდა იწვოდეს. გიმნასტიკის დარბაზში უაზრო ბოდიალი ვერ გაქცევს ჩემპიონად; თვალდახუჭული ჯდომა ყურადღების კონცენტრაციის გარეშე ვერ გაზრდის შენს გაცნობიერებულობას. მხოლოდ შენი პრაქტიკის ხარისხი მოგიტანს პროპორციულ შედეგს. აი შენ, კიდევ ერთი ისტორია:

მონასტერშ ყოფნისას, დღეებს ვატარებდი იმაში, რომ ამომეხსნა კოანი, ამოცანა, რომელიც მასწავლებელმა მომცა, იმისთვის, რომ ჩემი ჭკუის პროვოცირება მოეხდინა და მისი ნამდვილი ბუნება ეჩვენებინა ჩემთვის. მე არ შემეძლო ამოცანის ამოხსნა. ჩემი სწავლება ძალიან ნელა მიიწევდა წინ, და ეს სასოწარკვეთილებაშ მაგდებდა. მასწავლებელმა მითითება მომცა, რომ ჩემს კოანზე მუშაობა კიდევ ერთი თვით გამეგრძელებინა. «ამ დროში», – გამამხნევა მან, – «შენ აუცილებლად ამოხსნი მას».

თვე გავიდა, და მე მთელი ძალით ვცდილობდი, კოანი კი ისევ ამოუხსნელი დარჩა.

«განაგრძე მისი ამოხსნა კიდევ ერთი კვირის განმავლობაში, გულში ცეცხლით!» – თქვა მან. დღე და ღამე კოანი ჩემს თავშ იწვოდა, მაგრამ ვერაფრით შევაღწიე მის საიდუმლოში.  

როშიმ მითხრა: «კიდევ ერთი დღე, მთელი შენი სულით». დღის დასასრულისთვის გამოფიტული ვიყავი, და ვუთხარი მას: «მასწავლებელო, აზრი არა აქვს. გავიდა თვე, კვირა, დღე, და მე არ შემიძლია ამ ამოცანის ამოხსნა». მასწავლებელმა დაჟინებით შემომხედა და მითხრა: «იმედიტირე კიდევ ერთი საათი, და თუ ვერ მოახერხებ კოანის ამოხსნას ამ დროშ, თავის მოკვლა მოგიწევს».

«რაში ჭირდება მეომარს მედიტაცია? მე ვფიქრობდი, რომ გზა - ეს მოქმედებაა»

«მედიტაცია ეს უმოქმედო მოქმედოებაა; თუმცა შენ სრულიად მართალი ხარ იმაში, რომ მეომრის გზა უფრო დინამიურია. საბოლოო ჯამში შენ ისწავლი ყოველი შენი ქმედების მედიტირებას. თუმცა დასაწყისში მჯდომარე მედიტაცია ცერემონიის როლს ასრულებს, განსაკუთრებულად გამოყოფილი დროა, როცა ქმედების ინტენსივობა უნდა გაზარდო. შენ სრულყოფილად უნდა დაეუფლო რიტუალს, რომ იგი მთელს ყოველდღიურ ცხოვრებაზე გაავრცელო.

როგორც მასწავლებელი, მე გამოვიყენებ ნებისმიერ მეთოდს და საშუალებას, რაც ჩემს განკარგულებაშია, რათა შევინარჩუნო შენი ინტერესი და დაგეხმარო წინააღმდეგობების გადასალახად შეუპოვრად შრომაში.

მე რომ უბრალოდ მოვიდე და ყურში ჩაგჩურჩულო ბედნიერების საიდუმლო, არც კი მომისმენდი. შენ გჭირდებოდა ადამიანი, რომელიც მოგაჯადოებდა, ფოკუსს გიჩვენებდა, სახურავზე ახტებოდა, რათა როგორმე გაეღვიძებინა შენი ინტერესი.

რა გაეწყობა, მე არ ვარ თამაშების წინააღმდეგი, ყოველ შემთხვევაშ ჯერ-ჯერობით, მაგრამ დგება დრო, როდესაც თვითოეული მეომარი მარტო უნდა გაემგზავროს თავის გზაზე. ამჟამად კი ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ აქ დაგტოვო, გზის შესასწავლად».

მომეჩვენა, რომ ჩემით მანიპულირებდნენ, და ამან გამაბრაზა. «და რა გამოდის, მე დავბერდები აქ, ამ სადგურზე, ისევე როგორც შენ, რომელიც ელოდება მომენტს, რომ გამვლელ სტუდენტს დაესხას თავს». მაშინვე ვინანე ამ რეპლიკაზე, როგორც კი ჩემს ბაგეებს მოწყდა.

სოკრატე მოდუნდა, გაიღიმა და წყნარად წარმოთქვა: «შეცდომაშ არ შეგიყვანოს ამ ადგილმა ან შენი მასწავლებლის გარეგნობამ, დენ. საგნები და ადამიანები ხშირად ისეთი არაა, როგორადაც გვეჩვენება. მე სამყაროთი განვისაზღვრები, და არა ამ სადგურით. რაც შეეხება იმას, თუ რატომ უნდა დარჩე, ნუთუ ცხადი არაა, რა შეგიძლია მოიპოვო აქ? მე - სრულიად ბედნიერი ვარ. და შენ?»

მანქანა მოგვიახლოვდა. მის რადიატორს ორთქლის ღრუბელი ედგა თავზე. «წამოდი», ‑ თქვა სოკმა. «ეს მანქანა იტანჯება, და შეიძლება მისი დახვრეტა მოგვიწიოს, რომ ტანჯვისგან გავანთავისუფლოთ». ორივენი გარეთ გავედით, ტანჯულ მანქანასთან მდუღარე რადიატორით და მის პატრონთან, რომელიც ცუდ ხასიათზე იყო.

«ჯანდაბა! სად ხართ ამდენ ხანს? მთელი ღამე ვერ გელოდებით!»

სოკრატე სიყვარულით სავსე ინტერესით უყურებდა მას. «მოდი, შევხედოთ სერ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძება ნაკლებად დაგაყოვნოთ». მანქანა ავტო-ფარეხში შეაყვანინა, რადიატორს შლანგი მიუშვირა წნევით და იპოვა, საიდანაც გამოდიოდა წყალი. რამდენიმე წუთში შეადუღა ბზარი და მიუხედავად ამისა დაჟინებით მოუწოდა მძღოლს, რომ შეეცვალა ძველი რადიატორი. «ყველაფერი კვდება და იცვლება, რადიატორებიც კი», – თქვა და თვალი ჩამიკრა.

როცა ავტომობილი წავიდა, სოკრატეს სიტყვების ჭეშმარიტება როგორც იქნა დავიდა ჩემამდე. ის მართლაც აბსოლუტურად ბედნიერი იყო! მეჩვენებოდა, რომ ვერაფერი ვერ მოქმედებდა მისი სულის ბედნიერ განწყობაზე. მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც ვიცნობდი, იგი ყოფილა გაბრაზებული, სევდიანი, რბილი, სასტიკი, მხიარული და დადარდიანებულიც კი, მაგრამ ბედნიერება ყოველთვის ანათებდა მისი თვალებიდან მაშინაც, კი როცა ისინი ცრემლებით ივსებოდნენ.  

სახლში მიმავალი სოკრატეზე ვფიქრობდი. განთიადამდე ცოტა დრო რჩებოდა. საწოლში ვიწექი და ვერ ვიძინებდი იმაზე ფიქრში, გამოვიცნობდი თუ არა მისი ბედნიერების საიდუმლოს. ახლა ეს უფრო მნიშვნელოვნდა მიმაჩნდა, ვიდრე სახურავზე ახტომა.

ამ დროს სავიზიტო ბარათი გამახსენდა, რომელიც მან გადმომცა. სწრაფად წამოვხტი, შუქი ავანთე და საფულედან ბარათი ამოვიღე. გული ამიჩქარდა. სოკრატემ თქვა, რომ თუ დამჭირდებოდა, ორივე ხელში უნდა ამეღო ბარათი და უბრალოდ დამეძახა. მაშ, ახლა გამოვცდი.

ერთი წუთი მოკანკალე მუხლებით ვიდექი. რბილი ნათებით გარემოცული ბარათი ორივე ხელით ავიღე და დავუძახე: «სოკრატე, მოდი სოკრატე. დენი გიძახებს». თავი სრულ იდიოტად ვიგრძენი, რომელიც დილის ხუთ საათზე დგას ვიზიტკით ხელში და ჰაერს ელაპარაკება. არაფერი არ ხდებოდა. ზიზღით მოვისროლე ბარათი იატაკზე. სწორედ ამ დროს შუქი ჩაქრა.

«ვინ არის აქ!» – ვიყვირე მე და მკვეთრად დავტრიალდი, რომ მისი აქ ყოფნა მეგრძნო. კლასიკურად, როგორც კინოებშია, ფეხი ამიცურდა, სკამს შევეჯახე, საწოლის კუთხეს გამოვედე და იატაკზე გავიშხლართე.  

შუქი კვლავ აინთო. ვინმე რომ ყოფილიყო ახლო-მახლო, იფიქრებდა, რომ სტუდენტს პრობლემები აქვს ძველ ბერძნულთან. აბა რატომ უნდა ეყვირა დილის 5:04-ზე:  «ეშმაკმა დალახვროს, სოკრატე!»

მე ვერასოდეს გავიგებდი, შუქის გამორთვა დამთხვევა იყო თუ არა. სოკრატემ თქვა, რომ მოვიდოდა, მაგრამ არ უთქვამს - როგორ. მექანიკურად ავიღე ბარათი და უკან ვდებდი, საფულეში, როდესაც თვალის კუთხით შევამჩნიე, რომ ის შეცვლილი იყო. უკანასკნელი ხაზის ქვეშ, სიტყვებით: «პარადოქსი, იუმორი, ცვლილებები» გაჩნდნენ ახალი სიტყვები, უფრო მსხვილი შრიფტით: «მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში!».

გულიანად ვიცინე, და მაშინვე დამეძინა.

საზაფხულო ვარჯიშები იწყებოდა. სასიამოვნო იყო ძველი ნაცნობების სახეების დანახვა. ჰერბმა წვერი მოუშვა. რიკი და სიდი გარუჯულიყვნენ. ორივენი როგორც არასოდეს, ისე ძლიერად და ტანადად გამოიყურებოდნენ.  

ძალიან მინდოდა მათთვის გამეზიარებინა ჩემი ცხოვრებისეული მოვლენები და გაკვეთილები, მაგრამ არ ვიცოდი რით დამეწყო. და ამ დროს სოკის სავიზიტო ბარათი გამახსენდა. ვარჯიშის დაწყებამდე რიკი გვერდზე გავიხმე.

«მისმინე, რაღაც მინდა გაჩვენო». როცა დაინახავს მანათობელ ვიზიტკას, სოკის „სპეციალობების“ ჩამონათვალით, აუცილებლად დაინტერესდება; შესაძლოა ყველა დაინტერესდეს.  

პაუზა გავაკეთე, ბარათი ამოვიღე და მივაწოდე. «შეხედე ერთი, ხო მართლა დამაინტრიგებელია? ეს პიროვნება - ჩემი მასწავლებელია».

რიკმა ბარათს დახედა, შემდეგ ისევ მე შემომხედა.მისი სახე ისეთივე ცარიელი იყო, როგორც ბარათის ზედაპირი.  «ეს რა, ხუმრობაა? არ მესმის, დენ».

ბარათს დავხედე, შემდეგ ამოვატრიალე. «მმმ…», – დავიზმუვლე მე და სასწრაფოდ უკან შევინახე ბარათი, – «უბრალოდ შეცდომაა, რიკ. წავიდეთ ვარჯიშზე». უხმოდ ჩავისუნთქე. ეს მოვლენა კიდევ უფრო გაამყარებს გუნდში ჩემი ექსცენტრიულობის რეპუტაციას.  

სოკრატე, გავიფიქრე მე, რა იაფფასიანი ტრიუკია – გაქრობადი მელანი!

იმ საღამოს, როცა სადგურის ოფისში შევედი, ბარათი ხელში მეჭირა. მაშინვე საწერ მაგიდაზე დავაგდე. «გეყოფა იაფფასიანი ტრიუკების მოწყობა, სოკრატე. დავიღალე იმით, რომ იდიოტივით გამოვიყურები».

მან თანაგრძნობით შემომხედა: «ნუთუ კიდევ იდიოტივით გამოიყურებოდი?»

«საკმარისია, სოკრატე. გთხოვ, შეწყვიტე».

«რა შევწყვიტო?»

«ეს სისულელე გაქრობადი მელნით... ». თვალის კუთხით ნათება შევნიშნე მაგიდაზე:

მეომარი, ინკორპორეიტედი.

სოკრატე

წამყვანი სპეციალისტი საკითხებში:

პარადოქსი, იუმორი, ცვლილებები.

მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში!

არ მესმის», – ჩავიბურტყუნე მე, – «ეს ბარათი იცვლება?»

«ყველაფერი იცვლება », – მიპასუხა მან.  

«კი, ვიცი, მაგრამ ის გაქრა და ისევ გაჩნდა?»

«ყველაფერი ქრება და თავიდან ჩნდება».

«სოკრატე, როცა ვიზიტკას რიკს ვუჩვენებდი, მასზე არაფერი ეწერა».

«ეს საშინაო წესებია», – ღიმილით მხრები აიჩეჩა.

«ჩემთვის გაუგებარია შენი ახსნა. მინდა გავიგო, როგორ...»

«გაუშვი ეს », – თქვა მან, – «გაუშვი».

ზაფხულმა სწრაფად გაიარა. იგი სავსე იყო ვარჯიშებით და სადგურზე ღამის ვიზიტებით. ნახევარ დროს მედიტაციის პრაქტიკაშ ვატარებდით. მეორე ნახევარს ავტო-ფარეხშ ვმუშაობდით, ან უბრალოდ ჩაის ვსვამდით. ასეთ შესვენებებზე როგორც წესი ჯოიზე ვუსმავდი კითხვებს; ვიწვოდი მისი ნახვის სურვილით. სოკრატე არაფერს მეუბნებოდა.  

ზაფხულის არდადაგების დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე ჩემი ჭკუა კვლავ მოიცვა მომავალ მეცადინეობებზე ფიქრმა. გადავწყვიტე ერთი კვირით ნიუ-იორკში ჩავფრენილიყავი, მშობლების მოსანახულებლად. ჩემს ვალიანტს აქ, ამ სადგურზე დავტოვებ, ლოს-ანჯელესში კი მოტოციკლს ვიყიდი და იმით დავბრუნდები.

ტელეგრაფ-ავენიუს მაღაზიებში დავდიოდი, და აფთიაქიდან გამოვდიოდი კბილის პასტით ხელში, როდესაც გამხდარი მოზარდი მომიახლოვდა საშინელი ოფლის სუნით. «ხურდა არ გაქვს?» – მკითხა ისე, რომ არც კი შემოუხედავს.

«სამხუხაროდ არა», – ვთქვი ყოველგვარი მწუხარების გარეშე. შევბრუნდი და გავიფიქრე  «სამუშაო იშოვე». შემდეგ გაჩნდა ძლივს გარჩევადი დანაშაულის გრძნობა. მე ვუთხარი „არა“ მათხოვარს კაპიკის გარეშე. გაჩნდა ბრაზიანი ფიქრები. «მან არ უნდა მიმართოს ადამიანებს ასეთი თხოვნებით!»

კვარტალის ნახევარი გავიარე, სანამ გავაცნობიერებდი მთელ ამ ჭკუისმიერ ხმაურს, რომელიც ასეთი დაძაბულობის მიზეზი გახდა. და ყველაფერი იმის გამო, რომ ვიღაც ბიჭმა ფული მთხოვა და მე უარი ვუთხარი. ამ მომენტშ მე გავუშვი ეს. შვება ვიგრძენი, ღრმად ჩავისუნთქე, დაძაბულობა ჩამოვიფერთხე და მთელი ყურადღება მშვენიერ დღეს მივაპყარი.  

იმ ღამით სოკრატეს ვუთხარი:

«სოკ, მე ლოს-ანჯელესში მივფრინავ, მშობლებთან, რამდენიმე დღით. იქ მოტოციკლის ყიდვას ვაპირებ. ასევე ახლახანს შევიტყვე იმის შესახებ, რომ გიმნასტიკის ამერიკის ფედერაცია მე და სიდს ლუბლიანაში, იუგოსლავიაში გვაგზავნის, რათა გიმნასტიკის მსოფლიო ჩემპიონატი ვნახოთ. ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ პოტენციური ოლიმპიელები ვართ, და უნდათ, რომ შანსი მოგვცენ. როგორ მოგწონს ახალი ამბები?»

ჩემდა გასაკვირად სოკრატე მხოლოდ მოიქუფრა, და თქვა: «რაც მოსახდენია, ის მოხდება».

გადავწყვიტე იგნორირება გამეკეთებინა ამ სიტყვებისთვის და კარისკენ გავემართე. «ნახვამდის სოკ. რამდენიმე კვირაშ შევხვდებით».

«რამდენიმე საათში შევხვდებით», – მიპასუხა მან, – «ლუდვიგის შადრევანთან ვხვდებით, შუადღეს».

«ო’ქეი!» – ვუპასუხე და წამოვედი.

ექვსი საათი მეძინა და მაშინვე სირბილით გავეშურე შადრევანისკენ, რომელიც სტდ-ქალაქთან ახლოს იყო. შადრევანს ლუდვიგი დაარქვეს იმ ძაღლის საპ[ატივცემულოდ, რომელიც ხშირად დადიოდა ამ ადგილას. რამენიმე ძაღლი ახლაც იკრიბებოდა ხოლმე იქ, აგვისტოს სიცხისგან თავდასაცავად.

როგორც კი კამპანელამ - ბერკლიში ცნობილმა საათიანმა კოშკმა - შუადღის ზარი ჩამოჰკრა, მაშინვე სოკის ჩრდილი დავინახე ჩემს ფეხებთან.

«წამოდი, გავისეირნოთ», – თქვა მან. კომპუსის გავლით წავედით, საფეხბურთო სტადიონი გავიარეთ და მარწვის კანიონზე ავედით. როგორც იქნა დაილაპარაკა.

 «შენთვის დენ, გაცნობიერებული ტრანსფორმაციის პროცესი დაიწყო. ეს უაზროდ არ უნდა მიუშვა. უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გაქვს. როგორც კი მობრუნებას გადაწყვეტ, სიგიჟით დაამთავრებ. ამ მომენტიდან შენ შეგიძლია მხოლოდ წინ იარო. ახლა უკვე ვალდებულებით ხარ შებოჭილი».

«გინდა თქვა, როგორც ინსტიტუტში?» – ვეცადე გამეხუმრა.  

გაეცინა. «შესაძლოა იყოს ამაშ პარალელებიც».

ჩუმად მივაბიჯებდით სარბენ ბილიკზე, ბუჩქებს შორის.

«განსაზღვრული ნიშნულის იქით, ვეღარავინ დაგეხმარება, დენ. მე რაღაც პერიოდი გატარებ, მაგრამ დადგება დრო, როდესაც მეც უნდა გაგეცალო და მარტო დარჩები. დიდ განსაცდელებს მოგიწყობენ მანამ, სანამ სწავლას დაამთავრებ. მოგიწევს, რომ დიდი შინაგანი ძალა განივითარო. ვიმედოვნებ, რომ დროულად მოგისწრებს ეს ძალა».

მსუბუქი გრილი ნიავი ბუხტის მხრიდან შეწყდა და სიცხე ჩამოწვა. თუმცაღა მე სიცივეს ვგრძნობდი. სიცხეში ვკანკალებდი და ხვლიკს ვუმზერდი, რომელიც ბალახში მიცოცავდა. სოკის უკანასკნელი სიტყვები მკაფიოდ აღიბეჭდა ჩემს გონებაში. მივიხედ-მოვიხედე. ის არსად არ იყო. 

შეშინებული, თვითონაც არ ვიცი რატომ, უკან გავბრუნდი. მაშინ არ ვიცოდი, რომ ჩემი ინიციაცია დასრულდა. ძალიან მალე ნამდვილი გაკვეთილები უნდა დაწყებულიყო, და უნდა დაწყბულიყო კოშმარით, რომელიც ძლივს გადავიტანე.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff