მშვიდობიანი მეომრის გზა

დენ მილმენი
0
0

სამყაროს უმაღლეს მეომარს, რომელთან შედარებითაც სოკრატე - მხოლოდ მოკრძალებული ანარეკლია.

5. ბილიკი მთაზე

  5. ბილიკი მთაზე

სოკი ცხელ ჩაის ჩვენს ტყუპ-ჭიქებში ასხამდა და პირველად მეუბნებოდა გამამხნევებელ სიტყვებს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. «შენი გამარჯვება ამ დუელში არის პირველი რეალური მოწმობა იმისა, რომ შეგიძლია შემდგომი პროგრესირება ერთადერთი მიზნისკენ».

«და რას ნიშნავს ეს?»

«როცა საიდუმლო გაგეხსნება, შენ ამოიცნობ მას. უახლოეს დროში შენი სწავლების აქცენტი სხვა სფეროში გადავა».

ცვლილება! პროგრესის ნიშანი. აღელვებული ვიყავი. როგორც იქნება განვაგრძობთ რაღაც ახლისკენ სვლას, ვფიქრობდი მე.  «სოკრატე», – ვკითხე მე, – «რა არიოს ეს ახალი სფერო, რომელიც ახსენე?»

«ერთი შემიძლია ზუსტად გითხრა - მე აღარ ვაპირებ ავტომოპასუხე მოწყობილობის როლში ყოფნას. მოგიწევს თავად იპოვო პასუხები საკუთარ თავში». «და ყველაფერი ახლა იწყება. გადი გარეთ. სადგურს შემოუარე. სანაგვე ყუთთან, ყველაზე შორეულ კუთხეში დიდ ბრტყელ ქვას იპოვნი. იჯექი ამ ქვაზე მანამ, სანამ თავშ რეიმე ღირებული არ მოგივა, რისი თქმაც შეგიძია ჩემთვის».

მე ველოდი. «სულ ესაა?»

«ზუსტად. დაჯექი და გაუხსენი შენი ჭკუა შინაგან სიბრძნეს».

ქუჩაში გავედი, ქვა ვიპოვნე და სიბნელეში ჩამოვჯექი. თავიდან ჩემს თავშ შემთხვევითი აზრები მოძრაობდნენ. შემდეგ გავიფიქრე ყველა მნიშვნელოვან ცნებაზე, რომელთა შესახებაც სკოლასა და უნივერსიტეტში მთელი სწავლების განმავლობაში გამიგია. გაიარა საათმა, შემდეგ ორმა, შემდეგ სამმა. რამდენიმე საათში მზე უნდა ამოსულიყო. მციოდა. სუნთქვა შევანელე და ცოცხლად წარმოვიდგინე, რომ ჩემი მუცელი თბებოდა. მალე კვლავ კომფორტულად ვიგრძენი თავი.

გათენდა. ერთადერთი, რის შესახებაც მინდოდა მეთქვა მისთვის, ეს იყო გამობრწყინება, რომელიც ფსიქოლოგიის ლექციაზე მეწვია. წამოვდექი ჩემს დაბუჟებულ და დაღლილ ფეხებზე და ოფისისკენ გავემართე. სოკრატემ დამინახა და წამოიძახა: «ო, ასე მალე? აბა რა გინდა რომ მითხრა?»

მე თითქმის მრცხვენოდა ლაპარაკის, მაგრამ იმედი მქონდა, რომ კმაყოფილი დარჩებოდა. «კარგი, სოკ. ჩვენი ხილული განსხვავებულობის მიღმა, ჩვენ ყველას ერთი და იგივე ადამიანურ მოთხოვნილებებს და შიშები გაგვაჩნია; ჩვენ ყველანი ერთ გზაზე ვიმყოფებით, და ამ გზისკენ ერთმანეთს ვუთითებთ. და ამის გაგებას შეუძლია თანაგრძნობა მოგვცეს».

«ცუდი არაა. დაბრუნდი ქვასთან»

«კი მაგრამ, უკვე თენდება. შენ მალე მიდიხარ».

«არაა პრობლემა», – ფართოდ გაიღიმა მან, – «დარწმუნებული ვარ, რომ საღამომდე რამეს მოიფიქრებ».

«საღამოს, მე…». მან კარებზე მიმითითა.

ქვაზე ვიჯექი, სახსრებს ვეღარ ვგრძნობდი და ფიქრებით ბავშვობაში ვიყავი დაბრუნებული. გამობრწყინების მოლოდინში წარსულზე ვფიქრობდი. ვცდილობდი სოკრატესთან მიღებული მთელი გამოცდილება ერთ გონებამახვილურ აფორიზმად შემეკუმშა. 

გაცდენილ მეცადინეობებზე და ვარჯიშზეც გავიფიქრე. შესაძლოა მოვუყვე მწვრთნელს, რა საპატიო მიზეზი მქონდა და როგორ ვიჯექი სადგურის უკან ქვაზე. ეს ისტორია საკმაოდ სულელურია, რომ გააცინოს იგი.

მზე ნელა მოძრაობდა ცის კაბადონზე, თითქოს ნელ აგონიაში, მე კი დაღამებამდე ვიჯექი - მშიერი, გაბრაზებული და სასოწარკვეთილი. არაფერი მქონდა სათქმელი სოკრატესთვის. შემდეგ, ზუსტად იმის წინ, ვიდრე ცვლაში გამოვიდოდა, ჩემამდე დავიდა. მას უნდოდა გაეგო რაიმე ღრმა, უფრო კოსმიური! ახალი ძალით მოვახდინე კონცენტრაცია. დავინახე როგორ შემოვია სადგურზე და ხელი დამიქნია. ძალისხმევა გავაორმაგე, და დაახლოებით შაღამისას გამომივიდა. ხოხვაც კი არ შემეძლო, ამიტომ რამდენიმე წუთი გავარჯიშება მომიწია, რომ ოფისამდე მიმეღწია. 

«ადამიანების სოციალურ ნიღბებს მიღმა მათი საერთო შიშები და აწრიალებული ჭკუები დავინახე, და ამან ცინიკოსი გამხადა, რადგანაც მზად არ ვიყავი უფრო ღრმად შემეღწია, რომ სინათლე დამენახა მათში». ვფიქრობდი, ეს ნამდვილი გამოცხადება იყო.

«შესანიშნავია», – განაცხადა სოკმა. მაგრამ როგორც კი შვებით ამოვისუნთქე, დაამატა, – «მაგრამ მთლად ის არაა, რაც მჭირდება. შეგიძლია მითხრა რაღაც მართლა ამაღელვებელი და ცოცხალი?». არავისადმი მიმართული რისხვით დავიღმუვლე და ჩემს ფილოსოფიურ ქვას დავუბრუნდი.

«რაღაც ამაღელვებელი და ცოცხალი», – ამბობდა ის. იქნებ ეს მინიშნება იყო? თავისთავად მოხდა ისე, რომ სპორტულ დარბაზში ჩემს ვარჯიშებზე დავიწყე ფიქრი. ჩემი თანაგუნდელები დედებივით ზრუნავდნენ ჩემზე. ცოტა ხნის წინ წრიულ მოძრაობას ვაკეთებდი ძელზე. ხელების შეცვლის დროს ხელი ამისხლტა და პირუეტის უმაღლესი წერტილიდან მომიწია გადმოხტომა. ვიცოდი, რომ ამის გამო ფეხებზე უხეშად დახტომა მომიწევდა, მაგრამ სიდმა და ჰერბმა ჰაერში დამიჭირეს და რბილად დამიშვეს ძირს.  «ფრთხილად, დენ», – მითხრა სიდმა, – «გინდა მანამდე დაიზიანო ფეხი, სანამ შეხორცდება?»

ცნობიერებას მოდუნების საშუალება მივეცი და იმედი მქონდა, როპმ შესაძოა გრძნობები დამეხმარონ. სხეული გახევდა და ამტკივდა, და მეტად აღარ შემეძლო კონცენტრაცია. გავიფიქრე, რომ ცუდი არაფერი იქნებოდა იმაში, თუ ქვიდან წამოვდგებოდი და ტაი-ჩის ნელ მოძრაობებს გავაკეთებდი. ჩინურ გიმნასტიკას, რომელიც სოკმა მასწავლა.

მუხლები მოვხარე და ხელებით გრაციოზული მოძრაობების კეთება დავიწყე, ნელა ვირწეოდი წინ და უკან, საკუთარი ღერძის გარშემო ვტრიალებდი და სუნთქვას საშუალებას ვაძლევდი, რომ სიმძიმის ცენტრის გადატანა ეკონტროლებინა. ჩემი ჭკუა დაცარიელდა, შემდეგ კი შემდეგი სცენით შეივსო: 

რამდენიმე დღის წინ აუჩქარებელი და ფრთხილი გარბენა გავაკეთე პარკში. იმისთვის, რომ უკეთ მოვდუნებულიყავი, ტაი-ჩის მოძრაობები გავაკეთე. სირბილეზე და მოძრაობის წონასწორობაზე გავაკეთე კონცენტრაცია და თავს წყალმცენარესავით ვგრძნობდი ოკეანეში.

რამდენიმე უფროსკლასელი, ბიჭი და გოგო, შეჩერდა, რომ თვალყური ედევნებინა ჩემთვის, მაგრამ არანაირ ყურადღებას არ ვაქცევდი მათ და საშუალებას ვაძლევდი ჩემს ყურადღებას, რომ მოძრაობებთან ერთად ედინა. დავამთავრე და სპორტული შარვლის ჩაცმა დავიწყე სარბენ შორტებზე, და ამ დროს ჩემმა ყოველდღიურმა ცნობიერებამ გამოავლინა თავი: «საინტერესოა, კარგად გამოვიყურებოდი?» ჩემი ყურადღება ორმა სიმპათიურმა თინეიჯერმა გოგონამ მიიპყრო, რომლებიც თვალს მადევნებდნენ და ხითხითებდნენ. «ალბათ დანახულის შთაბეჭდილების ქვეშ არიან», – ვფიქრობდი მე, ამ დროს კი ორივე ფეხს შარვლის ერთ ტოტში ვყოფდი, ბუნებრივია წონასწორობა დავკარგე და საჯდომით დავეცი.  

გოგონებსაც და ყველა გარშემომყოფს ხმამაღლა გაეცინათ. ერთი წამით შევცბი, შემდეგ კი ზურგზე გადავწექი და მათთან ერთად გულიანად ვიცინე.  

ქვაზე ვიჯექი და ვფიქრობდი, რით იყო ეს ეპიზოდი მნიშვნელოვანი. და ამ დროს გამოანათა; მინდა სოკრატეს რაღაც ნამდვილი ვუთხრა. 

«ოთახში შევედი, სოკის საწერი მაგიდის წინ გავჩერდი და ვთქვი: „არ არსებობს ჩვეულებრივი წამები!“

მას გაეღიმა. «კეთილი იყოს შენი მობრძანება!» არაქათგამოცლილი დივანზე დავეგდე, მან კი ჩაის მოდუღება დაიწყო.

ამის შემდეგ ყოველ მომენტს სპორტულ დარბაზში - იატაკზეც და ჰაერშც - ვეპყრობოდი როგორც განსაკუთრებულს, ჩემისრული ყურადღების ღირსს. შემდგომი მეცადინეობები, როგორც არაერთხელ ამიხსნა სოკმა, დამჭირდებოდა იმისთვის, რომ გამეფართოებინა ეს სამართებელივით ბასრი სამყაროს აღქმა ყოველდღიური ცხოვრების ყოველ გაელვებაში. და ეს რა თქმა უნდა გაცილებით მეტ პრაქტიკას მოითხოვდა.  

მომდევნო დღის პირველ ნახევარში, ვარჯიშის წინ, თბიული და მზიანი დღე გამოვიყენე იმისთვის, რომ წითელი ხეების ხეივანში დავმჯდარიყავი მედიტაციისთვის. ათი წუთიც არ იყო გასული, როდესაც უკნიდან ვირაცამ მტაცა ხელი და აქეთ-იქეთ დამიწყო ქანაობა. გვარდზე გადავბრუნდი და ოთხზე დავდექი. და დავინახე ვინც ყოფილა.

«სოკრატე, ხანდახან საერთოდ არ გყოფნის კარგი მანერები».

«ძილისგუდა!» – თქვა მან, – «გეყოფა ძილი, წინ სამუშაო გელის».

«ახლა არაა ჩემი სმენა, – გავაჯავრე მას, – „სადილის შესვენებაა, სხვა კლერკს მიმართეთ“.

«დროა უკანალი გაანძრიო, ქვის უკანალიანო შერიფო. წადი და ბოტასები ჩაიცვი, ათ წუთში აქ შევხვდებით».  

სახლში დავბრუნდი, ჩემი ძველი ადიდასები ჩავიცვი და წითელი ხეების ხეივანისკენ გავიქეცი. სოკრატე იქ არ აღმოჩნდა. და ამ დროს ის დავინახე.

«ჯოი!» მას ცისფერი სარბენი შორტები და ტაიგერის ყვითელი ბოტასები ეცვა. მივირბინე და გადავეხვიე. ვიცინოდი და ვცდილობდი, რომ ბალახზე წამექცია და მეჭიდავა, მაგრამ იგი მყარად იდგა ფეხებზე. მინდოდა დამელაპარაკა, გრძნობები გამომეხატა, ჩემი გეგმების შესახებ მომეყოლა, მაგრამ ხელიგული პირზე მომადო და თქვა: «დენი, დღეს საღამოს გვექნება საუბრის დრო. ახლა კი ჩემთან ერთად გაიმეორე».

მან მაჩვენა ვარჯიში, რომელიც ტაი-ჩის მოძრაობებისგან, ვიზუალიზაციებისგან, რიტმული გიმნასტიკისგან და კოორდინირებაზე მიმართული მოძრაობებისგან შედგებოდა. მისი თქმით ეს  შედგებოდა «ახურებდა ჭკუას და სხეულს». რამდენიმე წუთში მსუბუქი და თავისუფალი ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი.

მოულოდნელად ჯოის სიტყვები გავიგე: «მოვემზადოთ, სტარტი! ყურადღება, მარში!» მან კამპუსის გავლით მარწყვის კანიონების ბორცვებისკენ გაირბინა. მე ორთქმავალივით ვქშინავდი და უკან მივდევდი, და უფრო და უფრო მეტად უკან ჩამოვრჩი, რადგანაც შორს ვიყავი სირბილისთვის საჭირო ფორმისგან. გაბრაზებუილი მთელი ძალით ვცდილობდი დავწეოდი, ჩემი ფილტვები გაცხელდა. წინ და შორს, ჯოის შემაღლებულზე გაჩერდა და დამელოდა. თითქმის ვეღარ ვსუნთქავდი, როცა მასთან მივირბინე.

«რატომ ამდენ ხანს, ძვირფასო?» – თქვა მან, ხელებით თეძოებზე დაყრდნობილმა. და შემდეგ კვლავ გაფრთხიალდა, მთის ბილიკის დასაწყისისკენ. მე შეუპოვრად მივყვებოდი და ვიტანდი ტკივილს, სავსე გადაწყვეტილებით, რომ არ დავნებდებოდი.

როცა ბილიკს მივუახლოვდით, მან სირბილის ტემპი ადამიანურამდე შეამცირა. და როდესაც ბილიკის დასაწყისს მიაღწია, ჩემდა სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ უკან მობრუნებულიყო, უფრო შორეული ბორცვებისკენ გაიქცა.  

მე მადლიერების უხმო ლოცვა აღვავლინე, როცა ბილიკის ბოლოს შემობრუნდა და აღარ წამიყვანა ოთხი მილის სიგრძის სასიკვდილოდ ციცაბო აღმართისკენ, რომელიც ქვედა და ზედა ბილიკებს აერთიანმებდა. როცა მსუბუქი ტემპით ქვემოთ მოვრბოდით, ჯოიმ დაილაპარაკა: «დენი, სოკრატემ მთხოვა მომზადების ახალ საფეხურზე გადავსულიყავი შენთან. მედიტაცია - ძალიან სასარგებლო ვარჯიშია. მაგრამ დრო მოვიდა თვალები გაახილო და გაიხედ-გამოიხედო. ცხოვრება ბრძოლაა», – აგრძელებდა იგი, – «ეს უბრალოდ მჯდომარე პრაქტიკა არაა. ეს ამაღელვებელი, მოძრაობით სავსე გამოცდილებაა! როგორც სოკრატემ უკვე გითხრა», – ამბობდა იგი, როცა უფრო ციცაბო დაღმართზე მოვრბოდით, – «ეს გზა – მოქმედებების გზაა, მოქმედებებს კი საკმარისად მიიღებ!»

ამასობაში ჩაფიქრებული და თავდახრილი ვუსმენდი: «დიახ, მე მესმის შენი, ჯოი. აი რატომ ვვარჯიშობ სპორტულ დარბაზში...». როცა თავი ავწიე, მისი პატარა ფიგურა თითქმის ქრებოდა ჰორიზონტიდან.  

დღის ვარჯიშისთვის ბოლომდე ძალგამოცლილი ვიყავი. მატრასზე დავწექი და გაჭიმვებს ვაკეთებდი მანამ, სანამ მწვრთნელი არ მოვიდა და არ მომმართა: «შენ მთელი დღე აქ იწვები, თუ მოსინჯავ ერთ შესანიშნავ ვარჯიშს, რომელიც მოგიმზადეთ?»  

«ო’ქეი, ჰოლ», – გავუღიმე მე. შემდეგ ფრთხილად მოვსინჯე რამდენიმე აკრობატული სავარჯიიშ და ამით ფეხი შევამოწმე. სირბილი სირბილად, მაგრამ აკრობატიკა - აკრობატიკაა. რთული აკლრობატული პირუეტების დროს ფეხებზე დატვირთვამ შესაძლოა ერთნახევარ ტონაზე მეტს მიაღწიოს. პირველად ტრავმის შემდეგ, ბატუტზე ვარჯიში მოვსინჯე, რიტმულად დავხტოდი და სალტოებს ვაკეთებდი.

პეტი და დენისი ახლოს იდგნენ და ერთხმად დაიყვირეს: «მილმენ! ფრთხილად! ხომ იცი რომ შენი ფეხი ბოლომდე არ შეხორცებულა!» გავიფიქრე, რას იტყოდნენ რომ ცოდნოდათ, რომ დღეს რამდენიმე მილი ვირბინე გორებზე.

იმ დღეს ისე დავიღალე, რომ ძლივს მივლასლასდი სადგურამდე, ჩაის და რაიმე მშვიდი საუბრის იმედად. ადრე მაინც მცოდნოდა.

«აქ დადექი. ჩემსკენ სახით, აი ასეთ პოზაში», – სოკრატემ მაჩვენა: მუხლები მოხრილი, ბარძაყები წინ, ზურგი სწორი და მხრები გამართული. ხელები წინ გაშვერილი, თითქოს უჩინარი ბურთი გიჭირავს. «შეინარჩუნე ეს პოზა და არ გაინძრე, და ნელა ისუნთქე, მანამდე კი რაღაცეებს აგისხნი».

ის თავის საწერ მაგიდასთან დაჯდა და მაკვირდებოდა. თითქმის მაშინვე მუხლებმა კანკალი დამიწყო და ამტკივდა. «რამდენ ხანს უნდა ვიდგე ასე?» – დავიკვნესე მე.

მან ჩემს კითხვას იგნორირება გაუკეთა და თქვა: «საშალო ადამიანთან შედარებით, შენ კარგად მოძრაობ, დენ, მაგრამ შენს სხეულში მაინც საკმაოდაა კვანძები. შენს კუნთებში ბევრი დაძაბულობა დაგროვდა, დაძაბული კონთების მოძრაობისთვის კი მეტი ენერგიაა საჭირო. ამგვარად პირველ რიგში უნდა ისწავლო დაგროვილი დაძაბულობისგან განთავისუფლება».

ფეხები ძალიან მიკანკალებდა და მტკიოდა. მათზე კონტროლს ვკარგავდი. «მტკივა!»

«გტკივა მხოლოდ იმიტომ, რომ კუნთები ქვასავით გაქვს».

«ძალიან კარგი. შენ თვალები ამიხილე!»

სოკრატემ მხოლოდ გაიღიმა და მოულოდნელად ოთახიდან გავიდა, მე კი ნახევრადმოხრილი მუხლებით დამტოვა, აკანკალებული და გაოფლილი. შემდეგ მოზრდილი რუხი კატით ხელში დაბრუნდა, რომელმაც ჩემი აზრით ბევრ ქუჩის ბრძლაში მიიღო მონაწილეობა.  

«შენ ისეთივე კუნთები უნდა განივითარო, როგორც ამ კატას აქვს, რომ ჩვენსავით მოძრაობა შეძლო», – თქვა და კატას ყურთან მოეფერა. კატა განაბული კრუტუნებდა.

შუბლზე ოფლის მსხვილი წვეთები მომდიოდა. ტკივილი მხრებში და ფეხებში თითქმის აუტანელი ხდებოდა. ბოლოს და ბოლოს სოკრატემ თქვა: «თავისუფლად». მე დაუყოვნებლივ გავასწორე ფეხები, შუბლი მოვიწმინდე და კუნთები მოვადუნე. «მოდი, გაგაცნობთ ერთმანეთს». კატა ხმამაღლა კრუტუნებდა სიამოვნებისგან, როცა სოკრატე ყურების უკან ეფერებოდა. «ჩვენ ორივენი თვალსაჩინოება ვიქნებით შენთვის, არა ფისუნია?» კატამ ხმამაღლა დაიკნავლა დასტურის ნიშნად. «ახლა ხელი დააჭირე მისი უკანა თათის კუნთს, სანამ ძვალს არ იგრძნობ».

«ეგრე შემიძლია ტკივილი მივაყენო».

«დააჭირე!»

მე მზარდი ძალისხმევით ვაჭერდი კატას კუნთზე, სანამ ძვალი არ ვიგრძენი. კატა ცნობისმოყვარეობით მიყურებდა და კრუტუნს აგრძელებდა.

«ახლა ჩემი წვივის კუნთს დააჭირე», – თქვა სოკმა.

«არ შემიძლია სოკ. ჩვენ საკმარისად კარგად არ ვიცნობთ ერთმანეთს».

«დროზე, ჭკვიანო». მე დავაჭირე და გაკვირვებულმა აღმოვაჩინე, რომ შეგრძნებით, მისი კუნთები ზუსტად კატის კუნთებივით იყო, ძალიან დამყოლი და ელასტიური.  

«ახლა ჩემი ჯერია», – თქვა მან, დაიხარა და ჩემი წვივის კუნთს დააჭირა.

«ოი-ოი!», ‑ დავიყვირე მე. «ყოველთვის მეგონა, რომ მაგარი კუნთები – ეს ნორმალურია», – ვთქვი და კუნთები დავიზილე.

«ეს ნორმალურია, დენ, მაგრამ შენ ნორნალურობის ზღვარს უნდა გასცდე, ჩვეულებრივის, ორდინალურის და ახსნადის ზღვარს, იმისთვის, რომ მეომრის სამყოფელს მიუახლოვდე. შენ ყოველთვის ცდილობდი საუკეთესო ყოფილიყავი ჩვეულებრივ რეალობაში. ახლა მოგიწევს რიგითი გახდე - მაღალ რეალობაში».

სოკრატე კიდევ ერთხელ მოეფერა კატას და გარეთ გაუშვა. სოკრატემ ფიზიკური მომზადების ნატიფი ელემენტები გამაცნო... «ახლა შენ იცი, როგორი დაჭიმულობა შეუძია ჭკუას, რომ სხეულს მიანიჭოს. შენ აგროვებდი დარდს, დაძაბულობას და სხვა ნაგავს წლების განმავლობაში. ახლა დრო მოვიდა გაგანთავისუფლო ამ ძველი დაჭიმულობისგან, რომელიც შენს კუნთებშია გამჯდარი».

სოკრატემ სარბენი შორტები მომაწოდა და მითხრა, რომ გამომეცვალა. როცა დავბრუნდი ისიც შორტებშ იყო. ხალიჩაზე თეთრი ზეწარი იყო გაშლილი. «კლიენტი რომ მოვიდეს რას იზამ?». მან ლაბადა-პონჩოზე მიმითითა, რომელიც შემოსასვლელთან ახლოს ეკიდა.  

«ახლა ზუსტად ჩემსავით გააკეთე». მან სურნელოვანი ზეთის შეზელვა დაიწყო მარცხენა ტერფზე. მე მის ყოველ მოძრაობას ვაკოპირებდი, თუ როგორ აწვებოდა, ზელდა და გულდასმით ამუშავებდა ქუსლს, ყოველ თითს და მთლიანად ტერფს.

«ძვლები დაზილე, არა მხოლოდ კანი და კუნთები – უფრო ღრმად», – თქვა მან. ნახევარ საათში მარცხენა ტერფს მოვრჩით. იგივე პროცესი მარჯვენა ტერფზეც გავიმეორეთ. მთელი პროცესი რამდენიმე საათი გაგრძელდა და სხეულის ყოველ ნაწილს შეეხო. ჩემს კუნთებზე ისეთი რაღაცეები გავიგე, რაზეც წარმოდგენა არ მქონდა. შემეძლო მეგრძნო ადგილი, სადაც მიმაგრებული იყო ყოველი კუნთი; შემეძო მეგრძნო ძვლების ფორმა. გამაოცა იმან, რომ მე, ათლეტმა, არ ვიცნობდი ჩემს საკუთარ სხეულს.  

როცა ხუთი საათის შემდეგ კვლავ გადავიცვი ტანსაცმელი, მომეჩვენა, რომ მასთან ერთად ახალი სხეული ჩავიცვი. კლიენტისგან დაბრუნებულმა სოკრატემ თქვა: «შენ ბევრი შიში მოიშორე სხეულიდან. გამოყავი დრო ამ პროცედურისთვის მინიმუმ კვირაში ერთხელ, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. განსაკუთრებული ყურადღება ფეხებს მიაქციე; ტრავმის ადგილი დღეში ორჯერ დაამუშავე მომდევნო ორი კვირის განმავლობაში».

«უფრო მეტი საშინაო დავალება» – გავიფიქრე მე. ცა რუხი გახდა. დავამთქნარე. სახლშ წასვლის დროა. როცა კარიდან გავდიოდი, სოკრატემ მიბრძანა მთის ბილიკის დასაწყისთან ვყოფილიყავი ზუსტად დღის პირველ საათზე.  

ადგილზე ადრე მივედი. ზანტად ვაკეთებდი გაჭიმვებს და ვარჯიშებს; ჩემი სხეული ძალიან დამყოლი და მსუბუქი გახდა «ძვლების მასაჟის“ შემდეგ, თუმცა რამდენიმე საათიანი ძილის შემდეგ, ვერ მოვახერხე რიგიანად დასვენება. მსუბუქი წვიმა დაიწყო; რაც არ უნდა ყოფილიყო, არავისთან ერთად სირბილი არ მინდოდა. ამ დროს ბუჩქებში ტოტების მტვრევის ხმა გავიგონე. გავშეშდი მოლოდინით, რომ ბუჩქებიდან ირემი გამოვიდოდა. მაგრამ მის ნაცვლად ჯოი გამოვიდა. ელფების პრინცესას ჰჰგავდა. მუქი მწვანე შორტები ეცვა და ღია მწვანე მაისური წარწერით:  «ბედნიერება – სავსე ავზია». ეჭვგარეშეა – სოკის საჩუქარი იყო. 

«ჯოი, სანამ სირბილს დავიწყებთ, მოდი დავჯდეთ და დავილაპარაკოთ: იმდენი რამე მაქვს სათქმელი...» მან გამიღიმა და გაიქცა.

ბილიკის განაპირა ნაპირზე მივდევდი და თითქმის მივცურავდი სველ თიხაში. გუშინდელი დატვირთვის შემდეგ ძალიან გადაღლილი მქონდა ფეხები. ცოტა ხნის შემდეგ ვეღარ ვსუნთქავდი. მარჯვენა ფეხი არ მასვენებდა, მაგრამ არ ვწუწუნებდი. მიხაროდა, რომ ჯოის გუშინდელთან შედარებით უფრო მოწყალე ტემპი ეჭირა.

ქვედა ბილიკის ბოლოსთან უხმოდ მივირბინეთ. გაჭირვებით ვსუნთქავდი. ძალა აღარ მრჩებოდა. უკვე უკანმოვბრუნდი, როდესაც მითხრა: «მომყევი, მორბენალო», – და ციცაბოზე დაიწყო ასვლა. «არა!» – დაიყვირა ჩემმა ჭკუამ. «ცალსახად, არა!» – დაუდასტურეს გასავათებულმა კუნთებმა. შემდეგ ზემოთ ავიხედე და დავინახე, თუ რა მსუბუქად უახლოვდებოდა ჯოი ბორცვის მწვერვალს, თითქოს ეს დაბლობი ყოფილიყო.

მხეცური ყვირილი აღმომხდა და მეც ციცაბოს ავუყევი. მთვრალი გორილასავით გამოვიყურებოდი, ორად გაკეცილი, აღრენილი, ბრმად მცოცავი. ორ ნაბიჯს წინ ვდგამდი, ერთი ნაბიჯით უკან ვცოცდებოდი.  

ზემოთ ციცაბო უფრო თანაბარი ხდებოდა. ჯოი იდგა და სველი ხავსის არომატს სუნთქავდა. ის ისეთივე მშვოდად და ბედნიერად გამოიყურებოდა, როგორც ბემბი. ჩემი ფილტვები იხვეწებოდნენ ჰაერის დიდ რაოდენობას. «იდეა მაქვს», – ამოვისუნთქე მე. «მოდი დანარჩენი გზა უბრალოდ ვიაროთ... არა, მოდი ვიხოხოთ... ეს მეტ დროს მოგვცემს საუბრისთვის. როგორ მოგწონს ეს წინადადება? თანახმა ხარ?»

«გავიქეცით», – მხიარულად თქვა მან.

ჩემი მწუხარება რისხვად იქცა. დედამიწის კიდემდე ვარბენინებ მას! გუბეში შევტოპე, ფეხი ამისხლტა და პატარა ტოტს რომ არ შევჩეხებოდი ციცაბოზე დავგორდებოდი. ყვირილის ძალაც კი აღარ მქონდა.

მცირე ბორცვს შევერკინე, ჩემი აზრით ეს კოლორადო როკიზი იყო, და ამ დროს დავინახე როგორ თამაშობდა ჯოი და როგორ ეჯიბრებოდა გასწრებაში ორ ველურ კურდღელს. მისკენ გავიქეცი. ჩემი მიახლოებიისთანავე კურდღლები ბუჩქებში შეძვრნენ. ჯოიმ შემომხედა, გაიღიმა და თქვა: «აი, თურმე სად ყოფილხარ!» გმირული ძალისხმევა გავწიე და რამდენიმე ნაბიჯით გადავუსწარი, მაგრამ მან კვლავ მოუმატა ტემპს და სადღაც წინისკენ გაქრა.  

ჩვენი აღმასვლა დაახლოებით სამიათას მეტრს შედაგენდა. ზემოდან საუნივერსიტეტო ქალაქს ვხედავდი, სადღაც შორს. მაგრამ იმ დროს უნივერსიტეტისთვის და დედამიწის სილამაზისთვის არ მცხელოდა. ძალიან ახლოს ვიყავი სიკვდილთან. საკუთარი საფლავი მომელანდა ამ მთაზე, ამ სველ მიწაში, წარწერით:  «აქ წევს დენი. მარჯვე ბიჭი».

წვიმამ იმატა, და მე მაინც მივრბოდი, თითქოს ტრანსში. ჩემი ბოტასები ტყვიასავით დამძიმდნენ. მალე აღმართის ბოლო მონაკვეთი დავინახე, რომელიც პრაქტიკულად ვერტიკალური იყო. და ჩემმა სხეულმა და ჭკუამ კვლავ უარი მითხრეს დამორჩილებაზე. მაგრამ იქ, ზემოთ, გამომწვევად იდგა ჯოი. არ მახსოვს, როგორ მოვახერხე გზის ადგილიდან დაძვრა. ზემოთ მივიწევდი, უკიდურესად ვიძაბებოდი და ვკვნესოდი, და ამ უსასრულო ნაბიჯებს ვდგამდი მანამ, სანამ პირდაპირ ჯოის არ შევეჩეხე.  

«უჰ, რა მაგარი ბიჭი ხარ!», – გაეცინა მას, – «მორჩა. შენ შეძელი».

მასზე ჩაჭიდებულმა, აგონიურ ჩასუნთქვებს შორის ამოვიხრიალე: «კი-დევ, მი-თხა-რი».

უკან აუჩქარებლად მოვდიოდით. საშუალება მქონდა ძალები აღმედგინა და მესაუბრა. «ჯოი, მე ვფიქრობ, რომ ასეთი გრძელი და სწრაფი გარბენები არ მოიტანენ სარგებლობას ჯანმრთელობისთვის. უფრო პირიქით. მე არ მქონდა ამისთვის სათანადოდ მომზადების საშუალება. ასეთი დატვირთვა უბრალოდ არაბუნებრივია სხეულისთვის».

«მართალი ხარ», – თქვა მან, – «ეს შემოწმება იყო არა შენი სხეულისთვის, არამედ სულისთვის. შემოწმება, რომელმაც აჩვენა, რომ შენ არა მხოლოდ მთებზე სირბილი შეგიძია, არამედ სწავლის გაგრძელებაც. შენ რომ გაჩერებულიყავი, სწავლა დამთავრდებოდა. მაგრამ შენ არ დანებდი, დენი, შესანიშნავად გაართვი თავი».

ქარმა დაუბერა და წვიმა თქეშად იქცა. ჯოი გაჩერდა და ჩემი თავი ორივე ხელით დაიჭირა. წყლის ნიაღვარი ჩვენს ლოყებზე მოედინებოდა. თეძოებზე მოვხვიე ხელი და მის მბრწყინავ თვალებში ჩავიძირე. ერთმენეთს ვაკოცეთ.

მე ახალმა ენერგიამ აღმავსო. გამეცინა იმის გამო, როგორ დავსველდით. «მოგკლავ სირბილისგან!» - ვთქვი და მაღალი ტემპით გავიქეცი. «რა ჯანდაბაა», – გამიელვა აზრმა, – «შეიძება დავგორდე ამ დაწყევლილ ციცაბოზე». რა თქმა უნდა მან გაიმარჯვა.  

ამავე დღის მეორე ნახევარში გამშრალი და გამთბარი ზანტად ვაკეთებდი გაჭიმვებს სპორტ-დარბაზში სიდთან, ჰარისთან, სკოტთან და ჰერბთან ერთად. დარბაზის სითბო და სიმყუდროვე განსაკუთრებულად ჩანდა გარეთ არსებული თქეშა წვიმის ფონზე. 

მიუხედავად გამომფიტველი სირბილისა, ძალების რეზერვი დამრჩენოდა. თუმცა იმ დროისთვის, როცა საღამოს სადგურზე მივედი, ეს რეზერვი საბოლოოდ ამოიწურა. მინდოდა სავარძელში დავგდებულიყავი და ათი-თორმეტი საათი მეძნა. ამ სურვილს შევეწინააღმდეგე და რაც შეიძება გრაციოზულად მოვეწყვე, სახით სოკრატესკენ.

გაკვირვებულმა აღმოვაჩინე, რომ დეკირაცია შეცვლილიყო. კედლებს გოლფის და ჩოგბურთის მოთამაშეთა და გიმნასტთა ფოტოები ამშვენებდა; მის მაგიდაზე ბეიზბოლის და ფეხბურთის ხელთათმანები იდო. სოკრატემ ჩაიცვა კიდეც მაისური წარწერით:  «ოჰაიოს შტატის გუნდის მწვრთნელი». როგორც ჩანდა ჩემი მომზადების სპორტულ ფაზაში შევდიოდით.  

სანამ სოკი თავის განსაკუთრებულ მატონიზირებელ ჩაის ამზადებდა, რომელსაც  «მეხის დარტყმას» ეძახდა, მე ვუყვებოდი ჩემს ახალ წარმატებებზე სპორტულ დარბაზში. ის კმაყოფილებით მისმენდა, მისმა ნათქვამმა სიტყვებმა კი საერთოდ დამაინტრიგეს:

«გიმნასტიკა შესაძლოა გაცილებით უფრო მეტი გახდეს შენთის, ვიდრე ახლა აცნობიერებ. იმისთვის, რომ უფრო ადვილად გაიგო, უნდა განსაზღვრო, რა გიზიდავს აკრობატულ ხელოვნებაში».

«გარკვევით ამიხსენი».

მან მაგიდის უჯრიდან სამი სასიკვდილო ლითონის დანა ამოიღო. «კარგი რა, სოკ», – ვთქვი მე, – «თავიდანვე ყველაფერს მშვენივრად მივხვდი».

«ადექი», – მიბრძანა მან. როცა ავდექი, მან დაუმიზნებლად, ხელის ქვეშიდან მესროლა დანა პირდაპირ გულმკერდში. მე უკან გადავხტი და სავარძელზე დავეგდე, დანა კი უხმოდ დაეცა ხალიჩაზე. შოკირებული ვიყავი და გული სწრაფად მიცემდა.  

«კარგი», – თქვა მან. «ცოტა ზედმეტი რეაქციაა, მაგრამ მარგია. ახლა ადექი და შემდეგი დანა დაიჭირე».

სწორედ ამ მომენტში ჩაიდანმა დაიწყო სტვენა. «ასე», – ვთქვი მე და გაოფლილი ხელისგულები გავიმშრალე,  – «შესვენება ჩაიზე».

«ჩაი არ გაცივდება», – თქვა მან. «ყურადღებით დამაკვირდი». სოკმა მბრწყინავი დანა ჰაერში ააგდო. ვუყურებდი, როგორ ტრიალებდა და დაბლა ეშვებოდა. სოკმა გამოთვალა მოძრაობის სიჩქარე და ტრაექტორია, და ხელის ქვემოთკენ მოძრაობით მაგრად დაიჭირა ტარი ცერა და საჩვენებელი თითებით, როგორც პინცეტით.

«ახლა შენი ჯერია. ყურადღება მიაქციე, როგორ დავიჭირე დანა. ის ვერ გამჭრიდა, დანის პირითაც რომ დამეჭირა. შემდეგი დანა ჩემსკენ ისროლა. ცოტათი მოდუნებული გვერდზე გავიწიე და მცირე ძალისხმევა გავწიე დანის დასაჭერად.  

«თუ შემდეგი დანაც დაგივარდება, მკლავის უკნიდან გესვრი», – შემპირდა იგი.

ამჯერად ჩემი თვალები ტარს მიეწეპნენ; იგი მომიახლოვდა და ხელი გავწიე. «დავიჭირე!»

«ნუთუ სპორტი შესანიშნავი არაა?» – თქვა მან. რაღაც პერიოდი მხოლოდ დანის სროლით და დაჭერით ვიყავით დაკავებული. შემდეგ მან პაუზა გააკეთა.

«ახლა კი მოგიყვები ისტორიას, რომელიც ძენის ერთ-ერთ კონცეფციას ეხება. სატორი ეს მეომრის არსებობის მდგომარეობაა; იგი დგება იმ მომენტში, როცა ჭკუა ფიქრებისგან თავისუფლდება და სუფთა გაცნობიერებულობად ტრანსფორმირდება; სხეული - აქტიურია, მგრძნობიარეა და მოდუნებულია; ემოციები ღია და თავისუფალია; სატორი - ეს ისაა, რასაც განიცდიდი, როცა დანა შენსკენ მოდიოდა».

«იცი, სოკ, ეს შეგრძნება ხშირად მქონია, განსაკუთრებით შეჯიბრებების დროს. ხშირად ისეთ კონცენტრაციას ვაკეთებ, რომ აპლოდისმენტების ხმაც კი არ მესმის».

«დიახ, სწორედ ესაა სატორის განცდა. ახლა კი, თუ შემდეგი სიტყვების არსს დაიჭერ, მაშნ გაიგებ სპორტის სწორად გამოყენების აზრს... ან ხატვის, ან მუსიკის, ან სატორიმდე მისვლის ნებისმიერ სხვა აქტიურ და შემოქმედებითი სვლის გზას. შენ გგონია, რომ გიმნასტიკაზე ხარ შეყვარებული, მაგრამ ეს მხოლოდ საშუალებაა იმ ნიჭის გამოვლინებისა, რომელიც შიგნით გაქვს - სატორი. გიმნასტიკის სწორად გამოყენების საიდუმლო მდგომარეობს ყურადღების და შეგრძნებების სრულ ფოკუსირებაში საკუთარ მოძრაობებზე; მაშინ შეძლებ სატორის მიღწევას. გიმნასტიკას ჭეშმარიტების მომენტამდე მიჰყავხარ, როცა სასწორზე შენი სიცოცხლე დევს, როგორც მებრძოლი სამურაის შემთხვევაში. და ეს სრულ ყურადღებას მოითხოვს: სატორი ან მოკვდი!»

«ისე როგორც ორმაგი სალტოს შესრულების დროს».

«აი, რატომაა გიმნასტიკა მეომრის ხელოვნება, ჭკუის, ემოციების და სხეულის ვარჯიშს გზა; კარი სატორისკენ. უკანასკნელ ნაბიჯს მეომრისთვის წარმოადგენს წმინდა გაცნობიერებულობის გაფართოება ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაშინ სატორი შენი რეალობა გახდება, შენი გასაღები ჭიშკრისკენ; მხოლოდ მაშნ გავხდებით თანაბარნი».

მე ჩავისუნთქე. «როგორც ჩანს, ეს მალე არ მოხდება სოკრატე».

«როცა ჯოის მისდევდი მთაზე», – ფართოდ გაეღიმა მას, – «შენ არ უყურებდი სევდიანად მწვერვალს, თვალწინ იყურებოდი და ნაბიჯს ნაბიჯზე დგამდი. სწორედ ასე ხდება ეს».

«საშინაო დავალებები, მართალია?» საპასუხოდ გამიღიმა.  

მე დავამთქნარე და გავიზმორე. სოკრატემ მირჩია: «ჯობია გამოიძინო. ხვალ დილის შვიდი საათიდან სწავლების განსაკუთრებულ პროგრამას ვიწყებთ. ჰაი სკულთან შევხვდებით».

როცა ჩემმა მაღვიძარამ 6:15-ზე დარეკა, მომიწია, რომ მომეწყვიტა ჩემი თავი საწოლისთვის, თავი ცივი წყლის ნაკადის ქვეშ შემეყო, გამეკეთებინა რამდენიმე სუნთქვითი ვარჯიში ღია ფანჯარასთან და ბალიშზე დამეყვირა, რომ გამღვიძებოდა.  

ქუჩაში გასვლის შემდეგ გონს მოვედი. იმ ადგილისკენ გავემართე, სადაც სოკრატე მელოდებოდა.

მალე აღმოვაჩინე, რომ მან ჩემთვის ვარჯიშების მთელი კომპლექსი დაგეგმა. ყველაფერი დაიწყო ნახევარსაათიანი დგომით ამ აუტანელ პოზაში მოხრილი მუხლებით, რომელიც მაშინ, სადგურზე მიჩვენა. შემდეგ ორთაბრძოლის ზოგიერთი პრინციპი დავამუშავეთ. «საბრძოლო ხელოვნების ჭეშმარიტი სკოლები ასწავლიან ჰარმონიას, ანუ არაწინააღმდეგობას – მაგალითად, ხის ტოტები სწორედ ასე იღუნებიან ქარის ზეწოლის დროს. ასეთი დამოკიდებულება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ფიზიკური ტექნიკა».

აიკიდოს პრინციპების გამოყენებით, სოკრატეს შეეძლო აქეთ-იქეთ მოვესროლე რაიმე ხილული ძალისხმევის გარეშე, მიუხედავად ჩემი მცდელობისა ხელი მეკრა, დამეჭირა, დამერტყა ან წამექცია. «არასოდეს არაა საჭირო შეეწინააღმდეგო ვინმეს ან რამეს. როცა ხელს გკრავენ, მოზიდე; როცა თავისკენ გწევენ, ხელი ჰკარი. იპოვე მოძრაობის ბუნებრივი მიმართულება და მიჰყევი მას; მაშინ შენ შეუერთდები ბუნებრივ ძალას». მისი მოქმედებები მისივე სიტყვების დადასტურება იყო.

მალე დაბრუნების დრო მოვიდა. «ხვალ შევხვდებით, იგივე დროს, იგივე ადგილას. დღეს საღამოს სახლშ დარჩი და ვარჯიშები გააკეთე. გახსოვდეს, შენი სუნთქვა ისეთი აუჩქარებელი უნდა იყოს, რომ ბუმბული შენს ცხვირთან არ უნდა შეირხეს». ის წავიდა, მე კი სახლისკენ გავეშურე, უჩვეულოდ მოდუნებული: ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ქარიუკნიდან მიბიძგებდა და მოძრაობაში მეხმარებოდა.  

იმ დღეს, ვარჯიშზე, შეძლებისდაგვარად ვცდილობდი გამომეყენებინა ის, რაც გავიგე. «საშუალება მიმეცა მოძრაობებისთვის მომხდარიყვნენ» ნაცვლად იმისა, რომ მათი შესრულება მეცადა. ჩემი მოძრაობები ძელზე, თითქოს თავისთავად ხდებოდა; მე ვტრიალებდი, დავხტოდი და სალტოებს ვაკეთებდი; ჩემი მოძრაობები გიმნასტიკურ ცხენზე ისე მიმდინარეობდა, თითქოს ნაკადზე უხილავი ძაფებით ვიყავი მიერთებული და ისინი უწონადს მხდიდნენ. როგორც იქნა დამიბრუნდა ჩემი ფეხები. გიმნასტის ფეხები!  

მე და სოკი ყოველ დილით გამთენიისას ვხვდებოდით. მე დავრბოდი, სოკრატე კი გაზელივით ჩემს გარშემო დარბოდა და დახტოდა. დღითიდღე უფრო და უფრო მოდუნებული ვხდებოდი, ჩემი რეფლექსები კი ელვისებური ხდებოდა.

ერთხელ, ჩვენი გასახურებელი სირბილის დროს, იგი უეცრად გაჩერდა და ძალიან გაფითრდა.  

«ჯობია ჩამოვჯდე…», – თქვა მან.

«სოკრატე…, შემიძლია რამით დაგეხმარო?»

«დიახ», – მეჩვენებოდა, რომ ლაპარაკი უჭირდა, – «სირბილი განაგრძე, დენ. მე აქ ვიჯდები». ისე გავაკეთე, როგორც მითხრა, მაგრამ თვალს არ ვწყვეტდი მის უძრავ ფიგურას. თვალდახუჭული იჯდა, სწორად და კეთილშობილურად, თუმცა თითქოს ცოტათი მობერდა.

მისი თხოვნით, იმ საღამოს არ მივედი სადგურზე, მაგრამ დავურეკე ამბის გასაგებად, და შვებით ამოვისუნთქე, როცა მიპასუხა.

«როგორაა საქმე, მწვრთნელო?»

«ყველაფერი რიგზეა», – მიპასუხა მან, – «მაგრამ მომდევნო რამდენიმე კვირით მწვრთნელი- ასისტენტი დავიქირავე».

«კარგი, სოკ. თავს გაუფრთხილდი».

მეორე დღეს ასისტენტ-მქვრთნელს შევხვდი და სიხარულისგან ხტუნვა დავიწყე. ეს თავად ჯოი (სიხარული) იყო. ნაზად გადავეხვიე მას, და ყურში ჩავჩურჩულე; მან თამაშით, მაგრამ ასევე ნაზად ბალახზე მომისროლა. ჩემი შეურაცხყოფები ამით არ დამთავრებულა. ის იგერიებდა ჩემი ბეიზბოლის ჩაწოდებებს ორმოცდაათი იარდიდან ჩემს თავს ზემოთ, ან ისე აწოდებდა, რომ ვერცერთ ჩაწოდებას ვერ ვიგერიებდი. რაც არ უნდა გვეკეთებინა, რა თამაშიც არ უნდა გვეთამაშა, იგი უზადოდ თამაშობდა და მაიძულებდა მე, მსოფლიო ჩემპიონს, რომ სირცხვილისგან... რისხვისგან გავწითლებულიყავი».

მე გავაორმაგე სოკრატეს მიერ ნასწავლები ვარჯიშების რაოდენობა. უკიდურეს კონცენტრირებას ვახდენდი. ყოველდღე დილის 4 საათზე ვიღვიძებდი. განთიადამდე ტაი-ჩის ვვარჯიშობდი და ყოველდღე მთებში დავრბოდი ჯოისთან შეხვედრამდე. და რა თქმა უნდა ხმას არ ვიღებდი ჩემი დამატებითი მომზადების თაობაზე. 

უნივერსიტეტში და სპორტულ დარბაზში მეცადინეობებზე ვცდილობდი ჯოის სახე წარმომედგინა.მინდოდა მენახა, ჩავხუტებოდი; მაგრამ ჯერ უნდა დავწეოდი. ამ დროს მხოლოდ იმედი შეიძებოდა მქონოდა, რომ მისივე თამაშებში მოვუგებდი.

რამდენიმე კვირის შემდეგ, მწყობრში დაბრუნებულ სოკრატესთან ერთად დავრბოდი. ჩემი ფეხები საოცრად ძლიერნი და ზამბარისმაგვარნი გახდნენ.

«სოკრატე», – ვთქვი მე, – «ყოველთვის ჩუმად იყავი შენი ყოველდღიური ჩვევების შესახებ. აზრზე არ ვარ, როგორი ხარ მაშინ, როცა ერთად არ ვართ. მეტყვი რამეს?»

მან გამიღიმა, ტემპს აუჩქარა და ათი ფუტით გამასწრო. გამოვეკიდე და როცა საკმარისად ახლოს არ მივუახლოვდი ვკითხე:

«გამცემ პასუხს?»

«არა-ა», – თქვა მან. თემა დაიხურა.

როცა დავასრულეთ გაჭიმვის ვარჯიშები და მედიტაციები, სოკრატე მოვიდა, მხარზე ხელი დამადო და მითხრა:  «დენ, შენ კარგი და უნარიანი მოსწავლე აღმოჩნდი. ამ მომენტიდან დამოუკიდებლად შეადგენ სასწავლო განრიგს; აკეთე სავარჯიშოები საჭიროების მიხედვით. ჯილდოდ რაღაც მოგიმზადე. შენი მწვრთნელი გავხდები გიმნასტიკაში».

თავი ვერ შევიკავე და გამეცინა. «შენ უნდა მავარჯიშო გიმნასტიკაში? მგონი ამჯერად ზედმეტს იღებ საკუთარ თავზე, სოკ». ბილიკზე გავიქეცი, წრე გავაკეთე, უკუღმა დგომი ხელებზე და მაღალი სალტო ორმაგი ტრიალით.

სოკრატე მომიახლოვდა და თქვა: «იცი, მე არ ვიცი ამის კეთება».

«გამოგიჭირე!!», – ვიყვირე მე, – «როგორც იქნა მოიძებნა რაღაც, რასაც მე ვაკეთებ და შენ ვერა».

«თუმცა მე შევამჩნიე», – დაამატა მან, – «რომ უფრო უნდა გამართო ხელები ტრიალის დროს… და კიდევ, შენი თავი ძალიან უკან იყო გადაწეული ახტომის დროს».

«სოკ, შე ბებერო მატყუარა… მართალი ხარ», – ვთქვი მე, და გავაცნობიერე, რომ ჩემი თავი მართლაც ზედმეტად იყო უკან გადაწეული, ხელები კი უკეთ უნდა გამემართა.  

«როცა ჩვენ ცოტათი დავხვეწავთ შენს ტექნიკას, შენს დამოკიდებულებაზეც ვისაუბრებთ», – შეაჯამა თავისი სიტყვები, – «დარბაზში შევხვდებით».

«კი მაგრამ, სოკ, მე უკვე მყავს მწვრთნელი – ჰალი, და თან არ ვიცი რა რეაგირებას მოახდენენ შენზე ბიჭები».

«ო, დარწმუნებული ვარ რამეს მოიფიქრებ».

«სხვა რა გზაა», – გავიფიქრე მე.

დილით, ვარჯიშის წინ, გუნდის საერთო შეკრების დროს, მე შევატყობინე მწვრთნელს და ბიჭებს, რომ ჩემთან ჩიკაგოდან ჩემი ექსცენტრიული ბაბუა ჩამოვიდა, რომელიც ადრე ტერნერის გიმნასტიკური კლუბის წევრი იყო, და უნდა ჩემს ვარჯიშებს დაესწროს. «ის – სუპერ ბაბუაა. თუ წინააღმდეგი არავინაა, ვფიქრობ ხელს არ შეგვიშლის ვარჯიშში და კარგადაც გაართობს მსურველებს - ყოველთვის დალაგებული ვერაა, თუ ხვდებით რასაც ვგულისხმობ».

უმეტესობა დადებითად იყო განწყობილი. «ჰო, მართლა, მას უყვარს, როდესაც მერილინს ეძახიან». ძლივს ვინარჩუნებდი სახის სერიოზულ გამომეტყველებას.

«მერილინს?» – გაიმეორა ყველამ ერთხმად.

«ჰო, ეს ცოტა უცნაურია, მაგრამ როცა ნახავთ თვითონ მიხვდებით».

«შესაძლოა  „მერილინთან“ პირისპირ შეხვედრა შენს გაგებაში დაგვეხმარება, მილმენ. ამბობენ, რომ ეს მემკვიდრეობით გადაეცემა». გაიცინეს და ვარჯიში დაიწყეს. ამჯერად სოკრატე ჩემს ტერიტორიაზე შემოდიოდა, ამიტომ ვაჩვენებ რა შემიძლია. ნეტავ მოეწონება ახალი მეტსახელი, რომელიც მოვუფიქრე?  

დღეს სიურპრიზი გუნდისთვისაც მქონდა. დარბაზში თავის შეკავება მიწევდა და გუნდს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რამდენად გავიუმჯობესე ფორმა. მწვრთნელის კაბინეტში შევედი. ის რაღაც ქაღალდებში იქექებოდა თავის მაგიდაზე.

«ჰალ», – ვთქვი მე, – «მინდა შესარჩევ შეჯიბრებებში მივიღო მონაწილეობა».

ჰალმა სათვალეებს ზემოდან ამომხედა და თანაგრძნობით მითხრა: «ხომ იცი, რომ ჯერ საკმარისად არ გამოჯანმრთელებულხარ. ჩვენს ექიმს ველაპარაკე და მითხრა, რომ მინიმუმ სამი თვე დაგჭირდება».

«ჰალ», – ვუთხარი ხმადაბლა და მკაფიოდ, – «მე დღეს შემიძლია, ახლა! დამატებით ვვარჯიშობდი დარბაზის გარეთ. მომეცი შანსი!»

მწვრთნელი ყოყმანობდა. «ნუ, კარგი. თითო სავარჯიშო თითო ჯერზე. შემდეგ შევხედავთ».

ყველანი ვხურდებოდით, სავარჯიშოდან სავარჯიშომდე, ობიექტიდან ობიექტამდე, მთელს დარბაზში, ვიწელებოდით, ვტრიალებდით, დგომებს ვაკეთებდით. მე იმ მოძრაობების კეთება დავიწყე, რასაც წლის განმავლობაში ვაკეთებდი. ძირითად სიურპრიზს შემდეგისთვის ვინახავდი.

შემდეგ შერჩევის პირველი ეტაპი დაიწყო – თავისუფალი ვარჯიშები ხალიჩაზე. გაშეშებული ყველა მე მიყურებდა, სავარჯიშოსთვის მზადმყოფს, და ფიქრობდნენ, გაუძლებდა თუ არა ჩემი ფეხი ასეთ დატვირთვას.  

ყველაფერი კარაქივით წავიდა; ორმაგი უკუღმა ტრიალი, რბილი გადასვლა ხელებით დგომზე, მხატვრული ელემენტების მსუბუქი და მკაფიო ტემპი, რომელიც მე მოვიგონე, და კიდევ ერთი თავბრუდამხვევი საჰაერო ტრიალი. ბოლოს მსუბუქად დავეშვი, აბსოლუტური წონასწორობით. მაშინვე სტვენა და აპლოდისმენტები ატყდა. სიდი და ჯოში შოკირებულნი უყურებდნენ ერთმანეთს. «საიდან მოვიდა ეს ბიჭი?» «ეი, ჩვენ ის გუნდში უნდა ავიყვანოთ».

შემდეგი სავარჯიშო. რგოლებთან პირველი ჯოში მივიდა, შემდეგ სიდი, ჩაკი და ჰარი. როგორც იქნა ჩემი ჯერიც დადგა. რგოლებზე დავეკიდე. კუნთები მიხურდა, მოძრაობის მოლოდინში. ჩავისუნთქე და უკუღმა გავჩერდი, შემდეგ ჯვარედინი ფორმა მივიღე.  

მოყრუებული ამოოხვრები და აღფრთოვანების ხმა მესმოდა, როცა ნელა დავეშვი, შემდეგ კი კვლავ ავიწიე. აუჩქარებლად გავაკეთე დგომი გამართულ ხელებზე, გამართული ფეხებით.  «ეშმაკმა დამლახვროს», – თქვა ჰალმა, და ეს ყველაზე არანორმატიული ლექსიკა იყო მისი შესრულებით. დგომიდან ადვილად შევასრულე ორი სრული ტრიალი და დაძაბული ტრემორის გარეშე დავაფიქსირე იგი. ორმაგი სალტოს შემდეგ იატაკზე დავეშვი, ისე რომ მხოლოდ პატარა ნაბიჯი გადავდგი გვერდით. ცუდი არაა. და ა.შ. 

ბოლო სავარჯიშოს შესრულების შემდეგ კვლავ სტვენით და შეძახილებით შემხვდნენ. ამ დროს სოკრატე შევამჩნიე. ის ჩუმად იჯდა კუთხეში და იღიმებოდა. ალბათ თავიდანვე მიყურებდა. ხელი დავუქნიე და დავუძახე.  

«ბიჭებო, მინდა ჩემი ბაბუა გაგაცნოთ», – ვთქვი მე, – «ეს სიდია, ტომი, ჰერბი, ჰარი, ჯოელი, ჯოში. ბიჭებო, ეს...».

«გვიხარია თქვენი გაცნობა, მერილინ», – ერთხმად წამოიძახეს მათ. წამის მეასედით სოკრატე დაიბნა, შემდეგ კი თქვა: «გამარჯობათ, ბიჭებო! მინდოდა გამეგო, როგორ ბიჭებთან ერთად ვარჯიშობს დენი». ყველას გაეღიმა, ალბათ ყველას მოეწონა იგი.

«იმედია უცნაურად არ გეჩვენებათ ჩემი მეტსახელი მერილინი», – სასხვათაშორისოდ თქვა მან, – «ჩემი ნამდვილი სახელი – მერილია, მაგრამ მეტსახელი კარგად მომეწეპა. და დენმა გითხრათ სახლში რას ეძახდნენ?» – ცბიერად გაეღიმა მას.

«არა», – მოუთმენლად თქვეს ბიჭებმა, – «რას?»

«ნუ, მე არც კი ვიცი ღირს თუ არა. არ მინდა შევაცბუნო. ყოველთვის შეუძია თვითონ თქვას, თუ მოუნდება». სოკრატემ, ბებერმა მელამ შემომხედა და თითქმის საზეიმოდ განაცხადა: «ამის არ უნდა გრცხვენოდეს, დენი».

როცა ყველა სათითაოდ მემშვიდებოდა, ასე მომმართავდნენ: «ნახვამდის, სიუზეტ», «ნახვამდის, ჟოზეფინა», «შევხვდებით, ჯერალდინა».

«ჯანდაბა! შეხედე რა გააკეთე, მერილინ!» საშხაპეში შევვარდი.

მთელი დარჩენილი კვირის განმავლობაში სოკრატე თვალყურს მადევნებდა.  იშვიათად სხვებსაც აქცევდა ყურადღებას, რომ შეუფასებელი რჩევა მიეცა. და ეს რჩევა ყოველთვის ამართლებდა. განცვიფრებული ვიყავი მისი ცოდნით. უსასრულოდ მომთმენი სხვებისადმი, მე გამოსავალს არ მიტოვებდა. ერთხელ, საოცრად კარგად შევასრულე სავარჯიშო ცხენზე, ბედნიერი წავედი და თან ელასტიურ ბინტს ვიხსნიდი. სოკმა დამიძახა და მითხრა: «რა საოცრად გამოიყურებოდი ცხენზე, მაგრამ რა საზიზღრად იხსნიდი ბინტს. დაიმახსოვრე, ნებისმიერ მომენტში - სატორი».

ძელის შემდეგ მან მითხრა: «დენ, შენ უნდა იმედიტირო საკუთარ მოძრაობებზე».

«რას ნიშნავს „მოძრაობებზე მედიტირება“?»

«მედიტირება მოძრაობაზე ეს იგივე არაა, რაც მისი შესრულება. მოძრაობისთვის აუცილებელია ის, ვინც მას ასრულებს - თვითშემეცნებადი სუბიექტი. მაგრამ მოძრაობის მედიტაციის დროს შენ უშვებ ყველა აზრს, და „მე“-ზე ფიქრსაც კი.  „შენუკვე არ ხარ, არ არის ის, ვისაც ამაზე დაფიქრება შეუძლია. შენი ტავის დავიწყებით ერთი მთლიანობა ხდები იმასთან, რასაც აკეთებ. შენი ქმედება თავისუფალი ხდება, სპონტანური, ამბიციების, დათრგუნვის და შიშის გარეშე».

ასე გრძელდებოდა დაუსრულებლად. ის აკვირდებოდა ჩემი სახის ყოველ გამომეტყველებას, ყოველ სიტყვას, რასაც წარმოვთქვამდი. მითითებებს მაძლევდა, რომ გამუდმებით დამეთმო ყურადღება საკუთარი მენტალური და ემოციური ფორმისთვის.  

ზოგიერთმა შეიტყო, რომ ძველი ფორმა დავიბრუნე. სიუზიმაც დაიწყო შემოვლა. თან ორი მეგობარი მოიყვანა - მიშელი და ლინდა. ლინდამ მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება. ეს იყო კარგი აღნაგობის წითურთმიანი ქალი, სასიამოვნო სახით და მოდური სათვალით. ტანზე უბრალო კაბა ეცვა, რომლის მიღმაც შესანიშნავი ფორმების ფიგურა იკვეთებოდა. იმედი მქონდა კიდევ ვნახავდი მას. 

მომდევნო დღეს, ძალიან წარუმატებელი ვარჯიშის შემდეგ, როცა მეჩვენებოდა, რომ სათანადოდ არაფერი გამომდიოდა, სოკრატემ გვერდზე გამიხმო სკამზე. «დენ», – თქვა მან, – «შენ ოსტატობის მაღალ დონეს მიაღწიე. შენ  – გამოცდილი გიმნასტი ხარ».

«გმადლობ, სოკრატე».

ეს კომპლიმენტი არ იყო». სახით ჩემსკენ შემობრუნდა და მითხრა: «გამოცდილი გიმნასტი ფიზიკურ სხეულს ავარჯიშებს იმისთვის, რომ შეჯიბრებებზე გაიმარჯვოს. ოდესღაც შენ გახდები გიმნასტიკის ოსტატი. ოსტატი თავის ვარჯიშს ცხოვრებას უთმობს; ამიტომ ის ყოველთვის აკეთებს აქცენტს თავის ჭკუასა და ემოციებზე».

«მესმის სოკ. ათასჯერ გითქვამს…»

«ვიცი, რომ გესმის. ის რაზეც ახლა გელაპარაკები, ჯერ არ გაქვს გაცნობიერებული; შენ არ ცხოვრობ ამით. შენ ამაყოფ რამდენიმე ახალი ფიზ-კულტურის ტრიუკკებით, შემდეგ კი დეპრესიაში ვარდები, როცა ერთ-ერთმა ფიზიკურმა ვარჯიშმა არც ისე კარგად ჩაიარა. მაგრამ საბოლოო გაგებასთან ერთად მოვა სწრაფვა ჭკუისმიერი და ემოციური ფორმისკენ - მეომრის პრაქტიკისკენ, აი მაშინ ფიზიკური აღმასვლები და ვარდნები მნიშვნელობას დაკარგავენ. რა მოხდება, თუ ერთხელ კოჭს იღრძობ?»

«სხვა რამეზე ვიმუშავებ, კუნთების სხვა ჯგუფზე».

«იგივე ეხება შენს სამ ცენტრს. თუ ერთ სფეროში ახლა გიძნელდება, ყოველთვის არის სხვა ცენტრების ვარჯიშის შესაძლებლობა. ზოგიერთ ყველაზე რთულ დღეს, ფიზიკური თვალსაზრისით, შენ შეგიძლია ბევრი გაიგო საკუთარ ჭკუაზე». და დაამატა: «მე მეტჯერ აღარ ვივლი დარბაზში. უკვე საკმარისად გელაპარაკე. მინდა იგრძნო, რომ შენს შიგნით ვიმყოფები, თვალყურს გადევნებ და ვასწორებ ნებისმიერ შეცდომას, წვრილმანსაც კი».

მომდევნო რამდენიმე კვირა ფრიად დაძაბული იყო. დილის ექვსზე ვდგებოდი, ვიწელებოდი, შემდეგ კი ვმედიტირებდი უნივერსიტეტის მეცადინეობებამდე. მეცადინეობების უმეტეს ნაწილს ვესწრებოდი და დავალებებსაც სწრაფად და იოლად ვასრულებდი. ვარჯიშის წინ უბრალოდ ჯდებოდი და ნახევარი საათის განმავლობაში საერთოდ არაფერს ვაკეთებდი.

ამ პერიოდში სიუზის მეგობარ ლინდასთანაც დავიწყე შეხვედრა. ის ძალიან მიზიდავდა, მაგრამ არ მრჩებოდა არც დრო და არც ენერგია მეტისთვის, ვიდრე რამდენიმე წუთიანი საუბრები ვარჯიშამდე ან მის შემდეგ. მეცადინეობებს შორის ბევრს ვფიქრობდი მასზე... და ჯოიზე. შემდეგ კვლავ მასზე.  

გუნდის რწმენა ჩემში და ჩემს შესაძლებლობებში ყოველ ახალ გამარჯვებასთან ერთად იზრდებოდა. ახლა ყველასთვის ცხადი იყო, რომ მე უბრალოდ არ აღვიდგინე ჯანმრთელობა. თუმცა გიმნასტიკა არ იყო ჩემი ცხოვრების ცენტრი, ის მაინც მნიშვნელოვან ნაწილად რჩებოდა და ძალისხმევას არ ვიშურებდი მასში სრულყოფისათვის.

მე და ლინდას რამდენიმე პაემანი გვქონდა და ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა. ერთხელ, ჩემთან მოვიდა სახლშ პირადი პრობლემის მოსაყოლად და საბოოლოოდ მთელი ღამით დარჩა. ეს იყო სიახლოვის ღამე, მაგრამ ჩემს მიერ დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში. ისე სწრაფად ვეჯაჭვებოდი, რომ ეს მაშინებდა. ის არ შედიოდა ჩემს გეგმებში. მიუხედავად ამისა ჩემი მისადმი სიმპათიები იზრდებოდა.  

ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ჯოის «ვღალატობდი». ამავდროულად წარმოდგენა არ მქონდა, როდის გამოჩნდებოდა ეს იდუმალებით მოცული ქალი ჩემს ცხოვრებაში, თუ საერთოდ გამოჩნდებოდა. ჯოი ჩემი შინაგანი და გარეგნული ცხოვრების იდეალი იყო. ლინდა ნაზი იყო, მოსიყვარულე... და ა.შ.

ჩვენი მწვრთნელი დღითიდღე უფრო ღელავდა, ამიტომ გაღიზიანებული და ნერვიული გახდა. ახლოვდებოდა 1968 წლის ნაციონალური საუნივერსიტეტო ჩემპიონატი ტაკქონში, არიზონას შტატში. თუ ამ ჩემპიონატს მოვიგებდით, ეს პირველი იქნებოდა კალიფორნიის უნივერსიტეტის ისტორიაში. ჰალი შეძლებდა თავისი მიზნის მიღწევას ოცწლიანი სამწვრთნელო პრაქტიკის შემდეგ.

საკმაოდ მალე ჩვენ ერთ სპორტულ მოედანზე აღმოვჩნდით სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტის გუნდთან ერთად. ორი გასული დღის შედეგების მიხედვით კალიფორნიის და ილინოისის გუნდები ერთმანეთს როგორც იტყვიან ქუსლებზე აბიჯებდნენ ქულებით. ფინალის მიჯნაზე უკანასკნელი სამი სახეობის მიხედვით ილინოისი სამ ქულიან უპირატესობას ფლობდა.

ეს კრიტიკული წერტილი იყო. ჩვენ რომ რეალისტები ვყოფილიყავით, დამშვიდებული გულით დავკმაყოფილდებოდით საპატიო მეორე ადგილს. სხვაგვარად შეუძლებელი უნდა გაგვეკეთებინა.

რაც შემეხება პირადად მე, მზად ვიყავი შეუძლებელისთვის – ამას ითხოვდა ჩემი სული. მწვრთნელს და გუნდის წევრებს მივმართე: «გეუბნებით, ჩვენ გავიმარჯვებთ. ამჯერად ვერაფერი შეგვაჩერებს. მოდი გავაკეთოთ ეს!»

ჩემი სიტყვები ჩვეულებრივი იყო, მაგრამ ის, რასაც განვიცდიდი ამ მომენტში, – რაღაც ელექტრო-ნაკადისმაგვარს – დავარქვათ მას აბსოლუტური ნება, დამეხმარა, რომ მომეხდინა ძალების გენერირება ყოველ სპორტსმენში.  

ყოველი გამოსვლის დროს მიზნისკენ მივიწევდით. მაყურებლები, რომლებიც აქამდე ლეთარგიას იყვნენ მიცემულნი, მოწოლილი ვნებათაღელვისგან ნერვიულად აწრიალდნენ თავიანთ სკამებზე. რაღაც უჩვეულო ხდებოდა და ყველა გრძნობდა ამას.  

აშკარაა, რომ ილინოისმაც შეიგრძნო ჩვენი ძალა, იმიტომ რომ მათ კანკალი დაიწყეს ხელებით დგომის დროს და წაიბორძიკეს დაშვების დროს. მიუხედავად ამისა ბოლო სახეობის შეჯიბრებისთვის, მათ შეინარჩუნეს სხვაობა მთელი ერთი ქულით, ღერძი კი ყოველთვის ითვლებოდა მათ მთავარ სახეობად.

შედეგად, კალიფორნიას ორი უკანასკნელი გამოსვლა დარჩა - სიდის და ჩემი. მაყურებლები დადუმდნენ. სიდი მივიდა ძელთან, შეხტა და ისე შეასრულა თავისი მოძრაობების სერია, რომ ყველას სუნთქვა შეგვეკრა. მან გამოსვლა ყველაზე მაღალი ახტომით დაასრულა ტრიალთან ერთად, რომელიც აქამდე არავის ენახა ამ დარბაზში. ხალხი ჭკუაზე აღარ იყო. უკანასკნელი გამოსვლა ჩემზე იყო - გადამწყვეტი გამოსვლა. შეჯიბრების წერტილი.  

უკანასკნელმა გამომსვლელმა ილინოისის გუნდიდან ყველაფერი შესანიშნავად შეასრულა. ისინი თითქმის მიუღწეველნი იყვნენ ქულებით. მაგრამ ეს „თითქმის“ იყო ყველაფერი, რაც მე მჭირდებოდა. მე მჭირდებოდა 9.8 ქულა იმისთვის, რომ გავთანაბდებოდით მათ, არადა აქამდე ახლოსაც არ ვყოფილვართ ასეთ ქულასთან ღერძზე გასვლისას.  

აი ისიც, ჩემი გადამწყვეტი გამოცდა. მოგონებების კასკადი მომაწვა: ტკივილის ის ღამე, როცა ჩემი ფეხი გაგლეჯილი იყო; ჩემი ფიცი, რომ გამოვჯანმრთელდებოდი; ექიმების დაჟინებული რჩევები, რომ დამევიწყებინა გიმნასტიკა; ჩემი და სოკრატეს ხანგრძლივი მომზადება; დაუსრულებელი სირბილი მთაზე ჯოისთან ერთად. და მე ვიგრძენი ძალის მოზღვავება, რისხვის ტალღა ყველას წინააღმდეგ, ვინც მეუბნებოდა, რომ ვეღარასოდეს გამოვიდოდი შეჯიბრებაზე. ჩემი ემოციების აფეთქება ყინულოვან სიმშვიდედ იქცა. მაშინ, იმ მომენტში, მომეჩვენა, რომ ჩემი ბედი და მომავალი წონასწორობაშ მოვიდა. ჭკუა გამინათდა. სხეული ენერგიას ვეღარ იტევდა. გააკეთე ან მოკვდი.  

სულის და ნების მთელი ძალა მოვიკრიბე და ძელს მივუახლოვდი. ყველა გაშეშდა. სიჩუმის წამი, ჭეშმარიტების მომენტი.

აუჩქარებლად, ცარცით დავიმუშავე ხელები. ნაბიჯი გადავდგი და ხელი ავწიე მსაჯებთან მისალმების ნიშნად. ჩემს თვალებშ მთავარ მსაჯს შეეძო მხოლოდ ერთი რამ წაეკითხა: «ახლა შენ იხილავ საუკეთესო გამოსვლას ღერძზე მთელი შენი ცხოვრების მანძილზე».

მე ავხტი და ფეხები ავწიე. ხელებზე დგომიდან წრიული მოძრაობები დავიწყე. ჩემი ხელების ხმა, რომლებიც ტრიალისას უშვებდნენ და ისევ ეჭიდებოდნენ ღერძს, და ყველა შესაძო სვლას აკეთებდნენ, ერთადერთი ხმა იყო მთელ დარბაზში.

მხოლოდ მოძრაობები, მეტი არაფერი. არც ოკეანეები, არც სამყაროები, არც ვარსკვლავები. მხოლოდ ღერძი და ერთი «შეშლილი» გიმნასტი...  

შევასრულე რა ელემენტი, რომელიც აქამდე არასოდეს გამიკეთებია შეჯიბრებებზე, ვაგრძელებდი მოძრაობას ჩემი შესაძლებლობის ზღვარს მიღმა. ჩემი ტრიალი ჩქარდებოდა და კვანძის გახსნას უახლოვდებოდა - ახტომს ორმაგი პირუეტით. 

ვტრიალებდი, ვემზადებოდი, რომ ხელი გამეშვა და გავფრენილიყავი სივრცეში, და მეტრიალა ბედის ხელში, რომელიც თავად ავირჩიე. რამდენიმე სწრაფი მოძრაობა შევასრულე ფეხებით, ერთხელ დავტრიალდი, მეორედ, და ტრიალის დროს მოვწყდი და სხეული გავასწორე დასაშვებად. ჭეშმარიტების მომენტი დადგა.  

მე შევასრულე უზადო დაშვება, რომელიც ექოდ გაისმა მთელ არენაზე. სიჩუმე... შემდეგ დაიწყო რაღაც ენითაღუწერელი. შეფასება 9,85 ქულით – ჩვენ ჩემპიონები ვართ!

ჩემი მწვრთნელი არსაიდან მოვარდა, ხელზე ხელი ჩამკიდა და გაცოფებული აჯანჯღარებდა აღტაცებისგან გაგიჟებული. თანაგუნდელები გარს შემომეხვივნენ. ყვიროდნენ, დახტოდნენ და მეხვეოდნენ; ზოგიერთს თვალებზე ცრემლი მოადგა. მოვისმინე აპლოდისმენტების მზარდი ხმა. ძლივს ვახერხებდით სიხარულის შეკავებას დაჯილდოების ცერემონიის პროცესში. გამარჯვებას მთელი ღამე ვზეიმობდით.   

შემდეგ ყველაფერი დასრულდა. დიდხანს ნანატრი მიზანი მიღწეული იყო. მხოლოდ მაშინ მივხვდი დანამდვილებით, რომ ჩემი დამოკიდებულება აპლოდისმენტებისადმი, შედეგებისადმი და გამარჯვებებისადმი შეიცვალა. ძირეულად შეიცვალა. გამარჯვებების ძიება როგორც იქნა დასრულდა.

ეს იყო 1968 წლის ადრეულ გაზაფხულზე. ჩემი სწავლება კოლეჯში დასასრულს უახლოვდებოდა, და აზრზე არ ვიყავი რა მელოდა მომავალში.  

სიცარიელეს ვგრძნობდი, როცა ჩემს გუნდს ვემშვიდობებოდი არიზონაში და თვითმფრინავში ვჯდებოდაი უკან ბერკლიში, სოკრატესთან... და ლინდასთან. ოცნება წართმეული ღრუბლებს ვუყურებდი. მთელი ეს წლები ვცხოვრობდი ილუზიით - ბედნიერება გამარჯვებით მოიპოვება, ახლა კი ეს ილუზია ფერფლად იქცა. ჩემმა მიღწევებმა ვერ გამხადა უფრო ბედნიერი და უფრო მთლიანი.

როგორც იქნა განთიადი ვიხილე. მივხვდი, რომ არასოდეს მისწავლია ცხოვრებით სიხარული, მხოლოდ მიღწევა. მთელი ცხოვრება ბედნიერების ძებნაში გავატარე, მაგრამ ვერასოდეს ვახერხებდი მის პოვნას და შენარჩუნებას.

თვითმფრინავმა დაშვება დაიწყო. თავი სავარძელის საზურგეს მივადე. თვალებში ცრემლები ჩამიდგა. ჩიხში ვიყავი და არ ვიცოდი საით წავსულიყავი.  

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff