ბალანსის მიღწევის შესაძლებლობა

Admin
აზრები
0
0

ალბათ დადგება დრო როცა ყველა აზრის გაცნობიერებას შევძლებთ, ყველა წარსული მცდარი აზრისგან გამოწვეუ...

balance

ავტორი: ირინა ნოზაძე

ალბათ დადგება დრო როცა ყველა აზრის გაცნობიერებას შევძლებთ, ყველა წარსული მცდარი აზრისგან გამოწვეული არასასურველი ემოციისაგან გავთავისუფლდებით, რომელიც არ მოდის უმაღლეს გონთან თანხვედრაში. აღმოჩნდება, რომ მთავარი ბაზისი, რაზეც მთელი ჩვენი განვლილი ცხოვრება და გამოცდილება იყო დაშენებული აბსურდი აღმოჩნდა. ერთის მხრივ გვხიბლავს ის ლივლივი რომელიც ბოლოს და ბოლოს მოიპოვა სულმა. ნამდვილად დამსახურებული მუშაობის შემდეგ და მეორეს მხრივ გვიპყრობს შიში რა იქნება ამის შემდეგ.

 ანალიტიკურ გონებას საქმე აღარ აქვს და ამასთანავე როგორ შევძლებთ ისევ მატერიალურ სამყაროში რეალიზებას. სად არის გამოსავალი? შიშის ნაცვლად და მუდამ იმის მტკიცებით საკუთარ თავთან თითქოს და მატერიალური სამყარო აღარ გვაინტერესებს. რეალურად მატერიალურ სამყაროსთან მონაწილეობის გარეშე ვერც გამოცდილებას შევძენთ სამყაროს და ვერც მათ დავეხმარებით ვისაც მსგავსი გზა გასავლელი აქვს. ჩვენი მთავარი ამოცანა ამ შემთხვევაში უნდა იყოს ჩართვა გამომრთვის ღილაკის გააქტიურება. თუ ჩვენ ვაღიარებთ სამყაროს დუალობას, ცხადია გვესაჭიროება როგორც მატერიალურ ასევე სულიერ სამყაროში თანაბარზომიერად მონაწილეობა. რომელიც დაგვეხმარება ჰარმონიული და ბალანსირებული ცხოვრების მიღწევაში. როგორც ჩასუნთქვა ამოსუნთქვით შეგვიძლია არსებობა ასევე ამ ორი სამყაროს დაბალანსებული ურთიერთქმედებით შეგვიძლია ცხოვრება. (მხოლოდ ამოსუნთქვით ვიცით რაც გველოდება)

 როგორ უნდა შევძლოთ ბალანსის დაცვა ისე რომ მთლიანად მატერიალური სამყაროს მარწუხებში არ მოვექცეთ და არც ისე დავშორდეთ მას რომ ადაპტაცია გაგვიჭირდეს? გამოსავალი მედიტაციაშია. ამით ხომ ვაპრაქტიკებთ მდგომარეობას ერთი ცხოვრებიდან მეორეში ადვილად ადაპტირებისთვის. თუ ჩვენ შევძლებთ და იმაზე დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებთ გარკვეულ მოვლენებს რომ ჩვენი არსი გადაფაროს, ბალანსიც არ დაირღვევა. მედიტაციას გამოყავს გონება იმ ილუზიებიდან თითქოსდა ესა თუ ის მოვლენა არსობრივად მნიშვნელოვანია, გზას გვიხსნის უმაღლესი გონის შეცნობისაკენ.

მსგავსი სტატიები

რიცხვების ძალაუფლება


 თავიანთი ფორმითაც კი რიცხვები სიცოცხლის ევოლუციის შესახებ გვიყვები...

სამყარო, როგორც პროგრამა


ავტორი: აკაკი სხულუხია თავიდან მინდა დავწერო საიდან მოვიდა ეს იდ...

აღდგომის ფრაქტალი


ავტორი: იოანე შენგელია ბუნებაში ყველგან ვხდებით ფრაქტალებს. ერთ-...

თავისუფლების მაძიებელთათვის


ავტორი: მამუკა გურული 1. ყოველი ცოცხალი ორგანიზმი დედამიწაზე, მა...

გრავიტაცია


ავტორი: მამუკა გურული ერთ-ერთი ყველაზე "საიმედო" და საკვანძო ცნე...

სოლიდარობა 90-იან თაობაში დაბადებულ "დაჩმორებულ", "დასაჩმორებელ" და "ქალაჩუნა" ბიჭებს


ავტორი: ნინო დიდებაშვილი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოსტი, სად...

შეჯიბრებები ბავშვებს ერთმანეთის მტრებად გარდაქმნიან


  ავტორი: ლევან ჩახაია შეჯიბრებები ბავშვებს ერთმანეთის მტრ...

თეზა #6


ავტორი: მამუკა გურული "ნუ ჩასვავ ადამიანებს შენი წარმოდგენების გ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff