დაამსხვრიე ილუზია ისე, რომ არ განსაჯო საკუთარი თავი და შენ "აშენდები"

Admin
აზრები
0
0

ავტორი: ლევან ჩახაია ილუზია ადამიანის თვითგადარჩენის საინტერესო ასპექტია. ფსიქიკა ცდილობს გადა...

Three Shapes Illusion mo159

ავტორი: ლევან ჩახაია

ილუზია ადამიანის თვითგადარჩენის საინტერესო ასპექტია. ფსიქიკა ცდილობს გადარჩენას და ამავდროულად გაურბის რეალობას. რეალობას, რომელიც მოცემული მომენტისათვის არის დისკომფორტის ზონა .

ჩვენ მივეჩვიეთ ნაჭუჭში ყოფნას.

ამ ყველაფერს დედის მუცლიდან ახლად გადმობრძანებული ბავშვის კოპლექსს დავარქმევდი. მცდელობა დაუბრუნდე დაცულ და თბილ გარემოს. ახალ სივრცეში ცივა, ხმაურია და, რაც მთავარია ახალია.

ჩვენ გვეშინია ცვლილებებისა და სიახლეების.

ერთხელ მაინც, რომ გვეცადა ნეგატიური ცვლილება, როგორც ფაქტი პირადად გაგვეცნო, ისე, რომ მის გაგონებაზე არ დავმალულიყავით აუცილებლად მოხდებოდა ძვრები ჩვენს ცნობიერებაში.

დაცულობა ადამიანის მთავარი მოთხოვნილებაა. დაცულობა საჭიროებაცაა ამავდროულად, მაგრამ, როგორც ოშო ამბობს უსარგებლო სასარგებლოა.
დისკომფორტის ზონა ადამიანის მდიდარი მოცემულობაა განვითარებისათვის.

და მაინც რა ჭკვიანია სამყარო. ჩვენ, რომ ყველაფრის უფლება გვქონდეს, გადავწყვეტდით ხშირად ჩამოგვეფარებინა ფარდა და არ გვენახა ის მასწავლებელი ფაქტები,რომლებიც გვაშენებენ..

ილუზია მდგომარეობაა, როცა მეშინია ვაღიარო რეალობა და მივიღო ის, ამიტომაც ვიგონებ ისტორიას, რომელიც სინამდვილე არ არის, მაგრამ კომფორტულია მისი წარმოდგენა... ასევე კომფორტულია ამ წარმოდგენაში ცხოვრება.

მაგალითად: მირჩევნია საკუთარი თავი მეგონოს ჭკვიანი, განათლებული ვიდრე ვაღიარო, რომ ეს ყველაფერი არ გამაჩნია ჯერჯერობით.
მირჩევნია ვაღიარო შეცდომა ამიტომაც ვიგონებ, რომ ყველა ცუდი ადამიანია ჩემს გარდა.

იმის ნაცვლად, რომ პასუხისმგებლობა ავიღო საკუთარ ცხოვრებაზე, წარუმატებლობებს ბედისწერას ვაბრალებ. მაშინ, როცა უბრალოდ არაფერი გამიღია .
თუ მსურს შევიცვალო უნდა შევცვალო დამოკიდებულებები პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ.

ჩვენ შეცდომების აღიარება გვაშინებს. გვაშინებს, რადგან მხოლოდ განსჯას ვიღებთ ,როდესაც ვცდებით. სამყარომ შეცდომა, როგორც ფაქტი ნეგატიურ ასპექტში დაგვანახა ამიტომაც მათი გვეშინია.

მთავარი კითხვა რაც შეიძლება დაისვას : რას ვატყუებ საკუთარ თავს? როდის ვცდები და რა განაპირობებს ჩემს შეცდომებს?

ვცდები იმიტომ, რომ უნარები არ მაქვს კონკრეტული ქმედების განსახორციელებლად, ცოდნა არ გამაჩნია თუ უბრალოდ მე ვირჩევ ამ შეცდომას.
ეს პროცესი საშიში პროცესია ფსიქიკისათვის. დღემდე ჩვენ მიჩვეულები ვართ გაქცევას. ამიტომაც მოულოდნელად გაჩერება და მცდელობა დაინახო ის, რისი დანახვისაც გეშინოდა სტიგმებით სავსე ცნობიერებით ძალიან საშიშია.

ამ კონკრეტულ შემთხევაში გადარჩენა გარანტირებულია თუ აღმოჩენელი სისუსტეების, ნაკლოვანებების დანახვას დავიწყებთ, მაგრამ განსჯის გარეშე.
თუ ვეცდებით განვსაჯოთ საკუთარი თავი ისე, რომ არ გავუგოთ მას, თქვენ გელოდებათ სერიოზული ფსიქოლოგიური და ფსიქიკური პრობლემები.
კარგი იქნება პერიოდულად მასწავლებელთან დიალოგი. მასწავლებელი მოვა თუ თქვენ ეს გენდომებათ.

დანახვა, აღიარება, შემწყნარებლობა , ძიება ფუნდამენტის კონკრეტულ შეცდომაში, შეფასება განსჯის გარეშე. შემდეგ ძიება გზების და მუშაობა.
მაგალითად გაგიფუჭდათ საათი, რომელიც ხელზე გიკეთიათ. თქვენ არ ეჩხუბებით მას ცდილობთ შეაკეთოთ , გესმით მისი. დიდი ხანია, რაც გიკეთიათ. დიდი ხანია გემსახურებათ. ბუნებრივია. რაც ბუნებრივია გასაგებია. ბუნებრივია ადამიანის სისუტეები, უუნარობა, ყველა ნაკლოვანება, რაც კი გაგვაჩნია ბუნებრივია. და არასოდეს, არასოდეს არ დაიჯეროთ, რომ ცუდები ხართ ...

ყველა წარმატებულმა ადამიანმა გაიარა წარუმატებლობის გზა.
ყველა გამბედავმა გმირმა გაიარა სილაჩრის გზა.
ეს სწორედაც, რომ გზაა რომელსაც ახალი გზისაკენ მივყევართ.
მაგრამ ილუზიები გვართმევს შესაძლებლობას რეალობის ფარგლებში ვიმოქმედოთ. ვტკეპნით ერთ ადგილს და არც ვართ ბედნიერები. არაა ეს მდგომარეობა ბედნიერი პირიქით. ეს მდგომარეობა სავსეა უკმაყოფილების განცდით.

რა არის მთავარი.? მუშაობის დაწყება საკუთარ თავთან, მაგრამ თუ ეს პროცესი განსმჭვალული არ იქნება თანაგრძნობისა და გაგების შეგრძნებებით თქვენ სერიოზულ კონფლიქტს გადააწყდებით ... და სავალალო შედეგებამდე მიგიყვანთ ეს.

დაამსხვრიეთ, რაც შეიძლება მეტი ილუზია. გამოიტანეთ სინათლეზე ყველა ნაკლოვანება , ყველა ბუნებრივი მოცემულობა, რაც არ მოგწონთ და გახსოვდეთ ყველაფერი, რაც გაგაჩნიათ თქვენია, ბუნებრივია და წარმოადგენს მექანიზმებს რომლებსაც თქვენგან უნიკალური არსების შექმნა შეუძლიათ.

 

მსგავსი სტატიები

"ეგოს კაპრიზები"


"ეგოს კაპრიზები". მშობლის სურვილთა ტელეპათიური გზით გადასვლა შვილ...

შვიდი მილიარდი მატრიცა


ავტორი: ანა თოფურიძე - ტრიიიინ ტრიიიიინ ტრიიიინ - (ტელეფონი ზარი...

ბალანსის მიღწევის შესაძლებლობა


ალბათ დადგება დრო როცა ყველა აზრის გაცნობიერებას შევძლებთ, ყველა წა...

ცოდნის გაზიარების შესახებ


  ავტორი: სერგო ღამბაშიძე ცნობიერების რა საფეხურზეც არ უნდ...

თეზა #5


ავტორი: მამუკა გურული "სიცოცხლის გასაღები - ზომიერებაშია..." და...

იცოდე ვისი (ეგრე)გორისა ხარ!


ავტორი: მამუკა გურული როცა რაღაცის ბევრ ადამიანს სწამს, ეს რაღაც...

მასმედიის და სოცქსელების როლი მასების მათვაში


არავისთვის უცხო არაა ის ფაქტი, რომ ადამიანზე ზეგავლენის მოსახდენ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff