დეფრაგ(მე)ნტაცია

Admin
აზრები
0
0

ავტორი: ანა თოფურიძე მსოფლიოში გავრცელებულია მცდარი წარმოდგენა, რომ ადამიანში მხოლოდ ერთი პიროვნ...

ავტორი: ანა თოფურიძე

41521120 874934372894317 5703004751273132032 nმსოფლიოში გავრცელებულია მცდარი წარმოდგენა, რომ ადამიანში მხოლოდ ერთი პიროვნებაა. და ვცდებით თუ გვგონია რომ ის ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს მხოლოდ ერთია. რეალურად ყველა ჩვენგანში რამდენიმე ან ათეულ ან შესაძლოა ასეულ ალტერნატიულ მეს ვატარებთ,რომლებიც თავს ავლენენ სხვადსხვა სიტუაციებში. შეიძლება გგონიათ რომ თქვენს სხეულში არ შეიძლება სრულიად სხვადასხვა პიროვნებები ცხოვრობდნენ, მაგრამ ცდებით.

ცნობიერება წყალს გავს, დიდ მდინარეს რომელიც პატარა წყაროებად იყოფა თუმცა კვლავ თავის თავია. შეიძლება თქვენ იყოთ ფრაგმენტირებული ბევრ პიროვნებებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ისინი თქვენ არ ხართ, ისინი თქვენი ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა რომელიც შექმენით თქვენგან განცალკევებულად და რომელთანაც შეგიძლიათ კვლავ გაერთიანდეთ. ამას აკეთებს ყველა, თუმცა შეიძლება ერთმა ალტერ ეგო დააარქვას და რომელიმე ეპოქის ან წიგნის გმირად წარმოიდგინოს თავი, მერემ კი ყურადღება არ მიაქციოს და უბრალოდ ცუდი ხასიათი უწოდოს. სიმთვრალეში ან სტრესულ გარემოში გამოვლენილი მე, რომელიც რამდენადაც არ უნდა ვუარყოთ ჩვენი პიროვნების ნაწილია. არავის აქვს ცუდი სიმთვრალე, ადამიანებს აქვთ თავის თავში შექმნილი ალტერნატიული პიროვნება რომელიც სასმელის ზემოქმედების ქვეშ გამოდის გარეთ და ის ისაა ფხიზელიც, მხოლოდ დაფარულად. თუმცა იმ ადამიანებისთვის ვინც ნიღბების მიღმა იყურებიან და დაფარულსაც ხედავენ ის ისეთივე ხილულია ყოველდღიურობაშიც. როგორ ხდება ჩვენი მეს დეფარგმენტაცია. ეს ხდება მაშინ და იმიტომ რომ ყოველი ტრამვისას პიროვნება იხლიჩება ორად, ეს ხდებოდა ბავშობაში გაუცნობიერებლად და ამიტომ შეიძლება არ გვახსოვდეს და ვერ ვაცნობეირებდეთ. როდესაც ვიღებთ ტრამვას ვიყოფით ორ ნაწილად, ერთია მსხვერპლი და მეორეა მისი მცველი, ვინც იცავს თავის მეორე ნაწილს. ადამიანის ხასიათი კი ისეთია რომ თავის იდენტიფიცირებას ახდენს მცველთან, გმირთან რომელიც მცველია და ის ირგებ იმ სახეს, რომელიც შექმნა დაცვისას. ხოლო მისი სხვა მე, სუსტი მე, დამალულია და ის მას აღარ აღიარებს თავის თავად და არასწორადაც იქცევა, რადგან ყველა პიროვნება რომელსაც ჩვენ ვქმნით ჩვენში რჩება და მუდამ მოქმედებს. მათ ვისაც შინაგან კრიტიკოსთან დისკუსია გამოუცდიათ ეცოდინებათ რომ არსებობს ის ვინც ცუდს ეუბნება ვისაც ის სძულს და ის ვინც მას იცავს და ვინც მის მხარესაა. რეალურად ორივე თავადაა.

ხდება ისეც როდესაც ვიქმნით პიროვნებას რომელსაც ჩვენს გარეშე ძალა აკონტროლებს, მაგალიტად რელიგია ან რაიმე იდეოლოგია, ეს ხდება მაშინ როდესაც ჩვენ ნებისყოფა არ გვყოფნის პასუხისმგებლობა თავად ავიღოთ ჩვენივე ცხოვრებაზე და თავს რაღაც გარე ძალას ვაფარებთ. ამ შემთხვევაში თქვენი მეს ერთი ნაწილი მართულია გარედან, შეიძლება გვეჩვენებოდეს რომ ის უფრო ძლიერია ვიდრე სხვები, მაგრამ ეს ილუზიაა, ყველა პიროვნება ვინც თქვენშია ძლიერია თავის სისუტით, თავის კრიტიკით და კრგ შემთხვევაში თავის დადებითი გავლენით.არ მაქვს საუბარი იმაზე რომ თუ ადამიანს სხვისი დაზიანებისკენ მდირეკილება აქვს, თავის თავში ეს თვისებები გაამხნევოს და მიიღოს როგორც მეს დადებითი ნაწილი. ნებისმიერი სხვის დაზიანების სურვილი, დაწყებული ფიქრის კრიტიკიდან და ვერბალური ქილიკიდან, აღარფერს ვამბობ ფიზიკურ ზიანზე მხოლოდ უკუშედეგია საკუთარ თავთან დისჰარმონიის. სხვა ადამიანის დაზიანება გვინდა როცა ჩვენში ვგრძნობთ ზიანს. „შენ რომ საკუთარი თავი სრულიად გიყვარდეს სხვას ვერაფერს დაუშავებდი“ - ბუდა. საკუთარ მეზე დაკვირვება იმ დონემდეა საჭირო რომ გაარჩიო რომელი მე საიდან ვითარდება. თუ თქვენში მოძალადეა ისიც საიდანღაც შეიქმნა. სავარაუდოდ, თავად ძალადობის მსხვერპლობის გამოცდილებიდან ანუ მისი მცველი გამოდის მსხვერპლი და მოძალადე ერთდროულად. ამ შემთხვევაში თქვენი მსხვერპლი სუსტი და დაუცველი მე უნდა მიიღოთ როგორც თქვენი ნაწილი და მაშინ მოძალადეც გაქრება. ყველაფერს აქვს თავის საწყისი, ალტერ ეგო არაა მარადიული მოცემულობა, ის დროებითია, ჩვენივე შექმნილი და ჩვენვე გვაქვს უნარი მისი ტრანსფორმაციის. მოძალადის ძალა და ენერგია შეიძლება იქნას მიმართული რაღაც სასრგებლოსკენ. ყველა თვისების, ყველა ალტერ ეგოს თვისება შეიძლება ინტერპრეტირებული იქნას სასრგებლო ჩვენი განვითარების და წინსვლის საქმისთვის.

41466033 1290286411114515 967042174803771392 nჩვენი შინაგანი ტანჯვის ხარისხი პირდაპირ კავშირშია ყველა ამ მეს ნაწილთან ურთიერთობასთან. წარმოიდგინეთ თქვენში არის მტირალა ბავშვი ან გაბარზებული კაცი, ისინი თქვენში ცხოვრობენ და თქვენ ვერ აკონტროლებთ როდის გამოვლენ გარეთ, ასევე მათ აქვს თავის სურვილები, რომელთაც თუ არ დავაკმაყოფილებთ თავს უყურადღებოდ იგძნობენ და ეს უყურადღებობაც აისახება თქვენზე. შეიძლება იყოთ ორმოცდაათი წლის, მგრამ თქვენში ცხოვრობდეს ექვსი წლის ბავშვი ვისაც სურს რომ ბამბის ნაყინი უყიდონ, როდესაც ეს სურვილი იღივიძებს თქვენ ვერ სთხოვთ ბიზნესმენ ან საქმიან მეგობარს გიყიდოთ ნაყინი გარეგნული იმიჯის ან ასაკობრივი ეტიკეტის გამო, თუმცა რომ ეყიდათ ძალიან ბედნიერი იქნებოდით. ამ დროს კი ხდება ის რომ თქვენი სურვილი არ კმაყოფილდება და თუნდაც არ იმჩნევდეთ თქვენში შინაგან პატარა ნაწილს სევდა იპყობს და ეს სასიცოცხლო ენერგიის კარგვამდე მიგვიყვანს. რადგან უმეტესობა არაჯანსაღ გარემოში გავიზარდეთ, გვაქვს დარჩენილი ბავშობის ფრაგმენტირებული მეები რომლებსაც ისეთივე ყურადღება და ზრუნვა სჭირდებათ როგორც ახლა თქვენ, ამიტომ ყოველთვის მოუსმინეთ შინაგან სურვილებს და გაახარეთ თქვენი თავი, ამით იმაზე მეტად ბედნიერები იქნებით ვიდრე წარმოგიდგენიათ და იმაზე უკეთესი მეუღლე, მამა, დედა, თანამშრომელი იქნებით ვიდრე დაუკმაყოფილებელი მოწყენბილი ბავშვის ტარებით თქვენს თავში.

პირველი ნაბიჯი იმის აღიარებაა რომ არც ჩვენ და არცერთი ჩვენი ნაცნობი ადამიანი, არ არის მხოლოდ ერთი და ის მუდამ ისეთი ვერ იქნება როგორადაც ჩვენ მის ერთ მხარეს ვხედავთ, შესაბამისად გაქრება იმედგაცრუება და მოულოდნელობაც და უფრო კარგი კი ისაა რომ, თქვენი თავის მიღებას თუ ისწავლით, სხვა ადამიანების ალტერ ეგოებსაც უფრო ლაღად და ხალისით მიიღებთ. ამისთვის საკუთარ თავთან მარტო დარჩენაა საჭირო და გულწრფელად ჩახედვა ვინ ვართ შიგნით. რეალურად ყველა მე ავლენს თავს სხვადასხვა სიტუაციაში, თუ თვითდაკვირვებას განავავითარებთ მათი ამოცნობაც შესაძლებელი გახდება.

რაც უფრო მეტ ალტერ ეგოს აღიარებ და გააერთიანებ საკუთარი თავის აღქმასთან,ენერგიაც ნაკლები დაგეკარგებათ, რასაც შინაგანი გახლეჩილობის გამო კარგავდით და გაერთიანებული ენერგიით უფრო ძლიერი ნაბიჯებით მიაღწევთ მიზნებს, იცხოვრებთ უფრო მეტად ჯანსაღ, მრავალფეროვან და ბედნიერ ცხოვრებას.

მსგავსი სტატიები

მოძალადე სუსტი სქესი


ავტორი: ანა თოფურიძე საზოგადოება სტერეოტიპებით აზროვნებს, რაც მე...

ღმერთების დაღუპვა


"რაგნაროკი არ არის ერთხელ მომხდარი ამბავი. და არც სამომავლო მოვლენა...

თეზა #3


ავტორი: მამუკა გურული ყოველი დახარჯული ენერგია და ძალისხმევა გავ...

დაისი თუ აისი


ავტორი: ბადრი მეფარიშვილი „შეიცან თავი შენი, შეიცნობ სამყაროს და...

ტრაკის როლი ქართულ მენტალობაში


ავტორი: მამუკა გურული ბოლო წლებია ცხადად ვაკვირდებით, რომ საქართ...

ეზოთერიის შესახებ...


ავტორი: მამუკა გურული ეზოთერია იმ სახით, რა სახითაც ვიცნობდით, მ...

იცოდე ვისი (ეგრე)გორისა ხარ!


ავტორი: მამუკა გურული როცა რაღაცის ბევრ ადამიანს სწამს, ეს რაღაც...

გამთლიანება


ავტორი: თიკა ბერძენიშვილი ადამიანებს ოდითგანვე აინტერესებდათ და დღ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მზის მანდალა (განახლებული)

Screenshot 2025-12-01 at 19.41.18

☀️ ტრენინგს გავუძღვება მამუკა გურული - სულისმეცნიერი, მენტორი, არაცნობიერის მკვლევარი და magma.ge-ს დამფუძნებელი. 

☀️ ტრენინგი დაიწყება 1 თებერვალს და გაგრძელდება 108 დღის განმავლობაში. გექნებათ პროგრამა თავისი რეჟიმით, პრაქტიკებით და კვებითი რეკომენდაციებით (მათ შორის დეტოქს პროგრამით), რომელთაგანაც ნაწილი იქნება მუდმივი (ამ 108 დღის განმავლობაში) ნაწილი კი განახლდება (დაემატება ახალი დავალებები). განსაკუთრებულ შემთხვევებში (ჯანმრთელობიდან ან სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე) მოგეცემათ ინდივიდუალური რეკომენდაციები. 

☀️ ონლაინ შეხვედრები ჩატარდება Zoom-ის ფორმატში, კვირაში ორი დღე: ხუთშაბათი და კვირა. დილით 8:00 (40-60 წუთი) და საღამოს 21:00 (საათ-ნახევრიდან 3 საათამდე). 

☀️ ჩანაწერები ფეისბუქ-ჯგუფში შეინახება და თუ გაცდენა მოგიწევთ, მოგვიანებით ნახავთ (სასურველია ლაივების 50% მაინც დაესწროთ) და უკუკავშირი პირადად გექნებათ ჩემთან. 

☀️ ბონუსად წინასწარ გამოგეგზავნებათ მაგმას ყველა PDF წიგნი (დაახლოებით 500 ლარის ღირებულების).

☀️ თემები და საკითხები, რომლებსაც გავივლით:

✨ ალბერტო ვილოლდოს სისტემა მისი წიგნის მიხედვით - „შექმენი ახალი სხეული“ (ნეირომეცნიერების და შამანიზმის სინთეზი);

✨ გურჯიევის სისტემა (თეორია და პრაქტიკა);

✨ ოშოს მედიტაციები და პრაქტიკები;

✨ თამაშის ალქიმია - ჰომო ლუდენს - ანუ მოთამაშე ადამიანის პრინციპი - როლი, მსახიობი, მაყურებელი;

✨ ვილჰელმ რაიხის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პრინციპები; 

✨ ვექტორული ფსიქოლოგია - არაცნობიერი მოტივაციების საუკეთესო გზამკვლევი (რამდენიმე ლაივი);

✨ იუნგიანური ფსიქოლოგია - თეორიული და პრაქტიკული ლაივები (რამდენიმე ლაივი);

✨ ლირი-ვილსონის წრედების სისტემა;
ტაროს არქეტიპები (გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით);

✨ შამანური ფსიქოლოგია (ამაზონიის შამანების და ჰავაელი შამანების მიხედვით);

✨ რეალობის ტრანსერფინგის ძირითადი პრინციპები;
ჩაკრების სისტემა;

✨ აიურვედას (ვედური მედიცინის) ძირითადი პრინციპები;

✨ სამყარო და ადამიანი ჩენელინგების მიხედვით (თანამედროვე ეზოთერია); 

☀️ დილის ლაივებში ძირითადად გვექნება სხვადასხვა მედიტაციები, ვიზუალიზაციები და ტექნიკები. 

☀️ ჯგუფის დინამიკიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს გარკვეული ცვლილებები, ან რაიმე თემა დაემატოს. 

☀️ ყოველდღიურად დაიდება სარეპორტო პოსტები სამოტივაციო ან შემეცნებითი ტექსტებით. ასევე დავალებად გექნებათ კვირაში 1 ან 2 ფილმის ნახვა (ხელოვნება საუკეთესო მასწავლებელია). 

☀️ ეს ტრენინგი გახლავთ როგორც ტრანსფორმაციული, ასევე სასწავლო-შემეცნებითი. თქვენ მოგეცემათ ის გასაღებები და ტექნოლოგიები, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თანდათან გამოიყენებთ. ჩამოთვლილი სისტემებიდან რაღაც უფრო ახლოს იქნება თქვენთან, რაღაც ნაკლებად, და ამის მიხედვით აირჩევთ თქვენი განვითარების გზას. ჩემი ამოცანაა - არსობრივად გაგაცნოთ ეს სისტემები. 

☀️ ჩემი მთავარი მიზანია - გაგაცნოთ თქვენი არაცნობიერის ის პროგრამები და მექანიზმები, რომლებიც თქვენი არსებობის და ცხოვრების 99%-ს მართავენ, და მოგცეთ ტექნოლოგიები მათ გადასაპროგრამებლად. 

☀️ ასევე ვეცდებით ვიპოვოთ საერთო სხვადასხვა სისტემებს შორის და დავაკავშიროთ ისინი ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად. 

☀️ არსებობს სხვადასხვა ფაქტორები (მაგალითად დროის შეზღუდულობა), რის გამოც შესაძლოა იდეალურად ვერ მოახერხოთ ამ მანდალას გავლა, მაგრამ რა პროცენტითაც მოახერხებთ, შესაბამისი შედეგი გექნებათ, და რაც მთვარია, ეს მასალები თქვენთან დარჩება და ყოველთვის შეგეძლებათ გააგრძელოთ ან ხელახლა გაიაროთ ეს მარათონი, ან გაითვალისწინოთ მასში მოცემული რეკომენდაციები. და ამ ტრენინგის დროს გაიგებთ, როგორ გამოათავისუფლოთ მეტი დრო საკუთარი განვითარებისთვის. 

☀️ თუ ჩათვლით, რომ ამ ეტაპზე არ ხართ მზად, შეგიძლიათ მხოლოდ შემეცნებითი ნაწილი გაიაროთ და თეორიაზე გააკეთოთ აქცენტი, პრაქტიკული მხარე კი მაშინ დაიწყოთ, როცა მზად იქნებით.

☀️ თქვენი ჩართულობიდან გამომდინარე ინდივიდუალური კონტაქტი მექნება ჯგუფის ყოველ მონაწილესთან (ვოისებით). 

☀️ ასევე ტრენინგი მოიცავს ერთ ონლაინ-კონსულტაციას ჯგუფის ყოველ წევრთან (1 საათის ხანგრძლივობის). 

☀️ ექსკლუზიურად მზის მანდალასთვის ჯგუფურ ბიოენერგეტიკულ ონლაინ დიაგნოსტიკას (თავისუფალი ნახატით) ჩაატარებს თათა ნაგუალ არაბული - ანთროპოსოფიული არტ თერაპიის სპეციალისტი, სოც-თერაპევტი, ბიოენერგეტიკოსი და მრჩეველი.

☀️ ასეთი ხანგრძლივობის მანდალა მინიმუმ 2-3 წელი აღარ ჩატარდება (წინა „მზის მანდალა“ 3 წლის წინ ჩატარდა და მისი ჩანაწერების შეძენა ახლაც შეგიძლიათ ძალიან კარგ ფასად). ამ მანდალას ჩანაწერები არ გაიყიდება. 

🍀 წლის ბოლომდე ვინც დარეგისტრირდება, იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება.

🍀 + დამატებით მათთვის, ვინც ჩვენი რომელიმე ონლაინ-ტრენინგი გაიარა, ან ყველა წიგნი შეიძინა, იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება. 

🍀 შესაძლებელია თანხის სამ ნაწილად გაყოფაც.

⭕️ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. მიღება მოხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. 

📩 რეგისტრაციისთვის და სხვა დეტალებისთვის მოგვწერეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, ან მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff