ავტორი: ანა თოფურიძე
მსოფლიოში გავრცელებულია მცდარი წარმოდგენა, რომ ადამიანში მხოლოდ ერთი პიროვნებაა. და ვცდებით თუ გვგონია რომ ის ვისთანაც ურთიერთობა გვაქვს მხოლოდ ერთია. რეალურად ყველა ჩვენგანში რამდენიმე ან ათეულ ან შესაძლოა ასეულ ალტერნატიულ მეს ვატარებთ,რომლებიც თავს ავლენენ სხვადსხვა სიტუაციებში. შეიძლება გგონიათ რომ თქვენს სხეულში არ შეიძლება სრულიად სხვადასხვა პიროვნებები ცხოვრობდნენ, მაგრამ ცდებით.
ცნობიერება წყალს გავს, დიდ მდინარეს რომელიც პატარა წყაროებად იყოფა თუმცა კვლავ თავის თავია. შეიძლება თქვენ იყოთ ფრაგმენტირებული ბევრ პიროვნებებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ისინი თქვენ არ ხართ, ისინი თქვენი ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა რომელიც შექმენით თქვენგან განცალკევებულად და რომელთანაც შეგიძლიათ კვლავ გაერთიანდეთ. ამას აკეთებს ყველა, თუმცა შეიძლება ერთმა ალტერ ეგო დააარქვას და რომელიმე ეპოქის ან წიგნის გმირად წარმოიდგინოს თავი, მერემ კი ყურადღება არ მიაქციოს და უბრალოდ ცუდი ხასიათი უწოდოს. სიმთვრალეში ან სტრესულ გარემოში გამოვლენილი მე, რომელიც რამდენადაც არ უნდა ვუარყოთ ჩვენი პიროვნების ნაწილია. არავის აქვს ცუდი სიმთვრალე, ადამიანებს აქვთ თავის თავში შექმნილი ალტერნატიული პიროვნება რომელიც სასმელის ზემოქმედების ქვეშ გამოდის გარეთ და ის ისაა ფხიზელიც, მხოლოდ დაფარულად. თუმცა იმ ადამიანებისთვის ვინც ნიღბების მიღმა იყურებიან და დაფარულსაც ხედავენ ის ისეთივე ხილულია ყოველდღიურობაშიც. როგორ ხდება ჩვენი მეს დეფარგმენტაცია. ეს ხდება მაშინ და იმიტომ რომ ყოველი ტრამვისას პიროვნება იხლიჩება ორად, ეს ხდებოდა ბავშობაში გაუცნობიერებლად და ამიტომ შეიძლება არ გვახსოვდეს და ვერ ვაცნობეირებდეთ. როდესაც ვიღებთ ტრამვას ვიყოფით ორ ნაწილად, ერთია მსხვერპლი და მეორეა მისი მცველი, ვინც იცავს თავის მეორე ნაწილს. ადამიანის ხასიათი კი ისეთია რომ თავის იდენტიფიცირებას ახდენს მცველთან, გმირთან რომელიც მცველია და ის ირგებ იმ სახეს, რომელიც შექმნა დაცვისას. ხოლო მისი სხვა მე, სუსტი მე, დამალულია და ის მას აღარ აღიარებს თავის თავად და არასწორადაც იქცევა, რადგან ყველა პიროვნება რომელსაც ჩვენ ვქმნით ჩვენში რჩება და მუდამ მოქმედებს. მათ ვისაც შინაგან კრიტიკოსთან დისკუსია გამოუცდიათ ეცოდინებათ რომ არსებობს ის ვინც ცუდს ეუბნება ვისაც ის სძულს და ის ვინც მას იცავს და ვინც მის მხარესაა. რეალურად ორივე თავადაა.
ხდება ისეც როდესაც ვიქმნით პიროვნებას რომელსაც ჩვენს გარეშე ძალა აკონტროლებს, მაგალიტად რელიგია ან რაიმე იდეოლოგია, ეს ხდება მაშინ როდესაც ჩვენ ნებისყოფა არ გვყოფნის პასუხისმგებლობა თავად ავიღოთ ჩვენივე ცხოვრებაზე და თავს რაღაც გარე ძალას ვაფარებთ. ამ შემთხვევაში თქვენი მეს ერთი ნაწილი მართულია გარედან, შეიძლება გვეჩვენებოდეს რომ ის უფრო ძლიერია ვიდრე სხვები, მაგრამ ეს ილუზიაა, ყველა პიროვნება ვინც თქვენშია ძლიერია თავის სისუტით, თავის კრიტიკით და კრგ შემთხვევაში თავის დადებითი გავლენით.არ მაქვს საუბარი იმაზე რომ თუ ადამიანს სხვისი დაზიანებისკენ მდირეკილება აქვს, თავის თავში ეს თვისებები გაამხნევოს და მიიღოს როგორც მეს დადებითი ნაწილი. ნებისმიერი სხვის დაზიანების სურვილი, დაწყებული ფიქრის კრიტიკიდან და ვერბალური ქილიკიდან, აღარფერს ვამბობ ფიზიკურ ზიანზე მხოლოდ უკუშედეგია საკუთარ თავთან დისჰარმონიის. სხვა ადამიანის დაზიანება გვინდა როცა ჩვენში ვგრძნობთ ზიანს. „შენ რომ საკუთარი თავი სრულიად გიყვარდეს სხვას ვერაფერს დაუშავებდი“ - ბუდა. საკუთარ მეზე დაკვირვება იმ დონემდეა საჭირო რომ გაარჩიო რომელი მე საიდან ვითარდება. თუ თქვენში მოძალადეა ისიც საიდანღაც შეიქმნა. სავარაუდოდ, თავად ძალადობის მსხვერპლობის გამოცდილებიდან ანუ მისი მცველი გამოდის მსხვერპლი და მოძალადე ერთდროულად. ამ შემთხვევაში თქვენი მსხვერპლი სუსტი და დაუცველი მე უნდა მიიღოთ როგორც თქვენი ნაწილი და მაშინ მოძალადეც გაქრება. ყველაფერს აქვს თავის საწყისი, ალტერ ეგო არაა მარადიული მოცემულობა, ის დროებითია, ჩვენივე შექმნილი და ჩვენვე გვაქვს უნარი მისი ტრანსფორმაციის. მოძალადის ძალა და ენერგია შეიძლება იქნას მიმართული რაღაც სასრგებლოსკენ. ყველა თვისების, ყველა ალტერ ეგოს თვისება შეიძლება ინტერპრეტირებული იქნას სასრგებლო ჩვენი განვითარების და წინსვლის საქმისთვის.
ჩვენი შინაგანი ტანჯვის ხარისხი პირდაპირ კავშირშია ყველა ამ მეს ნაწილთან ურთიერთობასთან. წარმოიდგინეთ თქვენში არის მტირალა ბავშვი ან გაბარზებული კაცი, ისინი თქვენში ცხოვრობენ და თქვენ ვერ აკონტროლებთ როდის გამოვლენ გარეთ, ასევე მათ აქვს თავის სურვილები, რომელთაც თუ არ დავაკმაყოფილებთ თავს უყურადღებოდ იგძნობენ და ეს უყურადღებობაც აისახება თქვენზე. შეიძლება იყოთ ორმოცდაათი წლის, მგრამ თქვენში ცხოვრობდეს ექვსი წლის ბავშვი ვისაც სურს რომ ბამბის ნაყინი უყიდონ, როდესაც ეს სურვილი იღივიძებს თქვენ ვერ სთხოვთ ბიზნესმენ ან საქმიან მეგობარს გიყიდოთ ნაყინი გარეგნული იმიჯის ან ასაკობრივი ეტიკეტის გამო, თუმცა რომ ეყიდათ ძალიან ბედნიერი იქნებოდით. ამ დროს კი ხდება ის რომ თქვენი სურვილი არ კმაყოფილდება და თუნდაც არ იმჩნევდეთ თქვენში შინაგან პატარა ნაწილს სევდა იპყობს და ეს სასიცოცხლო ენერგიის კარგვამდე მიგვიყვანს. რადგან უმეტესობა არაჯანსაღ გარემოში გავიზარდეთ, გვაქვს დარჩენილი ბავშობის ფრაგმენტირებული მეები რომლებსაც ისეთივე ყურადღება და ზრუნვა სჭირდებათ როგორც ახლა თქვენ, ამიტომ ყოველთვის მოუსმინეთ შინაგან სურვილებს და გაახარეთ თქვენი თავი, ამით იმაზე მეტად ბედნიერები იქნებით ვიდრე წარმოგიდგენიათ და იმაზე უკეთესი მეუღლე, მამა, დედა, თანამშრომელი იქნებით ვიდრე დაუკმაყოფილებელი მოწყენბილი ბავშვის ტარებით თქვენს თავში.
პირველი ნაბიჯი იმის აღიარებაა რომ არც ჩვენ და არცერთი ჩვენი ნაცნობი ადამიანი, არ არის მხოლოდ ერთი და ის მუდამ ისეთი ვერ იქნება როგორადაც ჩვენ მის ერთ მხარეს ვხედავთ, შესაბამისად გაქრება იმედგაცრუება და მოულოდნელობაც და უფრო კარგი კი ისაა რომ, თქვენი თავის მიღებას თუ ისწავლით, სხვა ადამიანების ალტერ ეგოებსაც უფრო ლაღად და ხალისით მიიღებთ. ამისთვის საკუთარ თავთან მარტო დარჩენაა საჭირო და გულწრფელად ჩახედვა ვინ ვართ შიგნით. რეალურად ყველა მე ავლენს თავს სხვადასხვა სიტუაციაში, თუ თვითდაკვირვებას განავავითარებთ მათი ამოცნობაც შესაძლებელი გახდება.
რაც უფრო მეტ ალტერ ეგოს აღიარებ და გააერთიანებ საკუთარი თავის აღქმასთან,ენერგიაც ნაკლები დაგეკარგებათ, რასაც შინაგანი გახლეჩილობის გამო კარგავდით და გაერთიანებული ენერგიით უფრო ძლიერი ნაბიჯებით მიაღწევთ მიზნებს, იცხოვრებთ უფრო მეტად ჯანსაღ, მრავალფეროვან და ბედნიერ ცხოვრებას.