ვინ ვარ მე ჩემი იარლიყების მიღმა?

Admin
აზრები
0
0

ავტორი: ლევან ჩახაია ვინ ხარ შენ იმ ყველაფრის მიღმა, რაც გისწავლია დღემდე.? ვინ იყავი მანა,მ სან...

la 1546062327 1omj5xbufq snap imageავტორი: ლევან ჩახაია

ვინ ხარ შენ იმ ყველაფრის მიღმა, რაც გისწავლია დღემდე.? ვინ იყავი მანა,მ სანამ რამეს გასწავლიდა ცხოვრება? მიიღებდი განათლებას ან გამოცდილებას? რა იმალება ამ ყველაფრის მიღმა.

შენ გასწავლეს ქცევის წესები, შენ დაიმახსოვრე, როგორ უნდა გეცხოვრა, რომ ყოფილიყავი ბედნიერი. მაგრამ რა არის ის ბუნებრივი ცოდნა, რაც ამ ყველაფრის უკან იმალება? შენ, როგორც არა პიროვნება, არამედ არსება ვინ ხარ? შეიძლება გქვია დათო, ლევანი, ნინო , სალომე, მაგრამ რა მოცემულობა დგას ამის უკან. ?
რა იყო მანამ , სანამ მიიღებდი სახელს, გვარს , მოქალაქეობას?

გადადე გვერდზე შენი პიროვნულობა სულ ცოტახნით და შეიხედე ამ ყველაფრის მიღმა.
იქ დგას არსება , რომელსაც არ სჭირდება არანაირი იარლიყი სახელისა და გვარის ჩათვლით. დგას არსება, რომელმაც გაიარა უდიდესი გზა ამ დრომდე მოსასვლელად.
ჩემი მთავარი მოცემულობა რა არის?

ვინ ვარ მე, მანამ, სანამ შენს წინაშე წარვდგებოდი ჩემი განსხეულებით და დავწერდი იმასა, რასაც ვწერ ხოლმე ზოგადად?
ჩემი მოცემულობა სახელით არ განისაზღვრება. არ განისაზღვრება სტატუსით. არც იმით, რასაც ხედავ, როცა მიყურებ.
ჩემი არსი შიგნითაა და მსურს გადავაგდო ყველაფერი, რაც ამის მიღმაა. გარეთაა.. მსურს, რომ არ მოვახდინო იდენტიფიცირება განსხეულებულ ფორმასთან, რომელიც საოცარი ჭურჭელია მარადიულობის გასამდიდრებლად შექმნილი. მოკვდავობა, რომელიც კვებავს მასში ჩაღვრილ სიცოცხლეს და ემშვიდობება მაშინ, როდესაც ამოწურავს საკუთარ შესაძლებლობებს.

ეს ხარ შენ. ამ ყველაფრის მიღმა, რაც დგას ესაა ნამდვილი და ამ ეპოქაში გარემოებები, მოითხოვენ მზერას შინაგანისკენ. ამ პერიოდს მოაქვს მოწოდება დაუბრუნდე საკუთარ თავს, შეიცნო და გაიცნო იგი.

გაიცნო საკუთარი თავი. რადგან, მანამ, სანამ ეს არ მოხდება ვერ გაიცნობ ვერავისა და ვერაფერს.
მიმოიხედე და დააკვირდი შენს მიღმა არსებულ მდგომარეობას. ხეებს, ადამიანებს, მოვლენებს. ეს ყველაფერი შენი შინაგანი არასრულყოფილების ანარეკლია. ის პრობლემები და ტანჯვები, რომლებსაც ეჯახები შენი მოცემულობის ანასახს წარმოადგენენ. ამიტომაც თუ გსურს, რომ შეცვალო და გააკეთილშობილო შენივე ცხოვრება ნუ ეპოტინები სარკეს , რომელშიც იხედები, რადგან სარკეში მდგომი არსება მხოლოდ ანარეკლია. მთავარი სარკის უკან დგას. მსურს, რომ შენ გახდე შენი თავის სარკე. და გაუწოდო ხელი რეალობას, რომელიც იმალება შიგნით ღრმად.

სინამდვილეში ვერ შეცვლი ადამიანებს. ვერ შეცვლი ვერაფერს.. ვერ შეეხები ვერაფერს მანამ სანამ შენში არ შეეხები მათ.
რასაც ხედავ ყველაფერი ილუზიაა. ყველაფერი ილუზიაა, იმდენად, რამდენადაც შექმნილია შენს ანარეკლად. ვერ შეცვლი, რასაც თვალებით ხედავ. შეცვლი იმას, რისი დანახვაც გულით არის შესაძლებელი და მაშინ ყველაფერი შეიცვლება.
გაფერადდება ან უფრო გამუქდება.

რასაც შთააგონებ შენს სულს აისახება სცენაზე, რომელსაც ცხოვრება ჰქვია.
ყველაფერი სწორია. ყველაფერი ისეთია, როგორიც შენ ხარ. რაც არ მოგწონს.რასაც ებრძვი შენშია ისევ. რაც შენში არაა იმას ვერ გამოუცხადებ ომს. თუ გგონია, რომ ბოროტებას უპირისპირდები ..უპირისპირდები საკუთარ თავში ბნელ მოცემულობებს. სხვა შემთხვევაში ისინი ყურადღების მიღმა იქნებოდნენ. ვერ შეამჩნევდი. ვერ დაინახავდი..
თვითშემეცნების პირველი საფეხური შეიძლება იყოს გაცნობიერება იმისა, რომ ყველაზე მეტად რაც გვძულს და ვებრძვით ჩვენ ვართ ისევ.
აღიარება ყველაზე ბინძური მხარეების, რომელიც იმალებიან. ამას დიდი ძალა სჭირდება. დიდი მონდომება და მხნეობა. გამბედაობა და ზომიერება.

 

 

მსგავსი სტატიები

ჩემი კომენტარი "სვფ" -ს


ავტორი: იოანე შენგელია მოგესალმებით მეგობრებო. არც ისე დიდი ხნის წ...

აირჩიე წარსული - რომელიც გსურს


ავტორი: ანა თოფურიძე „შენ შეგიძლია აირჩიო ნებისმიერ წარსული..“ - რ...

არსებობა..


ავტორი: იოანე შენგელია ძვირფასო მკითხველო, ჩემი მრავალდღიანი თუ ...

"ეგოს კაპრიზები"


"ეგოს კაპრიზები". მშობლის სურვილთა ტელეპათიური გზით გადასვლა შვილ...

ახალი წელი - ახალი სამყარო


 ავტორი: ალქიმიკოსი "და პირველად იყო სიტყვა" გვეუბნებიან რე...

ურთიერთობების ფსიქოლოგიური ასპექტები


ავტორი: ნანა აბესაძე     წლებთან ერთად ადამიანებს...

სამყარო, როგორც პროგრამა


ავტორი: აკაკი სხულუხია თავიდან მინდა დავწერო საიდან მოვიდა ეს იდ...

ადამიანი = განტოლება ვარიანტთა სივრცეში?


ავტორი: იოანე შენგელია რომ წარმოვიდგინოთ ვარიანტთა სივრცე (ანუ ყ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff