თეზა #4

Admin
აზრები
0
0

ავტორი: მამუკა გურული "ნუ განიკითხავ და არ განიკითხები" მინდა ამ მცნების შესახებ ვთქვა ორიოდ ...

gankitxva

ავტორი: მამუკა გურული

"ნუ განიკითხავ და არ განიკითხები"

მინდა ამ მცნების შესახებ ვთქვა ორიოდ სიტყვა. ეს სიტყვები ცნობიერების სხვადასხვა დონეებზე სხვადასხვანაირად აღიქმება. მისი ყველაზე პრიმიტიული გაგებაა, როდესაც განკითხვაში გულისხმობენ დადანაშაულებას, "პასუხის მოთხოვნას". გარკვეულ დონეზე ეს ასეცაა, მაგრამ არის ამ მცნების გაგების უფრო მაღალი და ნატიფი საფეხური:

ყოველ ჩვენგანს გააჩნია სამყაროს თავისი აღწერა, რომელიც პერიფერიაზე ლავირებადია, მაგრამ ძალიან სიღრმეში ჩვენი პიროვნების (ცრუ მე-ს) კარკასს წარმოადგენს. თუ ეს აღწერა ინგრევა, შესაბამისად პიროვნებასაც საყრდენი ეცლება და ამოუცნობის, გაურკვეველის წინაშე აღმოჩნდება ხოლმე, რომელსაც ცდილობს ისევ აღწერა მოუძებნოს და რაღაც სისტემაში ჩასვას.

ამ აღწერებს განსაზღვრავს "შემკრები წერტილის" (ფიქსაციის წერტილის) მდებარეობა (ცნება, რომელიც კარლოს კასტანედამ დაამკვიდრა). ადამიანთა უმეტესობას ფიქსაციის წერტილი ერთი და იმავე ადგილზე გვაქვს მიდუღაბებული. ამიტომაც ვხედავთ დაახლოებით ერთნაირ რეალობას, შევიგრძნობთ დაახლოებით ერთნაირად, გვაქვს დაახლოებით მსგავსი რეაქციები და ა.შ.

არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი შემკრები წერტილის გადანაცვლება და სხვა რეალობების ხედვა. შემკრები წერტილის გადანაცვლების უნარი ძალიან კარგია, თუკი მისი ფიქსირება შეგვიძლია. ფიქსირების გარეშე ფსიქიატრიულის პაციენტები გავხდებით. მაგრამ არის ერთი "მაგრამ". როდესაც ადამიანი სხვა ადამიანების (სოციუმის) გარემოცვაში იმყოფება, ამ სოციუმის საერთო ფიქსაციის წერტილი ავტომატურად ცდილობს ამ ადამიანის ფიქსაციის წერტილიც მათსავით (იმავე ადგილას) ფიქსირებული გახადოს. და თუ ეს ადამიანი კარგად გამყარებული არაა თავის "განსხვავებულ რეალობაში", მაშინ იგი გრძნობს სხვების ამ ზემოქმედებას, როგორც თავდასხმას, ერთგვარ "განკითხვას" სხვების მხრიდან მისი განსხვავებულობის გამო.

ბუნებრივია ამ ადამიანს უჩნდება თავდაცვის სურვილი, და თვითონაც განიკითხავს სხვებს. ამბობს, რომ სხვების რეალობა პრიმიტიულია, "დაბალი სიმკვრივისაა" და ა.შ. ამიტომაც ეძებს სხვა თავისნაირ ადამიანებს, რომლებსაც შემკრები წერტილი დაახლოებით მათნაირ მდგომარეობაში აქვთ და მათთან ერთად უფრო მშვიდადაა. ეს ბუნებრივია და სწორია, თუ რა თქმა უნდა ეს ფანატიზმის ფორმებს არ იღებს და სექტანტობას არ ემსგავსება.

გარკვეულ ეტაპამდე დიდია ცდუნება იმისა, რომ სხვები "განვიკითხოთ" და მათი ჩვენს შემკრებ წერტილზე გადმოყვანას ვეცადოთ, ან უბრალოდ ვიწუწუნოთ, რა უმეცრები არიან სხვები და რა განვითარებულები ვართ ჩვენ ("საკუთარი მნიშვნელოვანობის გრძნობა" და "საკუთარი თავის შეცოდება" აქ ერთდროულად ერთვება).

ბრძენი დუმს და არ განიკითხავს. არ განიკითხავს პირველ რიგში იმის გამო, რომ სრულად ხედავს რეალობას, და არა იმიტომ, რომ თავს იკავებს, ან "კანონს" იცავს".

ნაკლებად-ბრძენი განიკითხავს იმიტომ, რომ თავს იცავს, სრულად ვერ ხედავს რეალობას და ზეწოლას გრძნობს სხვებისგან, მაგრამ ვერ აცნობიერებს, რომ ამით უფრო აძლიერებს უკურეაქციას.

უმეცარი განიკითხავს იმიტომ, რომ პასუხისმგებლობა სხვებზე გადააქვს, რეალობას სამყაროს თავისი აღწერის ჩარჩოებში აცნობიერებს და თანაც გარშემო ყველა განიკითხავს (ანუ კაცობრიობისს საერთო შემკრებ წერტილში ეს ბუნებრივადაა ჩადებული). ასევე უმეცარმა ადამიანმა შეიძლება ხმამაღლა არ განიკითხოს იმიტომ, რომ ასე უთხრეს, ან რელიგია ეუბნებ ასე, მაგრამ შინაგანად იგი მაინც ყოველთვის განიკითხავს.

გინდ განიკითხე, გინდ არა - მთავარია შენში გაცნობიერებულობა გააძლიერო - შედეგად ყველაფერი უსარგებლო და ზედმეტი თავისით "მოგძვრება"... მაგრამ თუ შეგიძლია, ჯობია მაინც არ განიკითხო - ამით ენერგიას დაზოგავ მეტი გაცნობიერებულობისთვის. კაცობრიობის მთლიან ეგრეგორს განკითხვით ვერც შეცვლი და ვერც მოერევი.

მსგავსი სტატიები

ბედნიერების გასაღები


ავტორი: მამუკა გურული რომ კითხოთ ყველას, რა არის ბედნიერებაო? ყვ...

ბრბო


ავტორი: ნანა აბესაძე    ისეთი მენტალიტეტის ქვეყანაში,როგ...

ოთხი კეთილშობილი ჭეშმარიტება ბუდიზმში


მოცემულ ტექსტში ვისაუბრებ ადრეული ბუდიზმის უმნიშვნელოვანეს ასპექტზე

"პოხუისტი" გმირი


(ფოტოზე: კადრი ფილმიდან Barfly) ხშირად გინახავთ ალბათ ჰოლივუდურ ...

სამყარო, როგორც პროგრამა


ავტორი: აკაკი სხულუხია თავიდან მინდა დავწერო საიდან მოვიდა ეს იდ...

რა მიშლის ხელს საკუთარი თავის აღმოჩენაში?


ავტორი: ლევან ჩახაია კარგად დაფიქრდი, სანამ იტყვი :-მე ასე მსურს- ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff