რეალობის კვანტური პარადოქსი

Admin
აზრები
0
0

ავტორი: იოანე შენგელია მირეკავს ახალი პოტენციური მოსწავლე. მომდევნო დღისთვის ვნიშნავთ შეხვედრა...

ავტორი: იოანე შენგელია
integration
მირეკავს ახალი პოტენციური მოსწავლე. მომდევნო დღისთვის ვნიშნავთ შეხვედრას. მე ვდგავარ და ვფიქრობ მთელი დღე ღირს თუ არა დათანხმება, მიღირს თუ არა ახალი მოსწავლე, როგორი იქნება ის? იქნება არ იყოს მოტივაციით სავსე და კონცენტრაციის უნარის მქონე, არამედ ზარმაცი და არაფრის მკეთებელი. იქნებადა მხოლოდ დედამისს სურს მისი მომზადება მაგრამ თავად მან არც კი იცის რა სურს საერთოდ ცხოვრებაში?
 
მოკლედ, ვფიქრობ და ათასნაირი ვარიანტი წარმომიდგება თვალწინ (ისევე, როგორც ყოველთვის). მაგრამ, ფაქტი ერთია: სანამ არ შევხვდები, მანამ რეალურად არ მეცოდნება როგორია. კარგი, დაუშვათ შევხვდი და გავარკვიე დაახლოებით რა მომავალი მელოდა მასთან მეცადინეობისას. მერე? ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს გარანტირებული მომავალია? უნდა გაგაკვირვოთ, ყველაფერი ცვლადია..
 
რატომ მოვყევი ეს ამბავი? თუ კვანტურ მექანიკას რეალობის უფრო მაღალ დონეზე გადმოვიტანთ (როგორიცაა ცხოვრების სცენარების ფორმირება), მაშინ მივიღებთ რეალობის მეტად საინტერესო მოდელს. ცხადია, კვანტური მექანიკის ასეთი ხელოვნური გადმოტანა არ არის სამართლიანი მეცნიერულად, მაგრამ ჩვენ ხომ ეზოთერიკოსებიც ვართ, ასე არაა? ასე რომ, ამის უფლება გვაქვს.
 
ხოდა რას ვამბობდი.. იმას, რომ რეალობა არ არის ფიქსირებული მანამ, ჩვენ არ დავაფიქსირებთ. სანამ ჩვენ არ დავაკონკრეტებთ და შევეხებით, მანამ რეალობა ალბათობების მთელი ნაკრებია. არსებობს ყველა შესაძლო ვარიანტი და რეალიზდება მხოლოდ ის, რომელსაც ჩვენ "ხელს დავადებთ". კვანტურ მექანიკაში ამას კოლაფსირებას უწოდებენ. რეალობა კოლაფსირდება რომელიმე კონკრეტულ ვარიანტში უამრავი ვარიანტიდან.
 
ამრიგად, სანამ მე არ წავალ მოსწავლესთან (ზედა მაგალითში), მანამ მოსწავლე და მისი სახე არ არსებობს. და მხოლოდ მას მერე გაჩნდება კონკრეტული სახით, როცა უკვე შევხვდები, და შევიქმნი მასზე წარმოდგენას. თქვენ ალბათ გაგიკვირდებათ და მეტყვით: კი მაგრამ იოანე (მე მქვია ასე), როგორ არ არსებობს? სანამ თქვენ ფიქრობთ იმაზე თუ როგორი შეიძლება იყოს მოსწავლე, მანამ ის უკვე არსებობს თავისი სახით, და როდესაც შეხვდებით მას, დაინახავთ ისეთს, როგორადაც ყალიბდებოდა აქამდე (თუნდაც თქვენი ფიქრის პროცესში).
 
მე კი გიპასუხებთ მკითხველო, რომ ის არ არსებობდა არავითარი სახით მანამ, სანამ მე მას არ შევხვდი. უცნაურია ხომ? ამაში მდგომარეობს რეალობის პარადოქსი: მოსწავლე არის გარკვეული სახის, ამიტომაც ის ფორმირდებოდა გარკვეული დროის განმავლობაში, რათა ისეთი ყოფილიყო, როგორიც არის ახლა. და მისი ფორმირების გზა აბსოლუტურად განსაზღვრულია, და ის მიმდინარეობდა მაშინაც კი, როდესაც მე ვფიქრობდი მასზე, ანუ სანამ შევხვდებოდი.
 
მეორეს მხრივ კი, ის არ არსებობდა მანამ, სანამ მე მას არ შევხვდი. რა გამოდის? სანამ შევხვდები მანამ არ არსებობს, ხოლო როცა შევხვდები, ის არის სრულიად განსაზღვრული სახის, ესეიგი წარსულიც აქვს, რომლის განმავლობაშიც ჩამოყალიბდა ასეთად. არადა, მე ვამბობ, რომ ეს წარსული არ არსებობდა, რადგან ის გაჩნდა მაშინ, როდესაც მე შევხედე.
 
როგორ გადავწყვიტოთ ეს პარადოქსი? გიპასუხებთ, რომ არ არის აუცილებელი ამ პარადოქსის გადაწყვეტა. მოსწავლე ერთდროულად განსაზღვრულიც არის და განუსაზღვრელიც. მაგრამ, ამაში არაფერია უცნაური. სანამ შევხვდები, მანამ ალბათობაა მთელს ვარიანტთა სივრცეში განფენილი. ხოლო როცა შევხვდები, ეს ალბათობა იკვრება ერთ კონკრეტულ ვარიანტში (კოლაფსირდება).
 
თქვენ იმაზე არ უნდა იდარდოთ როგორ ხდება ეს უცნაური მოვლენა (ეს მრავალი ფიზიკოსისთვისაც გაუგებარია). თქვენ ერთადერთი მიზანი გაქვთ - ააწყოთ ცხოვრება. ამისათვის განეწყვეთ დადებითად, და რაღაც მოუხელთებელი მექანიზმებით სამყარო არეკლავს თქვენს განწყობას. და არ აქვს მნიშვნელობა, რომ დღეს რომ სუპი ინატრეთ და მოგიტანეს, ეს რაღაც მიზეზ-შედეგობრივმა კავშირებმა და შემთხვევითობამ განაპირობა. თქვენ ხომ აგისრულდათ რაც მთავარია.
რა მარტივია ხომ? დადებითი განწყობა, ნანები, ნუნები, და ა.შ. მრავალ ეზოთერულ ლიტერატურაში შეხვდებით ასეთ რამეს - "თქვენვე ქმნით თქვენს რეალობას", "სამყარო აზრების ანარეკლია", "აზრები მატერიალურია" და მრავალი საინტერესო რამ, რაც გულს გაგიხარებთ. მაგრამ, რეალურად რა ხდება? არაფერიც არ იცვლება. რატომ?
 
ალბათ იმიტომ, რეალობის მართვის მექანიზმს შეჩვევა უნდა. თუ ხშირად აპრაქტიკებთ, ადრე თუ გვიან, აღმოაჩენთ, რომ დაეუფლეთ ამ ხელოვნებას, რომელსაც რეალობის შემოქმედება ჰქვია. მაგრამ, სანამ დაეუფლებით, მანამ მოგიწევთ მრავალი რამის შეცვლა საკუთარ თავში.
 
აზრების ანარეკლი.. განწყობის ანარეკლი.. არც ისე მარტივადაა ყველაფერი. არსებობს სხვა და სხვა ტექნიკები, იგივე ტრანსერფინგი, ან სხვა მრავალი.
 
მოკლედ, წარმატებებს გისურვებთ!
 
ნაწილაკის არსებობა მთელს სივრცეში განფენილია. სივრცის სხვა და სხვა ადგილას ნაწილაკის "ნაწილებს" ვაწყდებით. ესეიგი, სივრცის სხვა და სხვა ადგილებში განფენილია ნაწილაკის არსებობის ალბათობა. მაგრამ, როდესაც წერტილს ვაფიქსირებთ, იქ ალბათობა კოლაფსირდება, და ვიღებთ განსაზღვრულ ნაწილაკს.
 
სწორედ ასეთნაირად, მატერიალური რეალიზაცია განფენილია ვარიანტთა სივრცეში. მისი აღმოჩენის ალბათობა განფენილია მთელს სივრცეში. მაგრამ, როდესაც აფიქსირებთ ვარიანტს, მაშინ სწორედ ის ვარიანტი რეალიზდება.
 
თუ მოგეწონათ, გააზიარეთ..

მსგავსი სტატიები

ღმერთების დაღუპვა


"რაგნაროკი არ არის ერთხელ მომხდარი ამბავი. და არც სამომავლო მოვლენა...

გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა


ავტორი: აკაკი სხულუხია იმედგაცრუება, მშობელია ყოველივე სისაძაგლი...

ბედისწერა აწმყო განგრძობითი ფორმაა


ბედისწერა ლამაზი სიტყვაა და ასევე ლამაზი შინაარსი აქვს. ზოგადად, ჩე...

თითქოს სამყარო არ გყოფნის


ავტორი: სალომე ჯოჯუა ფოტოს ავტორი: ივანე ხარაშვილი გქონიათ ისეთ...

სიძულვილის ანატომია


ავტორი: ანა თოფურიძე ზოგჯერ გვეჩვენება რომ ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, ...

პაზლის ნაწილაკები


მე, ღმერთი, სამყარო, შენ, ის და ა.შ.. ცხოვრების უმეტეს ნაწილს ადამი...

ანიმა-ანიმუსის გამთლიანების ჩემებურ ტექნიკაზე


ავტორი: ნინო დიდებაშვილი წლების წინ გავაცნობიერე, რომ ადამიანი 'მე...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

მაგმას ლექციების ვიდეო-ჩანაწერები

  MAGMA, გთავაზობთ უკვე ჩატარებული ლექციების ვიდეო-ჩანაწერებს ფასდაკლებით.

 

- გურჯიევის სისტემა - გასაგებად და მარტივად - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: პიოტრ უსპენსკის - "მეოთხე გზა"

  - რაიხიანული ფსიქოლოგია - ენერგეტიკული ბლოკები, კუნთოვანი ჯავშნები და მათგან განთავისუფლების გზები - 30 ლარი

  მოყვება წიგნი:ანიშა დილანი - "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ"

  - შამანური ფსიქოლოგია - კაჰუნების სიბრძნე - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: მაქს ფრიდომ ლონგი - "მეცნიერება სასწაულებს მიღმა"

  - ფსიქიკის შრეები და მათი გადაპროგრამების მეთოდები ლირი-ვილსონის სისტემის მიხედვით - 30 ლარი

  მოყვება წიგნი: რობერტ ანტონ ვილსონი - "პრომეთეს აღზევება"

  - მეხუთე ლექცია: "ცხოვრების თამაშით კაიფის" 8 მთავარი არხი (ორი ლექცია ვექტორული ფსიქოლოგიის თემაზე) - 60 ლარი

  - გმირის გზა ტაროს მაღალი არკანების მიხედვით (ორი ლექცია) - 45 ლარი

 

დაგამატებთ ლექციების შესაბამის ჯგუფებში, სადაც მუდმივი წვდომა გექნებათ ჩანაწერებზე.

ყველას ერთად შეძენის შემთხვევაში ფასი 225 ლარის ნაცვლად 150 ლარია.

შესაბამის ჯგუფში დასამატებლად ჩარიცხეთ თანხა რომელიმე ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე და მოგვწერეთ მეილზე: mamuka.guruli@gmail.com

ან ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/info.magma.ge/

 

ანგარიშის რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი:
#GE04BG0000000621532700

TBC ბანკი:
#GE30TB7154245061100005

მიმღები: მამუკა გურული

პირადი ნომერი: 35001029103

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff