როგორ გვმატებს თვითრწმენას ქვეცნობიერის აღმოჩენა?!

Admin
აზრები
0
0

ავტორი: ნინო დიდებაშვილი ჩვენ ვიბადებით, ვიზრდებით - საზოგადოება, ოჯახი გავლენას ახდენს ჩვენზე...

submerged subconscious liam reading

ავტორი: ნინო დიდებაშვილი

ჩვენ ვიბადებით, ვიზრდებით - საზოგადოება, ოჯახი გავლენას ახდენს ჩვენზე , ვყალიბდებით გარკვეულ პიროვნებებად , გვეუბნებიან რომ გვაქვს ასეთი 'ხასიათი', რომ 'იმერლები' ზოგადად ასეთები არიან და შენც ამიტომ ხარ, ან ბაბუაშენი იყო ასეთი , შემდეგ სამყაროში 'გვემართება' რაღაცეები და გვეუბნებიან 'ვინ დაგვთარსა, რა ფეხზე ავდექი , რა ბედი მაქვს'. ვცხოვრობთ ისე , რომ ჩვენს ცხოვრებას - ღმერთები, ეშმაკები, ადამიანები, ბედისწერები, ხასიათები - აკონტროლებენ, გვგონია რომ უძლურები ვართ ჩვენი ცხოვრების წინაშე, გვგონია რომ უნდა 'გაგიმართლოს' , რომ იშვიათად ვინმეს გაუმართლოს და ცხოვრება მძიმე და სასტიკია. (გვიჩნდება გარედან არსებული მტრის ილიზია, რომელიც აზრზე არა ვართ რას გაგვიჩალიჩებს, ამიტომაც ვართ მუდმივად შეიარაღებულები, თავდაცვით, სოროში მიმალულ პოზიციაში).

მაგრამ ნუ შეგეშინდებათ ! ეს ყველაფერი ტყუილია , რომელიც შეშინებულმა ადამიანებმა თქვენც დაგაჯერეს ! ყველანაირი მგლები, დევები, დემონები, ალქაჯები - ჩვენივე თავის გარიყული ნაწილები არიან. ჩვენ ვართ ჩვენივე თავის კეთილი ფერიები და ჩვენივე თავის ანგელოზები.

სიმართლე კი ისაა, რომ ადამიანის ცხოვრებას არავინ და არაფერი არ აკონტროლებს გარდა - თავისივე ქვეცნობიერისა! ის რაც აქამდე ბედისწერა, იღბალი , ეშმაკი , ღმერთი გეგონათ თქვენვე ყოფილხართ , სიურპრიზი !  (ინტერსტელარში რომაა ბოლოს ისევ ადამიანები რომ დახვდებიან იქაც და ადამიანები თავისთავს რომ დაეხმარნენ მომავლიდან ეგ პონტია რა  ) . ჩვენი ცხოვრება ისეთია , როგორსაც ჩვენი ქვეცნობიერი 'გვიწერს' , უბრალოდ, ჩვენ იმდენად არ ვიცნობთ ჩვენს თავს - ჩვენს ცხოვრებას, რომ გვიჩნდება 'მაგიური' ხელის აღქმა, ხელის რომელიც ჩვენს ცხოვრებას მართავს და აკონტროლებს და ამ ხელზე ვართ დამოკიდებულები ,ველოდებით როდის გამოანათებს მზე და როდის 'გაგვიმართლებს'. ჩვენი ცხოვრება კი მოლოდინებში გადის, რადგანაც ერთადერთი ვისაც შეუძლია რამე შეცვალოს შენში, შენს ცხოვრებაში ეს შენ თვითონ ხარ , ის კი მაგიური ხელის, ბედისწერის , ღმერთის მოლოდინში მთელს ცხოვრებას ფანტავს. (რაც უფრო მოლოდინში ვართ, შველას გარეთ ვეძებთ , ჩვენი ნაგავი ამ დროს მით მეტად 'ყროლდება' და მით მეტად 'გვაწუხებს' მეტად მოგვივლენს ისეთ მოვლენებს, რომ დავალაგოთ, გავწმინდოთ, ამ დროს ქვეცნობიერი ცნობიერთან ჩხუბს აჩაღებს , რომ ერთხელ და სამუდამოდ თვალები გავახილოთ და ჩვენს დამალულ ნაწილებს შევხვდეთ).

რაც უფრო მეტი 'ცუდი' ხდება შენს ცხოვრებაში, ეს იმის ნიშანია, რომ შენ შენს თავში რაღაცეები გაქვს მიჩქმალული და გაუცნობიერებელი , ეს მოვლენები კი ქვეცნობიერის სიგნალებია, რომლებიც გახსენებენ იმას, სად გაქვს პრობლემა, სად უნდა იმუშავო და სად უნდა იკვლიო. ნუ გვგონია რომ რაიმე გარეშე ძალა გვხდის ცუდად, ან გარემო, ან ადამიანები , ყველაფერი შიგნიდან მოდის და სანამ შინაგანი მიზეზები არ განიკურნება , მანამდე იქნება გარეგანი გამოვლინებები, რომლებიც გაწუხებს.

ქვეცნობიერთან შეხვედრა ადამიანში დიდ თვითრწმენას, დაცულობის შეგრძნებას ბადებს, ეს ისეთი შეხვედრაა როცა ძალიან დიდი ძილიდან იღვიძებთ და ძალიან დიდი ენერგიით ვივსებით. ამ დროს ხვდები, რომ ყველაფერი , რაც შენს ცხოვრებაში გადაგხდა შენივე ქვეცნობიერის გამოძახილი იყო , შენივე გაუცნობიერებლობის შედეგი და ახლა შენ უკვე გაქვს შენს ცხოვრებაზე , შენს თავზე ძალაუფლება და შეგიძლია რომ შენ თვითონ შეცვალო ის პროგრამა , რომელსაც ქვეცნობიერი გიწერს და თვითონ გახდე შენი ცხოვრების 'პროგრამისტი'.

ქვეცნობიერი ადამიანის ფსიქიკაში ის სივრცეა , სადაც ადამიანი ყველაფერ იმას ყრის და მალავს რასაც ვერ იღებს. ეს ადგილი მუდმივად გაუცნობიერებელი , ჩახშობილი და განდევნილი სურვილებითაა სავსე. აქ ვინახავთ ჩვენ იმ ტრამვებს, რაც ბავშვობაში მოგვაყენეს, ყველა იმ წყენას , გაბუტვას, გაჩუმებას, ყველა იმ ძალადობას ,იმ მორალურ მიუღებლობებს, ყველა იმ ადამიანის დემონიზირებულ ხატს, რომელმაც ოდესღაც თავი ცუდად გვაგრძნობინა. მაგალითად : შენს ოჯახში ინტიმურ საკითხებთან ჰქონდათ დიდი ჩაკეტვა, ამიტომაც თუ სადმე რამე სექსთან იქნებოდა კავშირში, მაქსიმალურად ამ თემას ტაბუ ედებოდა და არ შეგეძლო ამაზე არათუ ლაპარაკი, ამ თემით დაინტერესებაც .ამიტომაც შენს ბავშვობაში ის ყველა სექსუალური გამოცდილება დაწყებული ბავშვური თამაშებით, დამთავრებული ფილმებით თუ ყველაფერი იმით რაც იყო - დამალე და ქვეცნობიერში განდევნე , ამიტომაც ის ამ ნაგვითაა სავსე. ყველა ის თვისება რასაც გარემოში არ იღებდნენ, მაგალითად რელიგიური მშობლები გყავდა, ამიტომაც ყველა დემონი ,ეშმაკი , ყველა ურწმუნო ფიქრი, ეჭვი ქვეცნობიერშია მიმალული. ყველა დაჩაგვრა , შენი თავის მსუქანი ვარიანტი, მახინჯი ვარიანტი, სულელი, გაუნთლებელი ვარიანტი, გარიყვა, მეგობრისგან წიხლი , მიტოვება, ღალატი, სიცრუე - ყველაფერი რაც შენში თუ სხვაში არ მოგწონდა ასე მარტივად ისვრიდი ქვეცნობიერში რომელიც 'სანაგვედ' იქცა, თუნდაც ისეთიგარემო გყავდა სადაც სიყვარულს ვერ გამოხატავდნენ , შენ ეს დადებითი ემოციებიც შენში ჩაახშვე და შიგნიდან გჭამს გღრღნის და გაწუხებს, იქამდე შეგაწუხებს სანამ გარეთ არ გამოიტან. (თორემ არაა ქვეცნობიერი სანაგვე, ის შეიძლება სამოთხედ იქცეს ).

მაგალითად სახლი ზედაპირულადაა დალაგებული, მაგრამ სუნია , ვგრძნობთ რომ რაღაც ყარს მაგრამ ვერ ვპოულობთ, ამ იდეალურ შესახედაობას ეს სუნი საშინლად ამაზრზენად აქცევს და სახლში გაჩერება აღარ გინდა. საჭიროა იპოვნო რომელი კარადის უკან გდია მკვდარი თაგვი , ან გაფუჭებული კარტოფილი რომელ ქვაბში გიდევს - გადააგდო და გაწმინდო.

ასეა ჩვენი ქვეცნობიერი - იქ ბევრი რამ დალპა და აყროლდა, საჭიროა ვიპოვნოთ რა და გავასუფთავოთ , დავალაგოთ ჩვენი ცხოვრება . (ერთი შეხედვით არაა მარტივი 'ნაგვის' პოვნა).

საქმე იმაშია, რომ ადამიანს რაც უფრო ქვეცნობიერში მიჩქმალული აქვს რაღაც, ის რაღაც ყველაზე მეტად განსაზღვრავს მის ცხოვრებას. ამიტომაც საჭიროა რომ საკუთარ თავში, საკუთარ ბავშვობაში - გამოცდილებებში ბოლომდე ჩავძვრეთ, ვიპოვნოთ ნაგავი და გადავყაროთ (გავაცნობიეროთ).

როგორ ვისწავლოთ საუბარი ჩვენს ქვეცნობიერთან? რა ენაზე გვესაუბრება ის? - ჩვენი ქვეცნობიერი ყველაზე მეტად საუბრობს ტკივილების, პრობლემების ენაზე. როცა მუდმივად გძულს, გაღიზიანებს რაღაც სხვებში - სამყაროში - ეს რაღაც შენი ქვეცნობიერში აყროლებული ნაგავია, იპოვნე ის , იპოვნე საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, სად რა გადააგდე, სად რა უარყავი. ასევე ქვეცნობიერი სურვილების ენაზე საუბრობს - როცა ვერ ვთოკავთ თავს, რაღაც გვინდა - როცა უკონტროლო სურვილი გვაქვს . ასევე სიზმრების ენაზეც საუბრობს , რა გვესიზმრება რისი გვეშინია. რასაც ვხატავთ - ეს ჩვენი ქვეცნობიერია, რა მუსიკას ვუსმენთ - ესეც , რას ვწერთ - ყველაფერი რასაც ემოციებით ვაკეთებთ- ქვეცნობიერი გამოძახილია. (ჩვენ არ ვართ ის რასაც ვფიქრობთ რომ ვართ, ჩვენ ვართ ის რაც რასაც ვგრძნობთ - განვიცდით - გვტკივა - ამის უკანაა, ამიტომაც გულს მოუსმინოთ და მიენდეთო კიარა, გულს მოუსმინე გონებით ).

ჩვენ ქვეცნობიერში სანაგვე გვაქვს, ამიტომაც ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთს ჰგავს, ის ჩვენ გვთხოვს იმ განდევნილი სურვილების, მისწრაფებების, მოვლენების, თვისებების მიღებას - რაც მოვისროლეთ - ეს იქნება მოძალადე მამა, ავადმყოფი დედა, მორალისტი ბებია, ჩვენი განდევნილი ქმედებები, ტყუილი , ვიღაცისთვის ჩარტყმა , ან ვიღაცისგან დაცინვა , ან თქვენი დაცინვა, ინცესტური გამოცდილებები ნათესავებთან (ყველანაირი ხელის ფათურები, რაც ბავშვობაში ბუნებრივია ხდება, რადგან ბავშვი თავდაპირველად თავის სქესსაც კი ვერ აღიქვამს არათუ ნათესავს, მაგრამ მორალი შემდეგ ამ მოვლენებს იმდენად ივიწყებს , შეიძლება აღარც გვახსოვდეს) , ის ამბები როცა შეგვეშინდა, როცა თავი ვერ დავიცავით, როცა და ვერ დავიცავით, როცა გაგვრიყეს - ყველაფერი, რაც იმ მომენტში ყოფნის დროს ცუდად გვხდიდა - განდევნილია - საჭიროა მისი ცნობიერების დონეზე გამოტანა და დამუშავება, თუ ამას არ ვაკეთებთ ვინმეს ხომარ გონია ქვეცნობიერი მართლა სადმე დაიმალება? რამეს შეგვარჩენს? რამეს მართლა 'დამალავს' ვაიი ვიოცნებოთ. ის ჩვენზე პირდაპირ გავლენას მოახდენს, ყველა მაგ ნაგავს მოგვივლენს ადამიანების სახით, ნეგატიური გამოცდილებების სახით, კოშმარების, ჰალუცინაციების სახით - ჩვენი ქვეცნობიერის გამოძახილით პირდაპირ იმ ადამიანებს შევხვდებით, ვინც ამ პრობლემებს პირდაპირპროპორციული გზით გაგვახსენებს.

ეს ფაქტი, მე პირადად, დიდ ძალაუფლებას მაგრძნობინებს ჩემს ცხოვრებაზე, მე ვიცი რომ ჩემი ქვეცნობიერი მე მეკუთვნის - მე გავტენე ის ნაგვით და მევე მოვიშორებ, რაც არ უნდა დიდი ტრამვა მიმეღო, ის ჩემი ხელითაა ნაგავში გადაგდებული და თუ მოვისურვებ შემიძლია ისე გავასუფთავო ჩემი ქვეცნობიერის ყველაზე დიდ სიმდიდრედ ვაქციო, რომელიც ჩემს ცხოვრებას სიკეთედ მოეფინება. ის, რაც ახლა ხდება ჩემ ცხოვრებაში, როგორც ადამიანები მექცევიან, რა ტიპის ადამიანებსაც ვხვდები- ეს ჩემი ქვეცნობიერის გამოძახილია - იმიტომ ხდება რომ მე სასწავლი მაქვს , მე გასაცნობი მაქვს ჩემი თავი, მე ჩემი ქვეცნობიერი დასალაგებელი მაქვს. ამიტომაც არავის ,აბსოლიტურად არავის, არანაირ დემონებს არანაირ ბედისწერებს არ აქვს შენზე ძალაუფლება - მე შემიძლია ჩემი ცხოვრება სასწაულად ვაქციო , თუ არ შემეშინდება შევხედო ჩემს ქვეცნობიერს თვალებში, არ შემეშინდეს ჩემი დაფარული ნაწილის , არ შემეშინდეს ჩემი გამოცდილებების ,თუნდაც ძალიან ნეგატიურის, ჩემი ქმედებების, ჩემი სხვადასხვა მეების - არ შემეშინდეს არაფრის რაც ჩემს თავშია - მივიღო ყველაფერი ეს, შევივსო - შევიყვარო. მხოლოდ ამის შემდეგ ჩვენი ცხოვრება ისეთი გახდება ,როგორც ჩვენ გვინდა. (რა გამიკეთა, როგორ მომექცა, ეს როგორ დამემართა - სანამ ამას ვამბობთ, ჯერ კიდევ ვერ გაგვიცნობიერებია ჩვენი თავი, ჯერ კიდევ არ გაგვიცნია და ჯერ კიდევ არ აგვიღია პასუხისმგებლობა ჩვენს ცხოვრებაზე და ჯერ კიდევ გვინდა 'მესია' , რომელიც მოვა და გამოგვიხსნის).

ადამიანებს საუკუნეები ეგონათ, რომ მათ ცხოვრებას განაგებდა ბედისწერის მსახვრალი ხელი, დემონები, ღმერთები , - ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროში როცა უდიდესი სინათლე შევიმეცნეთ - ის რომ ჩვენ მართლა გვაქვს თავისუფალი არჩევანი, თავისუფალი ნება - რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერს ჩვენ ვწყვიტავთ, არანაირი ხასიათი არანაირი არაფერი არ არის ჩემს ქვეცნობიერზე ძლიერი, რომელსაც ძალიან ხშირად არქმევენ - ღმერთს, ეშმაკს, ბედისწერას, იღბლიან ან უიღბლო ვარსკვლავზე დაბადებას. უდიდესი მადლიერებით ვარ განმსჭვალული იმ ადამიანების მიმართ, ვინც საუკუნეების განმავლობაში იკვლევდა ქვეცნობიერს და ამ უდიდესი სინათლის გავრცელებაში დიდი როლი შეიტანა (სადაც ხართ მოკითხვა  ).

შენს ცხოვრებაზე ძალაუფლება გაქვს შენ, შეიძლება შენ გგონია რომ არ გაქვს და ამიტომ ილუზია გიჩნდება ,'ეს რა მემართება, რა ხდებაო' მაგრამ ეგ იმიტომ ხარ - რომ შენ ჯერ შენს ცხოვრებაზე სადავეები ხელში არ აგიღია და თვალდახუჭული მიაჭენებ შენს ეტლს . (მახსოვს როგორ მეშინოდა ბავშვობაში სანამ ვისწავლიდი ველოსიპეტის ტარებას დამოუკიდებლად,თავიდან როგორი რთული მეგონა, მერე გამარტივდა - მერე კი ის შეგრძნება რომ მე ვატარებდი და 'მივაქროლებდი' საოცარ შეგრძნებებს მანიჭებდა, ასევეა ქვეცნობიერის მართვა , თავიდან გვეშინია მერე კი 'რიხინრიხინით' წავა, მთავარი პირველი ნაბიჯებია, არ შეგვეშინდეს 'დაჯდომა' ).

ზუსტად ამიტომ, ქვეცნობიერის კვლევა, თვითანალიზი -მისი შეცნობა ჩვენ გვავსებს საოცარი ძალით, თვითრწმენით - გვაქცევს უშიშარ , გამბედავ ადამანად - რომელმაც უკვე მიხვდა რაში ყოფილა საქმე და უკვე მიხდვა ,რომ მის ცხოვრებას მხოლოდ თვითონ აკონტროლებს, თუნდაც ჯერ ამას არ აკეთებდეს.ამ გზაზე ჩვენ თავს ვანებებთ სხვების განსჯას,სხვენის კრიტიკას და რაც მთავარია სხვების - სამყაროს - ღმერთების - დადანაშაულებას..გამოვდივართ ატირებული ბავშვის როლიდან , რომელსაც თვალებზე ხელები აქვს აფარებული და ლოგინიდან ფეხს ვერ ყოფს , დემონმა არ მომაჭამოსო იმის შიშით. ქვეცნობიერის - გაცნობით ჩვენ - ვხდებით ზრდასრულები, ვიზრდებით და პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარ არსებობაზე, სადაც არავის და არაფერს არ შეუძლია ჩვენთვის ზიანის მოყენება, გარდა საკუთარი თავისა  . (ლოგინის ქვეშ არსებული დემონები, ჩვენივე შექმნილი დემონებია, რომლებსაც ერთ წამში გავაქრობთ თუ მოგვესურვება).

ეს ისეთი განცდაა, სიზმარში რომ ხვდები უეცრად რომ სიზმარში ხარ და შენს წინ არსებულ დემონს შეგიძლია დასცინო კიდეც და უთხრა, მე სიზმარში ვარ და შენ არ არსებობ (მქონია ესეთი სიზმარი), როგორც კი ამას ხვდები ყველანაირი დემონი ქრება. რეალობაც ხო სიზმარია? უბრალოდ უნდა დავაფიქსიროთ რომ ამ სიზმარსაც ჩვენ ვნახულობთ,ჩვენ - ვმართავთ .

არ ვამბობ , რომ ჩვენი ცხოვრება ეგრევე დალაგდება როგორც კი ქვეცნობიერს გავიცნობთ(უამრავი რამაა ჩვენი ნებით თუ ნების გარეშე ჩვენს გონებაში ჩატვირთული, რომელიც ჩვენს სიზმარს წარმოქმნის, ჩვენს რეალობას წერს და მაგ ყველაფრის გაცნობიერება ასეთი მარტივი არაა), უბრალოდ ამ წამიდან ჩვენ ვიწყებთ დიდ მოგზაურობას ჩვენს თავში, ეს მოგზაურობა ძალიან ძნელიც იქნება, ურთულესი, უამრავ დემონთან მოგიწევს შეჯახება და მათ დასამშვიდებლად სალამურზე დაკვრაც,(ანუ ჯერ მათი დამამშვიდებელი მუსიკის სწავლაც  ) მაგრამ ქვეცნობიერის გაცნობა წყვიტავს იმ ილუზიურ თოკებს, რომლებზეც მარიონეტებით ვიყავით ჩამოკიდებულები. ჩვენ გამოვდივართ ჩვენივე გაუცნობიერებელი ნაწილის ბატონის ტყვეობიდან - ჩვენ ვთავისუფლდებით მონობიდან და ვიცით რომ ყველაფერი ,რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება ჩვენს ხელშია, ჩემი ჯოჯოხეთი ჩემი შექმნილია, ჩემი ჰალუცინაცია, ჩემი ღამის კოშმარი,ჩემი პიროვნების გაორება, ჩემი გაუცხოება, ჩემი ყველა შიში, ჩემი ყველა მტანჯველი ურთიერთობა , ჩემი ყველა დამოკიდებულება , მიდრეკილება, ყველა ჩემი დეპრესია ,იმედგაცრუება, გარიყვა, მიტოვება, სასოწარკვეთა - ეს ყველაფერი მე ავრიე, უბრალოდ ახლა უნდა დავალაგო - ამისთვის კი ჩემი თავის დაფარული სფერო - ქვეცნობიერი უნდა შევისწავლო .

სხვისი ცხოვრება კი სხვის ხელშია. ამიტომაც უაზრო ხდება შენთვის მათი წუწუნი, მცდელობა რომ ვიღაცას რაღაც გადააბრალონ, თუნდაც შენ.ამიტომაც შენ ახლა უკვე თავისუფლდები სხვების ბრალდებებისგან, იცი რომ ადამიანები სხვებში იმას ხედავენ , რაც მათი პრობლემაა, მათი სუბიექტური სიზმარი რასაც უყვება მათ და ნაკლებ შეცდომასაც უშვებ სხვებთან, რადგანაც მათთან შენ უკვე საქმე აღარ გაქვს, არაფერს თხოვ, არ ადანაშაულებ, არ ლანძღავ, არ გძულს , არ გაღიზიანებს, არ ჭორავ, არ განსჯი - შესაბამისად აღარ გიჩნდება სურვილი ატკინო, უყვირო, ლანძღო, განსაჯო, ცემო, მოკლა , შური იძიო და ა.შ. ყველა ადამიანი, ვინც ჯერ კიდევ სხვას ტკენს, ჯერ კიდევ არ შებრუნებულა საკუთარი თავისკენ , ჯერ კიდევ არ ეძებს თავის თავში ღრმად მიზეზებს , ჯერ კიდევ გარეთ არსებულ ლანდებს ეჩხუბება , ჯერ კიდევ გარედან ითხოვს სიყვარულს და შესაბამისად გარეთ მყოფები გონია რომ ტკენენ და ა.შ.

რაც უფრო შორსაა ადამიანი საკუთარი ქვეცნობიერისგან, რაც უფრო ნაკლებ იქექება თავის თავში, მით მეტად აყენებს გარეთ მყოფებს ზიანს. მით მეტად ტკენს და მით მეტ შეცდომებს უშვებს სხვებთან.

კიდევ ერთი მიზეზი, რატომაა საჭირო საკუთარი თავის სიღრმისეული ძიება, რომ შევწყვიტოთ ერთმანეთის დადანაშაულება, ერთმანეთისთვის გადაბრალება, ზიზღი, აგრესია და სიძულვილი და ერთხელ და სამუდამოდ ავიღოთ საკუთარ თავზე პასხუსმგებლობა და ვაღიაროთ რომ ჩვენ ცხოვრებას ჩვენ ვმართავთ, უბრალოდ ის უკვე ჩვენზეა გაცნობიერებულად ვმართავთ , თუ გაუცნობიერებლად

მსგავსი სტატიები

ბავშვები ღიმილს მშობლებისგან სწავლობენ


ავტორი:ანა თოფურიძე "ბავშვი ეს უხილავი წერილია, რომელსაც ჩვენ ვაგზ...

თავისუფლების ცნება


ავტორი: ლუკა ბაკურაძე თავისუფლებაზე ან იმაზე მსჯელობისას თუ რა ა...

ღმერთების დაღუპვა


"რაგნაროკი არ არის ერთხელ მომხდარი ამბავი. და არც სამომავლო მოვლენა...

ღმერთის შეცდომებიც მოსულა


ავტორი: მათე მაყაშვილი შეუცდომელი მხოლოდ ღმერთიაო, ხშირად მომისმ...

ბალანსის მიღწევის შესაძლებლობა


ალბათ დადგება დრო როცა ყველა აზრის გაცნობიერებას შევძლებთ, ყველა წა...

ბნელი ადგილების ნათელი საიდუმლოებები


ავტორი: ანა თოფურიძე გამარჯობა სიბნელევ ჩემო ძველო მეგობარო... ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff