ფილოსოფიური ტრაქტატი: ფესვები.

Admin
აზრები
0
0

ავტორი:გიორგი მინჯია მე ვარ ხე-ამოზრდილი დედამიწის გულიდან და მტკივა ფესვები, რადგანაც ის მთლი...

roots

ავტორი:გიორგი მინჯია

მე ვარ ხე-ამოზრდილი დედამიწის გულიდან და მტკივა ფესვები, რადგანაც ის მთლიანად მოედო სამყაროს ტვინს, რომელიც მუდმივად მახსენებს, რომ სათავეს ვარსკვლავების ოსტატის წიაღიდან ვიღებ და ეს კიდევ უფრო აღრმავებს ჩემი პასუხისმგებლობის გრძნობას. რადგანაც მე ვეკუთვნი წესრიგს, რომელსაც არღვევს ჩემი არაცნობიერიდან წამოსული სურვილები, სადაც ცნობიერების ნაკადი მოედინება და აფერხებს ჩემს უსუსურობას, რომ მინდა, ვიყო მუდმივად მართალი, როდესაც ასეთ პირობებში მე თვითონ ვქმნი სიცრუეს, რომელსაც ზოგჯერ ვაიდეალებ ერთი მარტივი მიზეზის გამო- სუსტი ვარ.

ჩემი ფესვები მიწაშია და იკვებება ცის მარგალიტებით და იცის, რომ მე ვერასდროს განვიკურნები, რადგანაც დავეშვი ქვესკნელის ძირამდე და კარგად შევისწავლე იქაური გარემო-პირობები, რომ კიდევ უფრო მოვძლიერებულიყავი, მაგრამ საკუთარ ეგოს ვერაფერი მოვუხერხე, რადგანაც ჩემს ფესვებს მოაკლდათ უდაბნოს წყალი..

ჩემი ფესვები ძლიერია, რადგნაც ის მე არ შემიქმნია, თუმცა ვცდილობ, შევინარჩუნო ის იდეა, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია და სუნთქავს. ის იდეა, სადაც მთლიანი ვარ, მაგრამ ეს მთლიანობა ირღვევა, რადგანაც ჩემი ფესვები არის ზედმეტად მოვლილი და მოწესრიგებული. ღმერთის ფესვებს კი გამოვაცალეთ მიწა, რადგანაც სხვა რამისთვის გამოვიყენეთ, რომელიც ყარდა ძალაუფლების სურვილით და ასე მარტივად აღმოვჩნდით სასახლეში, სადაც დღემდე მარტო ვართ. სად არის ჩვენი ფესვები? ალბათ-იქ, სადაც ვერ გავუძელით ისეთ ტემპერატურას, რომელიც ჩვენში აღძრავდა სირცხვილის განცდას.

ჩემი ფესვები განასახიერებს ათასწლოვან მუხას, რომელიც დახუნძლულია სიბრძნით, მაგრამ ძალიან მოხუცია და სუსტი, რადგანაც საჭიროებს განახლებას, რომ შეიცვალოს რამე, თუნდაც ჩემი სულის მდებარეობა, რომელიც არც სამოთხეს და არც ჯოჯოხეთს არ ეკუთვნის. ის თავისუფალია, მაგრამ ამავე დროს შებოჭილიც, რადგანაც თვალებ-დახუჭული ვერ ვახერხებ ორიონის ნისლეულის ფსკერზე ახალი ფერის, ახალი სიტყვის დაბადებას. ჩემი ფესვები არის მტკიცე, მაგრამ ცვდება, რადგანაც გამოჩნდეს ასეული წლების წინ დამარხული ეპიზოდები, საიდანაც მოსჩანს გეთსამანიის ბაღში ლოდი, რომელიც ინარჩუნებს ქრისტეს ტემპერატურას და ეს ლოდი არის ლოცვა, რომელიც დიდი ხანია მიწამ მიისაკუთრა.

ჩემი ფესვები სიურეალისტურია და გლობალური, რადგანაც საუბრობს ყველა ენაზე, ჩემი ფესვები აბსტრაქციების კრებულია, რადგანაც კითხულობს ყველა ენაზე დაწერილ ტექსტებს, სადაც საუბარია ანტიკური ხანის ბალადებზე.

ჩემს ფესვებზე არის დამყნობილი ლირიკული პოემის ყველა გმირი.

ჩემს ფესვებზე არის დაშენებული მზის სისტემის მთავარი არქიპელაგი.

ჩემი ფესვების შეიცავს ყველა მუსიკალურ ნოტს, ამიტომაც არის საოცრად მელოდიური.

ჩემი ფესვები არის უხრწნელი, რადგანაც არის მიწაში.

მსგავსი სტატიები

დაბოლილის 10 დაკვირვება...


ავტორი: მამუკა გურული 3-4 თვეში ერთხელ თავს უფლებას ვაძლევ ხოლმე...

რეალობის კანონები?


ავტორი: იოანე შენგელია ერთხელაც ეზოთერულ მოვლენებს შევხედე ფიზიკ...

რეალობის კვანტური პარადოქსი


ავტორი: იოანე შენგელია მირეკავს ახალი პოტენციური მოსწავლე. მომდე...

მეცნიერება და ეზოთერია


მოგესალმებით ძვირფასო მკითხველო. წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს ჩე...

მათემატიკის ეზოთერულ-ვექტორული საწყისები


ავტორი: იოანე შენგელია   ბავშვობიდან მიყვარს მათემატიკა. როდ...

შეხვედრა სიკვდილთან


მაშინ 5 წლისა ვიყავი, სულ არ ვიცოდი სიკვდილი საერთოდ თუ არსებობდა ქ...

მასმედიის და სოცქსელების როლი მასების მათვაში


არავისთვის უცხო არაა ის ფაქტი, რომ ადამიანზე ზეგავლენის მოსახდენ...

დონ ხუანის გამონათქვამები, რომლებიც ცნობიერებას ცვლიან


1. მოიქეცი ისე, თითქოს ეს სიზმარია. იმოქმედე თამამად და ნუ ეძებ გ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff