კურკუმა – ინდური სანელებელი

Admin
აიურვედა
0
0

ავტორი: მამუკა გურული კურკუმას აიურვედული დახასიათება: გემო: მწარე, ცხარე, მწკლარტე. გემო მო...

kurkuma

ავტორი: მამუკა გურული

კურკუმას აიურვედული დახასიათება:

გემო: მწარე, ცხარე, მწკლარტე.

გემო მონელების შემდეგ: ცხარე

ენერგეტიკა: გამათბობელი

ქსოვილები: მოქმედებს სხეულის ყველა ქსოვილსა და ელემენტზე.

სისტემები: საჭმლის მომნელებელი, სისხლის მიმოქცევის და სასუნთქი სისტემა.

მოქმედება: მასტიმულირებელი, ветрогонное, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, შეხორცებას, გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედება.

ჩვენება: სუსტი საჭმლის მონელება, ცუდი სისხლის მიმოქცევა, ხველება, ამენორეა, ფარინგიტი, კანის დაავადებები, დიაბეტი, ართრიტი, ანემია, ჭრილობები და დაჭიმვები.

გაფრთხილება: მწვავე სიყვითლე და მწვავე ჰეპატიტი, მაღალი პიტა (ცეცხლი), ფეხმძიმობა.

კურკუმა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული აიურვედული სანელებელია. ითვლება, რომ კურკუმა იძლევა ბედნიერებას, რადგანაც ღვთაებრივი დედის ენერგიის მატარებელია. ამ სანელებელს შეუძლია გაწმინდოს სხეულის ენერგეტიკული არხები და ეფექტურია ჩაკრების გაწმენდისთვის. ასევე ხელს უწყობს მყესების ელასტიურობის გაზრდას, ამიტომ სასარგებლოა მათთვის, ვინც ჰათჰა-იოგათია დაკავებული.

კურკუმას გააჩნია გამოხატული ანტიბიოტიკური თვისებები, მაგრამ ფარმაკოლოგიური ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით იგი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ხელს უწყობს ნაწლავური მიკლოფლორის აღდგენას, რაც კარგ საშუალებად ხდის მას ქრონიკული და დასუსტებული ავადმყოფებისთვის.

კურკუმა შესანიშნავად წმენდს სისხლს, ათბობს მას და ხელს უწყობს ახალი სისხლის უჯრედების წარმოქმნას. კარგი საშუალებაა საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად. ამის გამო კარგია პიტა-დოშას მატარებელი ხალხისთვისაც. ასევე ამცირებს მიდრეკილებას ტკბილი და ცხიმიანი საკვებისადმი.
სასარგებლოა ვატა (მოჭარბებული ეთერის და ჰაერის სტიქია) და კაპჰა-დოშას მქონე ადამიანებისთვისაც, განსაკუთრებით კარგად ამცირებს კაპჰა-დოშას (მოჭარბებული მიწის და წყლის სტიქია).

კურკუმა კარდამონთან, იმბირთან ქინძთან, ფენჰელთან და კორიცასთან ერთად შედის სატვური ტიპის სანალებლების რიგში, ანუ ხელს უწყობს სათნოების მოდუსის გაძლიერებას.

კურკუმა ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას “ამე”-ბისგან (შლაკებისგან). ალოეს წვენთან ერთად კურკუმა იხმარება კლასიკური აიურვედული პრეპარატის – “ტრიფალას” ნაცვლად და აბალანსებს სამივე დოშას.

ენერგეტიკული არხების განმწმენდი თვისების გამო კურკუმას იყენებენ ენერგიის ბლოკირების მდგომარეობების დროს. ენერგიის ბლოკირება ხშირად გამოიხატება დათრგუნულობაში, დაძაბულობაში, დაჭიმულობაში, რომლებსაც ხანდახან თან ახლავს ენერგეტიკული “ამოხეთქვები”. ეს მდგომარეობები ყველაზე ხშირად ახალგაზრდებს აქვთ. ენერგიის ბლოკირებას საბოლოოდ მივყავართ ენერგიის უკმარისობისკენ, რაც ძნელად ექვემდებარება მკურნალობას. ამიტომ იმისთვის, რომ არ დავუშვათ ენერგიის ნაკლებობა, სანამ ის უბრალოდ ბლოკირებულია, სასურველია რომ რაც შეიძლება ხშირად გამოვიყენოთ საჭმელში კურკუმა (და სხვა სასარგებლო სანელებლები).

კურკუმა ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ცეცხლის (აგნის) ნორმალურ დონეზე შენარჩუნებას. კარგადაა ცნობილი, რომ კარგი ჯანმრთელობა დაკავშირებულის საჭმლის მონელების ნორმალურ ცეცხლთან. ისევე როგორც სხვა სატვიური სანელებლები – კარდამონი, ქინძი და ფენჰელი – კურკუმასაც შეუძლია საჭმლის მონელების ბალანსირება.

– კურკუმა ძალიან კარგი საშუალებაა ჰემოროიდალური დაავადებების მკურნალობისთვის. ამ შემთხვევაში მზადდება პასტა წყლით, ან გელი. გელის დასამზადებლად შეგვიძია გამოვიყენოთ ერბო. ჰემოროიდალური დაავადებების (ბუასილის) დროს კარგია კურკუმის საჭმელთან ერთად მიღებაც. – კურკუმა კარგია ღვიძლის მკურნალობისთვის და გაწმენდისთვის, განსაკუთრებით ყველანაირი ჰეპატიტის დროს. – ეფექტრურია კურკუმა ჭარბცხიმიანობის მკურნალობისას (განსაკუთრებით ალოესთან ერთად). – მისი გამოყენება კარგია ხველების დროსაც (ლორწოვანი ნახველის გამოტანისთვის). – ასევე შეგვიძლია ვიხმაროთ ყელში გამოსავლებად ფარინგიტის და ლარინგიტის დროს. – ასთმის ალერგიული ხასიათის ვარიანტის დროს სასარგებლოა კურკუმას ფხვნილი, გაცხელებული ერბოსთან და არარაფინირებულ შაქართან ერთად (უნდა მივიღოთ ასთმური შეტევების დროს). – წარმოადგენს საგულე საშუალებას და გამოიყენება გულის მატონიზირებელ საშუალებად. – პოზიტიური გავლენა აქვს არტერიოსკლეროზის დროს. (პიტა ტიპის ადამიანებმა უნდა მიიღონ ალოესთან ერთად). – გამოიყენება ჰიპოტონიის მკურნალობისთვის. – კარგად აჩერებს სისხლდენებს. ჭრილობაზე კურკუმას ახალი ფესვის დადება ბუნებრივად და შრამების გარეშე ახორცებს მას. – ასევე გამოიყენება დიაბეტის მკურნალობისას, მენსტრუაციის დარღვევის დროს, გენიტალური ჰერპესის დროს, მკერდის სიმსივნის დროს. – ძალიან კარგი საშუალებაა კანის დაავადებების (განსაკუთრებით ფურუნკულების და აკნეს) მკურნალობისთის.

სპორტულ მედიცინაში კურკუმაზე დამზადებული გელები კარგად ხსნიან კუნთების და მყესების დაჭიმვებს (გელი მზადდება ერბოზე, შეფარდებით 1:4). ამ გელის გამოყენება შეგვიძლია ართრიტების დროსაც. ალოეს წვენი კურკუმასთან ერთად მკურნალობს პოდაგრას.

როგორც ტოქსინების მოსაშორებელი და ქსოვილების გამაჯანსაღებელი საშუალება კურკუმა სხვა საშუალებებთან ერთად ეფექტურად გამოიყენება კიბოს მკურნალობის დროს. ამ დროს დოზირება საკმაოდ მაღალი უნდა იყოს.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

დოშები და დრო


ავტორი: მამუკა გურული დღე-ღამის განმავლობაში დოშა ყოველ 4 საათშ...

გემოების ზეგავლენა ენერგეტიკასა და ჯანმრთელობაზე


 ოლეგ ტორსუნოვის წიგნიდან - “ადამიანის გონება” მთარგმნელი: მა...

დოშა - დიეტა


ვატა დიეტა (დიეტა მათთვის, ვისაც მოჭარბებული აქვს დოშა-ვატა) გე...

კურკუმა – ინდური სანელებელი


ავტორი: მამუკა გურული კურკუმას აიურვედული დახასიათება: გემო: მწ...

ჯანსაღი და სწორი კვება ცვლის ცნობიერებას 


ჯანსაღი და სწორი კვება ცვლის ცნობიერებას და ბედნიერების განც...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff