ამოუცნობი ურანი

Admin
ასტროლოგია
0
0

ურანის გამოცხადება ელვასავით აუტანლად გირტყამს. მოულოდნელია, უეცარი, ისეთი ძლიერი, მიწას ძირფეს...

uranus

ურანის გამოცხადება ელვასავით აუტანლად გირტყამს. მოულოდნელია, უეცარი, ისეთი ძლიერი, მიწას ძირფესვიანად რომ შეარყევს. მაშინ, როცა პლუტონი ნელა და ფრთხილად გიახლოვდება, შეუხორცებელ იარებს გაყენებს, ტრანსფორმაციისკენ გიბიძგებს, თუმცა ზურგს უკან საფლავს გითხრის, ურანი ამ დროს უცაბედ ცვლილებებს გთავაზობს, ისეთებს, რომლებთან შესაგებებლადაც ჩვენი ქვეცნობიერი იშვიათადაა მზად. ურანი ქარიშხლის მესამე თვალია, ელვასავით იკლაკნება და ციკლონივით ტრიალებს, გზად კი ემოციების ნამსხვრევებისა და ფსიქოლოგიური პაზლების ნაკვალევს ტოვებს.

სიცოცხლის ის არეალი, რომელთანაც ურანს აქვს კონტაქტი, მინისგან დამზადებულ თოვლიან ბურთს ჰგავს. მას იღებენ, ატრიალებენ, ძლიერად ანჯღრევენ...

ვინაიდან ურანი ნეპტუნისა და პლუტონივით გარე პლანეტაა, ადამიანის სულის ყველაზე ღრმა და შეუცნობელ საფეხურებზე ახდენს ზეგავლენას. იგი კოლექტივის ფსიქოზე ზემოქმედებს. ააშკარავებს იმ ინტიმურ დეტალებსაც, რომელთა დამალვასაც ვცდილობთ ასე გულმოდგინებით...

ურანის აღმოჩენამ ასტროლოგიურ აღქმასა და მსოფლმხედველობაში უდიდესი გარდატეხა მოახდინა. მოულოდნელად შვიდი პლანეტის დახურული და მტკიცე სისტემა ნაწილებად დაიშალა. ყველას ეშინოდა შეუცნობელის და მისმა გამოჩენამ დიდი ტრავმა მიაყენათ. თურმე სამყარო იმაზე ბევრად დიდი ყოფილა, ვიდრე წარმოგვედგინა, მასში ჩამალულ მისტერიებს ვერ ვხედავდით, შესაძლებლობებმა დაუსრულებელი სახე მიიღო.
  

სტივენ ფორესტმა ურანს ყველაზე "არაპროგნოზირებადი" უწოდა. იგი თავის ორბიტაზე კი არ ბრუნავს, არამედ გარს ეკვრის. კოსმოსშიც კი, ეს პლანეტა თავისთვისაა, ისე მოძრაობს, როგორც სურს და მეტისმეტად ინდივიდუალურია. ურანთან ყოველთვის მყარ კავშირში იქნებიან აშლილობები, პათოლოგიური გადახრები, დარღვევები, მომენტალური და ინტენსიური მოვლენები, ფსიქოლოგიური რეაქციები, რომლებიც წამში დაიწყება და წამშივე დასრულდება.

ურანი იწვევს სწრაფ ცვლილებებს და უკეთესობისკენ რესტრუქტურიზაციას.

ურანი უტოპიური და წარმოსახვითია, ინტუიციის ინტელექტუალურ კომპონენტს წარმოადგენს. იგი მერკურის უმაღლესი ოქტავაა და შესაბამისად, მისგან მომავალ არაამქვეყნიურ იდეებს რადიო სიგნალებივით ვიჭერთ და ვიღებთ გონებაში.

ურანს ტრადიციული ტრავმები უკავშირდება, რომლებიც ისეთ ცერებრალურ მოვლენებს მოიცავენ, როგორიცაა ინსულტი ან რაიმე სახის ფსიქიკური ავადმყოფობა.

მისი გარე პლანეტისეული პოზიცია შთამბეჭდავ გამოცდილებასაც გვთავაზობს. ურანი შესაძლოა ზუსტად ის ბიძგი იყოს, რომელიც რაიმე საქმის ან ურთიერთობის საბოლოოდ მიტოვებას გვაიძულებს, მაშინაც კი, როცა ეს ძალიან გვიჭირს.

ვარაუდობენ, რომ იგი ის გამოცხადებაა, რომელიც სპირიტული გზის ბოლოს გვევლინება და მთელ სხეულს ღვთიური ცეცხლით გვიწვავს.

ურანის ტრანზიტზე დაკვირვება საკმაოდ მნიშვნელოვან ცნობებს მოგაწვდით და შორსმჭვრეტელობით დაგაჯილდოვებთ. იქნებ ამგვარი დაკვირვებების შემდეგ ამ გამაოგნებელი სილურჯის გამოჩენა ასე მოულოდნელი და უეცარი აღარ იყოს ჩვენთვის...

ავტორი: თამთა ბურდული

წყარო: mystic astrology

მსგავსი სტატიები

"კაცობრიობის ახლო მომავალი"


ავტორი: იოანე შენგელია ძვირფასო მკითხველო, ნუ ჩათვლით, თითქოს მე ე...

პირადი რუკა და პროგნოზირება (ზოგადად)


მოგესალმებით ძვირფასო მკითხველო. ამ სტატიაში მსურს ძალიან ზოგადად ვ...

„რეტროგრადული მერკური“


სტატიის ავტორი: გიორგი ლობჯანიძე დღეიდან უკვე პლანეტა მერკური, რ...

ანტარესი - მორიელის გული


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

სურია (მზე)


ავტორი: ოლეგ ბოკაჩოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ...სადღაც ძალია...

კარდინალური ჯვარი


  ავტორი: ქეთი ოდიშელი წყარო   მას ასევე უწოდებენ ქრის...

დირექტული იუპიტერი


 ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მოგესალმებით, მეგობრებო, დაა...

სასწორი, მშვილდოსანი, მერწყული მოკლე მიმოხილვა


მოამზადა: ქეთი ოდიშელმა (omnia) სასწორი წყარო სასწორის მფლობელი ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff