დედამიწა და ასტროლოგია

Admin
ასტროლოგია
0
0

დედამიწა და ასტროლოგია სტატიის ავტორი: გიორგი ლობჯანიძე ? მოგესალმებით, დღეს მსურს, რომ ვისაუ...

i nasa anakalupse 219 neous planites deka einai san ti gi.w l

დედამიწა და ასტროლოგია

სტატიის ავტორი: გიორგი ლობჯანიძე

? მოგესალმებით, დღეს მსურს, რომ ვისაუბრო ჩვენი პლანეტის ასტრო/მეცნიერულ დანიშნულებაზე, მის ფუნქციებზე, მნიშვნელობასა და ძირეულ ინფორმაციაზე, რასაც დღესდღეისობით ბევრი ადამიანი აღნიშნულს ყურადღებას ნაკლებად უთმობს და შემოიფარგლება მხოლოდ მინიმალური ზღვრით.

? მე მინდა, პირველ რიგში, ყურადღება გავამახვილო სიტყვა დედამიწაზე, აბა შეეცადეთ, რომ ეს სიტყვა განაცალკევოთ და თქვათ ცალ-ცალკე, რას მივიღებთ? „დედა“ „მიწა“, საერთოდ ფიზიო-ბიოლოგიური კუთხით, რომ ვიმსჯელოთ, შეგვიძლია პლანეტებსაც მივანიჭოთ სქესი, მაგალითისთვის ასე რომ ავიღოთ: მზე - მარსი თუნდაც შედარებით მამაკაცური პლანეტებია, ვენერა - ქალური პლანეტაა, ასეა დედამიწაც, ეს უკანასკნელი მისი შიდა ბუნებიდან, ფუნქციებიდან, ფსიქოტიპიდან გამომდინარე ქალური ენერგიის მატარებელია. ამიტომ აუცილებელია, რომ ჩვენს დედა პლანეტაზე მეფობდეს მშვიდობა, ჰარმონია, მუდამ იმარჯვებდეს ჰუმანიზმი და ჰუმანური მოპყრობა.

აქედან გამომდინარე, მამაკაცებს ყოველთვის გვმართებს ქალბატონებისადმი დიდი ყურადღების გამოჩენა, მეტი სითბოსა და სიყვარულის გამოხატვა, თანადგომა და პატივისცემა. მაგრამ ეს მხოლოდ ქალბატონებისადმი მოპყრობას არ ეხება, ეს ეხება თითქმის ნებისმიერ ადამიანს, აუცილებელია მეტი კეთილდღეობა.

? ახლა მოდით ჩემო ძვირფასებო, კიდევ უფრო ღრმად ჩავიდეთ: რას გვეუბნება სიტყვა დედა მიწა: დედას რომელი ნიშანი მართავს ასტროლოგიაში - ესაა კირჩხიბი. კირჩხიბი, საერთოდ მმართველია არა მხოლოდ დედისა, არამედ, ოჯახის, სამშობლოს, პატრიოტული ნიშანთვისებების, აგრეთვე ის მეტად მშვიდობისმყოფელი, თანამგრძნობი, გულღია, გულგაშლილი, სათნო და ფაქიზი ნატურაა, რომელსაც არ სიამოვნებს გაუგებრობა და მუდმივი არეულობა. აუცილებელია რომ სწორედ ჩვენც კირჩხიბისეული ფსიქოტიპის თვისებები სულ თუ არა ნაწილობრივ გამოვამზეუროთ.

? პარალელურად, დედამიწა მოითხოვს ადამიანებისგან სასწორის თვისებების მიღებასაც, წარმოიდგინეთ თქვენ რომ, ქალური ენერგიის პლანეტა, იღებს მამაკაცური ენერგიის არსება-ჰუმანოიდებს, სადაც არიან ადამიანები იქაა აუცილებლად საჭირო და სავალდებულო თანაბარუფლებიანობა, სამართლიანობა, სასწორის ჰარმონიულობა და ჯგუფური „კლანური“ ერთობლივი მოლაპარკება, თუ როგორ გავხადოთ ესა თუ ისე საკითხი უფრო სწორი, დახვეწილი და სოციუმისთვის მისაღები.

? დღესდღეისობით კი ამ ორ ნიშანთან ერთად რა არის გამეფებული: გამეფებულია უკვე მერწყულის ზოდიაქოს ნიშანი. ათასწლეულების წინ, როდესაც იყო „პატრიარქატი“ და დედამიწა იმყოფებოდა თევზების მმართველობის ხანაში, ჩვენმა სოციუმმა ვერ მიიღო და ვერ გამოიმუშავა თევზების ზოდიაქოს ის დადებითი ნიშანთვისებები, რომელიც წარადგებოდა მათ შემდგომში. თევზები არის ერთ-ერთი უმაღლესი ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც მართავს ყველანაირი სახის ქველმოქმედებებს, უანგარო დახმარებას, სიყვარულის გაცემას, თანაგრძნობას, მოსმენას, რელიგიურ შეხედულებებს, რწმენას, პატიოსნებას და ა.შ. ეს თვისებები დედამიწაზე მკვიდრმა ადამიანებმა გამოიყენეს სულ პირიქით, რასაც ერთვოდა ვახსენეთ თევზებთან რელიგია და აგერ რელიგიური ომები, ქიშპი, დაპირისპირებები, შუღლი, ერთმანეთისადმი ხოცვა. რამდენი რელიგიური ომი, რამდენი რელიგიური ბრძოლა გამართულა დედამიწაზე, თუნდაც საქართველოს ისტორიას რომ გადავხედოთ ჩაწვდებით ალბათ არსს . . .

✅ ახლა კი ნელ-ნელა მერწყული კრეფს გრადუსებს, მის შემოსვლასთან ერთად კი თქვენ ხედავთ, თუ როგორ წამოვიდა ამ უკანასკნელის თვისებები, როგორებიცაა: ტექნიკური ევოლუცია, სოციალური საკითხები, იქმნება სხვადასხვა დაჯგუფებები, ორგანიზაციები, ორიენტაცია არეული ადამიანებიც კი ამ ეპოქის ერთ-ერთი მთავარი თემაა. მერწყული მოითხოვს რიგითობას, ასევე ჰუმანურობას, მის ეპოქაში ჩვენ ვნახავთ თუ როგორ წაიწევს და წლიდან წლამდე როგორ დაინტერესდება ხალხი, თუნდაც ასტროლოგიით, რადგან აღნიშნული მართავს ამ სფეროს, ამიტომ ჩვენ მერწყულის ნიშა დადებითად უნდა მივიღოთ და თუ მივიღებთ მის ამოტრიალებულ ვერსიას, როგორც მოხდა თევზების შემთხვევაში, მაშინ კოსმოსისგან არაერთი უსიამვნო სიგნალიც გვექნება.

? ახლა კიდევ ერთი და საინტერესო რაცაა ბერძნული მითოლოგიიდან დედამიწის მმართველი ქალღმერთი იყო „გეა“, მან დაბადა „ურანოსი“ - ცა. ასე დაიწყო შემდგომ ნელ-ნელა გამრავლება და განვითარება.

? კიდევ ერთი ასტროლოგიური კვლევით კი, მაგალითად ჰელიოცენტრული ასტროლოგიური კუთხით რომ წარმოვიდგინოთ, ბევრი ძიებაა ჩატარებული თუ რას ნიშნავს ჩვენს ნათალურ რუქაზე დედამიწის მნიშვნელობა, საერთოდ დედამიწიდან იწყება ყველაფრის ათვლა და ამიტომ მას ნაკლებ ყურადღებას უთმობენ გეოცენტრულ ასტროლოგიაში, მაგრამ ჰელიოცენტრულში ცოტა სხვაგვარადაა: აქ ჩვენ ვიღებთ მზესა და დედამიწას შორის ოპოზიციას, ამიტომ მაგალითისთვის: თუ თქვენი მზე არის მოხვედრილი ვერძის 1 გრადუსზე და ასევე 1 სახლში, შესაბამისად დედამიწა იქნება სასწორის პირველ გრადუსზე მე-7 სახლში. აი, სწორედ მაგ სახლში გმართებთ თქვენ დედამიწის ნიშანთვისებების დირექტულად წარმოჩენა და გამომჟღავნება.

? ეს მოკლე შემეცნებითი სტატია გახლდათ ჩემგან, დიდი იმედი მაქვს, რომ გამოგადგებათ და როგორც სოციალური, ასევე ასტროლოგიური კუთხით უფრო ინფორმირებულნი იქნებით.

 

 

მსგავსი სტატიები

დედამიწა და ასტროლოგია


დედამიწა და ასტროლოგია სტატიის ავტორი: გიორგი ლობჯანიძე ? მოგეს...

სავსე მთვარე


ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მეგობრებო, გვიახლოვდება სასვემთვარეობა,...

ბეთელჰეიზე


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

ტრანზიტული იუპიტერის ასპექტები ნათალურ მზესთან


ავტორი: იოანე შენგელია [მოგესალმებით მეგობრებო და დასაწყისშივე მინ...

ასტროლოგიის გზამკვლევი


ავტორი: იოანე შენგელია არსებობს ინფორმაციის სიმრავლე, და არსებობს ...

ვენერა მორიელში


ავტორი: ლუკას შერმადინი სიყვარულის და ჰარმონიის პლანეტა ხვდება ქ...

პირადი რუკა და პროგნოზირება (ზოგადად)


მოგესალმებით ძვირფასო მკითხველო. ამ სტატიაში მსურს ძალიან ზოგადად ვ...

ანტარესი - მორიელის გული


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff