დირექტული პლუტონი - „მენტალური განვითარება“

Admin
ასტროლოგია
0
0

ავტორი: გიორგი ლობჯანიძე მეგობრებო, ხვალ მეტად მნიშვნელოვანი მოვლენის წინაშე დგება კოსმოსი, მათ ...

astroავტორი: გიორგი ლობჯანიძე

მეგობრებო, ხვალ მეტად მნიშვნელოვანი მოვლენის წინაშე დგება კოსმოსი, მათ შორის დედამიწაც, რადგან პლანეტა პლუტონი ასრულებს თავის რეტროგრადულ, უკუ სვლით მოძრაობას, რაც შემოიტანს გარკვეული სახის ამა თუ იმ საინტერესო მოვლენებს, ჩვენ ასევე განვიხილავთ რას მიესადაგება ეს უკანასკნელი და მასში გარეული ენერგიები.

მანამდე კი მსურს გამცნოთ, რომ რეტროგრადულმა პლუტონმა ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ჩაატარა წმენდა, შესაძლოა ზოგიერთ თქვენგანს დაახლოებით გაზაფხულიდან მოყოლებული მთელი ზაფხულის და შემოდგომიდან სექტემბრის ჩათვლით მოუვლინა გარკვეული შედარებით მძიმედ რეფორმირებული საკითხები, რადგან პლუტონი ასეთი ფაზის დროს - რეტროგრადული პლუტონი, რაც კი წინა თვეების მანძილზე დაგიგროვდათ ყველაფერი გამოუსადეგარი, ძველი, ის, რაც უკვე აღარ არის საჭირო და ხელისშემშლელის როლში გევლინებოდათ, წესით ბევრ თქვენგანთან უნდა დასრულდებულიყო შინაგანი წმენდის დრო, თუ ჩაუღრმავდით ამ ყველაფერს მით უმეტეს, რა თქმა უნდა, ფაქტობრივად სამყარომ მოგაცილეათ ის, რაც გაწუხებდათ ან უბრალოდ რაც უკვე ზედმეტი იყო თქვენში . . . ბევრი რაც შეიძლება მოხდეს გაუცნობიერებლად, ბევრიც გაცნობიერებულად, მთავარია ეს სიახლეები თქვენ მიიღოთ და ამით განსაკუთრებულს მადლობა გადაუხადოთ, დაიმუხტეთ დადებითად, თქვენი უარყოფითი რეფლექსებით ნუ შეეწინააღმდეგებით სამყაროს, გახსოვდეთ: ყველაფერი კანონზომიერია! რაც დაიმსახურეთ იმას მიიღებთ.

პლუტონმა წაიღო ყველაფერი ფუჭი ამ დროის მაძილზე, ყველაფერი ის, რაც გამოუსადეგარი და უვარგისი იყო, რაც უკვე აღარ მუშაობდა და მისი საჭიროება ზედმეტად გტვირთავდათ. შესაძლოა ის ადამიანები, ვინც დირექტული პერიოდის დროს იყავით დაბადებულნი, მათ უფრო გტკენოდათ ეს განვლილი პერიოდი, ახლა კი, როდესაც ეს უკანასკნელი გახდა სწორად მოძრავი, დირექტული - და თანაც თხის რქაში, ეს უკანასკნელი გვეუბნება ყველას, თუ რა კონკრეტული მისიას უნდა შევასრულოთ, სადაა ჩვენი თავი, როგორც პროფსიული, ასევე თუნდაც მენტალური განვითარების კუთხით, სად ავღორძინდებით, სად დავაბანდებთ ჩვენს ენერგიებს და გავთვლათ თითოეულ ნაბიჯს სტრატეგიულად, რაც იქნება მომგებიანი, ჩვენი და ჩვენი საქმისთვის.

პლუტონი მზის სისტემაში რიგით მეცხრე პლანეტაა, რომლესაც ასტროლოგიური კუთხით, მეტად დიდი დატვირთვა აქვს ჩვენს ცხოვრებაში. ეს პლანეტა შედგება ძირითადად ყინულისა და ქვისგან. რადგან მზესთან ახლოს არ მდებარეობს, შესაბამისად, მნათობი მას ნაკლებად ათბობს, მაგრამ მთავარი ეს არაა, მისი შიდა მონაცემებიც ასეთია, რომ უფრო მეტ ყინულოვან ეფექტს იტევს, ვიდრე გახურებულ სხვივებსა თუ ძალებს. ეს უკანასკნელი, მეორე მცირე ზომის პლანეტაა „ერისის“ შემდეგ. პლუტონის მოცულობა არ გახლავთ დიდი, დაახლოებით, დედამიწის თანამგზავრის - მთვარის ტოლია. მზიდან წამოსულ სხივებს საათები სჭირდება, რომ პლუტონზე მისი ენერგია გავრცელდეს, მაგრამ არა დიდი რაოდენობით. შესაძლოა, გაგიკივირდეთ, მაგრამ იგი უფრო მალე აღმოაჩინეს, ვიდრე ისეთი დიდი პლანეტები, როგორებიცაა ნეპტუნი, ურანი... თუმცა, ისინი უფრო მალე ჰყავდათ შემჩნეული, მაგრამ სრულად დანახული - არა.

1930 წელს პირველად გახდა შესაძლებელი მისი დანახვა, რამაც იმ დროის მეცნიერები საგონებელში ჩააგდო. რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო დიდი გამოწვევა იყო, რომ სამყარო არაა მხოლოდ დედამიწა და ის შედგება სხვა მრავალი სახის პლანეტებისა და ვარსკვლავებისგან, რომლებიც მართავენ უშუალოდ სამყაროში მიმდინარე პროცესებს. წლების შემდგომ აღმოაჩინეს მისი ბუნებრივი თანამგზავრებიც, მას სულ 5 თანამგზავრი ჰყავს, ესენია: ქირონი (უდიდესი), ნიქსი, ჰიდრა, კერბერი და სტიქსი. ბერძნულ-რომაული მითების მიხედვით, რომაულად - პლუტონია, ხოლო ბერძნულად კი „ჰადესი“, ასე მოიხსენიებს მას ეს ორი ერი. ორივე ხალხისთვის ეს პლანეტა ქვესკნელის მბრძანებლად ითვლება, ძმები ტიტანებს ებრძოდნენ, ხოლო მათი დაჯაბნის შემდეგ, ერთ-ერთ მათგანს, ჰადესს სწორედ ეს სამფლობელო ხვდა წილად, ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, მას ჯადოსნური მუზარადი ახურავს და უჩინარია, მას ისეთ დიდ პატივს არ მიაგებენ, რომ მსხვერპლთშეწირვით ეცათ თაყვანი.

ბერძნებს ყოველთვის აქვთ შემორჩენილი სხვადასხვა სახის რიტუალები, მათ არც ჰადესი დავიწყებიათ, გარდაცვლილ ადამიანს ენის ქვეშ, ზოგჯერ კი თვალებზეც ადებდნენ მონეტებს, რადგან მათ ეგონათ, რომ, როდესაც სული გადაინაცვლებდა იმქვეყნად, მას დახვდებოდა მეზღვაური, რომელიც მდინარის მეორე ნაპირზე გადაიყვანდა და ამისათვის თანხა უნდა ჰქონოდა, რათა მის სამფლობელომდე მიეღწია. ეს ტრადიცია ძველ ეგვიპტელებსაც ჰქონდათ შემონახული, მოგეხსენებათ, ისინიც მრავალღმერთიანობის მატარებელნი და მომხრენი იყვნენ. 2006 წლიდან პლუტონი აღარ ითვლება უშუალოდ პლანეტად. ამჯერად, იგი „ჯუჯა“ პლანეტის სტატუსით სარგებლობს. ეს უკანასკნელი, ასტროლოგიურად, მრავალფუნქციურია, მას ეხება ისეთი თემები, როგორებიცაა: განახლება, რაღაც ძველის დანგრევა, მოშლა და ახლის შენება, უპირველეს ყოვლისა, სულიერი ტრანსფორმაცია, იოგა, სხვადასხვა სახის ძლიერი ლოცვები, მისტიკა, ძლიერი შინაგანი ენერგეტიკა. მოსწონს იერიშზე გადასვლაც, ამიტომ, მარსთან ერთად, მასაც შეგვიძლია მივაწეროთ სპორტული აქტივობები - კრივი, კარატე, აღმოსავლური ორთაბრძოლები, უშიშარი სულის გამოვლენა სადაცაა ჩადებული, ისიც განაგებს ნაწილობრივ აღნიშნულს. მას მეტად მოსწონს, ასევე რაღაც დაფარულის აღმოჩენა, სიღრმისეული კვლევა, შესწავლა, დაუფლება და სხვა. პლუტონს უკავშირდება ასევე ინტიმური კავშირები, მტრობა, თვალის აღება, სხვადასხვა სახის უარყოფითი დამუხტვა ადამიანისა თუ ნივთისა, გადატრიალებები, ნაწილობრივ ამბოხიც, ასევე არც თუ ისე კარგი და დადგენილი, დიაგნოსტირებული დაავადებები, რაც აღენიშნებათ ინდივიდებს. საკმაოდ ძლიერი და მრავალმხრივი ფუნქციით დატვირთული პლანეტაა, რომლის არსებობაც მატერიალურ სამყაროში მეტად მნიშვნელოვანია.

აგრეთვე, განსაკუთრებული უნდა ითქვას, რომ "მარსის უმაღლესი ოქტავაა" ის ძირითადად შემოფარგლულია არა ძალისმიერი განვითარებით, არამედ, სულიერი ტრანსფორმაციით. პლუტონის დადებით თვისებებში გადის - ენერგიულობა, ადამიანის მძლავრი ბიოენერგო ველი, შეუპოვრობა, მიზანმიმართულობა, საქმის ბოლომდე მიყვანა, ორგანიზაციული საკითხები, სადაც ძირითადი ბირთვი დაფუძნებულია ხალხის მასაზე და მათთან ინტეგრაციაზე, მასის მართვა, მათთან მოპოვებული ძლიერი ავტორიტეტი, თავგანწირულობა საკუთარი იდეალიზმისთვის.

უარყოფითში ჯდება - გესლიანობა, შურისძიების სურვილი, ადამიანი ავლენს აუტანელ საქციელს, დესპოტურობა, ფსიქოლოგიური აშლილობები, დაუმორჩილებლობა იმის მიმართ, რაც ძალაშია, ვამპიზიმი, თვითგანადგურების სურვილი და სხვა . . .

ადამიანი გამოკვეთილი პლუტონით იქნება კარგი ხელმძღვანელი, "მენეჯერი", კარგად შესაძლოა ფლობდეს ბრძოლის ხელოვნებას და განსაკუთრებით კი ასეთი ადამიანები არიან ჩინებული სტრატეგიის მატარებელნი, შესაძლოა იყოს კარგი ბანკირი ან ქირურგი, ფსიქოთერაპევტი, გეოლოგი და სხვა . . .

პლტონი ამ ფაზის დროს უნდა ითქვას, რომ ადამიანს ახედებს თავის კარმულ საკითხებში, ადამიანი თუ განვითარების გზას ადგას, მაშინ თავად ცდილობს, რომ იმ თემებს, სადაც პლუტონია მოხვედრილი ჩაუღრმავდეს და მეტად ტრანსფორმიდეს, მართალია ბევრი მათგანი ამ პროცესს ტკვილის ფონზე გადის, მაგრამ ეს აუცილებელია, ასე იშორებს წარსულის ცუდ იარებს და ხდება იმაზე უკეთესი, ვიდრე მანადმე. ძველი უარყოფითი პროგრამები ნელ-ნელა სცილდება ასეთი გამოვლინების მქონე ინდივიდს . . . ოღონდ კიდევ ერთხელ - თავად უნდა იდგეს გამოსწორების გზაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კარმის დამძიმება და ე.წ."ბუმერანგის პრინციპის ჩართვა" გარდაუვალია . . .

პლუტონი კოსმიური ენერგიის სიმბოლოდაც შეგვიძლია მოვიხსენიოთ, საწყის ეტაპზე, როდესაც ადამიანი იწყებს ყველაფრის დალაგებას და გამოსწორებას, სრული ქაოსია, შემდგომ კი ლაგდება ეს უკანასკნელი, რაც უჭირს ადამიანს და ხდება ბევრად უკეთესი და რაც მთავარია, ვიღებთ ინდივიდს - დიდი გამოცდილებით. პლუტონი ქმნის ასევე მძლავრი სამართლიანობის თეზისებსაც, რომელიც პრაქტიკულად იხატება, მასშია გარეული ტრანსფორმაციაც, გარდაცვალებაც და ხელახალი დაბადებაც, აღნიშნული ქვეცნობიერი ძალების საბოლოო რეზულტატის და რეგენერაციული აღდგენის უნარითაა დაჯილოდებული.

პლუტონი აკონტროლებს სასქესო ორგანოებსაც, ადამიანს არა თუ მხოლოდ სუსტ ფსიქოგამოვლინებებს, არამედ, მის მთლიან ფსიქიკას, ფსიქოპათიოლოგიური უარყოფითი გამოვლინებებიც შესაძლოა აქაც იგი იყოს სხვა დამხმარე პლანეტებთან ერთად ჩართული . . . რეალურად პლუტონის გამოვლინება კიდევ ასეთია, სატურნი, როგორც ვერდიქტის გამომტანის როლშია, ხოლო პლუტონის კი მას უწევს რეალიზებას, ჩვენ ადამიანები ვამბობთ: სატურნმა დამსაჯა, მოდით ცოტა ლოგიკურად და აზრიანად შევხედოთ ამ ყველაფერს, ჯერ ადამიანმა ძალიან ბევრი უდნა შესცოდოს და თანაც მაგრად, რომ მართლა დაისაჯოს და შემდგომ ძირითადად ამ მყარ მატერიალურ სივრცეში ინდივიდი იღებს ბუმერანგის კანონის გაკვეთილებს, რაც დათესა იმას მოიმკის, ყველაფერი მიზეზშედეგობრიობაა და არა მხოლოდ "დასჯა", სწორედ ამ დროს სატურნი იწყებს საბოლოო განაჩენის გამოტანას, ეს ყველაფერი მიდის პლუტონამდე და ის უკვე ასრულებს ამ ტრანსფორმაციული რეჟიმის დაწყებას ადამიანში, რათა გარდაიქმნას და გახდეს იმაზე უკეთეს, ვიდრე იყო.

გისურვებთ წარმატებებს!

 

მსგავსი სტატიები

ასტროლოგიის გზამკვლევი


ავტორი: იოანე შენგელია არსებობს ინფორმაციის სიმრავლე, და არსებობს ...

არქტურუსი


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

რეკომენდაციები მზით თევზის ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის


ავტორი: ანა თოფურიძე თუ თქვენ ხართ დაბადებული 20 თებერვლიდან 20 მა...

ანტარესი - მორიელის გული


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

ახერნარი - Achernar


ვივიენ რობსონის წიგნიდან - "უძრავი თანავარსკვლავედები და ვარსკვლა...

ასტროლოგია თუ ასტრო-ტროლოგია?


ავტორი: ანა თოფურიძე ტროლი (ინგლ. Troll) — ინტერნეტ სლენგი, რომელი...

ურანი - ღმერთის ხმა


ავტორი: იოანე შენგელია სამეფო კარის თამაშები ეს იყო გაელვება. ე...

ასტროლოგია - არსობრივი ანალიზი


ავტორი: მამუკა გურული ამ სტატიაში ვეცდები მოკლედ და არსობრივად წ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff